"წინ, - ჩვენი წინაპრებისკენ!"
"წინ, - ჩვენი წინაპრებისკენ!"
ის რომ ქართული "რენესანსის" ერთ-ერთი გვირგვინოსანი შემოქმედი წმინდანია, სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის. პრაგმატულად მოაზროვნე საზოგადოების ნაწილს თამარის ეპოქის ისტორიული ასპექტები უფრო აღელვებს და აინტერესებს, ვიდრე მისი სულიერი ღვაწლი. თამარის ნამდვილი ცხოვრება კი - ისეთივე მიუწვდომელი და შორეულია, როგორიც მისი თითქმის მიტოვებული ფრესკა ბეთანიაში...

გვესაუბრება ჯვართამაღლებისა და წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე:

- წმინდა თამარის დროის "ოქროს ხანა", რომლის გამოც ჩვენ ასე ვამაყობთ, უპირველესად, სწორედ თამარის სულიერი ღვაწლიდან იყო გამომდინარე და ისევე, როგორც დავითის მეფობის ჟამს, წმინდა თამარის ეპოქაშიც საქართველო მართლაც აღვიდა თავისი სიდიადის ზენიტში, ისევე, როგორც ისრაელი ავიდა სახელმწიფოებრივი განვითარების ზენიტში სოლომონის მეფობისას. ეს ორი ეპოქა ერთმანეთს ემსგავსება.

ყოველ ადამიანს ცხოვრების მთავარი მიზანი აქვს - ცხონება, ანუ უფალთან ყოფნა, რომელიც ამ ქვეყნისაგან მოწყვეტით არ ხდება. ადამიანი მხოლოდ მაშინ ცხონდება, როდესაც უფლის სიყვარულს სწავლობს და უფლის სიყვარულისაკენ მიმავალ გზაზე ადამიანს შეიყვარებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უნდა აღვასრულოთ საქმე, რომელიც საამქვეყნოდ დაგვევალა...

თამარი ჭეშმარიტად ღირსეული მეფე გახლდათ. როდესაც ამ გვირგვინოსნის სულიერ სიდიადეზე ვსაუბრობთ, შეიძლება, პარალელი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთანაც გავავლოთ. რატომ? ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ღვთისმშობლის სიდიადეზე და გვიჩნდება კითხვა: - მაინც რატომ არის ქალწული მარიამი არამხოლოდ ყველა ადამიანზე, არამედ ყველა ქმნილებაზე აღმატებული?!

- იმიტომ, რომ საოცარ სიმდაბლეს მიაღწია. ჩვენი ცხოვრების მიზანი ხომ სიყვარულია: - ღმერთს უნდა დავემსგავსოთ. ღმერთის ყველაზე აღმატებული თვისება კი სწორედ სიყვარულია და თუ ადამიანი მას არ ემსგავსება, ანუ, სიყვარულის უნარი არ ექნება, მის ცხონებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ღვთისადმი მსგავსება კი თითოეული ადამიანისათვის ერთგვარი მოცემულობაა.

უბრალო მაგალითს მოვიტან: - შესაძლებელია, ამაყი ადამიანი გულში სიყვარულს ატარებდეს? - რაღა თქმა უნდა, არა, რადგან სიამაყე თავის თავში უთვალავ ცოდვას იტევს, მათ შორის, ეგოიზმსაც, ამიტომ არ შეიძლება, ამაყს უყვარდეს. ღვთის სიყვარული და მსგავსება რომ გქონდეს (რომელნიც საღვთისმეტყველო თვალსაზრისით, სინონიმებია), მდაბალნი უნდა ვიყოთ, ეს უკანასკნელი კი განსაკუთრებულად მაშინ ვლინდება, როდესაც ადამიანი იერარქიულად მაღალ საფეხურზე იმყოფება, მაგრამ, ამის მიუხედავად, მასში სიამაყე არ ჩნდება. ღვთისმშობლის სიდიადეც სწორედ ამაშია.

მას, რომელიც ადამიანებს კი არა, თვით უმაღლესი ტრიადის ანგელოზებს - ქერუბიმებსა და სერაფიმებსაც აღემატება და თვით სამყაროს შემოქმედს მიანიჭა ადამიანური ბუნება, იოტისოდენა სიამაყეც კი არ გასჩენია.

წმინდა თამარი უდიდესი და უბრწყინვალესი სამეფოს ხელისუფალი გახლდათ და განსაცვიფრებელი სიმდაბლით გამოირჩეოდა. თურმე, პირად საარსებო ლუკმასაც კი გამუდმებული შრომით მოიპოვებდა: - ქარგავდა, ქსოვდა, სასულიერო პირებს შესამოსელს უკერავდა, უქსოვდა და განაშვენებდა, მისი ნაშრომი კი იყიდებოდა და ამ შემოსავლით გლახაკებიც განიკითხებოდნენ...

ცნობილია თამარის განსაკუთრებული ღვთისმოსაობა: - დღესა და ღამეს ცივ სენაკებში ლოცვაში ატარებდა, ჯარს ფეხშიშველი მიუძღოდა და ის მეფური ფუფუნება, რომელშიც ზოგიერთი ბიზანტიელი იმპერატორი ცხოვრობდა, მისთვის უცხო გახლდათ...

ეს იქიდანაც ჩანს, რომ როგორც სანთელი, ისე დაიწვა და სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა. ამაშია მისი სიდიადე და ამის ნაყოფი მაშინდელი ქართული სახელმწიფოს განსაცვიფრებელი სიმაღლეა, შუქურასავით რომ გვდევს თან და გვაიმედებს: - მაშინ თუ შევძელით, მაშასადამე, დღესაც შეგვიძლია...

ჩვენ ხშირად ვიხსენებთ დიდგორს, მაგრამ განა ნაკლები ძლევა მოხდა ბასიანში?! მსგავს ამბავს მხოლოდ ბიბლიურ სიუჟეტებში თუ ამოვიკითხავთ.

წმინდა თამარი თითოეული ქართველის, თითოეული მანდილოსნის მაგალითი უნდა იყოს, რადგან იგი ჩვენი ღირსება და სიამაყეა.

სამწუხაროდ, მანდილოსანიაო, დღეს ბევრ ქართველ ქალზე ვეღარ იტყვი, რადგან მანდილი კი არა, სამოსიც კი აღარ აცვია. მოდი, ვიკითხოთ: - ვის მაგალითზე იზრდებიან ჩვენი შვილები, ჩვენი გოგონები? - ცნობილი მსახიობების, ტოპ-მოდელების და ასე შემდეგ, რაც დიდი ტრაგედიაა. მათთვის სამაგალითო სულაც არ არის წმინდა თამარი, ეს ხომ წინაპართა ფესვებიდან გვწყვეტს... რატომღაც გვგონია, რომ წინაპრები უკან არიან, ჩვენ კი - წინ მივდივართ, მაგრამ, ეს შეცდომაა. სწორედაც ისინი არიან წინ და ჩვენც უნდა ვისწრაფოთ წინ, ჩვენი წინაპრებისკენ!

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
უსჯულო დიოკლეტიანეს ზეობისას ქალაქ ქალკედონს, რომის იმპერიის ერთ-ერთი პროვინციის, ბითინიის უმთავრეს ქალაქს, პროკონსული (იმპერატორის ნაცვალი) პრისკე მართავდა, რომელმაც წარმართული ღვთაების, არესის დღესასწაულის მოწყობა განიზრახა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat