ქადაგება
ქადაგება
ადამიანი შეიძლება ვერ იყოს კარგი მოსაუბრე და მქადაგებელი, მაგრამ თავისი ცხოვრების წესით ისე ქადაგებდეს, რომ მრავალი მოაქციოს
"წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელს სცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცნეთ თქვენ. და აჰა ესერა მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, ამინ" (მათე 28,19-20). თორმეტმა მოციქულმა მთელი სიცოცხლე უფლის ამ ანდერძის აღსრულებას უძღვნა. თუმცა მოციქულთა ქადაგება 20 საუკუნის წინ არ შეწყვეტილა; ისინი დღესაც ქადაგებენ, ქადაგებენ სასწაულების, მინიშნებების და, რა თქმა უნდა, თანამედროვე სამღვდელოების მეშვეობით. მათ მსგავსად, ქადაგება ევალება ნებისმიერ სასულიერო პირს და არა მარტო მათ, არამედ თითოეულ მორწმუნეს ("ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ" (ფსალმ. 50,13)). მაგრამ ქადაგება მხოლოდ სიტყვიერ დარიგებას არ ნიშნავს. უწინარესად ჩვენი ცხოვრების წესით უნდა ვქადაგებდეთ.

როგორი უნდა იყოს ქადაგება, რისი ქადაგების უფლება აქვს ერისკაცს და რა ვქნათ, თუ ჩვენს გვერდით ბოროტებას ქადაგებენ?

გვესაუბრება თემქის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, თბილისის სასულიერო აკადემიის დეკანი, დეკანოზი მიქაელ გალდავა.

- ახალ აღთქმაში მაცხოვრის შემდგომ, პირველი მქადაგებლები მოციქულები იყვნენ. მოციქულთაგან ქადაგების მადლი გადავიდა მათ მოწაფეებზე, შემდეგ მოწაფეთა მოწაფეებზე და ა.შ. თანდათანობით ჩამოყალიბდა შეხედულებები იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ქადაგება ფორმობრივი, შინაარსობრივი თვალსაზრისით, რა ხანგრძლივობაა უფრო მისაღები და ა.შ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წმინდა იოანე ოქროპირის დაკვირვებები, რომლებიც მის ნაშრომებშია გაბნეული. დღევანდელი სამღვდელოება ამ ხაზის მემკვიდრეა.

- რა განსხვავება იყო ძველი და ახალი აღთქმის ქადაგებებს შორის?

- ძველი აღთქმისეული ქადაგება, ცხადია, განსხვავდებოდა ახალი აღთქმისეულისგან, უმთავრესად, შინაარსობრივად. მაცხოვრის განკაცებამდე მქადაგებელთა მთავარი მიზანი ქრისტეს მისაღებად ადამიანთა მომზადება იყო. ქადაგება ევალებოდათ როგორც სასულიერო პირებს, ისე ერისკაცებს (რა თქმა უნდა, უპირატესად თავიანთი ცხოვრებით), ტაძრის მსახურებს კი საღვთო წიგნების განმარტება ეკისრებოდათ. წინასწარმეტყველთა ქადაგების სახე განსხვავებული იყო. ისინი სიმბოლოებით, მინიშნებებით ამბობდნენ თავიანთ სათქმელს. ამ თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ ისინი სალოსების წინასახეები იყვნენ. ძველი აღთქმის უკანასკნელი წინასწარმეტყველი და მქადაგებელი იოანე ნათლისმცემელი იყო. მის შემდეგ მოვიდა მაცხოვარი, რომელმაც იქადაგა ახალი სარწმუნოება, მოგვცა ახალი მცნება. ქრისტეს ქადაგებათა არსი სინანულისკენ მოწოდება იყო. "შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა" (მათე 3,2) - ნათლისმცემელი თავისი ცხოვრების წესითაც აღასრულებდა იმას, რისკენაც ჩვენ მოგვიწოდებდა. ასეთი უნდა იყოს ჭეშმარიტი ქადაგება - სიტყვა საქმით განხორციელებული.

- რამდენად დაუპირისპირდა ახალი სწავლება ძველს? მაგალითად, უფალი ამბობს, რომ უნდა გვიყვარდეს მტრები, მაშინ როცა ძველი აღთქმა მოუწოდებდა: "კბილი კბილისა წილ".

- ბიბლიაში არ არსებობს დაპირისპირება. არსებობს ერთი ჭეშმარიტების სხვადასხვა სახე. მოგეხსენებათ, ბავშვს განსაკუთრებული საკვები სჭირდება. ის ვერ შეძლებს, მიიღოს და გადაამუშაოს მოზრდილი ადამიანის საკვები. ადამიანი ბიოლოგიური ასაკის შესატყვისად უნდა იკვებოს. მსგავსადვე ამისა, ძველ აღთქმაში კაცობრიობა გონებრივი თვალსაზრისით ჩვილი იყო, ხოლო როდესაც უფალი ხორციელად მოევლინა ამ ქვეყანას, კაცობრიობა სულიერად, გონებრივად მზად გახლდათ ამისთვის, ამიტომაც ადამიანებმა მიიღეს და დაიტიეს ეს სჯული. ქრისტეს სწავლება არ ეწინააღმდეგებოდა ძველს. ეს იყო ცნობიერების ახალი, უფრო აღმატებული მდგომარეობა, რადგან ამას ითხოვდა კაცობრიობის გონებრივი სხეული.

- ქრისტე ხშირად იგავებით ქადაგებდა...

- იგავი სათქმელს ამარტივებს. ადამიანს პირდაპირ რომ მივაწოდოთ მაღალსულიერი სიტყვა, შესაძლოა, ვერ გაიგოს, ხოლო როცა მაგალითს ვიშველიებთ ან იგავით ვხსნით სათქმელს, სათქმელი უფრო ადვილად აღწევს მსმენელამდე. ჩვენც, თანამედროვე მღვდლები, ხშირად ვიშველიებთ ცხოვრებისეულ მაგალითებს.

- ზოგჯერ მქადაგებელი თავადვე არღვევს საკუთარ ქადაგებას...

- თუ არ მოხდა სიტყვის საქმით განცხოველება, ქადაგება ლიტონ სიტყვებად დარჩება. როგორც იაკობ მოციქული ამბობს, "სარწმუნოება თვინიერ საქმეთა მკვდარ არს". როცა უყურებ ადამიანს, რომელიც სიკეთისკენ მოგიწოდებს, მაგრამ თვითონ კეთილ საქმეთ არ აღასრულებს, ნდობა მისი ქადაგებისადმი უფრო ნაკლებია. ჩვენც, თანამედროვე მღვდლები, იმასვე ვქადაგებთ, რასაც ქადაგებდნენ წმინდა მამები. რა უნდა ვთქვათ იმაზე მეტი, რაც მათ თქვეს? მაგრამ ჩვენს ქადაგებას ის შედეგი როდი აქვს, რაც მათსას. ეს იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ ვერ აღვასრულებთ ჩვენსავე ნაქადაგევს. ისინი კი სიტყვის შესაბამისად ცხოვრობდნენ. როგორ მოხდა, რომ თორმეტმა გაუნათლებელმა მოციქულმა თითქმის მთელი დედამიწა მოაქცია? იმიტომ, რომ ისინი ცხოვრებითაც ქადაგებდნენ.

- ქადაგების მადლი მათ სულთმოფენობის შემდეგ მიიღეს...

- რა თქმა უნდა, რადგანაც სულიწმინდის მადლს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამ მადლმა შეცვალა მოციქულები. განწმინდა ისინი ადამიანური ნაკლოვანებებისგან, სისუსტეებისგან და უშიშარნი გახადა. წმინდა იოანე ოქროპირს თუ დავესესხებით, როგორც მიწიერი ცეცხლი გარდაქმნის ნივთიერებას, ისე გარდაქმნა უფლის ცეცხლმა მოციქულები. პირველივე ქადაგებისას, სულთმოფენობის დღეს, მათ 3000 კაცი მოაქციეს.

- მოციქულთა მსგავსად, ყოველ მოძღვარზე გადმოდის ქადაგების მადლი?

- მოძღვარზე მადლი გადმოდის მღვდლად კურთხევისას, მაგრამ თუ ამის შემდეგ მღვდელი გულხელდაკრეფილი ზის, არ ცდილობს სულიერ წინსვლას, არ წარემატება სარწმუნოებაში, - ეს მის ცხოვრებაზეც აისახება და ქადაგებასაც დაეტყობა.

ქადაგებისას, რა თქმა უნდა, ვიყენებთ რიტორიკას, მაგრამ ქადაგება მხოლოდ მჭევრმეტყველება როდია. ქადაგება მარტო ლამაზი სიტყვები რომ იყოს, ნებისმიერი ორატორი კარგი მქადაგებელი იქნებოდა. მაგრამ ეს ხომ ასე არაა. ადამიანი შეიძლება ვერ იყოს კარგი მოსაუბრე და მქადაგებელი, მაგრამ თავისი ცხოვრების წესით ისე ქადაგებდეს, რომ მრავალი მოაქციოს და პირიქით. ასე რომ, მთავარი დამოკიდებულება, გული, შინაგანი მდგომარეობაა. რა თქმა უნდა, იდეალური მდგომარეობა ის არის, მოძღვარი კარგი მოქადაგეც რომ იყოს და სათანადოდაც ცხოვრობდეს, მაგრამ სინამდვილეში ასეთი იდეალური შემთხვევა ცოტაა.

- ზოგიერთი მკაცრად ქადაგებს, ზოგიერთი - ლმობიერად. მრევლის გემოვნებაც განსხვავებულია. ალბათ, მოძღვრისთვის ადვილი არ არის სათანადო კილოს შერჩევა.

- სიმკაცრე თუ ლმობიერება საჭიროა აღსარების მიღებისა თუ მრევლთან საუბრისას. საზოგადო, ამბიონიდან წარმოთქმული ქადაგება კი, პირველ ყოვლისა, განსულიერებული უნდა იყოს მოძღვრის სიყვარულით სამწყსოსადმი, თანაგრძნობით, თანალმობით. მღვდელს ცოდვა უნდა სძულდეს, ხოლო ცოდვის ჩამდენი ებრალებოდეს. მღვდელმა უნდა გაიაზროს, რომ მრევლი მისი შვილია და მისი ტკივილი უნდა სტკიოდეს, მის განსაცდელს განიცდიდეს. მოხარულთა თანა ხარობდეთ და მოტირალთა თანა ტიროდეთო, ამბობს მოციქული. თუ სტკივა მოძღვარს მრევლის სულიერი მდგომარეობა და თუ მისი სიხარულით ხარობს, მაშინ ის ყოველთვის იპოვის საჭირო კილოს და საჭირო სიტყვებს.

- ზოგი მოძღვარი მარტივად ქადაგებს, ზოგი - უფრო რთულად...

- მოძღვარი ისე უნდა ლაპარაკობდეს, რომ ყველამ გაიგოს. ბასილი დიდს მოწინააღმდეგეებმა უსაყვედურეს, "ექვსთა დღეთა" მარტივი, ღარიბული ენით არის დაწერილიო. მას ამ შენიშვნაზე პასუხი არ გაუცია. პასუხი გასცა წმინდა გრიგოლ ნოსელმა. მან თქვა, რომ ბასილი დიდის ქადაგება მათთვის იყო განკუთვნილი, რომელნიც "მდღევრისა სარეწასა ზედა იყვნენ მოქცეულნი" ანუ ყოველდღიური სარჩოს მოპოვებით, ლუკმაპურის შოვნით იყვნენ დაკავებულნი - მეზღვაურებისთვის, მუშებისთვის, ვაჭრებისთვის, გლეხებისთვის, ხელოსნებისთვის. ამ ხალხს, ბუნებრივია, არ ჰქონდა სათანადო განათლება და მაღალფარდოვან საუბარს ვერ გაიგებდა, ამიტომაც წმინდანი ისეთი ენით ლაპარაკობდა, რომ ყველას გაეგო.

ჩვენ რომ მოვინდომოთ ჩვენი განსწავლულობის წარმოჩენა და მაღალფარდოვანი სიტყვებით ლაპარაკი, ჩვენს ქადაგებას ბევრი ვერ გაიგებს. ზოგიერთ მღვდელს, განსაკუთრებით - ახალნაკურთხს, ხიბლი სძლევს - ჰგონია, რაც უფრო მაღალფარდოვნად ილაპარაკებს, მით მეტი ავტორიტეტი და სახელი ექნება მრევლში, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ ჩვენი განათლების გამოხატვას კი არ უნდა ვცდილობდეთ, არამედ ღვთის სიტყვის ისე გადმოცემას, რომ რაც შეიძლება მეტმა გაითავისოს იგი. ამიტომაც უნდა ვიცოდეთ მრევლის ინტელექტუალური მდგომარეობა და შესაბამისად ვიქადაგოთ. ხალხი ამით, ბუნებრივია, არ კნინდება. თუ, მაგალითად, მთელი ტაძარი ფილოსოფოსებით არის სავსე, ცხადია, მოძღვარს ქადაგებისას უფრო მეტი სიღრმე სჭირდება და პირიქით. თუUვხედავთ, რომ ტაძარში დგანან განათლებულნიც და ნაკლებად განათლებულნიც, მაგრამ თანაბრად მსასოებელნი და მეძიებელნი ღვთის სიტყვისა, წმინდა მამები გვირჩევენ, ქადაგება დავიწყოთ მარტივი ენით და თანდათან გავართულოთ, სადამდეც მრევლი დატევას შეძლებს. ეს ყველაფერი კარგად იცის მოძღვარმა, რომელიც ცოცხლად არის ჩართული თავისი მრევლის ცხოვრებაში, ხოლო მას, ვინც მღვდლობას როგორც მხოლოდ პროფესიას ისე უყურებს და ვერ განუსხვავებია ის სხვა რომელიმე საქმიანობისგან, ცხადია, არც ქადაგება ექნება შესაბამისი.

- რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ქადაგება?

- უკიდურესობა არაფერში ვარგა. ქადაგება არც მეტისმეტად ვრცელი უნდა იყოს და არც მეტისმეტად მოკლე. ზომიერება მოძღვარმა ქადაგებაშიც უნდა დაიცვას. როცა მსახურება ხანგრძლივია და მრევლი გადაღლილია ფეხზე დგომით, ლოცვით, გონებასთან ბრძოლით, ხანგრძლივი ქადაგება არ იქნება მართებული. დიდი მნიშვნელობა აქვს ვითარებასაც. თუ, მაგალითად, სიცხეა და მსახურება ღია ცის ქვეშ, მზის გულზე ტარდება, ცხადია, ქადაგება უფრო ხანმოკლე უნდა იყოს, ხოლო თუ ვსხედვართ და არაფერი გვაწუხებს, ქადაგებაც, უმჯობესია, შედარებით მეტხანს გაგრძელდეს.

- როცა მოძღვარი თავისსავე ნაქადაგებს არ ასრულებს, ბევრი ამბობს, რატომ უნდა აღვასრულო ის, რასაც თავად არ აკეთებსო. გვათავისუფლებს თუ არა ქრისტიანულ მოვალეობათაგან მოძღვრის ასეთი საქციელი?

- არამც და არამც. სწორედ ამას ეუბნებოდა მაცხოვარი მოწაფეებს: მწიგნობართა სიტყვა დაიჯერეთ, მაგრამ მათ საქმეებს ნუ მიბაძავთო. სხვისი შეცდომა ჩვენსას ვერ გაამართლებს. მრევლი, რა თქმა უნდა, პრეტენზიულია და უნდა იყოს კიდეც ასეთი, მაგრამ არ უნდა დაავიწყდეს, რომ მოძღვარიც ადამიანია და შეცდომებს ისიც უშვებს. მთავარია, მოძღვარმა თავისი ცხოვრების წესად არ გაიხადოს ცოდვა, თორემ დაცემისგან დაზღვეული არავინ არის. რაც შეეხება მრევლს, თუ მან იცის, რისთვის მოვიდა ეკლესიაში, მიხვდება, რომ მას კვლავაც მოეთხოვება მცნებათა აღსრულება. მაგრამ ერთი კია: ჩვენ ვერ გავამტყუნებთ მრევლს, თუ მას გული ატკინა ჩვენმა უხამსმა საქციელმა. მას აქვს უფლება, მოითხოვოს ჩვენგან სიწმინდე.

- ზოგიერთი მოძღვარს ქადაგების მიხედვით არჩევს. რამდენად მართებულია სულიერი მამის ამ კრიტერიუმით არჩევა?

- თუ პიროვნება ეძიებს მოძღვარს, ეს კარგია, მაგრამ მხოლოდ ამ ნიშნით შერჩევა არ იქნება მართებული, ვინაიდან მოძღვრობა მხოლოდ ქადაგება არ არის. შესაძლოა, იყოს ცუდი მქადაგებელი, მაგრამ კარგი მღვდელი და იწვოდეს სამწყსოს სიყვარულით. შესაძლოა, მისი ცხოვრება ქადაგებდეს. მაგალითად, მოსე ენაბრგვილი იყო და ეშინოდა იმ მისიისა, რომელიც ღმერთმა დააკისრა: ხალხი როგორ უნდა გამომყვეს, როცა მათ სათქმელს ვერ გავაგებინებო. ამიტომაც გააყოლა მას უფალმა აარონი, რომელიც მოსეს აზრებს ახმოვანებდა. მოსეს არ შეეძლო ქადაგება, მაგრამ უფალმა განადიდა იგი, რადგან მისი გული იცოდა.

ჩვენი მოძღვარი უნდა იყოს ის, ვინც იცნო ჩვენმა გულმა და სულმა.

- შეუძლია თუ არა ქადაგება ერისკაცს?

- თითოეული ჩვენგანის ვალია, იქადაგოს ქრისტეს სარწმუნოება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, სად დავსვათ წერტილი.

- ხშირად, ახალმოქცეულები ოჯახში იწყებენ ქადაგებას, რაც ოჯახის წევრებს აღიზიანებთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ მორწმუნე დიდაქტიკური ტონით ლაპარაკობს.

- ეს შესაძლოა იმ დიდი სიხარულის შედეგი იყოს, რასაც განიცდის ეკლესიაში ახალმისული ადამიანი, მაგრამ გამოცდილთათვის ასეთი რამ ღიმილის მომგვრელია. ასეთ ადამიანს სიყვარულით უნდა მივუთითოთ: კარგია, რომ ოჯახში ქადაგებს, მაგრამ თუ მრისხანებს ოჯახის წევრებზე, ჩემი არ ესმითო, ამ დროს ის თავადვე აღიზიანებს ნათესავებს. სჯობია, იცხოვროს ისე, მოიქცეს ისე, რომ ირგვლივ მყოფებმა დაინახონ ეკლესიის მაცხოვნებელი ძალა, კეთილი ნაყოფი ეკლესიურობისა. უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ კი არ ვართ მომაქცეველნი ჩვენი ქადაგებით, არამედ ღვთის მადლია, და როდის შეეხება ის ადამიანის გულს, არავინ იცის.

იაკობ მოციქული ამბობს: კაცის გულისწყრომა ღვთის სამართალს ვერ შეიქმსო. მართალიც რომ ვიყოთ, ეს სიმართლე მანამდე გრძელდება, ვიდრე მას სიმშვიდით გამოვხატავთ. თუ კაცი კეთილგონიერია, ის დაელოდება ჟამს, როცა მისი ახლობელი ეკლესიისკენ შემობრუნდება. დაძალებით კი არაფერი გამოვა. ძალით მოსული მალევე წავა ეკლესიიდან.

- რამდენად მისაღებია ქადაგებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება?

- ჩვენ ყველა გზა უნდა გამოვიყენოთ ღვთის სიტყვის საქადაგებლად - ტელევიზიაც და ინტერნეტიც. თუYყოველგვარი ტექნიკური სიახლე მხოლოდ ცუდს დავუთმეთ, ეს ჩვენი მხრივ დანაშაულიც იქნება. მოციქული გვასწავლის, რომ ცოდვა მხოლოდ ბოროტების ჩადენა კი არ არის, არამედ ისიც, როცა ვიცით, რა არის სიკეთე და არ აღვასრულებთ.

- რა მნიშვნელობა აქვს წმინდანთა ცხოვრების კითხვას?

- არა არს ღმერთი მკვდართა, არამედ ცოცხალთა. ყოველი წმინდა მამა, რომელ საუკუნეშიც არ უნდა ეცხოვრა მას, დღესაც ცოცხალი, თანამედროვე და აქტუალურია. მათი ცხოვრების კითხვა არათუ სასურველი, აუცილებელიც კია პიროვნების სულიერი წინსვლისათვის. შესაძლოა, ადამიანმა ვერ იპოვოს პასუხი თანამედროვე მქადაგებელთა თხზულებებსა და ქადაგებებში. ეს არ ნიშნავს, რომ მან ხელი უნდა ჩაიქნიოს, რამეთუ მისი მეუფე მხოლოდ ის კი არ არის, ვინც ამჟამად მსახურობს მის ეპარქიაში, - მისი ეპისკოპოსები არიან ბასილი დიდიც, იოანე ოქროპირიც და სხვა წმინდა მამებიც.

- მოძღვრის ოჯახიც მეტ-ნაკლებად მქადაგებელია...

- ცხადია, ასეა. ამიტომ მღვდლის ოჯახი სამაგალითო უნდა იყოს. როგორც მოძღვარს არა აქვს უფლება, აკეთოს ის ყველაფერი, რასაც ერისკაცი აკეთებს, ფოფოდიამაც უნდა იცოდეს, რომ მღვდლის ცოლობა უდიდესი პასუხისმგებლობაა ღვთისა და ადამიანების წინაშე.

- როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი, თუ ბოროტების ქადაგებას შეესწრო?

- თუ ღვთისმსახური მწვალებლობას ქადაგებს, მხილება საჭიროა, მაგრამ არა საჯაროდ, არამედ სათანადო პირებთან.

- როგორ უნდა მოიქცეს მოძღვარი ან ერისკაცი, თუ მისმა ქადაგებამ შედეგი არ გამოიღო?

- ამან კი არ უნდა განგვარისხოს, არამედ ჩვენი უძლურება უნდა დაგვანახოს, რაც, ღვთის მადლით, მოგვცემს შესაძლებლობას, შემდგომში უკეთესად განვჭვრიტოთ სასურველი მდგომარეობა.

მოამზადა
გვანცა გოგოლაძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat