სიკეთე, რომელიც ადამიანს გულში აქვს, ღვთისგან მოდის
სიკეთე, რომელიც ადამიანს გულში აქვს, ღვთისგან მოდის
სულიწმიდა გვიძღოდეს ქვეყანასა წრფელსა
გვესაუბრება ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძრის მოძღვარი, მამა ირაკლი დუმბაძე:

- როგორც წმინდა მამები ამბობენ, სულიწმიდა ჩვენი ეკლესიის მესაჭეა. ყველა სიკეთე, რაც ღვთისგან გვაქვს, სულიწმიდისაგან გვებოძა. ადამიანის განღმრთობისათვისაც აუცილებელია სულიწმიდის მადლის შეძენა, რომელიც სხვადასხვა სათნოების აღსრულებით მიიღწევა. როგორც წესი, ბინძურ ჭურჭელში საღვთო მადლი ვერ თავსდება. ასეა თითოეული ქრისტიანი, ის უნდა გახდეს სულიწმიდის ჭურჭელი. როგორც წმინდა პავლე მოციქული ამბობს, თქვენ ხართ ტაძარი სულისა წმინდისა და ვინც ამ ტაძარს არასწორად ეპყრობა ანუ გარყვნის სიბინძურეში, ის ღვთისგანაც დაისჯება. თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა, გავხდეთ სულიწმიდის ჭურჭელი. მაცხოვარი მოციქულებთან დამშვიდობებისას ამბობს, - მე წავალ და სხვა ნუგეშინისმცემელი მოვა თქვენთან. ამ ცხოვრებაში განმაძლიერებლად და ნუგეშინისმცემლად თითოეულ ადამიანს სულიწმიდა გვყავს.

ლოცვა, "მეუფეო ზეცათაო", ეკლესიის სწორ პოზიციას აყალიბებს. ვთქვათ, რა მიმართება გვაქვს სულიწმიდასთან და რას ვითხოვთ სულიწმიდისგან.Eეს ლოცვა არის აღსარება, აღიარება სარწმუნოების მხრივ. ვთქვათ, ვინ არის სულიწმიდა, ვინ არის ზეცათა მეუფე, ნუგეშინისმცემელი, სიკეთის საუნჯე, ცხოვრების მომნიჭებელი. სულიწმიდისაგან ამ ლოცვებში ვითხოვთ, მოვიდეს და ჩვენი ნაკლულევანება აღავსოს. სულთმოფენობის დღესასწაულზე განსაკუთრებით ამ ლოცვას კითხულობს დედაეკლესია. ღვთისაგან ვითხოვთ, რომ სულიწმიდა მოვიდეს და დაემკვიდროს ჩვენ შორის და განგვწმინდოს ყოველგვარი ბიწისაგან.

- მამაო, რატომ იწოდება სულიწმიდა ზეცათა მეუფედ?

- ღმერთი ყველგან არის, მაგრამ ზეცა, როგორც ამაღლებული, წმინდა, ისე არის საეკლესიო ტრადიციებში. ყველა ქრისტიანს ღმერთი მოუწოდებს ზეციური იერუსალიმისაკენ და ჩვენც უნდა ვიღვაწოთ, მივისწრაფოდეთ მიწიერი იერუსალიმისკენ. არსებობს ზეციური იერუსალიმი, სადაც მართალთა სულები დამკვიდრდებიან. თუ პარალელს გავავლებთ ზეციურ იერუსალიმსა და ზეცათა მეუფეს შორის, სულიწმიდა არის იმ სულების მეუფე, რომლებიც ზეცისკენ ისწრაფვიან. როგორც სახარებაში წერია, ღმერთი ნაძალადევად თავს არავის არაფერს ახვევს, არამედ მოუწოდებს ყველა ჩვენგანს, მთავარია ადამიანმა გულის კარი გახსნას. ნუგეშინისცემა სულიერი ღვაწლისთვის გვჭირდება. სანამ მაცხოვარი ამქვეყანაზე იყო, თვითონ ანუგეშებდა მოწაფეებს, რომ მათი ღვაწლი მრავალი ჭირთათმენის ტოლფასი გახდებოდა, რომ ამ ღვაწლის გარეშე ზეციური სასუფევლის დამკვიდრება შეუძლებელია. ნუგეშინისმცემლად სულიწმიდა გვყავს, რომელიც გვანიჭებს სიხარულს, რომ ღმერთი მართალთა სულებს ზეციურ სასუფეველში აიყვანს.

"მეუფეო ზეცათაოს" ლოცვაში სულიწმიდას "სულო ჭეშმარიტებისაოს" ვუწოდებეთ.Eეს ნიშნავს, რომ სულიწმიდის ნიჭებს შორის ერთ-ერთი - მართალი სარწმუნოებაა. საღმრთო ლიტურგიის ან რომელიმე სხვა საიდუმლოს შესრულებისას ვკითხულობთ "მრწამსს", მართალი სარწმუნოების სიმბოლოს. საღვთო მადლის მისაღებად აუცილებელია ადამიანს ჰქონდეს მართალი სარწმუნოება. "სულო ჭეშმარიტებაში" ვამბობთ, რომ ღმერთი არის ჭეშმარიტი, მაგრამ ჭეშმარიტების მისაღებად ასევე მართალი სარწმუნოებაა საჭირო. "რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ", - ოიანე კრონშტადტელი ამბობს, როგორც მზე დედამიწის თითოეულ უჯრედს თავისი სხივებით განმსჭვალავს, ასევე განმსჭვალავს სულიწმიდის მადლი ყველა ადამიანს. ადამიანი სულიწმიდის მადლით რომ იყოს აღვსებული, აუცილებელია ჩვენში დამაბრკოლებელი არაფერი იყოს.Aამ შემთხვევაში სულიწმიდის დამაბრკოლებლად ცოდვა იქცევა. სულიერი სიწმინდის აღდგენა სინანულის საიდუმლოშია შესაძლებელი... "მეუფეო ზეცათაოს" ლოცვებში სულიწმიდას აგრეთვე ეწოდება "კეთილთა საუნჯე". სიკეთე, რომელიც ადამიანს გულში აქვს, ღვთისგან მოდის. თუ ადამიანს შეუძლია მოწყალების გაღება, ხალხთან თბილად დალაპარაკება, მოყვასისთვის ყურადღების მიქცევა და ჰგონია, რომ ეს მხოლოდ მისი თვისებაა და ღვთისგან არაა, ამპარტავნებაშია და ღმერთი ართმევს ამ სიკეთის ძალას, აღმოჩნდება, რომ საკუთარი თურმე არაფერი აქვს, გარდა ცოდვისა. სულიწმიდისგან ბოძებული ნიჭი ადამიანის სულს ეთვისება და წარმოჩნდება, რომ ჩვენ ვართ ზოგადად ასეთი, მაგრამ ყველაფერი ეს ღვთისგან არის. სულიწმიდა არის ცხოვრების მომნიჭებელი სული იმიტომ, რომ ნამდვილი სიცოცხლე, როგორც ითქმება, არ არის ფიზიკური სიცოცხლე, სიცოცხლე ღმერთში ცხოვრებაა. დავით მეფსალმუნე ღმერთს სთხოვდა: სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქვეყანასა წრფელსა. ნამდვილ ცხოვრებასთან მაზიარებელი არის სულიწმიდა.

ღმერთს ვევედრებით, რომ სულიწმიდა დაემკვიდროს ჩვენს შორის. სულიწმიდის მადლს განშორებული ადამიანი საცოდავი და საბრალოა.

- რა შემთხვევაში განეშორება ადამიანს სულიწმიდის მადლი?

- არსებობს ცოდვა, რომელიც ადამიანს ღმერთს განაშორებს, მაგრამ ღმერთს არ უკვირს ჩვენი ცოდვები და შეიძლება სინანულით ეს ცოდვა აღმოფხვრას. არსებობს მძიმე ცოდვა, რომელიც უპატიებელია და, სამწუხაროდ აღარ იკურნება... ღმერთიც გვაფრთხილებს სახარებაში, რომ ადამიანს ყველანაირი ცოდვა ეპატიება, მათ შორის ღვთის გმობაც, მაგრამ სულიწმიდისა - არა.

- რას ნიშნავს სულიწმიდის გმობა?

- მამები ამბობენ, რომ სულიწმიდის გმობა არის, როდესაც ქრისტიანი ქრისტეზე უარს ამბობს, ანუ არ ქრისტიანობს. სულიწმიდის გმობაა თვითმკვლელობა. მაცხოვარი ბრძანებს, იმიტომ არ ეპატიება ადამიანს სულიწმიდის გმობა, რომ ის, ვინც ღმერთმა მოავლინა, მისი არა გწამთ. ებრაელებს არ სწამდათ ღმერთის და ხშირად მის მიერ აღსრულებულ სიკეთეებს ბოროტისგან აღსრულებულ სასწაულებად თვლიდნენ. როდესაც ადამიანი რაღაც სიკეთეს აკეთებს, მასზე ვამბობთ, - ეს არ არის ღვთისგან, არამედ ეშმაკისაგანო. ამ შემთხვევაში მადლს, რომლითაც ეს სასწაული აღესრულება, ეშმაკისად ვთვლით, რაც სულიწმიდის გმობაა. დავით მეფსალმუნე 50-ე ფსალმუნში სულიწმიდისაგან ითხოვს, რომ გული წმინდა დაჰბადოს და სული წრფელი განგვიახლოს. 142-ე ფსალმუნში კი ღვთისგან ითხოვს: "სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქვეყანასა წრფელსა". ეს არის აღსარება, რომ სულიწმიდა არის მესაჭე ჩვენი ეკლესიისა.

ღმერთს ვევედრებით, რომ სულიწმიდა გვიძღოდეს ქვეყანასა წრფელსა. სულიწმიდა არის მაცხოვარი ყველა ქრისტიანისა, ანუ საბოლოო ბეჭედს ყველა ქრისტიანის ცხონებისათვის ის სვამს. ღმერთმა თავისი ჯვარცმით გამოგვისყიდა, სულიწმიდა უკვე განმაღმრთობელი ხდება თითოეული ჩვენგანისთვის. ადამიანის გაქრისტიანება არაფერს ნიშნავს. აუცილებელია, ყველა ქრისტიანი სულიწმიდის ჭურჭელი გახდეს, ანუ იმ მადლის დამტევი, რასაც სულიწმიდა აძლევს ქრისტიანებს. სულიწმიდა სუფევდეს ყველა ქრისტიანის გულში, ამინ!



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat