სადაც სულიწმინდა მყოფობს, იქ ჭეშმარიტი სიცოცხლეა
სადაც სულიწმინდა მყოფობს, იქ ჭეშმარიტი სიცოცხლეა
"...და სულიწმიდა, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყვანის იცემების და იდიდების..." - ნათქვამია მართლმადიდებელი რწმენის სიმბოლოში - მრწამსში ყოვლადწმინდა სამების მესამე ჰიპოსტასის - სულიწმინდის შესახებ. რა სწავლება აქვს ეკლესიას სულიწმინდასთან დაკავშირებით? რატომ ეწოდება მას ცხოველმყოფელი და ნუგეშინისმცემელი? რატომ ითვლება მტრედი სულიწმინდის სიმბოლოდ? როგორ მოვიპოვოთ სულიწმინდის მადლი? - ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მოძღვარი, მამა კონსტანტინე გიორგაძე.

- რა სწავლება აქვს ეკლესიას სულიწმინდასთან დაკავშირებით?

- ვიდრე ამაზე ვისაუბრებთ, ყოვლადწმინდა სამების დოგმატის არსს უნდა შევეხოთ. ჩვენ წმინდა სამების სახით გვწამს ერთი ღმერთი, ერთი დასაბამი - დაუსაბამო, შეუქმნელი, უკვდავი, გარეშემოუწერელი... სადაც მამა არის უშობელი, ძე - შობილი და არა ქმნილი და სულიწმინდა, რომელიც მამისგან გამოდის. ეს არის ერთი ბუნების სამი ქვემდგომარეობა, სამი ჰიპოსტასი.

სულიწმინდა ღმერთი სამების მესამე ჰიპოსტასი, პირია. ჩვენ ვამბობთ, რომ გვწამს ერთი სულიწმინდა, უფალი და ცხოველმყოფელი, მამისგან გამომავალი და ძეში დავანებული, მამასა და ძესთან ერთად თაყვანცემული და თანადიდებული, როგორც თანაარსი და თანამარადიული. აქედან გამომდინარე, იგი აბსოლუტურად თანასწორუფლებიანია წმინდა სამებისა, მამასა და ძესთან ერთად.

ღვთიური მოქმედება არ გამოიხატება წმინდა სამების ცალკე რომელიმე ჰიპოსტასის მოქმედებით - როგორც შემოქმედებს მამა, ისევე შემოქმედებენ ძე და სულიწმინდა და პირუკუ - როგორც შემოქმედებს ძე, ისევე შემოქმედებენ მამაც და სულიწმინდაც, დაბოლოს, თუ შემოქმედებს სულიწმინდა, შემოქმედებენ მამა და ძეც. როდესაც უფალი ქვეყანას ქმნიდა, ირგვლივ ყოველივე ბნელით იყო მოცული, არარაობა და ქაოსი სუფევდა. სულიწმინდა დაჰქროდა წყალთა ზედა. ე.ი. სულიწმინდა ისევე შემოქმედებდა სამყაროს შექმნისას, როგორც მამა და ძე.

ნიშანდობლივია იესო ქრისტეს მოწოდება მოციქულების მიმართ ცხონებისთვის აუცილებელი ნათლისღების შესახებ: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველი წარმართნი და ნათელს სცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა..." აქედან ნათლად ჩანს, რომ ეს არის ღმერთის ერთი ბუნების სამგვამოვნება, სამხატოვნება. სამების ჰიპოსტასური სიმრავლე მოხსენიებულია ძველი აღთქმის წმინდა წერილშიც: "შევქმნათ ადამი ჩვენს ხატად და მსგავსად"; ან კიდევ: "ჩავიდეთ და ავურიოთ მათ ენა"...

წმინდა სამების საიდუმლო ოდნავ მაინც რომ გავიაზროთ, შედარებისთვის წყლის ბუნება ავიღოთ. წყალი გვხვდება სამ ფიზიკურ მდგომარეობაში - თხევადში, მყარსა და აირულში, თუმცა სამივე შემთხვევაში ერთი წყლის ბუნება, თვისება აქვს. შეიძლება მოვიყვანოთ მზის მაგალითიც: დისკო, მისგან გამომავალი სხივი და მიწაზე მოფენილი სითბო. სამივე შემთხვევაში საქმე გვაქვს მზის ერთ ბუნებასთან. საერთოდ, სამების საიდუმლოს სრულყოფილი გააზრება ადამიანის გონებისთვის შეუძლებელია. უფლება არ გვაქვს, ღვთის შესახებ იმაზე მეტი ვთქვათ და მოვიაზროთ, რაც ძველი და ახალი აღთქმის წიგნებშია განცხადებული, მით უფრო, გვეკრძალება გამოძიება და გამოქექვა. ასეთმა დამოკიდებულებამ არაერთი ადამიანი მიიყვანა ცდომილებამდე.

- "ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევოს კაცთა, ხოლო სულიწმიდის გმობა არა მიეტევოს", - გვასწავლის წმინდა ეკლესია. რას გულისხმობს ეს სიტყვები?

- უფალი მზადაა, მონანულს ყველაზე მძიმე ცოდვებიც კი შეუნდოს, მაგრამ სულიწმინდის გმობას არ მიუტევებს, რამეთუ სულიწმინდა ცნობილია, განცხადებულია კაცთათვის. უფალი ბრძანებს:Aშესაძლოა თქვათ, რომ მე არ მიცნობთ, მაგრამ ის კი ნამდვილად იცით, ეშმაკთა განდევნა და ადამიანის განკურნება სულიწმინდის მადლით ხდება. თუ ვინმე დააბრკოლა იმან, რომ მე ვჭამ და ვსვამ, მძინავს, როგორც ადამიანს, ცოდვილებთან ვმეგობრობ, და ღმერთად ვერ მაღიარა - მიეტევება ეს ცოდვა; მაგრამ როცა კაცი თვალნათლივ ხედავს ჩემს ღვთიურ სასწაულებს, მაგრამ მაინც არ სწამს ჩემი, ღმერთად არ მაღიარებს, მგმობს - არა როგორც ადამიანს, არამედ როგორც უფალს და ბოროტად შეურაცხყოფს სულიწმინდას, ჩემს თანაარსს. ამიტომაც არ მიეტევება ეს ცოდვა. სულიწმინდის გმობაში მყოფს აღარ ძალუძს მისი მადლის მიღება და ისეთ საშინელ მდგომარეობამდე მიდის, როგორშიც დემონები არიან - კარგავს სინანულის უნარს და, შესაბამისად, არც შეენდობა.

- რატომ ეწოდება სულიწმინდას ნუგეშინისმცემელი?

- თვით უფალმა ბრწყინვალე ამაღლების წინ აღუთქვა მოწაფეებს, რომ მოუვლენდა ნუგეშინისმცემელს, რომელიც განამტკიცებდა მათ. უფლის მკვდრეთით აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს მართლაც გადმოვიდა მოციქულებზე სულიწმინდის მადლი განყოფილი ცეცხლოვანი ენების სახით. განყოფილი მრავალს ნიშნავს, რაც სულიწმინდის ნიჭების სიმრავლეზე მიანიშნებს.

ადამიანისთვის ყოველი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა სიცოცხლისა და ნუგეშის მომცემია. ეს ფიზიოლოგიური პროცესი ცხოველებსაც ახასიათებთ, მაგრამ, მათგან განსხვავებით, ჩვენი სამშვინველი ღვთიური უკვდავი სულით არის გამდიდრებული. ადამიანი სულისა და ხორცისგან შედგება. როცა ხორცი კვდება, მას სული ეცლება, ხოლო როდესაც სული კვდება, მას სულიწმინდა ეცლება. ასეთი სული ჯოჯოხეთში ხვდება. აი, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს სულიწმინდის მადლს - მასთან ერთობის გარეშე სულის ცხონება შეუძლებელია.

წმინდა მამები მთელი ცხოვრება სწორედ სულიწმინდის მადლის მოსახვეჭად და შესანარჩუნებლად იღვწოდნენ.

- სულიწმინდა ცხოველმყოფელადაც იწოდება...

- სიტყვა "ცხოველი" ცოცხალს, მარადიულ სიცოცხლეს, ანუ უფალთან მყოფობას ნიშნავს, ამიტომაც ეწოდება სულიწმინდას ცხოველმყოფელი. სულიწმინდას მოჰყავს ყოველივე ღვთიურ მოძრაობაში, სადაც ის მყოფობს, იქ ჭეშმარიტი სიცოცხლეა. ყველას გვინახავს ხელოვნური ყვავილი, რომელიც ზოგჯერ ისეთი ოსტატობით არის მიმსგავსებული ბუნებრივს, რომ მისგან ვერც კი გაარჩევ. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ხელოვნური მკვდარია, ბუნებრივი კი ცოცხალი.

- რატომ ითვლება თეთრი და მწვანე სულიწმინდის სიმბოლოდ?

- თეთრი სისპეტაკის, სიწმინდის ნიშანია, თეთრ ფონზე სულ მცირე ლაქაც შეიმჩნევა. სულიწმინდის - ჭეშმარიტი სიწმინდის სიმბოლოც უზადო და სპეტაკია. ცხადია, ეს სითეთრე არ არის მიწიერი - როცა თაბორის მთაზე უფალმა ფერი იცვალა, მისი სახე და შესამოსელი არაამქვეყნიური სხივით განსპეტაკდა. ზეციური სითეთრის ენით აღწერა შეუძლებელია, მოციქულებმა თვალი ვერ გაუსწორეს სულიწმინდის ელვარებას. ღვთიური ბრწყინვალება სხვაა, ადამიანის გონებისთვის მისაწვდომი და აღსაქმელი - სხვა.

რაც შეეხება მწვანე ფერს, ფსალმუნი ამბობს: "ადგილსა მწვანილოვანსა მუნ დამამკვიდრა მე..." მართლაც, ადამიანი განსასვენებლად სიწმინდისაკენ, წალკოტისაკენ მიილტვის. და თუ ასეთი მშვენიერია მიწიერი წალკოტი, რამდენგზის აღმატებული იქნება სასუფევლის მწვანილოვნება - სულიწმინდის, წმინდა სამების საუფლო?

- მტრედიც ხომ სულიწმინდის სიმბოლოდაა მიჩნეული?

- მტრედი, საზოგადოდ, სიმშვიდისა და სიწყნარის სიმბოლოა. იგი მშვიდია, არ მრისხანებს, არ მიეკუთვნება მტაცებელ ფრინველთა რიგს.

ვიცით, რომ მაცხოვრის ნათლისღების დროს სულიწმინდა თეთრი მტრედის სახით გარდამოვიდა ზეცით. ე.ი. თვით განგების ნებაა, რომ მტრედი სულიწმინდის სიმბოლო იყოს.

- მართალია, ადამიანის უმთავრეს მიზანს სულიწმინდის მადლის მოხვეჭა უნდა წარმოადგენდეს, მაგრამ როგორ გავხდეთ ღირსნი ღვთიური მადლისა და შეწევნის მიღებისა? რა შემთხვევაში დაივანებს ჩვენში სულიწმინდა?

- საკმაოდ ძნელია იმაზე პასუხის გაცემა, როგორ უნდა გავხდეთ ღირსნი სულიწმინდის მადლის მიღებისა. მართლაც, ვინ უნდა ჩათვალოს თავი ასეთი მადლის მიღების ღირსად? მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, რომ ადამიანი სულიწმინდის მადლის მისაღებადაა შექმნილი. უფალი კაცს სულიწმინდის ჭურჭელს, სულიწმინდის ტაძარს უწოდებს, ყოველ ადამიანს ჭურჭლად ქმნის, რათა მასში სულიწმინდამ დაივანოს. როდესაც ჭურჭელი ცუდი ნივთიერებითაა სავსე, მასში სიტკბოებას ვერ ჩავასხამთ, მაგრამ შესაძლოა ცუდი გადავღვაროთ, გამოვასუფთაოთ და შემდგომ კარგი ნივთიერება ჩავასხათ. სწორედ ასე ხდება იმ შემთხვევაშიც, როცა ადამიანი გულწრფელი სინანულით აბარებს აღსარებას - მისი სული იწმინდება, სიბინძურისგან იცლება და გამზადებულია სულიწმინდის დასავანებლად. სულიწმინდის მადლის მოხვეჭა სიმშვიდით, სიყვარულით, თავმდაბლობით, მტკიცე სარწმუნოებითა და გულშემუსვრილებით ხდება.

პავლე მოციქულის სწავლებით, არსებობს სულიწმინდის ცხრა ნაყოფი ანუ ნიშანი საღმრთო მადლისა: "ხოლო ნაყოფი სულისაი არს: სიყვარული, სიხარული, მშვიდობაი, სულგრძელობაი, სახიერებაი (სიკეთე), სარწმუნოებაი, მყუდროებაი (უშფოთველობა), მარხვაი, მოთმინებაი". ამ სულიერ თვისებათა, სათნოებათა სახითაც ვლინდება, რომ ადამიანზე სულიწმინდაა დავანებული.
ბეჭდვაელფოსტა
07.03. 2015
მამაო კონსტანტინე
ჩემი სულიერი მოძღვარი. არაჩვეულებრივი ადამიანი და 6 შვილის მამა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat