ჯვარი
ჯვარი
გოლგოთის გარეშე არ არსებობს აღდგომა და გადარჩენა
რისთვის მოდის ადამიანი ქვეყანაზე, რა არის მისი არსებობის მიზანი? - ეს კითხვები არაერთხელ დაგვისვამს საკუთარი თავისთვის. ჩვენთვის, ქრისტიანთათვის, პასუხი ერთია: ადამიანის მისიაა, განაღმრთოს დაცემული ბუნება და ის უფლამდე მიიყვანოს. სანაცვლოდ ღმერთი უდიდეს ჯილდოს გვპირდება, "რომელი თვალსა კაცისასა არა უხილავს და გულსა კაცისასა არა მოუხდა". დიდია მისია და, შესაბამისად, დიდია საფასურიც, იმაზე მეტი, ვიდრე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ - უფალთან ერთობა. თუმცა, რომ არა ჯვარცმა, ამ ნეტარებას მოვაკლდებოდით. სწორედ ქრისტეს მიერ გაღებულმა მსხვერპლმა აგვიყვანა ზეცაში და დაკარგული დიდება დაგვიბრუნა. ეს მსხვერპლშეწირვა აღსრულდა ჯვარზე, ამიტომაც ჯვარი ქრისტიანთათვის ყველაზე წმინდა საგანია, რომელიც მარადის გვახსენებს ღვთის მიერ ჩვენთვის გაღებულ მსხვერპლს და ჩვენს მოვალეობას. წმინდა იოანე ოქროპირი წერს: "რამდენი სიკეთის მომტანი გახდა ჩვენთვის ჯვარი? ის არის გადარჩენა ეკლესიისა, შერიგება უფალთან, სწორედ მისით გავთავისუფლდით ბოროტის ძალადობისგან და გამოვიხსენით სიკვდილისაგან. ჯვრამდე უდიდესი წმინდანებიც კი უცხო იყვნენ სამოთხისათვის, ჯვარცმის შემდეგ კი თვით ავაზაკია სასუფეველში. სიბნელისგან, უკუნეთისგან აგვიყვანა ჯვარმა მიუაჩრდილებელ ნათელში, სიკვდილისაგან საუკუნო ცხოვრებაში, ხრწნილებისაგან მარადისობაში. მართლაც, რამდენი სიკეთე მოგვეცა ჯვრის წყალობით! ქრისტე კიდია ჯვარზე, მაგრამ ეშმაკია დამარცხებული; ქრისტე აღსრულდა ჯვარზე, მაგრამ სატანაა მოკლული; ქრისტე მიმსჭვალულია ჯვარზე, მაგრამ ყოველი სული გათავისუფლებულია ბორკილთაგან... დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა..."

მაგრამ ჯვარცმა არ მომხდარა მხოლოდ საუკუნეების წინ; ის აღესრულება დღესაც თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში. და ის გარდაუვალია, თუ გვინდა ცხონება. გოლგოთის გარეშე, როგორც მამები ამბობენ, არ არსებობს აღდგომა და გადარჩენა. რას ნიშნავს ჩვენი ჯვარცმა? - საკუთარი ვნებების ჯვარზე გაკვრას, ტანჯვას და ამ ყველაფრის მადლობით დათმენას ერთი უდიდესი მიზნისთვის - რათა ქრისტეს თანა ჯვარცმულნი, მის მიერვე აღვსდგეთ და ავმაღლდეთ ზეცად.

გვესაუბრება ორთაჭალის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ბესარიონ მენაბდე.

- ჯვარი არის ჯოჯოხეთიდან ჩვენი გამოხსნის, სიკვდილზე გამარჯვების სიმბოლო. ჯვარზე ქრისტემ აღხოცა ხელითწერილი ცოდვათა ჩვენთა. კაცობრიობის ცოდვისაგან, წყევისაგან და სიკვდილისაგან გადარჩენის საიდუმლო სწორედ ჯვარზე აღსრულდა. ქრისტეს ეკლესია გამოსყიდულია მისივე სისხლით. ამიტომაც პირველი საუკუნეებიდან ჯვარი ქრისტიანთა სარწმუნოების სიმბოლოდ, ჩვენი გადარჩენის იარაღად ითვლება.

აქედან გასაგებია, თუ რას ნიშნავს უფლის უკანასკნელი სიტყვები - "აღსრულდა". აღსრულდა ის, რისთვისაც ძე ღვთისა მოვიდა ამ ქვეყანაზე, რისთვისაც ევნო და იტანჯა, აღსრულდა კაცთა გამოსყიდვის უდიდესი საქმე. და აღასრულა ის თვით უფალმა - ძე ღვთისამ, იესო ქრისტემ პატიოსან და ცხოველისმყოფელ ჯვარზე თავისი წმინდა სისხლის დათხევით.

- რატომ გახდა საჭირო ადამიანთა გამოხსნისთვის ასეთი მსხვერპლი? რატომ იყო აუცილებელი უფლის განხორციელება და შემდეგ მისი ჯვარცმა?

- პირველმა ადამმა, მიუხედავად უფლის გაფრთხილებისა, მოკვდებითო, აკრძალული ხის ნაყოფი იგემა და დაეცა. ამით დაკარგა სიცოცხლის ხის ნაყოფის მიღების საშუალება და მოკვდა სამოთხისათვის, რამეთუ შინაგანი სამოთხე - ღმერთთან ერთობა დაკარგა და ამდენად, მისთვის სამოთხეში ყოფნა უკვე აუტანელი, შეუძლებელი გახდა. გამოძევებული ადამი ეძებს დაკარგულ სამშობლოში დაბრუნების გზას. სასოება დაბრუნებისა დაფუძნებულია სინანულზე და უფლის მიერ აღთქმაზე მესიის შესახებ, რაც სამოთხიდან გამოდევნისას ეუწყა ადამს.

მოგეხსენებათ, ყოველი ადამიანი ცოდვაში იბადებოდა. ცოდვა მემკვიდრეობითად გადაეცემოდა თაობებს და მის გარეშე დაბადება შეუძლებელი იყო, რადგან ყოველი ადამიანი იშვებოდა ცოდვით ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის შედეგად- "უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან". თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელიც კი, რომელსაც პიროვნული ცოდვა არ ჰქონია, ატარებდა პირველქმნილ ცოდვას და ბუნებრივია ყველა სხვა დანარჩენი ადამიანიც. აქედან გამომდინარე, ვინც არ უნდა მოსულიყო ამ ქვეყანაზე, ვერავინ შეძლებდა ცოდვისგან გამოსყიდვას, რამეთუ თავად იქნებოდა ცოდვილი, დაცემული ბუნების პატრონი. იმისათვის, რომ მომხდარიყო გამოსყიდვა, უნდა მოსულიყო ისეთი ვინმე, ვინც არა მარტო თვითონ იქნებოდა უცოდველი, არამედ შეძლებდა სხვისი ცოდვების ტვირთვასაც. ამიტომაც გახდა საჭირო ღმერთის განხორციელება. ის არ უნდა დაბადებულიყო ქალისა და კაცის ურთიერთობის შედეგად. ამისათვის უფალმა გამოირჩია ყველაზე წმინდა, უბიწო არსება - ღვთისმშობელი და მასში სულიწმინდით მოხდა ქრისტეს ჩასახვა. ე.ი. ცოდვა არ აღსრულდა და იშვა ადამიანი, რომელიც თავისუფალი იყო ყოველგვარი ცოდვისაგან, ღმერთი და კაცი, რომელმაც ნებსით თავს იდო ჯვარცმა.

სწორედ გოლგოთის მსხვერპლშეწირვამ, რომელიც ხის ჯვარზე აღესრულა, დააბრუნა ძველი ადამი სიცოცხლის ხესთან. კავშირი სიცოცხლის ხესა და ადამიანს შორის ისევ აღდგა. ადამიანებს მიეცათ საშუალება კვლავ განეცადათ სამოთხის ნეტარება. და ამ კავშირს ვგრძნობთ ჩვენ ამ ცხოვრებაშივე წმინდა ზიარების საშუალებით. სწორედ ზიარებაა უმთავრესი შედეგი, ნაყოფი ჯვარცმისა. რა მივიღეთ ჩვენ ჯვარცმით? დავიბრუნეთ დაკარგული დიდება, მივიღეთ სამოთხე, ზიარება უფლის სისხლსა და ხორცთან, მარადიული ნეტარება, უფალთან სიახლოვე, რომელიც აქვე შეგვიძლია განვიცადოთ, რადგან წმინდა ზიარების საშუალებით თვით უფალი შემოდის ჩვენში და ვიღებთ უმთავრესს - ქრისტესთან ერთობას. ასე რომ, როგორც ხის ნაყოფის საშუალებით შემოვიდა ცოდვა სოფელში, ასევე გამოხსნაც ხის ჯვრით აღესრულა (წმინდა ათანასე ალექსანდრიელი).

ადამის დაცემა ორი ბოროტების შედეგია: ღვთის ნების უარყოფისა, რასაც სამართლიანი წყევა და მადლის დაკარგვა მოჰყვა და საკუთარი ბუნების ცოდვით დაზიანებისა, რამაც შედეგად გარდაუვალი სიკვდილი მოიტანა. ამიტომ ახალ ადამს, პირველ რიგში, ღმერთი და კაცი უნდა შეერიგებინა, მოეხსნა წყევა და აღედგინა ღვთის მოწყალება, ხოლო შემდეგ ცოდვით მომკვდარნი გავეცოცხლებინეთ, რადგანაც თუ ჩვენ ღვთის მოწყალება არ აღვიდგინეთ, ვერც მადლს მივიღებთ, მადლის გარეშე კი ვერ განვახლდებით. ესე იგი წყევის მოხსნა და ჩვენი ბუნების განახლება აუცილებელია, რადგანაც რომც მივიღოთ რამენაირად პატიება და შეწყალება, თუUარ განვახლდებით, ისევ ვისაზრდოებთ ცოდვებით, ისევ დავიმსახურებთ ღვთის რისხვას და ასე დავრჩებით დაცემულ მდგომარეობაში. მაგრამ წყევის მოხსნა და განახლება, როგორც ვთქვით, შეუძლებელია ღვთის განხორციელების გარეშე, ეს მხოლოდ ღმერთკაცს შეუძლია. სწორედ ამიტომ იშვა ქრისტე, შეიმოსა ადამიანური ბუნება და აღასრულა კაცობრიობის ცოდვისგან გამოსყიდვის საიდუმლო.

თავად უფალი ამბობს, რომ სისხლის დათხევის გარეშე არ არსებობს შენდობა. ამიტომაც იყო, ცხოველების სისხლს რომ ათხევდნენ ძველ აღთქმაში. მაგრამ მათი სისხლი თავისთავად "ვერ აღხოცდა ცოდვას". ქრისტე კი შევიდა წმინდათა წმინდაში არა სხვისი სისხლით, ძველი აღთქმისეული მსახურების მსგავსად, არამედ საკუთარი სისხლით, საკუთარი ტანჯვით გამოისყიდა კაცთა შეცოდება და სისხლიანი მსხვერპლშეწირვა შეცვალა უსისხლო მსხვერპლით.

წმინდა ათანასე დიდი წერს: ყველას ევალებოდა გადაეხადა თავისი ვალი ცოდვის გამო. ქრისტემ მიიღო თავზე ყველას შეცოდება და ამით, ერთი მხრივ, ყოველი მათგანი გაათავისუფლა, მეორე მხრივ, გახდა სიკვდილით სიკვდილის დამთრგუნველი. რადგან მსხვერპლი იყო აუცილებელი, მაცხოვარმა, ბუნებით უვნებომ და უკვდავმა, შეიმოსა კაცობრივი ბუნება და მიიტანა ის სამსხვერპლოზე, რათა სწორედ კაცობრივი ბუნებით გაემარჯვებინა სიკვდილზე და დაემარცხებინა ბოროტება.

როგორც ვთქვით, კაცობრიობის გამოსყიდვას უბიწო მსხვერპლი სჭირდებოდა, ამიტომაც გააკეთა ეს ქრისტემ, მას არ ჰქონდა არც პირველქმნილი, ბუნებითი და არც პიროვნული ცოდვა; ვინც იყო არა უბრალო ადამიანი, არამედ ღმერთი და კაცი; ვისაც არ სჭირდებოდა უფლისათვის გამოსასყიდის მიცემა სულის სანაცვლოდ - თავად შეეძლო ამ სასყიდლის გაცემა კაცთათვის. წარმოიდგინეთ ორი პატიმარი. თუ ორივეს სიკვდილი აქვს მისჯილი, ერთი ვერ შეძლებს მეორისთვის მსხვერპლის გაღებას (რაც არ უნდა დიდი სურვილი ჰქონდეს), მეგობრის სასჯელის საკუთარ თავზე მიღებას. ხოლო როცა ერთია დამნაშავე, მეორე კი უდანაშაულო, ამ უკანასკნელს შეუძლია სთხოვოს მსაჯულს, რომ მეგობრის ნაცვლად თვითონ დასაჯონ. და ეს იქნება სიყვარულის გამოვლენა, თავგანწირვა, რამეთუ სადაც სიყვარულია, იქვეა თავგანწირვაც.

KARIBCHE KARIBCHE
წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი ორთაჭალაში

ასეთივე თავგანწირვა და სიყვარული გვიჩვენა ჩვენ ქრისტემ. მან თავისი მსხვერპლით მოგვცა გაცილებით მეტი, ვიდრე ველოდით, ვიდრე ელოდა კაცობრიობა. წმინდა იოანე ოქროპირი ასეთ მაგალითს იშველიებს. წარმოიდგინეთ, მსაჯულმა ჩასვას ციხეში მევალე და მისი ოჯახი. ამ დროს მოვიდეს უცნობი, გამოისყიდოს მათი ვალი, მისცეს ათასმაგი საუნჯე, წაიყვანოს ისინი ულამაზეს სასახლეში და დიდძალი ქონების მკვიდრად დაადგინოს. სწორედ ასე მოიქცა ქრისტე. მან გადაიხადა ბევრად მეტი, ვიდრე ვალი გვქონდა. ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია იმაზე გაცილებით მეტი მივიღოთ, ვიდრე ადამის დაცემით დავკარგეთ.

- თუმცა ზოგი მაინც კითხულობს, ხომ შეიძლებოდა უფალს, თავისი მოწყალე ბუნებით, შეეწყალებინა ადამიანები და ასეთი მსხვერპლი არ გაეღოო.

- ამ კითხვას ძალიან ბევრი მამა პასუხობს. სახარებისა და წმინდა წერილის მიხედვით, უფალი არის უსაზღვროდ სამართლიანი: "მართალ არს უფალი და სიმართლენი შეიყვარნა... მართალ ხარ შენ, უფალო, და წრფელ არიან განკითხვანი შენნი... სიმართლე შენი სამართლე არს საუკუნოდ და სიტყვა შენი ჭეშმარიტ..." და ა.შ. აქედან გამომდინარე, მან ცოდვით დაცემულ ადამიანს სამართლიანი განაჩენი გამოუტანა, რომელიც სამოთხის ნეტარებიდან განდევნას, მისგან გამოგდებას გულისხმობდა. სწორედ ეს იყო წყევლა და შედეგი ცოდვებისა - სიკვდილი.

მაგრამ უფალი, სამართლიანობასთან ერთად, არის სულგრძელ და დიდად მოწყალე, ის არის სიყვარული. უსაზღვროდ უყვარს ყოველი ქმნილება და განსაკუთრებით ადამიანი. ამ სიყვარულიდან გამომდინარე, არ შეიძლებოდა, უფლის ხატება და მსგავსება სამუდამო სატანჯველში ყოფილიყო. მაშ, როგორ უნდა შეთავსებოდა ეს ორი რამ ერთმანეთს? ჯვრისმიერი მსხვერპლი იყო სწორედ უფლის სიყვარულისა და სამართლიანობის შეთავსების საოცარი მაგალითი. თავისი დიდი სიყვარულით უფალს, ცხადია, შეეძლო შეეწყალებინა ადამიანები, მაგრამ სად იქნებოდა ამ დროს მისი სამართლიანობა? ის ხომ უცილობლად დაირღვეოდა. ამიტომაც, თავისი მართლმსაჯულების სახელით, როგორც ჩვენდამი სიყვარულის ყველაზე ნათელი დადასტურება, უფალმა მიიღო თავის თავზე სასჯელი და თავისი წმინდა სისხლით გამოისყიდა ჩვენი შეცოდება. ეს იყო უდიდესი სამართლიანობისა და, ამავე დროს, უდიდესი სიყვარულის გამოხატულება.

ზოგიერთ ურწმუნოს არ სჯერა, რომ შეიძლება მთელი კაცობრიობის გამოსყიდვა მხოლოდ ერთი ადამიანის საშუალებით მომხდარიყო. უდიდესი მამა წმინდა კირილე იერუსალიმელი წერს: ნუ გაგიკვირდებათ, რომ სამყაროს მთელი შეცოდებები მხოლოდ ერთმა ადამიანმა გამოისყიდა, რადგან ის, ვინც მოკვდა გამოსახსნელად, არ იყო უბრალო ადამიანი; ის იყო უფლის მხოლოდშობილი ძე. თუ ერთის შეცოდებით ცოდვა გაბატონდა კაცობრიობაში, რატომ არ შეიძლება, ერთი მსხვერპლით სიცოცხლეს ებატონა?! თუ ხის (ხე ცნობადისა) გამო გამოიდევნა ადამი სამოთხიდან, რატომ არ შეიძლება, რომ ხის მიერვე შევიდეთ სასუფეველში? თუ მიწისაგან პირველქმნილმა გამოიწვია მსოფლიო სიკვდილი, განა არ შეეძლო მას, მის შემქმნელს მიწისგან, მოეტანა საუკუნო ცხოვრება?

- სხვადასხვა სექტის აღმსარებლები ჯვარს არ აღიარებენ - ის არის არა სათაყვანებელი საგანი, არამედ იარაღი, რითიც ღმერთი ტანჯეს და, შესაბამისად, მისი პატივისცემა უაზრობა და დიდი დანაშაულიაო. რაში მდგომარეობს მათი ცდომილება?

- გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ჯვარს უარყოფენ, არ აღიარებენ და ზოგჯერ შეურაცხყოფენ კიდეც. თავად მოციქული ამბობს, ჯვრის სიტყვა წარწყმედილთათვის სიცოფეა, ხოლო ჩვენთვის, ხსნილთათვის, ძალაა ღვთისა. აქედანაც ჩანს, რომ ისინი არასწორ გზაზე დგანან. როგორ შეიძლება ჯვრის უარყოფა ან მისი მნიშვნელობის ოდნავ მაინც დაკნინება მაშინ, როცა ის არის სახე ჩვენი გამოსყიდვისა და ქრისტეს ჩვენდამი განუზომელი სიყვარულისა?! როცა მან ჩვენთვის განუზომელი მსხვერპლი გაიღო და სრულიად უცოდველი ეწამა, როგორ შეიძლება მისი ეს თავდადება დავივიწყოთ, დავივიწყოთ ის, რითიც ჯოჯოხეთის ტყვეობიდან განვთავისუფლდით და საუკუნო ცხოვრება მოგვენიჭა! წმინდა იოანე დამასკელი ამბობს: ქრისტეს ყველა საქმე და სასწაულქმედება უდიადესია, საღვთოა და საკვირველი, მაგრამ ყველაზე უფრო საკვირველია მისი პატიოსანი ჯვარი, რადგან სხვა არაფრის მიერ არ შემუსვრილა სიკვდილი, არ გაუქმებულა წინამამის შეცოდება, არ წარტყვევნილა ჯოჯოხეთი, არ მონიჭებულა აღდგომა, არ განხორციელებულა დასაბამიერი ნეტარებისკენ ზეაღსვლა, არ განხმულა სამოთხის კარი, არ დამჯდარა ჩვენი ბუნება ღვთის მარჯვნივ, არ გავმხდარვართ ღვთის შვილები და მემკვიდრეები, თუ არა ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ჯვრის მიერ, რადგან ეს ყოველივე ჯვრისგან განხორციელდა. მოციქული ამბობს, რომლებმაც ნათელ ვიღეთ ქრისტეს მიმართ, მისი სიკვდილის მიმართ ნათელ ვიღეთ. და რომლებმაც ქრისტეს მიერ ნათელ ვიღეთ, ქრისტე შევიმოსეთ. ხოლო ქრისტე არის ღვთის ძალა და სიბრძნე. აჰა, ქრისტეს სიკვდილმა ანუ ჯვარმა ღვთის ჰიპოსტასური სიბრძნე და ძალა შეგვმოსა ჩვენ.

- წმინდა მამები ბევრს ლაპარაკობენ ჯვრის სიმბოლიკაზეც. როგორია მისი სიმბოლური დატვირთვა?

- ჯვარი, მოგეხსენებათ, ორი - ვერტიკალური და ჰორიზონტალური მიმართულებების გადაკვეთაა. ვერტიკალური - ღმერთსა და კაცს შორის, ჰორიზონტალური კი ადამიანებს შორის სიყვარულის სიმბოლოა. ამ ორი უმთავრესი სათნოების გადაკვეთა უნდა მოხდეს თითოეული ქრისტიანის გულში, იქ, სადაც თითოეულმა ჩვენგანმა უხილავი ჯვარი უნდა აღბეჭდოს და გამოისახოს.Gგარდა ამისა, ჯვარს სხვა დატვირთვაც აქვს. ის ერთიანობის სიმბოლოა. წმინდა იოანე დამასკელის თქმით, როგორც ჯვრის ოთხი წვერი შუა ცენტრის მიერ არის შემაგრებული, ამგვარადვეა შემტკიცებული ღვთის ძალის მიერ სიმაღლე და სიღრმე, სიგანე და სიგრძე, ანუ მთელი ხილული და უხილავი სამყარო.

- რატომ არის ჯვრის ტარება აუცილებელი და რა დატვირთვა აქვს პირჯვრის გამოსახვას?

- იოანე დამასკელი ბრძანებს: იგია (ჯვარი) ფარი, საჭურველი და ძლევის ნიში ეშმაკის წინააღმდეგ. იგია აღდგომა, სიმყარე, უძლურთა კვერთხი, სამწყსოს არგანი. მოქცეულთა შემწეობა, წარმატებულთა სისრულე, სულისა და სხეულის ხსნა, ყოველგვარ ბოროტებათა უკუმქცევი, ყოველგვარ სიკეთეთა მომნიჭებელი, ცოდვის აღმოფხვრა, ნერგი აღდგომისა, საუკუნო ცხოვრების ხე.

პირჯვარს სწორედ იმიტომ გამოვისახავთ, რომ გვჯერა მისი სასწაულებრივი ძალისა.

წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: ვატაროთ ქრისტეს ჯვარი როგორც ბეჭედი. რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ის ყველგან ჩვენი გამარჯვების სიმბოლოა. ამიტომაც გამოვსახავთ მას სახლში, კედელზე, კარებზე, სხეულზე და, რაც მთავარია, გონებაში. ეს არის სიმბოლო ჩვენი გადარჩენისა, თავისუფლებისა და მაცხოვრის მრავალმოწყალებისა. ამიტომაც, როცა გამოისახავ პირჯვარს, განიმსჭვალე ძრწოლით. გაითავისუფლე სული ყოველგვარი ბიწისგან. დაფიქრდი იმის საფასურზე, რაც შენი გამოსყიდვისათვის აღსრულდა და აღარ გახდები ცოდვის მონა. არა მხოლოდ თითებით უნდა გამოისახო ჯვარი, არამედ, პირველ რიგში, გულის განწყობით, უდიდესი რწმენით. და როცა პირჯვარს სწორედ ასეთი განწყობით გამოისახავ, ვერც ერთი არაწმინდა სული ვერ მოგერევა, ვერ მოგიახლოვდება, რადგან დაინახავენ ისარს, რომლითაც მოიწია მათზე სასჯელი, დანას, რომელმაც მათ საუკუნო ჭრილობა მიაყენა.

- ხილულის გარდა, არსებობს უხილავი ჯვარიც. რას ნიშნავს ის? აქვს თუ არა ყველას ეს ჯვარი?

- სახარებაში ვკითხულობთ: "რომელსა უნებს შემოდგომად ჩემსა, უარყავნ თავი თვისი, აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე". საუბარია უხილავ ჯვარზე, ჩვენს მწუხარებებითა და განსაცდელებით აღსავსე ცხოვრებაზე. ჯვარი სიმძიმეა, მწუხარებაა, ტანჯვაა, ყოველგვარი ცხოვრებისეული წინააღმდეგობაა, რომლებიც ადამიანს შინაგანად და გარეგნულად ებრძვიან ღვთის მცნებათა დაცვასა და აღსრულებაში. ასეთი ჯვარი ისეა გადაჯაჭვული ქრისტიანთან, რომ სადაც ქრისტიანია, იქ არის ჯვარი და სადაც ჯვარი არაა, იქ არც ქრისტიანია. წმინდა თეოფანე დაყუდებული სამი სახის უხილავ ჯვარზე საუბრობს, რომელთა ტვირთვის შემდეგაც შესაძლებელია ცხონება. პირველი ეს არის ბრძოლა გარეგნულ ვნებებთან, უსჯულოებებთან, ამა ქვეყნის "სიამეებთან", ახლობლებთან... მას შემდეგ, რაც ქრისტიანი იტვირთავს ამ ჯვარს და ძლევს ვნებებს, იწყება მეორე უფრო რთული და სახიფათო ბრძოლა, მეორე ჯვარი. ეს არის ბრძოლა შინაგან ვნებებთან ცოდვით მიდრეკილებებთან. მას შემდეგ, რაც მორწმუნე ამ მძიმე ბძოლას გადაიტანს და მას მადლობით დაითმენს, - ეს მაინც არ გულისხმობს გადარჩენას. სრულყოფისათვის საჭიროა მესამე ჯვრის ტვირთვა. ეს არის ყველაზე რთული - საკუთარი ნების აბსოლუტური უარყოფა და სრული მინდობა ღმერთზე. როცა ადამიანი ცხოვრობს მხოლოდ ქრისტესთვის, აკეთებს იმას, რაც ღვთის ნებაა და სრულიად მოკვეთილი აქვს თავისი, - ეს არის სრულყოფილება, უმაღლესი საფეხური, რომელსაც შეიძლება ქრისტიანმა მიაღწიოს. ასეთ დროს ამ ადამიანის გულში სასუფეველია და ის აქვე განიცდის ზეციურ ნეტარებას.

- ზოგის აზრით უხილავი ჯვარი მეტად მძიმეა და ამიტომ მისგან გაქცევა და გათავისუფლება სურს...

- ადამიანის მიწიერი ცხოვრების ამოცანაა გაწმენდა და ცხონება. ავადმყოფი ოპერაციისას ტკივილს იტანს იმიტომ, რომ გადარჩეს. გიხაროდეს, თუ გრძნობ მხრებზე ჯვარს, რამეთუ ესაა ნიშანი, რომ მაცხოვრის კვალდაკვალ მიდიხარ - გოლგოთის გზით სასუფეველში. მაგრამ არა ყველანაირი მოთმინებაა კურთხეული, ე.ი. გადარჩენის პირობა. შეიძლება ტკივილის და წამების ატანა სიამაყის გამო, გმირობის სურვილით. გმირობის გამოვლენა შეუძლიათ ურწმუნოებსაც - ვინმე ფანატიკოსს ან აღტკინებულ კომუნისტს. ამიტომაც მოგვიწოდებს უფალი - აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე. ეს ორი საქმე განუყოფელია. ქრისტეს გარეშე ჯვრის ტარებას აზრი ეკარგება. და პირიქით, ქრისტესთვის და მოყვასისთვის ჯვრის ტვირთვა უმაღლესი სათნოებაა.

ვევედროთ უფალს, კი არ განგვათავისუფლოს ჯვრისგან, არამედ მოგვმადლოს მოთმინება. ძიება უდარდელი ტკბილი ცხოვრებისა და სამოთხისეული ნეტარებისა ამა სოფელში ცოდვებისაგან განწმენდის მძიმე და გრძელი გზის გავლის გარეშე, სულიერი სიბრმავეა. ამ გზით ეშმაკი ცდილობს შეუქმნას ადამიანს ილუზია ბედნიერებისა და ჰარმონიისა, ამყოფოს იგი "ვერაგულ სიმყუდროვეში", სინამდვილეში კი დათესოს მასში თესლი უბედურებისა, რომელიც ნაყოფს მარადიულობაში გამოიღებს. რატომ უშვებს უფალი ეშმაკის ასეთ მზაკვრულ მოქმედებას ადამიანზე? პავლე მოციქული ამბობს: "ამისათვის მოუვლინოს მათ ღმერთმან შემწე საცთურებისა, რათა რწმენეს მათ ტყუილისა, რათა ისაჯნენ ყოველნი, რომელთა არა რწმენა ჭეშმარიტებისა მის, არამედ სათნო ეყვნენ სიცრუესა შინა".

როგორ ეხმიანება ეს სიტყვები ადამისა და ევას ცდუნებას, ბაბილონის გოდოლის მშენებლობას, წარღვნას, როდესაც უფალმა მართალი ნოეს სახით ადამის მოდგმა გადაარჩინა დაღუპვას!Eუფალმა განსაცდელი დაუშვა იმიტომ, რომ მართალნი გადარჩნენ და მტყუანნი დაისაჯონ.

რაც უფრო მეტად მტკიცდება ადამიანი რწმენაში და მიისწრაფის ჭეშმარიტებისკენ, მით უფრო უცხოვდება იგი სოფლისათვის. რა ქნას კაცმა, მით უმეტეს დღეს, როდესაც სულიერება ასეა დაშრეტილი? რადგანაც ადამიანი შემოსაზღვრულია დროითა და სივრცით, მართლმადიდებელი ეკლესია გვასწავლის დროის შესაფერის მოქმედებას. "სოფელი ბოროტსა ზედა დგას... ხოლო თქვენ არა ამის სოფლისაგანნი ხართ". ამიტომ ერთადერთი სწორი მოქმედებაა ნათლად დავინახოთ და შევაფასოთ დროის სულისკვეთება, დავიცვათ თავი არასწორი ძიებისაგან, ფუჭად ნუ დავხარჯავთ შემორჩენილ ძალებს, დავკმაყოფილდეთ მცირედით, ახლობლებთან ურთიერთობაში ნუ ვიქნებით გულგრილნი, ვილოცოთ გამუდმებით, სიმდაბლით, ჩვენი შესაძლებლობების მიხედვით. გვახსოვდეს, მთავარი ბრძოლის ველი ჩვენს შიგნითაა, საკუთარ შინაგან ვნებებთან. რაც უფრო წარმატებული იქნება ეს ბრძოლა, მით ნათლად დავინახავთ მნიშვნელობას ქრისტეს სიტყვებისა - "აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე", დავინახავთ, რომ მხოლოდ ჯვრით და მხოლოდ ქრისტეს შედგომითაა შესაძლებელი ჩვენი გადარჩენა. ღმერთმა დაგლოცოთ, ამინ.

ესაუბრა
გვანცა გოგოლაძე
ბეჭდვაელფოსტა
31.01. 2016
tamuna
dideba upals mogviteos chveni shecodebani
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat