ნაკურთხ წყალს მოკრძალებით უნდა მოვექცეთ
ნაკურთხ წყალს მოკრძალებით უნდა მოვექცეთ
როდესაც მაცხოვარი მოინათლა იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ, მაშინ პირველად მოხდა წყლის კურთხევა. ჯერ იორდანეს წყალი იკურთხა, შემდეგ კი მთელ მსოფლიოში შესრულდა წყლის კურთხევის საიდუმლო. ნაკურთხი წყლის მაკურნებელი ძალა, მისი უხრწნელობა გვახსენებს, რომ შეუცნობელია უფლის ძალა და მადლი. შეუცნობელია თუნდაც იმ მხრივ, რომ ჩვეულებრივი წყალი სასწაულმოქმედი ხდება და არასოდეს კარგავს ძალას და უხრწნელობას, გვიცავს ბოროტი ძალებისაგან და რწმენაში გვაძლიერებს.

გვესაუბრება მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის იღუმენი ლუკა (ფალავანდიშვილი):

- იესო ქრისტე წმინდა და უცოდველი იყო, მაგრამ მან ნათელიღო, რათა ჩვენთვის ეჩვენებინა ნათლობის აუცილებლობა და დაადგინა ნათლობის საიდუმლო. მაცხოვარმა წყალში ჩასვლით აკურთხა და განწმინდა წყალი, რითაც სათავე დაუდო წყლის კურთხევას ანუ დიდ აიაზმას. აიაზმა ბერძნული სიტყვაა, რომელიც მომდინარეობს სიტყვიდან "აღიოს" - წმინდა. მართლაც უდიდესი სიწმინდეა ეს წყალი, იგი მუდამ ახალია, გემოსა და ფერს არ იცვლის.

ნათლისღების დღესასწაულს ღვთის გამოცხადება ანუ ღვთის განცხადება ჰქვია, რადგან ამ დროს მოხდა წმინდა სამების სამივე ჰიპოსტასის გამოცხადება. ამ დღეს დიდი მადლი გადავიდა მოციქულებზე. ეს მადლი გადმოდის ჩვენზეც, როდესაც სრულდება საზეიმო წირვა და დიდი აიაზმა. როდესაც ოჯახებში მიგვაქვს ნაკურთხი წყალი, მიგვაქვს მადლი სულისა წმინდისა, რომელიც არის "უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი". ამიტომ ყოველმა ადამიანმა უნდა შეინახოს ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში. ყოველ დილით იხმიოს, ასხუროს სახლს, ეზოს, ოჯახის წევრებს და დაცული იქნება ხილული და უხილავი მტრებისგან.

უფალი, როგორც უწმინდესი, ნათლობას არ საჭიროებდა, მაგრამ მოინათლა, რათა ჩვენთვის ეჩვენებინა ნათლობის აუცილობლობა. ნათლობის გარეშე ხომ შეუძლებელია ცხონება. როგორც თავად მაცხოვარმა ბრძანა: "უკუეთუ ვინმე არა იშვას წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესლვა სასუფეველსა ღმრთისასა" (ინ. 3,5). ესე იგი ნათლობის მიღებით ჩვენ ხელახლა ვიშვებით წყლითა და სულით და ვხდებით მემკვიდრენი ღვთის სასუფევლისა. ვინაიდან ნათლობა, წმინდა კირილე იერუსალიმელის თქმით, "არის სიკვდილი ცოდვისა, ხელახლა შობა სულისა, სამოსელი ნათელი, კიბე ზეცისაკენ მიმავალი, სამეუფო შუამდგომლობა". ნათლობის დროს, როდესაც ადამიანი შთაიფლობა ნაკურთხ წყალში, კვდება ძველი იგი კაცი ანუ ცოდვა და ხდება ახალი ადამიანის შობა, სულიერი დაბადება. იწმინდება ცოდვების სიბილწისგან და თავისუფლდება ადამ და ევას დროიდან მოყოლებული ცოდვის პასუხისმგებლობისაგან, ახალნათელღებულს ენიჭება ზეციური მამის ძეობა. ჩვენ ხილული სახით განვიბანებით წყლის ემბაზში, ამავე დროს, უხილავად, სულიწმინდით ვიწმინდებით პირადი თუ მემკვიდრეობით მიღებული ცოდვისაგან.

იესო ქრისტემ თავისი ნათლობით მოგვიმზადა ემბაზი ჩვენი ნათლობისთვის. მაცხოვარი მოინათლა, ჩავიდა წყალში, რათა განეწმინდა და ეკურთხებინა წყალი. "ნაკურთხ წყალთან, ამ მადლთან ერთად ჩვენში შემოდის ნათელი; ნათელი არამიწიერი, ნათელი დაუღამებელი, ნათელი, რომელიც განგვანათლებს, განწმენდს ჩვენს სულსა და გონებას, ჩვენს სხეულს, მაგრამ ჩვენც მზად უნდა ვიყოთ ამ მადლის მისაღებად, შევთხოვოთ უფალს, რომ განიწმინდოს ჩვენი სულიერი სამყარო, ჩვენი გონება, სული და ხორცი, რათა ღირსნი გავხდეთ, შემოვიდეს და ჩვენში დარჩეს ეს ნათელი. სწორედ ამ ნათელმა გადაარჩინა საქართველო, დღემდე მოიყვანა და კვლავაც გადაარჩენს მომავალშიც" (ილია II).

- მამა ლუკა, ოდესმე ნაკურთხს წყალს მადლი და ძალა თუ დაუკარგავს?

- ნაკურთხ წყალს მოკრძალებით უნდა მოვექცეთ. თუ ნაკურთხი წყლით სავსე ჭურჭელში სხვა ჭურჭელს ჩავყოფთ, რომლითაც ვიხმევდით, იგი შეიძლება გაფუჭდეს, რადგან ადამიანის პირის ღრუ არ არის დაცული ბაქტერიებისგან. ასეთ შემთხვევაში წყალი უნდა გადავღვაროთ და ტაძრიდან ახალი ნაკურთხი წყალი მოვიტანოთ. ამასთანავე, როდესაც გვინდა ნაკურთხი წყლის გამრავლება, ჩვეულებრივ წყალს ყოველთვის თავზე უნდა დავასხათ ნაკურთხი წყალი. ათეისტები ამბობდნენ, ნაკურთხი წყალი უხრწნელი უფლის მადლით და წყალობით კი არა ძვირფასი ლითონის გამოაო. მოგეხსენებათ, რომ წყლის კურთხევის დროს წყლით სავსე ჭურჭელში რამდენჯერმე ჩაბრძანდება ჯვარი, რაც სიმბოლურად ნიშნავს მაცხოვრის იორდანეში ჩასვლას. ათეისტები ამბობდნენ, რომ ძვირფასი ლითონის წყალში გავლებით წყალი არ ფუჭდებაო. ეს სიცრუე და მკრეხელობაა. როდესაც წყალი იკურთხება, ის იძენს ისეთ თვისებებს, რაც ჩვეულებრივ წყალს არ აქვს, ეს კი დამამტკიცებელია იმისა, რომ წყალი ნაკურთხია და მას უფლისაგან მიმადლებული მაკურნებელი ძალა აქვს.

- გარდა იმისა, რომ ნაკურთხ წყალს მორწმუნეები სულისა და ხორცის განსაწმენდელად ვიხმევთ, მისით სრულდება წმინდა ხატების, ჯვრების, სახლების კურთხევა...

- როდესაც შევიძენთ ხატს ან ჯვარს, მნიშვნელობა არა აქვს, რა მასალისაგან იქნება გაკეთებული, თაყვანს ვცემთ არა იმ ლითონს ან ხეს, თუნდაც საღებავს, რითიც დაწერილია ხატი, არამედ ვეამბორებით მასზე გამოსახულ წმინდანებს, უფლის ხატებას. უფლის კურთხევა, მადლი და წყალობა სიწმინდეებს ენიჭება მაშინ, როდესაც სასულიერო პირი ნაკურთხი წყლით აკურთხებს. ხატის ან ჯვრის კურთხევით უფლის მადლი და წყალობა გადმოდის. ამ მადლის წყალობით, როდესაც მორწმუნე მასზე ლოცულობს, პირდაპირ უფლის წინაშე აღავლენს ლოცვებს. ტაძრის კურთხევის დროს ნაკურთხი წყლით იწმინდება ტრაპეზი და ტაძრის გარშემოც ესხურება. სახლის კურთხევის დროს მოძღვარი ამბობს: "სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, სხურებითა წმიდისა ამის აიაზმისათა განიდევნოს ყოველივე მზაკვარი და ზაკული საეშმაკო მოქმედება, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ". და სახლის ყველა კუთხეში ესხურება ნაკურთხი წყალი, სადაც ნაკურთხი წყალია, იქ მზაკვარი ვეღარ ჩერდება.

- მიცვალებულთა საფლავებიც ხომ იკურთხება ნაკურთხი წყლით?

- ყოველი წლის აღდგომის მეორე დღეს ანუ ორშაბათს ხდება მიცვალებულთა საფლავების კურთხევა. ამ დროს იკითხება სპეციალური ლოცვა და საფლავებს ესხურება ნაკურთხი წყალი. სასულიერო პირები მიცვალებულთა სულების შესაწევნელად ამ დღეს საფლავებს აკურთხებენ. ამით ჩვენს მიცვალებულებს ვულოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და გამოვხატავთ ჩვენს სურვილს, რომ ისინიც იყვნენ ზიარნი უფლის ბრწყინვალე აღდგომისა.

- სასულიერო პირების შესამოსელიც იკურთხება?

- ნაკურთხი წყალი ესხურება ყველა საეკლესიო ნივთს, მათ შორის სასულიერო პირის შესამოსელსაც, ნიშნად ამ ნივთების განწმენდა-განსპეტაკებისა. სასულიერო პირი როდესაც აკურთხებს სტიქაროსანს, ნაკურთხ წყალს ასხურებს სტიქარს და იმ პიროვნებას, რომელიც სტიქარით შეიმოსება.

- დიდი მადლობა, მამაო, საუბრისთვის, გთხოვთ დაგვლოცოთ.

- ქრისტემ დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. დიდი მადლობა თქვენ, ჟურნალ "კარიბჭეს" და ბატონ დავით გიქუაშვილს ჩვენი მონასტრისთვის გაწეული დახმარებისთვის.

ქრისტემ გაგახაროთ და გაგაძლიეროთ!
ბეჭდვაელფოსტა
02.10. 2016
ჟუჟუნა
გ მადლობთ ,კარგი ტექსტი იყო.
24.03. 2015
როცა ვინმე ვინმეს ნათლავს აუცილებლად ნაკურთხი უნდა იყოს წყალი?
როცა ვინმე ვინმეს ნათლავს აუცილებლად ნაკურთხი უნდა იყოს წყალი? ძალიან მაინტერესებს.
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat