"მე მენატრება ბეთანიაში, მახლობლად წმინდა მონასტერისა, მედგას სენაკი..."
"მე მენატრება ბეთანიაში, მახლობლად წმინდა მონასტერისა, მედგას სენაკი..."
"მთელი ჩვენი ისტორია ამ ოცი საუკუნის განმავლობაში, რაც ქრისტიანები ვართ, - ეს არის ცრემლი, სისხლი და იმედი გადარჩენისა, ბრძოლა მართლმადიდებელი სარწმუნოებისთვის, ქართული ენისა და საყვარელი მამულის შენარჩუნებისთვის. ჩვენს ეროვნულ მეხსიერებას სამუდამოდ შემორჩა ბასიანი და დიდგორი, კრწანისი და მარაბდა, 9 აპრილი და უგუნურებამდე გახელება მტრისა, უტყუარი ნიშანი მისი უძლურებისა.

გვამუსლიმანებდნენ, გვათათრებდნენ, გაკათოლიკებას გვიპირებდნენ, ათეიზმის შხამით გვწამლავდნენ, ჩვენ კი, აჰა, დღემდის მოვაღწიეთ და გვწამს, ისეთივე ღვთისმოსავნი და კაცთმოყვარენი ვიქნებით, როგორიც ჩვენი დიდებული წინაპრები იყვნენ", - წერდა 90-იანი წლების დასაწყისში დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი ("მართლმადიდებლობის ზეიმი", გვ. 26), რომლის შრომისმოყვარეობა და ნაყოფიერი საეკლესიო მოღვაწეობა მისაბაძი და სამაგალითოა მისი მრევლისა და სულიერი შვილებისთვის, რომელთა შორისაც სასულიერო პირებიც არიან.

არჩილ მინდიაშვილი დაიბადა 1956 წლის 27 მაისს, კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში. გამძვინვარებული ათეისტური მმართველობის პერიოდში ვინ წარმოიდგენდა, რომ იგი მომავალში სასულიერო პირი გახდებოდა და მრავალ ადამიანს გაუწევდა სულიერ მამობას. მხოლოდ გულთამხილავმა ღმერთმა უწყოდა ამის შესახებ, რომელსაც პატარა არჩილის სულის გამოსაწრთობად ბავშვობიდანვე ბეწვის ხიდზე უტარებია მომავალი მოძღვარი და უმზადებდა რა რჩეულთა ხვედრს, არც სასწაულები დაუშურებია მისთვის რწმენაში გასაძლიერებლად.

დეკანოზი არჩილი: საშინელი დრო გამოვიარეთ. არა მხოლოდ ათეიზმის თვალსაზრისით, ეკონომიკურადაც გვიჭირდა. მამა კადრის მუშა იყო, დედა - დიასახლისი. როცა მამაჩემის ხელფასის აღების დრო მოახლოვდებოდა, ამ დროისთვის ოჯახის ბიუჯეტი ისე ამოიწურებოდა, თითქმის აღარაფერი გვქონდა საჭმელი. იმის გამო, რომ დედაჩემის ტკივილებს და ტირილს ძალიან განვიცდიდი, გავიდოდი ხოლმე გარეთ და გულში ერთგვარ ლოცვას ვამბობდი: "ღმერთო, ფული მაპოვნინე, ღმერთო, დედაჩემმა აღარ იტიროს..." ჩურჩულით ვიმეორებდი და მართლაც ყოველთვის ვპოულობდი ხურდა ფული იქნებოდა, თუ ქაღალდის, ერთხელ 100 მანეთიც კი ვიპოვე. დედა დაეჭვდა, გაჭირვების გამო ხელმრუდობას ხომ არ მიჰყო ხელიო და ერთხელ დამსაჯა კიდეც. მაშინ ვთხოვე, ერთად გავიდეთ იქ, სადაც შენ მეტყვი, მე ღმერთს შევთხოვ და თვითონვე ნახავ, რომ ფულს ვიპოვი. არ ვიცი, ღმერთი ვინ არის, მაგრამ ის კი ვიცი, რომ მას ყველაფერი შეუძლია-მეთქი. მართლაც, ხელი მომკიდა, გამიყვანა. მე ლოცვა დავიწყე და როცა მაშინვე ბუჩქის ძირას მის თვალწინ ფული ვიპოვე, მას შემდეგ აღარასოდეს დავუსჯივარ...

როგორც ხედავთ, ბავშვობის წლები, რომელიც მამა არჩილმა უფროს ძმასთან, ცნობილ მწერალ და თეოლოგ აკაკი მინდიაშვილთან და დასთან, მანანასთან ერთად გამოიარა, არ ყოფილა უზრუნველი და ვარდისფერი. მწერლისა და შემოქმედის ნიჭი არც მამა არჩილისთვის დაუშურებია ღმერთს. უფლის ნებით, ორივე ძმა, ღვთის ჭეშმარიტი სიტყვის უბადლო მქადაგებელი და განმავრცობელია.

რუსთავის მე-16 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, არჩილ მინდიაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძობს სწავლას. სწორედ უნივერსიტეტის წლებს უკავშირდება მისი ღრმად შთამბეჭდავი და განუმეორებელი ემოციით დამუხტული პოეზია, რომელიც იმთავითვე აიტაცა გასული საუკუნის ოთხმოციანელთა თაობამ.

"ჩემი ბედის ვარსკვლავი მინათებდა - მერკური
იყო სექტემბრის ხუთი, ზოდიაქო ქალწულის,
კვლავაც მიუსაფრობა, მოგონება წარსულის,
დღეთა ფოლიანტების უგუნური ფერხული".

"ეს ყოველივე სულიერ ძიებათა ანარეკლია, ვიდრე საკუთარ თავს იპოვიდეს და რეალურად გადაეშლებოდეს თვალწინ ის გზა, რომესლაც ერთგულად უნდა შეუდგეს.

...ამჟამად ამ სტრიქონების ავტორი ქრისტიანულ რწმენას დასდგომია დარაჯად, რწმენას, ათასგვარ განსაცდელში გამოვლილს და დღესდღეობითაც საშიში სინამდვილის წინაშე მდგარს", - წერს არჩილ მინდიაშვილის ლექსებისა და ნოველების წიგნისთვის დართულ წინასიტყვაობაში მწერალი როსტომ ჩხეიძე.

ელვის სისწრაფით ჩაიქროლა ძიებისა და შთაბეჭდილებების ახალგაზრდულმა წლებმა, რომლებიც მოიცავს სავალდებულო სამხედრო სამსახურსაც და ნებაყოფლობით გადადგმულ ნაბიჯსაც მცხეთის სასულიერო სემინარიისკენ, რაც განმსაზღვრელი ხდება დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის მომავალი საქმიანობისთვის.

დეკანოზი არჩილი: - უფალი ღმერთი თავის განგებულებით ზრუნავს რა ყველა ადამიანზე, ცოდვილთა მოქცევასა და გადარჩენაზე, ალბათ, ამგვარადაც ამზადებდა ჩემს სულს მომავალი სამღვდელო მსახურებისთვის, მართებული იქნებოდა, აქ მოვიშველიოთ ბერძენი ფილოსოფოსის, ჰერაკლიტე ეფესელის აფორისტული გამონათქვამი: "ბევრი მიწა და ტალახი უნდა თხარო, რომ პატარა ალმასი იპოვო, როდესაც ალმასს იპოვი, ხვდები, რომ ღირდა ძიებად და წვალებად", ეს ალმასი ჩემთვის უფალი იესო ქრისტე აღმოჩნდა...

სემინარიაში სწავლის პერიოდში მამა არჩილი ოჯახს მოეკიდა. როგორც ამბობს, იგი საერთოდ არ ფიქრობდა ცოლის შერთვაზე, რადგან გული უფრო ბერობისკენ მიუწევდა, მაგრამ უფლის ნებას წინ ვინ აღუდგება. მისი მომავალი მეუღლე მარინე, ვიდრე შეირთავდა, ერთი თვით ადრე სიზმარში უხილავს. როგორც კი დედასთან ერთად ცხადში შეხვდა, იმთავითვე შეიცნო და მალე ჯვარიც დაიწერეს. 5 შვილი შეეძინათ.

დეკანოზი არჩილი: - იყო დრო, როცა მრევლში პირველ ადგილზე ვიყავი შვილიანობით, მერე, თანდათანობით ბოლოსკენ გადავინაცვლე. მადლობა ღმერთს, გასაოცარია მრავალშვილიანობა მრევლში. 9 შვილიშვილი მყავს, უფროს ქალიშვილს, რუსუდანს, ჰყავს 2 ვაჟი და 2 ქალიშვილი, მის მომდევნოს, გურამს 2 ვაჟიშვილი, ნიკოლოზსაც 2 ვაჟი ჰყავს, გიორგის - 1 ქალიშვილი. ბარბარე XII კლასის წარჩინებული მოსწავლეა, ძალიან უყვარს წიგნების კითხვა. ფლობს კომპიუტერსაც. კომპიუტერი ვერასდროს შეცვლის წიგნის სამყაროს, ის მხოლოდ ინფორმაციას აძლევს ადამიანს, წიგნი - განათლებას, აი, ეს განსხვავებაა მათ შორის.

მამა არჩილი საშური ენერგიით ეწევა საავტორო-მთარგმნელობით და საგამოცემლო საქმიანობას, უკანასკნელ ხანს მისი ავტორობითა და რედაქტორობით არაერთი საღვთისმეტყველო კრებული დაისტამბა. მათ შორის სწავლებანი და ქადაგებანი: იოანე ოქროპირიდან, გრიგოლ ღვთისმეტყველიდან, იოანე სივნელიდან, დიმიტრი როსტოველიდან, ბერი პაისიდან, არქიმანდრიტ იოანე კრესტიანკინიდან, დეკანოზ ვალენტინ ამფითეატროვიდან და ა.შ. ახლახან შეადგინა ახალკანონიზებული გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის დაუჯდომელი საგალობელი. თარგმნილი აქვს თხუთმეტამდე დასახელების დაუჯდომელი საგალობელი. ამასთან, იგი ავტორია ოთხი პოეტური კრებულისა. 1987 წელს გამოცემულ წიგნში შევიდა მამა არჩილის ჭაბუკობისდრონდელი პოეზია და ოთხი ნოველა. 2010 წელს გამოვიდა მისი ლექსების 2 კრებული: "შეტირილი" და "შეერთმანეთი" - პოეტიზებული განცდები, რომელშიც ლექსებთან ერთად გამოქვეყნდა სამმოქმედებიანი პიესა "შორის კეთროვანთა". მეოთხე კრებულს "გული ცას" 2012 წელს გაეცნენ მისი პოეზიის თაყვანისმცემლები.

"მშფოთვარე და აღტყინებული XX და XXI საუკუნეები...

ანკი, როდის ყოფილა სიმშვიდე "ქუეყანასა ზედა"? კაცთა მოდგმაში ეძებდნენ თავდავიწყებას ფილოსოფიასა და ხელოვნებაში, ლიტერატურასა და რელიგიაში, გზადაგზა ვლინდებოდა ლირიზმად, რომანტიზმად, სიმბოლიზმად...

ეძებდნენ ჭეშმარიტებას ქრისტემდე და ქრისტეს შემდგომ...

უდებ-ჰყვეს უფლის სწავლება, რომ გზაც, ცხოვრებაც, ჭეშმარიტებაც და კარი სამოთხისა თავად იგია. უდებ-ჰყვეს და ღრმავდება შფოთი და უსიყვარულობა თავისი შედეგებით.

ლექსთა ეს მცირე კრებული, არსებულ უსიყვარულო სინამდვილეში მცდელობაა ქრისტიანისა: - იცხოვროს ზეციური იმედებით", - წერს ავტორი წიგნის შესავალში. ლექსიდან "მივესალმები მოციქულთ საყდარს":

...მაგრამ გრძელდება ცხოვრების გზები,
კვლავაც სისინებს ბოროტი გველი,
კვლავინდებურად კრავს სდევნის მგელი
და დევნილები კვლავ უფალს ველით.


სასულიერო სემინარიის დასრულების შემდეგ, მამა არჩილი 8 თვე სიონის საკათედრო ტაძრის დიაკვანი იყო, 5 წელიწადზე მეტხანს იმსახურა დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მოძღვრად, მამა არჩილის ბიოგრაფიის მცირე მონაკვეთი მოიცავს მღვდელმსახურებას გორის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარშიც.

მამა არჩილი შვილიშვილებთან ერთად

დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი თითქმის 25 წელიწადია, რაც თბილისის მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვარია. დეკანოზად მღვდლად ხელდასხმიდან მეშვიდე წელს დაადგინეს. დაჯილდოებულია მოოქრული და შემკული ჯვრებით, მიტრას ატარებს 2000 წლიდან. უშუალოდ მამა არჩილის სახელთან არის დაკავშირებული ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის, "შენ ხარ ვენახის" შექმნის იდეა, რომელიც მისმა სულიერმა შვილმა ირაკლი ცინცაძემ დაწერა და შექმნის დღიდან თბილისის პეტრე-პავლეს ტაძარშია დაბრძანებული. როგორც აღნიშნავს, მის მღვდლად კურთხევაში უდიდესი წვლილი აქვს ღვთისმშობელ მარიამს, წმინდა ნინოსა და წმინდა დავით გარეჯელს. დეკანოზი არჩილი თავის მფარველ წმინდანად წმინდა ნიკოლოზს მიიჩნევს, რომელიც წინამძღოლობას უწევს ღვთისმსახურების გზაზე. "სასულიერო სემინარიის სტუდენტური წლებიდან მოყოლებული ვიდრე დღემდე, მამა არჩილმა იმდენად საინტერესო, სისხლსავსე, ხიფათებით, დრამატიზმითა და გმირობით სავსე გზა გაიარა, რომ ამაზე უსათუოდ უნდა დაიწეროს თავად მის მიერვე წიგნი, - წერს მწერალი მაკა ჯოხაძე არჩილ მინდიაშვილის ლექსების კრებულის ("შეტირილი") წინასიტყვაობაში, - ჩვენი სამშობლოსათვის, განსაკუთრებით ამ ბოლო ოცწლეულში, მამა არჩილმა უაღრესად დადებითი როლი შეასრულა სასულიერო პირების სხვა ღირსეულ წარმომადგენლებთან ერთად, ჩვენი ეკლესიის რეპუტაციისა და ღირსების გადასარჩენად. მისი მეხსიერება უამრავ შთამბეჭდავ და უნიკალურ მოგონებას ინახავს...

აღარაფერს ვამბობ მის მიერ გაღებულ იმ დიდ სულიერ და ფიზიკურ ღვაწლზე, რომლის წყალობითაც ათასობით ადამიანი გადარჩა. ახლაც თვალწინ მიდგას საქართველოს პრეზიდენტის გაძევების შემდეგ მღელვარე ტალღებივით როგორ აწყდებოდა წმინდა პეტრე-პავლეს პატარა ეკლესიას ზღვა ხალხის ახალი ნაკადები. მამა არჩილის წირვა და მგზნებარება მალამოდ ეფინებოდა მრევლად ქცეულ ხალხის გულს და შურისგების მრისხანე გრიგალს აცხრობდა... მთელ ქადაგებას რეფრენად გასდევდა სიბრძნე: ჩემია შურისგება და მე მივაგებო, უფალი ბრძანებს. მძიმე წლები იყო. გასახსენებლადაც მძიმეა...

"მე მენატრება ბეთანიაში
მახლობლად წმინდა მონასტერისა
მედგას სენაკი..."



წარსული და აწმყო
ვინსენტ ვან გოგის ვარსკვლავურ ღამეს,
როდესაც სული ზენაარსს აღწევს,
სტეფან მალარმეს - გონების წამრთმევს,
ვეტრფორდი უწინ ყმაწვილურ ჟინით
და არტურ რემბოს - გენიოსს თავხედს
ნაზი ვერლენის ლონდონში დამგდებს;
ბერლიოზს - სტუმარს შეშლილი ღამის
და ოლიმპიელს ვესწრაფდი რამდენს...
აწ პეტრე-პავლეს ვმიჯნურობ ტაძარს
ცის საქანელი მიჯნად რომ აკრავს;
იესუს უტკბესს, დაკლულს ზვარაკად,
ეს ჩემი სული მესიად სახავს.
ალურჯებს საფლავთ ზამბახის ფერი,
იასამანთა დამათრობს შქერი;
აღდგომის ღამის გალობა ჩუმი
მესალბუნება ანგელოზებრი".


- მამა არჩილ, პეტრე-პავლეს ტაძარი რომ განსაკუთრებული პოეტური შთაგონების წყაროა თქვენთვის, ეს არაერთ ლექსში იგრძნობა და ისედაც ხშირად გითქვამთ, რომ ეს ტაძარი თქვენი თავშესაფარი და ნავსაყუდელია.

- ზღვათა ღელვაში, გემბანიდან რომ გადავარდე და მერე გადმოგიგდონ რგოლი და ამოგიყვანონ, აი, ასეთი გემბანი და ნავსაყუდელია პეტრე-პავლეს ეკლესია არა მარტო ჩემთვის, არამედ ჩემი მრევლისთვისაც, გარკვეულწილად. ჩემი ერთ-ერთი ლექსი ამ ტაძარზე მაშინ დავწერე, როდესაც მძიმედ ავად ვიყავი, 40 გრადუსამდე მქონდა ტემპერატურა. ეს მონატრებაც იყო თავისთავად ამ ტაძრისა, ადამიანი ხომ ყოველთვის განსაცდელის დროს ეძებს თავშესაფარს და ლექსიც იმან დამაწერინა, რომ ასეთი თავშესაფარი იყო იმ წუთებში ჩემთვის პეტრე-პავლეს ტაძარი. რადგან მე, როგორც მწამს, ისე ვცხოვრობ და როგორც ვცხოვრობ, ისე მწამს. ამას კი ამ ტაძარში ვახერხებ. ისიც უნდა ითქვას, რომ ტაძარი გარეუბანშია და ტრანსპორტიც არ უდგება წესიერად, ერთი მხრივ, ეს კარგიც არის, მრევლის ჩამოყალიბებისა და სულიერი სიმყუდროვის შესაქმნელად, რადგან გარეშე, არაეკლესიური ხალხი შემთხვევით ამოდის აქ და ამასაც აქვს მნიშვნელობა. აღდგომის ტაძარიც ავაშენეთ ამ ტერიტორიაზე, წმინდა მოწამეთა ეკლესიაც, მაგრამ მადლით პეტრე-პავლეს ვერც ერთი ტაძარი ვერ შეედრება. მახსოვს, ადრე ცნობილი უფოლოგი თალეს შონია მოვიდა ჩვენს ტაძარში ულტრათანამედროვე მგრძნობიარე აპარატურით და გაოცებულმა მითხრა, - მთელი საქართველოს ეკლესია-მონასტრები მოვიარე და ასეთი ღვთიური ენერგია, რაც ამ ტაძარშია, 2-3 ეკლესიაში თუ უჩვენებია ამ ხელსაწყოს (ღვთიურ ენერგიას ის მადლს უწოდებდა), აქ რომელიმე დიდი წმინდანი ხომ არ არის დასაფლავებულიო". რა თქმა უნდა, მაშინ მე მას ამ კითხვაზე ვერ ვუპასუხე. არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა, მართლაც განისვენებდეს აქ დიდი წმინდანი, თუ ღმერთმა ინება და იმის თანხა გამოინახა, რომ ტაძრის ქვედა საკურთხეველში არქეოლოგიური გათხრები ვაწარმოოთ, ყველაფერს მოეფინება ნათელი.

მამა არჩილი მეუღლესთან ერთად

- მამა არჩილ, რა ცნობები შემოგვინახა ისტორიამ პეტრე-პავლეს ტაძრის შესახებ?

- თბილისის პეტრე-პავლეს ტაძრის შესასვლელში დაკრძალულია დეკანოზი გიორგი ტერზიევი. როგორც ამ ორიოდე წლის წინ ერთ-ერთ ქართულ ჟურნალში დაიბეჭდა, დეკანოზი გიორგი გახლდათ რუსეთის უკანასკნელი დედოფლის, ალექსანდრას სულიერი მოძღვარი, დედოფალს თავისი კერძო სახლის სენაკში უცხოვრია მონაზვნად აღკვეცილ სეფექალებთან ერთად, ღვთის მადლით, ჩვენ ვიცით მისი საფლავი პეტრე-პავლეს ეკლესიის მახლობლად. დიდი მთავრის ნეშტი ამ რამდენიმე წლის წინ გადაასვენეს რუსეთში. არის ვარაუდი, რომ რომანოვების ოჯახი ერთხანს თბილისში ცხოვრობდა. ნიკოლოზ მეორის მოძღვარი მერკური (მან ეს გარდაცვალების წინ დაამოწმა) ამბობს, რომ იმპერატორი, მისივე თხოვნით და ანდერძის თანახმად, კვიპაროსის სასახლეში დაკრძალეს.

ალექსანდრა დედოფლის საფლავის გვერდით განისვენებს ვინმე "სტარეც მიხაილი" (დიდბერი მიხეილი). სავარაუდოა, ეს იყოს ნიკოლოზ მეორე, იგი სოხუმში ცხოვრობდა და იმხანად იშვიათად ჩამოდიოდა თბილისში ოჯახთან და როგორც მოხუცი მიხეილი, ისე იყო ხალხში ცნობილი. გამოდის, რომ სამეფო ოჯახი არ დაუხვრეტიათ, საქართველოში გადმოასახლეს.

ალექსანდრა დედოფლის მომვლელი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როდესაც 25 წლის წინ ამ ტაძრის წინამძღვრად გადმომიყვანეს. მაშინ ის თავად მეახლა და მთხოვა შეხვედრა, რადგან დიდი საიდუმლო ჰქონდა ჩემთვის გასანდობი სამეფო ოჯახთან დაკავშირებით, მაგრამ სამწუხაროდ, მოულოდნელად გარდაიცვალა და ეს საიდუმლო თან გაიყოლა. ასე რომ, ამ ტაძარს დიდი იდუმალება აქვს, რომელიც ღვთის შეწევნით, მალე გაიხსნება. ჩვენთვის ცნობილია, რომ ტაძრის საკურთხევლის ქვემოთ კიდევ ერთი საკურთხეველია, როდესაც იატაკი გამოვცვალეთ, სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინეთ. ძველი ეკლესიის საკურთხეველი, ამბიონიც შენარჩუნებულია, ჩვენი ვარაუდით, იქ რომელიმე წმინდანის ნეშტი განისვენებს, თუ უწმიდესი და უნატარესი ილია II ლოცვა-კურთხევას მოგვცემს, დავიწყებთ არქეოლოგიურ გათხრებს მეცნიერული გამოკვლევის ჩასატარებლად, აღვადგენთ საკურთხევლის ქვედა ნაწილსაც.

ახლა იმის შესახებ მოგახსენებთ, თუ რატომ დავიწყე ჩემი საუბარი დეკანოზ გიორგი ტერზიევის გახსენებით.

როდესაც ამ ტაძარში გადმომიყვანეს, ჯერ კიდევ სხვა მღვდელმსახური იყო. მალე დავრჩი მარტო, აქ მე 2 მსახური დამხვდა - დამლაგებელი ოლღა და მესანთლე ალექსანდრა. ერთხელაც ისინი რაღაცაზე შეკამათდნენ, მერე მე მომიხმეს და შემეკითხნენ, - მამა არჩილ, თქვენ მამა გიორგის არ იცნობდითო? როდესაც ჩემგან უარყოფითი პასუხი მიიღეს მომიყვნენ: "მამა გიორგი ბოლოს ძალიან მოხუცდა და ისე შეერყა ჯანმრთელობა, რომ ხელით მოჰყავდათ, ძირითადად იჯდა, რადგან არ ჰქონდა ფეხზე დგომის ძალა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დაგვიძახა და გვითხრა, - ხომ ხედავთ, როგორი სავსეა ტაძარი ხალხით, მე მალე გარდავიცვლები და ეს ტაძარი დაიცლება მრევლისგან, 33 მღვდელი გამოიცვლება და 33-ე რომ მოვა, ისევ აივსება ტაძარი მადლით და ხალხითო. მათ მიამბეს, მამა გიორგი ტერზიევის დროს მრევლი რუსეთიდან, უკრაინიდან და პეჩორიდანაც კი ჩამოდიოდა წირვა-ლოცვაზე დასასწრებად და მისი ქადაგების მოსასმენად. მას ხმაც არაჩვეულებრივი სიმძლავრისა ჰქონდა და ხალხს ამითაც იზიდავდაო. მერე რაღაც დავთარი მაჩვენეს და მითხრეს, - აი, ჩვენ დავთვალეთ, რამდენი მღვდელი მსახურობდა ამ ტაძარში მისი გარდაცვალების შემდეგ და აღმოჩნდა, რომ თქვენ 33-ე ხართ. ალბათ შეგვეკითხები, რამ გამოიწვია ჩვენში იმის აუცილებლობა, რომ დაგვეთვალა? - ვხედავთ, ტაძარი მრევლით ივსება და ეკლესიას იმდენი ხალხი მოაწყდა, რომ ტაძრის გარეთ ისმენს წირვა-ლოცვას. ამიტომაც გაგვიჩნდა ამის სურვილიო.

ამ ტაძარს მადლი იმანაც შესძინა, რომ მასში, ღვთის განგებით, დაივანა ღვთისმშობლის "შენ ხარ ვენახის" სასწაულთმოქმედმა ხატმა.

- ალბათ, მრევლის სიმრავლით იყო განპირობებული, რომ 2005 წლიდან პეტრე-პავლეს სასაფლაოზე აშენდა აღდგომისა და მოწამეთა სახელობის ტაძრები.

- რა თქმა უნდა, ამ ტაძრების მშენებლობა, პირველ ყოვლისა, პრაგმატული გარემოებიდან გამომდინარეობდა, უკვე დიდი ხანია, მრევლი ტაძარში ვერ ეტეოდა და წირვასა და ქადაგებას ეზოში ისმენდა, თუმცა ვერც ახალი ტაძრების აშენებამ გადაწყვიტა ეს პრობლემა. მრევლი ნაწილობრივ მაინც გარეთ დგას.

აღდგომის, პეტრესა და პავლეს და მოწამეთა სახელობის ტაძრები

ვერც წარმოვიდგენდით, რომ აღდგომის ტაძრის აგებიდან ასე მოკლე დროში ავაშენებდით მესამე ტაძარს. სიანტერესოა მისი აშენების ისტორიაც. რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებამდე, ქართველ ხელოვანთა და სასულიერო პირთა ერთი ნაწილი სანქტ-პეტერბურგში ჩავიდა ქართული კულტურის დღეების აღსანიშნავად და აი, როდესაც კულტურული ღონისძიებები დასრულდა, დელეგაციის წევრების ერთმა ჯგუფმა, რომელთა შორისაც გახლდათ მამა ილია ნასიძე (იგი ადრე ჩვენი ტაძრის მგალობელი და მღვდელმსახური იყო, რომელიც ამჟამად წმინდა სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის თანაშემწეა), გადაწყვიტა დივეევოში გამგზავრება წმინდა სერაფიმე საროველის მონასტრის მოსალოცად. ის-ის იყო, თვითმფრინავის ტრაპზე ავიდნენ, მოულოდნელად თვითმფრინავს ჯიპი მიუახლოვდა, მანქანიდან გადმოვიდა ახოვანი რუსი მამაკაცი, ჩვენს მგზავრებს მცირე ხნით შეჩერება სთხოვა და ასეთი ამბავი მოუთხრო: თურმე დედამისმა, რომელიც ღრმადმორწმუნე, ღვთისმოშიში ასაკოვანი ადამიანი იყო, სიზმარში რამდენჯერმე იხილა სერაფიმე საროველი, რომელმაც უთხრა, რომ ეყოლებოდა ვაჟი, რომლისთვისაც უნდა დაერქმია გიორგი - ქართველი წმინდანის გიორგი მთაწმინდელის პატივსაცემად. ისიც უთქვამს, საქართველო ბოლო ჟამს ისე გაბრწყინდება, როგორც ამ ქართველი მეფის დროსო; მამაკაცი იყო, ე.ი. დავით აღმაშენებელი. ყველაფერი ზედმიწევნით ახდა, რაც ამ ქალს შეეხებოდა. ამის შემდეგ ერთხელ კიდევ უხილავს მას სიზმარში წმინდა სერაფიმე საროველი, რომელმაც უბრძანა, ფული შეეგროვებინა და დაეწერა 3 მოწამის, ბითვინიელი დების - მინადორას, მიტრადორასა და ნიმფადორას ხატი და გაეგზავნათ ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში. აქვე მოგახსენებთ, რომ ამ 3 წმინდანს მიღებული აქვთ ღვთისგან კადნიერება დააცხრონ ერთა შორის შუღლი, ომები და ეთნოკონფლიქტები, შეეწიონ მშვიდობის დამყარებას ოჯახებში, საზოგადოებაში, ჩვენს გულებში. როცა მამა ილიამ რწმენით მიიღო ეს მონათხრობი, გამოაბრძანეს მანქანიდან 3 მოწამის უზარმაზარი ხატი და მორჩენილი 3 ათასი ევრო, რომელიც მორწმუნეებს შეეკრიბათ, მამა ილიას ხატთან ერთად გადასცეს კონვერტით და მორიდებით ითხოვეს, თუ ამ ხატის სახელზე ტაძარს ვერ ააშენებთ, პატარა ნიში მაინც ააგეთ და ხატი იქ დააბრძანეთო. მამა ილიამ ხატი თან წარიტანა დივეევოში, ღვთისმშობლის თხრილს შემოატარა, შეახო სიწმინდეებს და ასე ჩამოაბრძანეს საქართველოში. მამა ილიამ, რომელიც იმჟამად სვეტიცხოვლის წინამძღვარი იყო, დაწვრილებით უამბო ამის შესახებ უწმინდეს ილია მეორეს და ვიდრე ტაძარი აშენდებოდა, მისი კურთხევით, მოწამეთა ხატი კარგა ხანს სვეტიცხოველში იყო დასვენებული. მამა ილია წუხდა, ხელ-ფეხი გვაქვს შეკრული, ამ ხატისათვის პატარა ნიშიც ვერ ავაგეთ, არადა, ყველა საშუალება გვაქვს ამისთვისო. ამასობაში აგვისტოს ომიც დაიწყო, იმავე დილით მივეახლე პატრიარქს, რომელიც მეუფე დანიელთან ერთად მოწყენილი იჯდა საპატრიარქოს ეზოში, როცა მოვიკითხე, მითხრა, "როგორ ვიქნები, მამა არჩილ, ხომ ხედავ, ჩვენს თავს რა ხდებაო", მე ძალიან მოკლედ მოვუყევი ეს ამბავი. ვუთხარი, სამწუხაროდ, ამ წლების განმავლობაში პატარა ნიშიც ვერ ავაგეთ ამ ხატისთვის და თუ თქვენ ამის ლოცვა-კურთხევას მომცემთ, ჩვენს ტერიტორიაზე, აღდგომის ტაძრის გვერდით, კიდევ დარჩა პატარა ადგილი მოწამეთა ტაძრის ასაგებად-მეთქი, როგორც კი მისგან კურთხევა მივიღე, არქიტექტორმა არჩილ მინდიაშვილმა უსასყიდლოდ შექმნა ამ ტაძრის პროექტი, ორთვენახევარში აშენდა ტაძარი, მალევე გაილესა, მოპირკეთდა, მოიხატა და იკურთხა. მამა ილიამ რომ შეიტყო ეს ყოველივე, მოწამეთა ხატიც აქ გადმოასვენა და შეწირული 3 ათასი ევროც ტაძრის მოხატვას მოხმარდა.

კვირაში 3-ჯერ მომლოცველები მოდიან აქ და შესთხოვენ უფალს მშვიდობას.

მოციქულთა თავთა, აღდგომისა და წმინდა მოწამეთა სახელობის ტაძრების მადლი ჰფარავდეს ჩვენს ხალხს და სრულიად საქართველოს, ამინ!

მოციქულების წმინდა ტაძართან
აყვავდებიან იასამნები,
შემოაფრქვევენ სარკმლით ნაზ სურნელს,
ღვთაბრივ ჰიმნებს
თითქოს გაჟღენთენ.
ყური მიუპყრათ იასამნისფერ
ტკბილ საგალობლებს
ზეცა შეიგრძენთ,
თვალს არ უნახავს,
ყურს არ სმენია,
გულსა კაცისას
არ შეხებია,
რაც განუმზადა
უფალმა ღმერთმა
მისი მოძღვრების
წმინდა მიმდევრებს.
აყვავდებიან იასამნები
ლაჟვარდისფერად სასაფლაოზე.

აპრილი, 2010 წელი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat