ვცდილობ, მრევლს სიყვარული დავანახო
ვცდილობ, მრევლს სიყვარული დავანახო
როცა ადამიანი ეკლესიურ ცხოვრებას იწყებს, ბუნებრივია, მას სულიერი წინამძღვარი სჭირდება, მოძღვარი, რომელიც სულიერი შვილის მამობრივ მზრუნველობას იკისრებს და ცხონებისკენ წაიყვანს. ცხოვრებისეული ფათერაკებისგან დაიცავს და ღვთის მცნებებით ცხოვრებას ასწავლის წუთისოფელში. მაინც როგორ უნდა ამოვირჩიოთ სულიერი მამა? ალბათ ეს ბევრ ეკლესიური ცხოვრების დამწყებ ადამიანს აინტერესებს. -- ცოდვაში ჩავვარდი და რა ვქნაო? - ჰკითხა ეფრემ ასურს ერთმა ბერმა. მიდი ჭეშმარიტ ეპისკოპოსთან ან ჭეშმარიტ მოძღვართან, ვინც თავისი ცხოვრების წესით გვასწავლის და ქადაგებს ქრისტიანობასო, - მიუგო წმინდა მამამ.

როცა სამშობლოში ხარ, შესაძლოა, ვერც კი აფასებ ეკლესიის და სულიერი მამის როლს შენს ცხოვრებაში, მაგრამ ქვეყნის ფარგლებს გაშორდები და უმალ გრძნობ სიცარიელეს. სამშობლოს და ახლობლების მონატრებას ემატება ეკლესიის და სულიერი მამის მონატრებაც. ამიტომაც არის, რომ უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ქართველი ემიგრანტებისთვის სხვადასხვა ქვეყანაში, მართლმადიდებლური ტაძრები, სამლოცველოები დაფუძნდა და მოძღვრები გაიგზავნა.

მას შემდეგ, რაც ესპანეთში, ბარსელონაში წმინდა ნინოს ტაძრის წინამძღვრად იღუმენი ლუკა (ფალავანდიშვილი) დაინიშნა, იქაურმა ქართველობამ სულიერი მწყემსის მამობრივი მზრუნველობა იგრძნეს. წელიწადი სრულდება, რაც მამა ლუკა ბარსელონაში ქართველ მრევლს სულიერად აპურებს. ახლა სამშობლოსთან მეტ სიახლოვეს ვგრძნობთო, - უთქვამთ.

მამა ლუკა მცირე ხნით საქართველოში ბრძანდებოდა. ვფიქრობთ, მკითხველისთვისაც საგულისხმო იქნება მასთან საუბარი.

- მამა ლუკა, პირველ რიგში მოგიკითხავთ და გაძლიერებას გისურვებთ თქვენს ემიგრანტ ქართველ მრევლთან ერთად. როგორია უცხოეთში სულიერი მოძღვრისა და მრევლის ურთიერთობა?

- საქართველოში მკაცრი ცხოვრების წესით ვცხოვრობდი და ეს აისახება კიდეც იქაურ მრევლთან დამოკიდებულებაშიც. თუმცა, ვფიქრობ, რომ ძალზე ლმობიერი ვარ ყველას მიმართ. ეკლესიურ ცხოვრებას ხომ უმეტესობა იქ, უცხოეთში იწყებს. მათ თუ მკაცრად მოვექცევით, დაბრკოლდებიან და შეიძლება ეკლესიიდანაც წავიდნენ. საკმარისია გადავდგათ უფლისკენ ნაბიჯი და ის თვითონ წამოვა ჩვენკენ, გულში ჩაგვიკრავს. უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს უფრო მეტი სიყვარული სჭირდებათ. ისინი დიდ იმედს ამყარებენ ეკლესიაზე, მოძღვარზე. რაიმე თუ გაუჭირდათ, მაშინვე ეკლესიაში მოდიან. საქართველოში, ღვთის წყალობით, ბევრი მოძღვარია და მრევლი ირჩევს მას ხასიათის და ცხოვრების სტილის მიხედვით. უცხოეთში კი ყველა ერთ მოძღვართან პოულობს სულიერ ნავსაყუდელს. ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ თითოეული მათგანის მიმართ, დიდი სიფრთხილით ვეკიდები მათ სულიერ მდგომარეობას. ზომიერება ყველაფერში აუცილებელია.

ბერმონაზვნობის ერთ-ერთი ფუძემდებელი პიმენ დიდი ამბობს: "ყველაფერი ის, რაც ზომიერებას სცილდება, ბოროტისგან, ეშმაკისგან მოდისო". ვცდილობ, არ გავცდე ზომიერების ფარგლებს. საქართველოში მცხოვრები ქართველების სატკივარი იქაურებისგან განსხვავებით უკვე ძალიან მსუბუქი მეჩვენება. უგზოუკვლოდ დარჩენილი ზოგიერთი ქართველი ეკლესიისგან ითხოვს დახმარებას. ყველაზე მეტად ის მტკენს გულს, რომ ადამიანებს ხშირად ვერ ვეხმარებით, ვინაიდან სამლოცველოში ღამის გათევა კანონით დაუშვებელია. ჩვენთან მოსულ ქართველებს მხოლოდ მიმართულებას ვაძლევთ. სულიერ პრობლემებთან ერთად, მატერიალური პრობლემების მოგვარებაც კი მიწევს ხოლმე. თუმცა, ყოფილა ისეთი შემთხვევაც, დახმარება გაგვიწევია და ბევრს ეს ცუდად გამოუყენებია. ძალიან ბევრი ვარდება დეპრესიაში, რადგან უჭირთ გარემოსთან შეგუება...

KARIBCHEთავიდან ვფიქრობდი, როგორც კი მომეცემა საშუალება, სამშობლოში დავბრუნდები-მეთქი. ახლა უკვე ვეღარ წარმომიდგენია მათი დატოვება. იქაურების უმოძღვროდ ყოფნა წამითაც არ შეიძლება.

- უცხოეთში ეკლესიურად მცხოვრებ ერისკაცსაც კი უჭირს შეგუება, თქვენთვის, ბერისთვის, ცხადია, ეს უფრო რთული იქნება.

- ძირითადად ეკლესიაში ვარ. ზოგჯერ დღე ისე გადის, რომ შეიძლება გარეთ გამოსვლა არც დამჭირდეს. გარემო მართლაც შემზარავია. ზედმეტ თავისუფლებას ადამიანები ისე იღებენ, როგორც თავიანთი ვნებები კარნახობენ. პირველ რიგში ვაცნობიერებ იმას, რომ უწმინდესის და მეუფე აბრაამის ლოცვა-კურთხევას ვასრულებ. როცა ვხედავ ამ ხალხის მდგომარეობას, ეს მაძლევს ძალას, რომ ყველაფერი დავითმინო და საკუთარი თავი ვაიძულო, მათ ღირსეული სულიერი ძმობა გავუწიო. ყოველ ქადაგებაზე სამშობლოში მალე დაბრუნებას ვთხოვ. გული მწყდება, რომ მათი ინტელექტის გამოყენება ვერ ხერხდება საკუთარ ქვეყანაში და იქ, უბრალო მოსამსახურის მოვალეობას ასრულებენ. ეს ტრაგედიაა.

- როგორც ვიცი, თქვენი ჩასვლის შემდეგ ბევრი მოვიდა ეკლესიაში.

- მართლაც, ისეთები მოდიან, ვისაც ტაძრის კარი არასდროს შეუღიათ. ზიარებასა და აღსარებაზე ხომ ზედმეტი იყო ლაპარაკი. მრევლი დღითი დღე იზრდება. ჩამოდიან ბარსელონის გარეუბნებიდან. ბოლო ხანს ძალიან ბევრ წყვილს დავწერე ჯვარი, ბევრიც მოინათლა. ქართველები ოჯახდებიან ქართველებზე, თუმცა გვაქვს ისეთი შემთხვევაც, რომ ჩვენებური ესპანელზე დაქორწინებულა. ჯერ მოგვინათლავს ესპანელი და შემდეგ ოჯახიც შეუქმნიათ.

ეკლესიით ადამიანები ერთიანდებიან საკუთარ სამშობლოში. მით უმეტეს, უცხოეთში - ეკლესია არის მათი მაცოცხლებელი ძალა, რისი საშუალებითაც მშობლიურ ფესვებს უკავშირდებიან.

- ამ ერთ წელიწადში საგრძნობლად დაეტყო წმინდა ნინოს სამლოცველოს თქვენი მამობრივი ხელი. ბევრი სიახლეებიცაა...

- 2007 წლის 3 იანვარს, უწმინდესისა და მეუფე აბრაამის ლოცვა-კურთხევით, დავინიშნე ბარსელონას წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მოძღვრად.

ჩასვლიდან რამდენიმე თვეში შევძელით უფრო დიდ შენობაში დაფუძნება. მოვაწყვეთ წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია. თავისი სატრაპეზოთი და მისაღები ოთახით. ახლა ვაპირებთ გავხსნათ სკოლა, სადაც ვასწავლით ქართულ წერა-კითხვას, საღვთო ისტორიას, ყველაფერ იმას, რაც საქართველოსთან და მართლმადიდებლობასთან არის დაკავშირებული. პედაგოგები ჩვენი მრევლის წევრები იქნებიან, ხოლო საღვთო ისტორიას პირადად მე ვასწავლი ბავშვებს. ცოტა ხანში საქართველოს ისტორიას და ლიტერატურასაც შევმატებთ. სამწუხაროდ, იქაური ბავშვები მოკლებულნი არიან ქართულ ლიტერატურას. სამარცხვინოა, როცა წარმოდგენა არა აქვთ, ვინ იყო ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, შოთა რუსთაველი. ისე, არც არის გასაკვირი, რადგან 5-6 წლიდან რამდენიმე უცხო ენას ითვისებენ და ქართული წერა-კითხვა აღარავის ახსოვს. სწორედ ამიტომ გავხსენით ქართული წერა-კითხვის სკოლა.

ამას წინათ უწმინდესმა სამების ტაძარში გვკითხა, - უცხოეთში მოღვაწეობით კმაყოფილები თუ ხართო. ვუპასუხეთ, - ძალიან რთულია იქ ყოფნა და ერთადერთი, რაც გვაძლებინებს, ეს ჩვენი ქართველობაა. იქაურებისთვის დიდი ნუგეშია მოძღვრის და ეკლესიის არსებობაო, - გვითხრა პატრიარქმა.

ბევრი ადამიანი ეზიარება და ბევრი ახლა იწყებს ეკლესიურ ცხოვრებას. შაბათ-კვირა ისე არ გავა, რომ ახალმოსულმა არ შემოაღოს სამლოცველოს კარი.

ესპანეთში მცხოვრები ქართველები ყველაფერთან ერთან სწავლობენ ქარგვას, მედავითნეობას, გალობას. ჩვენი ტაძრის რეგენტია დავით ალიბეგაშვილი. ამ ადამიანმა მოკლე დროში ჩამოაყალიბა საკმაოდ კარგი მგალობელ ვაჟთა გუნდი. პარალელურად - ფოლკლორული ანსამბლი "შავლეგო" დააფუძნა, რომლებიც საგალობელთან ერთად ხალხურ სიმღერებსაც საუკეთესოდ ასრულებენ. უკრავენ სალამურზე, დუდუკზე, ფანდურზე, ჩონგურზე. მომავალში სურვილი გვაქვს, ჩოხებიც შევიძინოთ.

KARIBCHE

- მამაო, რატომღაც უცხოეთში ყოფნის დროს უფრო აფასებს ქართველი ყველაფერ ქართულს, საკუთარ ტრადიციებს...

- სამშობლო ენატრებათ და უფრო მეტ სიყვარულს იქ ამჟღავნებენ ხოლმე. როცა ღვთისმსახურების შემდეგ მრევლთან ვტრაპეზობ ხოლმე, ყველაფერი ნოსტალგიით იწყება და მთავრდება კიდეც. თავად კერძებსაც კი ქართული წესით ამზადებენ - სულ სხვა გემო აქვსო. საქართველოდანაც გზავნიან ახლობლები მჭადის ფქვილს, ტყემალს.

ტრაპეზზე უფრო მეტად წმინდანთა ცხოვრებას ვკითხულობთ. ისე, როგორც მონასტერში, ვცდილობ, ყოველი წუთი გამოვიყენო და ვიზრუნო მათ სულიერ განათლებაზე.

- მამა ლუკა, წმინდა ნინოს სამლოცველოს წარწერა გამვლელ-გამომვლელს ამცნობს ქართული ტაძრის არსებობას. როდის მოხდება თავად ეკლესიის რეგისტრაცია?

- ეს არის ძალიან ხანგრძლივი პროცესი. იმედი მაქვს, ღვთის შეწევნით, მალე ოფიციალურად მოხდება ჩვენი ეკლესიის დარეგისტრირება. წარწერის გარდა გაკეთებულია წმინდა ნინოს დიდი ჯვარი. როცა წარწერას კითხულობენ, აინტერესებთ ტაძარში შემოსვლა და იქაურობის ნახვა. შემოდიან კათოლიკეები, პროტესტანტები, ტურისტები. ერთხელაც ჩვენს ტაძარს კათოლიკე ცოლ-ქმარი სტუმრობდა. იმდენად მოეწონათ იქაურობა, რომ 60 ევრო შემოგვწირეს. თან ისე, ვერავინ შევნიშნეთ. ესპანელმა ცოლ-ქმარმა კი 50 ევრო ტაძრის კარის ქვეშ დადო, სტიქაროსანმა გააღო კარი მადლობის სათქმელად და ვეღარც კი შენიშნა საით წავიდნენ...

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა ვუთხრა ესპანეთში, სერბეთის ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფ მოძღვარს, მამა ჟაუმა, რომელიც ქალაქ ჟირონაში მსახურობს. ამ ადამიანმა დიდი დახმარება აღმოგვიჩინა, რათა საქართველოს ეკლესიის რეგისტრაციისთვის მოგვეგვარებია სათანადო საბუთები. მას ძალიან უყვარს საქართველო, ქართული კულტურა, გალობს კიდეც ქართულად "წმინდაო ღმერთოს".

- მამაო, ბარსელონას წმინდა ნინოს ტაძრის გარდა სხვა ტაძარშიც ხომ წირავთ?

- ყველაზე მეტი ქართველი ბარსელონაში ცხოვრობს, მაგრამ მადრიდშიც საკმაოდ არიან. იქ წირვა-ლოცვას ვატარებდით ბერძნულად. ქართველები ცხოვრობენ ალიკანტეში, ვალენსიაში. ალიკანტესთან ახლოს პატარა სოფელია - ელჩე. აქ ქართველების 300 ოჯახია. ქალაქ არმინდოში ახლახან გაიხსნა წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველო. თავიდან კულტურის კლუბში ვიკრიბებოდით, მერე შენობაც ვიქირავეთ. ახლა ძალიან ლამაზი ეკლესია გვაქვს. აქ ყოველ მეორე კვირას ვატარებდი ღვთისმსახურებას. მეუფე აბრაამის კურთხევით, ახლო მომავალში საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ესპანეთში კიდევ ერთი მოძღვარი ეყოლება.

ესპანეთში ქართული სათვისტომოც დავაფუძნეთ. მისი წევრები მეხმარებიან პრობლემების მოგვარებაში. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველს საელჩოს ესპანეთის სამეფოში და მის სრულუფლებიან ელჩს ზურაბ პოლოლიკაშვილს, ასევე, ჩვენს კონსულს. ბატონი ზურაბის და საქართველოს საელჩოს ხელმძღვანელობით, 3 ოქტომბერს ბარსელონაში გაიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი. მონაწილეობდა საქართველოდან ჩამოსული ანსამბლი "ფესვები" და ქალბატონი ლელა წურწუმია. ამ კონცერტმა ძალიან დიდი სიხარული მოჰგვარა ქართველობას. ასეთი ღონისძიებები იქაური ქართველებისთვის დიდი ნუგეშია.

ჩემი თხოვნაა, ერთობლივი ძალებით ვიზრუნოთ, რათა ქართველები დაუბრუნდნენ თავიანთ ფესვებს, ახლობლებს, სადაც ყველაზე მეტად უხარიათ ცხოვრება.

ღმერთმა დაგლოცოთ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat