სწავლება ეკლესიისა სულიწმიდის მადლით არის მოხვეჭილი
სწავლება ეკლესიისა სულიწმიდის მადლით არის მოხვეჭილი
გვესაუბრება ბათუმის წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

- უპირველეს ყოვლისა, მოგილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს, სულთმოფენობას.

ქრისტეს ეკლესიის დაარსება სულიწმიდის მოფენის შემდგომ მოხდა. პასექიდან ორმოცდამეათე დღეს, აღსანიშნავად იმისა, რომ ამ დღეს უფალმა მოსეს სინას მთაზე სჯული მისცა, ძველი აღთქმის მიმდევრებიც დღესასწაულობდნენ.

მოსეს სჯულის მიმდევრები ამ დღის აღსანიშნავად სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიოდნენ იერუსალიმში. საგულისხმოა, რომ მოსეს სჯულზე მოქცეული წარმართებიც მოიჩქაროდნენ იერუსალიმში.

დილის 9 საათზე (იუდეველები საათებს მზის ამოსვლიდან ითვლიან) ქრისტეს მიმდევრები ერთად ლოცულობდნენ. უცბად თითქოს ძლიერი ქარი ამოვარდა, მოციქულებს სულიწმიდა ცეცხლის ენების სახით ზედ დაადგა, მადლით აღვსილნი სხვადასხვა ენაზე ამეტყველდნენ და იერუსალიმში ჩამოსულ სხვა ერის შვილებს თავიანთ ენაზე მიმართეს. დაიწყო ქრისტეს ეკლესიის მოციქულებრივი მოღვაწეობა და ქადაგება.

ღვთის შემეცნების გზას ასცდა დასაბამში კაცობრიობა. ადამიანმა მიატოვა უფალი და დაიწყო უღმერთო ცხოვრება, მაგრამ უფალმა იზრუნა ადამიანზე და თანმიმდევრულად დაიწყო მისი დაბრუნება ჭეშმარიტებაში, როგორც კეთილგონიერი ექიმი თანმიმდევრულად გამოაჯანმრთელებს ადამიანს.

სულიწმიდის, როგორც წმინდა სამების მესამე ჰიპოსტასის მეშვეობით, გამოჩნდა დედა ღვთისმშობლის მუცელი, როგორც ახალი საღმრთო კიდობანი, ღვთის სამყოფელი. უფალმა ხორცი შეისხა სულისა წმიდისაგან და განკაცდა, დაემკვიდრა ჩვენს შორის. სულიწმიდაა ადამიანის განმაბრძნობელი, იმ მამათა წინამძღვარი, რომელნიც უდიდეს სასწაულებს აღასრულებდნენ, უდაბნოში ცხოვრობდნენ მწირული ცხოვრების წესით, სულიწმიდის მადლით ჭვრეტდნენ ღმერთს და სასუფეველს.

წმინდა მოციქული პავლე ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში ბრძანებს: "ამიტომ, როგორც ამბობს სულიწმიდა... ნუ გაიქვავებთ თქვენს გულებს, როგორც იმ ამბოხის ჟამს, უდაბნოში გამოცდის დღეს, სადაც გამომცადეს მე თქვენმა მამებმა" (ებრ.3,7-9). რაჟამს წარმოთქვა ეს დიდმა პავლემ, იქვე წინასწარმეტყველის სიტყვებიც დაურთო, განუკუთვნა რა იგი სულიწმიდის პირს.

სულიერად განჭვრეტის შესაძლებლობა მამებს სულიწმინდის მადლით მიენიჭებოდა. მოციქულთა ქადაგებანი სულიწმიდის მადლით აღესრულებოდა. ამიტომაც ამეტყველდნენ სხვადასხვა ენაზე, რომ მათ ქადაგებას უკვალოდ არ ჩაევლო.

ეკლესია ღმერთშემოსილებას ასე გამოხატავს: სულიერად განჭვრეტის შესაძლებლობა მამებს სწორედ სულიწმიდის მადლით მიენიჭებოდა. შვიდი საეკლესიო კრება, რომელმაც განსაზღვრა ეკლესიის სიწმინდე და დოგმატები, სულიწმიდის შთაგონებით აღსრულდა. ამიტომაც ჩვენ ვხვდებით ძველ და ახალ აღთქმაში სულიწმიდის მადლის ძალასა და შესაძლებლობებს. ჰომილეტიკური ღვაწლი ეკლესიის მასწავლებელთა, მოძღვართა მოვალეობაა, რათა განისწავლოს ერი საზეპურო ქრისტეს ჭეშმარიტ სწავლებაში. წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, რომ საჭიროა სწავლა ეკლესიოლოგიური სწავლებისა, რაც მეტად ეხმარება ადამიანს ღმერთთან ურთიერთობაში წარსამატებლად. სწავლება ეკლესიისა სულიწმიდის მადლით არის მოხვეჭილი, რომელიც განსწავლის ადამიანს. თანამედროვეობის სულისთვის დამახასიათებელია ორი უკიდურესობა. ერთი - მხოლოდ სწავლა ღვთისმეტყველებისა, ცხოვრების წესში დამკვიდრების გარეშე; მეორე - თვითონ მომცემს ამას უფალი და რა საჭიროა ვიკითხო სახარება და წმინდა წიგნებიო. საღვთისმეტყველო განათლებას თუ ცხოვრების წესად არ ვაქცევთ, მაშინ არაფრით განვსხვავდებით მწიგნობრებისა და ფარისევლებისაგან.

მადლი - ეს სიტყვა პირდაპირ უკავშირდება სულიწმიდას, რამეთუ ის არის დამნერგველი ადამიანში საღვთო სწავლებისა. სიწმინდეში ცხოვრება ადამიანს თავისით არ შეუძლია, რადგან თიხა თვითგანმწმედად ვერშემძლებელ არს. ამიტომაც მოგვეცა საღვთო ზიარება განსაწმენდელად და საცხოვნებლად. როცა ევქარისტიის დროს ქრისტეს სისხლად და ხორცად გარდაიქცევა პური და ღვინო, სულიწმიდის მადლით იცვლება ის და მიეცემა მრევლს მოწყალებად.

ბერი ეფრემ ფილოთეველი ბრძანებს: ეშმაკებისთვის იოლი არ არის, რაიმე ავნონ ისეთ ადამიანს, რომელსაც სულში ღვთის მუდმივი ხსოვნა აქვს. შეიძლება განსცადონ ის, მაგრამ ძნელია, ზიანი მიაყენონ, რადგან ღვთის მუდმივი ხსოვნის იარაღით აღჭურვილი ადამიანი ეშმაკებს არ აძლევს უფლებას, დააბრკოლონ იგი. ვისაც სულიერი თვალი ახელილი აქვს და ღმერთს ხედავს, ადვილი არ არის ავნონ მტრებმა.

ეკლესიური ცხოვრება მოითხოვს ერთ უმთავრესს: მოიხვეჭოს კაცმა მადლი სულისა წმიდისა, ანუ იღვაწოს მის მოსაპოვებლად, რომელიც მიეცა ადამიანს, მაგრამ ნუ ჩავთვლით, რომ გონიერ ადამიანს უბრალოდ ეძლევა ეს. არა, ეს არის მუდმივი და უწყვეტი მოღვაწეობის შედეგი. ანუ ღმერთში ცხოვრებისაკენ სწრაფვა. სულიერი ადამიანი წააგავს მშვიდ ტბას, რომლის ფსკერიც არის ხილული და სუფთა, ზედმეტი სიბინძურის გარეშე. აი, ასეთი ცხოვრება უნდა იყოს მიზანი მისთვის, ვისაც უნდა იხილოს ღმერთი. ნეტარ არიან წმინდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ. დაე, ინებოს უფალმა მის წიაღში ჩვენი დამკვიდრება.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat