მამა
მამა
ღვთისმსახურთ მამა ხელდასხმით მიღებული ზეციური მადლის გამო ეწოდათ
მართლმორწმუნე ქრისტიანები მამას ვუწოდებთ მამაზეციერს, ზეციურ მამას. მამა არის ყოვლადწმინდა სამების ერთ-ერთი ჰიპოსტასი - პირი, რომლისაგან ყოველი შეიქმნა. მართლმორწმუნე ქრისტიანები ვაღიარებთ ყოვლადწმინდა სამებას, ანუ გვწამს, რომ ღმერთი ერთია, მაგრამ სამჰიპოსტასოვანი, --ერთ ღვთაებაში სამი პირია: მამა, ძე და სულიწმინდა, რომლებიც შეადგენენ ერთ არსსა და განუყოფელ სამებას. მამას ვუწოდებთ, ამ სიტყვით მივმართავთ ღვთისმსახურთაც და ხორციელ მშობელსაც. "სახარებაში" წერია: "ერთი არს მამაი თქვენი, რომელი არს ცათა შინა" (მათე 23,9). საინტერესოა, როგორ უნდა გვესმოდეს ამ სიტყვის მნიშვნელობა?

განკაცებული უფალი იესო ქრისტე საუბრისას ხშირად იყენებს სიტყვას "მამა". მაგალითად, აბრაამის მიმართ ამბობს - "მამაი ჩვენი აბრაამი". ასევე, როდესაც "უძღები შვილის" იგავს ჰყვება და სხვა...

გვესაუბრება სიონის ტაძრის მღვდელმსახური, მამა ლავრენტი ბუზიაშვილი:

- საუბარი უზენაესი მამის, ყოვლადწმინდა სამების ერთ-ერთი ჰიპოსტასით - მამა ღმერთით დავიწყოთ. რით განსხვავდება მამა წმინდა სამების პირების - ძისა და სულიწმინდისგან?

- ყოვლადწმინდა სამების ჰიპოსტასები - მამა, ძე და სულიწმინდა ერთმანეთისგან მხოლოდ ჰიპოსტასური, პიროვნული თვისებებით განსხვავდებიან - უშობელობით, შობილობითა და გამომავლობით. უშობელობა არის მამის ჰიპოსტასური თვისება, იგი არც იშვების და არც გამოვა არავისგან, მისი არსი არაფრითაა განპირობებული. მამა არის მიზეზი ყოველივესი, თვით ძისა და სულიწმინდისაც, რადგან მამისაგან უწინარეს საუკუნეთა იშვების ძე და მამისაგან გამოვალს სულიწმინდაც. ეს არ ხდება დროსა და სივრცეში. ღმერთი - ყოვლადწმინდა სამება მარადიული და დაუსაბამოა. მამისაგან მარადიულად და დაუსაბამოდ იშვება ძე და მარადიულად და დაუსაბამოდ გამოვალს სულიწმინდა. ძის ჰიპოსტასური თვისებაა შობილობა, სულიწმინდისა კი გამომავლობა.

- წმინდა სამების სამივე ჰიპოსტასს აქვს ერთნაირი ღირსება და ერთნაირი სისრულე, ამიტომ ერთნაირი პატივი და თაყვანისცემა შეჰფერით. ღმერთის არსისმიერი თვისებები - იყოს ღმერთი, საუკუნო, დაუსაბამო, დაუსრულებელი, სახიერი, ყოვლადძლიერი, ყოველგან მყოფი, ყოვლად მართალი, ყოვლისაღმავსებელი, უსაზღვრო, ყოველივე ცხადისა და დაფარულის წარმმართველი, აქვს მამას, ძეს და სულიწმინდას.

- განკაცებული უფალი იესო ქრისტე ეუბნება ფილიპეს, - როგორ არ იცი, ფილიპე, ვინც მე მიხილა, მან მამაც იხილა, ანუ მაინცდამაინც მამის ხილვას ნუკი ფიქრობ, თუკი მე მიხილე, უნდა მიხვდე, რომ ის, რაც ჩემგან დაინახე, რასაც მე ვასრულებ, არის ჩემი მომავლინებლის, ზეციური მამის ნება. არაფერი დამოუკიდებელი ძეს არა აქვს, არამედ ყველაფერი არის მამის, რომელიც მან მისცა განკაცებულ ძე ღვთისას და ის ამჟღავნებს ჩვენთან. ასევე, სულიწმინდისგან მომდინარე მადლი, წყალობა, ძალა, ბედნიერება, მშვიდობა და სხვა სულიერი თვისებები არის იგივე, რაც აქვს მამას და რასაც გვაძლევს მამისაგან მარადიულად გამომავალი სულიწმინდა.

საერთოდ, ყოვლადწმინდა სამების არსში ჩაწვდომა, სამყაროს რაობის სრულყოფილად გააზრება ადამიანის გონებისთვის შეუძლებელია. ეს საკითხები, უპირველესად, რწმენით უნდა მივიღოთ. სამყაროს რაობაზე ძირითადად ფიქრობენ ღვთისმეტყველები, ჩვეულებრივი ერისკაცნი, სამწუხაროდ, ღმერთის რაობაზე, სარწმუნოებრივ დოგმატებზე ნაკლებად ფიქრობენ. ადამიანის გონება ინსტიქტურად, ქვეცნობიერად გაურბის შეუცნობელზე ფიქრს...

- რატომ ვუწოდებთ სასულიერო პირს მამას. რატომ არის ღვთისმსახურთა მიმართ დამკვიდრებული მიმართვა - მამაო?

- მამად სასულიერო პირები იმ ღვთაებრივი მადლის გამო იწოდებიან, რომელიც მათ ხელდასხმის დროს მიეცემათ. ანუ ეკუთვნის იმ ღვთაებრივ, ზეციურ მადლს, რომლითაც სასულიერო პირი ხელდასხმით იმოსება. მამას არ ვუწოდებთ საერო პირს, თუნდაც სტიქაროსანს თუ მედავითნეს, რადგან ღვთაებრივი, ზეციური ძალა და მადლი ხელდასხმით სულიწმინდის მიერ მიეცემა მას, ვისაც ეკლესია სასულიერო პირად დაადგენს. ხელდასხმის მადლი, რომელსაც ემორჩილება და ემსახურება სამღვდელო პირი, განუშორებლად არის მასზე სიკვდილამდე, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი მისი განკვეთა არ მოხდება. განკვეთის შემდეგ ადამიანს მამას აღარ ვუწოდებთ. ესეც მიანიშნებს, რომ სასულიერო პირს მამა ხელდასხმით მიღებული ზეციური მადლის გამო ეწოდება.

- რას გვეტყვით ერის სულიერი მამის, მამამთავრის - პატრიარქის შესახებ?

- პატრიარქი - მამამთავარი არის პირველი იერარქი, რომლის მფარველობაშიც შედის გარკვეული ტერიტორია, ქვეყანა თავისი სულიერი სამყაროთი. იგი მათ სულიერ ცხოვრებას წარმართავს. მამამთავარს ემორჩილებიან იერარქიულად უქვემორესნი. როდესაც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ხდება რაიმე, ეს არის პირდაპირი კავშირი ღვთის ნებასთან, ღვთის ნების მორჩილებასთან. ამდენად, ვინც მამამთავრის ნების მორჩილებას, მისი კურთხევის შესრულებას ცდილობს, არის მორჩილი და გამტარი ღვთის წმინდა ნებისა, მონაწილე საღმრთო მოქმედებისა, საღმრთო გამგებლობისა. სანაცვლოდ კი ღვთიური წყალობა და მადლი მიეცემათ. იერარქიული მორჩილება წმინდა მამებმა ეკლესიაში საეკლესიო კრებებით დაადგინეს. მორჩილების გარეშე ადამიანი თავის თავს ღვთიური მადლისგან განაყენებს, თვითნებურ ქმედებას მადლი და წყალობა არ მოაქვს. ამის გამო შესაძლოა ადამიანმა ღვთის სასჯელიც კი დაიმსახუროს.

საერთოდ, მორჩილება, როგორც ერთ-ერთი უმთავრესი და მნიშვნელოვანი სათნოება, იმიტომაა დაწესებული ეკლესიაში, რომ უქვემორესი დაემორჩილოს მასზე იერარქიულად მაღლა მდგომს, რათა ამ გზით მოხდეს ღვთის ნების მორჩილება, ღვთის ნების შესრულება. უსამართლოდაც რომ გვეჩვენებოდეს იერარქთა, სამღვდელო პირთა ქმედება, - მართლაც არასწორია თუ არა, უფალმა იცის, - მაინც გვმართებს მათი მორჩილება, სანამ სამღვდელო ხარისხში იმყოფებიან. მოთმინებით უნდა ვზიდოთ მორჩილების ჯვარი. პირველად უფალმა გვიჩვენა მაგალითი უსამართლობის ჯვრის ზიდვისა და უსამართლობის დათმენისა: რა სარგებელია, თუ სამართლიანად ისჯებით? სარგებელი ის არის, თუ ღვთის გულისთვის იტანჯებით და ითმენთ გასაჭირს. უფალმაც ასე დაითმინა, მაგალითი მოგცათ, რათა მის კვალს მიჰყვეთო, - ბრძანებს პავლე მოციქული. პატრიარქისა თუ მის ქვემორე მდგომ სამღვდელო პირთა დაუმორჩილებლობა არ გვევალება ერთადერთ შემთხვევაში - თუკი აშკარად უხვევს სარწმუნოებრივ დოგმატებს და ჩვენც არასწორი სარწმუნოებრივი სვლისკენ მოგვიწოდებს. ასეთ დროს მოქმედებს უკვე პავლე მოციქულის ერთ-ერთი ეპისტოლეს სიტყვები: ჩვენც რომ მოვიდეთ და სხვანაირად გახაროთ, ვინც უნდა მოვიდეს, ანგელოზიც რომ მოვიდეს და სხვანაირად გახაროთ, ანათემა მასო, ანუ არ მიიღოთო.

- როდესაც ადამიანი ეკლესიურ ცხოვრებას იწყებს, ირჩევს სულიერ მოძღვარს, სულიერ მამას, რომელმაც მის სულიერ ცხოვრებას უნდა უხელმძღვანელოს. მოახერხებს თუ არა ადამიანი სულიერი მამის გარეშე სარწმუნოებრივი ცხოვრების სწორად წარმართვას?

- მასწავლებელი, წინამძღვარი ადამიანს ნებისმიერ გზაზე სჭირდება, თუნდაც ეს მიწიერი საქმიანობა იყოს. ჩვილ ბავშვს ჰყავს დედა, ზოგჯერ - აღმზრდელი, ძიძაც. პავლე მოციქული იყენებს კიდეც ამ სიტყვას - ჩვენ ძიძები ვართ თქვენი, ისევე დაგდევთ, გზრდით, როგორც ძიძები დასდევენ და ზრდიან ბავშვებსო. მით უმეტეს, აუცილებელია წინამძღვარი და მასწავლებელი სულიერ ცხოვრებაში. თუკი ადამიანი თვითნებურად იწყებს სარწმუნოებრივ გზაზე სვლას, ადვილი შესაძლებელია, შეცდეს, რადგან ბოროტი სული ადამიანს ყოველთვის საკუთარი თავის გამართლების პოზიციიდან ესაუბრება. იცის ჩვენი სუსტი მხარეები და შემართულია, რომ დაიპყროს ჩვენი გული - ჩვენი ცოდვების, სისუსტეების, ცოდვილი მიდრეკილებების საშუალებით.

დიდი მნიშვნელობა აქვს მოძღვრის გამოცდილებასა და სულიერ განათლებას. დღეს ბევრი საუბრობს იმაზე, რომ აღარ არიან მაღალსულიერი, ღვთივგანბრძობილი მამები. ვინც ჭეშმარიტად ეძებს ღმერთს და გულით ითხოვს, უფალი ისეთ სულიერ მამას შეახვედრებს, რაც მის სულს ესაჭიროება, მის სულიერ მოთხოვნილებას შეესაბამება. წიგნში, "ერთი ღამე წმინდა მთაზე", მოთხრობილია ასეთი შემთხვევა: სასულიერო პირთა და მორწმუნეთა დელეგაციამ ათონის მთაზე იხილა მაღალსულიერი მოძღვარი, მხცოვანი ბერი და სთხოვა, მათთვის რაიმე სასარგებლო ეთქვა. ბერი დუმდა. ერთხანს ელოდნენ. შემდეგ დელეგაციის წინამძღოლმა, მიტროპოლიტმა კვლავ სთხოვა - ნუ გაგვიშვებ ასე, მამაო, მრევლი გველოდებაო. ბერმა მიუგო: - როდესაც იყვნენ ღვთის სიტყვის მეძიებელნი, მაშინ ჩვენც გვეძლეოდა სიტყვა. მას შემდეგ, რაც ასეთები აღარ არიან, ჩვენც აღარ გვეძლევა არაფერიო. აქედან ჩანს, რომ ჩვენს გვერდით მაღალსულიერი კაციც რომ იყოს, თუკი მზად არ ვიქნებით მის მოსასმენად, მისი სიტყვის მისაღებად, თუ ხედავს, რომ ჩვენ ღვთის სიტყვას არ ვეძებთ, დადუმდება და რა მნიშვნელობა აქვს, გვეყოლება თუ არა ასეთი? ან რა ვიცით, რომ ღმერთმა არ მოგვივლინა? თუ ვერ ვცნობთ იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ არ ვეძებთ ღმერთს - ყველა ეძებს მიწიერს და არა იმას, "რაც ქრისტე იესოში იყო", როგორც ბრძანებს პავლე მოციქული.

- შეიძლება თუ არა სულიერი მამის შეცვლა?

- თუკი აუცილებლობა მოითხოვს, ეს არ გვეკრძალება. მამა გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებიდან ჩანს, რომ სამი მოძღვარი ჰყავდა: ერთი - საქართველოში ყოფნისას, მეორე - შავ მთაზე, მესამე კი ათონის მთაზე. ეს მისი ახირება კი არ იყო, საჭიროება მოითხოვდა. თუკი ადამიანი სხვა ქვეყანაში მიდის ან მოძღვარი გადაჰყავთ სხვა ტაძარში, ასეთ შემთხვევაში, სულიერი მამის გამოცვლა არ გვეკრძალება. მოძღვრის გამოცვლა საჭიროა იმ შემთხვევაშიც, თუ მწვალებლობაში ჩავარდა და ჩვენც არასწორი გზით მივყავართ. ასევე, თუ სულიერ მამასთან ჩვენი ურთიერთობა ვერ აეწყო, ვატყობთ, რომ სულისთვის სასიკეთოდ ვერ წარიმართა, თვითონვე მოგვცემს კურთხევას, რომ სხვა მოძღვართან წავიდეთ, მაგრამ თუკი ადამიანი იმის გამო იცვლის სულიერ მამას, რომ თავისი ცოდვები, რომლებიც ყველაზე მეტად აწუხებს მის სინდისს, სხვა ღვთისმსახურს ჩააბაროს, რომელსაც, მიაჩნია, რომ ვეღარ შეხვდება, ცხადია, არაკეთილგონივრულია. ეკლესიაში კი არასწორი ნაბიჯების გადასადგმელად არ უნდა მივიდეთ. ასე სულს ვერ ვიცხონებთ.

ზოგიერთი სულიერ მამას საერთოდ არ უმხელს მძიმე ცოდვებს, ფიქრობს, რომ თუ იტყვის, ვიღაცას მასზე ცუდი შთაბეჭდილება შეექმნება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აღსარება არის პატარა სამსჯავრო, სადაც ჩვენი კეთილი ნებით ვიმხილებით უფლის წინაშე. ჩვენს გვერდით უხილავად იმყოფება ანგელოზიც და ეშმაკიც. არსებობს სინანულის საიდუმლოს მართლმადიდებლური თვალსაჩინოება - ცოდვილი მუხლებზე დგას, მის წინ - ანგელოზი, უკან კი ეშმაკია გამოსახული. ეშმაკი შთააგონებს, - სირცხვილია და არ თქვაო. ის ცოდვები, რომელთაც ამბობს, მისი პირიდან გველების სახით ცვივა. აქედან ჩანს, რომ ცოდვების დამალვისკენ ბოროტი სული გვიბიძგებს.

- რა მნიშვნელობა აქვს სულიერი მამის კურთხევას?

- სულიერი მამის კურთხევას უდიდესი ძალა აქვს. თავად უფლისგან გვეძლევა მადლი და ლოცვა-კურთხევა. ზოგს ჰგონია, მოძღვარი უბრალოდ გვეუბნება და გვაფრთხილებს. დავუშვათ, არ გვაძლევს სადმე წასვლის კურთხევას, მაგრამ არ ვემორჩილებით, გვგონია, ამის გამო არ შეიძლება დავისაჯოთ. შესაძლოა სულიერი მამის სიტყვის შეუსრულებლობა უმძიმესი შედეგით - სიკვდილითაც კი დასრულდეს. ზოგჯერ მოძღვრებსაც გვიკვირს, რატომ დაისაჯა ადამიანი ასე მკაცრად მოძღვრის სიტყვის შეუსრულებლობის გამო.

- ხორციელ მამაზე რას გვეტყვით?

- მამის მორჩილებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მამა, ფაქტობრივად, პატარა სახელმწიფოს, მცირე ეკლესიის - ოჯახის იერარქი, მისი თავია, ისევე როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა. ძველად მამა - უპირატესი მამაკაცი ოჯახის წევრებისთვის უდიდეს ავტორიტეტს წარმოადგენდა. მის სიტყვას ყველა ემორჩილებოდა. სამწუხაროდ, დღეს ასე არ არის, არადა მის სიტყვას კურთხევის ძალა შესწევს. როდესაც მას ემორჩილებიან, ღვთის ნება სრულდება. ასეთი ოჯახი ბედნიერებასა და ღვთის წყალობას დაიმსახურებს. როდესაც არ უჯერებენ, ოჯახი ირღვევა და ღვთისაგან განსაცდელებიც ეძლევათ, რათა გამოფხიზლდნენ და ღვთისკენ შემობრუნდნენ.

- აქვს თუ არა მამაკაცს რაიმე უპირატესობა დედაკაცთან შედარებით და რატომ იწოდება დედაკაცი სუსტ ჭურჭლად?

- სახარებიდან ვიცით, რომ არ არსებობს ქრისტეში მამაკაცება და დედაკაცება, არამედ ტოლნი, სწორნი არიანო, - ბრძანებს უფალი. ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც დედაკაცმა, ასევე მამაკაცმა უნდა დაიცვას და აღასრულოს უფლის ორივე მცნება - ორივეს ერთნაირად მოეთხოვება და მოეკითხება, თუმცა ზოგჯერ მართლაც აქვს მამაკაცს გარკვეული უპირატესობა. მაგალითად, პავლე მოციქული ბრძანებს, - დედაკაცებს უფლებას არ ვაძლევ, ტაძარში ილაპარაკონო. აქ ჭორაობა კი არ იგულისხმება, არამედ ქადაგება.

ქალი მამაკაცზე გაცილებით სუსტია, ადვილად ცდუნდება, ამიტომაც იწოდება სუსტ ჭურჭლად. გავიხსენოთ პირველქმნილი ცოდვა, ეშმაკმა ხომ სწორედ ქალის - ევას მეშვეობით მოახერხა ადამის ცდუნება. მას ვერ მოუძებნა სხვა სუსტი წერტილი, გარდა ქალისა.

- რა ევალებათ შვილებს მამის მიმართ?

- შვილები ვალდებულნი არიან, მამას და საერთოდ მშობლებს პატივისცემით მოექცნენ. ამის შესახებ პირდაპირ არის ნათქვამი მეხუთე მცნებაში: "პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, თუ გინდა კეთილი გეყოს და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა". ამ მცნებით უფალი გვეუბნება, - თუ გინდა სიკეთე და დღეგრძელობა, ბედნიერება მოიპოვო, მოკრძალებითა და პატივისცემით მოექეცი "მამასა და დედასა შენსაო". აი, პირველ ყოვლისა რა ყოფილა ჩვენი კეთილდღეობისა და ბედნიერების, დღეგრძელი ცხოვრების გარანტია. სამწუხაროდ, დღეს ბევრი შვილი არღვევს ამ მცნებას, ჰგონიათ მატერალური კეთილდღეობის მოხვეჭით მოიპოვებენ ბედნიერებასა და მზრუნველ, დღეგრძელ და ჯანმრთელ ცხოვრებას.

ათეისტიც რომ იყოს მამა და დედა, სარწმუნოებრივ საკითხებთან მიმართებაშიც კი ვერ ვუგებდეთ ერთმანეთს, გვიკრძალავდნენ ტაძარში სიარულს, უფლის რწმენას და ა.შ., ვალდებულნი ვართ, პატივი ვცეთ და მოკრძალებით მოვეპყროთ, როგორც მშობელს. ვეცადოთ, შევაგონოთ, ვილოცოთ მათთვის.

- მისაღები და გამართლებულია თუ არა მამის სიმკაცრე შვილების მიმართ?

- მამის სიმკაცრეს ყოველთვის აქვს საფუძველი. დღევანდელი ახალგაზრდების უმეტესობის ცხოვრების წესს თუ დავაკვირდებით, დამეთანხმებით, რომ მათ არათუ სჭირდებათ სიმკაცრე, არამედ აუცილებელიცაა. თუკი მამა არაკეთილგონივრულ ქცევას მოუწონებს შვილს, მისი თანამზრახველი გახდება და მწუხარება არ ასცდება. საერთოდ, როდესაც შვილი სიმკაცრეს იმსახურებს, ხშირად ამის მიზეზი არაეკლესიურობაა.

მამას უდიდესი კეთილგონიერების გამოჩენა მართებს, რათა მისი სიმკაცრე მრისხანებაში არ გადაიზარდოს და არ იქცეს ვნების გამოვლინებად.

ვიდრე ჯერი სიმკაცრეზე მიდგება, საჭიროა შეგონების საფეხურების გავლა - ჯერ სიტყვით. თუ ეს შედეგს არ გამოიღებს, საჭიროა მხილება, შემდეგ სიტყვა კატეგორიული ხდება, ბოლოს კი უნდა მივმართოთ სიმკაცრეს, თუმცა ზომიერად, კეთილგონივრული ფორმით. წმინდა წერილი მშობლებს შეაგონებს, - ნუ შეეშინდებათ შვილისადმი სიმკაცრის გამოჩენისა. პირიქით, თავიდან რაც უფრო მკაცრი იქნება მშობელი, მომავალში გაიხარებს, რომ კარგ შვილს გაზრდისო. მომავალში სიმკაცრეს კი აზრი არა აქვს. სიმკაცრეს იწონებს ზირაქისა და სოლომონის სიბრძნეც. ახალ აღთქმაში პავლე მოციქულიც ბევრს საუბრობს ამის შესახებ. კვლავ პავლე მოციქულს დავესესხები: თქვენი მრისხანების ჟამს მზე ნუ ჩავა, ნუ გადავა თქვენი სახიდანო, ანუ გაუბრაზდი, მკაცრად უთხარი, მაგრამ ისე, რომ როდესაც შეგხედავს, არ დაკარგოს სიყვარული, არ იფიქროს, ბოროტია მამაჩემიო. სიმკაცრის დროსაც უნდა იგრძნოს, რომ გულში გიყვარს, თან უნდა გემორჩილებოდეს.

- ზოგჯერ შვილები დედასთან უფრო მეტ სიახლოვესა და სითბოს ავლენენ...

- პირველ ყოვლისა, ამის მიზეზი ის არის, რომ დედასთან ხორციელი, ბიოლოგიური სიახლოვე აკავშირებს შვილს, ამიტომაც უბედავს მამაზე მეტად თხოვნასაც, როდესაც რაიმე სჭირდება და საიდუმლოს, დარდსა და წუხილსაც დედას უფრო ანდობენ.

- ზოგიერთი მამა ტოვებს ოჯახს, შვილებს, არ ერევა მათ აღზრდაში. არ კითხულობს, რა აწუხებს, როგორ იზრდება. ზოგი შვილი არც კი იცნობს მამას. რამდენად მძიმედ და უარყოფითად მოქმედებს შვილზე ეს და ასეთ შემთხვევაშიც ვალდებულია თუ არა შვილი მიუტევოს და აპატიოს მამას, პატივი სცეს და მოკრძალებით მოექცეს მას?

- ასეთ დროს მამა უმძიმეს დანაშაულს სჩადის. ბავშვის სული ტრავმირებული რჩება. რადგან უფალმა ინება, რომ ბავშვი დედისგან და მამისგან დაბადებულიყო, მის აღზრდაშიც ორივე უნდა მონაწილეობდეს, რათა სულიერ, ნორმალურ პიროვნებად ჩამოყალიბდეს - ისწავლოს სითბო, მოყვასის სიყვარული. მამის ან დედის გარეშე დარჩენილ შვილს კი მშობლიური სიყვარული აკლია, რასაც მძიმედ განიცდის, განსაკუთრებით ბავშვობის ასაკში.

ობოლ ბავშვებს - არა აქვს მნიშვნელობა, რა მიზეზით აკლიათ მამა ან დედა - ღმერთი განსაკუთრებულად მფარველობს, თუმცა მფარველობის ნაყოფს იმ შემთხვევაში მოვიმკით, თუკი თვითონ პიროვნება, ბავშვი იქნება მზად ამ მადლის, წყალობისა და მფარველობის მისაღებად - ქრისტიანულად ცხოვრობს, ეკლესიურად იზრდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ გამოიყენებს ღვთის განსაკუთრებულ მფარველობას.

როდესაც ადამიანი მშობელი ხდება, ყველანაირად უნდა ეცადოს, საკუთარი სურვილი და ნება დათრგუნოს და შვილისთვის, მისი კეთილდღეობისა და ბედნიერებისთვის იცხოვროს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat