ნიკორწმინდის წმინდა ნიკოლოზის ტაძარმა აღმზარდა და ბარაკონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარმა გულში ჩამიხუტა
ნიკორწმინდის წმინდა ნიკოლოზის ტაძარმა აღმზარდა და ბარაკონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარმა გულში ჩამიხუტა

გვესაუბრება ბარაკონის წინამძღვარი, მამა დავით გეგეშიძე:




 

- რაჭველი კაცი ბუნებით მორწმუნეა. ყველაზე გვიან რაჭაში გადავარდა ქრისტიანობა, თუმცა ყველაზე გვიანაც ჩვენ მივიღეთ - მთიანი მხარეა და „ცივილიზაცია“  ძნელად აღწევს.

 

***

მესამე კლასში იყო ჩემი უფროსი და ნესტანი, როცა საოცარი სიზმარი ნახა: თითქოს ტყის პირას ვთამაშობდით. უეცრად მგლების ხროვა გამოჩნდა. მე მხეცები დამესივნენ, ნესტანი კი გაიქცა. მირბოდა და თან ცხარე ცრემლით ტიროდა, შეჩერდებოდა, დაიჩოქებდა, პირჯვარს გადაიწერდა და შეევედრებოდა მაცხოვარს: „მიშველე, გადამირჩინე ძამიკო, სახლში როგორ მივიდე, რა ვუთხრა მშობლებსო“. ამ დროს ნისლში ნიკორწმინდის ტაძარი გამოიკვეთა, მის გვერდით კი - ლანდი მაცხოვრისა, რომელსაც ხელზე გადაწვენილი მოვყავდი. ნესტანის თქმით, შავი კაბა მეცვა, პატარა ანაფორა ოქროსფერი ფოჩებით. ეს იყო გამოცხადება, რომელიც სინამდვილეში გაცხადდა კიდეც.


***
ბაბუაჩემი ნიკორწმინდის, წმინდა ნიკოლოზის ტაძრის დიაკონი მამა იოანე გახლდათ. უაღრესად განათლებული კაცი იყო და მდიდარი წიგნთსაცავი ჰქონდა, რომელიც კომუნისტების დროს მთლიანად განადგურდა.
ჩემს მშობლებს ყველა საყვედურობდა: ბავშვი გეღუპებათ, ჩამოაშორეთ ეკლესიასო... ნიკორწმინდის მაშინდელმა მომვლელმა შურა გოცირიძემ, როგორც კი შემთხვევა მიეცა, თავის ოჯახში მალულად მომნათლა. მაშინ 11 წლის გახლდით. ნათლობა ჩაატარა შურას სიძემ, მამა ლეონტიმ (ჟვანიამ), რომელიც აფხაზეთიდან საგანგებოდ ამისთვის ჩამოიყვანეს. უწმინდესმა და უნეტარესმა ჯერ კიდევ პატრიარქად აღსაყდრებამდე, აფხაზეთში მოღვაწეობის დროს, მამა ლეონტი გუდაუთის წინამძღვრად აკურთხა.

***
ფაქტობრივად, ნიკორწმინდის ტაძრის კედლებში აღვიზარდე. ჩვენი სკოლა ეკლესიის ახლოს იყო. მეც მთელი სულით მისკენ მივილტვოდი. მერე სკოლა სხვაგან გადაიტანეს და ტაძარში სიარულს გვიშლიდნენ. მე მაინც მივდიოდი მოსალოცად და თანატოლებიც მიმყავდა. ამისთვის გვსჯიდნენ კიდეც. პირადად მე იძულებით გადამიყვანეს ქუთაისში, რათა ბავშვებთან სულიერ საკითხებზე არ მესაუბრა.
ტაძრებში სიარული იქაც განვაგრძე. აფხაზეთშიც ხშირად დავდიოდი, ნიკოლოზობას კი ქუთაისელ მრევლთან ერთად ნიკორწმინდის ტაძარში ვესწრებოდი ღვთისმსახურებას.
დავამთავრე ჯერ ქუთაისის უნივერსიტეტის საყოფაცხოვრებო მომსახურების ფაკულტეტი, შემდეგ - ეკონომიკის. მაშინდელი არქიმანდრიტის გიორგი ხაბეიშვილის ხელმძღვანელობით ვმონაწილეობდი წმინდა ნინოს გზაზე მოლოცვით სვლაში. შემდეგ ნიკორწმინდაში დავბრუნდი და ტაძარში სტიქაროსნად მსახურება დავიწყე.
1994 წლის 16 იანვარს, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევითა და ხელდასხმით, სიონის ტაძარში დიაკვნად მაკურთხეს, იმავე წლის 13 თებერვალს კი მღვდელი გავხდი. ბარაკონის ტაძარში აღვასრულებდი ღვთისმსახურებას. ზემო და ქვემო რაჭაში, ცაგერის რაიონის მრავალ სოფელში მიხდებოდა სიარული. როცა მეუფე ელისე ეპარქიის მღვდელმთავრად აკურთხეს, მოძღვრები შემოგვემატა.
ასე რომ, ნიკორწმინდის წმინდა ნიკოლოზის ტაძარმა აღმზარდა და ბარაკონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარმა გულში ჩამიხუტა.

***
ეკლესია ხომალდია, ჩვენ კი მისი მგზავრები ვართ. ნურავინ შეეცდება იალქნიანი ნავით ოკეანის გადაცურვას. ჩვენ კი, ვისაც ცხონება გვწყურია, მშვიდად და უდრტვინველად დავითმინოთ და დაველოდოთ სულიერ საყვირს, როცა გემი სამშვიდობო ნაპირს მიადგება. ღმერთმა დაგლოცოთ!

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
დედა ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ახალი სტილით 4 დეკემბერს აღნიშნავს. ეს არის ათორმეტთაგანი დღესასწაული,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat