მართლმადიდებლობა
მართლმადიდებლობა
რელიგია, რომელიც ჩვენგან მხოლოდ ერთს ითხოვს - გულს შემუსვრილს, სულს შემუსვრილს და დამდაბლებულს
"მართლმადიდებლობა ჭეშმარიტი შემეცნება და მსახურებაა ღვთისა. მართლმადიდებლობა თაყვანისცემაა ღვთისა სულითა და ჭეშმარიტებით. მართლმადიდებლობა ჭეშმარიტი შემეცნებითა და თაყვანისცემით განდიდებაა ღვთისა. მართლმადიდებლობა ღვთის მიერ მისი ჭეშმარიტი მსახურის გამოჩინებაა სულიწმინდის მადლის მინიჭებით. სულიწმინდა დიდებაა ქრისტიანეთა. სადა არა არს მადლი სულისა წმიდისა, იქ არა არს მართლმადიდებლობა. არ არის მართლმადიდებლობა ადამიანურ ნააზრევში... მართლმადიდებლობა სულიწმინდის სწავლებაა, ღვთით მონიჭებული ადამიანთა საცხოვნებლად".
წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი

რა არის მართლმადიდებლობა? რატომ მივიჩნევთ მას ერთადერთ წმინდა და ჭეშმარიტ აღმსარებლობად? როგორია მისი არსი? - ეს კითხვები ალბათ ყოველ ჩვენგანს დაბადებია. სწორედ მათზე პასუხის ძიებით იწყება ადამიანის ცხონება. პიროვნებას ჭეშმარიტ ქრისტიანად რელიგიის შეცნობა, მისი შესისხლხორცება აქცევს, აქცევს გააზრება იმისა, რომ თვით უფალმა შეისხა ხორცი მის გადასარჩენად, ახლა კი მისი ჯერია, ქრისტეს გამოწვდილ ხელს ხელი შეაგებოს და ცათა სასუფეველი დაიმკვიდროს.

დიდი მარხვის I კვირას მართლმადიდებლობის ზეიმს ვუწოდებთ. დღესასწაული მას შემდეგ დადგინდა, რაც VII მსოფლიო საეკლესიო კრებაზე ხატმებრძოლობის ერესი დაემხო და მართლმადიდებელი სარწმუნოების ზეიმი გამოცხადდა. წმინდა მამებს ეს დღე დიდ მარხვაში შემთხვევით არ დაუდგენიათ - თითოეულ ჩვენგანს ევალება, წელიწადში ერთხელ, ამ ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდში მაინც დაფიქრდეს, ვინ არის, როგორია მისი აღმსარებლობის არსი, რა ევალება და რას მოითხოვს მისგან უფალი.

დღეს სწორედ მართლმადიდებლობაზე, მის არსსა და საფუძველზე ვისაუბრებთ. ჩვენი სტუმარია წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური გიორგი სხირტლაძე.

- რა არის მართლმადიდებლობა? რაში მდგომარეობს ჩვენი რელიგიის არსი?

- მართლმადიდებლობა ქრისტიანობის პირველსახეა, ჭეშმარიტი სახე, რომელმაც ჭეშმარიტი ქრისტიანობა, უფლის მიერ მოცემული მოძღვრება, უცვლელად, შეურყვნელად, გაუმდიდრებლად და გაუღარიბებლად, გაუუბრალოებლად, დაუმახინჯებლად შემოგვინახა. ჭეშმარიტება, რომელიც სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ იქადაგეს მოციქულებმა, უცვლელად არის შემონახული მართლმადიდებლობაში. ეს რელიგია მოიცავს ყველაფერს, რაც სულის ცხონების მოსურნე ადამიანს სჭირდება.

- კაცობრიობა დიდხანს ელოდა მესიას. როგორ ემზადებოდა სამყარო ქრისტიანობის მისაღებად?

- მოგეხსენებათ, წმინდა წერილი ორ ნაწილად - ძველ და ახალ აღთქმად იყოფა. ძველი აღთქმა ქრისტეს მოლოდინია, მზადება უფლის განხორციელებისთვის. ეს ის პერიოდია, როცა ქრისტე ჯერ არ მოსულა ხორციელად, თუმცა წინასწარმეტყველთა თაობები ათასწლეულების მანძილზე წინასწარმეტყველებენ, ელიან მესიას. ელიან არა გაუცნობიერებლად, არა ინსტინქტურად, არა ბნელში ხელის ცეცებით, არამედ სავსებით ცნობიერად, სულიწმინდის მადლით, წინასწარმეტყველურად. ძველ აღთქმაში თითქმის დაწვრილებით არის აღწერილი ყველა ის მოვლენა, რაც ახალში ხდება, პირდაპირ თუ ირიბად, იგავურად თუ უშუალოდ, ცხადად თუ სიმბოლურად (მიაქციეთ ყურადღება - არც ერთ სხვა რელიგიაში არ გვხვდება წინასწარმეტყველები, არამცთუ მათი თაობები). წმინდა სამების დოგმატიდან დაწყებული, გამოხსნის დოგმატით დამთავრებული - ყველაფერია ძველ აღთქმაში მოცემული. სხვა საქმეა, შეგვიძლია თუ არა მათი დანახვა, გვსურს თუ არა, გაგვეხსნას გონება ქრისტეში. ამას, რა თქმა უნდა, ეკლესიური ცხოვრება სჭირდება, რადგან ადამიანის სულიერ შემეცნებას პირდაპირი კავშირი აქვს მის სულიერ სიწმინდესთან.

დიდი დრო გავიდა ადამის დაცემიდან უფლის მოსვლამდე, დიდხანს ელოდა კაცობრიობა ქრისტეს, რადგან ის, ვინც უნდა მოსულიყო, ითხოვდა დროის სისავსეს. არც გვიან, არც ადრე - სწორედ მაშინ იშვა ძე ღვთისა, როცა კაცობრიობა მზად იყო ამისთვის.

მართალია, შერყვნილი, გამრუდებული იყო ადამიანის ბუნება, მაგრამ ღვთის ხატება მაინც სუფევდა მასში. სწორედ ამ ხატებას დაეყრდნო ქრისტე და ეს იქცა საფუძვლად ახალი ადამიანის დაბადებისა.

- სახელდობრ, რა მოიტანა ახალი ქრისტიანობამ?

- ძველ და ახალ აღთქმას შორის კარდინალური სხვაობაა. პირველი მოლოდინია, მეორე კი ამ მოლოდინის განხორციელება. ასევე, დიდია განსხვავება ძველი და ახალი აღთქმის ადამიანებს შორის: პირველი გამოუხსნელი, პირველქმნილი ცოდვის ტვირთით დამძიმებული კაცია, მეორე კი ახალგამოხსნილი, რომელსაც ძალუძს, სინანულისა და შვიდი საიდუმლოს მეშვეობით დაიბრუნოს დაკარგული მადლი. ქრისტიანობამ იქ დააბრუნა ადამიანი, საიდანაც იგი გამოაძევეს.

- მიუხედავად ამისა, ძველი და ახალი აღთქმა ერთმანეთს არ უპირისპირდება...

- არათუ არ უპირისპირდება, პირიქით, ავსებს კიდეც ერთმანეთს. ეს ერთი განუყოფელი მთლიანობაა. ახალი აღთქმა ძველში ისე ირეკლება, როგორც ცა ზღვაში. ძველი აღთქმა ხეა, ხოლო ახალი - მისი ნაყოფი.

- რა იქცა ქრისტიანობის საფუძვლად, რას დაემყარა მართლმადიდებლობა?

- ღმერთმა ყოველივე სიტყვით შექმნა და არც დაცემული კაცობრიობის სიტყვითვე გამოხსნა გაუჭირდებოდა, მაგრამ განგებულებამ ღვთისამ ინება, აღსრულებულიყო ჯვარცმა და აღდგომა.

გარდა გამოხსნისა, ქრისტემ მოგვიტანა ახალი სწავლება ღმერთზე, რომელიც ადამიანთათვის მოვიდა ამქვეყნად, ჯვარს ეცვა, აღდგა და ამაღლდა ზეცად. არსად, არც ერთ რელიგიაში არ განკაცებულა უფალი და თავისი სისხლით არ გამოუსყიდია კაცობრიობა. აი, ამით არის ქრისტიანობა განსაკუთრებული, გამორჩეული.

რატომ მოიქცა ასე უფალი? იმიტომ, რომ ვუყვარვართ, სიყვარული კი თავგანწირვას გულისხმობს. სწორედ სიყვარული იქცა ქრისტიანობის საფუძვლად. ქრისტიანობამ იქადაგა სიყვარული, როგორც ყველაფრის საწყისი, დასაბამი ყოველი სიკეთისა. ქრისტემ თავისი უსაზღვრო სიყვარული გვაჩვენა და ჩვენც ამ სათნოების მოხვეჭა გვიქადაგა. სიყვარული ღვთისა და მოყვასისა - აი, ის უხილავი ჯვარი, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ გულში უნდა გამოისახოს. თუ სიყვარული არ გვაქვს, ვერც ქრისტიანებად ვიწოდებით. "ამით სცნან, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკეთუ იყვარებოდეთ ურთიერთარსს", - ამბობს უფალი. რაგინდ წესიერად ცხოვრობდეს მორწმუნე, თუ სიყვარული არ აქვს, მისი მადლს მოკლებული სული კვდომისკენ მიისწრაფვის.

სიყვარული რთული მისაღწევია, მაგრამ "ვარჯიში" შეიძლება. მართალია, ის ნიჭია სულიწმინდისა, - ზოგს მეტი აქვს მიმადლებული, ზოგს - ნაკლები, - მაგრამ მავანი ამ ნიჭს განამრავლებს, მარცვალს ხედ აქცევს, მავანი კი დაფლავს და გაახმობს. ასე რომ, სიყვარული მიიღწევა კიდეც. მიიღწევა ლოცვით, მარხვით, ქრისტიანული ცხოვრებით.

- კიდევ რომელ სათნოებებს ეფუძნება მართლმადიდებლობა?

- მართლმადიდებლურ დოქტრინაში უდიდესი ადგილი უკავია ადამიანს, როგორც ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილ არსებას. მას აქვს ნიჭი და პატივი, ჰქონდეს უნარი შემოქმედებისა, მეტყველებისა, ღვთის დიდებისა, უნარი არჩევანისა, თავისუფალი ნების მართებულად რეალიზაციისა, სიცოცხლის გზის არჩევისა. გარდა ამისა, მიმადლებული აქვს ნიჭები, რომლებიც უნდა განამრავლოს და რომლებმაც სასუფევლამდე უნდა მიიყვანოს: სიმდაბლე, სინანული, მოწყალება... მინდა, სინანულზე საგანგებოდ შევჩერდე. ესღა დაგვრჩენია ჯვარცმის შემდეგ. ყოველი ცოდვა გამოსყიდულია ჯვარზე, ჩვენგან მხოლოდ თანხმობას ითხოვს უფალი. ჩვენს ცხოვრებაში სინანულით უნდა დავეთანხმოთ ქრისტესმიერ გამოსყიდვას, უფალთან შერიგების მუდმივ პროცესში უნდა ვიყოთ, რადგან ქრისტიანობა, სხვათაგან განსხვავებით, ღმერთთან შერიგებული ადამიანის რელიგიაა. ქრისტიანობა არ არის უბრალოდ სწავლება ღმერთის შესახებ - ეს არის აღდგენილი კავშირის რელიგია, იმ კავშირისა, რომელიც პირველქმნილმა ცოდვამ გაწყვიტა, ხოლო ღმერთმა აღადგინა დედამიწაზე ხორციელად მოსვლით და ჯვარცმით.

მართლმადიდებლობა არ არსებობს სინანულის გარეშე. სინანული მას ყველა სხვა კონფესიისგან განასხვავებს. "განცდა თვისთა ცოდვათა" - აი მართლმადიდებლის მთავარი საზრუნავი. სინანული ღმერთთან შერიგების აუცილებელ და სავალდებულო პროგრამას გვისახავს. მის გარეშე - ისევე როგორც სათნოებათა გარეშე - ცხონება არ არსებობს.

- აქვს თუ არა უფლება მართლმადიდებელს, სხვა რელიგიებს გაეცნოს? საშიში ხომ არ არის ეს მორწმუნისთვის?

- ადამიანს არავინ უკრძალავს ახლის შემეცნებას. უფალმა მას თავისუფალი ნება მისცა. ისე რომ, შეგვიძლია, შევისწავლოთ სხვა რელიგიებიც, მაგრამ ადრე თუ გვიან მაინც აქ მოვალთ. ვისაც ჭეშმარიტება არ შეუცვნია, ცდილობს, სხვა სწავლებებში, ამაოებაში პოვოს ნუგეში.

კითხვა უამრავია, მაგრამ პასუხი ყველას როდი აქვს; თუ გვინდა, მივიღოთ პასუხი ყველა კითხვაზე, რაც კი სამყაროს, ღმერთს შეეხება, კითხვები სწორად უნდა დავსვათ.

ქრისტიანობას, მართლმადიდებლობას ძალუძს, ნებისმიერ კითხვას თუ გამოწვევას უპასუხოს. თუ ადამიანი ღმერთს ეძიებს, ესე იგი, ღმერთმა ის უკვე იპოვა და ისიც ადრე თუ გვიან უთუოდ მოვა ტაძრამდე. ვინც ეძებს, აუცილებლად
იპოვის, მთავარია, სწორად ეძებოს. თუმცა ისიც შეიძლება, ძიებისას საერთოდ ასცდეს ქრისტეს, ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. სანამ სხვა რელიგიას შევეხებით, ჯერ ჩვენი უნდა ვიცოდეთ კარგად.

- გარდა იმ სათნოებებისა, რომლებზეც ვისაუბრეთ, რითია მართლმადიდებლობა გამორჩეული?

- ყველა სხვა რელიგია, როგორც აღნიშნავს ყველა, ვინც კი მათ საფუძვლიანად გაეცნო, ადამიანის ინტელექტის ნაყოფია. ამას ადვილად შეამჩნევს ყველა, ვისაც სულიერი ხედვა აქვს - არავინ არავისთვის არ გაკრულა ჯვარზე, არ დაფლულა, არ აღმდგარა მკვდრეთით და ამაღლებულა, არავის მოსვლა არ უწინასწარმეტყველებიათ, გარდა მაცხოვრისა. გამორჩეულია თვით ქრისტე ისეთი სახით, როგორიც მართლმადიდებლობაშია - ღმერთი და კაცი, ღვთაებრივი და ადამიანური ბუნების შეურყვნელად მატარებელი, კაცთათვის დედამიწაზე მოსული წმინდა სამების მეორე ჰიპოსტასი.

სუნთქვითი ვარჯიშები, მედიტაციები, რაც არ უნდა სრულყოფილი, დახვეწილი და ინტელექტუალური სისტემები იყოს, ვერ აცხოვნებს, ვერ გადაარჩენს ადამიანს, იმიტომ, რომ მათში მადლი არ არის, მადლის გარეშე კი არ არსებობს ცათა სასუფევლის მკვიდრობა. ადამიანი არა მარტო გონებით ხვდება მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებას, არამედ გულით. გულის კარნახი, შინაგანი ხმა აგრძნობინებს, აპოვნინებს მას ჭეშმარიტ ღმერთს. ქრისტე იხილვება ყველგან. არ არის ადგილი, მას რომ ვერ ვჭვრეტდეთ. ყველგან არის ის და ყოველივეს აღავსებს, მაგრამ უწინარესად საკუთარ თავში, საკუთარ გულში უნდა ჩავიხედოთ და იქ დავინახოთ.

KARIBCHE- არის ხალხი, ვინც მიიჩნევს, რომ ყველა რელიგია საბოლოოდ ერთ ღმერთთან მიდის. ამ ლოგიკით, დასაშვებად მიაჩნიათ, მაგალითად, ბუდისტთან ერთად ლოცვა. ზოგჯერ კი მართლმადიდებელი, რომელიც ეკლესიურად არ ცხოვრობს და არ იცნობს მის კანონებს, შემთხვევით მოხვდება ასეთ ლოცვებზე და უნებლიეთ მათი მონაწილე ხდება...

- ყველა რელიგია ერთი რომ იყოს, ქრისტეს მოსვლას რა აზრი ექნებოდა? თუ მაცხოვრის შემდეგაც იგივეა, რაც მანამდე იყო, ესე იგი, მისი მსხვერპლი არ ყოფილა საჭირო. ყველაფრის გაიგივებით ღვთაებრივ ჭეშმარიტებას გავაუბრალოებთ და ხაზს გადავუსვამთ. ამიტომ დიდი სიფრთხილეა საჭირო "შემთხვევითი" ლოცვების, შეკრებების მიმართ. ვიდრე სადმე მივალთ, უნდა ვიცოდეთ, შევძლებთ თუ არა იქიდან წამოსვლას ან, თუ შევძლებთ, როგორები წამოვალთ. თუ ქრისტიანობას არ შევისწავლით და არ დავიცავთ, ჩვენივე ბრალი იქნება. ყველაფერი გარკვეული და ბოძებულია, ჩვენ მხოლოდ მიღება, შესისხლხორცება, ქრისტეს წმინდა სისხლითა და ხორცით შემტკიცება მოგვეთხოვება. განათლება მხოლოდ წიგნის კითხვა არ არის, განათლება ქრისტესგან მოდის. სწორედ ქრისტიანული განათლება ზრდის და ხვეწს პიროვნებას, აცილებს ყოველივე უსარგებლოს და ზედმეტს. განათლების გარეშე იოლი იქნება ჩვენი ცდუნება და ვერც ჩვენს სარწმუნოებას დავიცავთ. თუ ის არ ვიცით, რას ვაღიარებთ, რისი გვწამს, გამოდის, ბრმად ვყოფილვართ ეკლესიაში, ეს კი დიდი ცოდვაა. ასე ვერასდროს ჩავწვდებით უფლის განხორციელების საიდუმლოს, ვერასდროს შევძლებთ მართლმადიდებლობის გააზრებას.

- როგორ ხდება ადამიანი მართლმადიდებლური ეკლესიის წევრი, რა არის ამისთვის საჭირო?

- ქრისტიანობის კარიბჭე ნათლობაა. პირველი ნაბიჯები მართლმადიდებლობაში სწორედ ნათლობის დროს იდგმება. ეს საიდუმლო უღებს კარს ადამიანს სხვა საიდუმლოებებისკენ, რომლებშიც მონაწილეობა (გარდა მღვდლობისა და ქორწინებისა), აუცილებელია ყოველი ქრისტიანისთვის. ნათლობის დროს ემბაზში ადამიანი ხელახლა იბადება, იცვლება მისი არა მარტო სულიერი თუ მშვინვიერი, არამედ ხორციელი სამყაროც. ადამიანი იძენს იმ თვისებებს, რომლებიც აქამდე არ ჰქონდა. ეს არის განღმრთობის, თეოზისის დასაწყისი, ეს არის პირადი სულთმოფენობა. ნათლობისას უფალი მადლს გარდამოავლენს ჩვენზე, გვაძლევს პოტენციალს ვნებათა დამარცხებისა, საკუთარი თავის უარყოფისა და ქრისტეს შედგომისა.

ნათლობა აუცილებელია, თუმცა არა საკმარისი. ის არ არის ბრძოლის დასასრული; პირიქით, იარაღის ასხმაა, ბრძოლის ველისკენ მიმავალი გზის დალოცვაა. ნათლობა დასაწყისია იმ ბრძოლისა, რომელიც სიკვდილამდე გრძელდება. ასე რომ, ადამიანი შეიძლება მონათლული იყოს, მაგრამ თუ არ არის აღმსარებელი, მაზიარებელი, ამ გზაზე ვერ ივლის. წლობით რომ არ ეზიაროთ, თვითონვე დარწმუნდებით ამის აუცილებლობაში - წარმატება, ბედნიერება, ჯანმრთელობა მხოლოდ საეკლესიო საიდუმლოთა აღსრულებას მოაქვს.

- მართლმადიდებლობის ისტორია მდიდარია სასწაულებით, მაგრამ სასწაულები სხვა რელიგიებშიც ხდება. როგორ შევხვდეთ მათ?

- მართალი ბრძანდებით, "სასწაულები" სხვა რელიგიებშიც ხდება, განსაკუთრებით - მაგიურ რელიგიებში. ისინი ზოგჯერ იმდენად რეალურია, რომ ადამიანი შეიძლება ცდუნდეს. ასე რომ, ქრისტიანობის ჭეშმარიტება - ამას ხაზგასმით ვამბობ - მხოლოდ სასწაულებით არ დასტურდება. თუმცა მათი დაუნახაობაც დიდი ცოდვაა. სასწაული შეიძლება იყოს თეთრი და შავი, ცრუ და ჭეშმარიტი. სათანადო სულიერი დონე უნდა გვქონდეს, რომ მათი განსხვავება შევძლოთ.

ერთ-ერთი ყველაზე ცხადი სასწაულია აღდგომის ცეცხლი. და მაინც - სასწაულების თავისთავად, ღვთისგან მოწყვეტით, თაყვანისცემა არ შეიძლება. არ იქნება მართებული, აღდგომის ცეცხლს ვცემდეთ თაყვანს; უნდა გვახსოვდეს, რატომ გადმოდის ეს ცეცხლი, ვინ დგას ამის უკან და მას ვეთაყვანოთ. ვეთაყვანოთ არა ქმნულს, არამედ შემოქმედს. განა სასწაული არ არის მზის ამოსვლა და ჩასვლა, დაღამება და გათენება?! განა სასწაული არ არის ადამიანის ორგანიზმი? სასწაული არ არის, რომ ვსუნთქავთ, ვხედავთ, ვმეტყველებთ?! მაგრამ მზე კი არ უნდა გავაღმერთოთ, არამედ ის, ვინც შექმნა ეს ყოველივე. ყველა სასწაულს ღმერთამდე უნდა მივყავდეთ.

- აქვს თუ არა მორწმუნეს ქადაგების უფლება?

- ყველა მორწმუნე თავისთავად ღვთისმსახურია და ყველა ქრისტეს მიერ არის ნაკურთხი. "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველი წარმართნი და ნათელს სცემდით მათ", - ეს ეხება არა მარტო სასულიერო პირებს (თუმცა, ცხადია, პირველ რიგში მათ), არამედ ნებისმიერ ერისკაცს. თუ საჭიროა, უნდა ვიქადაგოთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ დრო, ადგილი და ზომა. მას უნდა ვუქადაგოთ, ვისაც ეს სჭირდება და ღორებს მარგალიტები არ უნდა დავუყაროთ. ქადაგება სულიერი მოწყალებაა. უნდა მიიღოს მან, ვინც თხოულობს, ვისაც სურს ორიენტირი ამ გზაზე. ამასთანავე, გვახსოვდეს, რომ ჯერ ცხოვრებით, პირადი მაგალითით უნდა ვიქადაგოთ, მერე კი, თუ საჭირო გახდა, სიტყვითაც, ოღონდ ამას, ვიმეორებ, თავისი დრო და ადგილი სჭირდება.

- მართლმადიდებლობას ყველაზე ხშირად კათოლიციზმს ადარებენ. ზოგი მიიჩნევს, რომ ეს უკანასკნელი უფრო რბილი, უფრო ლმობიერია, მართლმადიდებლობას კი ზედმეტ სიმკაცრეს უკიჟინებენ...

- მართლმადიდებლობის სიმკაცრე მათი მოგონილია, ვინც ვერ ჩასწვდომია მის არსს და მიიჩნევს, რომ მასა და კათოლიციზმს შორის განსხვავება მხოლოდ პირჯვრის წერაშია. ვურჩევ, იკითხონ მართლმადიდებლური ლიტერატურა, უკეთ შეისწავლონ ეს რელიგია - დარწმუნებული ვარ, აზრს შეიცვლიან. მართლმადიდებლობა კი არ არის მკაცრი, მისდამი ჩვენი დამოკიდებულებაა უმართებულო. ბევრს ჩვენი რელიგია აკრძალვების კრებული ჰგონია. მართლმადიდებლისთვის ქრისტიანული წესების აღსრულება იძულება კი არა, გაცნობიერებული აუცილებლობაა. ამ წესებით ცხოვრება, რომლებიც ჩვენსავე საცხოვნებლად მოგვეცა, შინაგან მოთხოვნილებად უნდა გვექცეს, გარეგანი შინაგანში უნდა გადავიდეს და შინაგანმა გარეგნულში პოვოს ასახვა. თუ ადამიანი ამ წესებს უგულოდ ასრულებს, ისინი მართლაც მკაცრად მოეჩვენება, მაგრამ როცა სიყვარულით, სარწმუნოებით მიუდგება და გაიაზრებს, - თვითონვე მოუნდება მათი აღსრულება. მართლმადიდებლობა გულის რელიგია, რომელიც ჩვენგან მხოლოდ ერთს ითხოვს - გულს შემუსვრილს, სულს შემუსვრილს და დამდაბლებულს.

ესაუბრა
გვანცა გოგოლაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat