ტაძრის მსახურნი
ტაძრის მსახურნი
ტაძარი ღვთის სახლია და თუ მის მშვენიერებაზე იზრუნებს ვინმე, ეს ამავე დროს საკუთარ თავსა და საკუთარი ოჯახის კეთილდღეობაზე ზრუნვა იქნება
მართლმადიდებელი მრევლის თითოეული წევრი ეკლესიის სახეს წარმოადგენს. ხშირად გაიგონებთ, ვითომ ეკლესიურია და ნახე, როგორ იქცევაო. საზოგადოება მორწმუნე ადამიანს გაცილებით კრიტიკულად აფასებს. არაეკლესიური ხალხისთვის, ვისაც ღმერთსა და ეკლესიაზე უმეტესად მხოლოდ ზედაპირული წარმოდგენა აქვს, მრევლის წევრების ცხოვრება მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყარო ხდება. წმინდა სერაფიმე საროველი ბრძანებს, მოიხვეჭე სულიწმინდის მადლი და შენს გარშემო ათასები ცხონდებიანო. თუ სწორად ვიცხოვრებთ, საკუთარი მაგალითით შეიძლება მრავალს დავანახვოთ ჭეშმარიტი გზა, ჩვენი შეცდომებით კი შესაძლოა კაცს წარწყმედისაკენ ვუბიძგოთ.

ეს ტვირთი გაცილებით მძიმეა სასულიერო პირებისთვის და არანაკლები - ტაძარში მომსახურე საერო ადამიანებისათვის. ისინი მონაწილეობენ ღვთისმსახურებაში, ზრუნავენ, რომ ტაძარში სისუფთავე და წესრიგი იყოს, ფუსფუსებენ და შრომობენ, თუმცა თავიანთი სისუსტეებითა თუ უძლურებებით ჩვეულებრივი ადამიანები არიან. მეტი პასუხისმგებლობის გამო მათ ბრძოლა და განსაცდელიც მეტი აქვთ. ტაძარში კრძალვით მოსული გარეშე პირისთვის შეიძლება იქ მომსახურეთა ერთმანეთისა თუ უცხოს მიმართ უხეშად ნათქვამი ერთი სიტყვაც კი ეკლესიიდან გაქცევის მიზეზი გახდეს. ტაძრის მსახურთ ნამდვილად დიდი მოთმინება და სიფრთხილე მართებთ, ჩვენ კი ჩვენი მხრივ მხოლოდ ის შეგვიძლია, სიყვარულით, მოთმინებით, ლოცვითა და კეთილი სიტყვით შევეწიოთ მათ თავიანთი ტვირთის ღირსეულად ზიდვაში.

გვესაუბრება საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის (ლურჯი მონასტრის) წინამძღვარი დეკანოზი დავით შარაშენიძე.

- მამაო, გარდა ხელდასხმული სასულიერო პირებისა, ვინ მსახურობს ტაძარში?

- ტაძარს სხვადასხვა ადამიანი ემსახურება. მათი ნაწილი სასულიერო პირებს მღვდელმოქმედების სრულად წარმართვაში ეხმარება (წიგნის მკითხველი, მგალობელი, იპოდიაკვანი), ზოგიერთ მათგანს სხვა ფუნქციებიც აკისრია - ეკლესიის დალაგება, საკურთხევლის მომსახურება.

- ჩვენს ეკლესიაში იპოდიაკვანს თითქმის არავის ეძახიან. ვინ არიან ისინი, რა არის მათი ძირითადი ფუნქცია?

- იპოდიაკვნები, რომლებსაც დღეს სტიქაროსნებს უწოდებენ, უშუალოდ მონაწილეობენ მღვდელმსახურებაში, მათი მთავარი ფუნქციაა, სასულიერო პირებს ღვთისმსახურებაში დაეხმარონ.

- მაგრამ წირვის დაყენებისთვის მათი იქ ყოფნა არ წარმოადგენს აუცილებელ პირობას. მსახურებას მხოლოდ მღვდელმაც ხომ შეიძლება გაართვას თავი?

- რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მსახურება მთლიანად მღვდელმა შეასრულოს, მაგრამ ბევრ უხერხულობას წააწყდება. ლიტურგიის დროს მღვდელმოქმედებას სხვადასხვა სიმბოლური დატვირთვაც აქვს, ვთქვათ, სანთლით მსვლელობას ტაძარში, კმევას... ტაძრებში, სადაც მსახურებაში იპოდიაკვნები მონაწილეობენ, მღვდელს მნიშვნელოვნად უადვილდება წირვის ჩატარება.

ისტორიას თუ გადავხედავთ, პირველი დიაკვნები ანუ დიაკვნები, რომლებიც დღეს სასულიერო დასის წარმომადგენლები არიან, სასულიერო პირებს (მაშინდელ ხუცესებსა და ეპისკოპოსებს) სამღვდელმსახურო მოქმედებაში ეხმარებოდნენ, მაგრამ მათი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია იყო სოციალური მსახურებაც. მოციქულთა საქმეში აღწერილია, თუ როგორ დაადგინეს პირველი შვიდი დიაკონი და როგორ ეხმარებოდნენ ისინი მოციქულებს ქველმოქმედებაში, საერთო საქმიანობაში, მრევლზე ზრუნვაში.

შემდეგში დიაკვნების მსახურება მხოლოდ ღვთისმსახურებით შემოისაზღვრა. ფაქტობრივად, მათი ადგილი დაიკავეს იპოდიაკვნებმა, დიაკვნის მსახურების ქვეშ მყოფებმა ("ჰიპოს" ამ შემთხვევაში დაქვემდებარებულს ნიშნავს). ძველად იპოდიაკვნებს სპეციალური წესით აკურთხებდნენ, მაგრამ ჩვენ ამ წესს შეგნებულად არ ვასრულებთ, რადგანაც მისი შესრულების შემდეგ წიგნის მკითხველებს თუ იპოდიაკვნებს უკვე აღარ აქვთ დაოჯახების უფლება (თუ ქორწინებას აპირებდა, კურთხევამდე უნდა დაოჯახებულიყო). ეს წესი განსხვავებულია ქიროტონიისგან ანუ ხელდასხმისგან და მას ეწოდება ქიროტესია - ხელდადება. დღეს, როგორც წესი, ქიროტესიით კურთხევა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ სრულდება, როდესაც კანდიდატს დიაკვნად აკურთხებენ. ამ შემთხვევაში მას ჯერ იპოდიაკვნად და წიგნის მკითხველად დაადგენენ ხელდადების - ქიროტესიის წესით და შემდეგ უკვე დიაკვნად აკურთხებენ, ანუ ხელდადება უშუალოდ წინ უძღვის დიაკვნად ხელდასხმას.

- როგორ ხდება ტაძარში მომსახურე პირების გამორჩევა?

- ამჟამად ჩვენთან რაიმე განსაკუთრებული გამორჩევის წესი არ არსებობს, ისტორიულად კი ცნობილია, რომ იყო სპეციალური სკოლები, საიდანაც შეარჩევდნენ საეკლესიო დასს ანუ კლიროსს. დღეს არჩევა იმის მიხედვით ხდება, რამდენად რელიგიურად ცხოვრობს ადამიანი, რამდენად ზნეობრივია, რამდენად შეესაბამება საეკლესიო მსახურებას, რამდენად არის შესაძლებელი მისი საკურთხეველში ყოფნა.

- ზოგადად ვის აქვს საკურთხეველში შესვლის უფლება, გარდა სასულიერო პირებისა და სტიქაროსნებისა?

- საკურთხეველში შესვლა შეუძლია ნებისმიერ ერისკაცს, რომელსაც ამის კურთხევა მოძღვრისაგან აქვს, ოღონდ მამაკაცს. ქალები საკურთხეველში არ შედიან.

- რა არის სტიქაროსნების ფუნქცია, უშუალოდ რაში მონაწილეობენ და რისი უფლება აქვთ მათ მსახურებისას?

- სტიქაროსნები ვალდებულნი არიან, მიიღონ მონაწილეობა მღვდელმსახურებაში, სხვადასხვა სიმბოლურ მოქმედებაში, მოსახსენებლების წაკითხვაში, როდესაც ისინი ბევრია. მათ ავალიათ საკურთხევლის დასუფთავება, საღვთისმსახურო ჭურჭლის მოწესრიგება, რა თქმა უნდა, რომელთა შეხების უფლებაც აქვთ. უშუალოდ იმ ჭურჭელს, რომელიც მონაწილეობს ღვთისმსახურებაში, ანუ ბარძიმ-ფეშხუმს, ისინი არ ეხებიან. დანარჩენს - საცეცხლურს, უსუპს და სხვას - სტიქაროსნები აწესრიგებენ, ასუფთავებენ, უვლიან.

- სტიქაროსნებს განსხვავებული ფერის სტიქარები აცვიათ. აქვს თუ არა რაიმე სიმბოლური დატვირთვა სტიქარის ფერს?

- თავისთავად, ფერებს აქვთ თავიანთი სიმბოლური მნიშვნელობა. სხვადასხვა დღესასწაულს სხვადასხვა ფერის შესამოსელი შეესაბამება. სამწუხაროდ, ასეთი ფუფუნება ჩვენს ეკლესიას არ გააჩნია. დიდ ეკლესიებში, სადაც ამის ეკონომიური შესაძლებლობა აქვთ, სხვადასხვა ფერის შესამოსელს კერავენ. თუმცა, როგორც ამბობენ, დღესასწაულებზე ამგვარი ფერთა შეხამება უფრო სლავური ტრადიციისთვის არის დამახასიათებელი. მათი მღვდელმსახურები და სტიქაროსნები სხვადასხვა დღესასწაულზე სხვადასხვა, ამ დღესასწაულისთვის შესაბამისი ფერით იმოსებიან. ჩვენთან სტიქაროსნებს ძირითადად ორი ფერის სტიქარი აქვთ. ერთი ღიაა, სადღესასწაულო ფერისა. მას იცვამენ, როცა დიდმარხვის პერიოდი არ არის, ხოლო დიდი მარხვის დღეებში (შაბათ-კვირის მსახურების გარდა) შავი ან მუქი შესამოსელით იმოსებიან.

- ხდება თუ არა სტიქარის კურთხევა?

- სტიქარის კურთხევა ხდება სპეციალური ლოცვის წაკითხვით და ნაკურთხი წყლის სხურებით.

- გამიგონია, ზოგიერთ დიდ ტაძარში, სადაც ბევრი სტიქაროსანი გროვდება, იმდენს ფუსფუსებენ და ხმაურობენ, სხვებსაც ხელს უშლიან წირვის მოსმენაშიო. არის თუ არა ეს პრობლემა დღევანდელ ეკლესიაში?

- რა თქმა უნდა, ეს პრობლემა არსებობს. ერთი მხრივ, ძალიან ბევრი ადამიანია დღეს მსახურებაში მონაწილეობის მსურველი და მადლობა ღმერთს, რომ ასეა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს ადამიანები მეტისმეტად ახალგაზრდები არიან და არ აღმოჩნდებიან ხოლმე მზად იმ დიდ სიწმინდესთან მისაახლებლად, რასაც საკურთხეველი ჰქვია. ამიტომ, როდესაც ბევრი სტიქაროსანი იყრის თავს, ხშირად შესაბამისი კრძალვით არ იქცევიან. ეს პრობლემა მაინც იმ მღვდელმსახურმა უნდა მოაგვაროს, რომელიც უშუალოდ აგებს პასუხს ტაძარზე, წინამძღვარი იქნება ეს თუ იქ მოღვაწე რიგითი მღვდელმსახური.

- ტაძარში მსახურებას ბევრი ჩვეულებრივ სამსახურად აღიქვამს.

- სამწუხაროდ, ხშირად ასეც ხდება. ერთია სასურველი და მეორეა რეალობა, რომელიც ყოველთვის არ ემთხვევა სასურველს, ამიტომ ზოგჯერ ჩვენც უნდა ვიტვირთოთ ტაძარში მომსახურე ადამიანები და ვეცადოთ, ყველამ ჩვენი ფუნქცია შევასრულოთ, რათა კი არ დავაბრკოლოთ ხალხი, არამედ უფრო და უფრო მეტ ადამიანს დავეხმაროთ ეკლესიაში მოსვლაში.

- რა ევალება მედავითნეს ანუ წიგნის მკითხველს?

- უფრო ძველი ტრადიციით მედავითნეს კანონარქს უწოდებდნენ. ის ტიპიკონზე სრულად იყო პასუხისმგებელი. რა თქმა უნდა, იმას, თუ რა ტიპიკონით უნდა შესრულებულიყო მსახურება, წინამძღვართან ათანხმებდა, მაგრამ საეკლესიო მსახურების წარმართვა მაინც უშუალოდ მისი პასუხისმგებლობით ხდებოდა. დღეს ასე გამოკვეთილი ფორმით კანონარქის თანამდებობა აღარ არსებობს, მაგრამ, ფაქტობრივად, ამ ტვირთს მედავითნეები ეზიდებიან, რომლებიც ძირითადად სხვადასხვა საღვთისმსახურო წიგნიდან ამა თუ იმ მსახურებისთვის - მწუხრის, ცისკრისა თუ საღმრთო ლიტურგიისთვის - განკუთვნილ საკითხავებს კითხულობენ. ყოველ დღეს, ყოველ დღესასწაულს სპეციალური წესით ირჩევა ტროპარ-კონდაკები. ამ საკითხავების შერჩევაც სწორედ მედავითნის უშუალო ფუნქციაა.

KARIBCHE KARIBCHE

- რა ცოდნა სჭირდება ადამიანს, რომ მედავითნეობა შეძლოს?

- უპირველეს ყოვლისა, მან გამართულად უნდა იცოდეს ხუცური კითხვა, რადგანაც საღვთისმსახურო წიგნების უმეტესობა სწორედ ხუცურით არის დაწერილი. რა თქმა უნდა, მან უნდა იცოდეს წირვა-ლოცვის მიმდინარეობა და, შესაბამისად, უნდა ცხოვრობდეს კიდეც ეკლესიური წესით. მხოლოდ კითხვა და ტიპიკონის ცოდნა, თუ ადამიანს არ აქვს შესაბამისი, მართებული სულიერი განწყობა, არ კმარა, ეს მოქმედებს ლოცვაზე და ზოგადად ეკლესიაზე. თუ სასულიერო დასის - მედავითნეების, მგალობლების - განწყობა არ არის სათანადო, არასულიერია, არაკრძალვითი, იგი მრევლის სხვა წევრებზეც ვრცელდება და შინაგანი ქაოსი წარმოიშობა.

- ბევრ ტაძარში ქალები მედავითნეობენ. ეს ტრადიცია კადრების სიმცირის გამო დამკვიდრდა თუ მედავითნის სქესს არა აქვს მნიშვნელობა?

- უძველეს ტაძრებში მამაკაცები იყვნენ მგალობლებიც და მედავითნეებიც, მაგრამ ამჟამად ამ სახით ქალების მსახურება მიღებულია ეკლესიაში.

- ეკლესიურ მსახურებას ამშვენებს და დინამიკურს ხდის ჩვენი მრავალხმიანი გალობა, ანუ თავიანთი წვლილი მსახურებაში მგალობლებსაც შეაქვთ. იქნებ ცოტა რამ მათ შესახებაც გვითხრათ...

- შესაძლებელია, მგალობლებისა და მედავითნეების ფუნქცია ერთსა და იმავე ჭრილში განვიხილოთ, რადგანაც, როგორც ხშირად და სრულიად უმართებულოდ ხდება, გალობას მხოლოდ კეთილხმოვანებად მიიჩნევენ. თავისთავად, ეს ასეც არის, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ გალობა ლოცვის ფორმაა. ძველად ყველაფერი იკითხებოდა, მაგრამ მსახურება ხანგრძლივი იყო და ადამიანები ერთფეროვნებით რომ არ გადაღლილიყვნენ, ლოცვის სხვადასხვა ფორმა დამკვიდრდა. ამრიგად, გალობაც ლოცვაა, ოღონდ მუსიკალურად აჟღერებული. ამიტომ მგალობლებზე ბევრად არის დამოკიდებული წირვის მიმდინარეობა. ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, სჯობს, ტაძარში საერთოდ არ გალობდნენ, ვიდრე ისეთი მგალობლები იყვნენ, რომლებსაც შესაბამისი შინაგანი განწყობა არ აქვთ.

- ერთი გამოცდილი მოძღვრის აზრით, მეტად დიდი სულიერების მქონე უნდა იყოს ადამიანი, რომელიც მგალობლობას იწყებს (ალბათ, მისი ეს ნათქვამი ტაძრის სხვა მსახურებზეც უნდა განვავრცოთ), თორემ შეიძლება, საკუთარ მოვალეობაზე გადართულმა ღვთის მოშურნეობა დაკარგოს. რა ხდება დღეს და რა გზით უნდა წარემატოს მგალობელი სულიერებაში?

- ძველად მგალობლები და წიგნის მკითხველები თავს საეკლესიო დასის წევრებად მიიჩნევდნენ, რაც თავისთავად გულისხმობდა, ერთი მხრივ, დიდ პასუხისმგებლობას და, მეორე მხრივ, იმ ვალდებულებას, რომელიც ყველა ადამიანს აქვს ეკლესიისა და უფლის წინაშე, მით უფრო - საეკლესიო დასის წარმომადგენელს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს საგრძნობლად აისახება ღვთისმსახურების რიტმიკაზე. ზოგჯერ ისე წაუკითხავს წიგნის მკითხველს, ან ისეთი განცდით, გულის შემუსვრილებით უგალობიათ მგალობლებს, რომ, შეიძლება ითქვას, მრევლს ღვთაებრივი მადლის მოქმედება უგრძნია და ეს აღუნიშნავს კიდეც, ზოგჯერ კი იმდენად ქაოსურია, შინაგანად არეულია ეს ყველაფერი, რომ მორწმუნე ერს ხელი ეშლება ლოცვაში.

- ხშირად ერისკაცებს სურთ, გალობას აჰყვნენ და თავს ვერ იკავებენ. დასაშვებია თუ არა ეს და როდის?

- ძველ ევქოლოგიონებში ანუ წირვის ტიპიკონებში პირდაპირ არის მითითებული: "ერმან თქვას ესა თუ ის გალობა", მაგალითად "კირიე ელეისონ" ("უფალო, შეგვიწყალენ"). ერი გალობდა, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს ერი განსწავლული იყო გალობაში. არსებობდა სპეციალური სამგალობლო სკოლები. საქართველოს თითქმის ყველა კუთხეს, და არა მარტო კუთხეს - ყველა სოფელს, ხშირად თითოეულ ეკლესიასაც კი, საკუთარი სამგალობლო ტრადიცია ჰქონდა. უბრალო ერი სწავლობდა გალობას, ჰყვებოდა ტაძრის მგალობლებს. რა თქმა უნდა, ისინი კეთილხმოვანებას არ არღვევდნენ, დისონანსი არ შეჰქონდათ.

არის საგალობელი ლოცვები: "ღირს არსი", "მამაო ჩვენო", - რომელთა აყოლა შესაძლებელია. ჩვენს ტაძარში ვცდილობთ, მრწამსი მთელმა ეკლესიამ ერთად ვთქვათ. თუ ადამიანს დიდი სურვილი აქვს იგალობოს, მაგრამ მუსიკალური მონაცემები მაინცდამაინც არ გააჩნია, მას მხოლოდ დაბალი ხმით შეუძლია აყოლა, რათა სხვას არ შეუშალოს ხელი საეკლესიო ღვთისმსახურების მოსმენაში.

- პირველი, ვისთანაც ეკლესიაში შესულ ადამიანს აქვს ურთიერთობა, მესანთლეა. როგორი უნდა იყოს სანიმუშო მესანთლე?

- იდეალური მესანთლე კარგი ქრისტიანი უნდა იყოს. სწორედ იმიტომ, რომ ისინი პირველები ხვდებიან გარედან შესულ ადამიანებს, დაბრკოლების მიზეზადაც უფრო ხშირად გვევლინებიან. არის შემთხვევები, რომ მესანთლე არ იქცევა სწორად, უხეშად პასუხობს ადამიანს, არაკეთილსინდისიერად ემსახურება. ეს, რა თქმა უნდა, მორწმუნეთა გულისწყრომას იწვევს. სწორედ მათი წყალობით უამრავმა ადამიანმა ზურგი აქცია ეკლესიას. მაგრამ არ შეიძლება, ამ საკითხს მხოლოდ ერთი მხრიდან შევხედოთ. შევეცადოთ, მესანთლეების მდგომარეობაშიც შევიდეთ. ზოგჯერ, განსაკუთრებით - დიდი დღესასწაულების დროს, ტაძარში დიდძალი ხალხი მოდის, მათი უმრავლესობა, ფაქტობრივად, წელიწადში სულ რამდენიმეჯერ ხვდება ეკლესიაში. და ნაცვლად იმისა, რომ მორიდებითა და მოწიწებით მოვიდნენ, ხშირად ხმამაღალი პრეტენზიები აქვთ და მესანთლეებს სრულიად უმნიშვნელოსა და არაარსებითზე ეკამათებიან, მოთმინებიდან გამოჰყავთ. ბევრი კატეგორიულად მოითხოვს სწრაფ მომსახურებას, როდესაც ამის საშუალება არ არის. რა თქმა უნდა, მესანთლეს გაცილებით მეტი მოთმინება მართებს, განსაკუთრებით - ამ დიდი დღესასწაულების დროს, მაგრამ მორწმუნეებმაც მეტად უნდა მოითმინონ. ასე გაცილებით დიდ მადლს წაიღებენ ეკლესიიდან.

არ მინდა, მხოლოდ ადამიანების ერთ ჯგუფზე, ამ შემთხვევაში - მესანთლეებზე შევჩერდე; დაბრკოლების მიზეზნი ხდებიან წიგნის მკითხველებიც, მგალობლებიც, სასულიერო პირებიც. სამწუხაროდ, ეკლესიის მსახურნი ხშირად ვერ აცნობიერებენ, ვერ ხვდებიან, რომ იმწუთას ეკლესიის სახეს წარმოადგენენ. ალბათ, უფრო უპრიანი იქნება, გავიხსენოთ წმინდა სახარების ცნობილი სიტყვები: საცდური უნებლიეთაც მოდის სოფელში, მაგრამ ვაი მას, ვისგანაც ის მოდისო. ეს საკმაოდ მძიმე ცოდვაა და მათ ამისთვის ღვთის წინაშე დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ. ტაძარი არ არის სავაჭრო ცენტრი, სადაც ადამიანი რაღაცის საყიდლად შედის; ეს ღვთის სახლია და იქიდან გამოსული გაწბილებული, გაბრაზებული, განრისხებული მორწმუნე, თუ ის საეკლესიო დასის წარმომადგენელმა გააწბილა, შეიძლება ამ ტაძრის მსახურზე ძალიან დიდი სასჯელის მოწევნის მიზეზი გახდეს.

- მგალობლების, მედავითნეების, სტიქაროსნების, მესანთლეების გარდა ტაძარს ემსახურებიან ადამიანები, რომლებიც ღვთისმსახურების დროს არ ჩანან. მაგალითად, ტაძრის იკონომოსი. ვინ არის ის და რა ფუნქციები აკისრია?

- იკონომოსი საგანგებოდ გამორჩეული ადამიანია. შეიძლება, თვით ამ ტაძრის მრევლის წევრიც იყოს. იგი ეკლესიაში ეკონომიურ საკითხებს წყვეტს, როგორიც არის, მაგალითად, სანთლისა თუ საეკლესიო ლიტერატურის შემოტანა, ამის გარდა, ის განაგებს ტაძრის სახელფასო ფონდს.

- სხვების შრომასთან შედარებით არანაკლებია ტაძრის დამლაგებლის მსახურება...

- ...და პასუხისმგებლობაც. ისინიც ისევე წარმოადგენენ ეკლესიის სახეს, როგორც წიგნის მკითხველები, მგალობლები, მესანთლეები თუ იკონომოსები. ზოგიერთი მორწმუნე, განსაკუთრებით ის, ვინც არ არის მიჩვეული საეკლესიო მსახურებას, უნებურად არღვევს ტაძარში დადგენილ წესებს. მაგალითად, შეიძლება უადგილო ადგილას მოინდომოს შესვლა, ვთქვათ, საკურთხეველში. დამლაგებლები მათ აჩერებენ, თანაც ხშირად - ძალიან უხეშად. ფაქტობრივად, შეურაცხყოფას აყენებენ უნებლიე შეცდომისათვის. ეს არ არის მართებული, იმის ახსნა, რომ არის ადგილები, სადაც ყველას არა აქვს შესვლის უფლება, მშვიდი კილოთიც შეიძლება.

- შეიძლება თუ არა, ტაძრის დალაგებაში მრევლმა მიიღოს მონაწილეობა?

- ეს სრულიად შესაძლებელია, უკეთესიც არის, როცა მრევლი ზრუნავს, რათა ტაძარში წესრიგი იყოს.

- ტაძარს ემსახურება ტრაპეზარიც. რა არის მისი ფუნქცია?

- იგი ვალდებულია, ტრაპეზი მოუმზადოს სასულიერო პირებს, ეკლესიის მსახურებს.

- ზოგ ტაძარს მებაღეც ჰყავს, ზოგს - სეფისკვერების მცხობელიც. რა განსაკუთრებული ნიშნით გამოირჩევა ეს უკანასკნელი?

- სეფისკვერის მცხობელს სეფისკვერი შეაქვს ეკლესიაში. ის, გარდა იმისა, რომ ეკლესიური უნდა იყოს, სხვა ნიშნითაც ირჩევა. კერძოდ, ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ან არ ყოფილა ქორწინებაში, ან იყო და ამჟამად აღარ არის.

- ტაძრის მსახურები საკუთარი მოვალეობის გამო წირვა-ლოცვაზე ყოფნის შესაძლებლობას ხშირად აკლდებიან.

- ასეთი რამ ხდება ხოლმე, ამიტომ მათ უწესდებათ გარკვეული კანონი, რომლის შესრულების შემდეგ ზიარება შეუძლიათ.

- ტაძრის ყველა მსახური წინამძღვრის კურთხევას ემორჩილება. რისი უფლება აქვთ მათ პირადი ინიციატივით და რა უნდა აკეთონ კურთხევით?

- მათ ზოგად კურთხევას აძლევენ, ყველას აქვს თავისი ფუნქციები, რომლებიც მათ კარგად იციან, ამიტომ ყველა წვრილმანის გამო კურთხევის აღება საჭირო არ არის, თუმცა თუ მათ მსახურებასთან დაკავშირებით არის გადასაწყვეტი რაიმე საკითხი, წინამძღვარს აყენებენ საქმის კურსში და მისი მითითების მიხედვით მოქმედებენ.

- არიან ადამიანები, რომლებიც ტაძარს თავიანთი შემოწირულობით ემსახურებიან. ბევრი მთლიანად საკუთარ თავზე იღებს ახალი ტაძრის აშენებისა თუ ძველის აღდგენის ხარჯებს. ჭეშმარიტი მორწმუნისთვის ეს დაბრკოლების მიზეზად არ იქცევა, მაგრამ ზოგი ქტიტორი გაწეულ ამაგს ვერ ელევა და ტაძარს საკუთრებად აღიქვამს.

- რა თქმა უნდა, ეს არ არის ჯანსაღი მოვლენა. უნდა ვიცოდეთ, რომ ტაძარი არც სასულიერო პირის საკუთრებაა და არც ქტიტორისა, ის ღვთის სახლია და თუ მის მშვენიერებაზე იზრუნებს ვინმე, ეს ამავე დროს საკუთარ თავსა და საკუთარი ოჯახის კეთილდღეობაზე ზრუნვა იქნება - ასეთი ადამიანები ყოველ წირვაზე მოიხსენიებიან როგორც ნაყოფის შემომწირველნი და კეთილის მყოფელნი წმიდისა ამის ტაძრისანი. ასე რომ, შემომწირველები თავისთავად უკვე დალოცვილები და კურთხეულები არიან ღვთისგან.

რა თქმა უნდა, როგორც ქტიტორებს, მათ აქვთ გარკვეული უფლებები და სასულიერო პირებიც ვალდებულნი არიან, შეათანხმონ მათთან ზოგიერთი საკითხი, კერძოდ, ტაძრის შემდგომი მოწყობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქტიტორი ჩაერიოს საეკლესიო განმგებლობაში, განაგოს საღვთისმსახურო ცხოვრება. ეს სასულიერო პირთა უფლებებია და საკუთარი ინიციატივის გამოჩენა აშკარად უმართებულოა.

- მამაო, დალოცეთ ტაძარში მომსახურე ყველა ადამიანი, რათა ღმერთმა მისცეთ ძალა ჭეშმარიტებით მსახურებისა, მათთან ერთად კი ჩვენ და ჩვენი მკითხველიც დაგვლოცეთ.

- ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. შეეწიოს უფალი ყველა ამ ადამიანს, ღმერთმა ყველას მოგვცეს სიმშვიდე და სიყვარული. და ეს უპირველეს ყოვლისა სასულიერო პირებს ეხება, რადგანაც ისინი გაცილებით მეტად წარმოადგენენ ეკლესიას, ვიდრე ტაძარში მომსახურე ერისკაცები. ხშირად გავმხდარვართ მომსწრენი სამწუხარო ფაქტისა - თუ სასულიერო პირი შესაბამის სიმაღლეზე არ დგას, ადამიანი უარს ამბობს ეკლესიაში მისვლაზე. რა თქმა უნდა, ეკლესიაში ყველაფერი იდეალურად არ არის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უპასუხისმგებლოდ ვეკიდებოდეთ ჩვენს მოვალეობას ან სრულად არ გვქონდეს გაცნობიერებული, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და ამაღლებულია ჩვენი მსახურება.

ესაუბრა
მარი აშუღაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat