მაინც დავრჩები ქართველი!
მაინც დავრჩები ქართველი!
ჩემი მრევლი აღსარებისას ტირის, ეს სამშობლოდან გადახვეწილთა შვებაა
მშობლიური მიწიდან აყრა და უცხო ქვეყანაში გადასახლება ისედაც ერთი მუჭა ქართველებისათვის ისტორიული ხვედრი ყოფილა. ეს არც შაჰ-აბას პირველის დროს დაწყებულა და არც მის შემდეგ დამთავრებულა. იგი, სამწუხაროდ, დღესაც გრძელდება. ბოლო 15 წელია, თითქმის არ დარჩენილა ქვეყანა მსოფლიო რუკაზე, სადაც ქართველი არ გადახვეწილიყოს სამუშაოს შოვნისა და მომავლის იმედით. სამშობლოდან გახიზვნას, რა თქმა უნდა, განსაცდელებიც ახლავს. ღმერთი კი განსაკუთრებით მასთან არის, ვინც უმძიმეს ჯვარს ატარებს. სწორედ ასეთი ტვირთმძიმე ადამიანები არიან უცხოეთში ლუკმაპურის საშოვნელად გადახვეწილი ჩვენი თანამემამულეები. საბედნიეროდ, ქართველი ღვთისმსახურები დღეს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მოღვაწეობენ და ემიგრანტებს ამ ჯვრის ზიდვაში შეეწევიან. ერთ-ერთია ათენის წმინდა პანტელეიმონის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი თეიმურაზ კალანდაძე.

- მამაო, როგორ მოხვდით საბერძნეთში?

- საქართველოსა და საბერძნეთის ეკლესიათა შეთანხმებით, ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის ასპირანტურაში ჩავაბარე. ბერძნები პრორუსული ორიენტაციისანი არიან და ისიც არ იცოდნენ, რომ XIX საუკუნეში რუსულმა ეკლესიამ ავტოკეფალია გაგვიუქმა. ამიტომ საკანდიდატო შრომად ავირჩიე ეს პერიოდი - საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება.

საბერძნეთის ეკლესიაში, ტრადიციისამებრ, აღდგომის მწუხრზე სახარებას ყველა იქ მოღვაწე ღვთისმსახური თავ-თავის ენაზე კითხულობს. ჯერ კიდევ ერისკაცმა დავიჩივლე - რა იქნებოდა, ქართულ ენაზეც წაგვეკითხა-მეთქი. ქართველი სასულიერო პირი არ მსახურობს ჩვენთან და ვის წავაკითხოთო. შემდგომ, როდესაც მთავარეპისკოპოსს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული პირადად მივულოცე, პასუხად დამიბრუნა - გაისად სახარებას ქართულ ენაზეც წავიკითხავთო. თუმცა დაპირება დაპირებად დარჩა მომდევნო აღდგომასაც... მთავარეპისკოპოსს წერილი მივწერე - გილოცავთ აღდგომას. მართალია, საბერძნეთში აღდგომის მწუხრზე სახარების ქართულ ენაზე წაკითხვა ვერ მოხერხდა, მაგრამ ჩვენ ისიც გვამშვიდებს, რომ ჯერ კიდევ V საუკუნეში იერუსალიმში ვწირავდით ქართულად-მეთქი... თუმცა ყველაფერს თავისი დრო აქვს.

წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი პროკოფი პეტრიდისი საბერძნეთის წმინდა სინოდის საგარეო საქმეთა განყოფილებაში მუშაობს და უცხოელ სტუდენტთა კურატორი გახლავთ. ქართველ სტუდენტებს მის ტაძარში უნდა გვევლო წირვა-ლოცვაზე. ერთ-ერთ არდადეგებზე, თბილისში ყოფნისას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დიაკვნად მაკურთხა. როდესაც საბერძნეთში დავბრუნდი, მამა პროკოფის ვთხოვე, თუ შეიძლება წირვის დროს ერთ პატარა კვერექსს ამბიონზე ქართულად წავიკითხავ-მეთქი. წაიკითხეო... კვირა დღე იყო. საბერძნეთში კვირაობით მოსწავლეები მოჰყავთ საზიარებლად. წირვის შემდეგ ერთი პატარა გოგონა მოვიდა ჩემთან და ქართულად გამომელაპარაკა. ტაძარში სწორედ იმ დროს შემოსულა, როცა მე ქართულად ვკითხულობდი კვერექსს. შემდეგ ნელ-ნელა ათენში მყოფმა ქართველებმა ერთმანეთისგან შეიტყვეს, რომ წმინდა პანტელეიმონის ტაძარში მათი თანამემამულე სასულიერო პირი მსახურობდა და დაიწყეს სიარული. მღვდლად რომ მაკურთხეს, მამა პროკოფის ვთხოვე წირვის შემდეგ პარაკლისის ქართულად გადახდის ნება. დაგვთანხმდნენ. ეს იყო 2003 წელს.

- როგორ მოიპოვეთ ქართულად წირვის ჩატარების უფლება?

- ქართველი სტუდენტებისგან მშვენიერი მგალობელთა გუნდი ჩამოვაყალიბეთ. ამჟამად უკვე ქალთა გუნდიც გვყავს. როცა ბერძნები მათ გალობას უსმენდნენ, გაოცებულები კითხულობდნენ, ქართულად რატომ არ წირავთო... ერთხელ ბერძენმა მღვდელმა თავის ნაცვლად მწუხრის ჩატარება მთხოვა, ლოცვის შემდეგ პარაკლისიც იქვე გადავიხადე. მეორედაც მალევე მომეცა ამის საშუალება და ბოლოს მამა პროკოფის შევბედე - ნება მოგვეცით, პარაკლისი ტაძრის მთავარ ნაწილში გადავიხადოთ-მეთქი. თუ თქვენი დათო (დავით წიქორიძე უნივერსიტეტში სწავლობდა და თან ტაძარშიც მუშაობდა) დაკეტავს ტაძარს, კი ბატონოო. ერთი წელია, რაც წირვის უფლება მივიღეთ. ამისთვის საქართველოს ელჩი ზურაბ ჭუმბურიძე ეახლა მთავარეპისკოპოსს. წმინდა პანტელეიმონის ტაძარში თვის პირველ კვირადღეს გვაქვს ქართული წირვის ჩატარების უფლება, დანარჩენ კვირადღეებში კი პარაკლისს ვიხდით.Bბოლო კვირას საბერძნეთის ძველ დედაქალაქ ნავპლიოში ვწირავთ.

წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძარში ადგილი ქართული ხატებისთვისაც მოინახა. წმინდა ნინოსა და ბერძნულ ეკლესიაში წმინდანად შერაცხული გიორგი გურჯის ხატები ათენის ქართველი მრევლისათვის ხატმწერმა ლაშა კინწურაშვილმა დაწერა. ქართველი მოწამის გიორგი გურჯის ამბავი პირველად იქ შევიტყვე. საბერძნეთის ეკლესია მას 2 იანვარს იხსენიებს. გიორგი თურქებს ბავშვობაში გაუტაციათ, კუნძულ ლესბოსზე უცხოვრია და უცხოთა შორის თანდათან რჯული დავიწყებია, გამაჰმადიანებულა. მაგრამ სამოცდაათისა რომ გამხდარა, მოლასთან მისულა, ჩალმა მოუხდია და ძირს დაუნარცხებია - მე ქრისტიანი ვარ და ქრისტიანად უნდა მოვკვდეო. დილეგში გამოუკეტავთ, მაგრამ ამაოდ. ბოლოს ჩამოუხრჩვიათ. ეს 1770 წელს მომხდარა. ბერძნებმა ქრისტიანობისათვის მოწამე წმინდანად შერაცხეს. მისი ამბავი საქართველოში ჩამოვიტანე და წელს ჩვენმა ეკლესიამაც მოიხსენია გიორგი გურჯი.

- მამაო, ასეა თუ ისე, საბერძნეთის ეკლესია, როგორც ქართველ ღვთისმსახურს, ხელს გიწყობთ და გეხმარებათ...

- კი, რა თქმა უნდა. საერთოდ, საბერძნეთის ეკლესია ფინანსურად ძალიან ძლიერია... წმინდა პანტელეიმონის ტაძრის წინამძღვარი, მამა პროკოფი ძალიან გვეხმარება. წელიწადია ქართულ წირვას ვატარებთ და იმდენი ვერ შევძელით, ზიარებისთვის საკუთარი ბარძიმი, ფეშხუმი და კოვზი შევიძინოთ. როცა რაიმე გვიჭირს, ჩავუვარდები მუხლებში - გვიშველეთ-მეთქი. საბერძნეთში მშობიარობა ათასი ევრო ღირს და ხუთი ქართველი გოგონას მშობიარობის თანხა უკვე გადაგვიხადა. სამწუხაროდ, უმრავლესობა მარტოხელა დედაა და მათ თავშესაფარზეც მამა პროკოფიმ იზრუნა... საბერძნეთში მდიდარი ქართველები არ ცხოვრობენ, არც რაიმე ძლიერი ქართული ცენტრის შექმნა შეუძლიათ... ისე, საეკლესიო ფონდის დაარსებას მაინც ვცდილობთ. ათენის ოლიმპიადის ჩემპიონი ჯარჯი ზვიადაური ავირჩიეთ თავმჯდომარედ - სამშობლოს სიყვარულით გულანთებული კაცია.

- საბერძნეთში მყოფ ქართველებზე გვესაუბრეთ...

- ზოგადად, როდესაც უცხოელი ჩადის რომელიმე ქვეყანაში სამუშაოს შოვნის იმედით, ის ჩადის იქ მონური ფსიქოლოგიით; ანუ თანახმაა ნებისმიერ სამსახურზე, თუნდაც გამოიმუშაოს საარსებო მინიმუმი. მას შემდეგ, რაც დააგროვებს ელემენტარულ დანაზოგს, გადადის მეორე ეტაპზე - ცდილობს გახდეს მასპინძელი ქვეყნის საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი, იწყებს იმ ცხოვრების წესით ცხოვრებას, რომლითაც ის საზოგადოება ცხოვრობს, იმავე გუნდებს გულშემატკივრობს, იმავე მუსიკას უსმენს... ამ დროს უკვე აღარ ფიქრობს იმაზე, რა ჭამოს და სად დაიძინოს. რაღაცნაირად ადაპტირდება იმ სოციალურ გარემოსთან. ხდება სოციალური და კულტურული ასიმილაცია. შემდეგ მოდის მესამე ეტაპი - აანალიზებს, საიდან მოვიდა და რა დახვდა. უცბად ხვდება, რომ მისი ქვეყნის კულტურა არაფრით ჩამოუვარდება მასპინძელი ქვეყნისას და უჩნდება სურვილი, თავისი მშობლიური იქ აჩვენოს. ამ ეტაპზე მონური ფსიქოლოგიისგან თავისუფლდება. ამას გარკვეულწილად ნოსტალგიის გრძნობაც იწვევს. ნელ-ნელა თანამემამულეებს უკავშირდება და ყველანი ერთად ცდილობენ ერთ საზოგადოებად, თუნდაც დიასპორად ჩამოყალიბდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ქართველები საბერძნეთში აგერ უკვე 15 წელია არიან, ვერ მოხერხდა მათი გაერთიანება, გარკვეულ საზოგადოებად ჩამოყალიბება. ჩვენი სენია - ერთად ყოფნა არ შეგვიძლია და ეს ემიგრაციაშიც იგრძნობა. ჩემი, როგორც სასულიერო პირის, მოვალეობაც და მიზანიც ის იყო, რომ ეს ხალხი შემეკრიბა და გამეერთიანებინა. ჯერ ვერ გეტყვით, ეს რამდენად შევძელი, მაგრამ ღვთის წყალობით ყოველ წირვაზე 500-600 ადამიანი მაინც იყრის თავს. ვინც მოსვლას ვერ ახერხებს, მირეკავს, - მამაო, მინდა აღსარება გითხრათ და ტაძარში ხომ ვერ მოხვალთო.

იქ მყოფთა უმრავლესობა ქალბატონები არიან, გახიზნულთა მხოლოდ ათი პროცენტია მამაკაცი. ამათგან შვიდი პროცენტი თუ მუშაობს (ძირითადად მშენებლობაზე ან ზეთისხილის პლანტაციებში), ერთი პროცენტი შინ ზის, ორი პროცენტი კი ნარკომანია. ქედს ვუხრი აქ მომუშავე ჩვენს ქალბატონებს. მათი ცხოვრება თავგანწირვაა - სულ სხვისთვის შრომობენ. თანაც როგორი ჯაფა ადგათ! ისინი საბერძნეთში უცხოელებს შორის ყველაზე დიდი ნდობით სარგებლობენ. შეიძლება მამაკაცები არ დამეთანხმონ, მაგრამ ჩვენმა ქალებმა თავიანთი ისტორიული როლი გააგრძელეს - კვლავ დაიბრუნეს სულიერი ძლიერება და ერის გადამრჩენის ფუნქცია.

გახიზნულთა უმრავლესობა არალეგალურად ცხოვრობს და, შესაბამისად, ქალაქში გადაადგილება უჭირთ, პრობლემები ექმნებათ სამართალდამცავებთან. სამწუხაროდ, ამ საკითხში მე ვერაფრით ვეხმარები...

რაც შეეხება ახალგაზრდა თაობას, ჩვენი შვილები განსხვავებულ გარემოში არიან აღზრდილნი, უცხოეთში კი ისინი მრავალი ისეთი პრობლემისა და განსაცდელის წინაშე დგებიან, რისთვისაც, ფაქტობრივად, სრულიად მოუმზადებელნი არიან და, ამდენად, დაუცველნიც...

- ახალგაზრდები ხშირად უცხო ქვეყანაში ოჯახს ქმნიან... თქვენს მრევლში თუა ასეთი შემთხვევები?

- უფრო გოგონები თხოვდებიან იქაურებზე, იშვიათია ქართველი ვაჟი, რომ ბერძენი ქალი ითხოვოს. შერეული ქორწინების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ მირჩევნია, ერთმანეთში შექმნან ოჯახები, ასე უფრო არ მოსწყდებიან მშობლიურ ფესვებს.

- მამაო, მრევლში ისეთები თუ არიან, რომელთაც საქართველოში ცხოვრებისას არ სწამდათ ღმერთი და საბერძნეთში მოექცნენ?

- კი, რა თქმა უნდა, არიან. მოგეხსენებათ, ხშირ შემთხვევაში განსაცდელს მიჰყავს ადამიანი ტაძარში. ალბათ იმანაც შეუწყო ხელი მათ მოქცევას, რომ უცხო ქალაქში წასასვლელი და გულის გადასაყოლებელი არსად აქვთ, იციან, რომ ეკლესიაში ქართველი მამაოა, რომელთანაც შეუძლიათ მივიდნენ, გაესაუბრონ, თავიანთი დარდი გაუზიარონ... გარდა ამისა, ტაძარია ის ადგილი, სადაც ერთმანეთს ხვდებიან, სამშობლოს მონატრებას რაღაცნაირად იქარვებენ.

- სამწუხაროდ, თითქმის მილიონზე მეტი ქართველია გასული უცხოეთში - ზოგი სწავლობს, ზოგი მუშაობს, მეეჭვება, რომ უკან ყველა დაბრუნდეს...

- ჩემი მრევლი აღსარებისას ტირის. ბერძნებს უკვირთ - ასეთს რა ეპიტიმიას ადებო. ძნელია მათთვის ახსნა, რომ ეს სამშობლოდან გადახვეწილთა შვებაა. არასოდეს არც ერთ მათგანს არ უთქვამს, აღარ დავბრუნდებიო. მაგრამ ყველა ერთ დროს და ერთად როგორ დაბრუნდება? საბერძნეთში 100 000 ქართველია და სულ ცოტა, 50 პროცენტი ხომ მუშაობს და თვეში 100 ევროს გზავნის შინ. ეს კი წელიწადში 60 მილიონი ევროა და ნახევარ საქართველოს მაინც ინახავს...

- მამაო, თვითონ თუ გეგმავთ სამშობლოში დაბრუნებას?

- მე ჯერჯერობით ისევ ათენის უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების ფაკულტეტის ასპირანტურაში ვსწავლობ და სტიპენდია მაქვს. თუ საბერძნეთის ეკლესიამ ჩემი იქ ყოფნა აუცილებლად ჩათვალა, საქართველოს ეკლესიის თანხმობით, 2-3 წელიწადი კიდევ დავრჩები. რადგან ამ ხალხის სამშობლოში დაბრუნება ჯერ ვერ ხერხდება, ჩემი იქ ყოფნა ალბათ მათთვის საჭირო კიდევ იქნება. ღვთის ნებით, იქნებ რაიმეს გაკეთება შევძლო ჩვენი ხალხისა და ეკლესიისთვის.

- რას გვეტყოდით საუბრის დასასრულს?

- თითოეულმა ჩვენგანმა გული უნდა გავხსნათ და შიგ სულიწმინდის მადლი შევუშვათ. გვეყო, რაც უღმერთოდ ვიცხოვრეთ! ბერ პაისის აქვს ნათქვამი: - თუ შენ არ გინდა, ანტონი დიდმაც რომ ილოცოს შენთვის, არაფერი მოგეცემაო... უფალი კაცთა შორის გამოარჩევს მას, ვისაც სულიწმინდის მადლი ყველაზე მეტად მიენიჭება, მაგრამ მას მეტ ფიქრს, საზრუნავს და განსაცდელსაც აძლევს. დღეს ჩვენს შორის ასეთი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეა. მას ყოველი ჩვენგანის ტვირთიც მიაქვს, ამიტომ უნდა შემოვეჯაროთ და შემოვეშველოთ, სხვაგვარად ჩვენს ქვეყანას გაუჭირდება იმ განსაცდელის ზიდვა, რომელიც გარემოებათა გამო გვაქვს გადასატანი. ღმერთი ფარავდეს ქართველ ერს.
ბეჭდვაელფოსტა
17.04. 2015
ekaterine
mhvidoba,ra tbili da amavdroulad ra tkiviliani werilia,suli gamitba,gaixaret mamao,rom ase patronobt ucxoetshi wasul kartvelebs da mat sulier megzurobas uwevt ,uadvilebt upaltan misvlas,mand myop kartvelobas rwmenashi gadzlierebas da ertianobas vusurveb,yvelas ertad ki gisurvebt samshobloshi dabrunebas,IVERIA GABRWYINDEBA,gmertma daglocot da gagadzlierot mamao, aseve madlobas vuxdi redakcias da werilis avtors,gaixaret,
05.01. 2015
ნანი ხაინდრავა
ჩემი მოძღვარი მამა თეიმურაზი,უდიდესი დაებითი აურის მატარებელი,მე მადლობელი ვარ თქვენი იქ გატარებული 8 წელიწადისთვის.ახლა ვერაფრით გაგახარებთ, ისევ გაქცევაზე მიჭირავს თვალი.
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat