"ჩვენი დროის ამ მოწამეებს ადამიანის სულისა და გონების შეცვლა შეეძლოთ..."
"ჩვენი დროის ამ მოწამეებს ადამიანის სულისა და გონების შეცვლა შეეძლოთ..."
ბევრი ფარული მოწამე და მოსაგრე ჰყავს სამყაროს. ისინი რომ არა, დედამიწა დიდი ხნის წინ დაკარგავდა სიცოცხლეს. ჩვენდა ნუგეშად, უფალს არ ძალუძს, მათი გულებიდან ამოსული მადლიანი ღაღადისი არ შეისმინოს. ზოგი მათგანი სამონაზვნე მანტიით შემოსა განგებამ, ზოგიც - სამღვდელმთავროთი, ზოგი კი გარეგნულად სხვათაგან არაფრით გამოარჩია... ერთნი უკვე ზეცაში არიან, სხვანი კი ჩვენ გვერდით ცხოვრობენ და ხშირად ვერც კი წარმოვიდგენთ, რაოდენ დავალებულნი ვართ მათგან...

ყოველ მათგანს უხილავად დააქვს აუწონელი ზეციური მარგალიტები, თუმცა თავადვე არიან სამყაროს საგანძურნი...

გვეწეოდეს მათი მადლიანი ლოცვები!

ამას წინათ ინტერნეტის ერთ-ერთ საიტზე მეგობარმა იპოვა ცნობილი ამერიკელი სასულიერო მოღვაწის, სერაფიმ როუზის სულიერი შვილის, მონაზონ ნინოს ინტერვიუ რუმინელ მართლმადიდებელ მღვდელ გიორგი კალციუსთან, რომელიც კომუნისტურ რეპრესიებს სასწაულებრივად გადაურჩა და ამ რეპრესიათა მსხვერპლ არაერთ მართლმადიდებელ მოწამეს იცნობდა.

მისმა მონათხრობმა შემძრა და გადავწყვიტე, სხვებისთვისაც გამეცნო.

მამა გიორგი:
- თორმეტშვილიან გლეხის ოჯახში დავიბადე, უმცროსი მე ვიყავი.Dდედაჩემი ძალზე ღვთისმოსავი ქალი გახლდათ. იმის მიუხედავად, რომ მხოლოდ ოთხი კლასის განათლება ჰქონდა, უჩვეულოდ ჭკვიანი და მადლიანი იყო.

წირვებზე ერთ პატარა ტაძარში დავყავდით. პატარები ვიყავით და 3 საათს ფეხზე დგომა გვიჭირდა, ამიტომ გამუდმებით ვმოძრაობდით.

შინ მობრუნებულებს დედა შეგვაგონებდა: - იდექით, სანამ ფეხები არ გეტკინებათ, ბავშვის ლოცვა ეს არისო...

თერთმეტი და-ძმიდან სკოლაში მხოლოდ მე დავდიოდი და არასოდეს დამიკარგავს რწმენა, რომელიც დედამ ჩამინერგა...

შემდეგ სამედიცინო კოლეჯში ჩავირიცხე. მალე კომუნისტებმა კოლეჯშიც იწყეს მარქსიზმის პროპაგანდა და მის შესწავლას გვაიძულებდნენ. სწორედ მე გახლდით ერთ-ერთი იმ სტუდენტთაგანი, ვინც ეს მძაფრად გააპროტესტა, შედეგად კი 1948 წელს ციხეში ამოვყავი თავი.

1947 წელს რუსულმა არმიამ მეფე აიძულა, რუმინეთი დაეტოვებინა. ამის შემდეგ კომუნისტებმა ძალაუფლება სრულად იგდეს ხელში.

რუმინეთში რწმენა ძალიან ძლიერი იყო, მაგრამ სექსუალური თავისუფლებითა და მასონობით მოხიბლულმა ინტელიგენციამ უღალატა ეკლესიას.

- მამა გიორგი, ვიცი, ამაზე საუბარი გაგიჭირდებათ, მაგრამ მაინც გვიამბეთ პიტესტის ციხეზე და იმ შემზარავ ექსპერიმენტებზე, იქ რომ ხორციელდებოდა...

- პიტესტი მაკარენკოს ექსპერიმენტის ასლი გახლდათ. ხომ მოგეხსენებათ, რა მიზანსაც ემსახურებოდა ხსენებული ექსპერიმენტი? - ის ახალგაზრდები უნდა გადაეგვარებინა, ვინც კომუნიზმს შეეწინააღმდეგა.

- რა ასაკის სტუდენტებს ეხებოდა ეს ყველაფერი?

- თვრამეტიდან ოცდახუთ წლამდე. რუმინეთი სულაც არ გახლავთ პრიმიტიული ქვეყანა. ჩვენთვის ყოველთვის ძვირფასი იყო ქრისტიანული სული და ღირებულებები.Mმათ სურდათ, თაობებს შორის უფსკრული გაეჩინათ. ჰოდა, ეს სულიერი გადაგვარება სწორედ ახალგაზრდობიდან დაიწყეს...

პიტესტის ციხეში კოშმარი ტრიალებდა, უამრავი საუკეთესო ახალგაზრდის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიწირა ამ წლებმა...

მე ძალიან გამიმართლა, რადგან იმ თექვსმეტ ადამიანს შორის მოვხვდი, რომლებიც უშიშროებამ ჯილავის ციხეში გადაიყვანა (ეს ციხე მთლიანად მიწის ქვეშაა). სწორედ მის კედლებში დაიწყო ჩემი სულიერი გამოფხიზლება...

ჯილავის ციხეს საგანგებო საკანი ჰქონდა, რომელიც შუაზე გაჭრილ ცილინდრს წააგავდა. ჩვენ მიწის ქვეშ ვიმყოფებოდით. ამ ცილინდრში ოთხი უფანჯრო საკანი ააშენეს, რომელთა თავზეც შვიდი მეტრი მიწა იყო. დღის სინათლეს, ბუნებრივია, ვერ ვხედავდით, ერთადერთი ელექტრონათურა გვქონდა.

ჩვენს საკანში მძიმედ სნეული კონსტანტინე ოპრისანი შემოიყვანეს, რომელიც დღეში ორჯერ ფილტვებიდან სისხლს ამოახველებდა. რადგან სამედიცინო კოლეჯში ვსწავლობდი, მასზე ზრუნვა გადავწყვიტე.Kკონსტანტინეს მოძრაობა არ შეეძლო და ყველაფერს მე ვუკეთებდი.

წმინდანს ჰგავდა, ასეთი ადამიანი მანამდე არ მენახა. პიტესტში სამ წელიწადს აწამებდნენ. იმდენი სცემეს, სანამ ფილტვები არ გაუნადგურეს... მთელ დღეებს ლოცვაში ატარებდა და საყვედურიც კი არ წამოსცდენია მტანჯველთა მიმართ. გამუდმებით იესოზე გვესაუბრებოდა და ყველანი ვგრძნობდით, რა გამორჩეული ადამიანი გამოგვიგზავნა ამ ჯოჯოხეთში ღმერთმა.

როდესაც გარდაცვალების ჟამი დაუდგა, ყველანი მორიგეობით ვდარაჯობდით, თვალს არ ვაშორებდით არც დღით, არც ღამით. მალე ერთ-ერთმა მათგანმა შეამჩნია, რომ ის მიდიოდა... სახე სრულიად შეეცვალა და თვალებზე ბინდი გადაეკრა. შეშინებულმა ხელზე ხელი მოვკიდე და განწირულმა ჩავძახე: "კონსტანტინე, არ მოკვდე, არა!" მართლაც გამობრუნდა, თვალები დაეწმინდა... არ ვიცი, რა ხდებოდა მის სულში, მაგრამ რომ შემომხედა, თვალები შიშით აევსო და ტირილი იწყო. მივხვდი, მზად იყო წასასვლელად, მე კი ისევ ამ საშინელ სამყაროში დავაბრუნე...

საოცარია - ახალშობილს დაემსგავსა. ასე მტირალი ორიოდ წუთში მიიცვალა...

- მამა გიორგი, რამდენ ხანს იყავით ერთად თქვენ და კონსტანტინე?

- ერთ წელიწადს. მისი სიკვდილის შემდეგ ყველამ ვიგრძენით, როგორ განადგურდა ჩვენში რაღაც. იცით, რა აღმოვაჩინეთ? ასე ავადმყოფი ადამიანი, რომელსაც გადაადგილებაც კი არ შეეძლო, ჩვენი სიცოცხლის ნიშატად ქცეულიყო. საშინელი მარტოობა ვიგრძენით...

ცხედარი განვბანეთ, შემდეგ კი დაცვას შევატყობინეთ მისი გარდაცვალების შესახებ. სამ საათში მოგვაკითხეს და ნება მოგვცეს, გარდაცვლილი გარეთ გაგვესვენებინა.

ამდენი ხნის განმავლობაში მზე არ გვენახა, ნესტიან საკანში დამპალი ჩალის ლეიბებზე ვიწექით და თითქმის დაგვავიწყდა, რომ მბჟუტავი ელექტრონათურის გარდა სინათლეს მზეც გამოსცემს, რომ არსებობს ცა და ყვავილები, დღე და ღამე...

მზე ჩადიოდა და ყველაფერს ოქროსფერი ნათელი ადგა. ცხედარი მიწაზე დავასვენეთ. სრულიად შიშველი იყო, რადგან მისი უბადრუკი ტანსაცმელი სხვა პატიმრისთვის უნდა ჩაეცმიათ... ძონძებიც კი დაენანათ...

მის გალეულ სხეულს ვუყურებდით და არ გვჯეროდა, რომ ეს ადამიანის სხეული იყო, ამდენმა განსაცდელმა სულ გააძვალტყავა ეს საოცარი კაცი... როგორც ჩანს, გარდაცვალებისას მისი ნაღველი სისხლში გადავიდა, რადგან მთლად გაყვითლდა...

ჩემმა მეგობარმა გარდაცვლილს გულზე ლურჯი ყვავილი დაადო. უკან დაბრუნებისას მივიხედე და ყველაფერი სამუდამოდ დავიმახსოვრე...

- მამაო, დარწმუნებული ვარ, კონსტანტინე ოპრისანი გარდაცვალების შემდეგაც ლოცულობს თქვენთვის, ალბათ, თქვენც გამუდმებით იხსენიებთ მას...

- რაღა თქმა უნდა. ლიტურგიაზე მასაც ვიხსენიებ და იმ საშინელ ციხეში სხვა ტანჯვით აღსრულებულებსაც... ჩვენს საკანს სიკვდილის გემი დავარქვი, რადგან მისი ბინადარნი სასიკვდილოდ იყვნენ განწირულნი.

იმ ციხეში ქალები ისხდნენ, მათ შორის - მონაზვნებიც, რომლებმაც მამაკაცებზე მეტი სიმტკიცე გამოიჩინეს. ერთ-ერთი მათგანი, დედა მიქაელა, 40 წლის ასაკში წამებით აღესრულა. დიდი სულიერების ადამიანი იყო, სამი თვე მხოლოდ წმინდა ზიარებით ცოცხლობდა...

როგორც ჩანს, უშიშროებას მისი არსებობა განსაკუთრებულად აღიზიანებდა, რადგან საგულდაგულოდ განცალკევებულს გამორჩევით ტანჯავდნენ.

- კიდევ რამეს ხომ არ გვეტყოდით კონსტანტინე ოპრისანის შესახებ?

- ცოტას ლაპარაკობდა, ორიოდე საათს დღეში - საამისოდ ძალა არ ჰყოფნიდა, მაგრამ მის ბაგეთაგან გამომავალი ყოველი სიტყვა წმინდა იყო.

მხოლოდ იესოზე, სიყვარულსა და მიტევებაზე გვესაუბრებოდა. მის ლოცვებს დიდი ძალა ჰქონდა. ამ დროს გრძნობდი, რაოდენ ნატანჯი კაცი აღმოთქვამდა მათ...

ჩვენი დაცვა უნდოდა, ცდილობდა, ბევრი არ ეხველებინა, რომ ჰაერში ბაქტერიები არ გაევრცელებინა.

კონსტანტინე ჩვენს საკანში წმინდანივით იყო.

უკანასკნელ დღეებში, როცა ლაპარაკიც აღარ შეეძლო, მაინც ძველებური სიყვარულით გვეპყრობოდა. მისი თვალები დიდ შინაგან ნათელსა და სიყვარულს გამოსცემდა. ადამიანებისთვის სიცოცხლის მსხვერპლად გაღება შეეძლო.

გასაოცრად ჭკვიანი იყო. როგორც გითხარით, გამუდმებით ლოცულობდა. თუ ჩვენ შორის ურთიერთობა იძაბებოდა, მაშინვე ლოცვას იწყებდა და ეს ლოცვა მუდამ ნაყოფიერი იყო. ხმამაღლა არ ლოცულობდა, მაგრამ ამ დროს სახე სრულიად გარდაექმნებოდა ხოლმე...

- მამა გიორგი, გაფენსუზე რას გვეტყვით?

- გაფენსუ 1949 წელს გარდაიცვალა პიტესტში. ღმერთი გამორჩეულად მფარველობდა. ორჯერ თუ სამჯერ შევხვდი, მძიმედ ავადმყოფობდა... საკმარისი იყო, შეგეხედათ ან, უბრალოდ, გვერდით ჩაგევლოთ, მაშინვე იგრძნობდით მის გავლენას. ვინც კი მის საკანში მოხვდებოდა, იმ წამსვე ივიწყებდა ღვთისმგმობ და ბოროტ აზრებს. გაფენსუს, დიდი სულიერებისა და რწმენის წყალობით, ადამიანთა სულისა და გონების შეცვლა შეეძლო.

რაღა თქმა უნდა, იყვნენ სხვებიც, რომელნიც ამ საშინელ წლებს შეეწირნენ. მათი წმინდა სახელები მხოლოდ უფალმა უწყის.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat