სიმდაბლითა - სიმაღლე და სიგლახაკითა - სიმდიდრე...
სიმდაბლითა - სიმაღლე და სიგლახაკითა - სიმდიდრე...
შეუძლებელია ერთდროულად გიყვარდეს ვერცხლიცა და სულიც
მღვდელმთავრებისადმი აღვლენილ ტროპარში გვხვდება სიტყვები:
"მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე..." როგორ უნდა მოიპოვოს ადამიანმა "სიგლახაკით სიმდიდრე"?.. ყველაზე ძვირფასი განძი და სიმდიდრე ზეციური სასუფეველი - სამოთხეა. სწორედ ამ უმთავრესი საუნჯის მოპოვებაზე ზრუნვა უნდა იყოს ადამიანის მიწიერი ცხოვრების მთავარი მიზანი. მიწიერი სიმდიდრეც, ღმერთისგან რომ ებოძება, "ცათა შინა" სიმდიდრის დაუნჯებას უნდა მოახმაროს... გვესაუბრება დეკანოზი იოანე მამულაშვილი.

- მაცხოვარი ბრძანებს: თქვენი საუნჯე, უდიდესი განძი იყოს ცათა შინა, სადაც ვერც მოგპარავენ და არც გაფუჭდება. ასეთ განძს მარადიული დანიშნულება აქვს. სხვა დანარჩენი, რასაც დედამიწაზე მიწიერი კეთილდღეობისთვის ვიუნჯებთ, შესაძლოა, უბედურების მიზეზადაც იქცეს, დაიკარგოს ან მოგვპარონ. თუკი მიწიერსაც ვიუნჯებთ და ზეციურსაც, მათი შეერთებით მრავალ კეთილ საქმეს ვიქმთ, მაგრამ უპირატესობა ყოველთვის ზეციურს, უხრწნელს - მარადიული სიმდიდრის მოპოვებისკენ სწრაფვას უნდა მივანიჭოთ. "სადაც არის საუნჯე თქვენი, იქ არის გული თქვენი", - გვმოძღვრავს სახარება. თუკი მხოლოდ მიწიერს ვაგროვებთ, მიწას ვერ ავცდებით, ხოლო თუკი ყველაზე ძვირფასი სიმდიდრე ცათა შინა გვექნება, ჩვენი გულიც ცათა შინა დაივანებს.

- როგორ მოვიპოვოთ სულიერი სიმდიდრე, რა არის უმთავრესი იმისთვის, რომ ზეცაში დავიუნჯოთ, "ცათა შინა" დავაგროვოთ განძი?

- სახარების იგავი გავიხსენოთ: ერთი კაცი დიდძალ მოსავალს მიიღებს და შეწუხდება, ჩემი საუნჯე სად დავაბინავოო. შემდეგ კი გადაწყვეტს: მოდი, დავანგრევ ძველ ბეღლებს და ახლებს ავაშენებ, იქ შევკრებ მთელ ჩემს დოვლათს. ვეტყვი ჩემს სულს: ბევრი სიკეთე გაქვს დაგროვილი მრავალი წლისთვის, მოისვენე, ჭამე, სვი, იმხიარულე-მეთქი. მაგრამ იქვე განჩინებას მიიღებს: ამაღამვე მიიღებენ შენს სულს და სად უნდა წაიღო, ვის დარჩება, რაც დაიმზადეო.

როგორც წმინდა ბასილი დიდი განმარტავს, კაცს მიღებული საუნჯე ღარიბ-ღატაკთა სამოწყალოდ გაწვდილ ხელებში უნდა შეენახა - მოწყალებად გაეცა. ამ გზით ზეცაში დაიუნჯებდა.Mმან კი მოპოვებული დიდძალი საუნჯისთვის ძველი საცავი დაანგრია. საბოლოოდ, ესეც გაებნა და დაეკარგა და ვერც ზეცაში დაიუნჯა. სულიც იმ ღამესვე განეშორა და დაიღუპა.

ასე რომ, თუკი უფალი მიწიერ სიმდიდრეს გვიბოძებს, ისევ და ისევ ღმერთის სადიდებლად უნდა გამოვიყენოთ, უფალს მივუძღვნათ მოწყალების გაცემითა და კეთილი საქმეების ქმნით, რათა ზეცაში დავაგროვოთ საუნჯე, ეს კი მარადიული ცხოვრების მოსაპოვებლად გვჭირდება.

ლიტურგიაზე, როდესაც მღვდელი შესაწირავს აღამაღლებს, წარმოითქმის სიტყვები: შენნი შენთაგან შენდა შემწირველნი ყოველთა და ყოველთათვის. ე.ი. ყველაფერი უფლისგან მოგვეცა და კვლავ ღმერთს ვუბრუნებთ ყოველთა და ყოველთათვის. ეს ყველაფერს ემსახურება და ყველაფერს მოიცავს.

- ადამიანმა სულიერი სიმდიდრე რომ დააგროვოს, სული ქრისტიანული სათნოებებით უნდა ჰქონდეს შემკული. რომელია უპირველესი სათნოება, საფუძველი სხვა ქრისტიანულ სათნოებათა?

- სახარების თანახმად, უფალთან ერთ-ერთი სჯულისმეცნიერი მიდის და ეკითხება: რაი არს ყველაზე დიდი მცნება? უფალი პასუხობს: "შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ეს არის პირველი და დიდი მცნება და მეორე ამის მსგავსი: შეიყვარო მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი". ყოველივე ამ ორ მცნებაზეა დამოკიდებული. უმთავრესი სათნოება ღმერთისა და მოყვასის სიყვარულია. ღვთის შემეცნება, ღვთის სიყვარული განაპირობებს მოყვასის სიყვარულს. შესაბამისად, მოყვასის სიყვარული შეუძლებელია უფლის სიყვარულის გარეშე. თუ მოყვასის სიყვარულს ღმრთის სიყვარული არ ახლავს, აუცილებლად გააბოროტებს ადამიანს - როდესაც მოყვასს შევეწევით, მისგან სანაცვლოს ველით, მან კი შესაძლოა იმ ფორმით ვერ გვიპასუხოს, ისე ვერ მოიქცეს, როგორც ჩვენ დავგეგმეთ, როგორც ჩვენ გვსურდა. ეს კი ხშირად უთანხმოების მიზეზი ხდება.

- საკმარისია თუ არა სულის ცხონებისთვის ღვთისკენ, სულიერი საუნჯის დაგროვებისკენ განუწყვეტელი სწრაფვა?

- ამ კითხვას საუკეთესოდ პასუხობს სახარების იგავი ტალანტების შესახებ. უფალმა, ვისაც რამდენი ტალანტი მისცა, იმის მიხედვით მოსთხოვა. ერთ-ერთმა ბოძებული ტალანტი მიწაში დაფლა, მიზეზად კი დაასახელა: ვიცოდი, რომ სასტიკი კაცი ხარ; იმკი, სადაც არ დაგითესავს და კრეფ, სადაც არ დაგიბნევია. შემეშინდა, წავედი და მიწაში დავფალი. აჰა, შენი შენვე გქონდესო. უფალმა სწორედ ამ სიტყვებით ამხილა: შენ გამრავლებაზე გეზრუნა, ამოღებით მე ამოვიღებდი. თუკი იქ შემიძლია მოვიმკა, სადაც არ დამითესავს, მოსაგებად ჩადებული ტალანტის ამოღებაზეც მე ვიზრუნებდიო. ამრიგად, ადამიანს ევალება მცდელობა, განუწყვეტელი სწრაფვა ღმრთისკენ, სულიერი სრულყოფილებისკენ, ცათა შინა საუნჯის დაგროვებისკენ.

- მამაო, რა არის ანგარება?

- როდესაც ფასეულობები იცვლება და ხორციელი სულიერზე მნიშვნელოვანი ხდება, როცა მატერიალური სიკეთის მოსახვეჭად ადამიანი აღარაფერს ერიდება, - იგი ანგარებას ემონება. წმინდა ამბროსი მედიოლანელის თქმით, ყველა ცოდვა ძველდება ადამიანთან ერთად, მხოლოდ ანგარება ახალგაზრდავდება ყოველდღიურად. წმინდა ნილოს სინელი კი ბრძანებს: "საშინელი ვნებაა ანგარება, ყველაფრის მკადრებელი და ყოვლად უსირცხვილო. თავის მიერ მოპოვებულ სულს ის ბოროტების უფსკრულში იტაცებს. ამიტომ დასაწყისშივე განვაგდოთ ეს ვნება, რადგან თუ გაძლიერდა, დაუმარცხებელი გახდება".

სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, ანგარება იგივე სიხარბეა, ეს კი სულის ერთ-ერთი მომაკვდინებელი ცოდვა გახლავთ. მოციქული გვაფრთხილებს, რომ ამ ცოდვაში მყოფი ადამიანი სასუფეველში ვერ შევა: სიძვა, ყოველგვარი უწმინდურება და ანგარება აღარ იხსენებოდეს თქვენს შორის... რადგან იცოდეთ, რომ არც ერთ მეძავს, უწმინდურს ან ანგარს არა აქვს მემკვიდრეობა ქრისტეში ან ღვთის სასუფეველში" (ეფ. 5:3-5).

- რა და რა სახის ანგარება არსებობს ან რა ცოდვები გამოდის მისგან?

- ყოველი ცოდვა ერთმანეთზეა გადაბმულ-გადაჯაჭვული. ერთი მეორეს შობს. ანგარებიდან იღებს სათავეს ვერცხლისმოყვარეობა - უსამართლოდ და უნამუსოდ ქონების შეძენა; ღადრობა - მოყვასის დაუნდობლობა.

- თანამედროვე საზოგადოებაში ყველაზე მეტად რა სახის ანგარებაა გავრცელებული?

ყველაზე უფრო - ვერცხლისმოყვარეობა. ეს ცოდვა დღეს მეტისმეტად გავრცელდა, წმინდა იოანე ოქროპირი კი გვასწავლის, რომ "შეუძლებელია ერთდროულად გიყვარდეს ვერცხლიცა და სულიც".

- ყოველთვის ანგარებად ითვლება თუ არა ქონების შეძენა?

- ანგარებად არ ჩაითვლება ქონების შეძენა კანონიერი, სამართლიანი გზით, თუნდაც ეს ქონება დიდძალი იყოს, იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე ადამიანს ბუნებრივ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად სჭირდება. ანგარებაში მყოფი არ არის ის ადამიანი, რომელმაც ეს ქონება ფიზიკური თუ გონებრივი შრომით, კანონიერი ბიზნესით ან მემკვიდრეობით მიიღო, თუ ის ქონებას არ აგროვებს გადასახადების გადაუხდელობის, საზოგადოების ან ბუნებისათვის ზიანის მიყენების ან სხვების გაკოტრების ხარჯზე.

პატიოსანი გზით შეძენილ ქონებას კი ანგარებასთან არაფერი აკავშირებს.

- მაგრამ უფალი ხომ ამბობს, მდიდარი ძნელად შევაო სასუფეველში. როგორ უნდა გავიგოთ ეს სიტყვები?

- სწორედ რომ ძნელად შევაო. ვერ შევაო კი არა, შესვლა გაუჭირდებაო. აქლემი უფრო იოლად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევაო სასუფეველში. მაგრამ უფალი იქვე გვანუგეშებს, რომ კაცისგან შეუძლებელი ღმერთისთვის შესაძლებელია. გარდა ამისა, ნემსის ყუნწში მართლა ნემსის ყუნწს კი არ გულისხმობდა უფალი; ასე რქმევია იერუსალიმის კედლის ერთ-ერთ ჭიშკარს, რომელიც ძალიან დაბალი ყოფილა და აქლემი თუ არ დაიჩოქებდა, სხვაგვარად ვერ გაძვრებოდა მასში. ასე რომ, თუ მდიდარი თავს დაიმდაბლებს, მუხლს მოიდრეკს ღვთის წინაშე, მოწყალე, ქველმოქმედი იქნება, ისიც შეიძლება გახდეს ცათა სასუფევლის მოქალაქე.

- მეორე უკიდურესობაც არსებობს: ხშირად უფლის სიტყვები, ხვალინდელი დღისათვის ნუ იზრუნებთო, ისე ესმით, თითქოს ადამიანმა მატერიალურზე საერთოდ არ უნდა იფიქროს. როგორი დამოკიდებულება გვმართებს მომავლის მიმართ?

- წმინდა მამების განმარტებით, სახარების ეს ადგილი იმაზე მიგვანიშნებს, რომ ჩვენი ცხოვრების მთავარი საზრუნავი მატერიალური შენაძენის, ქონების დაგროვება არ უნდა იყოს. მეორე მხრივ, ზრუნვა ოჯახზე, მუშაობა, რათა საარსებო წყარო გვქონდეს, სახარებას, ქრისტეს მცნებებს სრულებით არ ეწინააღმდეგება. ადამიანმა თავისი შრომით უნდა მიიღოს ის მატერიალური სახსარი, რაც სჭირდება, მაგრამ ცხოვრების მთავარი მიზანი ცათა სასუფევლის დამკვიდრება უნდა იყოს და არა ქონების დაგროვება. ერთიც უნდა ვთქვათ: ანგარებით მხოლოდ მდიდრები როდი არიან შეპყრობილები; ეს ცოდვა მატერიალურად შეჭირვებულ ადამიანებშიც ხშირია. როგორც წმინდა ამბა ევაგრე ამბობს: შესაძლოა, გლახაკის გულიც ისე იყოს მიდრეკილი ერთი ლარის მიმართ, როგორც მდიდრისა - მთელი ათასისკენ.

- რატომ ითვლება მევახშეობა ცოდვად?

- საღვთო წერილი გვასწავლის: "ნუ აიღებ მისგან (მოყვასისგან) სარგებელს და ვახშს, შენი ღვთისა გეშინოდეს" (ლევ. 25:36). აქედან გამომდინარე, სჯულის კანონიც კრძალავს მევახშეობას: მრავალნი "ანგაჰარებისა და სარგებლის შეძინებისა სურვილითა დაივიწყებენ სიტყუასა მას საღმრთოისა წერილისა, რომელი იტყვის, ვითარმედ: "ვერცხლი მისი არა მისცა აღნადგინებად, არამედ ვახშსაც მიჰხდიან მოსესხეთა თვისთა, ჯერ-იჩინა წმინდამან და დიდმან კრებამან, რაითა ვინცა ვინ იპოოს შემდგომად საზღვრისა ამისა მიმღებელად ვახშისა ვასხებისა მიერ... განიკვეთოს" (I მსოფლიო კრების მე-17 კანონი). ამგვარად, ასეთი ცოდვის ჩამდენნი ეკლესიიდან იკვეთებოდნენ. დღეს კი მევახშეობა ჩვეულებრივ საქმიანობად იქცა. მიმოიხედეთ, ამ ცოდვამ რამდენი ხალხი გააუბედურა: დაანგრია ოჯახები, მოვალეები მევალეებს საზღვარგარეთ ემალებიან, მრავალი უსახლკაროდ დარჩა და თვითმკველობამდეც არაერთი მივიდა.

ანგარების გამოვლენაა აზარტული თამაშებიც კაზინოებსა თუ ტოტალიზატორებში, რომლებსაც განსაკუთრებით ახალგაზრდები ეტანებიან. სამორინეში მიდიან იმისთვის, რომ მოიგონ ფული, რომელიც არ ეკუთვნით, არ არის მათი შრომის საზღაური, არამედ თამაშით, უშრომლად იღებენ. მოიგებენ თუ წააგებენ, მაინც ცოდვაში ცვივიან, რადგანაც ერთ შემთხვევაში ვინც აგებს, მას ართმევენ, მეორეში კი საკუთარ ოჯახსა და ახლობლებს აცლიან ხელიდან.

- ზოგჯერ დახმარების თხოვნაც ხომ არ არის ანგარება?

- არ არის ანგარება, როცა გიჭირს და ითხოვ, მაგრამ ანგარებაა, თუ ვინმესგან იძულებით ცდილობ რამის მიღებას, მით უფრო, როცა იმ ადამიანს, ვისგანაც ითხოვ, საარსებო საშუალება ნაკლები აქვს.

ანგარების კიდევ ერთ გამოვლინებას მინდა მივაქციო ყურადღება. ბოლო დროს კერძო პირებისა თუ ორგანიზაციების მატერიალური შენაწირით საქართველოს ყველა კუთხეში შენდება ეკლესიები. აბსოლუტური უმრავლესობა ამას უანგაროდ აკეთებს. აშენებულ ტაძარს გადასცემენ საპატრიარქოს და მრევლის რიგითი წევრები ხდებიან. სამწუხაროდ, არის ზოგიერთი გამონაკლისი, რაც ძალიან მტკივნეულია ეკლესიისთვის: პიროვნება, რომელიც ორგანიზებას უწევს ტაძრის მშენებლობას, მოიძიებს სპონსორებს, მშენებლებს და სხვა, ტაძრის დასრულების შემდეგ ვერ ელევა მას და ცდილობს, მისი "დირექტორი" გახდეს, ერევა საღვთისმეტყველო საქმეებში, ეკლესიის ფინანსურ-სამეურნეო საკითხებში, სურვილი აქვს, ტაძართან "ოფისი" მოიწყოს.

ასეთი ადამიანები ტაძრებს იმიტომ აშენებენ, რომ შემდეგ მისი შემოსავლით იხეირონ, მათ განკარგულებაში იყოს სანთლის საფასური თუ ტაძრის სხვა მოგება. სხვას რომ აღარ გამოვეკიდოთ, იმაზეც არ ფიქრობენ, რომ ეკლესია ხალხის ფულით აშენდა.

- როგორ გავუმკლავდეთ ვერცხლისმოყვარეობასა და ანგარებას?

- ამ ცოდვების ძირითურთ აღმომფხვრელი და განმაქარვებელია მოწყალება, ქველმოქმედება, რაც გამოიხატება შეჭირვებულთა მატერიალური ან სულიერი დახმარებითა და მხარდაჭერით, მოწყალებით, შეწირულობით, სასულიერო საგანმანათლებლო დაწესებულებათა და საზოგადოებათა დაარსებით. ამ მადლიანი საქმიდან გამოდის: მშიერთჭმევა - ღარიბ-ღატაკთათვის საზრდოს მიცემა და კეთილი სიტყვით ნუგეშისცემა; მწყურვალთსმევა - წყლისა და ყოველივე იმის გამეტება ადამიანისთვის, რაც მას არგებს; ობოლთზრდა; ავადმყოფის მოვლა - (აქვე ვიტყვი, რომ განსაკუთრებით დიდი მადლია სულით ავადმყოფის მოვლა); შიშველთშემოსვა; პყრობილთნახვა - პატიმართა მონახულება, სიტყვით ნუგეშისცემა, მოთმინების სწავლება, მოწყალების მიცემა; უცხოთშეწყნარება - უცხო მგზავრის შინ შეყვანა, გამასპინძლება და სულიერად დასვენება; ტყვეთა ხსნა - ტყვეობიდან გამოსასყიდის გადახდა ან ვალის დაფარვა. Dდიდად მადლიანი საქმეა ასევე ლოცვა მტრისთვისაც და მოყვრისთვისაც.

- დღეს მატერიალურად ბევრს უჭირს. მოწყალებას არ გასცემენ - მე რა მაქვს, შენ რა მოგცეო. რა უნდა ქნას ხელმოკლე ადამიანმა, რომ მოწყალების მადლიან საქმეს არ მოაკლდეს?

- იოანე ოქროპირი გვასწავლის, რომ მოწყალების გარეშე ცათა სასუფევლის კართანაც კი ვერ მივალთ. მოწყალების გაცემა ღარიბსაც შეუძლია, რადგანაც მოწყალების რაოდენობა კი არ არის მთავარი, არამედ ის, რომ წრფელი გულით გაიღო იმდენი, რამდენიც შეგიძლია. წმინდანთა ცხოვრებაში ამის უამრავი მაგალითი გვაქვს. ქველმოქმედების საშუალებები და ხერხები ამოუწურავია. თუ არ გვაქვს მატერიალური საშუალება, შევეწიოთ ლოცვით, ნუგეშისცემით და სხვა.

- ზოგჯერ ადამიანი ქველმოქმედებას ეწევა და საკუთარი საქციელით ფრთაშესხმული ამის შესახებ დიდი აღფრთოვანებით საუბრობს.

- უფალი კი ბრძანებს: "შენს მარცხენას ნუ ეცოდინება, რას აკეთებს შენი მარჯვენა" (მათე 6:2-4). წმინდა მამებიც იმავეს გვასწავლიან: როცა მოწყალებას გავცემთ, ნუ გავახმაურებთ - "სიტყვას ნუ იტყვი, როდესაც ვინმეს მიმართ წყალობას გამოიჩენ, მაგრამ ჩუმად ნუ იქნები, როდესაც სხვები გიკეთებენ სიკეთეს".

მოწყალების გაცემით ადამიანი არ უნდა ამაყობდეს, ამპარტავნებაში არ უნდა ჩავარდეს, ამ საქმით საკუთარ თავს რეკლამა არ უნდა გაუწიოს. ღმერთმა ყველაფერი იცის, ვინ რა გააკეთა, ცაში ყველაფერი აღნუსხულია და გაცხადდება მეორედ მოსვლის ჟამს. მაგრამ, რა თქმა უნდა, როცა თავად იღებ მოწყალებას, მადლიერება უნდა გამოხატო. ანდა მადლობდე ჯერ ღმერთს და შემდეგ იმ ადამიანს, ვინც მოწყალება გაიღო.

- ისეც ხომ ხდება, ადამიანს მოწყალებას აძლევენ და თან აყვედრიან. რამდენად გამართლებულია ასეთი საქციელი?

- ქრისტიანმა არ უნდა დააყვედროს მას, ვისაც მოწყალებას აძლევს. თუ ვინმეს ღვთის სახელით მისცემს მოწყალებას, ნუღარც დააყვედრის. მაყვედრებელი თითქოს ერთი ხელით აძლევს, მეორით კი უკან ართმევს. მხოლოდ ის მოწყალებაა ჭეშმარიტი, რომელიც სიხარულით გაიცემა.

- ზოგჯერ მოწყალების გამღები დიდ უმადურობას აწყდება მათი მხრიდან, ვისაც სიკეთეს უკეთებს და გული სწყდება. რა ვქნათ, ვაძლიოთ თუ არა მოწყალება უმადურ ადამიანს?

- არაფერია უმადურობაზე უსაძაგლესი. უმადური სხვისი ქონების მიმტაცებელს ჰგავს. მაგრამ უმადურობასთან შეხვედრამ არ უნდა შეგვაჩეროს, მოწყალების გაცემისაგან არ დაგვაბრკოლოს. თავად უფლის მიმართ გამოიჩინეს უმადურობა მრავალგზის. გავიხსენოთ ათი კეთროვნის განკურნება - მათგან მხოლოდ ერთი დაბრუნდა მადლობის სათქმელად.

- თქვენ ბრძანეთ, მრავალი ეკლესია შენდებაო, მადლობა უფალს ამისათვის, მაგრამ ისიც გვსმენია, ამ ადამიანის გაღებულს ღმერთი როგორ შეიწირავსო. ერთნაირად სათნოა თუ არა ღვთის თვალში პატიოსანი შრომით შეძენილი და უსამართლო გზით მოპოვებული ქონებიდან გაღებული მოწყალება?

- ზოგჯერ ადამიანები მოწყალებას არიგებენ, მაგრამ სხვებისგან წართმეული ფულით და ჰგონიათ, მოწყალება გაიღეს. უსამართლოდ, უკანონოდ, ბოროტმოქმედებით შეძენილი ქონებიდან გაღებულ მოწყალებას ღმერთი არ შეიწირავს. იოანე ოქროპირი წერს: "ჯერ ტაცებას დაანებე თავი, შემდეგ კი მოწყალება დაიწყე. მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი", - ხოლო წმინდა ნილოს სინელი ამბობს: "ბრმაა მოწყალების გამღები, თუ ის უსამართლოა; ამუშავებს ყანას, საიდანაც მოსავლის აღება არ შეუძლია". ეს ისე უნდა გავიგოთ, რომ მოწყალების სანაცვლოდ კაცი ღვთისგან ვერაფერს მიიღებს, თუ ეს ქონება უპატიოსნო გზით აქვს შეძენილი.

ქველმოქმედებასთან დაკავშირებით ერთ რამესაც ვიტყვი: მიუხედავად განვლილი მძიმე პერიოდისა, საქართველოს ეკლესია ფართო საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა. გვაქვს მოხუცთა და ბავშვთა თავშესაფრები, ბავშვთა სახლები, სამშობიარო სახლები, პოლიკლინიკები, უფასო სასადილოები, საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულებები. ყოველი ცალკეული სამრევლო ეკლესია და მონასტერიც ეწევა ქველმოქმედებას, მათთან მრავალი გაჭირვებული მიდის დახმარების მისაღებად.

მუდამ გვახსოვდეს, "როცა ჩვენ დახმარებაზე უარს ვეუბნებით გაჭირვებულს, ამ დროს თვითონ უფალს ვეუბნებით უარს".

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat