ღირს არს...
ღირს არს...
ქრისტიანული ღირსება ჯვარისმტვირთველობას გულისხმობს
ილია მართალი წერდა: "ვით მამა ზეცისა იყავნ შენც სრული" - აი, თავი და ბოლო ადამიანის ცხოვრებისა. ვის რა მანძილი გაუვლია, ცალკე ადამიანია თუ მთელი ერი, - ამ სისრულის გზაზე, ვინ რამოდენად წინ წამდგარა, ვის რამოდენად აღფრთოვანებული აქვს სულთა-სწრაფვა ამ გზაზე დაუღალავად სიარულისათვის, - აი საწყაო, როგორც ცალკე ადამიანის ღირსებისა, ისეც მთელის ერისა".

ქრისტიანებს "ძენი უფლისანი" ეწოდებათ. "მობაძავ ჩემდა იყვენით, ვითარცა მე მამისა", - ეუბნება ქრისტე მის მიდევრებს. და "იყვენით თქვენ სრულ, ვითარცა მამაი ზეთაი სრულ არს"... ღვთის ხატება ყველა ადამიანში არსებობს, მაგრამ მსგავსებას თავად უნდა მიაღწიოს თავისი ცხოვრებით. ეს არის ყველაზე დიდი ღირსება ადამიანისა.

ადამიანის ღირსება არის მისი ზნეობის განმსაზღვრელი ფაქტორი, ადამიანის შეფასების ძირითადი კრიტერიუმი, რომელიც ხაზს ავლებს პიროვნებისთვის მისაღებსა და მიუღებელს შორის, შემოწერს ამა თუ იმ თემაზე მისი ჩამოყალიბებული აზრებისა და შეხედულებების კონტურებს, აღწერს შინაგანი სამყაროს პრინციპულ მდგომარეობას, წარმოაჩენს ადამიანისთვის ძვირფასს და ღირებულს, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება.

- ჩვენ ვირჩევთ, ვიყოთ ღირსეულნი და ვიაროთ უფლის გზაზე. უპირველესად, განვმარტოთ, რატომ გვეძლევა არჩევანის უფლება?

დეკანოზი იოანე მამულაშვილი: - არჩევანის უფლება თავისუფალი ნებიდან მომდინარეობს. როგორც წმინდა იოანე დამასკელი გვასწავლის, ადამიანში არსებობს მარტივი, გააზრებული, მოსურვებითი ძალა, რომელიც ბუნებრივის მიმართ აღიძვრება და ამ ძალას ნებელობა ჰქვია.

როდესაც ნებელობა რაიმე საგანს მიემართება, - ეს ზრახვაა. შემდეგ ადამიანი განიზრახავს, ღირს თუ არა ამა თუ იმ საქმის წამოწყება, რაც განზრახვად იწოდება, საქმის მიმართ განეწყობა და შეიყვარებს მას. ამას კი განზრახულება ჰქვია. თუ არ შეიყვარა, განზრახულება არ იქნება.

სწორედ ამის შემდეგ აკეთებს კაცი არჩევანს.

არჩევანი ორი შესაძლებლობიდან უმჯობესის გამორჩევა და ერთ-ერთისთვის უპირატესობის მინიჭებაა. შემდეგ ადამიანი სარგებლობს მოპოვებულით და სურვილისგან დაცხრება.

არჩევანი ყოველთვის განზრახვას მოსდევს, ღმერთი კი არაფერს განიზრახავს. მაგალითად, როდესაც უფალმა სამყაროს შექმნა ინება ანუ იზრახა, იმაზე ფიქრი არ დაუწყია, არც არჩევანის წინ დამდგარა, შეძლებდა თუ არა, ან უღირდა თუ არა მისი შექმნა, ანდა როგორი სამყარო შეექმნა, არამედ მის მიერ ნებებული მყისვე საქმედ იქცა.

არჩევანი და განზრახვა არც ქრისტეს კაცობრივ ბუნებას გააჩნდა. მართალია, ძე ღმერთმა უმეცრების მქონე ადამიანური ბუნება მიიღო, მაგრამ ღმერთის ჰიპოსტასთან შეერთებისთანავე მისი ადამიანური ბუნება ყოვლისმცოდნე შეიქმნა. როდესაც ქრისტემ ხარკის გადახდა ინება, იმაზე ფიქრი არ დაუწყია, რა გზით ეშოვა თანხა, არამედ პეტრეს თევზის დაჭერა და მისი პირიდან სტატირის ამოღება უბრძანა, მან ხომ ყოველივე უწყოდა.

- ღვთის ხატება ყველაზე დიდი ღირსებაა და ამავდროულად - უდიდესი პასუხისმგებლობაც...

- ის, რომ ადამიანი ღვთის ხატად იქმნა, არსებობაში შემოვიდა და მარადიული სიცოცხლისა და უფალთან თანაზიარობის უნარი მიენიჭა, თავისთავად უკვე უდიდესი პასუხისმგებლობაა. მაგრამ იმის გათვალისწინებაც გვმართებს, რომ ღვთის გარეშე არარანი ვართ.

ეკლესიის მამათა სწავლებით, ქრისტეს მოსვლამდე ადამის დაცემა გარდუვალი იყო. გავიხსენოთ, როგორ მიჰგვარა უფალმა მოწყინებაში შთავარდნილ ადამს ჯერ ცხოველები, შემდეგ კი ცოლი, რადგან უწყოდა, რომ დაეცემოდა. როგორც წმინდა წერილი ამბობს, ყოველი კაცი ცრუა და ამაო, და ამიტომაც უფალი მის უძლურებას ითვალისწინებს, უნუგეშო, დაცემულ მდგომარეობაში არ ტოვებს, ადამიანად მოდის და ადამიანურ ბუნებას ამარჯვებინებს ცოდვასა და სიკვდილზე. კაცი რომ თვითკმარი არსება ყოფილიყო და არა ქმნილი, ეს დაცემა უპატიებელი ცოდვა იქნებოდა, მაგრამ ასე არ არის.

- რა არის ადამიანური ღირსება და მისი შეგრძნება რაში მდგომარეობს?

- ადამიანური ღირსება ყველაზე აბსოლუტური ღირებულებაა ადამიანისთვის, რომელიც პროტესტს აცხადებს მაშინ, როდესაც ავიწროვებენ, ძალადობენ, ამცირებენ. ღირსება ყველა ადამიანში მეტ-ნაკლებად გამოხატული შინაგანი სამყაროა, სადაც იგი აუცილებლად უნდა დარჩეს თავისუფალი.

ღირსება ადამიანის პიროვნული "მე"-ა, რომელიც ვერ იტანს მორალურ ძალადობას. ზეწოლას შინაგან სამყაროზე, თავისუფლებასა და უფლებაზე - იყოს ის, ვინც არის სინამდვილეში.

პიროვნული ღირსების შეგრძნება - ამბობენ, რომ იგი ჩნდება მხოლოდ მაშინ, როცა ვიწყებთ მის გაცნობიერებას. ესაა სიწმინდე, რომელიც ყველა ადამიანს საკუთარი აქვს და ყოველი მათგანი ატარებს თავის თავში. მაგრამ თუ ჩუმადაა და თავს არ გახსენებთ, ეს ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ასე გჭირდებათ.

ის მაინც არსებობს - ამიტომ, არც მათ უნდა ესროლო ქვა, ვინც საკუთარ ღირსებას უღალატა.

და მაინც, პიროვნული ღირსების შეგრძნება ერთგვარი მორალური მრჩეველია, რომელიც გვაიძულებს, ჩვენი ღირსება ჩვენსავე თვითშეგნებას გავუიგივოთ. გვაიძულებს, გვიყვარდეს ღირსეული ადამიანი და საკუთარი თავი; გვაიძულებს, დაცემულები ავდგეთ, შეურაცხყოფილებმა თავი დავიცვათ, გავთავისუფლდეთ წნეხისგან, მოვიპოვოთ სულიერი თავისუფლება და უფლება იმისა, რომ ცხოვრება თავიდან დავიწყოთ.

- როგორც წესი, ადამიანები მრავალი საზრუნავით ვართ დაკავებულნი. და ის უმთავრესი მიზანი, რომლისკენ სწრაფვაც ყოველი ქრისტიანის უცილობელი ვალია, ხშირად გვავიწყდება"...

დეკანოზი გიორგი სხირტლაძე: - ჩვენი უმაღლესი მიზანი ღვთის სიყვარულის მოპოვებაა. ადამიანი უფლისგან სამ ყველაზე დიდ ჯილდოს უნდა ელოდეს: სარწმუნოებას, სასოებასა და სიყვარულს. ადამიანი სანთელს ჰგავს, რომელსაც უფალი შეიწირავს. რწმენა თვითონ თაფლის სანთელია, სასოება - ძაფი, ხოლო ცეცხლი - სიყვარული. აი, ამ სიყვარულს, ყოვლად დასაწველ მსხვერპლს, ჩვენი სულიდან გაღებულს, დამდაბლებულ გულსა და სულს, მოყვასის სიყვარულით ანთებულს მოითხოვს უფალი ჩვენგან. და თუ ეს სამი ყველაზე დიდი სათნოება მოიპოვე, მისი დაკარგვა იშვიათად ხდება. სიყვარულს ასაკი არა აქვს, იგი ყოველთვის ახალია, შობისა და დაბადების მდგომარეობაშია. სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად გვისხლტება ხელიდან ძლივს მოპოვებული მადლი. სულიერი მომწიფებისა და ნეტარების მდგომარეობა გადადის სადღაც წარსულში, სიბნელეში. ჩვენი ხასიათით, ჩვენი სიჯიუტით წინააღმდეგობას ვუწევთ ღვთისგან ბოძებულ მადლს და არ ვემორჩილებით უფალს, რომელიც გვაფრთხილებს: - დამემორჩილე მე, თორემ თავად დაგიმორჩილებო. ზოგჯერ ღმერთი სასჯელით გვიმორჩილებს, ამიტომ ღვთის განგების უნდა გვეშინოდეს, სიფრთხილე გვმართებს, რადგან ყოვლისმომცველია ღვთის ხელი და საშინელია სასჯელი უფლისა. კეთილ ადამიანს კეთილი საგანძურიდან სიკეთე გამოაქვს, ბოროტ ადამიანს ბოროტი საგანძურიდან - ბოროტება, - მაცხოვრის ეს სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ყოველი ხე შესაბამის ნაყოფს გამოიღებს, ასევე, ყოველი ადამიანი, რომელიც არ გამოიღებს კეთილ ნაყოფს, უნაყოფო ხის მსგავსად მოიჭრება და გადასადნობად სამყაროს ქურაში - ჯოჯოხეთში, ანუ გეენიაში გადაიგდება.

- ქრისტიანული ღირსება სხვა ადამიანების მიმართ როგორი დამოკიდებულებისკენ მოგვიწოდებს?

- ჩვენი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ ისეთი უნდა იყოს, როგორც სახარება გვასწავლის და არა ჩვენს ახირებასა და ილუზიებზე აგებული. ხშირად გვინდა, რომ სხვები ისეთები იყვნენ, როგორიც ჩვენ გვსურს. იმაზე კი აღარ ვფიქრობთ, როგორები ვართ ჩვენ ან როგორები უნდა ვიყოთ. დაგვისვამს ეს კითხვა საკუთარი თავისთვის? პასუხი ასეთია: უნდა ვიყოთ ისეთნი, როგორიც უფალს სურს, როგორც სახარება გვასწავლის და სხვასაც ამ თვალით შევხედოთ. არ შეიძლება სხვისი განკითხვა, გაჭორვა, შეგინება. მორწმუნე ადამიანი სიკეთით, სარწმუნოებითა და სიყვარულით არის სავსე. ურწმუნო ადამიანს სიყვარული საერთოდ არ აქვს, ან მისი სიყვარული მდაბალი და ეგოცენტრულია. ადამიანს თუ სარწმუნოება არ გააჩნია, რა თქმა უნდა, მას არც სასოება ექნება. მაშინ ვიღას დაუჯერებს, ვისი იმედი ექნება? საკუთარი თავის, რომელიც მოკვდავია და მიწაში უნდა ჩავიდეს? თუ ადამიანს სარწმუნოება და იმედი ღვთისა არა აქვს, სიყვარულიც არ ექნება და თუ სიყვარული არ აქვს, მაშინ ქრისტესი კი არა, ეშმაკისაა.

- ზოგადად, უფალი რას ითხოვს ჩვენგან და რა არის ადამიანის ღირსეულობისათვის საჭირო?

- უფალი ყოველ წუთს, ყოველ წამს ჩვენგან სიყვარულს მოითხოვს. გამუდმებით სიყვარულისა და მადლის მდგომარეობაში უნდა ვიყოთ. ჩვენთვის სიყვარული ხანგრძლივი მდგომარეობა, უგრძესი პროცესი უნდა იყოს. წმინდა მამები ამბობენ, რომ ადამიანისთვის სამი რამ არის საჭირო: 1. ჭეშმარიტი, მართლმადიდებელი სარწმუნოება, მტკიცე სულიერი რწმენა; 2. ამაოდმეტყველებისგან თავშეკავება; 3. სხეულებრივი სიწმინდე (იგულისხმება უბიწოებაცა და ჰიგიენაც. უბიწოების, სხეულის სიწმინდისა და ჰიგიენის დაცვა აუცილებელია მარხვაშიც და მაშინაც, როდესაც მარხვა არ არის. მარხვაშიც დაიბანე პირი, იცხე ზეთი, რათა არ ეჩვენო ხალხს მმარხველად. რათა მიიღო ის, რაც ღმერთს აქვს გამზადებული შენთვის. რად გინდა, მიიღო წყალობა ადამიანებისგან, ღმერთისგან კი - ვერა. ღმერთს შეუძლია, მოგცეს იმდენი რამ, ხილულადაც, უხილავადაც, რომ მადლობის თქმას ვერ ასწრებდე). ხომ არ შეიძლება, მოყვასი დღეს გიყვარდეს, ხვალ - არა. ადამიანი ზოგჯერ სიბნელით გარეშემორტყმული აღმოჩნდება ხოლმე. მისთვის, ღვთის გარდა, მშველელი არავინ არის. დღეს რომ კარგად ვართ და ეკლესიაში დავდივართ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხვალაც კარგად ვიქნებით. ან გუშინ რომ კარგად ვიყავით, ამიტომ ვართ დღესაც კარგად. ყველაფერი ღვთის ნებაა. მომავლის მეუფე უფალია. ღვთის ნებით ვიყავით გუშინ კარგად და ღვთის ნებით ვიქნებით მომავალშიც კარგად. ოღონდ, მთავარია, ვევედროთ მას, და ვიცოდეთ, ვის უნდა მივემსგავსოთ, რა სულს ვეზიაროთ - კეთილსა თუ ბოროტს, ღმერთსა თუ ეშმაკს.

- ადამიანის მიერ ღირსების შეგრძნება უკავშირდება ცხოვრების საზრისის გაგებასაც...

- ცხოვრების საზრისის გაგება ნიშნავს საკუთარი ჯვრის გაგებას, თუ რა ჯვარი გვაკისრია თითოეულს ცხოვრებაში. უფალს უხარია, როცა ადამიანი ამას ეძებს. ღმერთი თვითონ აძლევს ბიძგს, რომ მოწყინებიდან გამოვიდეს. უფალი ადამიანს ყველა პირობას უქმნის იმისათვის, რომ მასთან მივიდეს. შემდეგ უკვე ადამიანი თავად იწყებს მოძრაობას. ყველაზე ძნელი არის პირველი მისვლა ცხოვრების საზრისამდე.

- ქრისტიანული ღირსება ჯვარისმტვირთველობას გულისხმობს. ყოველ ჩვენგანს სხვადასხვა სახის ვალდებულებები გვაქვს შესასრულებელი. თუმცა, არის პერიოდები, როდესაც ჩვენი ჯვარი გვიმძიმდება, თითქოს გვიჭირს მისი ზიდვა. როგორ შეიძლება შევიმსუბუქოთ ის?

- თუ მშვიდი, თავმდაბალი იქნები, თუ უფალს შეუყვარდები, თუ გწამს ღმერთი, ჯვარი შეგიმსუბუქდება. მაგრამ არ იქნება, სულ ასცდე და არ ეზიარო არავითარ ტანჯვასა და განსაცდელს. თუ გვინდა, რომ მაღალი ღირსებები და სულიერი სათნოებანი მოვიპოვოთ, უნდა ვეცადოთ, ეს განსაცდელები სულიერად მომზადებულებმა მივიღოთ. განსაცდელებით უნდა დავუთმოთ უფალს, მეტი მოთმინება უნდა ვისწავლოთ. ძალიან ძნელია მოთმინების სწავლა. ეს არავის უნდა.

- ხშირად დეპრესიის დროს ადამიანი ღირსებას კარგავს...

- წმინდა მამები გვასწავლიან, განსაცდელები რომ არ არსებობდეს, ვერავინ ცხონდებოდა, რადგან, როგორც ოქრო ცეცხლით განიწმინდება, ასევე ადამიანის სული განსაცდელებითა და მწუხარებებით განიწმინდება ვნებებისგან. არ არსებობს ადამიანი, რომელიც განსაცდელის გარეშე სათნოეყოფა ღმერთს, ამიტომ საჭიროა მადლობა შევწიროთ უფალს ყოველი მწუხარებისთვის.

გვინდა, რომ ძალიან კარგი ცხოვრება გვქონდეს, არ უარვყოთ ჩვენი თავი, არ ვიტანჯოთ, არ გვქონდეს სიმძიმე, მაგრამ ასე არ გამოვა. განა იმიტომ, რომ ღმერთს სიამოვნებს ჩვენი ტანჯვა. არა, ღვთაებრივი პედაგოგიკა წარმართავს ჩვენს ცხოვრებას ისე, რომ განსაცდელებით გამოვიწრთობით, როგორც სამკურნალო ტალახით მიწიერი ცხოვრების განმავლობაში...

დეპრესიისგან განსაკურნებლად ეკლესიაში მთელი რეცეპტურაა. ეს არის სარწმუნოება, სასოება და სიყვარული. მორჩილება მართლაც ყველაფრის წამალია. უფლის თვისებაა სიყვარული, ღმერთი თავად სიყვარულია. ეს დიდი სახარებისეული გამოცხადებაა, წამალია. გაწუხებს რაიმე? გტკივა? ქრისტესმიერი სიყვარული განგკურნავს. გაწუხებს შენი ცოდვები, მოყვასის აგრესია, სამსახურის დაკარგვა, გაჭირვება ან ფულის დაკარგვა? სიყვარული ღვთისა, სიყვარული მოყვასისა არის ისევ წამალი. იმედი, სასოება, სარწმუნოება არის წამალი. ჩვენ გვინდა სწავლა მათემატიკის, უცხო ენების, ფიზიკის, მუსიკის, ხატვის... მაგრამ განა საკუთარ თავს, საკუთარ უძლურებებს არ უნდა შესწავლა? განა საკუთარი თავის შემეცნება არ გვევალება? ამას არ ჰქვია მეცნიერება? განა საღვთო სჯულს არ უნდა შესწავლა და ამას ხელმძღვანელი არ სჭირდება? როგორ არ უნდა!

ადამიანმა მაინცდამაინც იქამდე უნდა მიიყვანოს თავისი სულიერი მდგომარეობა, რომ ფსიქიატრიულში მოხვდეს? განა უმძიმეს სულიერ მდგომარეობაში, უმძიმეს განსაცდელსა და გაჭირვებაში უნდა ჩავარდეს, რომ მერე მაინც მივიდეს ეკლესიაში? ხომ შეიძლება კარგად მყოფი მივიდეს ტაძარში! ეს კარგად ყოფნა ხომ ღვთის დაშვებული და მოცემულია? ყველაზე დიდი სამკურნალო საშუალება აღსარება და ზიარებაა. ის წმენდს ადამიანს, მის ხორცს, სულს.

- როგორ შევინარჩუნოთ ადამიანური ღირსება და როგორი განწყობა უნდა გვქონდეს განსაცდელის ჟამს?

- კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს. ამას მრავალი გაშლა, მრავალი ვარიანტი აქვს იმ განგებულებისდა მიხედვით, თუ როგორ ვითარდება ჩვენი ცხოვრება. რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენნაირი ცოდვა, მადლი და განსაცდელია. ამის წარმოდგენაც კი ძნელია. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ "მამაო ჩვენოში" კარგად არის გადმოცემული ამ განსაცდელებისადმი დამოკიდებულება. ჩვენ კი არ ვითხოვთ განსაცდელებს, არამედ პირიქით, ვითხოვთ, "ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან", ბოროტი სულის, ზრახვების, ცდუნების, ავადმყოფობისგან და ა.შ. ამ თხოვნით ადამიანი ჯვარს სახავს, გამოსახავს თავის თხოვნებს და ცდილობს, რომ უფალს ევედროს უსაფრთხოებისთვის, რომ მისი ცხოვრება წარმატებული იყოს.

მიუხედავად ამისა, მაინც ვაწყდებით დიდ თუ მცირე განსაცდელებს, ხილულ თუ უხილავ, შინაგან თუ გარედან შემოსულ ცდუნებებსა და პრობლემებს, რომლებიც, ამა თუ იმ საქმეებში, რომლებსაც ჩვენ წამოვიწყებთ ხოლმე, ხელს გვიშლიან, გზას გვიბორკავენ. ხან გამოვა, ხან არა. ხან ისე არ გამოვა, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ქრისტეს სიტყვები, რომელიც ჯვარს აცვეს და რომელმაც დაგვიბარა და გვითხრა: მე თუ მდევნეს, თქვენც გაგდევნიან, თუ ჩემი არ დაიჯერეს, თქვენსასაც არ დაიჯერებენ და ა.შ. ამით ქრისტე გვეუბნება, "აღიღე ჯვარი შენი და შემომიდეგი მე". ამ პროცესს, თავის თავის უარყოფასა და ჯვრის აღებას ვერც ერთი გაივლის ცდუნებების, განსაცდელებისა და გარკვეულ ტანჯვასთან ზიარების გარეშე. ჩვენ გვინდა, რომ ძალიან კარგი ცხოვრება გვქონდეს, არ უარვყოთ ჩვენი თავი, არ ვიტანჯოთ, არ გვქონდეს სიმძიმის განცდა. ამის სურვილი ყველას გვაქვს, მაგრამ ასე არ გამოვა. განა იმიტომ, რომ ღმერთს სიამოვნებს ჩვენი ტანჯვა. არა, ღვთაებრივი პედაგოგიკა წარმართავს ჩვენს ცხოვრებას ისე, რომ ჩვენ განსაცდელებით გამოვიწრთობით, როგორც სამკურნალო ტალახით მიწიერი ცხოვრების განმავლობაში. ვინ იტყვის, რომ ყოველ დღეს, ყოველ საათში ვცხოვრობთ ქრისტიანულად? შესაძლოა, გვინდა, მაგრამ ვერ ვცხოვრობთ. მაგრამ უფალი გვიყურებს, მცდელობას სათნოებად გვითვლის და ამიტომ გვპატიობს. უფალი ჩვენ ყველაფერს ისე რომ მოგვაგებდეს, როგორც ჩვენი მოქმედებების გამო ვიმსახურებთ, მაშინ განსაცდელს განსაცდელი უნდა მოსდევდეს და ასე გამოვიწრთობოდით და ან გავატანდით ცხოვრების ბოლომდე, ან ვერა. ჩვენი საქციელის გამო რომ მოგვეგოს, დადებითს ვერაფერს მივიღებთ. ჩვენ არაფერს ვიმსახურებთ, სასჯელის გარდა, მაგრამ ჩვენ კი არ დავისაჯეთ, ისევ თავად უფალი მოვიდა ადამიანად, თავად იგი ევნო ჯვარზე. ქრისტემ მთელი ქვეყნის განსაცდელი თავის თავზე აიღო. ღმერთი უზარმაზარია. არც ერთი ცოდვა ღმრთის წყალობას არ აღემატება. იგი ყველას უტევებს, ვინც იმ შემთხვევაში ნანობს. ამიტომ ის განსაცდელები, რომლებიც ცხოვრებაში გვხდება, უნდა ვიტვირთოთ ქრისტიანულად. არ შეიძლება ადამიანი განსაცდელს გაუჯიუტდეს და ჩავარდეს დრტვინვაში, ეწინააღმდეგებოდეს ღვთის ნებას, გაბოროტდეს, ამ განსაცდელით უფალს კი არ დაუახლოვეს, არამედ პირიქით, დაშორდეს და ზურგი აქციოს ღმერთს და უფრო დიდი განსაცდელი მოიწიოს. როგორც, ვთქვათ, ჩვეულებრივი მამა ან პედაგოგი, რომელიც შვილის, მოსწავლისადმი ხანდახან სიმკაცრეს იჩენს, იმიტომ კი არა, რომ ბავშვის წვალება, დასჯა და საყვედური სიამოვნებს, იმიტომ, რომ იმ ბავშვმა უკეთ ისწავლოს მორჩილება, განვითარდეს, წინ წავიდეს, მართალი იყოს მისი აზროვნება. მაგრამ ხანდახან, როდესაც ასე არ არის, მაშინ საყვედურს იმსახურებს, ან უხეშად რომ ვთქვათ, განსაცდელს იმსახურებს.

ასე ცალსახად რომ მივუდგეთ, ვინც ღმერთს უყვარს, ყველას განსაცდელს უვლენს, რა თქმა უნდა, სწორი არის, მაგრამ ეს საღმრთო განგებულების ერთი მხარეა. რა თქმა უნდა, მარტო ასეც არ არის, რომ თუ განსაცდელები არ აქვს ადამიანს, მაინცდამაინც ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ღმერთს უყვარს. ზოგს პირიქით ჰგონია - განსაცდელები თუ აქვს, დაიწყევლა, დაისაჯა და შეიძულა უფალმა. ასე არ არის. ღმერთს მართალი უყვარს, მონანულ ცოდვილს სწყალობს. ამიტომ ეს წყალობაც არ უნდა დაგვავიწყდეს. ღვთის სიყვარული მარტო განსაცდელებით კი არა, წყალობითაც გამოიხატება. განსაცდელს რომ განსაცდელი მოსდევს, ეს, რა თქმა უნდა, ღვთის ყურადღებაა ჩვენდამი. ქრისტიანი ვერ ასცდება თავის ჯვარს. რაც უნდა სასიამოვნო იყოს მისი ცხოვრება, ტანჯვა მაინც იარსებებს. ადამიანს რაც მეტი ნეტარების განცდა მოუნდება, მით მეტი ტანჯვის ზიარებაც მოუწევს ან იმ დროს, ან მერე. თუ ქრისტე ჯვარს აცვეს, თუ იტანჯა და ეწამა, განა ჩვენ, ქრისტეს მიმდევრები, აქ დროის სატარებლად ვართ მოსულნი? ფიზიკურ ნეტარებას ვგულისხმობ, ხორციელი ნეტარებისთვის არ ვართ მოსულნი, სულიერი ნეტარებისთვის - კი. ამიტომ ჩვენი ცხოვრების განმავლობაში, რაც უნდა მოვიმოქმედოთ, ვეცადოთ, რომ განვერიდოთ განსაცდელებს, მაინც ვერსად გავექცევით. შეგვიძლია კი განსაცდელები შევამსუბუქებინოთ ღმერთს.

მაგრამ ღირსეულ მდგომარეობაში ყოფნას ხომ შრომა და ღვაწლი სჭირდება...

ქრისტიანი ადამიანი მუდამ ჩამოყალიბების, ახლის ძიების პროცესშია. იგი ყოველთვის აღმოაჩენს თავის თავში ისეთ ახალ ცოდვას, რომელიც მანამდე არ ჰქონია და ისეთ მადლს, ისეთ სიკეთეს, როგორიც ადრე არ გააჩნდა. მას ეს ღმერთმა მისცა. ღმერთმა გაუხსნა ახალი სათნოება ტაძარში სიარულის, ლოცვის, მარხვის, ვედრების, ხვეწნის სანაცვლოდ. იმისათვის, რომ ღმერთმა მადლი მოგვაგოს, საჭიროა ქრისტიანული შრომა, ანუ ლოცვა, წვალებაში ყოფნა, მუდმივი ძალისხმევა სრულყოფის მისაღწევად. შენი მუდმივი ფიქრის საგანი უნდა იყოს შენი საკუთარი ცოდვები, განსაკუთრებით მარხვაში, და სიკვდილზე ფიქრი. ღმერთს ებრალება ადამიანი, თორემ ყველაფერი ისე რომ მოგვეკითხოს, როგორც ვიმსახურებთ, მაშინ ვერავინ ცხონდებოდა.

- რას ნიშნავს ჩვენი ერისთვის ის, რომ ვფლობთ დიდ ღირსებას, ანუ ვართ ქრისტიანული სამყაროს ნაწილი?

- ჩვენ ვამაყოფთ და ვმადლობთ უფალს ჩვენსას, იესო ქრისტეს, რომ ღირსნი გავხდით და, ღვთის განგებით, ქრისტესმიერი კაცობრიობის ნაწილი ვართ. ეს დიდი ტვირთი და დიდი პატივია. სამწუხაროდ, ჩვენი ერი ამ მხრივ გაყოფილია. ყველა არ არის ქრისტესი. ხშირად ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც ეკლესიას აძაგებენ, ამართლებენ სხვადასხვა სექტას, შეურაცხყოფენ მღვდლებს. ვაი, იმ საზოგადოებას, იმ ერს, რომელსაც არ უყვარს და პატივს არ სცემს თავის მოძღვარს, თუნდაც ისინი ცოდვილნი იყვნენ. ვაი, მათ, რომლებიც მხოლოდ ცუდს ხედავენ ადამიანებში და, მით უმეტეს, სასულიერო პირებში. ასეთი ადამიანები თავის თავს ვნებენ. სამწუხაროდ, ისინი პირობითად არიან ქრისტიანები. ადამიანს თუ არ ერიდება საკუთარი ეკლესიის გინება, ჩათვალეთ, რომ საკუთარ სულს აგინებს. სანამ ჩვენი ერი ეკლესიის, მოძღვრების პატივისცემას არ ისწავლის, მანამ იქნება ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ეკლესიის მიმართ ასეთი დამოკიდებულება მძიმე ათეისტური გადმონაშთია. საზოგადოება გაორებულია. ერთნი ქრისტესნი არიან, მეორენი არ არიან ქრისტესნი. ამ რთულ გზაზე, უმძიმეს დროში, უმძიმეს მატერიალურსა და სულიერ პირობებში, ყველაფერი გავალდებულებს დიდი სულიერი პასუხიმგებლობისა და სიფხიზლის გამოჩენას. ყოველი დღე პატარა ბრძოლას ჰგავს. ყოველი დღე გამოცდაა. საერთოდ, მთელი ცხოვრება გამოცდაა. ყოველდღე უნდა ჩავუღრმავდეთ ჩვენს თავს, ვიყოთ ფხიზლად, ფრთხილად. ყოველ ნაბიჯზე ეშმაკის მახეებია დაგებული. ვისაც ბრძოლები არა აქვს, ჩათვალეთ, რომ მას სძინავს. ქრისტიანს აუცილებლად ექნება ბრძოლა. თუკი გაამზადე თავი ღვთისმსახურებისთვის, ეს ნიშნავს, რომ გაამზადე თავი განსაცდელებისა და ბრძოლებისთვისო, - ამბობენ წმინდა მამები.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat