მარხვა სინანულისა, აღდგომა - სიხარულისა
მარხვა სინანულისა, აღდგომა - სიხარულისა
"ადამს პირველ-ქმნილსა ვებაძვე მცნებათა გარდასვლითა და განვვარდი სამოთხისაგან უბადრუკი; ვინაცა შეგივრდები სინანულით და გოდებით, მხსნელო, მსგავსად მისსა მაცხოვნე წყალობითა შენითა... მოიწია ჟამი სინანულისა, ვისწრაფოთ ყოველთა, ქრისტეს-მოყუარენო, განწმედად შეცოდებათა და განცხადებად წინაშე მეუფისა სახარებისა", - ნათქვამია ერთ-ერთ საღვთისმსახურო წიგნში "მარხვანში", წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) კი ამბობს: "ჭეშმარიტი სრული მარხვა მდგომარეობს მიტევებასა შინა ბრალთა ძმათა, მოძულეთა და მტერთა... შენდობის კვირადღეს მართლმადიდებელ ეკლესიაში ძველთაგანვე არსებობდა წესი ერთმანეთზე განაწყენებულთა შერიგებისა და მიტევებისა. ამ ჩვეულებას გულწრფელი აღსრულება სჭირდება. მაცხოვარი გვასწავლის: თუ მივუტევებთ ადამიანებს შეცოდებებს, მამა ჩვენი ზეციერი ჩვენც მოგვიტევებს ჩვენს შეცოდებებს, ხოლო თუ არ მივუტევებთ, არც ჩვენ მოგვეტევება. აქედან ჩანს, როგორ სურს ჩვენს ზეციერ მამას, ჩვენს შორის ერთობა და სიყვარული იყოს და როგორ უხარია მას, როცა შერიგებულებსა და ერთმანეთისადმი კეთილად განწყობილებს გვხედავს... მოახლოებულია დიდი მარხვა, ჟამი ცოდვების აღიარებისა და მონანიებისა, მაგრამ იესო ქრისტე ცოდვებს მხოლოდ იმ პირობით შეგვინდობს, თუ ჩვენც შევუნდობთ მათ, რომელთაც ჩვენს წინაშე შესცოდეს. ან როგორ არ უნდა შეუნდო, როცა შენც ცოდვილი ხარ და შენდობა შენც გჭირდება? უცოდველიც რომ იყო, მიტევება მაშინაც უნდა შეგეძლოს. განა ჩვენი უფალი, რომლისათვის ცოდვა საერთოდ უცხოა, არ გვპატიობს ჩვენ, ვინც მის წინაშე ვცოდავთ?"

გვესაუბრება საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ზურაბ ცხოვრებაძე.

- ბატონო ზურაბ, დიდი წმინდა მარხვის დაწყების წინ ეკლესია ადამის სამოთხიდან განდევნას იხსენებს. რა სულიერი, საღვთისმეტყველო დატვირთვა აქვს ამას?

- დიდმარხვას წინ უძღვის ე.წ. მოსამზადებელი კვირები, რომელთა განმავლობაშიც ეკლესია წმინდა წერილიდან ზოგიერთ ადგილს ახსენებს თავის მრევლს. ეს, რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის. სახელდობრ, მარხვის დაწყების წინ ეკლესია იხსენიებს ადამის სამოთხიდან განდევნის ამბავს. "ჭამადისადმი უკრძალველობამ გამოაძევა ადამი სამოთხიდან", - გვასწავლის წმინდა იოანე ოქროპირი. საზოგადოდ, მარხვა სამოთხეში დაწესდა - თავდაპირველი მცნება, რომელიც ღმერთმა მისცა ადამიანს, იყო მცნება მარხვის შესახებ. "ხოლო ხისაგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა არა სჭამოთ" (დაბ. 2:17), - უბრძანა უფალმა ადამს. "არა სჭამოთ" სწორედ მარხვისა და თავშეკავების დაწესებას გულისხმობს (თვით სიტყვა "მარხვა" რაიმეს შენახვას, ამ შემთხვევაში - ღვთის მიერ მოცემული კანონის, წესის დაცვას, დამარხვას ნიშნავს). მარხვის გატეხით - აკრძალული ხილის ჭამით - ადამმა და ევამ დაკარგეს სამოთხე. ედემიდან განდევნის შემდეგ მათ მთელი სიმძიმით შეიგრძნეს თავიანთი შეცოდების შედეგი, თუმცა უფალმა აღუთქვა, რომ მოუვლენდა მხსნელს, რომელიც ქალწულისგან იშვებოდა და კაცობრიობას ცოდვისა და მარადიული სიკვდილისგან გამოიხსნიდა. "ევას რომ მარხვა დაეცვა და არ ეჭამა ამ ხის ნაყოფი, ჩვენ არ გვექნებოდა ამ მარხვის საჭიროება... არ ვიმარხულეთ, ამიტომ განგდებულ ვიქმენით სამოთხიდან! უნდა ვიმარხულოთ, რათა ისევ შევიდეთ სამოთხეში", - წერს წმინდა ბასილი დიდი. ყოველი ადამიანი, ვინც კი ამქვეყნად ცხოვრობს, ადამ და ევას შთამომავალია, მათი პირველქმნილი ცოდვა ჩვენ გადმოგვეცა შთამომავლობით. ამავე დროს, ყოველი ჩვენგანი შინაგანად, ქვეცნობიერად მიილტვის, რომ დაბრუნდეს თავის ზეციურ სამშობლოში - სასუფეველში - და კიდევაც უნდა მივისწრაფოდეთ ამისკენ. მაგრამ სინანულის, მოღვაწეობის გარეშე იქ დაბრუნება შეუძლებელია. შეუძლებელია, მარხვისა და ლოცვის გარეშე სათნოებები მოვიხვეჭოთ.

ქრისტიანული ტრადიციით, დიდი მარხვა იწყება ურთიერთშენდობით, ერთმანეთისთვის ცოდვების მიტევებით, რაც აუცილებელი პირობაა უფალთან ჩვენი შერიგებისა. შენდობის ეს წესი ეკლესიაში ყველიერის კვირის საღამოს აღესრულება. ამ დღეს ქრისტიანები ერთმანეთს შენდობას სთხოვენ. წმინდა იოანე ოქროპირი გვასწავლის: "ჩვენ უნდა შევუნდოთ სხვებს არა მარტო სიტყვით, არამედ სუფთა გულით, რათა ჩვენს გულში დაგროვილი ბოროტებით მახვილი ჩვენსავე საწინააღმდეგოდ არ აღვმართოთ".

- შენდობის დღე შესანიშნავად წარმოაჩენს მართლმადიდებლობის სიდიადეს, მიმტევებლობის, სინანულის, სიყვარულის ძალას. საიდან მომდინარეობს ეს უძველესი ტრადიცია?

- ეს მართლაც უძველესი ტრადიციაა. ძველად, პირველ საუკუნეებში, ეგვიპტეში, რომელიც მონასტრული მოღვაწეობის სამშობლოა, დიდმარხვის წინ ბერები ერთად იკრიბებოდნენ, ერთმანეთს შენდობას სთხოვდნენ და შემდეგ აღდგომის საგალობლების გალობით უდაბნოში გადიოდნენ. ასე იმიტომ იქცეოდნენ, რომ არავინ იცოდა, დაბრუნდებოდნენ თუ არა მონასტერში მშვიდობით, ცოცხლები შეხვდებოდნენ თუ არა აღდგომას, რამეთუ ადამიანის სიცოცხლე, მისი ცხოვრება საიდუმლოა. წმინდა ეფრემ ასური წერს: "ნურასოდეს იტყვი - დღეს შევცოდავ, ხვალ კი შევინანებო. სჯობს, დღესვე მოვინანიოთ ცოდვები, რადგან არ ვიცით, ვიცოცხლებთ თუ არა ხვალამდე". ურთიერთმიტევებით დიდი მადლი გვეძლევა უფლისაგან. ჩვენ ყველა ადამიანის წინაშე დამნაშავენი ვართ, რადგან ზოგს საქმით დავუშავეთ რაღაც, ზოგი ფიქრით თუ სიტყვით განვიკითხეთ და, საერთოდ, როდესაც ადამიანი რაიმე ცოდვას სჩადის, ყველა თავისი მოყვასის წინაშე დამნაშავეა, იმიტომ, რომ ეს ცოდვები ზოგადად ამძიმებს მთელ ერს, მთელ კაცობრიობას.

- მიტევების დღეს ყველა ტაძარში აღესრულება შენდობის წესი. რა ხდება ამ დროს ღვთისმსახურებისას?

- შენდობის დღეს მწუხრის ლოცვაზე ყოველგვარი ფერადი შესამოსელი ეკლესიაში შავით იცვლება. ამავე დროს, მწუხრის მიწურულს მოძღვარი ამბიონზე გამოდის, წარმოთქვამს ქადაგებას ურთიერთმიმტევებლობის მნიშვნელობაზე და ითხოვს შენდობას მრევლისაგან, შემდეგ კი მრევლი იღებს შენდობას მოძღვრისა და ერთმანეთისგან. მიტევებას ვითხოვთ როგორც ნებსით, ისე უნებლიეთ ჩადენილი ცოდვებისა და შეცდომებისთვის.

წელს წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში პირველად აღინიშნება შენდობის კვირა. ამ დღეს პატრიარქიც იჩოქებს ხოლმე ერის წინაშე და შენდობას ითხოვს. ცხადია, ამავე დროს მრევლიც სთხოვს მას შენდობას. ამას გარდა, საპატრიარქო ტაძარში, ისევე როგორც ეპარქიების საკათედრო ტაძრებში, მიდიან მოძღვრები და თავიანთ ეპისკოპოსს (მცხეთა-თბილისის ეპარქიაში - პატრიარქს) მიტევებას სთხოვენ. სასულიერო პირები ერთმანეთისგანაც ითხოვენ შენდობას და ასე ურთიერთმიტევებით ვიწყებთ დიდ მარხვას.

- წმინდა ისააკ ასური ამბობს - "არ არსებობს მიუტევებელი ცოდვები, გარდა მოუნანიებელი ცოდვებისა". მარხვის შენახვასთან ერთად რატომაა აუცილებელი წირვა-ლოცვაზე ხშირი დასწრება, სინანული, აღსარების თქმა, წმინდა ზიარება?

- სულიერი განწმენდისთვის ადამიანს განეწესა მარხვა, ლოცვა, აღსარება, ზიარება. ეს ის საშუალებებია, რომლებიც მას ცოდვებისგან ათავისუფლებს. წმინდა იოანე ოქროპირის თქმით, "სხეულის მარხვა სულის საკვებია. შეუძლებელია, ცეცხლი ენთოს წყალში, შეუძლებელია სინანული მარხვის გარეშე... უფალს ისე არ განარისხებს ჩვენი ცოდვები, როგორც ის, რომ არ გვსურს, შევიცვალოთ".

ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს, დედამი-წა წირვაზე დგასო. ამით მას იმის თქმა სურს, რომ ლოცვას და, სახელდობრ, ლიტურგიას იმდენად დიდი მადლი აქვს, დედამიწას ინარჩუნებს, უფლის მადლს, წყალობას მოიზიდავს ადამიანებზე. ამავე დროს, წმინდა კვიპრიანე კართაგენელის თქმით, "ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, იმისთვის ღმერთი მამა ვერ იქნება". სხვაგვარად, შეუძლებელია, ადამიანი ჭეშმარიტად მორწმუნე იყოს და ეკლესიურად არ ცხოვრობდეს. უფალი, რა თქმა უნდა, ყველგან მყოფობს, მაგრამ ტაძარში განსაკუთრებულად იგრძნობა ღვთის მადლი და ამაში დარწმუნება თითოეულ ადამიანს შეუძლია. წირვა უდიდესი საიდუმლოა, მისი კულმინაცია კი გახლავთ ზიარება, რომლის საშუალებითაც უფალი თითოეულ ჩვენგანში შემოდის. ეს ღვთისაგან ადამიანისთვის მონიჭებული იმოდენა წყალობაა, რომ, როგორც წმინდა მამები ამბობენ, ანგელოზებსაც კი შურთ ჩვენი. და მაინც - ბევრი ამ ღვთაებრივი წყალობით არ სარგებლობს, არ ესმის ზიარების არსი და მნიშვნელობა.

- არიან ქრისტიანები, რომლებიც მარხვას ინახავენ, მაგრამ ცოდვების მონანიების, მოძღვართან აღსარების თქმისა და ზიარებისა ერიდებათ ხოლმე...

- ამის გამო წმინდა ეფრემ ასური შეგვაგონებს: "შენ მაშინ მორცხვობ და წითლდები, როცა შენი ცოდვების აღიარებაა საჭირო. უმჯობესია, ცოდვის ჩადენისა გრცხვენოდეს... დაფიქრდი იმაზე, რომ თუ აქ არ მოინანიებ ცოდვებს აღსარებით, მაშინ ყველაფერი იქ, იმქვეყნად, მთელი სამყაროს წინაშე გამოვლინდება. სად იქნება უფრო მეტი სირცხვილი, სად იქნება უფრო მეტი ტანჯვა?.. სინანული ის კიბეა, რომლის საფეხურებსაც ავყავართ იმ სანეტარო ადგილას, საიდანაც ოდესღაც დავეცით". დიდმარხვის შენახვის შესახებ მოციქულთა 69-ე კანონში ვკითხულობთ: "თუ ეპისკოპოსმა, მღვდელ-მა, დიაკონმა, კერძო დიაკონმა, წიგნისმკითხველმა ან მგალობელმა წმიდა ორმოცი ან ოთხშაბათი და პარასკევი არ იმარხოს, განიკვეთოს, თუ ხორციელი უძლურებით არ იყოს შეპყრობილი. თუ ერისკაცი იყოს, უზიარებლობით დაისაჯოს".

მოძღვართან ურთიერთობა აუცილებელია, ვინაიდან სამღვდელო პირს უფლისგან ბოძებული აქვს ძალა ცოდვების მიტევებისა ან არმიტევებისა.

პირველი სასულიერო პირები მოციქულები იყვნენ; მათ, თავის მხრივ,'ხელი დაასხეს ახალ სასულიერო პირებს; ამ თაობამ აკურთხა შემდეგი თაობა სამღვდელო დასისა და ა.შ. ეს უწყვეტი ჯაჭვი კურთხევისა მოდის ჩვენამდე, ესე იგი, ამჟამად ნაკურთხი სასულიერო პირები არიან მოციქულებრივი ხელდასხმის მემკვიდრენი, სამღვდელო მადლის მატარებელნი, და მათი საშუალებით უფალი საღვთო საიდუმლოებებს გვაზიარებს.

უნდა გვახსოვდეს, რომ უდიდესი წმინდანებიც კი თავს უკანასკნელ ცოდვილებად მიიჩნევდნენ და უფალს ჩადენილ ცოდვათა მიტევებას ევედრებოდნენ, ამიტომ ჩვენც შევთხოვოთ მაცხოვარს, მოგვცეს ძალა, რათა შევიგრძნოთ ჩვენი ცოდვები და მოვინანიოთ, რამეთუ საკუთარ ცოდვათა დანახვა და შეგრძნება სულის ცხონებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat