განსაცდელი
განსაცდელი
უფალი არასოდეს ადებს ადამიანს იმაზე მძიმე ტვირთს, ვიდრე შეუძლია ზიდოს
უფალი მფარველ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდეს?!
წმინდა იოანე ოქროპირი წერს: "უფალი არ დაუშვებს, რომ განუწყვეტლივ შეჭირვებაში ვიყოთ ამქვეყნად, რათა სასო არ წარვიკვეთოთ. ამასთან, არც იმას დაუშვებს, გამუდმებით კეთილდღეობითა და სიხარულით ვგიებდეთ, რათა არ დავეცეთ".

ღვთისგან მოვლენილი განსაცდელებით თითოეული ადამიანი გამოიცდება და საკუთარ სულიერ მდგომარეობას შეიმეცნებს. უფალი ამ სოფელშივე უშვებს ჩვენზე განსაცდელს, რათა ცოდვის მტვერი ჩამოგვბერტყოს, სული მწუხარებისა და ცრემლის მეშვეობით განგვიწმინდოს, სხვაგვარად ჩვენი ფარული ვნებები საშინელი სამსჯავროს ჟამს გამჟღავნდებოდა.

განსაცდელის შესახებ გვესაუბრება სიონის საკათედრო ტაძრის მოძღვარი, მღვდელი დავით ლასურაშვილი.

- ზოგისთვის განსაცდელი მატერიალური კეთილდღეობის დაკარგვას ნიშნავს, ზოგისთვის - ავადმყოფობას და ძალიან ცოტა თუ აკავშირებს მას თავის სულიერ მდგომარეობასთან... მამაო, მაინც რა არის განსაცდელი?

- საუფლო ლოცვაში, რომელიც თავად მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ გვასწავლა, ვკითხულობთ: "და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან" (მთ. 6,13). სხვაგან კი გვმოძღვრავს: "ილოცევდით, რაითა არა შეხვიდეთ განსაცდელსა" (ლუკა 22,40). განსაცდელი ღვთის მიერ ადამიანზე დაშვებული მდგომარეობაა, რომელსაც ძირითადად ჩვენივე ცოდვების გამო მოვიწევთ. წმინდა კირილე იერუსალიმელი განსაცდელს ძნელად გადასალახავ მდინარეს ადარებს.

ცხადია, განსაცდელი მატერიალური შეჭირვებით ან ხორციელი თუ სულიერი სნეულებითაც შეიძლება გამოვლინდეს, მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნული გამოხატულებაა, შედეგია, მისი ფესვები კი ადამიანის სულიერ მდგომარეობაში უნდა ვეძიოთ.

განსაცდელის საყურადღებო განმარტებას გვთავაზობს წმინდა გრიგოლ ნოსელი: "უფალი ბოროტს, მისი ბოროტებისა და უკეთურების მიხედვით, სხვადასხვა სახელს უწოდებს: ეშმაკს, ბელზებულს, მამონას, სოფლის თავადს, კაცისმკვლელს... იქნებ "განსაცდელიც" მისი ერთ-ერთი სახელია... სიტყვებს "და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა" უფალი ამატებს ვედრებას ბოროტისაგან ხსნის შესახებ, თითქოს "განსაცდელი" და "ბოროტი" ერთსა და იმავე საგანს აღნიშნავდეს. აქედან გამომდინარე, ეს ორი სიტყვა მნიშვნელობით ერთი და იგივე ყოფილა".

ერთია ღვთის ნების აღსრულება ჩვენზე და სხვაა მისივე დაშვება. ეჭვგარეშეა, უფალს არ სურს, რაიმე გვავნოს, მაგრამ ჩვენი მძიმე ცოდვების გამო ამა თუ იმ განსაცდელს უშვებს, რომლის გარეშეც ამ ცოდვებისგან გათავისუფლებას არც კი ვიფიქრებდით.

ერთი იგავი გავიხსენოთ ლუკას სახარებიდან: ერთ კაცს თავის ვენახში (ბაღში) ლეღვი ჰქონდა დარგული. მივიდა და "ეძიებდა ნაყოფსა მისგან და არა ჰპოვა". მაშინ იხმო "ვენახის მოქმედი" - მებაღე და უსაყვედურა: "ესერა სამი წელი არს, ვინაითგან მოვალ და ვეძიებ ნაყოფსა ლეღუსა ამას შინა და არა ვჰპოვებ. მოჰკვეთე ეგე, რაისთვის ქვეყანაიცა დაუპყრიეს უქმად?" მებაღემ კი მიუგო: ჯერ შემოვუთოხნი, სკორეს დავუყრი და თუ ნაყოფს მაინც არ გამოიღებს, მოვკვეთოთო.

წმინდა იოანე ოქროპირი განმარტავს, რომ პატრონი ამ ბაღისა თავად უფალი ბრძანდება, მებაღე კი - ჩვენი მფარველი ანგელოზი. ლეღვის ხე ჩვენ ვართ ყველანი, ვინც ვერ გამოვიღეთ "ნაყოფი ღირსი სინანულისა". სკორეს დაყრა ცოდვილისთვის მისივე ცოდვების სიმყრალის ჩვენებას ნიშნავს. და თუ ამის შემდეგაც არ გამოიღო ნაყოფი სინანულისა, მოკვეთენ - თავისი ბოროტი ქმედების გამო ჭირსა და განსაცდელში ჩავარდება. წმინდა მამის განმარტებით, ანგელოზის (მებაღის) სიტყვები სწორედ ამას ნიშნავს. ასე რომ, განსაცდელს ჩვენივე არასწორი, ცოდვილი ცხოვრების გამო უშვებს ჩვენზე უფალი.

შეგახსენებთ წმინდა იაკობ მოციქულის სიტყვებსაც: "ნუვინ განცდილთაგანი იტყვინ, ვითარმედ ღმრთისა მიერ განვიცდები, რამეთუ ღმერთი გამოუცდელ არს ბოროტისა და არავის განცდის იგი. არამედ კაცად-კაცადი განიცდების თვისისაგან გულის თქუმისა, მიიზიდვის და სცდების" (იაკ. 1,13-14). მოციქული შეგვაგონებს: განცდილთაგან ნურავინ იტყვის, ღვთისგან განვიცდებიო, რადგან თითოეული თავისი გულისთქმის, თავისი ცოდვების მიერ განიცდებაო.

- მამაო, რატომ უშვებს ღმერთი, რომ ბოროტმა გამოგვცადოს? ბევრს განსაცდელი ღვთის სისასტიკის გამოვლენა ჰგონია...

- განსაცდელის ღვთის სისასტიკის გამოვლენად ჩათვლა ურწმუნოება, ბოროტი კადნიერება და უმადურობაა.

წმინდა კვიპრიანე კართაგენელი ამბობს, განსაცდელის მოწყობის უფლება ბოროტს ორ შემთხვევაში ეძლევა: ან ცოდვილის დასასჯელად, ან ღვთის სადიდებლად, როცა გვცდიანო.

წმინდანის ამ სიტყვების დასადასტურებლად მართალი იობის განსაცდელი გავიხსენოთ. უფალი მიმართავს ბოროტს: "ყოველი, რაიცა არს მისი, მიგეც ხელთა შენთა, არამედ მას ნუ შეეხები..." იობმაც დაკარგა შვილები, ქონება, სახლ-კარი - ყოველივე, რაც ღვთისგან ჰქონდა ბოძებული. ბოლოს კი, ღვთისავე დაშვებით, თვით მასაც შეეხო ბოროტი და უკურნებელი სენი - კეთრი შეჰყარა. მაგრამ ერთი სიტყვითაც არ შეურაცხუყვია იობს შემოქმედი. ამ განსაცდელის ჟამს ასეთი იყო მისი სიტყვები: "შიშველი ვიშევ და შიშველი შთავალ ქვეყანად (მიწაში), ყოველივე ღმერთმან მომცა და ღმერთმანვე მიმიღო, იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე".

- ხშირად ადამიანს ჰგონია, რომ უსაშველო უბედურება დაატყდა თავს, განსაცდელისგან თავის დაღწევის იმედს კარგავს... სამწუხაროდ, ზოგი თვითმკვლელობითაც კი ასრულებს სიცოცხლეს...

- თუკი ქრისტიანი ღვთისადმი მადლობით მიიღებს ყოველგვარ განსაცდელს და გულისხმაყოფს, თუ რატომ დაემართა ის, მაშინ გამოსავალსაც მართებულს იპოვის. ერთი კია: ადამიანი ეკლესიის წევრი უნდა იყოს, ჰყავდეს მოძღვარი, მას ეკითხებოდეს რჩევას და შემდგომ ასრულებდეს მის ლოცვა-კურთხევას. უმოძღვროდ დარჩენილი, საკუთარი თავის მოძღვარი ადამიანი სასოწარკვეთილებას ეძლევა.

ესეც არასდროს დაგვავიწყდეს: ღვთისგან დაშვებული განსაცდელები ჩვენი ძალის შესაბამისია. წმინდა მამები ამბობენ, უფალი არასოდეს ადებს ადამიანს იმაზე მძიმე ტვირთს, ვიდრე შეუძლია ზიდოსო. ღირსი მამის, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში ვკითხულობთ: "წერილ არს: ტვირთი განწესებული ეყოფინ ნავსა, უკეთუ დაუმძიმო, დაინთქას და უკეთუ მსუბუქად იყოს, ქართა და ღელვათა წარიტაცონ. და უკეთუ ამ ყოველივეს ცოდნა და გულისხმისყოფა აქვს ადამიანს, რამდენგზის უფროის ღმერთს?.." ამ სიტყვებს ვეღარაფერს დაუმატებ.

წარმოუდგენელია, ადამიანმა როდისმე უფალზე დიდი განსაცდელი დაითმინოს. საკვირველია, ყოველდღე ქრისტეს ვნებათა შესახებ ვკითხულობთ, ვიხსენებთ, რამდენი დაითმინა კაცთათვის და ჩვენ მცირედი შეურაცხყოფაც ვერ აგვიტანია.

უფალი, ვიდრე ჯვარს აცვამენ, გეთსემანიის ბაღში განმარტოვდება და ლოცულობს: "მამაო ჩემო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანამხედინ ჩემგან სასუმელი ესე; ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ" (მთ. 26,39).

ჩვენც ასევე უნდა ვილოცოთ ნებისმიერი განსაცდელის დროს, შევთხოვოთ უფალს, იყოს ნება მისი და არა ჩვენი.

- მამაო, როგორ დავძლიოთ განსაცდელი?

- ამას თავად უფალი გვასწავლის მარკოზის სახარებაში: "იღვიძებდით და ილოცევდით, რაითა არა შეხვიდეთ განსაცდელსა" (14,38). მაცხოვარი ლოცვასაც გვასწავლის: "ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა..." ხოლო თუკი განსაცდელში მაინც აღმოჩნდით, "ყოველივე სიხარულად შეჰრაცხეთო", - გვმოძღვრავს უფალი იაკობ მოციქულის პირით (იაკ. 1,2).

განსაცდელის დაძლევის გზა ეკლესიური ცხოვრებაა, ოღონდ - რეალური და არა ნომინალური. ღვთის შემწეობის გარეშე ადამიანი ვერც ერთ განსაცდელს ვერ დააღწევს თავს და ვერც ერთ ცოდვას ვერ დაძლევს. თუ უფლის იმედი გვექნება, განსაცდელს აუცილებლად გავუძლებთ.

- ხშირად განსაცდელის დაძლევის შემდეგ ხიბლი მოდის და კვლავ განსაცდელში გვაგდებს...

- შესაძლოა ადამიანმა საკუთარ თავს მიაწეროს ყოველივე, რაც განსაცდელიდან გამოსვლის შემდეგ იგრძნო. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს: "ყოველსა სიტყვასა, გინა საქმესა, რომელსა იწყებდე, ლოცვით იწყე და ლოცვითვე აღასრულეო". თუკი ასე მოვიქცევით, უფალი აუცილებლად შეგვეწევა და დაგვიფარავს. სხვაგვარად, ერთი განსაცდელიდან გამოვალთ და მეორეში შევალთ, იუდას მსგავსად, რომელსაც თითქოსდა სურდა, თავი დაეღწია განსაცდელისგან, რომელშიც მაცხოვრის გაცემითა და ოცდაათ ვერცხლად გაყიდვით აღმოჩნდა, მაგრამ თვითმკვლელობის ცოდვაში ჩავარდა...

- ბევრი სწორედ განსაცდელს მიჰყავს ტაძრის კარამდე...

- ღვთისგან ბოძებული დიდი ნიჭია გულისხმისყოფა იმისა, თუ რატომ აღმოვჩნდით ამა თუ იმ განსაცდელში. საბედნიეროდ, მძიმე განსაცდელში მყოფი არაერთი ადამიანი აცნობიერებს, რომ სამყაროში შემთხვევით არაფერი ხდება და მასზე დაშვებული გასაცდელიც არ არის შემთხვევითი; მძიმე წუთებშიც მადლობს და ადიდება ღმერთს. ასეთი კაცი განსაცდელიდან სარგებელს ნახულობს, მართებულად იყენებს მას - ღმერთსა და ეკლესიასთან დასაახლოებლად, სინანულით ცხოვრების დასაწყებად.

- მამა დავით, გამიგონია, ვინც ბერობის გზას დაადგება, ბევრი განსაცდელის დათმენა მოუწევსო...

- ბერობა ანგელოზებრივი ცხოვრებაა ადამიანისა, ფაქტობრივად, ხელჩართული ბრძოლაა ბოროტთან. ბრძოლას კი მრავალი განსაცდელი ახლავს. ბერობა გამუდმებით გაღვივებულ კოცონზე დგომას ჰგავს, რამეთუ არ იცი, ეშმაკი სად დაგიგებს მახეს. როგორც ნებისმიერ ქრისტიანს, ბერებსაც მუდამ ახსოვთ ფსალმუნის სიტყვები: "უფალი მფარველ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდეს?! უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა, ვისგან შევძრწუნდე?!" უფალია შემწე ჩვენი.

ერთი ბერი მოძღვართან მივიდა და შესჩივლა, ცოდვით დავეციო. მოძღვარმა ცოდვისგან თავის დაღწევის გზა ასწავლა და ურჩია, ეცადე, წამოდგეო. გავიდა ხანი და ბერი კვლავ მიადგა მოძღვარს, უთხრა, ისევ დავეცი და შემეწიეო. მოძღვარმა ამჯერადაც ასწავლა გზა და გაამხნევა, წამოდექიო. ასეთი შემთხვევა რამდენჯერმე განმეორდა, მოძღვრის პასუხი კი უცვლელი იყო: წამოდექიო. ბოლოს ბერმა შეჰღაღადა: როდემდე, მამაოო?! - ვიდრე ცოცხალი ხარო.

სანამ ცოცხლები ვართ, ბოროტი მშვიდ ცხოვრებას არ გვაცლის. მიწიერ ეკლესიას მებრძოლი ჰქვია. მისი წევრი, პირველ რიგში, საკუთარ ცოდვას ებრძვის, მერე კი იმ ურჯულოებას, რომელიც გარს არტყამს.

KARIBCHE- მამაო, როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა მოყვასს განსაცდელში ვხედავთ?

- მოწყალე სამარიტელს უნდა მივბაძოთ, რომელიც იერუსალიმიდან იერიქონში მიმავალ გზაზე ავაზაკების მიერ დაჭრილ და გაძარცულ ებრაელს შეხვდა და შეეწია. მანამდე კი ებრაელი მისმა თანატომელებმა, მღვდელმა და ლევიტელმაც ნახეს, მაგრამ არ დახმარებიან, თუმც კი ღვთის მცნება მათ ამას ავალდებდა. ისტორიულად, ებრაელებს სამარიტელებთან უკიდურესად დაძაბული, მტრული დამოკიდებულება ჰქონდათ. უდიდეს დამცირებად ითვლებოდა, ებრაელისთვის სამარიტელი გეწოდებინა. შეურაცხყოფა რომ მიაყენონ, ებრაელები მაცხოვარს სამარიტელს ეძახიან. მიუხედავად ამისა, სამარიტელმა დაჭრილს ზეთი და ღვინო დაასხა ჭრილობაზე, უწამლა, სასტუმროში მიიყვანა და ფულიც გადაიხადა, რომ მისთვის მიეხედათ. თან დაჰპირდა, თუკი ებრაელს მეტს დაახარჯებდნენ, უკან დაბრუნებისას გადაუხდიდა. სწორედ ეს სამარიტელი შეერაცხა მოყვასად ებრაელს და ჩვენც ასევე უნდა მოვიქცეთ.

- სახარებიდან ვიცით, როგორ გამოსცადა ბოროტმა მაცხოვარი...

- იერიქონის დასავლეთით, იუდეის უდაბნოს მთებს შორის, უამურად აღიმართება უნაყოფო და შიშველი მთა გამოცდისა. მისი ციცაბო კალთები უამრავი გამოქვაბულითაა მოფენილი, სადაც მარხვითა და ლოცვით იღვწოდნენ ღირსი მამები. ამ ველურ, გაუხარელ უდაბნოში უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ორმოცი დღე მარხვასა და ლოცვაში გაატარა მას შემდეგ, რაც იოანესგან ნათლისღება ინება. "მაშინ იესუ აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან გამოცდად ეშმაკისაგან, - მოგვითხრობს წმინდა მახარებელი მათე, - და იმარხა ორმეოცი დღე და ორმეოცი ღამე და მერმე შეემშია..." "თვითონ კი არ მივიდა, - ამბობს იოანე ოქროპირი, - არამედ სულიწმინდამ გაიყვანა უდაბნოში, რითაც გვასწავლა, არ მივენდოთ განსაცდელში საკუთარ თავს".

როგორი სახით ეჩვენა უფალს ეშმაკი, ამაზე მახარებლები არაფერს ამბობენ. მაგრამ ეს არ იყო მტრისაგან მხოლოდ აზრით ჩაწვეთება ბოროტი გულისთქმისა; სატანა აშკარად გამოეცხადა მაცხოვარს.

"მოუხდა მას გამომცდელი იგი და ჰრქუა: უკუეთუ შენ ხარ ძე ღმრთისაი, თქუ, რაითა ქვანი ესე პურ იქმნენ". თავისთავად, ქვების პურად ქცევა ცოდვა არ არის, მაგრამ, როგორც წმინდა თეოფილაქტე ბულგარელი გვასწავლის, ეშმაკის ნების დაყოლაა ცოდვა.

გამომცდელმა არ უთხრა: თუ გშია და გწყურიაო... ფიქრობდა, ამისი შერცხვებოდა იესოს; არამედ თქვა: თუ შენ ხარ ძე ღვთისაო, - რადგან იმედი ჰქონდა, ქებით მოხიბლავდა მას. არ იცოდა, რა ეფიქრა იესოზე: უბრალო ადამიანად ჩაეთვალა თუ არა. იორდანეზე ზეციური ხმა ისმინა, რომელიც ღვთის ძედ სახელდებდა მას; გაიგონა იოანეს დიდებული დამოწმებაც ქრისტეზე, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ დაიჯერა.

"ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა: წერილ არს, რამეთუ: არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა". ადამიანის გამოსაკვებად უფალს, პურის გარდა, ბევრი სხვა საშუალებაც აქვს და თანაც, სულიერი საკვები ხორციელზე უფრო საჭიროაო. მაცხოვარი თავის ზეციურ მამას მიენდო და სხეულის სასწაულით დაკმაყოფილება არ ისურვა. განსაცდელს მან თავშეკავებით სძლია.

მაგრამ ეშმაკმა კარგად იცის, როცა ადამიანს ღორმუცელობით, გემოთმოყვარეობით ვერ ამარცხებს, იოლად შეიძლება მოხიბლოს სიამაყით, ფუჭი დიდებითა და პატივმოყვარეობით. მაშინ წაიყვანა ბოროტმა მაცხოვარი წმინდა ქალაქ იერუსალიმში და "დაადგინა იგი სართულსა მას ზედა ტაძრისასა", სოლომონის სტოის მახლობლად, თვალუწვდენელ სიმაღლეზე. ებრაელი ისტორიკოსის, იოსებ ფლავიუსის თქმით, შეუძლებელი იყო, ადამიანს ქვევით, კედრონის შენაკადისკენ ეცქირა და თავბრუ არ დასხმოდა. და იწყო ცილისწამება ღვთისა: "უკუეთუ ხარ ძე ღმრთისაი, გადაიგდე თავი შენი ამიერ ქვეყანად, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის და ხელთა მათთა ზედა აღგიპრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფეხი შენი". ასე ეშმაკურად ხლართავდა თავის ქსელს. ხედავდა, რომ წმინდა წერილი, ღვთის სიტყვა კანონი იყო ქრისტე მაცხოვრისთვის, ისიც შეეცადა, სწორედ წმინდა წერილს დაყრდნობოდა, ოღონდ თავისებურად, თავისი ბოროტი მიზნების შესაბამისად განემარტა იგი. მაგრამ უფალმა ამ ბოროტ შეგონებებსაც საღვთო წერილით უპასუხა, მშვიდად და უბრალოებით: "კუალად წერილ არს: არა განსცადო უფალი ღმერთი შენი". აუცილებლობის გარეშე ღვთისაგან სასწაულის მოთხოვნა ცოდვაა. ასეთი პასუხით უფალი გვმოძღვრავს, რომ ეშმაკი უნდა დავამარცხოთ არა სასწაულებრივი ნიშნებით, არამედ უბოროტობითა და სიმდაბლით და არაფერი ვაკეთოთ ფუჭი დიდებისა და თავის გამოჩენისთვის. უფალი ჩვენი იესო ქრისტე მშვიდად იგერიებს ეშმაკს და ჩვენც გვასწავლის, ბოროტებაზე სიმშვიდით გავიმარჯვოთ.

მესამედ ბოროტმა უფალი მაღალ მთაზე აიყვანა, საიდანაც იშლებოდა მთელი იორდანის მხარე - მკვდარი ზღვიდან გალილეის ზღვამდე. და შესთავაზა: "ესე ყოველი მიგცე შენ, უკეთუ დაჰვარდე და თაყვანისმცე მე..." აი, რა უტიფრობამდე მიდის ბოროტი: საკუთარ თავს მიაწერს ძალაუფლებას ხილულ ქვეყანაზე, იმას, რაც მარტოოდენ ღვთის ხელთაა, და მოითხოვს, თავად უფალი იესო ღმერთივით ეთაყვანოს.

"მაშინ ჰრქუა მას იესუ: წარვედ ჩემგან მართლუკუნ, სატანა, რამეთუ წერილ არს: უფალსა ღმერთსა შენსა თაყუანის-სცე და მას მხოლოსა ჰმსახურებდე". სამივე გამოცდისას ერთსა და იმავეს პასუხობს უფალი: თაყვანისცემა და მორჩილება მხოლოდ ღმერთს ეკუთვნისო. წმინდა თეოფილაქტე ბულგარელი გვასწავლის, რომ ამ სამი გამოცდის დროს სამ ცოდვაზე გაიმარჯვა უფალმა: გემოთმოყვარეობაზე, პატივმოყვარეობასა და ანგარებაზე. თუ კაცი ამ სამ ვნებას დაამარცხებს, დანარჩენებსაც იოლად დაძლევს. ამიტომაც წერს ლუკა მახარებელი: "და აღასრულნა ყოველნი განსაცდელნი" და ანგელოზნი მოვიდნენ და ემსახურებოდნენო მას.

- მამაო, რა განსაცდელი შეიძლება დაატყდეს ამა თუ იმ ერს?

- როგორც უფლის რჩეული ერის, ებრაელთა ისტორია, ჩვენი ისტორიაც ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეეწევა ღმერთი მისი რწმენის დამცველ ერს და რა განსაცდელს დაიტეხს თავს ხალხი, თუ თავის უფალს დაივიწყებს.

როცა სოლომონი და მისი ერი უმძიმესი ცოდვისკენ მიიდრიკნენ - შემოქმედს განუდგნენ, აქია წინასწარმეტყველის პირით უფალმა აუწყათ, რომ უდიდეს განსაცდელს მიემთხვეოდნენ - სახელმწიფო ორად გაიყოფოდა. აქიამ ახალი ტანისამოსი განიძარცვა, თორმეტ ნაწილად გახია და ათი იერობოამს მისცა, ორი კი სოლომონს. ეს იყო წინასწარმეტყველება იმისა, რაც შემდგომში აღსრულდა: ებრაელთა სამეფო ორად გაიყო - ისრაელთა სამეფოდ, რომელიც ათი ტომისგან შედგებოდა და მისი დედაქალაქი ჯერ სიქემი, ხოლო შემდგომ სამარია იყო, და ორი ტომისგან შემდგარ იუდეველთა სამეფოდ, რომლის დედაქალაქიც იერუსალიმი გახლდათ.

სხვა დროს უფალი ებრაელ ერს საგულისხმო სიტყვებს ეუბნება: ჩემი მონის ნაბუქოდონოსორის მიერ დაგსჯითო. დაჰპირდა უფალი და შეუსრულა კიდეც. უფალმა ნაბუქოდონოსორი თავის მონად მოიხსენია, არადა ის ებრაელთა რჯულის მიმდევარი არ იყო. რატომ მოიქცა ასე? ნაბუქოდონოსორს ღვთის ნება უნდა აღესრულებინა, ამიტომაც თქვა უფალმა, ჩემი მონის ხელით დაგსჯითო. ეს ჩვენც უნდა გავითვალისწინოთ.

ერთ მაგალითს მოვიყვან ჩვენი დიდი წინაპრების, არგვეთის მთავრების დავით და კონსტანტინე მხეიძეების ცხოვრებიდან. როდესაც მურვან ყრუმ შეპყრობილ წმინდა ძმებს, როგორც ქრისტიანებს, დაცინვა დაუწყო, დავითმა უპასუხა: "სიცილი და ქადილი შენი ცუდ და ამაო არს ჩვენ ზედა, რამეთუ წუთ ჟამ არს დიდებაი შენი და ადრე განქარდების, რამეთუ არა ღირსებისა შენისათვის იქნა ძლევაი შენი ჩვენ ზედა, არამედ რათა გვწვრთნეს ღმერთმან ხელითა ურჯულოთა და უღმრთოთა". ჩვენი განმრავლებული ცოდვისთვის დაგვსაჯა უფალმა თქვენი ხელითო...

ჩვენი ერი დღეს დიდ განსაცდელშია. დროზე თუ არ მოეგო გონს, ჭირი კიდევ უფრო გაუმრავლდება. თუ არ მივუბრუნდით ჩვენს ტრადიციებს და მხოლოდ ამპარტავნებისთვის ან ე.წ. მესიანისტური იდეის გამართლებისთვის გამოვიყენეთ ის მნიშვნელოვანი ფაქტები თუ მოვლენები, ქართველ ერს რომ უკავშირდება (ღვთისმშობლის წილხვდომილობა, მაცხოვრის კვართის ჩვენს ქვეყანაში დავანება, სამი მოციქულის ქადაგება ჩვენში და მრავალი სხვა), კიდევ უფრო დიდი განსაცდელების მომსწრენი გავხდებით.

წმინდა იოანე ოქროპირი თავის თანამედროვე ერს ასე მოძღვრავს: "თუ ვინმე გზაჯვარედინზე ან მოედანზე ღმერთს აძაგებს, მიდი და შეაგონე, თუ საჭირო შეიქნება, ხელით შეეხე კიდეც, დაუხშე პირი - კურთხეულ იყოს მარჯვენა შენი!.. დაე, იცოდნენ იუდეველებმაც და ელინებმაც, რომ ქალაქის მცველები, მოძღვრები და მმართველები ქრისტიანები არიან. დაე, უწყოდნენ გარყვნილებმა და უზნეოებმა, რომ შიში უნდა ჰქონდეთ უფლის მონებისა და თუ ღვთის გმობას მოისურვებენ, ირგვლივ მიმოიხედონ. ჩრდილის დანახვაზეც კი ძრწოდნენ ქრისტიანთა შიშით". ჩვენ კი ლამის საკუთარი ჩრდილის გვეშინია.

ოქროპირის სიტყვები ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ მოწოდებად არ უნდა გავიგოთ; ეს გახლავთ მოწოდება ჩვენი წმიდათაწმიდა რჯულის დაცვისკენ, რომლის შეურაცხყოფა არავის ეპატიება. ისიც გვახსოვდეს, რომ ღმერთს ვერავინ შეურაცხყოფს. შეურაცხყოფილი ღვთისა და მისი ეკლესიის შეურაცხმყოფელივე რჩება.

განსაცდელები, რომლებიც დღეს ასე მოუმრავლდა ჩვენს ერს, ჩვენივე ნიჰილისტური დამოკიდებულების შედეგია უფლის, ეკლესიის, თუნდაც საკუთარი ცხოვრების მიმართ. "აპოკალიფსში" უფალი ლაოდიკიის ეკლესიის ანგელოზს მიმართავს: "ვიცნი საქმენი შენნი, რამეთუ არცა გრილ ხარ, არცა ტფილი. ჯერ-იყო, რაითამცა ანუ გრილ იყავ, ანუ ტფილი. არამედ ესრეთ ნელტფილი ხარ და არცა გრილი, არცა ტფილი; მეგულების აღმოგდებაი შენი პირისაგან ჩემისა".

არამც და არამც არ უნდა ვიყოთ გულგრილნი სარწმუნოების მიმართ, არც ის უნდა იყოს სულერთი, რა ხდება ერში, ეკლესიაში. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: "სიკვდილამდე იბრძოლე და ნუ მეტყვი გულგრილად, რომ შენი საქმე არაა უზნეოთა გამოსწორება, ნუ მეტყვი, რომ არაფერი გაქვს მათთან საერთო, - ეს სატანური არაადამიანურობაა. ერთი მგზნებარე კაციც საკმარისია, მთელი ქალაქი რომ გამოასწოროს. მრავალთა დაღუპვა და სულიერი დაცემა მხოლოდ ჩვენი გულგრილობის ბრალია და არა სისუსტისა". "სიკვდილამდე იღვაწე სიმართლისათვის და უფალი ღმერთი იბრძოლებს შენთვის", - შეგვაგონებს ისუ ზირაქი. თუკი ჭეშმარიტებისთვის ვიბრძოლებთ, ჩვენი ხელით თავად უფალი აღასრულებს თავის დიად საქმეებს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat