მარტვილნი და მოსაგრენი
მარტვილნი და მოსაგრენი
თუ ადამიანს უსაზღვროდ არ უყვარს უფალი, მარტვილობის ღვაწლს ვერ იტვირთავს
"მოწამეობა უდიდესი მსხვერპლია, უდიდესი ჰიმნია, რაც შეიძლება ადამიანმა ამ სამყაროში ღვთის წინაშე იგალობოს", - ბრძანებს წმინდა კირილე იერუსალიმელი. მოწამე, მარტვილი ყველაზე ფასეულს, ყველაზე მთავარს - სიცოცხლეს წირავს უფლის რწმენისთვის, ღვთის სიყვარულისთვის, მარტვილობის გვირგვინის სანაცვლოდ კი ზეციური გვირგვინით იმოსება, მარადიულ, ნეტარ ცხოვრებას იხვეჭს. მარტვილობის გარდა სხვაგვარი ქრისტიანული ღვაწლითაც გამოიხატება ქრისტეს მოწამეობა...

გვესაუბრება ვანისა და ბაღდათის ეპარქიის ღვთისმსახური, არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).

- რას ნიშნავს მარტვილობა? როგორ გამოიხატება უფლისთვის მოწამეობა?

- სიტყვა "მოწამეობა" ძველქართულად დამოწმებას ნიშნავს, როდესაც ადამიანი უფლისთვის სხვადასხვაგვარი თავგანწირვით - ცხოვრების წესით, მოღვაწეობის სახით ან კონკრეტული ქმედებით ამოწმებს, რომ ქრისტეს მოწამე, ჭეშმარიტი მიმდევარია. მოწამეობის ერთ-ერთი გამოხატულებაა მარტვილობა - ტანჯვით აღსრულება ღვთისთვის. მარტვილი უფლისთვის მოწამეობას, ჭეშმარიტ რწმენას სისხლით ამოწმებს. ქრისტიანობის შუა საუკუნეებიდან მოწამეობის ცნებამ მნიშვნელობა შეიცვალა - მოწამემ და მარტვილმა ერთი და იგივე დატვირთვა მიიღო.

თუ ადამიანს უსაზღვროდ არ უყვარს უფალი, მარტვილობის ღვაწლს ვერ იტვირთავს. იყვნენ მოწამენი, რომლებიც მიისწაფოდნენ მარტვილობისკენ, უფლისთვის ტანჯვა-წამებით მოწამებრივ აღსასრულს ეძიებდნენ. წმინდა გიორგი თვითონ წარდგა სენატის წინაშე და განაცხადა, ქრისტიანი ვარო, არადა იცოდა, რომ სანაცვლოდ ტანჯვით სიკვდილი ელოდა. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მდგომარეობის, ვითარების შესაბამისად ხდებოდნენ მარტვილნი.

- ქრისტიანობის პირველ საუკუნეებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ პირველ ქრისტიანთა უმეტესობა მარტვილობისკენ ისწრაფოდა...

- პირველ საუკუნეებში მარტვილობის ძიებამ, უფლისთვის სისხლის დათხევით თავგანწირვის სურვილმა მართლაც მასობრივი ხასიათი მიიღო. ძველი ქრისტიანობის ხანის ერთ-ერთ პატერიკს გავიხსენებ. ერთ კეთილგონიერ მხედართმთავარს ქრისტიანების ამოწყვეტა დაავალეს, როდესაც ისინი კატაკომბებში წირვის აღსასრულებლად შეიკრიბებოდნენ. მან განსაცდელის შესახებ შეატყობინა ქრისტიანებს. დავალების შესრულების დრო რომ დადგა, მხედართმთავარი თავისი რაზმით გულდამშვიდებული გაემართა ქრისტიანთა შეკრების ადგილისკენ - დარწმუნებული იყო, იქ არავინ დახვდებოდა. კატაკომბების მახლობლად სწრაფი ნაბიჯით მიმავალი ქალი შენიშნა. მას თან პატარა ბავშვი მიჰყავდა. სარდალი დაინტერესდა და ჰკითხა, საით მიიჩქაროდა. ქრისტიანთა შეკრებაზე მივდივარო, - მიუგო ქალმა. ხომ იცი, რომ დღეს ქრისტიანები უნდა ამოხოცონო? - დაეკითხა მხედართმთავარი. როცა შეიტყო, რომ ქალმა ეს ამბავი უწყოდა, ჰკითხა, ბავშვი რაღატომ მიჰყავდა. არც ბავშვი მინდა დააკლდეს მოწამებრივ ღვაწლსო, - მიიღო პასუხად. მხედართმთავარმა ქრისტიანების დარბევაზე ხელი აიღო, ქრისტეს სარწმუნოება მიიღო, მოგვიანებით კი თვითონვე აღესრულა წამებით.

ერთ-ერთ საეკლესიო კრებაზე წმინდა მამებმა მიიღეს გადაწყვეტილება, აეკრძალათ მოწამეობის ძიება, მარტვილებრივი აღსასრულისკენ სწრაფვა. არა იმიტომ, რომ მარტვილობა ცოდვაა, არამედ იმის გამო, რომ ამან მასობრივი ხასიათი მიიღო - თუ ადამიანი ისეთ ვითარებაში არ აღმოჩნდებოდა, რომ სისხლით უნდა დაემოწმებინა ქრისტიანობა, მარტვილობა აკრძალული იყო.

- ტანჯვა-წამებისას მოწამეებს ალბათ ღმერთი შეეწეოდათ, მათთან უფალი მყოფობდა. სხვაგვარად ადამიანს მარტვილობის ღვაწლის ტვირთვა გაუჭირდებოდა...

- მარტვილებიც ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ - განიცდიდნენ სიცივეს, შიმშილს, ტკივილს... ცხადია, მათ ტანჯვა-წამების მიღება არ სურდათ, მაგრამ როდესაც არჩევანის წინაშე დგებოდნენ - უარეყოთ ქრისტე თუ ტანჯვა-წამება მიეღოთ, თავგანწირვას არჩევდნენ. სანაცვლოდ უფალი განამტიცებდა, განაძლიერებდა მათ და ტანჯვა-წამებას უმსუბუქებდა.

ერთ-ერთი პატერიკი მოგვითხრობს: სხვა ქრისტიანებთან ერთად ერთ ფეხმძიმე ქალსაც აწამებდნენ. შემდეგ ყველანი საპყრობილეში ჩაყარეს. ამასობაში ქალს მშობიარობა დაეწყო. ჩვეულებრივად განიცდიდა ტკივილს. ჯალათებს გაუკვირდათ და ჰკითხეს: გუშინ გაცილებით უარესი ტანჯვა გადაიტანე, მაგრამ ხმაც არ ამოგიღია, დღეს რაღატომ ვერ უძლებ შედარებით მსუბუქ ტკივილსო. მაშინ უფალი განმაძლიერებდა, ეს კი ჩვენი ბუნებითი წესიაო, - მიუგო ქალმა.

რაც უფრო მეტად ისწრაფვის ადამიანი ღვთისკენ, მით უფრო მეტად შეეწევა, განამტკიცებს და განაძლიერებს მას უფალი და ისიც ყოველივეს უძლებს.

- საზოგადოდ, რა მნიშვნელობა აქვს ქრისტიანულ სარწმუნოებაში მარტვილობას? რატომ ითხოვს უფალი ადამიანისგან მოწამებრივ აღსასრულს?

- უფალი მარტვილებრივ აღსასრულს, ტანჯვა-წამებას არ ითხოვს. კაცმა თავისი ცხოვრებით უნდა დაამტკიცოს, დაამოწმოს, რომ ქრისტიანია. შესაძლოა, ეს მარტვილობის გზითაც მოხდეს - თუკი ქრისტეს აღიარებას მარტვილობის საჭიროება მოჰყვება, ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევარი ამისთვისაც მზად უნდა იყოს.

ფილიპე იესოსთან რომ მივიდა, წავიდა და ნათანაელიც მიიყვანა. ადამიანმა სხვაც უნდა მიიყვანოს ქრისტესთან - ცხოვრების წესით, ქადაგებითა თუ სხვა სახის ქრისტიანული ქმედებით. მარტვილობაც, ბერმონაზვნობაც თუ სხვაგვარი ქრისტიანული ღვაწლიც მოციქულებრივი უნდა იყოს - ადამიანთა ქრისტიანულ სჯულზე მოქცევას ემსახურებოდეს. ყოველი ახალი მოწამეობა კი ასობით და ათასობით ადამიანს ხდიდა ეკლესიის წევრად.

- შეიძლება თუ არა, კაცი გაუცნობიერებლად გახდეს ქრისტეს მოწამე?

- თორმეტი ათასი ყრმა, რომლებიც ჰეროდემ ამოხოცა, სწორედ გაუცნობიერებლად ეწამნენ უფლისთვის, რამეთუ თავიანთი სიკვდილით დაამოწმეს მაცხოვრის მოსვლა, აღესრულნენ ქრისტესთვის. ეკლესიის ისტორიაში იყო შემთხვევები, როცა ქრისტეს მიმდევრობისთვის მთელ ოჯახს ამოხოცავდნენ, მცირეწლოვან ყრმებსაც კი. ისინიც მარტვილებად ითვლებიან.

- მოწამეობის სანაცვლოდ ადამიანი ზეციურ სასუფეველს იმკვიდრებს. მაგრამ ზოგჯერ ქრისტიანული სარწმუნოებისთვის ჭეშმარიტი ნათლისღების გარეშე აღსრულებულან. უფალი კი ბრძანებს: ვინც არ იშვება წყლისა და სულისგან, ვერ შეძლებს ღვთის სასუფევლის ხილვასო...

- ნათლისღების საიდუმლო, რომელიც დედამიწაზე აღესრულება, - წყლის თავზე დასხმა, სამგზის წყალში შთაფლვა და ა.შ., - მიწიერი გამოხატულებაა იმ საიდუმლოსი, რომელსაც უფალი ზეცაში აღასრულებს - საიდუმლოებათა აღსრულებისას დედამიწაზე გარკვეული რიტუალური ქმედებები აღესრულება, ზეცაში კი სულიწმინდის მადლი გარდამოდის. სხვა სარწმუნოების წარმომადგენლებმა ქრისტესთვის წამებით მაცხოვარი აღიარეს და წყლის ნაცვლად სისხლით იღეს ნათელი, სულიწმინდის მადლი ანუ ის საიდუმლოება, რაც ნათლისღების დროს ზეცაში ხდება, მათზე ჩვეულებრივად აღესრულა, მაგრამ მიწიერად სხვაგვარად იყო გამოხატული.

- რა არის მარტვილობის საფუძველი?

- არა მხოლოდ მარტვილობის, ნებისმიერი სახის მოწამეობის, ქრისტიანული ღვაწლის საფუძველი ღვთის უსაზღვრო სიყვარულია. რაც უფრო მეტად უყვარს ადამიანს უფალი, მით უფრო მტკიცეა თავის გადაწყვეტილებებში და უადვილდება უფლისთვის თავგანწირვა - მარტვილობის გზით იქნება ეს თუ სხვა ღვაწლით.

- მარტვილთა უმეტესობას არც სიმდიდრე აკლდა, არც მიწიერი დიდება და პატივი, ან ჰპირდებოდნენ ყოველივეს ქრისტეს უარყოფის სანაცვლოდ, მაგრამ უფლისთვის ტანჯვა-წამებით სიკვდილი არჩიეს. რატომ?

- მათ სრულად ჰქონდათ გაცნობიერებული, რომ ამქვეყნიური, მიწიერი სიმდიდრეც, პატივიც და დიდებაც არარაობაა იმასთან შედარებით, რაც ადამიანს იმქვეყნად უფალთან მყოფობით მოელის, თუკი სასუფეველს დაიმკვიდრებს. ამიტომ უფლის სიყვარულისა და მასთან მყოფობისთვის ყველაზე მთავარსა და ღირებულს - სიცოცხლეს სწირავდნენ.

- მარტვილობის გარდა კიდევ როგორი ქრისტიანული ღვაწლით შეიძლება გამოხატოს კაცმა ქრისტესთვის მოწამეობა - აღიაროს უფალი, დაამოწმოს, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანია?

- ეს, შესაძლოა, სხვადასხვაგვარი ქრისტიანული ღვაწლით მოხდეს. ერთ-ერთია ბერმონაზვნობა. მოწამეობის ამ სახეს წმინდა მამებმა დროში განგრძობილი მარტვილობა უწოდეს - უფლისთვის ტანჯვა-წამების გზით თავგანწირვას, რასაც მარტვილები ერთ საათში ან რამდენიმე დღეში აღასრულებდნენ, ასკეტი ბერები მთელი მიწიერი ცხოვრების მანძილზე ტვირთულობდნენ.

ქრისტიანობის პირველ ხანებში იყო შემთხვევები, როცა ქრისტიანები მარტვილობას გაურბოდნენ და უკაცრიელ ადგილებს აფარებდნენ თავს, თუმცა იქაც განადიდებდნენ უფალს. შემდეგ უკან აღარ ბრუნდებოდნენ, მთელი ცხოვრება იქვე რჩებოდნენ და მოღვაწეობდნენ. უდიდესი ბერმონაზვნობის ღვაწლის მტვირთველი მამა პავლე თებელი ქრისტიანთა ერთ-ერთი დევნის დროს დის ქმარმა დაასმინა, რომ ქრისტიანი იყო. 17 წლის ყმაწვილს მძიმე ფიზიკური ტანჯვისა და წამების შეეშინდა და უდაბნოს შეაფარა თავი. დევნა რომ დასრულდა, უკან დაბრუნება აღარ ისურვა. მთელი თავისი ხანგრძლივი ცხოვრება უდაბნოში მკაცრ მოღვაწეობაში გაატარა. ესეც უფლის დაშვებით ხდებოდა, რადგან ეს მოღვაწენი ამ გზით უფრო მეტად განადიდებდნენ უფალს.

- ხომ შეიძლება, ერისკაცმაც იტვირთოს ქრისტეს მოწამეობის ღვაწლი?

- არათუ შესაძლებელია, აუცილებელიც კია. ქრისტიანმა თავისი ცხოვრებით - უფლის მცნებათა შესრულებით, სიმდაბლით, სულგრძელობით, მორჩილებით, მოყვასის სიყვარულითა თუ სხვა ქრისტიანული სათნოებების გამოვლენით - უნდა დაამოწმოს, რომ ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევარია.

- შეიძლება თუ არა, მოწამეობა მხოლოდ გარეგნულად იყოს გამოხატული?

- ეს მაშინ ხდება, როცა ადამიანის სარწმუნოებრივ, სულიერ ცხოვრებას საფუძვლად ამპარტავნება და პატივმოყვარეობა უდევს, თუმცა ქრისტიანობის პატივმოყვარეობით დამოწმებას დიდხანს ვერავინ შეძლებს - ასეთს აუცილებლად ამხელს უფალი. უფლისთვის ჭეშმარიტ მოღვაწეობას საფუძვლად ღვთის სიყვარული უდევს, სხვაგვარად მოწამეობის ნაყოფს ვერ მივიღებთ. სიკეთე, რომელსაც ღვთის ნების საწინააღმდეგო ქმედება ახლავს, ფესვს ვერ გაიდგამს და ნაყოფს ვერ გამოიღებს.

- ზოგჯერ ადამიანს სურს, ამა თუ იმ ქრისტიანული ღვაწლით დაამოწმოს ქრისტიანობა, აღასრულოს ქრისტეს მცნებები, იყოს მორჩილი, მიმტევებელი, თავმდაბალი, მონაზვნად აღიკვეცოს... მაგრამ ვერ ახერხებს. რა აბრკოლებს მას?

- ნებისმიერი სულიერი წარუმატებლობის უმთავრესი მიზეზი ადამიანის სისუსტეა. უმეტესობა ყოველგვარ უძლურებას ეშმაკს აბრალებს. ცხადია, ბოროტი სული მოწოდებულია დაგვაბრკოლოს, ხელი შეგვიშალოს უფლისკენ სვლაში, მაგრამ როცა ამას ახერხებს, თავისი ნებისკენ მიგვდრეკს, თავის სასარგებლოდ ჩვენსავე სისუსტეს იყენებს. ვინც მონაზვნად აღიკვეცა ან უფლისთვის სხვა სახის მოღვაწეობით იღვწის, მათაც ხომ უშლიდა ხელს ეშმაკი? ვინც მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო, მის დაბრკოლებას ბოროტი ვერ ახერხებს. რაც უფრო მეტი რწმენა და ღვთის სიყვარული აქვს ადამიანს, მით უფრო მტკიცეა ქრისტიანობაში.

- რამდენად შეუძლია კაცს, ზედმეტი სულიერი ღვაწლი იტვირთოს?

- თუ ადამიანი იმაზე მეტი სულიერი ღვაწლის ტვირთვას ცდილობს, რაც მის სულიერ მდგომარეობას შეესაბამება, - ეს უკვე ამპარტავნებაა და არა ქრისტეს მოწამეობა, ქრისტიანობის გამოვლინება. ქრისტეს ჭეშმარიტი მოწამე იმაზე მეტ სულიერ ღვაწლს ვერ იტვირთავს, ვიდრე შეუძლია ზიდოს. თუმცა შესაძლოა, სხვები თვლიდნენ, რომ ზედმეტად მოღვაწეობს.

ზოგიერთი წმინდა მამა სვეტზე დგებოდა, ხეებზე ცხოვრობდა ან სხვა მკაცრი მოღვაწეობის ფორმით განადიდებდა უფალს. წმინდა აბრაამი ოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში ხეზე მოღვაწეობდა, ძირს საერთოდ არ ჩამოდიოდა. ერისკაცთათვის ასეთი ღვაწლის ტვირთვა წარმოუდგენელიც კია, მაგრამ ეს მისთვის მეტისმეტი არ ყოფილა.

ყოველმა ქრისტიანმა ნებისმიერი სულიერი ღვაწლი მოძღვრის კურთხევით უნდა იტვირთოს. სხვაგვარად ღმერთი არ შეიწირავს და ვერც სულიერ წინსვლას შეძლებს.

- წმინდა მოწამეთა მეოხებაზე რას გვეტყვით?

- ადამიანები განსაცდელის ჟამს, როგორც წესი, მაღალსულიერ მოღვაწეებთან მიდიოდნენ და შემწეობას სთხოვდნენ. ისინი ლოცვით შესთხოვდნენ უფალს მათ შეწევნას და ღმერთიც აღუსრულებდა თხოვნას. თუკი მათ მიერ დედამიწიდან აღვლენილ ლოცვას ისმენდა უფალი, მით მეტად შესწევთ მეოხების ძალა ზეცაში დამკვიდრებულ წმინდა მოწამეებს, რომლებიც თავიანთი წმინდა და მართალი ცხოვრებით სათნო ეყვნენ უფალს და სასუფეველი დაიმკვიდრეს ღვთის წინაშე, უფლის სიხლოვეს მყოფობენ და პირდაპირ ესაუბრებიან შემოქმედს. ღვთის წინაშე თხოვნისა და მეოხების კადნიერებაც აქვთ. ამიტომაც შევთხოვთ მათ შეწევნას.

- თვალთაგან დაფარული მოწამეებიც ხომ არსებობენ?

- იყვნენ მოწამენი, რომლებმაც მარტვილობითა თუ მოღვაწეობით განადიდეს უფალი, თუმცა მათზე არაფერი გვსმენია. მათი ღვაწლის შესახებ მხოლოდ უფალმა უწყის. და ასეთი ათასობით მოწამე გვყავს.

- სამწუხაროდ, ისეთი ადამიანებიც არსებობენ, ქრისტიანული ცხოვრების წესით, უფლის მცნებათა აღსრულებით ცხოვრებას ერთგვარ ტანჯვა-წამებად რომ თვლიან...

- დღევანდელ მსოფლიოში ადამიანთა უმეტესობა ვნებებსაა აყოლილი. ყველაზე მეტად გავრცელებული გართობის ვნებაა. ადამიანები მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორ გამოიყენონ თავისუფალი დრო - როგორ გაერთონ. ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის ასეთი რამ არც უნდა არსებობდეს, როგორც ეს ქრისტიანობის პირველ ხანებში იყო. შესაძლოა, ფიზიკური სამუშაოდან თავისუფალი დრო გვქონდეს, მაგრამ ის ღვთის სადიდებლად უნდა გამოვიყენოთ. თვით ფიზიკური შრომის დროსაც, ნებისმიერი საქმის კეთებისას, გონებით უფალი უნდა ვადიდოთ, თუკი მართლა გვიყვარს ის და სულის ცხონებისკენ ვისწრაფვით. ხოლო მან, ვისაც ეჩვენება, რომ ქრისტიანობა მხოლოდ აკრძალვითი რეცეპტების კრებულია, და ამიტომაც ეკლესიურ ცხოვრებას ტანჯვად მიიჩნევს, უნდა გაითვალისწინოს, რომ უფალს არც ჩვენი მარხვა სჭირდება, არც ლოცვა და არც სხვა ღვაწლი; ამას ჩვენვე ვსაჭიროებთ, რათა უფლის სიყვარულში განვმტკიცდეთ და სასუფეველი მოვიპოვოთ.

- ზოგი განსაცდელსაც წამებად მიიჩნევს...

- წამება მოწამეობაა - როცა კაცი შეგნებულად იღებს ამა თუ იმ ქრისტიანულ ღვაწლს ღვთის სადიდებლად. განსაცდელი კი - სულიერი თუ ხორციელი - წამება არ არის, უფლისგან სატანჯველად არ მოგვევლინება. ღმერთი განსაცდელს ან ცოდვათაგან განსაწმენდან, ან ღვთის სადიდებლად მოგვივლენს. წმინდა მამები გვასწავლიან: თუკი ადამიანი განსაცდელის ჟამს წუწუნებს - ის მისი ცოდვების გამო მოსწევია, ხოლო თუ მადლობს უფალს - ღვთის სადიდებლად ეძლევა, თუმცა ორივე შემთხვევაში სარგებელს ვიძენთ.

- უფლისთვის მარტვილობრივი ღვაწლით თავგანწირვა უმეტესად ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ხდებოდა, დღეს კი ღმერთი ასეთ ღვაწლს აღარ უშვებს...

- პირველ საუკუნეებში, როდესაც ქრისტიანებს წარმართები და იუდეველები დევნიდნენ, უფალმა ეკლესია მარტვილობითი ღვაწლით გააძლიერა. როცა მარტვილთა სიმტკიცესა და სიმამაცეს, მათ თავგანწირვას ხედავდნენ, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მოექცეოდა ქრისტეს რჯულზე. შემდგომ საუკუნეებში, როცა ქრისტიანთა დევნა შეწყდა, უკვე ბერმონაზვნობა გახდა მოწამეობის, ქრისტიანული ღვაწლის ის სახე, რომლის მეშვეობითაც ადამიანები რწმენაში უნდა გაძლიერებულიყვნენ. თანამედროვე მსოფლიოსთვის მიუღებელია სარწმუნოების გამო დევნა. დღეისთვის სარწმუნოებრივი სწავლება უფრო საჭიროა, ვიდრე მარტვილობა, რათა ადამიანებმა შეიმეცნონ, ჩასწვდნენ ქრისტიანობის ნამდვილ არსს, ამიტომაც უფალი ნაკლებად გვაძლევს მარტვილობის ღვაწლს, მისთვის ამ გზით თავგანწირვას.

- რატომ სცემენ თაყვანს ქრისტიანები მარტვილთა სხეულებს, ცალკეულ ნაწილებს? რაზე მიანიშნებს მათი ძალით აღსრულებული სასწაულები?

- მოწამეობის სანაცვლოდ, სულიწმინდის მადლით მარტვილების სხეულებიც განიწმინდება, უფლისგან სასწაულმოქმედების ძალით იმოსება. ამით ღმერთი გვიჩვენებს, რომ მათ განადიდეს უფალი, სათნო ეყვნენ მას და სასუფეველი დაიმკვიდრეს. სხვებისთვის კი მოწამეთა ცხოვრების წესი და ქმედება მისაბაძ მაგალითად უნდა იქცეს. ქრისტეს მიმდევრები განადიდებდნენ მარტვილებს, თაყვანს სცემდნენ და მოკრძალებით ეპყრობოდნენ მათ სხეულებსაც, მაგრამ მოწამეებში ქრისტეს განადიდებდნენ და ეთაყვანებოდნენ. პირველი ქრისტიანული ტაძრების ტრაპეზები წმინდა მოწამეთა საფლავზე იგებოდა, მოგვიანებით კი, როცა ქრისტიანობა გავრცელდა და ტაძრებიც მომრავლდა, დამკვიდრდა ტრადიცია წმინდანთა ნაწილების ტაძრის ტრაპეზში ჩაბრძანებისა. ამის გარეშე ტაძარი არ იკურთხება.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat