ბოროტი მარადიულ ნეტარებას სთავაზობს ადამიანს, ოღონდ უფლის გვერდის ავლით, რაც ყოვლად შეუძლებელია, რადგან თავად უზენაესთან ურთიერთობაა ნეტარება, რომელიც იწყება და აღარ სრულდება
ბოროტი მარადიულ ნეტარებას სთავაზობს ადამიანს, ოღონდ უფლის გვერდის ავლით, რაც ყოვლად შეუძლებელია, რადგან თავად უზენაესთან ურთიერთობაა ნეტარება, რომელიც იწყება და აღარ სრულდება
თანამედროვე, ზნეობრივად დეგრადირებული საზოგადოების შესახებ ბერი ფილოთეოსი წერს: "დღევანდელი ადამიანი თავშეუკავებელია, თავაწყვეტილი ცხოველივით გარბის ცოდვისკენ. არ ფიქრობენ ღმერთზე, სიკვდილზე, განკითხვის დღეზე. აინტერესებთ მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობა, სხეულის სიამოვნებანი, სახელი და დიდება. ძალიან ცოტაა, ვისაც მიზანი გააჩნია, და უფალი, ალბათ, მათი გულისთვის ინარჩუნებს ქვეყნიერებას".

ნიჰილიზმის, ღირებულებათა გაუფასურების გარემო ადამიანს ყალბი სიამოვნების ძიებისკენ უბიძგებს. ასეთი გარემო თავის შესაფერის გმირებსა და ავტორიტეტებს შობს. მაგალითად, იყო დრო, როცა "ქუჩური სამყაროს" წარმომადგენლებში კარგ ტონად ითვლებოდა ისეთი მძიმე ცოდვა, როგორიცაა ნარკომანია. საზოგადოების ერთი ნაწილის ცნობიერებაში იყო ელემენტი ერთმანეთისთვის "ვაჟკაცობის" დამტკიცებისა. "კარგი ბიჭების" წრეში მოხვედრა აუცილებლად გულისხმობდა ნარკოტიკის მოხმარებას. თუმცაღა ნარკოტიკზე დამოკიდებულების ჩამოყალიბებას სხვა მიზეზებიც განაპირობებენ. ნარკომანია სულ უფრო აქტუალური პრობლემა ხდება. განსაკუთრებით საშიშია იგი მცირერიცხოვანი ქართველი ერისთვის. ჩვენდა სამწუხაროდ, ძალზე დიდია ამ სენით დაავადებულთა რიცხვი. ბევრი ადამიანი სტაციონარში გადის სარეაბილიტაციო მკურნალობის კურსს და ამ გზით ცდილობს, დააღწიოს თავი ნარკოტიკებს, მაგრამ მხლოდ მცირეოდენი აღწევს მიზანს. უმრავლესობა ამ მანკიერებას რელიგიის საშუალებით უმკლავდება.

ამ საკითხზე ინტერვიუ ვთხოვეთ წმინდა მოწამეების - კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის მღვდელმსახურს ზურაბ მჭედლიშვილს, რომელიც ასევე ქალაქ რუსთავის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #6 საპრობილის სამლოცველოს მოძღვარიცაა.

- მამაო, თქვენ ურთიერთობა გაქვთ რუსთავის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #6 საპყრობლესთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრ "ატლანტასთან". აქაურ პატიმართა უმრავლესობა ნარკოტიკის მომხმარებელი იყო. თქვენ, მოძღვრებს, რამდენად შეგიძლიათ მათთვის დახმარების გაწევა?

- ამ შემთხვევაში არსებითი და მთავრია სწორად გაგება იმისა, თუ რა სახის ნარკოტიკულ დამოკიდებულებასთან გვაქვს საქმე, ადამიანი თავისივე ნებით რატომ მიდის ასეთი სახის დაავადებისკენ... ამავდროულად, აუცილებელია თავად ადამიანური ბუნების, მისი არსის გაანალიზება.

- ე.ი. დავიწყოთ იმით, თუ რა არის ნარკოტიკების მოხმარების მთავარი მიზეზი.

- მატერიალიზმით გარემოცული ადამიანისთვის არ არსებობს უფალი და ცხოვრების რელიგიური წესიც უცხოა. ცხადია, მისთვის ადამიანური ბუნების გაანალიზება, როგორც ღვთის ქმნილებისა, შეუძლებელი და წარმოუდგენელია. თუმცაღა, მიუხედავად ასეთი აზროვნებისა, იგი მაინც რჩება ღვთის ქმნილებად, საკუთარ თავს ვერსად გაექცევა და როგორც ყველას, მასაც მუდმივად ექნება ლტოლვა ბედიერებისა და ნეტარებისკენ. მაგრამ წარმავალი ყოფით ნასაზრდოებს სრულიად სხვაგვარად წარმოუდგენია ბედნიერება. ადამის მოდგმის ცნობიერება მანკიერი გახდა და ამიტომ მისი მიდრეკილება ნეტარებისკენ, უმეტესწილად, არაა ლტოლვა სამოთხისეული მდგომარეობისკენ. ეს დაცემული ანგელოზის მიერ შემოთავაზებული ბედნიერებაა. ერთ-ერთი მათგანია ნარკომანია, რომელსაც უმძიმესი შედეგი მოაქვს. ეს რაღაცის გაყალბება, რაღაც მდგომარეობის დაკმაყოფილების იმიტაციაა, რომელიც თავისებური საფეხურებრივი მდგომარეობით ითრევს ადამიანს. I საფეხური დიდი სიამოვნების მიღებაა, რასაც თან ახლავს თავდაჯერებულობის გამძაფრება - მისთვის ყველანაირი პრობლემის გადალახვა შესაძლებელია. ამგვარი მდგომარეობა მას სინამდვილისგან წყვეტს, რადგანაც რეალურ სამყაროში ყველა პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია. დგება შემდეგი ეტაპი - საკუთარ მიკროსამყაროში ყოფნა ადამიანს სიამოვნებას ანიჭებს, რადგან მისი ცნობიერება უზრუნველადაა, მისთვის აღარ არსებობს პასუხისმგებლობა, ამქვეყნიური, ყოველდღიური საზრუნავი, რაც საზოგადოებაში მყოფი ადამიანისთვის ბუნებრივი და აუცილებელია. ნელ-ნელა ამგვარი გრძნობები მასში კვდება. როცა ნარკოტიკული ზემოქმედებიდან გამოდის, გარესამყაროს მტკივნეულად აღიქვამს, ამიტომ კვლავ ამ მდგომარეობისკენ მიილტვის. ნელ-ნელა აცნობიერებს, რომ მისთვის ნორმალური, ყოველდღიური ცხოვრება უკვე შეუძლებელია, გაურბის ხალხს და სასოწარკვეთილებაში ვარდება. ნარკოტიკული ზეგავლენა უშფოთველი, უზრუნველი ცხოვრების იმიტაციით იტყუებს ადამიანს.

- ე.ი. ნარკოტიკის მოხმარების მთავარი მიზეზი მაინც სიამოვნების ძიებაა. საერთოდ, ნეტარების სურვილი, ქვეცნობიერად თუ ცნობიერად, ღრმად არის გამჯდარი ადამიანის არსებაში. საიდან იღებს დასაბამს ადამიანში ამგვარი მისწრაფება?

- რეალურად ადამიანი, თავისი ბუნებით, ნეტარებისთვისაა შექმნილი. ქვეცნობიერად წუხს დაკარგულ სამოთხეზე. სამოთხისეული ყოფისას ის უზრუნველყოფილი იყო ყველაფრით, რაც სჭირდებოდა. მთლიანად კოსმოსი მისთვის იყო შექნილი, მაგრამ ამავე დროს მას, როგორც ამ ყოველივეს ბატონ-პატრონს, მთელ კოსმოსურ სამყაროზე ჰქონდა პასუხისმგებლობა. იგი ფლობდა აბსოლუტურ ცოდნას სამყაროს შესახებ. ადამიანის ცხოვრება გახლდათ უშფოთველი, რადგან მისი ურთიერთობა უფალთან იყო ნეტარყოფა. სამოთხიდან გაძევების შემდეგ, მას მერე, რაც დაკარგა სამოთხისეული მდგომარეობა, ადამიანი მიილტვის ამ ყოფის აღსადგენად და სწორედ ამ სურვილს იყენებს დაცემული ანგელოზი. როგორც ადამს სთავაზობდა მარადიულ ნეტარებას და განღმრთობას ღვთის გარეშე, ასევე იქცევა იგი ამ შემთხვევაშიც. ბოროტი მარადიულ ნეტარებას სთავაზობს ადამიანს, ოღონდ უფლის გვერდის ავლით, რაც ყოვლად შეუძლებელია, რადგან თავად უზენაესთან ურთიერთობაა ნეტარება, რომელიც იწყება და აღარ სრულდება.

- "მაშინ, როდესაც სიტკბოებას ცოდვაში ვეძებთ, უფალი თავისი მკაცრი გულმოწყალებით უმწარეს იმედგაცრუებას უზავებს ცოდვის სიტკბოებას, რათა ვეძებოთ ის სიტკბოება, რომლისთვისაც უცხოა იმედგაცრუების სიმწარე", - ამბობს ნეტარი ავგუსტინე. ე.ი. მხოლოდ ღმერთშია შესაძლებელი წარუვალი სიტკბოებისა და ბედნიერების პოვნა...

- ურწმუნო ადამიანისთვის შემდგომი ცხოვრება არ არსებობს, ამიტომ იგი ცდილობს აქვე, ამქვეყნად დაიკმაყოფილოს ყველა სურვილი, მაგრამ მიზანს ვერ აღწევს, რადგან სიამოვნების წარმოსახვა და სურვილის დაკმაყოფილების შედეგი არსებითად სხვაობს ერთმანეთისგან, ამიტომ რჩება მუდმივი განცდა უკმარისობისა. ეს იმიტომ ხდება, რომ ბუნებით მარადიულობისთვის შექმნილ ადამიანს ვერ დააკმაყოფილებს წარმავალი, ხორციელი სიამოვნება. ეს უკანასკნელი მხოლოდ დროებით ამყოფებს ადამიანს ნეტარების იმიტაციურ მდგომარეობაში. სწორედ მიწიერი სიამოვნებისკენ სწრაფვა და ამგვარად მომართული ცნობიერება არის ყოველგვარი გაუკუღმართების მიზეზი. მატერიალური კეთილდღეობა დღევანდელი იდეოლოგიური თვითმიზანია და მთლიანად დაცლილია რელიგიური მსოფლმხედველობისგან. ასეთ გარემოში ადამიანს მოყირჭებული აქვს ამქვეყნიური სიამოვნება, გაზულუქებულია ცხოვრებით, უფრო მეტი უნდა. არის მეორე შემთხვევაც - არსებობს მატერიალური კეთილდღეობის მიღების სურვილი, მაგრამ არ არის შესაძლებლობა. უიმედობაში ჩავარდნილი ადამიანი ნარკოტიკს ეძალება. ორივე შემთხვევის მიზეზი ნეტარების ძიებაა.

ნარკომანის გონება გამუდმებით ფიქრობს წამლის მიღებაზე. მას გარედან მიეწოდება ეს აზრი; ბოროტი ცდუნების ყველანაირ ხერხს მიმართავს, ნარკოტიკს სთავაზობს ადამიანს, მაგრამ კონკრეტულ მომენტში თუ არ არის ამის განხორციელების შესაძლებლობა, მაშინ მუდმივად ახსენებს გონებას ამ "სიამოვნებას", რათა მისი დაუსაბამო ხსოვნა ჩაუნერგოს. პატიმრებს საპყრობილეში არ შეუძლიათ წამლის მოთხოვნილების დაკმაყოფილება, მაგრამ ისინი გამუდმებით ფიქრობენ იმ დროზე, როცა აქედან გასულები სურვილს აისრულებენ. ასე რომ, ადამიანის აზროვნებიდან უძლური ნების გამოდევნას და მის მომწოდებელ დაცემულ ანგელოზს სწორედ უფალთან ურთიერთობით უნდა ვებრძოლოთ. ბოროტი ცდუნება ღვთის მადლით ჭეშმარიტი ნეტარებისკენ სვლით უნდა ჩავანაცვლოთ. ეს უნდა მოხდეს საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობით, ლოცვითა და ვედრებით, ოღონდ, რა თქმა უნდა, ამის განხორციელება სურვილის გარეშე შეუძლებელია. ღმერთის მადლი მაშინ მიიღება, როცა ადამიანი გააზრებულად, სასოებით გადმოდგამს ნაბიჯს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ყოფა როგორც აქაა ჯოჯოხეთური, უფრო მეტად გაგრძელდება ამ ქვეყნიდან გასვლის შემდეგ, რადგან დარჩება მუდმივი მოთხოვნილება ნარკოტიკის მიღებისა, მაგრამ სხეულს მოკლებული ადამიანი ვერ შეძლებს სურვილის დაკმაყოფილებას. ექნება გაუსაძლისი ტკივილი. მათი სულიერი მდგომარეობა განსაზღვრავს მათ სამუდამო სამკვიდრებელს: ესაა იმიტაციური ნეტარების შემომთავაზებელ დაცემულ ანგელოზთან ერთად სამარადჟამო ტანჯვა ან ნამდვილი ნეტარყოფა უფლის წიაღში, რისი განცდა და მიღწევაც ადამიანის ნებისა და ღვთის მადლის გარეშე შეუძლებელია.

- ნარკოტიკზე მიჯაჭვულობა იმდენად ძლიერია, რომ მის გარეშე ადამიანი თავს გაძარცვულად გრძნობს. ყოფილა შემთხვევა, ნარკომანს უცდია კრიზისიდან გამოსვლა. გაუცნობიერებია ამ სენის საშინელება, მაგრამ თავი ვერ დაუღწევია და სასოწარკვეთილი კვლავ მისძალებია ნარკოტიკს. შესაძლებელია თუ არა ნარკომანის გამოსწორება და სად არის ხსნა?

- ნარკომანს ნებისყოფა აღარ აქვს. ვერ ეწინააღმდეგება მისთვის საზიანო მდგომარეობას. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ავადმყოფი სარეაბილიტაციო კურსს გადის და აბსტინენციას აგდებს, მის ცნობიერებაში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, რჩება სურვილი ნარკოტიკისა.

უფალს არ სურს ძალადობა ადამიანურ ნებაზე, იგი ამბობს: "წყალობაი მნებავს და არა მსხვერპლი. რამეთუ არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა". ბოროტსა და კეთილს შორის არჩევანის გაკეთებისას უფალი ადამიანს არ ზღუდავს და სწორედ აქაა გასხვავება ღვთის შვილობასა და ბოროტის იძულებით ტყვეობაში მოქცეულ ადამიანს შორის. ნარკომანის დაუძლურებული ნება მხოლოდ გულის განწმენდითა და ღვთიური მადლის მოხვეჭით განიკურნება. ისევე, როგორც ნებისმიერ ვნებასთან ბრძოლის, ფსიქოლოგიური ბრძოლის მოგებაც საეკლესიო გამოცდილებითაა შესაძლებელი. შესაბამისი გარემოს შექმნის, საღვთისმეტყველო თემაზე ხშირი საუბრის, ლოცვის, აღსარების, ზიარების, სარწმუნოებაში განმტკიცებისა და საკუთარი მდგომარეობის გაანალიზების შემდეგ ნარკომანი ხვდება, სად მოტყუვდა. აქედან იწყება სურვილი ამ მდგომარეობის დაძლევისა. თუმცა, აქაც ყველაფერი ინდივიდუალურია. ზოგიერთი ავადმყოფი საკუთარ ორჭოფობას, გაიკეთოს თუ არა წამალი, უკვე მიღწევად თვლის, რადგან ამ დრომდე ერთხელაც არ უთქვამს უარი შემოთავაზებაზე. ზოგი პირდაპირ ითხოვს შველას, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სწორ გზაზე დგანან. მათი ყოფა არ არის ბარიერი ზეციური წყალობის მისაღებად. მადლი ღვთისა მხოლოდ მას არ ეძლევა, ვინც თავის თავში არ უშვებს უფალს. ასე რომ, უძლური ნების განკურნება ღვთის მადლით მოხდება.

- ამ სენის მიღმა უამრავი ცრემლი და მწუხარებაა, უამრავი დანგრეული ოჯახი და ტრავმირებული ბავშვია. აუტანელ მდგომარეობაში არიან ნარკომანის ოჯახის წევრები. რას ეტყოდით მათ, როგორ მოიქცნენ და საერთოდ, ეკლესიის, ახლობლების ლოცვა რამდენად შველის ნარკომანს?

- ამ დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ახლობლების ლოცვას, განსაკუთრებით კი მშობლისას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როცა ადამიანს შვილიერების მადლი ენიჭება, ფაქტობრივად იგი ღვთის შემოქმედებაში ერთვება, ბოლომდეა პასუხისმგებელი შვილის ცხოვრებასა და ცხონებაზე. შვილის არასწორი განვითარება უპირატესად უახლოესი გარემოს ბრალია. აღზრდის დროს შვილს თვითმიზნად ნუ დაუსახავთ მატერიალურ კეთილდღეობას. ნარკომანის მშობელი იმკის არასწორი აღზრდისა და არაეკლესიური ცხოვრების შედეგს. ილოცეთ იმისთვის, რომ თქვენი საბრალო შვილის გულშიც გაიღვიძოს უფალმა. ყველა შეგონებაზე, ექსპერიმენტსა და მიგნებაზე უფრო ძვირფასია ლოცვა, რომელიც სწორედ მაშინ გაღვივდება თქვენი შვილის გულში, როცა არ ელით და მშვიდად, საიდუმლოდ გააკეთებს თავის საქმეს. ვიდრე თქვენ თვალცრემლიანი საყვარელი ადამიანის გადასარჩენად ლოცულობთ, ვერ ხედავთ, რა ხდება მის სულში, როგორი ბრძოლა მიდის ჩამკვდარ სინდისთან.

ბევრმა განკურნებულმა ადამიანმა გამოსცადა საკუთარ თავზე მართლმადიდებლობის სიხარული, რომელთან ერთადაც განსაცდელის დათმენაც შესაძლებელია.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat