რამდენადაც უფრო დიდი აქვს ადამიანს ღვთის სიყვარული, მით დიდია სიყვარული მოყვასის მიმართ
რამდენადაც უფრო დიდი აქვს ადამიანს ღვთის სიყვარული, მით დიდია სიყვარული მოყვასის მიმართ
უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, იღუმენი გიორგი (გურჩიანი) ადამიანებისადმი სიყვარულისათვის, მოწყალებისა და პატივისცემისათვის გაბრწყინებული ჯვრით დააჯილდოვეს და არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს.

მამა გიორგი რამდენიმე წელია, სანქტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში სწავლობს. სამშობლოში ყოფნის დროს შევხვდი მოძღვარს.

- ჩემი სამშობლოში ჩამოსვლა უწმინდესის დაბადების მე-80 წელს და აღსაყდრების 35-ე წელს დაემთხვა. ჩემთან ერთად ჩამოვიდნენ სანქტ-პეტერბურგელი სტუმრები, რომლებმაც უწმინდესს ულამაზესი, ძვირფასი პანაღია უძღვნეს. უწმინდესმა მოულოდნელად დამაჯილდოვა. მას საოცარი თვისება აქვს ადამიანის გახარების, მისი მდგომარეობის კარგად აღქმის და გამოხატვისა. შეუძლებელია ადამიანმა ეს არ დაინახოს, - მიამბობს მამა გიორგი, - ხარისხთან ერთად პასუხისმგებლობაც მომემატა. არქიმანდრიტის ჯვარი რომ ჩამომკიდეს, საოცარი სიმძიმე ვიგრძენი, თითქოს ძალიან დიდი ტვირთი დამედო. არა იმიტომ, რომ ჯვარია მძიმე, შინაგანად გამიჩნდა ეს გრძნობა. ამხელა პატივს არ ვიმსახურებ. ღმერთმა იცის, არ ველოდებოდი, რომ უწმინდესი არქიმანდრიტის ხარისხში ამიყვანდა.

მოძღვრის ჯვარი
ჩემმა სულიერმა მოძღვარმა, მეუფე დანიელმა მითხრა, თუ ღმერთი გაკისრებს, გავალებს და პატივსაც გაძლევს, პასუხისმგებლობით უნდა მიიღო, ღირსეულად ატარო და მორჩილებით შეასრულოო. ვცდილობ, პირნათლად ვატარო ქრისტეს ბრწყინვალე ჯვარი. მაცხოვარი ამბობს: "უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი მსუბუქ არს". ადამიანი თვითონ იმძიმებს ჯვარს თავისივე ცოდვებით. ღმერთი მოუწოდებს ადამიანს და თავად ან თანხმდება ან არ თანხმდება. ღმერთი არავის არაფერს აძალებს.

უფლის მოწოდების გაგება
თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს, მას ემსახუროს და ერის კეთილდღეობაში სასიკეთო წვლილი შეიტანოს... ზოგიერთი ადამიანი მოწოდებულია სასულიერო წოდებისათვის, ღმერთი აძლევს კეთილი საქმის გაკეთების სურვილს. ის მიყვება ღვთის ნებას და ხდება სინერგია - შეთანხმება ღვთისა და ადამიანის ნებისა. სასულიერო ხარისხი იმდენად დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს, რომ ვერც კი წარმოვიდგენდი. ნათქვამია: "პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინისო". იმდენად დიდია პატივი, რომ ამ პატივის ტარება საპასუხისმგებლოა.

როდესაც ადამიანი სულიერი მოძღვრის არჩევას დააპირებს, უპირველესად ყურადღება უნდა მიაქციოს მოძღვრის სულიერ მდგომარეობას. არის თუ არა ეს ადამიანი ის პიროვნება, რომელიც მის სულიერ გზას, მის სულს უწინამძღვრებს და ღმერთთან მიიყვანს, ღმერთთან დაამკვიდრებს. ადამიანი ჯერ საკუთარ თავში უნდა გაერკვეს და მერე დაიწყოს სულიერი მოძღვრის ძებნა. მაშინ არჩევანს აკეთებს. ხშირად იმედის გაცრუებაც ხდება. ან მოძღვარი არის ამის მიზეზი, ან თვითონ ადამიანი. მთავარია, თავად ადამიანი ცხოვრობდეს სწორად და ღმერთი იმ მღვდლის დახმარებით მისცემს ადამიანს ყველაფერს რაც მას სულის ცხონებისთვის სჭირდება. შეიძლება ყველა მოძღვარს არ ჰქონდეს განათლება, მაღალი ზნეობრივი სულიერი მდგომარეობა. მაგალითად, ყველა ბავშვის მშობელი ხომ არ არის ისეთი, როგორიც შვილს სურს,Mმაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პატივს არ სცემს მშობელს. უფლის მცნება მშობლის პატივისცემას გვავალდებულებს. უმჯობესია, უპირველესად, გავარკვიოთ, რა გვინდა და შემდეგ რას ვითხოვთ სხვისგან. სულიერი მოძღვრის არჩევა, მით უმეტეს დღეს, ადვილი როდია. თუმცა, შეიძლება ყოველთვის ასე იყო. ღმერთი უცვლელია და ის პირობა, რაც ღმერთმა მოგვცა, ის დღესაც და უკუნისამდე სრულყოფილად მომავალშიც გაგრძელდება. მთავარია ადამიანს უნდოდეს ცხონება. ნათქვამია, შენ თუ კარგი ხარ, მაშინ შენ ირგვლივ ყველა კარგი იქნება. თუ ადამიანს ცხონება არ სურს, არათუ მღვდელი, თვით ღმერთიც ვერ აცხოვნებს. სიტყვა "ვერ" ღვთის უძლურებაზე არ მეტყველებს. ღმერთი ძალით არ აცხოვნებს კაცს. ღმერთი არ აძალებს ადამიანს. თუ ადამიანს ცხონება სურს, ყველანაირად შეეწყობა ხელი ღვთისგანაც და ადამიანებისგანაც. ერთ რჩევას ყველას მივცემ, რომ მოძღვრის ამორჩევაში ძალიან დიდი ყურადღება გამოიჩინონ, რათა მერე იმედი არ გაუცრუვდეს. ყურადღებით უნდა ამოირჩიოს სულიერი მამა, მოძღვარი, რომელიც ადამიანს, როგორც მამა - შვილს, ისე ატარებს ამ წუთისოფლის განსაცდელიან ვიწრო გზაზე და ღმერთამდე მიიყვანს.

მოძღვრის მოვალეობაა, ადამიანს დაანახვოს ღმერთი, დააყენოს და განამტკიცოს ცხონების გზაზე.

ადამიანის ჯვარი
ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ყველას თავისი ჯვარი აქვს. ამიტომ არის კარგი, გამოცდილი მოძღვარი, რომელმაც უნდა გაარკვიოს, რა სიმძიმის ჯვრის ტვირთვა შეუძლია მის სულიერ შვილს. ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს, სულიერი შვილი არის თუ არა მინდობილი მოძღვარზე და თუ შეუძლია შეასრულოს მოძღვრის კურთხევა. ვინც ბოლომდე დაითმენს, ის ცხონდება. "მოთმინებითა შენითა მოიპოვე სული შენი", მაგრამ ჩვენ ადამიანები პატარა ბავშვებივით ვართ. მშობელი ვალდებულია, ბავშვს მისცეს ის აუცილებელი, რაც მშობლისგან უნდა მიიღოს... ღვთის წინაშე იმდენ ცოდვას ჩავდივართ, რომ სასჯელის მეტს არაფერს ვიმსახურებთ, მაგარამ უსაზღვროა ღვთის სიყვარული და მოწყალება.

მაცხოვარი მოწყალე და უსაზღვროდ კაცთმოყვარეა. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ადამიანებს არათუ დაუმსახურებლად, დამსახურებითაც რომ გვაწყენინონ, მაშინვე მრისხანებაში ჩავვარდებით. ღვთის განგება ადამიანზე სხვანაირად მოქმედებს. ღმერთს რომ ვუყვარვართ, იმიტომ გვიყვარს ღმერთი და არა იმიტომ ვუყვარვართ ღმერთს, რომ ჩვენ გვიყვარს ის. ჩვენ ვუბრუნებთ უსაზღვრო სიყვარულის მცირე ნაპერწკალს და ამას აფასებს ღმერთი ადამიანში. თუ ადამიანი ღვთის გზაზე დგება, მეტი და მეტი უყვარს. თუ მეტი უყვარს, მის გვერდით მყოფი უფრო მეტად ეყვარება. რამდენადაც უახლოვდება ადამიანი ღმერთს, იმდენად უახლოვდება მეორე ადამიანს. რამდენადაც უფრო დიდი აქვს ადამიანს ღვთის სიყვარული, მით უფრო დიდი სიყვარული აქვს მოყვასის მიმართ.

***
ყველაფერი გვაქვს მოცემული იმისათვის, რომ ღვთისთვის სათნოდ ვიცხოვროთ. ერთი ადამიანი ეკითხება მაცხოვარს, - რა ვქნა იმისთვის, რომ ვცხონდეო? შეასრულე მცნებები: არ იმრუშო, არ იპარო, არ იცრუო, პატივი ეცი დედასა და მამასა შენსა. მე ამ ყველაფერს სიყრმიდან ვასრულებო, - უპასუხა. მოეწონა მაცხოვარს ეს და უთხრა, - გაყიდე ყველაფერი, დაურიგე ღარიბებს და მე შემომიდექიო. შეღონდა, მოიწყინა ამ კაცმა და განეშორა. მაშინ მაცხოვარმა თქვა: - უადვილეს არს აქლემის ნემსის ყუნწში გაძრომა, ვიდრე მდიდრის სასუფეველში შესვლა. ადამიანს ყველაფერი აქვს მოცემული ცხონების გზაზე სავალად. ღმერთი ჩვენგან შეუძლებელს არ ითხოვს. ღმერთი გვაძლევს მადლს და გვიჩვენებს, რა გზითაც ვიაროთ.

თუ გვინდა ღვთის ნება გავიგოთ, ვილოცოთ, რომ მოძღვრის პირით ღმერთმა თავისი ნება განგვიცხადოს. მერე მივიდეთ მოძღვართან და რჩევა ვკითხოთ. რასაც მოძღვარი გვეტყვის, ის იქნება ღვთის ნება. საჭიროა, მივენდოთ ღმერთს. შეიძლება მოძღვარიც შეცდეს, მაგრამ იმის გამო, რომ მორჩილებით, სიყვარულითა და რწმენით აკეთებს ამას, მაინც ცუდ შედეგს არ გამოიღებს.

***
ვუსურვებ ყველას, დააფასოს თავისი მდგომარეობა და მადლიერი იყოს ღვთისა. ღმერთმა დალოცოს და გაახაროს სრულიად ქართველი ერი. ჩვენიUუწმინდესი, ყველა ადამიანი, ვისაც უყვარს ჭეშმარიტი ღმერთი.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
უსჯულო დიოკლეტიანეს ზეობისას ქალაქ ქალკედონს, რომის იმპერიის ერთ-ერთი პროვინციის, ბითინიის უმთავრეს ქალაქს, პროკონსული (იმპერატორის ნაცვალი) პრისკე მართავდა, რომელმაც წარმართული ღვთაების, არესის დღესასწაულის მოწყობა განიზრახა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat