სამოთხის კარი
სამოთხის კარი
სიკვდილით დაითრგუნა სიკვდილი და გაიღო სასუფევლის დახშული კარი
ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!

ეს სიტყვები კიდევ ერთხელ გვახსენებს უფლის ღვაწლს, მის სიყვარულს, მის თავდადებასა და იმ აუარებელ სიკეთეს, რომელიც აღდგომით მივიღეთ. მართლმადიდებლური სამყარო უდიდესი სიხარულით ელოდება ქრისტეს აღდგომას, რადგან ეს გახდა საწინდარი სიკვდილზე სიცოცხლის, ბოროტებაზე სიკეთის, სიცრუეზე სიმართლის და ჯოჯოხეთზე სამოთხის გამარჯვებისა. მათ, ვინც კეთილად იღვაწა ამ მარხვაში და მათაც, ვინც მეათერთმეტე ჟამის მუშაკივით ბოლოს მივიდა ღვთის სამსახურში, ეკლესია ერთნაირად მოუწოდებს აღდგომის შესახვედრად. დღესასწაულობს, ღაღადებს ეკლესია: "სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი, სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი? აღსდგა ქრისტე და დაირღვი შენ, აღსდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი, აღსდგა ქრისტე და ცხოვრება მოქალაქეობს, აღსდგა ქრისტე და არცაღა ერთი მკვდართაგანიღა არს საფლავსა შინა, აღსდგა ქრისტე მკვდრეთით და იგი იქნა დასაბამ შესვენებულთა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ".

რატომ იყო საჭირო აღდგომა და როგორ უნდა შევხვდეთ ამ დღეს? - გვესაუბრება წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელი დავით ქვლივიძე.

- რატომ გახდა საჭირო ღმერთის ჯვარცმა და შემდეგ მისი აღდგომა?

- ამ ყველაფრის სათავე ადამის დაცემაშია. წმინდა წერილი იწყება სიტყვებით: დასაბამითგან ღმერთმა შექმნა ცა და მიწა. ცაში იგულისხმება უსხეულო არსებები ანუ ანგელოზები, მიწაში კი ხილული სამყარო. როცა უფალმა დაასრულა მთელი სამყაროს შექმნა, ერთ-ერთმა ანგელოზმა, რომელიც ყველაზე ახლოს იდგა ღმერთთან, მოინდომა ღმერთობა და ყველაფრის მისაკუთრება. გადმოიბირა ანგელოზთა ნაწილი, რომელთაც ის აღიარეს ღმერთად, თაყვანისცეს მას და ზეცაში მოხდა დიდი ჯანყი. წმინდა წერილის მიხედვით, მიქაელ მთავარანგელოზის ხელით უფალმა ეს ამბოხებული ანგელოზები ზეციდან გადმოყარა და როგორც წერია, "ცა წარმოცალიერდა". ამის შემდეგ, ზეციურ არსებათა სანაცვლოდ, ღმერთმა შექმნა ახალი არსება. ხატად და მსგავსად თვისა, შთაბერა მას სული და დაადგინა მეფედ ედემის ბაღში. ის იყო მბრძანებელი მთელი მიწიერი სამყაროსი. ყველაფერი მისთვის იყო შექმნილი. ღმერთი ადამსა და ევას უშუალოდ ესაუბრებოდა და ადამი ნელ-ნელა იძენდა ცოდნას სამყაროს შესახებ. ის სწავლობდა სამყაროს, არქმევდა ცხოველებს სახელს. მთელი სამყარო მის წინ გადაშლილი წიგნივით იყო. მის უმთავრეს დანიშნულებას ღმერთთან საუბარი, მისი დიდება, მისი ჭვრეტა ანუ ლოცვა წარმოადგენდა. ანგელოზთა ჯანყის მსგავსი რომ არ განმეორებულიყო, უფალმა ადამს მისცა მცნება - აუკრძალა ხის ნაყოფის ჭამა და ამით გამიჯნა ადამიანები და ღმერთი, რათა ადამიანს სცოდნოდა, რომ მას არ აქვს ყველაფრის უფლება, არის რაღაც, რომლის გადალახვაც არ შეიძლება.

ადამი ნეტარებდა სამოთხეში. ზეციდან გადმოგდებულ ანგელოზს, ცხადია, შეშურდა ადამისა, რადგან ღვთის სასუფეველი, ღმერთთან ერთობა, ის, რაც თავად დაკარგა, ყველაფერი მიმადლებული ჰქონდა ადამიანს, და მან ამ იდილიის დარღვევა გადაწყვიტა. ღვთის დაშვებით, გველის სახით მივიდა ადამთან და ლიქნა დაუწყო. მან შეფარვით, ნახევრად სიცრუით მოატყუა ადამი - ღმერთმა იმიტომ აგიკრძალათ იმ ხის ნაყოფის მიღება, რომ თქვენც ღმერთები არ გახდეთო. ამ სიტყვებით მან პირველქმნილ ადამიანებში დათესა ღმერთად გახდომის, შემოქმედთან გატოლების მარცვალი, ანუ ის სურვილი, რის გამოც ეშმაკი განიდევნა ზეციდან. ამ მზაკვარ სურვილს, ოცნებას აჰყვა ევა და შემდგომ - ადამი, მათ დაივიწყეს თავიანთი შემქმნელი, დაივიწყეს თავიანთი ვალი, მიზანი და მოინდომეს განღმრთობა უფლის გარეშე, სრულყოფა უფლის მადლის მიუღებლად. ევამ და შემდეგ ადამმა შეჭამეს ეს ხილი, უღალატეს უფალს და ამით გამოხატეს ღმერთად გახდომის სურვილი. ანუ ჩაიდინეს იგივე ცოდვა, რაც ანგელოზმა ზეცაში. ამ ცოდვის გამო გადმოაგდო უფალმა ანგელოზი ზეციდან და ახლა ადამი განიდევნა ედემიდან. ამ ცოდვამ დააკარგვინა ადამს უძვირფასესი საუნჯე - ერთობა ღმერთთან.

უფალმა დაკეტა სამოთხის კარი და მცველად ორი ცეცხლოვანი ქერუბიმი დააყენა.

ღმერთმა ადამს უთხრა, რომ ამიერიდან მიწა აღმოაცენებდა ეკალსა და ბარდს და იგი მძიმე შრომით, საკუთარი ოფლით მოიპოვებდა საზრდელს, ევას გაუმრავლებდა ტანჯვას, ორსულობას გაუძნელებდა და ის ტკივილით შობდა შვილებს. გველს კი უთხრა, რომ მასა და ადამიანს შორის ჩამოაგდებდა მტრობას და ქალისაგან ნაშობი გაუჩეჩქვავდა თავს. სწორედ ის, ვინც ამას ჩაიდენდა და დაამარცხებდა ეშმაკს, იქნებოდა აღთქმული მესია, მხსნელი, მაცხოვარი, მარადიული ცხოვრების მომცემი, ღვთისა და კაცის შემრიგებელი, ის, ვინც ადამიანებს დააბრუნებდა სამოთხეში. ამიტომ კაცობრიობა მთელი ძველი აღთქმის პერიოდში ელოდებოდა მესიას. ღმერთმა ადამიანებს დაუწესა რიტუალები იმის მარადიულად შესახსენებლად, რომ უნდა მოსულიყო მხსნელი, რომელიც საკუთარი დაღვრილი სისხლით გამოისყიდიდა კაცობრიობას. ამ მსხვერპლის წინასახე იყო ძველი აღთქმის სისხლიანი მსხვერპლშეწირვები. როცა ადამიანი რამე ცოდვას ჩაიდენდა, ტაძარში მიჰყავდა ზვარაკი და კლავდა. მთავარი იყო, დათხეულიყო სისხლი; ითვლებოდა, რომ ამით ხდებოდა შემწირველისთვის ცოდვათა პატიება. ეს გახლდათ წინასახე უფლისმიერი სისხლიანი მსხვერპლისა, შეწირვისა. ამიტომაც, როცა ქრისტე გამოჩნდა, იოანე ნათლისმცემელმა თქვა, - აჰა, ტარიგი ღვთისა, ჭეშმარიტი კრავი, უცოდველი, რომელიც ჩვენი ცოდვებისათვის დაიკვლებაო. მართლაც, იესო ქრისტე, როგორც კრავი, უმანკოდ შობილი ქალწულისაგან, თვითონ, თავისი ნებით დაიკლა, ისე რომ, თვითონ იყო დამკვლელი, თვითონ იყო დაკლული და თვითონვე იყო მიმღები ამ მსხვერპლისა. ქრისტემ გამოისყიდა კაცობრიობა თავისი წმინდა და უცოდველი სისხლით.

- ხომ შეიძლებოდა უფალს არ გამოეგდო ადამი ედემიდან და შეენდო მისთვის ეს ცოდვა? რატომ არ მოხდა ასე?

- როდესაც ადამმა შესცოდა, იგრძნო თავისი სიშიშვლე. დაინახა მასთან მომავალი ღმერთი და დაემალა უფალს, მისგან გაქცევა სურდა. თუ ადამს მანამდე ღმერთთან ყოფნა სიამოვნებდა, ახლა ეს მისთვის ტანჯვა უფრო იყო, რადგანაც ის ცოდვით დაიბეჭდა, ცოდვილისთვის კი ღმერთთან ყოფნა ძალზე მძიმეა. შეიძლება ითქვას, მას ღმერთის გარეშე უფრო უმსუბუქდება ყოფა. წმინდა მამები ამბობენ, ღმერთს რომ ადამი სამოთხიდან არ გამოეგდო, მისთვის სასუფეველში უფლის სიახლოვეს ყოფნა დროთა განმავლობაში გაუსაძლისი გახდებოდაო. აქედან: ქრისტიანული სწავლებით, სამოთხიდან გამოგდება თვით ადამისთვის იყო უკეთესი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ეკლესიური სწავლებით, თვით ჯოჯოხეთიც კი ადამიანზე ღვთის უკანასკნელი წყალობაა. რაოდენ დიდია უფლის წყალობა, მისი სახიერება, რაოდენი სიბრძნეა მის ქმედებებში, რომ ისეთ სატანჯველსაც კი, როგორიც ჯოჯოხეთია, ცოდვილებზე წყალობით უშვებს, რათა ჯოჯოხეთის ტკივილებში მყოფთ დაავიწყდეთ ყველაზე დიდი ტკივილი - ღმერთთან განშორება.

- ეკლესიის სწავლებით, ყველა, ვინც ქრისტემდე ცხოვრობდა, ჯოჯოხეთში მიდიოდა. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ პირველქმნილი ცოდვა გამოსყიდული არ იყო. რა მდგომარეობაში იყვნენ ის ადამიანები, ვინც სჯულიერად ცხოვრობდა, ისინიც ცოდვილებთან ერთად იტანჯებოდნენ?

- ის, ვინც ელოდებოდა ქრისტეს, იცავდა ღვთის მცნებებს და იყო ძველი აღთქმის ეკლესიის წევრი, ანუ ვინც ცხოვრობდა სჯულიერად, ცხადია, ჯოჯოხეთში ისე არ იტანჯებოდა, როგორც ცოდვილი, უსჯულო. ბუნებრივია, ჯოჯოხეთი თავისთავად ტანჯვაა და იქ ბედნიერად ყოფნა შეუძლებელია - იქ მყოფი ადამიანი ღმერთს არის მოშორებული. ეს კი მორწმუნისათვის ყველანაირ ტანჯვაზე უარესია. ასეთ მოშორებას, ცხადია, განიცდიდნენ სჯულიერად მცხოვრები ადამიანებიც, მაგრამ ისინი არ იტანჯებოდნენ ჯოჯოხეთის სასჯელით. მათთვის იქ იყო განსაკუთრებული ადგილი - აბრაამის წიაღი, სადაც ელოდებოდნენ უფლის განხორციელებას. სწორედ ამ აბრაამის წიაღზეა საუბარი მდიდრისა და ლაზარეს იგავში. ლაზარე სწორედ აქ ხვდება გარდაცვალების შემდეგ. ძველი აღთქმის ყველა წმინდანი - აბრაამი, ისააკი, იაკობი, დავით მეფე, სოლომონი და ა.შ., თვით იოანე წინასწარმეტყველიც კი, ქრისტემდე ჯოჯოხეთში იყო. აღდგომის შემდეგ კი ყველა სჯულიერად მცხოვრები ძველი აღთქმის ადამიანი უფალმა ჯოჯოხეთიდან ამოიყვანა და მათ სასუფეველში დაიმკვიდრეს სამუდამო სამყოფელი.

- რატომ იყო გამოხსნისათვის საჭირო თვით უფლის განხორციელება? არ არსებობდა სხვა გზა ადამიანთა გადასარჩენად?

- ქრისტეს განხორციელება აუცილებელი იყო ცოდვის გამოსახსნელად, ჯოჯოხეთის ტყვეობის დასრულებისთვის, რათა სჯულიერად მცხოვრებ ადამიანებს დაემკვიდრებინათ ცათა სასუფეველი. პირველქმნილი ამ უდიდესი ცოდვის გამო ღმერთსა და ადამიანს შორის იმხელა დანახეთქი (ნაპრალი) გაჩნდა, რომ ცოდვათა მისატევებლად საჭირო იყო თვით ღმერთის დედამიწაზე ჩამოსვლა.

ამ უკიდურესად დარღვეული კავშირის აღდგენა ღმერთსა და ადამიანებს შორის მოხდა მხოლოდ ჯვარცმით.

50-ე ფსალმუნში ვკითხულობთ: "უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან". ანუ ადამიანი ცოდვით იბადებოდა, მასში ჩასახვისთანავე იდო ცოდვა, რადგანაც ადამის ცოდვა მემკვიდრეობით გადაეცემოდა. მიდგომა და შობა უკვე თავისთავში ატარებდა ადამის ცოდვას. ადამი არ იყო მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანი, მასში აირეკლა კაცობრიობის მთელი ისტორია. ადამში ვცოდეთ ყველამ, ამის დასტურად დავაკვირდეთ საკუთარ თავს და ვნახავთ, თუ როგორ ვიმეორებთ ადამის ცოდვას ყოველდღე. ამიტომაც ცოდვათა გამომხსნელად უნდა დაბადებულიყო უცოდველი ადამიანი. უნდა დაბადებულიყო მიდგომის, ცოლქმრული ურთიერთობის გარეშე. ასეთი კაცთა შორის, ცხადია, ვერ მოიძებნებოდა. ამიტომაც იყო საჭირო ადამიანის სხვა გზით მოვლინება. ამის ერთადერთი საშუალება გახლდათ ჩამოსვლა "უცხოსა ყოვლისაგან ცოდვისა", ვის განკაცებასაც, მოვლინებასაც არ სჭირდებოდა მიდგომა. უფალმა, თავისი განუზომელი წყალობით, შეისხა ხორცი და მოევლინა კაცობრიობას იმათ გადასარჩენად, ვინც მას ღალატობდა და ვინც მას ზურგს აქცევდა. ეს იყო სიყვარულის უდიდესი გამოხატულება, გამოხატვა უდიდესი თავგანწირვისა, გაღებული მსხვერპლისა, აღსრულება უმძიმესი მორჩილებისა მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის სახელით.

სიყვარული მტკიცდება თავდადებით, თავგანწირვით. ის ხომ თავის თავში სწორედ თავგანწირვას გულისხმობს. მაგრამ როგორ შეიძლებოდა ღმერთს, მას, ვინც უვნებია, თავი გაეწირა, თავი დაედო? ერთადერთი გზა თავგანწირვისა მისი კაცად მოსვლა და ჩვენთვის ვნება იყო. რაც აღასრულა ქრისტემ თავისი უდიდესი კაცთმოყვარეობით.

- თუმცა ზოგი კითხულობს, ხომ შეიძლებოდა ეს ყველაფერი - გამოხსნა და სასუფეველში დაბრუნება უფალს, რომელსაც ყველაფერი ძალუძს, მსხვერპლისა და ტრაგედიის გარეშე მოეხდინა, ან ყველა ადამიანისთვის გაეღო სამოთხის კარი და საკუთარი ქმნილება დასაღუპავად არ გაემეტებინაო.

- ასეთი აზრი შეიძლება მართლაც გაგვიჩნდეს. უფალს, ცხადია, შეეძლო ამის გაკეთება. მაგრამ თუ ყველა სასუფეველს დაიმკვიდრებდა, ეს იქნებოდა იძულებითი, თავსმოხვეული სიკეთე. ასე ხომ ადამიანებს წაერთმეოდათ ყველაზე მთავარი - თავისუფალი ნება და რობოტებად იქცეოდნენ, ვერ გაიაზრებდნენ, რამხელა სიკეთეს ეზიარნენ და რამხელა ბოროტებაში შეიძლებოდა აღმოჩენილიყვნენ. ამის გაუაზრებლად კი ღმერთის შეყვარება შეუძლებელია. ამიტომაც უფალმა თვით მასთან ყოფნაშიც კი არ შეზღუდა ადამიანები და მისცა არჩევნის უფლება - თავისუფალი ნება. ამას გარდა, ამ შემთხვევაში განუწყვეტლივ განმეორდებოდა ის, რაც მოხდა ადამის შემთხვევაში - ადამიანები კვლავ მოინდომებდნენ ღმერთთან გატოლებას და ისევ შესცოდავდნენ, ახლა კი ის, ვინც ცხონდება, ანუ იცხოვრებს ქრისტიანულად, თავისი ცხოვრებით ამტკიცებს, რომ ადამის ცოდვით აღარ სცოდავს, რადგან ეს ყველაფერი მას გააზრებული აქვს.

უფალი არის უზომოდ მოწყალე და სამართლიანი. ღვთის სამართლიანობიდან გამომდინარე, ცოდვილთ სასჯელიც უნდა მიეღოთ. ამიტომაც იყვნენ ჯოჯოხეთში და ცოდვათა შედეგს იმკიდნენ. როგორც სჯული გვასწავლის, სისხლის დაუთხევლად შეუძლებელი იყო ცოდვათა გამოხსნა, ღმერთთან შერიგება... მაგრამ მეორე მხრივ, მოწყალე უფალს არ შეეძლო, გამოსწორების შესაძლებლობა არ მიეცა ადამიანისთვის და სამუდამო ცეცხლისათვის გაემეტებინა თავისი ქმნილება. აქ ჩნდება კითხვა, - მაშ,Aროგორ უნდა მომხდარიყო უფლის სამართლიანობისა და მოწყალების შერწყმა? ამის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენდა ჯვარი, სადაც ერთმანეთს შეერწყა სამართალი და მოწყალება, სადაც სჯულის დაურღვევლად ანუ მსხვერპლის გაღებით შეიმუსრა სიკვდილი და ადამიანებს მიენიჭათ უდიდესი მოწყალება - კვლავ დაემკვიდრებინათ ცათა სასუფეველი.

- ღმერთის განკაცება უდიდესი სასწაულია. როგორი იყო უფალი, როგორც პიროვნება? იყო თუ არა ისეთივე ადამიანი, როგორიც ვართ ჩვენ?

- იყო ზუსტად ისეთივე ადამიანი, როგორიც ვართ ჩვენ, ოღონდ თვინიერ ცოდვისა. მას არ ჰქონდა პირველქმნილი ცოდვაც კი. ის იშვა ზეცაში მამისაგან დედის გარეშე და იშვა მიწაზე დედისაგან მამის გარეშე. ის იყო სრული ღმერთი და სრული კაცი. ის დადიოდა, მას შიოდა, სწყუროდა, სციოდა ისე, როგორც თითოეულ ჩვენგანს.

- მართლმადიდებლური სწავლებით, იესო ქრისტეს ჰქონდა ორი ბუნება - ღვთაებრივი და კაცური. რომელი ბუნებით ეცვა ჯვარს და რომლით აღსდგა უფალი?

- იესო ქრისტე ევნო კაცური ბუნებით. ღვთაებრივი ბუნებით - უვნებელია. ის, როგორც ღმერთი, ამსოფლად ხორციელად ყოფნის დროსაც კი, ზეცაში იყო. იოანეს სახარებაში ნათქვამია, არავინ ასულა ზეცაში, გარდა მიწაზე ჩამოსული ძისა კაცისა, რომელიც ასევე იყო ზეცაშიო. იესო ქრისტე დედამიწაზე ერთ კონკრეტულ ადგილას იყო როგორც კაცი, ხოლო ამავე დროს ყველგან - როგორც ღმერთი. ქრისტე რომ ღვთაებრივი ბუნებით გარდაცვლილიყო (რასაც გრიგორიანები ამბობენ. ისინი თვლიან, რომ ღვთაებრივმა ბუნებამ სრულად შთანთქა კაცური ბუნება), გამოდის, რომ სამი დღე (ჯვარცმიდან აღდგომამდე) სამყაროს ღმერთი მკვდარი ჰყავდა, ანუ იყო დრო, როცა ღმერთი არ იყო, რომ ამ დროს ზეცაში იყო ორება, რომ ღმერთი რაღაცამ, თუნდაც სიკვდილმა დაამარცხა. ეს კი მკრეხელობაა. უფალი ჩვენი კაცური ბუნებით ეცვა ჯვარს, აღდგა და დაჯდა მარჯვენით ღვთისა. მან სწორედ ადამიანური ბუნება განაღმრთო და აიყვანა ზეცაში მამის გვერდზე, რადგანაც ღვთაებრივით ისედაც ზეცაში იყო.

- სახარებაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სურათი გეთსემანიის ბაღში ლოცვაა. ხომ არ ნიშნავდა ეს იმას, რომ ქრისტეს სასჯელისგან თავის არიდება სურდა?

- ცხადია, არა. აქ ქრისტემ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მას, ღვთიურის გარდა, ჰქონდა ადამიანური ბუნებაც და ნებაც და ეს ბუნება სრულად ემორჩილებოდა ღვთის ნებას. აქ წარმოჩნდა, თუ რა რთული იყო ქრისტესათვის, როგორც ადამიანისათვის, ამ ნაბიჯის გადადგმა და როგორ დაუმორჩილა თავისი სურვილები ღვთიურ ნებას. პეტრე მოციქულს, როცა ის ჯარისკაცს ყურს მოაჭრის, ეუბნება: განა მე არ შემიძლია, ანგელოზთა ლეგეონი ჩამოვიყვანო ზეციდან და ესენი დავამარცხოო? მართლაც, მისი ერთი სიტყვით ხომ ანგელოზთა დასი ჩამოვიდოდა დედამიწაზე. გავიხსენოთ, ერთი ანგელოზის ჩამოსვლამ რა დღეში ჩაყარა საფლავის მცველნი, და ანგელოზთა ლეგეონი რას შეძლებდა! მაგრამ ეს არ გააკეთა, რადგანაც კაცური ბუნება სრულად დაემორჩილა ღვთაებრივს. აქ ჩანს მისი უდიდესი სიყვარული. მაცხოვარი იერუსალიმში შესვლისას წინასწარმეტყველებს თავის ჯვარცმას და ამიტომ პეტრე სთხოვს, უფალო, არ შეხვიდე ამ ქალაქშიო. ქრისტე კი პასუხობს, - განვედ ჩემგან, სატანა, რამეთუ ისე ფიქრობ, როგორც კაცს უნდა და არა ისე, როგორც ღმერთსო. იესო ქრისტემ, როგორც კაცმა, მთლიანად დაითმინა ეს ტანჯვა. აიტანა უსამართლო ნერწყვა, ფურთხება, ცილისწამება, რისხვა და უმადურება. ბოლომდე ზიდა თავისი ჯვარი და როგორც კაცი, უმძიმესი ტკივილებით აღესრულა. ეს კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს ჩვენს ჯვარსა და ვალზე უფლის წინაშე. ჩვენც გვმართებს ჩვენი ჯვრის აღება და მისი გოლგოთამდე უფალთან ერთად ღირსეულად მიტანა. ქრისტიანი, რომელიც ამ იწრო გზაზე მიდის, მარტო არ არის და იცის, რომ ყველაზე მძიმე წუთებში მისი მანუგეშებელი თვით უფალი იქნება.

ღმერთი როცა ადამიანებს რამე განსაცდელს მოუვლენს, ეს განსაცდელი ზოგისთვის გმობის წყარო ხდება, ზოგი კი ღვთისკენ მიიქცევა და სულიერ ცხოვრებას იწყებს. ამის მაგალითი ავაზაკები არიან. ორივე ავაზაკი ერთ მდგომარეობაში იყო და ორივეს ერთნაირი შანსი ჰქონდა გადარჩენისა თუ დაღუპვისა. ერთი განმართლდა ღვთის წინაშე, მეორე კი საუკუნო სატანჯველს მიეცა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯვარცმა, ტანჯვა, განსაცდელები, რაღაცის დათმობა აუცილებელია გადარჩენისთვის, მაგრამ არ კმარა. მთავარია ჩვენი დამოკიდებულება - როგორ ავიტანთ ამ განსაცდელებს. თუ დრტვინვასა და ღვთის ყვედრებას მივეცემით, თუ ყველაფერში ღმერთს დავადანაშაულებთ, მარცხენა ავაზაკის ბედს გავიზიარებთ. ხოლო თუ მივხვდებით დანაშაულს და უყვედრებლად ავიტანთ განსაცდელს, თუ გავიაზრებთ, რომ მარტო არა ვართ და უფალი იმაზე დიდ განსაცდელს არ გამოგვიგზავნის, რისი ტვირთვაც თავად არ შეგვიძლია, მაშინ ღმერთი შეიწყალებს ჩვენს ტანჯვას და სანატრელ სიტყვებს გავიგებთ: "დღეს ჩემთანა იყო სამოთხესა".

- საინტერესოა მოციქულთა ქცევაც. თითქმის ყველამ მიატოვა უფალი. რა უნდა ვისწავლოთ ამით?

- მართლაც, ყველამ მიატოვა უფალი, იოანეს გარდა. პეტრემაც კი, რომელიც ამბობდა, ყველამ რომ გაგყიდოს, მე მაინც არ მიგატოვებო, ქრისტეს უღალატა. ეს უფალმა სწორედ იმიტომ დაუშვა პეტრეზე, რომ ის არ გაამპარტავნებულიყო. თუ რამე სულიერ საფეხურზე ავედით და სულიერი ცხოვრება დავიწყეთ, არ უნდა ვიფიქროთ, რომ სხვაზე უკეთესი ვართ და არ უნდა გავამაყდეთ. პეტრე კი სწორედ ასე მოიქცეოდა, რომ არა ღვთის მიერ დაშვებული ეს გაყიდვა. მისი ნათქვამი, არ მიგატოვებო, სიამაყით იყო განპირობებული. ამიტომაც დაამდაბლა უფალმა და მან ისეთივე ცოდვა ჩაიდინა, როგორიც იუდამ. მაგრამ სხვა იყო მათი განვითარება - მართებული (პეტრეს შემთხვევაში) და არასწორი (იუდას თვითმკვლელობა) სინანული.

წმინდა მამების თქმით, ძალიან მკაცრი და მომთხოვნი პეტრე მოციქული დაცემის შემდეგ დარბილებულა. თურმე სხვა რომ მოვიდოდა და რამე ცოდვას ეტყოდა, პეტრე ასე მკაცრად ვეღარ კიცხავდა, ვინაიდან მას თავად უფალი ჰყავდა გაყიდული. თურმე ყოველი მამლის ყივილი ამ ღალატს ახსენებდა და თვალები ცრემლით ევსებოდა. აი, მაგალითი ჭეშმარიტი, ქრისტიანული სინანულისა, რომელმაც პეტრე ცათა სასუფევლამდე აიყვანა. ღმერთმა შეუნდო მას ეს ცოდვა. ამის დასტური ისაა, რომ მან სამჯერ აღიარებინა პეტრეს სიყვარული. გვახსოვდეს, თუ რამეს ვაკეთებთ, ეს ჩვენი დამსახურება კი არა, უფლის მადლია. რა თქმა უნდა, ნაბიჯი ჩვენც უნდა გადავდგათ, უნდა მოვინდომოთ, მაგრამ თუ ღმერთმა არ გვაკურთხა, ვერაფერს შევძლებთ. მოციქულები ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, ანუ ჩვენც მათსავით ვიქცევით. ჩვენ არ ვიცით, ხვალ რა მოხდება, ვინ გახდება, მოღალატე და ვინ - აღმსარებელი. ამიტომაც ყოველდღე ვთხოვთ უფალს ქრისტიანობით აღსასრულს, მშვიდობით ცხოვრებას. ყოველდღე უნდა ვთხოვოთ უფალს, რომ მას არ ვუღალატოთ, რადგანაც ნებისმიერი ცოდვა და ღვთის საწინააღმდეგო ქმედება მისი ღალატია. მარადის ვევედროთ უფალს, რომ მოგვანიჭოს მისი ერთგულება.

- ჯვარცმას მოჰყვა აღდგომა. რა მოუტანა აღდგომამ კაცობრიობას?

- ქრისტეს ჯვარცმა მოხდა ადამის საფლავზე. თუკი ძველ აღთქმაში ვაცთა და კრავთა სისხლით ადამიანის პირადი ცოდვების გამოხსნა ხდებოდა, ქრისტემ თავისი სისხლით მთელი კაცობრიობის ცოდვები გამოისყიდა, და ეს მოხდა სწორედ მაშინ, როცა ქრისტეს სისხლი ადამის საფლავს ეპკურა. როგორც ერთი კაცის საშუალებით შემოვიდა ცოდვა მთელ კაცობრიობაში (რადგანაც ადამში მთელი კაცობრიობა მოიაზრება), ასევე ერთი კაცის მიერ მოხდა სამყაროს გამოხსნა (რადგანაც ქრისტეში ყველა გამოვიხსენით). როგორც ხე (ხე ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა) გახდა ადამიანთა დაცემისა და სამყაროში ცოდვის შემოსვლის მიზეზი, ასევე ხის მიერ (ჯვარი, რომელზეც ქრისტე აწამეს, ხის იყო) მოხდა ადამიანთა გამოხსნა და სამოთხეში დაბრუნება.

ქრისტე რომ აღესრულა, კრეტსაბმელი გაიღო. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ამ დროს გაიღო სამოთხის კარიც. ქრისტე ჩავიდა ჯოჯოხეთში იმისათვის, რომ იქიდან მართალთა სულები ამოეყვანა. ამოიყვანა ისინი, ვინც გადარჩენას და მესიას ელოდა. იოანე წინასწარმეტყველიც კი, რომელზეც თვით უფალმა თქვა, კაცთა შორის მისნაირი არ დაბადებულაო, ჯოჯოხეთში იყო და თუ მანამდე ეშმაკი ბატონობდა ადამიანზე და ის მაინც ჯოჯოხეთში მიჰყავდა, ახლა ადამიანებს მიეცათ საშუალება, სამოთხე დაემკვიდრებინათ. აღდგომამ მოიტანა ძლევა, გამარჯვება, სიხარული, გამოხსნა, გათავისუფლება. სიკვდილით დაითრგუნა სიკვდილი, დამარცხდა ეშმაკი და გაიღო სასუფევლის დახშული კარი. რომელიმე ქვეყანა დამოუკიდებლობას, თავისუფლებას რომ მოიპოვებს, იმ დღეს სახალხო დღესასწაულად აქცევს ხოლმე. აღდგომა კი სულიერი თავისუფლების მოპოვებაა, შესაძლებლობა, ადამიანმა ჭეშმარიტი ნათლობით დაიმკვიდროს ცათა სასუფეველი. მაგრამ ამას რომ მიაღწიო, უნდა მისდიო უფალს, უნდა აღიღო ჯვარი და შეუდგე მას, თორემ სხვაგვარად ვერ გადარჩები. ქრისტესთან ერთად უნდა გაეკრა ჯვარზე, მასთან ერთად უნდა მოკვდე, რომ მასთან ერთად აღდგე და ამაღლდე.

- ბრძანეთ, ჯვარცმა ჩვენს ცხოვრებაშიც უნდა მოხდესო. რას გულისხმობს ეს?

- ამქვეყნიური უძლურებების, განსაცდელების დათმენა, მათი ღვთივსათნოდ მიღება, სიამოვნებაზე უფლის გულისათვის უარის თქმა იგივე ჯვარცმაა. ადამიანი ქრისტიანული ცხოვრების პირველი დღიდანვე ნათლობით თანაზიარი ხდება ქრისტეს ჯვარცმისა, მოინათლება და დაიბეჭდება ქრისტეს ბეჭდით, რის შემდეგაც აქვს საშუალება, შევიდეს სასუფეველში. კურთხევანი მღვდელს აფრთხილებს, როცა ნათლავ, კაცი სამჯერ შთაფალი წყალში, რადგანაც ქრისტე სამი დღე იყო ჯოჯოხეთში და ეს ნათლობაც ჯვარცმის მსაგვსიაო. როცა ნათლობისას ქრისტიანი ჩადის წყალში, ამ დროს ემბაზი განასახიერებს საფლავს. სამჯერ ჩაფლული რომ ამოდის, ის უკვე აღმდგარ მაცხოვარს ემსგავსება და სწორედ ამიტომ იგალობება "რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელგვიღებიეს, ქრისტე შეგვიმოსიეს". ანუ ნათლობისას ადამიანი კვდება და ცოცხლდება ქრისტესთან ერთად.

იესო ქრისტე ამბობს, ვინც მე მიმიღებს, თქვენც მიგიღებთ, რადგან მე მდევნეს, თქვენც გდევნიანო. ამიტომაც უნდა ვიცოდეთ, რომ განსაცდელები ჩვენს ცხოვრებაში გარდაუვალია. წმინდა მამები, როცა განსაცდელი არ ჰქონდათ, ფიქრობდნენ, უფალმა მოგვატოვაო. განსაცდელები არის ჩვენი მთავარი გამწმენდი. ლხინის დროს ღმერთს ვივიწყებთ ხოლმე, ამიტომაც ღმერთი გამოსაფხიზლებლად განსაცდელს გვიგზავის. რატომ გვიჭირს განსაცდელთა დათმენა? ამპარტავნების გამო. ამპარტავნება იყო სათავე ადამის ცოდვისა. ეს არის ცოდვა, რომლის დათრგუნვასაც ძალიან დიდი ბრძოლა სჭირდება. განსაცდელის დათმენას ძალიან შველის მადლობის თქმა. რაც არ უნდა შეგემთხვათ, დაატანეთ თავს ძალა, უთხარით უფალს მადლობა და დამერწმუნეთ, იმწუთში გული იმედით აგევსებათ. ფეხს თუ მოიტეხთ, შესწირეთ მადლობა ღმერთს, რომ მხოლოდ ფეხი მოიტეხეთ და არა ხერხემალი. ანუ მადლობას ვუხდით ღმერთს არა იმისთვის, რაც გვაქვს, არამედ იმისთვის, რომ უარესი არ მივიღეთ, რადგან ჩვენი ცოდვების გამო ყველაზე უარეს სასჯელს ვიმსახურებთ. როცა მადლობით იღებ განსაცდელს, იდგამ მოწამეობის გვირგვინს, იმათ გვირგვინს, რომლებიც ტანჯვის დროს ღმერთს ადიდებდნენ.A

- როგორ უნდა მოვემზადოთ აღდგომის შესახვედრად?

- უფალი ამბობს, მარხვით და ლოცვით განიდევნება ბოროტიო. ამიტომაც ამ უდიდესი დღესასწაულის შესახვედრად დიდი, მძიმე მარხვით ვემზადებით. ამ მარხვით იწმინდება ადამიანის სული და ღირსეულად მიეახლება ამ უდიდეს დღესასწაულს. აღდგომა მარტო საუკუნეების წინ მომხდარი ფაქტის გახსენება არ არის. აღდგომა ხდება ყოველ წელს და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა თანაზიარნი გავხდეთ ამ სასწაულისა. ჩვენი არჩევანია, თუ ვის მხარეს დავდგებით - მათ გვერდით, ვინც "ჯვარს აცუს" ყვიროდა, თუ მათთან, ვინც არ მიატოვა და უფალთან ერთად გაიხარა აღდგომის სიხარულით. რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს, უმეტესად პირველ კატეგორიას მივეკუთვნებით - ვერ განვიცდით ქრისტეს ჯვარცმას და ჩვენი ცოდვებით, უსინანულობით ვხდებით ქრისტეს ღალატისა და ჯვარცმის თანამონაწილენი. შევთხოვოთ ღმერთს, მოგვმადლოს ძალა, ღირსეულად მივეახლოთ აღდგომის დღეს. ნაკლებად განვიკითხოთ სხვები, გავაძლიეროთ ლოცვითი კანონი, ნაკლებად გავერთოთ, ცოდვებს დავუკვირდეთ და ა.შ. თუმცა უნდა ვეცადოთ, ეს გარეგნულად არ დაგვეტყოს. დაფარულად ვაკეთოთ სიკეთე, რომ უფალმა, რომელიც ხედავს დაფარულს, დაგვინახოს. სამწუხაროდ, საზოგადოებაში აღდგომა არ არის სათანადოდ აღქმული. ბევრი მხოლოდ ღამისთევაზე წასვლით შემოიფარგლება. ბევრისთვის კი ეს მხოლოდ პასქა და კვერცხია. აღდგომა ხომ მხოლოდ გახსნილება და სახალხო დღესასწაული არ არის. ეს არის დღესასწაულთა დღესასწაული, ეს არის ძლევა, გამარჯვება.

- ზოგი რელიგია აღდგომას არ აღიარებს - მოციქულებმა იცრუესო. რა ამტკიცებს აღდგომის ჭეშმარიტებას?

- მართლაც არის ასეთი მწვალებლობა. თუ ქრისტე არ აღმდგარა, რა აიძულებდათ მოციქულებს, რომ მთელი სიცოცხლე ეს ემტკიცებინათ? ისინი ხომ სანაცვლოდ არავითარ ამქვეყნიურ სიკეთეს არ იღებდნენ? პირიქით, მათ სწორედ იმისთვის დევნიდნენ, რომ აღდგომას აღიარებდნენ. ერთი აღდგომის უარყოფა და - მათი ტანჯვა-წამება შეწყდებოდა. მაგრამ ისინი, ყველაფრის მიუხედავად, მაინც აღდგომის ჭეშმარიტებას ამტკიცებდნენ. მოციქულები სრულიად გაუნათლებელნი იყვნენ. მათ უფალი ყველაზე მძიმე მომენტში, ჯვარცმის დროს მიატოვეს, არ ყოფნიდათ გამბედაობა, თავი ქრისტეს მიმდევრებად ეღიარებინათ. რა მისცემდა მათ ძალას, რომ მთელი მსოფლიოსათვის ექადაგათ ქრისტე, ყველა ფილოსოფოსზე უფრო ბრძნულად ემეტყველათ და მოემოწაფებინათ იმდენი ხალხი, არც ერთ ფილოსოფოსს და პოლიტიკოსს, მეომარს თუ გმირს რომ არ მოუმოწაფებია, არ შეშინებოდნენ არავითარ ტანჯვას. რომ არა უფლის მადლი, რომ არა რწმენა და ხილვა აღდგომისა, ამას ვერ შეძლებდნენ. ისინი ხომ 40 დღე უყურებდნენ აღმდგარ მაცხოვარს, რომელიც მათ სასუფეველზე ასწავლიდა.

აკადემიკოსი ივანე ბელეცკი საუბრობს ქრისტეს თანამედროვე ისტორიკოსთა ნარკვევებზე, მათზე, რომელნიც თავიანთ ნაშრომებში აღდგომაზე წერენ. იოსებ ფლავიუსი ერთ-ერთი საიმედო ისტორიული მოწმეა. ის არ იყო ქრისტეს მიმდევარი, ამიტომაც ვერ იქნებოდა მიკერძოებული ქრისტიანთა მიმართ. იოსებ ფლავიუსი წერს: "ამ დროს გამოჩნდა იესო ქრისტე, დიდად ბრძენი ადამიანი, თუკი შეიძლება ვუწოდოთ ამდენ საოცრებათა ჩამდენს ადამიანი. იმ პირთა დასმენის გამოისობით, რომლებიც პირველობენ ჩვენში, პილატემ იგი ჯვარს აცვა. შედრკნენ ისინიც, ვინც პირველებმა შეიყვარეს იგი. მესამე დღეს კი ხელახლა გამოეცხადა მათ". 100 წლის წინ ეჭვი შეიტანეს ამ ცნობაში. შემდგომში მალევე აღმოაჩინეს მის თხზულებათა კიდევ სამი ვარიანტი, სამივეში მეორდება ცნობა აღდგომაზე.

ლაბირინიოსი იესო ქრისტეს აღდგომას თავის ხელქვეითებთან ერთად შეესწრო. მათ ცხადად დაინახეს სამარის ქვის ჩამოვარდნა. ნახეს მოელვარე ფიგურა, რომელიც მაღლდებოდა.

იუდეის მმართველის ოფიციალური ბიოგრაფი ჰერმედიოსი აღდგომისას ქრისტეს საფლავის სიახლოვეს იმყოფებოდა. ის ჯვარცმამდე ქრისტეს მატყუარად თვლიდა, ამიტომ თავად გაემართა შაბათს საფლავისკენ, რათა დარწმუნებულიყო, რომ ქრისტე არ აღსდგებოდა. როგორც ის წერს, მან ხელქვეითებთან ერთად იხილა ქრისტეს აღდგომა. ამ ისტორიკოსის მონათხრობი სხვა მხრივაც არის საინტერესო. ის წერს, რომ ჯვარცმამდე რამდენიმე ხნით ადრე იუდეაში უნდა მოეჭრათ მონეტა, ერთ მხარეს - კეისრის დიდი და მეორე მხარეს - პილატეს მცირე გამოსახულებით. პარასკევს პილატეს ცოლი ცდილობდა გადაეთქმევინებინა ქმრისათვის ქრისტესთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანა. ქალმა ჰკითხა, - რით გამოისყიდი დანაშაულს, თუ ის მართლაც ღვთის ძეაო. პილატემ უპასუხა, - თუ ქრისტე აღსდგება, ავკრძალავ მონეტაზე ჩემი სახის გამოსახვასო. მონეტაზე გამოსახვა რომში უდიდესი პატივი იყო. პილატემ შეასრულა პირობა. ეს ცნობა დასტურდება რომის ნუმიზმატიკიდანაც.

აღდგომას ადასტურებს პილატეს მკურნალი იეშუც, რომელიც პილატემ 5 თანაშემწესთან ერთად საგანგებოდ გაგზავნა საფლავზე, რათა თავად ენახა, რა მოხდებოდა.

ასევე აღდგომას ადასტურებს სინედრიონის ერთ-ერთი წევრი მაფერკანტი. სწორედ მან მისცა იუდას 30 ვერცხლი. იგი თავად მივიდა ქრისტეს საფლავთან, იხილა და დარწმუნდა, რომ აღდგომა მოხდა.

ქრისტეს აღდგომა დასტურდება მრავალი არქეოლოგიური, ისტორიული ცნობებითაც.

თანამედროვეობაშიც გვაქვს ქრისტეს აღდგომის უტყუარი დასტური. ამის ნათელი მაგალითია იერუსალიმში ყოველ აღდგომას უფლის საფლავზე ცეცხლის გადმოსვლა. აღდგომის წინა დღეს, შაბათს, როცა ქრისტე ჩავიდა ჯოჯოხეთში, გაანათა ის თავისი ნათლით, შემუსრა ეშმაკი და იქ მყოფებს აღდგომა უქადაგა, მის საფლავზე გადმოდის ცეცხლი. ეს მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებელი პატრიარქის ხელში, მხოლოდ ძველი სტილით ხდება. ეს ცეცხლი რამდენიმე წუთის მანძილზე არ წვავს, მას არ აქვს ჩვეულებრივი ცეცხლის თვისებები. მღვდლები წვერზეც კი იტარებენ და სრულიად უვნებელნი რჩებიან. 1549 წელს, მას შემდეგ, რაც კონსტანტინოპოლი დაეცა და სელჩუკებმა აიღეს პალესტინა, სომხებმა მოისყიდეს რომაელები და მართლმადიდებლის ნაცვლად ტაძარში სომეხი პატრიარქი შეუშვეს. მოხდა საოცრება - ცეცხლი არ გადმოვიდა. მართლმადიდებელი პატრიარქი ტაძრის შესასვლელის სვეტთან ჰყავდათ გაჩერებული. უცებ ცამ იჭექა, დაიგუგუნა. ის სვეტი ორად გაიპო, სვეტზე ზეციდან ცეცხლი დაეშვა და აინთო პატრიარქის ხელთ ნაჭერი სანთელი - ცეცხლი მაინც მართლმადიდებელ პატრიარქზე გადმოვიდა. აი დასტური ჭეშმარიტებისა. ეს რომ დაინახა მრევლმა (ძირითადად არაბებმა), აყიჟინდნენ - ჩვენი სარწმუნოება მართალია, ჭეშმარიტიაო და შეცვივდნენ ეკლესიაში. ამ დღიდან მოყოლებული, აუცილებელია, ცეცხლის გადმოსვლას არაბთა ყიჟინა ახლდეს. 1800-იანი წლების დასაწყისში არაბები ტაძარში არ შეუშვეს - ხმაურობენო და ცეცხლი არ გადმოვიდა. ასე რომ, დასტური აღდგომისა გვაქვს დღესაც.

განა შეიძლება იმის შემდეგ, რაც მოხდა, ღვთის სიყვარულში დავეჭვდეთ და მთელი გულით არ შევწიროთ მადლობა ყველაფრისთვის? განა შეიძლება მისი მსხვერპლის მერე მთელი არსებით არ ვიზეიმოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, როცა სიკვდილი მოიკლა და სიყვარულმა, ღვთის მადლმა გაანათა მთელი სამყარო?!

უფალმა მოგვანიჭოს ჭეშმარიტი სიხარული, განცდა ამ ბრწყინვალე დღისა. ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა! ამინ.

ესაუბრა
გვანცა გოგოლაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat