დედამიწაზე ყველა ადამიანი ებრძვის თავის თავს - საკუთარ ვნებებსა და ცოდვებს
დედამიწაზე ყველა ადამიანი ებრძვის თავის თავს - საკუთარ ვნებებსა და ცოდვებს
ადამიანის ცხონებისთვის საჭირო და აუცილებელი საიდუმლოებები მხოლოდ ეკლესიაში აღესრულება
"ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია" - ამ სიტყვებით ხასიათდება მართლმადიდებელი ეკლესია სარწმუნოების სიმბოლოს - "მრწამსის" მეცხრე მუხლში - ამ მუხლში საუბარია ეკლესიის თვისებების შესახებ. თვით ეკლესია ბერძნული სიტყვაა და ქართულად კრებულს, საკრებულოს ნიშნავს, ანუ ეკლესიად იწოდება იმ ადამიანთა კრებული, რომლებიც შეადგენენ მართლმადიდებლობას - პატრიარქი, მღვდელმთავარნი, სამღვდელო პირები და საეკლესიო ერი - მრევლი, რომლებსაც აერთიანებთ მართლმადიდებლური რწმენა, თუმცა ადამიანთა გარკვეულ ნაწილს ეკლესია ფიზიკურად აგებული ტაძარი, ხილული, თვალით დანახული შენობა ჰგონია...

გვესაუბრება ვანისა და ბაღდათის ეპარქიის ღვთისმსახური, არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).

- ყველა ტაძარს თავისი ფორმა აქვს, მაგრამ შესაძლოა საგანგებოდ მოწყობილ ოთახშიც აღვავლინოთ ღვთისმსახურება, უკვე იქაც ეკლესიაა. ამდენად, ეკლესია არ არის ფიზიკური სხეული, არამედ ამ ფიზიკურად აშენებულ სხეულში შეკრებილი ადამიანები - მართლმორწმუნეთა კრებული ერთობაში აღიქმება ეკლესიად, ხოლო იმის გამო, რომ ეკლესიად იწოდება მართლმორწმუნე ადამიანთა კრებული, მათ შესაკრებელ ადგილს, ფიზიკურ შენობასაც, რომლის შესატყვისიც არის ტაძარი, ეკლესიად მოვიხსენიებთ, ისევე როგორც სკოლას ვუწოდებთ სასწავლო დაწესებულების შენობასაც, სადაც სასწავლო პროცესი მიმდინარეობს და ადამიანები განათლების მისაღებად იკრიბებიან, მაგრამ თუკი შემდგომში ამ შენობაში სხვა დაწესებულებას განათავსებენ, მას არა სკოლად, არამედ იმ დაწესებულების სახელწოდებით მოიხსენიებენ, რომელიც იქ განთავსდება.

- როდის დაარსდა ეკლესია?

- ეკლესია ადამიანის გაჩენამდეც არსებობდა. მისი წევრები იყვნენ ზეციური ანგელოზები. ადამიანის გაჩენის შემდეგ დაარსდა ქვეყნიური ეკლესიაც და მის კრებულს პირველად ადამი და ევა, შემდგომ კი მათი შთამომავლები შეადგენდნენ. მოგვიანებით მოსე წინასწარმეტყველი ღვთის ბრძანებით აგებს მოძრავ ტაძარს - ღვთის ჭეშმარიტი მსახურებისთვის განკუთვნილ შენობას, ანუ იგება ძველი აღთქმის ეკლესია ხილული სახითაც. ქრისტიანული, ახალი აღთქმის ეკლესიის დაარსების დღედ კი ითვლება სულთმოფენობის - ქრისტეს მოციქულებზე სულიწმინდის გადმოსვლის დღე, რაც, როგორც ვიცით, უფლის მკვდრეთით აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს მოხდა. ამ დღიდან იწყება ქრისტიანული ეკლესიის ისტორია, მას წმინდა მამები ეკლესიის დაბადების დღესაც უწოდებენ.

- რატომ ვუწოდებთ ეკლესიას, ფიზიკურ ტაძარს ღვთის სახლს?

- არც მატერიალურ და არც არამატერიალურ სამყაროში არ არსებობს ადგილი, სადაც ღმერთი არ მყოფობდეს, ღმერთი ჯოჯოხეთშიც იმყოფება, მაგრამ ყველგან ერთნაირად არ გვიმჟღავნებს თავს, თავის სახიერებას. მაგალითად, ჯოჯოხეთში თავს გვიმჟღავნებს როგორც მართლმსაჯული, სასუფეველში კი როგორც მოწყალე, ამიტომაც იწოდება სასუფეველი ღვთის საყდრად, მის საუფლოდ. ყოვლადმოწყალე უფალი დედამიწაზე ყველაზე მეტად თავის სახიერებასა და მოწყალებას განგვიცხადებს და გვიმჟღავნებს ტაძარი და ადამიანებიც ღვთის მადლს ყველაზე მეტად ეკლესიაში მოიპოვებენ, იმის გამო, რომ იქ ჩვენ თვითონ მივდივართ ამ მადლის მისაღებად. მართალია უფალი ყველა ადამიანის მიმართ გულმოწყალეა, ყველას ერთნაირად ანიჭებს წყალობასა და მადლს, მაგრამ - იმისდა მიხედვით, თვითონ ადამიანი როგორაა განწყობილი და გამზადებული მათ მისაღებად, ამისთვის კი ყველაზე მეტად ტაძარში ყოფნისას ვართ განწყობილი და გამზადებული და არა, დავუშვათ, დისკოთეკაზე ან რომელიმე სხვა ადგილას. რადგან ტაძარში ლოცვისთვის, უფლის მცნებათა აღსრულებისა და ღვთისადმი მსახურებისთვის მივდივართ, ამიტომაც გვიმჟღავნებს უფალი თავის თავს, სახიერებასა და მოწყალებას დედამიწაზე ყველაზე მეტად ტაძარში და ამიტომაც იწოდება ტაძარი ღვთის სახლად.

- ეკლესია განიყოფება ორ ნაწილად: ქვეყნიურ ანუ ხილულ ეკლესიად და ზეციურ ანუ უხილავ ეკლესიად. მიწიერ ეკლესიას - მებრძოლი, ზეციურს კი მოზეიმე ეწოდება. რატომ?

- დედამიწაზე ყველა ადამიანი ებრძვის თავის თავს - საკუთარ ვნებებსა და ცოდვებს. მათთან ბრძოლა კი სწორედ ქვეყნიური, მიწიერი ეკლესიის მეშვეობით, იქ დადგენილი ნათლისღების, სინანულის, ზიარების საიდუმლოთა თუ სხვა საეკლესიო წესების საშუალებით ხდება. ყველა მათგანი ხომ იმისთვისაა დადგენილი წმინდა ეკლესიის მიერ, რომ ადამიანი შეებრძოლოს ცოდვებს, დაამარცხოს ბოროტი სული. სწორედ ამის გამო ეწოდება მიწიერ ეკლესიას მებრძოლი. ზეციურს კი მოზეიმე ეწოდება, რადგან ზეციურმა ეკლესიამ, მისმა წევრებმა, რომლებიც ქვეყნიურ ეკლესიაში ებრძოდნენ ცოდვებს, სძლიეს მათ, გაიმარჯვეს და უფალთან მყოფობით ტკბებიან, თავისუფალნი არიან ბრძოლისა და განსაცდელებისგან და დღესასწაულობენ ცოდვის მძლეველ ქრისტესთან. გამარჯვებული უკვე ზეიმობს, მას, ზეიმის გარდა, აღარაფერი სჭირდება. ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც სძლევს მტერს და გამარჯვებას მოიპოვებს, უდიდესი ზეიმი იმართება. მით უფრო საზეიმო მიზეზი აქვთ ცოდვებზე გამარჯვებული ადამიანების სულებს, რომლებმაც სძლიეს უდიდეს სულიერ მტერს - ეშმაკს, სული იხსნეს და სასუფეველში - უფლის სიახლოვეს მკვიდრობენ. ზეციური ეკლესიის წევრები კი არიან წმინდანთა დასში შერაცხული ადამიანები, რომლებმაც სძლიეს ცოდვებს, დაამარცხეს ბოროტი სული და უფლის მოწყალებით ცხონდნენ. ამასთანავე, უბრალო მოკვდავნი, რომლებიც ღვთის მცნებათა აღსრულების, ჭეშმარიტად ღვთივსათნო ცხოვრების სანაცვლოდ გამართლდნენ უფლის წინაშე. მათ ღვთის წინაშე მეოხებას შევთხოვთ.

- წმინდა მამების სწავლებიდან ვიცით, რომ როგორც გემის გარეშე ვერ გადაცურავს ადამიანი ზღვას, ასევე შეუძლებელია ქვეყნიური ეკლესიის გარეშე წუთისოფლის მშფოთვარე ზღვის გადალახვა და ზეციურ სასუფევლამდე მიღწევა. ე.ი. თუ მიწიერი ეკლესიიდან არ დავიწყეთ, ზეციურ ეკლესიამდე ვერ ავმაღლდებით. გამოდის, რომ ქვეყნიური ეკლესიის გარეშე ცხონება შეუძლებელია. რა არის ამის მიზეზი?

- "ცხონებისთვის მადლია საჭირო; სად მიიღებ მას ეკლესიის გარეთ? მადლი მოგეცემა წმინდა საიდუმლოებების მეშვეობით, ხოლო ისინი წმინდა ეკლესიაში ინახება. საიდუმლოთა შესასრულებლად საჭიროა სამღვდელოება. ჭეშმარიტი სამღვდელოება კი მხოლოდ ეკლესიაშია. გამოდის, რომ ვინც ეკლესიის გარეშეა, მას არც სამღვდელოება გააჩნია, არც საიდუმლოებები და არც მადლი", - ბრძანებს წმინდა თეოფანე დაყუდებული. ე.ი. ადამიანის ცხონებისთვის საჭირო და აუცილებელი საიდუმლოებები მხოლოდ ეკლესიაში აღესრულება.

- წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი ბრძანებს, "ეკლესიას მხოლოდ მათთვის მოაქვს ცხონება, ვინც მის ხმას ისმენს". ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ზეციური სასუფევლის დასამკვიდრებლად მარტოოდენ ნათლისღების საიდუმლოს მეშვეობით ეკლესიის წევრად გახდომა არ კმარა...

- ცხადია, მარადიულ ნეტარ ცხოვრებას ვერ მოვიპოვებთ მხოლოდ იმის გამო, რომ ნათლისღება მივიღეთ წმინდა სამების სახელით და ამის მეშვეობით გავხდით ქრისტეს ეკლესიის წევრი. ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სარწმუნოების მიღება-აღიარებასთან ერთად, ცხონებისთვის საჭირო და აუცილებელ პირობას ეკლესიის ჭეშმარიტ შვილად ყოფნაც წარმოადგენს, რაც უფლისაგან მოცემულ მცნებათა ჭეშმარიტად აღსრულებას გულისხმობს: "ვინ არის ეკლესიის ჭეშმარიტი შვილი? - ვინც, გარდა იმისა, რომ მიღებული აქვს ნათლობის წმინდა საიდუმლო, თავისი სარწმუნოებისა და ახალი, სულიერი შობის ნაყოფს გამოაჩენს, თავისი ცხოვრებით ქრისტეს ემსახურება, აქვს ჭეშმარიტი შიში ღვთისა, ისწრაფვის, რომ ყოველგვარ ცოდვას ებრძოლოს და კეთილი საქმეები აკეთოს," - ბრძანებს ერთ-ერთი წმინდა მამა, თუმცა თავიანთი უძლური ბუნების გამო ადამიანებს მაინც ხშირად უხდებათ ცოდვით დაცემა ანუ ღვთის ნების, ღვთის მცნებათა საპირისპირო ქმედებათა ჩადენა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცოდვათმქმნელობის გამო ადამიანის ცხონება გამორიცხულია, ამიტომ სასოწარკვეთილებაში კი არ უნდა ჩავცვივდეთ, არამედ ხშირად განვიწმინდოთ ცოდვათაგან აღსარების - სინანულის საიდუმლოს მეშვეობით - ეს ის გასაღებია, რომელიც გვიხსნის სასუფევლის კარს.

- მაცხოვრის საფლავზე ყოველწლიურად გარდამოსული ღვთაებრივი ცეცხლის მიღების უფლება მხოლოდ იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს ენიჭება. იერუსალიმის პატრიარქი აკურთხებს მდინარე იორდანესაც ნათლისღების დღესასწაულის ჟამს. ამასთანავე, იერუსალიმის ეკლესია იწოდება დედად ყოველთა ეკლესიათა. ეს ყოველივე იმას ხომ არ მიანიშნებს, რომ იერუსალიმის ეკლესია სხვა ადგილობრივ ავტოკეფალიურ ეკლესიებზე უპირატესია?

- ეკლესია არის ის ადგილი, სადაც ადამიანი უნდა ცხონდეს. არ შეიძლება რომელიმე ფიზიკურ ადგილზე არსებულ ადგილობრივ ავტოკეფალიურ ეკლესიაზე ვთქვათ, რომ ადამიანს იქ ცხონების მეტი შესაძლებლობა აქვს, მაგრამ მსოფლიო ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებში არსებობს იერარქიული წყობა, რასაც დიპტიქი ეწოდება. დიპტიქში XI საუკუნემდე, ვიდრე დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიებს შორის განხეთქილება მოხდებოდა და დასავლეთის ეკლესია მწვალებლობის გზით წავიდოდა, პირველად მოხსენიებული იყო რომის ეკლესია, რადგან რომი იყო დედაქალაქი, სადაც იდგა საიმპერატორო ტახტი და თავისთავად გავლენა ჰქონდა სხვა ადგილობრივ ეკლესიებზე, ამიტომ ყველა მნიშვნელოვანი საეკლესიო საკითხის გადასაჭრელად იქ იყრიდნენ თავს.

რომის ეკლესიის შემდგომ დიპტიქში იხსენიებოდა კონსტანტინოპოლის ეკლესია. მართალია, ეს ქალაქი გვიან დაარსდა, მაგრამ რადგან სატახტო გახდა, ქვეყნიური დიდების გამო, მსოფლიო საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით, კონსტანტინოპოლის ეკლესიას გარკვეული მიწიერი უპირატესობა მიენიჭა.

რაც შეეხება იერუსალიმის ეკლესიას, რომელიც, იმის გამო, რომ იქ მოღვაწეობდა უფალი მიწიერი ცხოვრების, დედამიწაზე ხორციელად ყოფნის დროს, იქიდან გამოვიდნენ მოციქულები და იქვე დაარსდა პირველი ეკლესია, იწოდება დედად ყოველთა ეკლესიათა, მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილებით, მასაც მიენიჭება პატივი ქვეყნიური დიდებისა. ამდენად, ამა თუ იმ ადგილობრივი ეკლესიის დროებითი თუ სამარადჟამო გარკვეული უპირატესობები იყო და არის მიწიერი, ქვეყნიური უპირატესობები და არა ზეციური. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არც ერთი ადგილობრივი ეკლესია არ შეიძლება გამოვყოთ და ვთქვათ, რომ მისი მეშვეობით უფრო მეტად არის შესაძლებელი სულის ცხონება.

იერუსალიმის პატრიარქსაც იმის გამო ეძლევა ღვთაებრივი ცეცხლის მიღებისა თუ მდინარე იორდანეს კურთხევის უფლება, რომ სწორედ იერუსალიმში მოხდა უფლის ჯვარცმა, დაფლვა და მკვდრეთით აღდგომა, იქვეა მისი საფლავი, სადაც გადმოდის ღვთაებრივი ცეცხლი. იქვეა მდინარე იორდანეც, სადაც უფალმა ნათლისღება ინება, თორემ ეს იერუსალიმის პატრიარქის განსაკუთრებულ პატივსა და გამორჩეულ ღირსებაზე არ მიანიშნებს.

- რატომ იწოდება მართლმადიდებელი ეკლესია კათოლიკედ?

- სიტყვა "კათოლიკე" ნიშნავს მსოფლიოს, საყოველთაოს, მთლიანს. ჭეშმარიტად კათოლიკე, მსოფლიო, საყოველთაო თავისი არსით მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიაა, რადგან ის მთელ მსოფლიოშია განფენილი. არ არსებობს ადგილი, სადაც მართლმადიდებელი ეკლესია არ არის. "ეკლესიები, რომლებიც ყველგან არიან განფენილნი, არიან ერთნი, ისინი ქმნიან ერთ კათოლიკე მთლიანობას სულიწმინდის საკრველით," - წერს წმინდა კირილე იერუსალიმელი.

ქრისტეს ეკლესია კათოლიკეა იმიტომაც, რომ არ განისაზღვრება ადგილით, იგი მოიცავს ცასა და ქვეყანას, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, ეკლესიას ეკუთვნიან არა მხოლოდ დედამიწაზე მყოფი მორწმუნენი, არამედ გარდაცვლილებიც, რომლებიც ჭეშმარიტი უფლის რწმენითა და სასოებით მიიცვალნენ, ღვთის წინაშე გამართლდნენ და ზეციური ეკლესიის წევრობის უფლება მოიპოვეს.

- თუკი ჭეშმარიტად კათოლიკე მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიაა, საინტერესოა, რატომ არის ცნობილი კათოლიკური ეკლესიის სახელწოდებით რომის ეკლესია?

- ჭეშმარიტად საყოველთაო, მსოფლიო და კრებითი მართლაც მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიაა, რომელმაც შემოინახა მსოფლიო ეკლესიასთან რწმენის ერთობა და მსოფლიო საეკლესიო კრებათა ერთგული დარჩა. რომის ეკლესია კი ჩამოშორდა ამ საყოველთაო კრებითობას, ამიტომ ის ჭეშმარიტად კათოლიკურად არ შეიძლება ჩაითვალოს; დასავლეთის ეკლესია მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიას XI საუკუნეში ჩამოშორდა, თუმცა ლათინთა სწავლა-მოძღვრებები საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა. XI საუკუნეში კი რომის პაპმა ლათინთა მიერ შეთხზული სწავლა-მოძღვრება საბოლოოდ დააფიქსირა, რასაც დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიებს შორის განხეთქილება მოჰყვა. დასავლეთის ეკლესია გამოეყო ჭეშმარიტი ეკლესიის წიაღს და მწვალებლობის გზით წავიდა. მათ თვითონვე უწოდეს თავიანთ თავს, თავიანთი არასწორი სარწმუნოების მიმდევარ ადამიანთა კრებულს - ცრუ ეკლესიას კათოლიკური, თუმცა მართლმადიდებლები არც საღვთისმეტყველო და არც დოგმატურ საკითხებზე მსჯელობისას დასავლეთის ეკლესიას არასოდეს იხსენიებენ კათოლიკედ, არამედ რომის ან ლათინურ-პაპისტურ ეკლესიად.

- რატომ იწოდება მართლმადიდებელი ეკლესია სამოციქულოდ?

- იმის გამო, რომ გავრცელებულია ქრისტეს მოციქულთა ქადაგებით და უცვლელად და მტკიცედ იცავს მოციქულთაგან გადმოცემულ სწავლა-მოძღვრებას. სამოციქულო ეკლესია არის მხოლოდ ის, რომელსაც აქვს თვით მოციქულთა მემკვიდრეობა სულიწმიდის ნიჭთა ხელდასხმით.

- რატომ გახდა საჭირო მართლმადიდებლური სარწმუნოების სიმბოლოს - მრწამსის ერთ-ერთ მუხლში იმის მინიშნება, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არის ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო?

- თვითონ სიტყვა მრწამსი მიგვანიშნებს მის მნიშვნელობაზე, იმაზე, თუ რა მრწამსის, რა შეხედულებების ვართ, როგორი სახით ვაღიარებთ ღმერთს. ეს ყველაფერი თავმოყრილია სარწმუნოების სიმბოლოში ("სიმბოლო" ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს "ვაერთებ", "ერთად მოვიცავ") - მრწამსში. ე.ი. მრწამსში მოკლედ, შეკუმშულადაა გადმოცემული, შეიძლება ითქვას, შეჯამებულიც, მართლმადიდებლური სარწმუნოება, მისი მსოფლმხედველობა და სწავლა-მოძღვრება. ერთ-ერთი სარწმუნოებრივი საკითხი კი გახლავთ სწორედ ის, რომ ეკლესია არის ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო. მრწამსში ეკლესიის თვისებათა ხაზგასმით დაფიქსირება წმინდა მამებმა იმის გამოც ჩათვალეს საჭიროდ, რომ ძალზე მომრავლდნენ მწვალებლური მიმდინარეობები, რომლებიც თავიანთ ცრუ კრებულს ეკლესიად იხსენიებდნენ. ცხადია, არც ერთი მათგანი არ იყო ეკლესია, რადგან როგორც არ შეიძლება ერთ საკითხში იყოს ორი ჭეშმარიტება, ასევე არ შეიძლება იყოს ორი ან მეტი ჭეშმარიტი ეკლესია. ჭეშმარიტი ეკლესია ერთია და მისი თავი არის უფალი იესო ქრისტე. მწვალებლურ მიმდინარეობათა კრებულის, ცრუ ეკლესიის თავი კი არის ეშმაკი და მისი ეკლესიად წოდება დაუშვებელია, რადგან ერთობა და შეკრება მხოლოდ უფალშია, ეშმაკთან კი არის განცალკევება და მტრობა.

- როგორ უნდა გვესმოდეს იესო ქრისტეს მიერ პეტრე მოციქულის მიმართ წარმოთქმული სიტყვები: "შენ ხარ კლდე და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას"?

- ვიდრე ამ სიტყვებს განვმარტავთ, გავიხსენოთ, როდის და რატომ ეუბნება მაცხოვარი ამას პეტრეს: მათეს სახარების თანახმად, მოციქულებთან ერთად ფილიპეს კესარიისკენ მიმავალი იესო ქრისტე ეკითხება მათ: "რას ამბობს ხალხი, ვინ არისო კაცის ძე?" ზოგმა უთხრა, რომ ხალხს იგი იოანე ნათლისმცემელი ჰგონია, ზოგს - ელია, ზოგს - იერემია ან რომელიმე სხვა წინასწარმეტყველი. შემდეგ უფალი თავად მოციქულებს მიმართავს: "თქვენ რას იტყვით, ვინ ვარ მე?" პეტრე ყველა მოციქულის ნაცვლად პასუხობს: "შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა". სწორედ პეტრეს მიერ ძე ღვთისად აღიარების შემდეგ მიმართავს მაცხოვარი პეტრეს: "შენ ხარ კლდე და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" - უფალი კლდეს უწოდებს არა პეტრე მოციქულს, არამედ მის რწმენას ძე ღვთისას მიმართ: "შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა ცხოველისა". ამდენად, "ამას კლდესა ზედა აღვაშენოო" ნიშნავს - ჭეშმარიტ რწმენაზე დავაფუძნებ ეკლესიასო. ეკლესია კი აშენებული და დაფუძნებულია განკაცებულ უფალ იესო ქრისტეზე, რომელსაც ვერ მოერევა ჯოჯოხეთის ბჭენი, ვერავითარი მტერი ვერ სძლევს და დაამარცხებს, ამიტომ დაუძლეველი იქნება ეკლესიაც - კაცობრიობის ხსნისა და ადამიანთა გადასარჩენად განკაცებული უფლის სარწმუნოებაში, რწმენაში მყოფ ადამიანთა კრებული, საზოგადოება.

- პავლე მოციქული ეკლესიას ჭეშმარიტების სვეტს და სიმტკიცეს უწოდებს. რატომ არის ეკლესია ჭეშმარიტების სვეტი და სიმტკიცე?

- რადგან ის დაფუძნებულია იმ საფუძველზე, რაზეც უფალი ბრძანებს, "ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიანო", ანუ უფალ იესო ქრისტეს სარწმუნოებაზე, რწმენაზე, რომელსაც ვერც ამქვეყნიური და ვერც არაამქვეყნიური მტერი ვერ მოერევა და დაამარცხებს. ის, რაც ჭეშმარიტია, თავისთავად არის სიმტკიცე და სვეტი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat