იმდენ ხანს ვიდექი და ვუსმენდი გალობას, რომ დამავიწყდა კიდეც, რისთვის ვიყავი მისული
იმდენ ხანს ვიდექი და ვუსმენდი გალობას, რომ დამავიწყდა კიდეც, რისთვის ვიყავი მისული
"ღვთის ხატად და მსგავსად" შექმნილი ადამიანი ქვეცნობიერად თუ ცნობიერად ბედნიერებისა და ჭეშმარიტებისაკენ ისწრაფვის. გააჩნია, ვინ რას მიიჩნევს ბედნიერებად ან სად ხედავს გზას, რომელიც ჭეშმარიტი ნავსაყუდელისკენ მიუძღვის. მით უმეტეს ძნელია ამ გზის პოვნა თაობისთვის, რომლის აღზრდასაც "საღვთო სჯული" არ სდებია საფუძვლად. შეუძლებელია მზამზარეული პასუხების პოვნა ისეთ მარადიულ კითხვებზე, როგორიც ცხოვრების საზრისი, ადამიანის რაობა და დანიშნულებაა... შემეცნების დაუოკებელი წყურვილის მოსაკლავად იწყება დაძაბული და მტანჯველი ძიება. ამ გზაზე ადამიანმა შესაძლოა უგზო-უკვლოდ იხეტიალოს, ათასგვარ მოძღვრებათა წყაროს დაეწაფოს, ათასნაირ მახეში გაებას, დაიტანჯოს, იმედი გაუცრუვდეს... და საბოლოოდ დარწმუნდეს, რომ "ვერ პოვებს მოსვენებას და ნუგეშს იქ, სადაც უფალი არ არის" (ნეტარი ავგუსტინე).

მუხიანის წმინდა მირიანისა და ნანას სახელობის ტაძრის მღვდელმსახურისთვის, მამა ანდრია გელაშვილისთვის, ჭეშმარიტების ძიების გზა რთული და მიხვეულ-მოხვეული აღმოჩნდა. მან გულახდილად მოგვითხრო, თუ როგორ დააღწია თავი ბაპტისტური მწვალებლობის საცდურს, როგორ მიატოვა "მოძღვარი", რომელიც დამტკბარი ქადაგებებით ხიბლავდა მის ჯერ კიდევ ნორჩ და რწმენაში განუმტკიცებელ სულს და ეზიარა ჭეშმარიტი სიხარულის მომნიჭებელი მართლმადიდებლური სარწმუნოების მადლს.

- ხაშურელი გახლავართ. ცამეტი წლის ვიყავი, როდესაც ქვიშხეთის კულტურის სახლში ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი "ოცნება" შეიქმნა. მეც მოვისურვე ამ ანსამბლში ჩარიცხვა. რაკი დასარტყმელ ინსტრუმენტებზე კარგად ვუკრავდი, იოლად მიმიღეს. ანსამბლმა მალე მოიპოვა წარმატება. მთელ საქართველოში ვმართავდით კონცერტებს, უცხოეთშიც დავდიოდით.

ანსამბლის ხელმძღვანელი ყოველ მეცადინეობაზე გვესაუბრებოდა ღმერთსა და ერთმანეთის სიყვარულზე, გვიკითხავდა ლოცვებს, ნაწყვეტებს "ახალი აღთქმიდან". მოუნათლავი გახლდით, თუმცა ღვთის შიში მქონდა. ჩემი მშობლები ქართულ ტრადიციებს მისდევდნენ - რიტუალებს აღასრულებდნენ, დღესასწაულებზე, ჩვეულებისამებრ, ცხვარს კლავდნენ, შესაწირავს სწირავდნენ ეკლესიას. ყოველივე ამაში მეც ვმონაწილეობდი, მაგრამ ძალზე ცოტა რამ ვიცოდი წმინდა სამების, სამყაროს შესაქმის და სხვა საკითხების შესახებ... ეს საუბრები ძალიან მომწონდა. ვოცნებობდი, როგორმე "ახალი აღთქმა" ჩამეგდო ხელში და თავიდან ბოლომდე წამეკითხა, მაგრამ წიგნი ჩვენს ხელმძღვანელს საგულდაგულოდ ჰქონდა ჩაკეტილი. ესეც, ალბათ, მისი გეგმის ნაწილი იყო - ჩვენი ანსამბლი 20 წევრისგან შედგებოდა და ამდენი ახალგაზრდის ბაპტისტებად მოქცევა მისთვის უდიდესი მიღწევა იქნებოდა.

ერთხელ ხელმძღვანელმა ბაპტისტურ ლოცვასა და ქადაგებას დაგვასწრო, თუმცა მაშინ კარგად ვერც კი მივხვდი, რა ხდებოდა იქ. არ მესმოდა, რატომ არ ჰგავდა შენობა მართლმადიდებლურ ტაძარს, რატომ არ ჰქონდათ ხატები და ჯვრები... დღეს ბაპტისტები ხალხის ცდუნების მიზნით უფრო უკეთ შეინიღბნენ, ჰყავთ დიაკვნები, ეპისკოპოსები, პრესვიტერებიც კი, აღარც ჩვენს ტაძრებში წირვა-ლოცვაზე დასწრება ეკრძალებათ. იმ დროს კი ეს დაუშვებელი იყო. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ხელმძღვანელი ამის უფლებას არ გვაძლევდა. მისი ქადაგება იესო ქრისტეთი შემოიფარგლებოდა. პირველად სწორედ მან გვაჩვენა ფილმი მაცხოვრის შესახებ. იმხანად ჩამივარდა ხელში "ახალი აღთქმაც", რომელმაც ჩემს ცნობიერებაში დიდი გარდატეხა მოახდინა. განსაკუთრებით პავლე მოციქულის ეპისტოლეებმა შემძრა: "ვინაიდან სიტყვა ჯვრის შესახებ სისულელეა მათთვის, რომელნიც იღუპებიან, ხოლო ჩვენთვის, რომელნიც გადავრჩებით, ღვთის ძალაა" (I კორ. 1:18), ან კიდევ: "რადგან ქრისტეს არ მოვუვლენივარ მოსანათლავად, არამედ სახარებლად. არა ბრძნული სიტყვებით, რათა არ გაუქმებულიყო ქრისტეს ჯვარი" (I კორინ. 1:17). ხელმძღვანელს მოციქულების შესახებ ვეკითხებოდი. მპასუხობდა, ისინიც ჩვენსავით უბრალო ადამიანები იყვნენო. მოგეხსენებათ, ბაპტისტური ეკლესია უარყოფს მოციქულთა სწავლებას ეკლესიის, მისი იერარქიის, სამღვდელოების მიმართ მორჩილების შესახებ, ღვთისმშობლის სიწმინდეს, ჯვრისა და ხატების თაყვანისცემას - "როგორ შეიძლება, ის იარაღი ატარო გულით, რომლითაც ქრისტე აწამესო"... მეც იძულებული გავხდი, ჯვარი მომეხსნა.

მას შემდეგ 20 წელი გავიდა. ბევრი რამ ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ ის კი უდავოა, რომ ბაპტისტური სწავლება ჭეშმარიტ სარწმუნოებას გვაშორებდა. მხოლოდ ღმერთმა იცის, რა ბრძოლა მიმდინარეობდა ჩემს სულში. ასე გაგრძელდა, ვიდრე მშობლებმა ჩემი მონათვლა არ გადაწყვიტეს. 14 წლის გახლდით. ბაპტისტური ცრუ სწავლებით დაბრკოლებულმა, რომლის თანახმადაც ადამიანი 30 წლამდე არ უნდა მონათლულიყო, წინააღმდეგობა გავუწიე, მაგრამ მშობლების აზრმა გაიმარჯვა და მოვინათლე.

ტაძარში რომ მივედით, საღამოს ლოცვა აღესრულებოდა. უამრავი ხალხი მოსულიყო მოსანათლავად, რადგან ჩვენს რაიონში მხოლოდ ორი ეკლესია მოქმედებდა. ცნობისმოყვარე ბავშვი ვიყავი და ტაძრის თვალიერება დავიწყე... ჩემი იქ შესვლა უთუოდ ღვთის ნება იყო, რადგან ის დღე ჩემი სულიერი გარდატეხის წერტილად იქცა. საოცრად იმოქმედა ჩემზე ტკბილხმოვანმა გალობამ. ისეთი ახლობელი მეჩვენა იქაურობა, იმდენ ხანს ვიდექი და ვუსმენდი გალობას, რომ დამავიწყდა კიდეც, რისთვის ვიყავი მისული. მოგვიანებით ამერიკელი მღვდელმონაზონის სერაფიმ როუზის წიგნი წავიკითხე, სადაც იგი თავის შთაბეჭდილებებს აღწერდა: "როდესაც პირველად გადავაბიჯე მართლმადიდებლური ტაძრის ზღურბლს, რაღაც ისეთი ვიგრძენი, რაც არც ერთ ტაძარში არ განმიცდია, თითქოს გული მეუბნებოდა, ეს შენი სახლია და შენი ძიებაც დასრულდაო". იგი რთული გზით მივიდა ქრისტემდე, საბოლოოდ კი მიხვდა, რომ უფალი გონებით კი არა, გულით შეიმეცნება.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოვინათლე და მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი გავხდი. ეს ანსამბლის ხელმძღვანელს ვაცნობე. არ ესიამოვნა, მითხრა: "მღვდლებმა ქრისტე საწამებლად გაიმეტეს, მათი როგორ უნდა ირწმუნოო?!" არჩევანის წინაშე დავდექი: ან ანსამბლი უნდა დამეტოვებინა, ან ეკლესია. ჯგუფი მიყვარდა, ბევრი მეგობარი მყავდა იქ, მაგრამ მაინც ეკლესია ვარჩიე.

ერთხელ მეზობელთან ერთად თბილისში გამოვიპარე, რათა სიონში წირვას დავსწრებოდი და პატრიარქი მენახა. ბედნიერი ვიყავი, ეს სურვილი რომ ავისრულე.

მალე შევიტყვე, რომ ანსამბლიც დაშლილიყო წევრებს შორის გაჩენილი უთანხმოების გამო.

ეკლესიამ გამიტაცა და ჩემი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა. იმხანად საეკლესიო ლიტერატურა თითქმის არ იშოვებოდა, მაგრამ მაინც ვახერხებდი კითხვას. მერე ეკლესიაში მსახურების სურვილი გამიჩნდა. მზად ვიყავი, თუნდაც დამლაგებლად მემსახურა, მაგრამ უფალმა უფრო მეტი გაიმეტა ჩემთვის. იმ დროს ჩვენს ეპარქიას მეუფე ვახტანგი (ახვლედიანი) მართავდა. მასთან სტიქაროსნად დავიწყე მსახურება. ორი-სამი წლის შემდეგ სასულიერო სემინარიაც გაიხსნა და სკოლის დამთავრებისთანავე იქ ჩავაბარე.

სტუდენტობისას სკოლებში "რელიგიას და კულტურას" ვასწავლიდი, 1995 წელს კი ჯერ დიაკვნად, შემდეგ მღვდლად მაკურთხეს.

რაც დრო გადის, უფრო და უფრო ნათლად ვხედავ, რომ ყოვლისმხილველი და ყველგანმყოფი უფლის განზრახვა ყოველთვის სასიკეთოა. "დიდ არს უფალი ჩვენი, დიდ არს ძალი მისი და გულისხმისა მისისა არა არს რიცხვი" (ფს. 146:5). მადლობა უფალს, რომ მეც, უძღებ შვილს, თავისი წმინდა ხელი გამომიწოდა, თავის სანუკვარ წიაღში მიმიღო, გულში ჩამიკრა და ესოდენ ძვირფასი რამ - სამღვდელო წოდება - მომანიჭა.

ჩემს მონათხრობს წმინდა თეოდორე დაყუდებულის სიტყვებით დავასრულებ: "გინდა გადარჩე? გწამდეს მთელი ღვთივგანბრძნობილი სწავლებისა და მიიღებდე ღვთაებრივ მადლს წმინდა საიდუმლოებების მეშვეობით; იცხოვრე ღვთის მცნებებიდან გადაუხრელად, ღვთისაგან დადგენილი მოძღვრების ხელმძღვანელობითა და მათდამი მორჩილებით; მაგრამ ეს ყველაფერი აკეთე ღვთის წმინდა ეკლესიის სულით, მისი დადგენილი წესებით და მასთან ცოცხალ კავშირში. ამგვარად გადარჩები".

ღმერთმა დაგლოცოთ, "დაგიცვათ ყოვლისაგან ცდომისა და წვალებისა და ღირს გყოთ მართლმადიდებლობისა სიტყვითა წარდგომად წინაშე მისსა". ამინ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat