სტუმრად ათონის მთაზე
სტუმრად ათონის მთაზე
უკანასკნელ ხანს კარგი ტრადიცია დაფუძნდა. მიუხედავად იმისა, რომ ათონის მთა კონსტანტინოპოლის იურისდიქციაშია, ბერძნული და ქართული ეკლესიების მესვეურთა ურთიერთშეთანხმებით, ნებისმიერ ქართველ მღვდელმთავარს შეუძლია ჩაატაროს ათონზე მოღვაწე ქართველი სასულიერო პირის ფიროტონია (ხელდასხმა).

ახლახან ამ მიზნით იმყოფებოდა ათონის მთაზე ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი, მეუფე გერასიმე (შარაშენიძე), რომელმაც ვათოპედის ლავრაში, ქართველ ბერს, მამა თეოდოპოსს დაასხა ხელი, შემდეგ კი, საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად მოილოცა ათონის სიწმინდეები.

მეუფე გერასიმეს ამ მოგზაურობაში თან ახლდა თბილისის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ლურჯი მონატრის ტაძრის წინამძღვარი, საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი დავით შარაშენიძე, რომელსაც ვთხოვეთ გაეზიარებინა ჩვენთვის ათონური შთაბეჭდილებები.

- მამა დავით, თქვენ გარდა, კიდევ ვინ იყვნენ ამ დელეგაციის შემაგენლობაში და რომელი მონასტრები მოილოცეთ?

- ჩვენთან ერთად იმყოფებოდა ორი საერო პირი, ბატონები: თენგიზ მეზურნიშვილი და პაატა ჩუბინიძე.

მოვილოცეთ სამი მონასტერი. თავდაპირველად ვათოპედის ლავრაში მივედით, სადაც შესრულდა ხელდასხმა. მოვილოცეთ ასევე ივერონის ქართული და სიმონ-პეტრეს მონასტრები.

ვათოპედის მონასტრის იღუმენმა ეფრემმა, ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნის დროს გამოთქვა სურვილი მამა თეოდოპოსის ხელდასხმა ქართველი მღვდელმთავრის მიერ შესრულებულიყო, სწორედ ეს გახდა ჩვენი ათონზე გამგზავრების საბაბი. მანამდე ბევრი რამ გვსმენოდა, რომ ეს მონასტერი გამორჩეულია თავისი სტუმართმოყვარეობით. თუმცა ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ამ მონასტერში ათობით სხვადასხვა ეროვნების სასულიერო პირი მოღვაწეობს. მრავლად შეხვდებით ფრანგებს, ამერიკელებს, ინგლისელებს, სამხრეთ ამერიკისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს. თუ არ ვცდები, ხუთი ქართველი ბერიდან ოთხი უკვე მუდმივად ვათოპედის ლავრაში ცხოვრობს. ეს მონასტერი მართლაც გამორჩეულია ათონზე არაჩვეულებრივი ღვთისმსახურებითა და სულიერების მაღალი დონით. აღსანიშნავია ისიც, რომ აქ ყველა ბერს მორჩილება აქვს და თავისი კონკრეტული საქმიანობით არის დაკავებული. ამდენ სტუმარს ვერც ერთ მონასტერში ვერ ნახავთ.

იღუმენ ეფრემზე ბევრი თქმულა და დაწერილა. მამა ეფრემი 1992 წელს მოვიდა ამ მონასტერში, როცა პრაქტიკულად მოშლილი იყო აქ მონასტრული ცხოვრება. ფაქტობრივად, მის სახელს უკავშირდება ბერებისთვის საერთო საცხოვრებლის აღმშენებლობა და ვათოპედის ლავრის აღორძინება. მამა ეფრემი დიდი მოღვაწეა, გამოირჩევა სიყვარულით, სიმდაბლით, მოთმინებითა და გონიერი განსჯის უნარით, ამიტომაც იზიდავს ამდენ ადამიანს.

ვათოპედის ლავრაში ბევრი სიწმინდე ინახება, მათ შორის განსაკუთრებულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელი, წმინდა იოანე ოქროპირის თავი და უხრწნელი ყური, წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის თავის ქალა, ცნობილი ხატი პარამითია, რომელზეც გამოსახულნი არიან ღვთისმშობელი და მაცხოვარი. ქრისტე მარიამ ღვთისმშობელს ბაგეებზე აფარებს ხელს. ალბათ იცის ამ ხატის შესახებ თქვენი ჟურნალის მკითხველმა. ყოვლად დედოფალი "პანტანასას" სასწაულმოქმედი ხატი, რომლისგანაც დღესაც უამრავი კურნება ხდება, როგორც მოგეხსენებათ, ღვთისმშობლის ამ ხატის ასლებსაც მაკურნებელი ძალა აქვს.

- მამა დავით, დღეს არაერთი ქართველი მოღვაწეობს ათონზე, ბოლო პერიოდში გარკვეულწილად ხომ არ შეიზღუდა წმინდა მთაზე ქართველ ბერ-მონაზონთა რაოდენობა?

- დღესდღეობით ოცამდე ქართველი ბერ-მონაზონი ცხოვრობს ათონზე, მათ შორის ათამდე ბერი ვათოპედის მონასტერშია. ამიტომ რაიმე შეზღუდვაზე ლაპარაკი არ იქნებოდა გამართლებული. ერთადერთი მონასტერი, სადაც ქართველებს მუდმივ საცხოვრებლად არ იღებენ, ივერონია, გასაგები მიზეზების გამო, რაც შეეხება დანარჩენ მონასტრებს, იქ განსაკუთრებული შეზღუდვა არ არის. ვიგორიუს მონასტერში რამდენიმე ჩვენი ბერი ცხოვრობს, სიმონ-პეტრაშიც ჰყავს მეუფე გერასიმეს მორჩილები.

წმინდა მთის ოც მონასტერსა და 15 სკიტში ბევრი ქართველი მომლოცველი ჩადის. ათონზე უამრავი კელიაა და ისე როგორც ყველგან, იქაც განსხვავებული ხასიათის მონაზვნები არიან. ზოგმა შეიძლება კეთილად მიგიღოთ, ზოგიერთი კი უხეშად შეგხვდეთ, ერთი, რომელიმე კერძოOშემთხვევა არ უნდა განვაზოგადოთ და ისეთი შთაბეჭდილება არ შევიქმნათ, თითქოს ათონზე ქართველებს პრობლემა ექმნებათ. მერწმუნეთ, ასე ნამდვილად არ არის. მეტიც, მამა ეფრემმა თვითონ გამოთქვა სურვილი, ერთ-ერთი საკმაოდ დიდი კელია ქართველ მამებს გადმოსცეს ზღვის სანაპიროზე. მას შემდეგ, რაც ათონიდან რამდენიმე იღუმენი საქართველოში ჩამობრძანდა და ახლოს გაეცნო ქართველი სასულიერო პირებისა და მრევლის განწყობას, ამან კიდევ უფრო პოზიტიურად შეცვალა ჩვენი ურთიერთობა.

განსაკუთრებული კეთილისმყოფელი გავლენა იქონია ბერძენ სასულიერო პირებზე ჩვენი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ყოფნამ ათონის მთაზე ამ რამდენიმე წლის წინ. მაშინ უწმინდესმა ითხოვა, ოცივე მონასტრის წინამძღვრისგან დალოცვა მიეღო. საერთოდ, ეპისკოპოსი ძალიან მაღალი რანგის სასულიერო პირია და ასე თუ ისე, ყველა ეპისკოპოსს აქვს ეს მეტ-ნაკლებად შეფერებული. როდესაც პატრიარქმა ისეთი სიმდაბლე აჩვენა, რომ კურთხევა გამოითხოვა წმინდა მთის მონასტრების არქიმანდრიტებისგან. ეს მათთვისაც იმდენად უცნაური და გაუგებარი ჟესტი იყო, რომ გაკვირვებულები დარჩნენ და არ იცოდნენ, რა გაეკეთებინათ. როცა ჩვენმა პატრიარქმა დაჟინებით მოსთხოვა მათ კურთხევა. ამის შემდეგ ისინი ჩვენთან საუბარში აღნიშნავდნენ: "თქვენ გყავთ წმინდა პატრიარქი, რომელიც არც ერთ სხვა პატრიარქს არა ჰგავსო", რამაც ძალიან დიდი სინათლე შეიტანა ჩვენს ურთიერთობაში და რადიკალურად შეიცვალა განწყობა არა მხოლოდ ქართული ეკლესიის, არამედ საქართველოს მიმართ. მათი მხრიდან დიდია დაინტერესება, უფრო მეტი რამ შეიტყონ ჩვენს შესახებ. ბერძენი სასულიერო პირები დაწვრილებით გვეკითხებოდნენ, თუ რამდენად შეიცვალა დემოგრაფიული ვითარება მას შემდეგ, რაც უწმიდესმა ილია მეორემ რამდენიმე ათასი მცირეწლოვანი მონათლა ამ პრობლემის გადასაჭრელადო. ჩვენც მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე ვუზიარებდით მათ შეხედულებას, რა ინფორმაციაც გაგვაჩნდა.

ჩვენ სადაც კი მივედით, ივერონის მონასტერშიც კი, იქაც ძალიან თბილად და კარგად მიგვიღეს. მეტსაც გეტყვით, მეუფე გერასიმეს და მე თვითონ შემოგვთავაზეს, თუ სურვილი გვექნებოდა, გვეწირა ივერიის ღვთისმშობლის კარიბჭის ხატთან და როცა ჩვენგან თანხმობა მიიღეს, რადგან ორი სასულიერო პირი ვიყავით, თვითონვე დაგვეხმარნენ, რომ წირვა-ლოცვა შეგვესრულებინა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ზოგჯერ ზედმეტად დრამატიზება ხდება სიტუაციისა, რაც არც ერთ მხარეს არ წაგვადგება. ჩვენ უნდა ვეცადოთ, დავინახოთ დადებითი ჩვენს ურთიერთობებში. როგორც მამები გვასწავლიან, ცუდიც არ უნდა გაგიკვირდეთ, კარგი კი, მართლაც გასაკვირი და განსაცვიფრებელია, მით უმეტეს, დღეს, როდესაც ქვეყნიერება დასასრულისაკენ მიდის.

- ამ ურთიერთობების განსამტკიცებლად, ალბათ, ის ისტორიაც გამოგვადგება, რაც ქართველებს წმინდა მთასთან გვაკავშირებდა.

- რასაკვირველია, ქართველმა და ბერძენმა სასულიერო პირებმა კარგად იციან, რომ სამონასტრო ცხოვრებას წმინდა მთაზე ათანასე ათონელთან ერთად, ქართველი იოანე მთაწმინდელიც აყალიბებდა - ექვთიმეს მამა, ეს ხომ არავისთვის დამალული არ არის, ისინი ერთ-ერთი პირველები იყვნენ, ვინც ათონზე სულიერება ააღორძინა. სამწუხაროდ, მწირია ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა ამ მთაზე I-დან X საუკუნემდე. ძირითადად მემატიანეები X ს-ის შემდგომ პერიოდზე მოგვითხრობენ. მას შემდეგ, რაც წმინდა ათანასემ პირველი ლავრა დააარსა, რომელიც დღეს წმინდა ათანასე ათონელის ლავრის სახელწოდებითაა ცნობილი, შეიძლება ითქვას, აქედან იწყება წმინდა მთის ისტორიაც, რომელსაც ბერძნებთან ერთად ქართველებიც ქმნიდნენ, ეს კი, მოგეხსენებათ, უკვალოდ არ იკარგება.

- მადლობას მოგახსენებთ, რომ გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები.

- ღმერთმა დაგლოცოთ!

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალიასტომის ღვთისმშობელი წარმოდგენილია ყრმით, ხატი ფერწერულია და შეჭედილია ვერცხლით.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat