ღვთისგან მადლი და წყალობა სულიერი ღვაწლის შესაბამისად გვეძლევა
ღვთისგან მადლი და წყალობა სულიერი ღვაწლის შესაბამისად გვეძლევა
მადლი ადამიანზე სულიწმინდის მაცხოვნებელ ზემოქმედებას ეწოდება, რომელსაც ღვთივსათნო ცხოვრების, თითოეული კეთილი საქმის სანაცვლოდ ვიხვეჭთ. საღვთო მადლი იწყებს, აგრძელებს და ასრულებს ცხონებას. არ არსებობს ადამიანი, შემოქმედისგან მადლმოსილების, მადლისმიერი ნიჭების მოხვეჭის შესაძლებლობა რომ არ ჰქონდეს ბოძებული, მთავარია თვითონ ისწრაფოდეს ამისკენ...

გვესაუბრება ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მღვდელმსახური, მამა იოანე ყურაშვილი:

- მადლი ზეციური წარმომავლობისაა და ერთსა და იმავე დროს მრავალ ნიჭს მოიცავს. მადლი სულიწმინდისგან მოგვემადლება, ამიტომაც ამბობენ უხვად მადლმოსილ ადამიანზე: სულიწმინდა მოიხვეჭა ანუ სულიწმინდით აღივსოო. სულიწმინდის მადლი ტაძარშიცაა დავანებული და ეკლესიის მეშვეობით გადაეცემა ადამიანს.

- ტაძარში სწორედ სულიწმინდის მადლის მოსახვეჭად მივდივართ. ნებისმიერ შემთხვევაში მიემადლება თუ არა ადამიანს ტაძარში მისვლის სანაცვლოდ სულიწმინდის მადლი?

- ღვთისგან მადლი სხვადასხვა ოდენობით გვეძლევა, იმისდა მიხედვით, თუ რამდენად ვართ მოწოდებული და მომზადებული მის მისაღებად. ღმერთი, ყოვლადწმინდა სამება ყველგან მყოფობს, მისგან მომდინარე მადლის მოხვეჭაც ყველგანაა შესაძლებელი, მაგრამ განსაკუთრებული შესაძლებლობა ეკლესიაში გვეძლევა, უპირველესად იმის გამო, რომ იქ სულიწმინდის განსაკუთრებული მადლი მყოფობს. ტაძარი გამტარობითაც გამოირჩევა - ღვთისმსახურნი ხომ გამტარნი არიან ღვთიური მადლისა, თანაც ეკლესიაში მოსული ადამიანი მეტად არის განწყობილი მის მისაღებად.

- პავლე მოციქულის სწავლებით, ადამიანის სხეული არის ტაძარი სულისა წმიდისა - მასში სულიწმინდის მადლმა უნდა დაივანოს. ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მიწიერი ცხოვრების მთავარ მიზანს მადლის მოხვეჭა უნდა წარმოადგენდეს...

- ადამიანი არის ხატება და მსგავსება ღვთისა და მას მადლისმიერი ნიჭების მოსახვეჭად ყველანაირი უნარი და ტალანტი უბოძა უფალმა. ეს კი მუშაკობის, მოღვაწეობის გარეშე არ მიიღწევა.

უმთავრესი მაგალითი, თუ როგორ უნდა იცხოვროს ქრისტიანმა, რათა ღვთიური მადლით შეიმოსოს, გახდეს ღირსი მადლის მიღებისა, არის უფალი იესო ქრისტე, მისი მიწიერი ცხოვრება. პავლე მოციქული ბრძანებს: მადლი - ეს არის იესო ქრისტე, რომელიც ჩვენ შორის დადიოდა და გვასწავლიდა, გვაძლევდა მაგალითს, როგორ უნდა ვიცხოვროთ. უმთავრესი, რაც უფლის ამქვეყნად მოვლინებაში იყო ჩადებული, არის ის, რომ ადამიანი იყოს ადამიანის წოდებაში, რაც ჯერ ღვთის ჭეშმარიტ თაყვანისცემაში უნდა გამოიხატოს, შემდეგ კი მოყვასთან დამოკიდებულებაში - ვიყოთ თავმდაბალნი, მიმტევებლები, მშვიდნი, პატივისმცემელნი, გულმოწყალენი...

- მაგრამ, მეორე მხრივ, როგორც არ უნდა ეცადოს ადამიანი განკაცებულ უფალთან მიმსგავსებას, მის დარ სათნოებათა ღვაწლის ტვირთვას ვერ შეძლებს...

- მთავარია, მცდელობა არ მოვაკლოთ, ვისწრაფოთ უფლისკენ, ღვთის მადლის მოხვეჭისკენ, რათა არ დავკარგოთ უდიდესი საუნჯე - სასუფეველი. სამწუხაროდ, ადამიანთა დიდ ნაწილს სწორედ ამის სურვილი არ გააჩნია. ისინი ვერ აცნობიერებენ, რაოდენი მადლი მოგვმადლა უფალმა დედამიწაზე მოვლინებით - თუ ადამიანი ხორცში არ დაიბადება, ნათლისღების შესაძლებლობა არ მიეცემა. შესაბამისად, ვერც სასუფეველს იხილავს, მაგრამ ხორციელად შობისა და ნათლისღების შემდეგ კაცმა უნდა იშრომოს, იღვაწოს მადლისმიერი ნიჭების მოსახვეჭად. უკვდავ სულზე ზრუნვის, ბრძოლის გარეშე მაცხოვნებელი მადლით ვერ შევიმოსებით, სხვაგვარად გადარჩენა არ მიიღწევა.

"მარადის ვმადლობ ღმერთს თქვენთვის ღვთის მადლისთვის, რომელიც გებოძათ თქვენ ქრისტე იესოში, იმიტომ, რომ გამდიდრდით მასში ყოველივეთი, ყოველგვარი სიტყვით და ყოველგვარი შემეცნებით", - ბრძანებს პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ მიწერილ ეპისტოლეში. ტიტეს კი სწერს: "ხოლო როცა გამოჩნდა ჩვენი მაცხოვარი, ღვთის სახიერება და კაცთმოყვარეობა, მან გვიხსნა არა მართალი საქმეების გამო, რომლებიც ჩვენ ჩავიდინეთ, არამედ თავისი წყალობით, ხელახლა შობის განბანითა და სულიწმინდის მიერ განახლებით, რომელიც უხვად მოგვეფინა ჩვენ ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს მიერ, რათა მისი მადლით გამართლებულები გავხდეთ საუკუნო ცხოვრების მემკვიდრენი, რისი იმედიც გვაქვს..." მაცხოვარმა ხომ მრავალი გზა და საშუალება მოგვცა მაცხოვნებელი მადლის მოსახვეჭად, უპირველესად კი შვიდი საეკლესიო საიდუმლო. მათი მეშვეობით ღვთის განსაკუთრებული მადლი გვეძლევა. უმთავრესი კი მაინც ნათლისღებაა - წუთისოფლისთვის ხორციელად ვიბადებით, მაგრამ სულიერად ღვთის წინაშე შობა ნათლისღებით ხდება, რომლის გარეშეც მადლისმიერი ნიჭების მოხვეჭის შესაძლებლობა არ გვეძლევა.

შეუძლებელია, ყველა გზის მოხილვა და ჩამოთვლა, რომელთა მეშვეობითაც სულიწმინდის მადლი გვენიჭება. იგი ღვთის მაძიებელ ადამიანს ნებისმიერი სულიერი ღვაწლის პასუხად შეიძლება მოეფინოს - ლოცვის, მარხვის თუ სხვა მცნებათა აღსრულების სანაცვლოდ. ყველაფერს, რაც შემზღუდველია ხორცისა, ძალუძს, ადამიანი მადლით გაამდიდროს.

- ღვთისგან მადლი და წყალობა სულიერი ღვაწლის შესაბამისად გვეძლევა - მადლს ნებისმიერი ქველი, ღვთივსათნო საქმის სანაცვლოდ ვიხვეჭთ, მაგრამ მადლმოსილებას, სულიწმინდის მადლით აღვსებას მხოლოდ ღვთის წინაშე წმინდა და მართალი ცხოვრებით მცხოვრები, უმაღლესი სულიერების მქონე ადამიანები აღწევენ...

- ცხადია, რაც უფრო მეტად იღვწის, მეტად იხარჯება ადამიანი უფლისთვის, მადლი და წყალობაც მეტად ენიჭება. უმოქმედო კაცის გულში უფალი ვერ დაივანებს, რადგან მისი გული არ არის ღვთისთვის გაღებული. უფლისთვის განუწყვეტელი მოღვაწეობის სანაცვლოდ კი ადამიანი სულიწმინდის მადლით ივსება. ასეთი მოღვაწე სულიწმინდის ჭურჭლად იქცევა.

- წმინდა და მაღალსულიერ ადამიანთა მადლმოსილება მათ მიერ ღვთის ძალით აღსრულებული სასწაულებითაც დასტურდებოდა. მათი სასწაულმოქმედების უნარით ვლინდებოდა, რომ მათთან უფალი მყოფობდა, მათზე სულიწმინდის მადლი იყო დავანებული...

- საერთოდ, სასწაულებს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია დიდი სიფრთხილით უდგება. სასწაულთა შორის ჩვენი ღვთაებრივი ნუგეში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე მადლმოსილი ცეცხლის გადმოსვლაა. ცეცხლს მადლმოსილი ეწოდება, რადგან ამ სასწაულით ღვთის სიდიადე წარმოჩინდება.

მართლაც მრავლად იყვნენ ღვთის მადლით შემოსილი მოღვაწეებიც, რომლებსაც უფლისგან სასწაულმოქმედების უნარი ჰქონდათ ბოძებული. გავიხსენოთ თუნდაც წმინდა შიო მღვიმელი. მან იმხელა მადლმოსილებას მიაღწია, რომ შიშველ ხელისგულზე იკმევდა და ხელი არ ეწვებოდა.

გამორჩეული მოშურნეობით მოღვაწეთა მადლმოსილება წინასწარხედვაში, წინასწარმეტყველების უნარშიც ვლინდებოდა. ასეთ ადამიანებს უფალი სულიწმინდის ჭურჭლად ჭვრეტდა და მადლით აღავსებდა. ღვთის მადლით განმტკიცებულებს შესწევდათ ძალა, თავიანთი სიბრძნე და ღვაწლი ამპარტავნებისა და თვითგანდიდებისთვის კი არ გამოეყენებინათ, არამედ ქცეულიყვნენ მაგალითად, თუ რაოდენი მადლით იმოსება ღვთივსათნოდ მცხოვრები კაცი.

- რა მნიშვნელობა აქვს მადლის მოსახვეჭად ღვთისმსახურის ჩარევას, მის კურთხევას?

- ღვთისმსახური ღვთისგან მომდინარე მადლის გამტარია, იგი დამაკავშირებელი ძალაა ღმერთსა და ადამიანს შორის. ღვთისმსახურნი მოციქულთა მემკვიდრენი არიან და მათზე მოციქულებისგან შთამომავლობით გადმოსული სულიწმინდის მადლი მყოფობს. ამიტომ მათი კურთხევით მეტი ძალითა და სისრულით გვენიჭება მადლი.

- მადლის მიღება უხილავად ხდება, მაგრამ მადლმოსილება ხილული სახითაც ხომ ვლინდება?

- ადამიანი, რომელიც მადლით იმოსება, სულიერადაც იცვლება. ეს მის ცხოვრებაზეც აისახება: ცოდვილი ჩვევებისა და მანკიერებების ნაცვლად სათნოებებით იმკობა; სული და გული უფლის სიყვარულით ემსჭვალება. ღმერთი სიყვარულია, ე.ი. მადლიც სიყვარულისგან მოგვეფინება და ჩვენგანაც სიყვარულს ავლენს.

- ხომ შეიძლება, ადამიანი მადლისგან განიძარცვოს კიდეც?

- დიდი ხანია ვსაუბრობთ და არაფერი გვითქვამს დაცემულ ანგელოზზე, რომელიც სხვა ანგელოზთა მსგავსად ღმერთმა კეთილად შექმნა და მადლით შემოსა, თუმცა უფლის არსებობის დავიწყებამ, ღმერთთან დაშორებამ მადლი განაშორა და ზეციდან განიდევნა. დაცემული ანგელოზის მსგავსად განიძარცვება მადლისგან ყველა, ვინც თავისი საქმეებით დაშორდება უფალს. ადამიანი დედამიწაზე იმისთვის არ მოდის, რომ მიწიერებას მიეჯაჭვოს; მის მთავარ მიზანს სულიერი სარგებლის შეძენა უნდა წარმოადგენდეს. მუდამ გვახსოვდეს გარდაცვალების ჟამი, როცა ღვთის წინაშე წარდგომა მოგვიხდება და სულზე მზრუნველნიც ვიქნებით და არც მადლი მოგვაკლდება. მადლისგან განძარცვული ადამიანი კი ღვთის წინაშე ხელცარიელი რჩება.

- მადლის შენარჩუნება და გამრავლება განუწყვეტელ მოღვაწეობას მოითხოვს...

- მადლის შენარჩუნება და გამრავლება მართლაც უდიდეს ძალას, ღვაწლს ითხოვს, მაგრამ ადამიანს ამის მიღწევა ნამდვილად ძალუძს. ღვთისგან თითოეულს გვეძლევა ტალანტები, ნიჭები, იმისდა მიხედვით, ვის რამდენის დატევნა შეგვიძლია, შემდეგ კი ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მათ გამრავლებაზე და მონაგებითურთ ჩავაბაროთ უფალს, რათა ერთი ტალანტის მქონე მონის მსგავსად უგუნურება, უმეცრება არ ჩავიდინოთ.

- ზოგჯერ ადამიანი უკეთურად ცხოვრობს, მაგრამ შემდგომ სულიერ ფერისცვალებას განიცდის და უფლისკენ სწრაფვას იწყებს. ასეთ შემთხვევაშიც ხომ ეძლევა მას მადლით აღვსების შესაძლებლობა?

- ეკლესიის ისტორიიდან არაერთი შემთხვევაა ცნობილი, როცა მძიმე ცოდვით დაცემულ ადამიანებსაც შეუცვლიათ ცხოვრების წესი, სულიერების უმაღლეს საფეხურზე ასულან და მადლით აღვსებულან.

გავიხსენოთ წმინდა მარიამ მეგვიპტელის ცხოვრება. წმინდა მარიამი სულიერად იმდენად ამაღლდა და მადლით აღივსო, რომ წყლის ზედაპირზე ფეხით გაიარა.

წმინდა მოსე შავი ავაზაკობდა, მისი ცხოვრება თავდაპირველად უკეთურებითა და არაწმინდებით იყო სავსე. ერთ დღეს თავისი დარგული ხე გაუხმა და ამან დაამწუხრა. ამ დროს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: შენი დარგული ხის გახმობამ ჩაგაფიქრა და შეწუხდი, შენ მიერ მოწყვეტილ ადამიანებზე კი არ ფიქრობ. ღვთის წინაშე როგორ უნდა იმართლო თავიო. ამას მოსეს სულიერი ფერისცვალება მოჰყვა. მან თავი უფალს მიუძღვნა, ღვთივსათნო ცხოვრების სანაცვლოდ კი სულიწმინდის მადლით შეიმოსა. ამდენად, შესაძლოა, მძიმე ცოდვებით დაცემული ადამიანიც ამაღლდეს სულიერად და მადლმოსილება მიიღოს.

კაცი მადლსა და წყალობას, მადლისმიერი ნიჭებით შემოსვას მაშინ იმსახურებს, როცა ამას თვითონვე ითხოვს ღვთისგან, თავისი ცხოვრების წესით მადლის მოსახვეჭად ისწრაფვის. უფალი ხომ ბრძანებს: ეძიებდით და პოვებდეთო. ღვთის ძიება, შემოქმედისკენ სწრაფვა კი შესაძლოა "ბოლო ჟამს", სიცოცხლის მიწურულსაც დაიწყოს ადამიანმა. უფალი მხოლოდ იმას ცდილობს, მადლის მიღების ღირსნი გავხდეთ, ეძებს შემთხვევას, რომ ჩვენი გულის კარი გახსნილი ნახოს, რათა შემოვიდეს და დაივანოს.

მადლიანი, კეთილი საქმეების ქმნა ადამიანს მემკვიდრეობითაც გადაეცემა. მადლის გამრავლება კეთილი აღზრდითაცაა შესაძლებელი - ღვთისგან მინიჭებული მადლით მშობლებს შვილების ზნეკეთილ და კეთილგონიერ პიროვნებად ჩამოყალიბება ძალუძთ. მადლს კი ზნეკეთილი ადამიანი იხვეჭს.

- შესაძლოა, კაცი ეკლესიურად არ ცხოვრობდეს, მაგრამ გულმოწყალე, სულგრძელი და სხვა სათნოებებით შემკული იყოს. შეიწირება თუ არა ღვთისგან რწმენის გარეშე აღსრულებული სიკეთე? მივიღებთ თუ არა სანაცვლოდ ღვთის მადლსა და შეწევნას?

- თუ კეთილ საქმეს უფალს არ ვუძღვნით, მის სადიდებლად არ აღვასრულებთ, ასეთ ქმედებას საფუძვლად ღვთის რწმენა და სიყვარული არ უდევს, ის მხოლოდ მიწიერებითაა სავსე და დედამიწაზევე რჩება. თუმცა სიკეთეს ყოველთვის კეთილი შედეგი მოჰყვება. ასეთი კაცი ადრე თუ გვიან აუცილებლად მობრუნდება ღვთისკენ. ერთ-ერთ პატერიკში მოთხრობილია პეტრე ხაბაზის შესახებ, რომელიც ძალზე ძუნწი გახლდათ. უპოვარ მთხოვნელებს გამხმარ პურსაც არ მისცემდა. ერთხელ ერთმა განიზრახა: პეტრეს მოწყალებას გავაკეთებინებო. მასთან მივიდა და გააბრაზა. პეტრემ ქვა ვერ იპოვა და პური ესროლა. პური იქვე მდგომმა უპოვრებმა აიღეს და დაპურდნენ. ამის ხილვამ პეტრე გამოაფხიზლა, გულმოწყალე და კეთილი გახდა - უფალმა სული სიკეთისკენ წარუმართა, ანგელოზი მოუვლინა, ჩააფიქრა და გამოაფხიზლა.

P.S. მამა იოანე ყურაშვილი აფხაზეთში, კომანის ტაძარში მოწამებრივად აღსრულებული მოძღვრის, მამა ანდრიას (ყურაშვილი) ძმა გახლავთ. სამი თვის წინ მიწიერი ცხოვრება დატოვა მამა ანდრიას მამამ, ელგუჯა ყურაშვილმა. სამწუხაროდ, "კარიბჭემ" მოგვიანებით შეიტყო ბატონი ელგუჯას გარდაცვალების შესახებ. იმედს ვიტოვებთ, მისი ოჯახი მოგვიტევებს და მიიღებს ჩვენს დაგვიანებულ თანაგრძნობას.

"უფალი და განგება რამდენ შვილსაც გაჩუქებს, იმდენი უნდა გააჩინოო, - იტყოდა ხოლმე მამაჩემი", - იგონებს მამა იოანე. მას კი ცხრა შვილი აჩუქა უფალმა. პირველად მამა ანდრია შეუდგა ღვთისკენ სავალ გზას. მისმა მოწამებრივმა აღსასრულმა ელგუჯა ყურაშვილის კიდევ ოთხ შვილს გადააწყვეტინა უფლის მსახურება.

კომუნისტური მმართველობის ხანაში ბატონმა ელგუჯამ ბაღდათში მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დააარსა. რაიონში არსებული სიძველეები მოიძია, მიტოვებული ტაძრები დაასუფთავა, სიწმინდეები გამოიტანა და საკუთარი ამაგით დაარსებულ მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დააბრძანა.

ღმერთმა ნათელში დაამკვიდროს მისი სული!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat