ხატის მეშვეობით მის წინაშე მლოცველი ადამიანი ზეციურ სასუფევლამდე ამაღლდება
ხატის მეშვეობით მის წინაშე მლოცველი ადამიანი ზეციურ სასუფევლამდე ამაღლდება
როგორც სასუფეველში მყოფი წმინდანები არიან მოსილნი ზეციური ნათლით, ასევე უნდა ეფინებოდეს ნათელი მათ ხატებს დედამიწაზე
პავლე მოციქულის განმარტებით, ოჯახი მცირე ეკლესიაა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ჭეშმარიტად მართლმადიდებლურ ოჯახში ცხოვრება ეკლესიური წესების დაცვით უნდა მოეწყოს და წარიმართოს. იმისთვის, რომ ოჯახი მართლაც იქცეს მცირე ეკლესიად, იქ უწინარეს ყოვლისა ღვთის შიში, ურთიერთმორჩილება და სიყვარული უნდა სუფევდეს, ამავდროულად, როგორც ზეციურ და მიწიერ ეკლესიებში, ოჯახშიც აუცილებელია იერარქიული პრინციპების დაცვა: რაკი თავი ეკლესიისა არის ქრისტე, ოჯახის თავიც უნდა იყოს მამა, რომელიც თავის მხრივ ღვთის მცნებების დაცვითა და უფლისადმი მორჩილებით უნდა გამოირჩეოდეს. მას უნდა დაემორჩილონ იერარქიულად მასზე დაბლა მდგომი ცოლიცა და შვილებიც. გარდა ამისა, რაკი ეკლესია უპირველეს ყოვლისა სალოცავი სახლია, ოჯახშიც - მცირე ეკლესიაში - აუცილებელია წმინდა ეკლესიის მიერ დადგენილი ლოცვების აღვლენა. ამ და სხვა წესების დაცვასთან ერთად, როგორც ეკლესია, ოჯახიც გამშვენებული და შემკობილი უნდა იყოს წმინდა ხატებით, პატიოსანი ჯვრითა თუ სხვა სიწმინდეებით, მათ დასაბრძანებლად მორთლმორწმუნე ქრისტიანებს აღმოსავლეთის მხარეს მოწყობილი აქვთ სამლოცველო კუთხე. რა სიმბოლური დატვირთვა აქვს სამლოცველო კუთხის აღმოსავლეთით მოწყობას? რა არის ამ კუთხის უმთავრესი დანიშნულება? რომელი ხატები უნდა დავაბრძანოთ უპირველესად სამლოცველო კუთხეში და როგორ განვალაგოთ ისინი? ხატებისა და პატიოსანი ჯვრის გარდა კიდევ რომელი საეკლესიო სიწმინდეების მოთავსებაა სასურველი? - ამ და სხვა საკითხებზე საუბარი ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მღვდელმსახურს, დეკანოზ დავით ბურჯანაძეს ვთხოვეთ.

- რა არის სამლოცველო კუთხის ძირითადი დანიშნულება?

- სამლოცველო კუთხის წინ ძირითადად ლოცვითი კანონის აღსრულების დროს ვდგებით, იქ დაბრძანებული სიწმინდეები კი გვიქმნის ლოცვით განწყობას, რადგან წმინდა ხატებისა და სხვა სიწმინდეების წინაშე დგომა გაცილებით მეტად განგვაწყობს ლოცვისთვის და გვანიჭებს სულიერ სიხარულს, ვიდრე შიშველი კედლის წინაშე დგომა. ამავდროულად სამლოცველო კუთხეში განთავსებულ სიწმინდეთა ძალითა და შეწევნით დაცულნი ვართ ბოროტი ძალების ზემოქმედებისგან. სასურველია, სამლოცველო კუთხე ცალკე ოთახში მოვაწყოთ.

- ცხადია, ასე გაცილებით გაგვიადვილდება ლოცვითი განწყობის შექმნაც, ლოცვისას აღარც ყურადღება გაგვეფანტება და სიწმინდეთა მიმართ სათანადო მოკრძალებასა და პატივისცემასაც გამოვიჩენთ, რადგან როდესაც სამლოცველო კუთხე მისაღებში ან საძინებელშია მოწყობილი, ადამიანებს, თუნდაც ოჯახის არაეკლესიურ თუ მცირედმორწმუნე წევრებს, ნებსით თუ უნებლიეთ მაინც უწევთ სიწმინდეთა მიმართ არასათნომყოფელ ქმედებათა ჩადენა. მხედველობაში მაქვს ოთახში, სადაც სამლოცველო კუთხეა მოწყობილი, უხამსი სიტყვების წარმოთქმა, თამბაქოს მოწევა, მრისხანება, კამათი, საძინებელში ხატებისა და სიწმინდეების წინაშე სამოსის გამოცვლა და ა.შ. მაგრამ ოთახების სიმცირის გამო ყველა ოჯახში არ ხერხდება სამლოცველო კუთხის მოსაწყობად ცალკე ოთახის გამოყოფა და მისი მოწყობა მაინც საძინებელში ან მისაღებში გვიწევს. როგორ შეიძლება მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში?

- თუკი ბინის ფართობი იმის საშუალებას არ იძლევა, რომ სამლოცველო კუთხე ცალკე ოთახში მოვაწყოთ და ამის გაკეთება მისაღებში ან საძინებელში გვიხდება, სასურველია, ის ფარდით გაიმიჯნოს. ამის გაკეთება მით უფრო აუცილებელია, თუკი მისი მოწყობა ცოლ-ქმრის საძინებელში გვიწევს.

- რატომ აწყობენ სამლოცველო კუთხეს აღმოსავლეთის მხარეს, რა მნიშვნელობა აქვს ლოცვის დროს აღმოსავლეთისაკენ მიბრუნებას?

- წესი ლოცვის დროს აღმოსავლეთისაკენ მიბრუნებისა მოციქულთა ეპოქიდან მომდინარეობს, მას ჯერ კიდევ ქრისტეს მოციქულები აღასრულებდნენ, შემდგომში თანდათან გავრცელდა ქრისტეს მიმდევრებს შორის და საყოველთაო და სავალდებულო წესად იქცა. ლოცვის დროს აღმოსავლეთის მხარეს ვბრუნდებით ნიშნად იმისა, რომ უფალი იესო ქრისტე, მაცხოვარი და მხსნელი ჩვენი, აღმოსავლეთიდან აღმობრწყინდა. ამავე დროს უფლის მეორედ მოსვლასაც აღმოსავლეთიდან ველოდებით. შესაბამისად, სამლოცველო კუთხეც აღმოსავლეთის მხარეს ეწყობა. მაგრამ თუკი რაიმე სერიოზული მიზეზის გამო მისი აღმოსავლეთის მხარეს მოწყობა ვერ ხერხდება, სხვა მხარესაც შეიძლება მოვაწყოთ, გარდა დასავლეთისა. დასავლეთის მხარეს არც ხატების დაკიდება შეიძლება.

- რომელი ხატები უნდა დავაბრძანოთ სამლოცველო კუთხეში უწინარესად?

- უპირველეს ყოვლისა იქ უნდა დავაბრძანოთ ყოვლადწმინდა სამების, მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები. ასევე, სასურველია, ქართულ ოჯახში დაბრძანებული იყოს ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს, ქართველი ერის მეოხის წმინდა გიორგისა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებული მეოხის წმინდა ნიკოლოზის, ოჯახის წევრების მოსახელე წმინდანთა, მფარველი ანგელოზის, წმინდა იოანე ნათლისმცემლისა და საუფლო დღესასწაულთა ხატები. სალოცავ კუთხეში შეიძლება დავაბრძანოთ იმ წმინდანთა ხატებიც, რომელთა მიმართ განსაკუთრებულ სულიერ სიყვარულს განვიცდით. ასევე - ხატები იმ წმინდანებისა, რომელთაც ამა თუ იმ განსაცდელისა თუ უძლურების ჟამს განსაკუთრებული მეოხების ძალა შესწევთ. მაგალითად, ყოველი სნეულების ჟამს შემწე და მეოხი წმინდა პანტელეიმონის ხატი, ოჯახის მფარველ წმინდანთა - გურის, სამონას და აბიბოს ხატი და ა.შ. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო: მხოლოდ ხატების შეძენა და მათი სალოცავ კუთხეში დაბრძანება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მათი ძალით შემწეობა და მეოხება მივიღოთ. საჭიროა სათანადო პატივის მიგებაც - სასურველია წარმოითქვას თითოეული მათგანის ტროპარი, წავიკითხოთ დაუჯდომლები ან, უბრალოდ, ჩვენი სიტყვებით მივმართოთ.

- ზოგიერთს შინ იმდენი ხატი აქვს, რომ, ცხადია, თითოეული მათგანის წინაშე სისტემატური ვედრება გაუჭირდება, ყველა მათგანს ვერც სამლოცველო კუთხეში დააბრძანებს. როგორ უნდა მოიქცეს ასეთ შემთხვევაში?

- ასეთ შემთხვევაში შეიძლება მათთვის ცალკე ადგილი გამოვყოთ, ხოლო სამლოცველო კუთხეში მაშინ დავაბრძანოთ, როდესაც თითოეული მათგანის დღესასწაული ან ხსენების დღე აღინიშნება ან მათზე გამოსახული რომელიმე წმინდანის განსაკუთრებული შეწევნა გვჭირდება. მოძღვრის კურთხევით წავიკითხოთ მათთვის შექმნილი დაუჯდომლები და ლოცვები და შევთხოვოთ მეოხება და შემწეობა. თუკი რაიმე სერიოზული მიზეზის გამო ვერც ამის გაკეთებას ვახერხებთ, მრავალრიცხოვანი ხატების მიმართ პატივისცემა ყოველდღიურად მათ წინაშე აღსრულებული მცირე მეტანიითაც შეიძლება გამოვხატოთ.

შესაძლოა, ადამიანს არ ჰქონდეს საშუალება და მხოლოდ რამდენიმე ხატი დააბრძანოს სამლოცველო კუთხეში, მაგრამ ისეთი რწმენით ილოცოს მათ წინაშე და იმდენად წრფელი და შემუსვრილი გულით ითხოვოს მეოხება, რომ უფალი მსწრაფლშემწე ეყოს მას. უფლისა და მისი წმინდანებისგან მეოხება, მადლი და წყალობა სწორედ ჩვენი რწმენის მიხედვით მოგვენიჭება.

- როგორ უნდა განვალაგოთ ხატები სამლოცველო კუთხეში, საზოგადოდ, რა დანიშნულება აქვს ხატთაყვანისცემას, რასაც მართლმორწმუნე ქრისტიანები მიმართავენ და რამდენად აუცილებელი და მნიშვნელოვანია ხატის კურთხევა სამლოცველო კუთხეში მის დაბრძანებამდე?

- სამლოცველო კუთხეში ხატები იერარქიულად უნდა განვალაგოთ. მაცხოვრის ხატი მარჯვენა მხარეს უნდა მოვათავსოთ, მარცხნივ - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, მათ ქვემოთ - წმინდანებისა, რომელთა განლაგებისასაც დაცული უნდა იქნეს ასეთი იერარქია: პირველად თავსდება წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხატი, შემდეგ - წმინდა წინასწარმეტყველთა, მათ ქვემოთ - წმინდა მოციქულთა, შემდეგ - მოციქულთასწორთა, წმინდა მოწამეთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა დედათა და მამათა, მათ ქვემოთ - წმინდა უვერცხლო მკურნალთა და ბოლოს - წმინდა იოაკიმესი და ანასი.

ყველა ხატი, რომელსაც შევიძენთ, აუცილებლად უნდა ვაკურთხებინოთ, რადგან კურთხევის შედეგად მათზე სულიწმინდის მადლი გადმოედინება.

ხატთა თაყვანისცემა უფლის მიერ არის დადგენილი, მას ჯერ კიდევ ძველი აღთქმის დროს მიმართავდნენ, თუმცა მაშინ ძირითადად ანგელოზთა გამოსახულებები იქმნებოდა. "ძველი აღთქმის" საღმრთო წერილის თანახმად, ანგელოზთა ხატები ამოქარგული იყო მოძრავი ტაძრის კრეტსაბმელზე. ანგელოზთა გამოსახულებებით იყო გამშვენებული სოლომონის ტაძარიც. ახალ აღთქმაში ხატთა თაყვანისცემა აკურთხა თავად უფალმა იესო ქრისტემ, როდესაც მეფე ავგაროზს ტილოზე სასწაულებრივად აღბეჭდილი თავისი გამოსახულება გაუგზავნა. ეკლესიური მოძღვრებით, ხატის მეშვეობით მის წინაშე მლოცველი ადამიანი ზეციურ სასუფევლამდე ამაღლდება, რადგან როდესაც წმინდა ხატებს მივაგებთ პატივს, თაყვანს ვცემთ მათზე გამოსახულ პირველსახეს - უფალს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, უფლის ანგელოზებსა თუ მის წმინდანებს.

- სამლოცველო კუთხეში წმინდა ხატებთან ერთად აუცილებლად უნდა დავაბრძანოთ პატიოსანი ჯვარი. რამდენიმე სიტყვით იქნებ მის მნიშვნელობაზეც გვესაუბროთ...

- ძველად, ქრისტეს ვნებამდე, ჯვარზე გაკვრა ყველაზე სასტიკ და სამარცხვინო სასჯელს წარმოადგენდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც უფალმა ჯვარცმული სიკვდილით ინება პირველქმნილი ცოდვის შედეგად ცოდვისა და მარადიული სიკვდილის ტყვეობაში მყოფი კაცობრიობის გამოხსნა და ეშმაკის მეუფება დაამარცხა, ქრისტიანთათვის ჯვარი გახდა ყველაზე პატივსაცემი და სათაყვანებელი იარაღი, რომლის ძალითაც ყველაზე იოლად დაიძლევა და განიდევნება ბოროტი ძალა. ამავდროულად იგი ჩვენი ხსნის სიმბოლოა. სამლოცველო კუთხეში დაბრძანებული ჯვარი იცავს და იფარავს ოჯახს ბოროტი ძალის ზემოქმედებისგან და გვმატებს ძალას ქრისტიანულ ცხოვრებაში სრულყოფისთვის. ამავე დროს, ამით გარეგნულადაც ვადასტურებთ, რომ გვწამს და ვაღიარებთ ჯვარცმულ უფალ იესო ქრისტეს და მისი მიმდევრები ვართ.

წმინდა ხატებისა და პატიოსანი ჯვრის გარდა სამლოცველო კუთხეში უნდა ვიქონიოთ ნაკურთხი წყალი, სანთლები და ბზობის დღესასწაულზე ნაკურთხი ბზა. სასურველია, სისტემატურად ვიხმიოთ სეფისკვერი. კარგია, თუ კანდელი და საკმეველიც გვექნება. აქვე უნდა მივუჩინოთ ადგილი სხვა საეკლესიო სიწმინდეებსაც, სხვადასხვა წმინდა ადგილიდან წამოღებული მაკურნებელი წყალი იქნება ეს, წმინდანთა საფლავიდან აღებული მიწა, ნაკურთხი ზეთი, სასწაულმოქმედი ხატების კანდელიდან აღებული ზეთი თუ სხვა, რომლებსაც სხვადასხვა საჭიროებისას გამოვიყენებთ მოძღვრის კურთხევითა და მისი რჩევა-მითითებების გათვალისწინებით.

- რა დატვირთვა აქვს კანდელს? რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სამლოცველო კუთხეში კანდელი ჩაუქრობლად გვენთოს?

- ნათელი, რომელსაც ანთებული კანდელი გამოსცემს, ზეციური ნათლის სიმბოლოა: როგორც სასუფეველში მყოფი წმინდანები არიან მოსილნი ზეციური ნათლით, ასევე უნდა ეფინებოდეს ნათელი მათ ხატებს დედამიწაზე, როგორც სიმბოლო ზეციური ნათლისა. სასურველია, კანდელი მუდამ გვენთოს, მაგრამ ამას დიდი ყურადღება და სიფრთხილე სჭირდება.

კანდელთან ერთად ლოცვითი კანონის აღსრულებისას სამლოცველო კუთხეში ვანთებთ სანთელს, რომელსაც რამდენიმე სულიერი მნიშვნელობა აქვს, უპირველესად კი ღვთიურ მადლს, მარადიულ სულიერ ნათელს განასახიერებს, ამასთანავე, ანთებული სანთლის წინაშე ლოცვა ხელს უწყობს ლოცვითი განწყობის შექმნას და ლოცვისას ყურადღების მოკრებას.

- რა მნიშვნელობა აქვს კმევას და როდის უნდა ვაკმიოთ საკმეველი?

- კმევა სიმბოლოა ადამიანის გულწრფელი და მხურვალე ლოცვისა. სწორედ წრფელი გულით და მხურვალედ წარმოთქმული ლოცვა საკმევლის კვამლივით ამაღლდება უფლის საყდრამდე. ამავე დროს, კმევისას განიდევნება ბოროტი სული - ეშმაკი, რომელიც ვერ ეგუება საკმევლის კეთილსურნელებას.

საკმეველი უნდა ვაკმიოთ ლოცვის დაწყებამდე, თუმცა დღის განმავლობაში საკმევლის კმევა რამდენიმეჯერაც შეიძლება.
ბეჭდვაელფოსტა
25.10. 2015
ირინე ღვალაძე
ჩვენი მამა დავითი,ყველაზე თავმდაბალი,სათნო. და კეთილი მამაო!!!
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat