ილია ჭავჭავაძე - ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი
ილია ჭავჭავაძე - ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი
I
მახსოვს, როცა პატარა ვიყავი, რა გულის ფანცქალით ვნატრობდი, წინაღამე ახალის წლისა მალე გათენდეს-მეთქი. მე მახსოვს ეს წინადღე, ეს წინაღამე ახალის წლისა ჩვენს პატარა სოფელში, საცა ბღარტებსავით გარს ვეხვიენით დედ-მამას ორნი დანი და სამნი ძმანი.

იმ დღეს ჩვენთვის აღარც კაკანათი იყო, აღარც თოვლის გუნდა, აღარც თოვლში ხტომა და სირბილი. თვალი და გული ხვალისაკენ მიგვირბოდა, ხვალეს ველოდდით, ხვალე გვახსოვდა, ხვალეს ვნატრობდით. გარედ რა გვინდოდა, როცა შინ იმოდენა ხილ-ხული და ტკბილეულობა გვეგულებოდა.

შინ ოთახებში დავფუსფუსებდით: იქ იყო, რაც იყო. აქ ალვახაზსა ზელდნენ, იქ ნუშს და ნიგოზს არჩევდნენ გოზინაყისათვის, აქეთ უცეცხლო თაფლი თითს გვიქნევდა, მოდით, პირი ჩაიტკბარუნეთო, იქით დედაჩვენი ბუხარში თაფლს ადნობდა და თაფლი თითქო გვეუბნებოდა: დაიცადეთ ხვალამდე, დღეს მე თქვენთვის ვდნებიო.

ჩვენ თვალებდაჭყეტილები ამაებშორის დავძვრებოდით და ბედნიერები ვიყავით, თუ როგორმე მოვასწრებდით და თითს ამოვავლებდით თაფლს.

სიცილს, ხარხარს და დედის უგულოდ ტყუილად ჯავრობას ბოლო არა ჰქონდა. ჩვენც ვიცოდით, რომ არც დედა, არც მამა გულით არ გვიჯავრდებოდნენ და სელებს ვაფაცურებდით, აცა რამ მოვიცხოთო სალოკავად. ყველაზედ უფროსი ჩვენში თორმეტს წელს არ იყო გადაცილებული.

მას აქეთ ბევრმა წყალმა ჩაიარა და ბევრი რამ კარგი წაგვართვა და თან წაიყოლა. დაგვეხოცა დედ-მამა, მომიკვდა ორი ძმა, გადამეცვალა ერთი დაცა. დავრჩით ამ ქვეყნიერობაზედ მარტო ორნი და-ძმანი. ეხლა ერთსაცა და მეორესაც თმაში ჭაღარა გვირევია, და როცა ახალი წელიწადი მოდის, მინდა თუ არა, ცრემლიანის თვალით უკან მიმახედებს ხოლმე.

ვხედავ ჩემს თავს ჩვენს პატარა სოფელში, ჩემს პატარა ფუნჩულა და-ძმებს შორის, ვხედავ, როგორ დაგვხარიან შვილებს დედა, მამა, როგორ შევხარით ბავშურის სიხარულითა დედას, მამას, მესმის ტრედივით უგუნური ტიტინი ჩემის პატარა დისა, პატარა ძმისა, მომესმის ჭკუადამჯდარი, სიყვარულიანი ლაპარაკი დედიჩემისა, მამიჩემისა.

დღეს ყოველივე ეს მარტო ტკბილი სიზმარია. დღეს იქ, იმპატარა სოფელში, საცა ამოდენა სახსოვარი აუგია ჩემს გულს, მარტო ხუთი სამარეღაა და ამ სამარეებში მარხია ყოველივე ის, რისთვისაც ეხლა გული მეწვის, გული მედაგება. იქ ჰმარხია დედა, მამა, ორი ძმა და ერთი და, და ამასთან ერთად ჩემი ყმაწვილობაცა, ესე იგი, იგი ბედნიერება, რომელიც წავიდა და თავის დღეში არ მომიბრუნდება.

წავიდა ის ბედნიერი დრო და აღარ მოვა. წავიდა და გული ჰკვნესის რაღაც სხვანაირ ტკივილისა, რაღაც სხვანაირ მწუხარებისაგან, რომელსაც ზოგჯერ ადამიანი სისარულზედაც არ გასცვლის ხოლმე. ტკბილია კვნესა ამ ტკივილისა, ტკბილია ცრემლი ამ მწუხარებისა. აქ კვნესა ნიავსავით აგრილებს გულის წვასა და ცრემლი ჰნამავს გადამჭკნარ გულსა გამოსაცოცხლებლად.

ვიღამაცა სთქვა: დატკბობა საამური ტკივილიაო, და სწორედ ამისთანა ტკივილია ეს ტკივილიცა. ყველაზედ მეტად დამახსოვდა ერთის ახალის წლის წინაღამე. ჩვენ, პატარებს, არ ვიცი, ხვალის ლოდინისაგან თუ მეტისმეტ გართობისაგან, ძილი აღარ მოგვეკიდა. არა ერთხელ და ორჯერ გვიბრძანა დედამ: წადით, შვილებო, დაიძინეთო, და ჩვენ კი თითით ყელს ვუწევდით და ისე ვეხვეწებოდით: დედას ჭირიმე, ნუ გაგვრეკავ, არ გვეძინებაო.

დედა გოზინაყებისა და ალვახაზის სამზადისში გართული იყო, გარს ჯამები, ბადიები და ტაბაკები ედგა ნუშით, ნიგოზით და თაფლითა. მამაჩვენი კი ბოლთასა სცემდა ოთახში ჩიბუხით ხელში. ჩვენმა პატარა დამ, რო დაცუცუნებდა ჯამებსა და ტაბაკებ-შორის, როგორღაც ფეხი წამოჰკრა ერთს უშველებელს ბადიას და შიგ ყოფილი თაფლი კი პირქვე წამოაქცია.

დედას ძალიან ეწყინა და არ იყო რომ გაჯავრებით უთხრა მამას: ერთი თავიდამ მომაშორე, ღვთის გულისათვის, ეს ბაჯაჯღანები!.. გაასხი იქით ოთახში. ზღაპარი რამ უამბე, იქნება დაეძინოთ და მომასვენონო.

მამაჩემმა ძალიან კარგი ზღაპრები იცოდა და ჩვენც ძალიან გვიყვარდა ყურისგდება ზღაპრისა. გვიამა, რომ დედამ დაავალა მამას ზღაპარი ეთქვა. მივცვივდით ჩვენც, ზოგი ხელზე ჩამოვებობღენით, ზოგი ახალუხის კალთაზედ. – შენი ჭირიმე, მამილო, ზღაპარი გვითხარი, – შევბღავლეთ აქეთ-იქიდამ – დედა აქედამ გვერეკება და შენ ზღაპარი მაინც გვითხარ, არ გვეძინება.

– ბატონი ხართ, აბა, წავიდეთ.

მამა გავიდა მეორე ოთახში და ჩვენც გავყევით. ოთახში ბუხარს ერთი ამბავი გაჰქონდა აპრიალებულის ცეცხლისაგან. ბუხრის პირდაპირ ერთი გძელი ტახტი იდგა, ავიდა მამაჩვენი, ტახტზედ მოიკეცა. ჩვენც გარშემო შემოვუსხედით. ჩვენი პატარა და გულდაღმა წამოუწვა მამასა, იდაყვებზე დაებჯინა, თავისი პატარა თავი ხელებზედ დაანდო და ისე შეაჭყიტა მაყვალსავით შავი თვალები, თითქო მართლა ზღაპრის მოსმენა უნდოდა.

ის კი არა თუ, როგორც იმას, ისეც იმაზედ მომდევარს მესამე ძმას, მაშინვე ჩაეძინებოდათ ხოლმე ორიოდე სიტყვის შემდეგ.

მამამ დაიწყო:

– მე ადრევაც მიამბნია, რომ ჩვენს ქვეყანას ძალიან ემტერებოდნენ თათრები. მოსვენებას არ გვაძლევდნენ, ხან აქედამ, ხან იქიდამ მოგვესეოდნენ ხოლმე. ჩვენც, რაც შეგვეძლო, რაც ძალი და ღონე გვქონდა, ვებრძოდით, ვეომებოდით.

ყველას უყვარს, შვილებო, თავისი ქვეყანა, და როცა უჭირს, ძნელია კაცმა უმტყუნოს და თავი არ გამოიმეტოს. ბევრიც იმეტებდა თავს და ბევრმაც სახელი დაიგდო, სახელი გაითქვა თავისის ვაჟკაცობითა და ქვეყნისათვის თავდადებით. აი, ერთ ამისთანა ვაჟკაცის ამბავს გეტყვით და კარგად დაიხსომეთ.


II

ერთს დროს ჩვენა გვყოლია ქართლის მეფე გიორგი მეთერთმეტე. იმის დროს ყიზილბაშების ყეინად დაჯდა შაჰ-სულთან-უსეინ. ამ ყეენმა გამოჰგზავნა დიდის ჯარით თავისი სარდალი, რომ საქართველო აიკლოს და თავისად დაიჭიროს. დაიძახეს ჩვენშიაც ჯარიანობა და თავი მოიყარეს ქართველებმა მტრის დასახვედრად.

შეიყარა ორი ერთმანეთზედ სამტროდ გამართული ჯარი საომრად. ერთს მხარეს დაყწყვნენ ყიზილბაშნი, მეორე მხარეს ქართველები. გაიმართა ომი. რით გათავდა ეს ომი, ამის ამბავი გძელია. მე მარტო ერთს რასმე გიამბობთ, რაც ამ ომში მოჰხდა. როცა გაცხარდა ბრძოლა, მაშინ გამოჰქუსლა ერთმა ყიზილბაშმა ცხენი და გამოვარდა მოედანზედ რაზმიდამ. გაუქროლ-გამოუქროლა ჩვენებს წინ ცხენი, თითქო ჯირითშია და არა ომშიო.

ეწყინა ქართველ ყმაწვილობას ასე თამამად და გაბედულად ნავარდობა ყიზილბაშისა, - დახე, როგორ გვბრიყვობს?! კაცად აღარ გვაგდებს თუ რა ამბავია, რომ ასე უშიშრად გაგვირბის და გამოგვირბისო, იძახდნენ. ჰკრა ერთმა მოსხეპილმა ყმაწვილკაცმა ცხენს ქუსლი და ზედ მიაგდო ყიზილბაშს.

ყიზილბაშმა ჰკრა შიგ გულის ფიცარში შუბი და საბრალო ვაჟკაცი ჯერ ჩამოეკიდა ცხენს და მერე უსულოდ დაეცა დედამიწაზედ.

– აი, ქუდიც არა მხურებია, აი, დღის ძუძუც არ შემრგებია, თუ მაგის სისხლი შეგარჩინოვო, - დაიძახა ახლა სხვამ და მიაგდო ცხენი ყიზილბაშს. ყიზილბაშმა ესეც ჩამოაგდო ცხენიდამ და უფრო გახალისებულმა გამარჯვებით გაათამაშ-გამოათამაშა ცხენი მოედანზედ. გავიდა მესამე, გავიდა მეოთხე, გავიდა მეხუითე და ყველას ცალკე იგივე დღე დააყენა თათარმა. ასეთი ყმაწვილი კაცები დაჰხოცა, რომ უკეთესს კაცი ვერ ინატრებდა. შეწუხდა ქართველობა: ეს სირცხვილი როგორა ვჭამოთო, შინ რა სახელით-ღა მივიდეთო. არ იცოდნენ, რა ექმნათ. ყველას შიში და ფიქრი მიეცა.

ვეღარავინ ჰბედავდა გასვლას. ის ყიზილბაში კი ათამაშებდა მოედანზე ცხენს, თითქო ყაბახობაზე გამოსულა და ამოდენა ქართველობა აინუნშიაც არ მოსდისო. - ნიკოლოოზ სად არის, ნიკოლოოზი, - დაიძახეს ქართველებმა: - ის თუ გვიშველის, თორემ ლამის ამ ურჯულო თათარმა დედაკაცის ლეჩაქი თავზე დაგვხუროს და ისე გაგვისტუმროს შინაო.

– ნიკოლოოზ გოსტაშაბიშვილო, ნიკოლოოზ! - გაჰკივლეს აქეთ-იქიდამ ჩვენებმა. გოსტაშაბიშვილი თურმე გაცხარებულ ომში იყო და ამ კივილზე ომიდამ გამოვიდა. ჩოხის კალთით გასისხლიანებულ ხმალსა სწმენდავდა, როცა მისცვივდნენ ჩვენები და თავისი სირცხვილი უამბეს. გოსტაშაბიშვილი, მართალია, ძალიან გათქმული და სახელოვანი ვაჟკაცი იყო, მაგრამ მაშინ სიბერე მორეული ჰქონდა და უწინდებურად აღარც მკლავი ერჩოდა, აღარც მუხლი.

– სად შემიძლიან მე ეხლა დაბერებულსა და დაჩაჩანაკებულს იმასთან ომის გასწორება, - უთხრა ყმაწვილებს გოსტაშაბიშვილმა, - ვერა ჰხედავთ, ახლად ულვაშაშლილი ვაჟკაცია, კაცი ლომსა ჰგავს.

– ხუთი ვაჟკაცი მოგვიკლა, იმათ სისხლს ნე შეარჩენ! იმ ურჯულოსაგან სირცხვილს ნუ გვაჭმევ! - შეევედრნენ ჩვენები.

გოსტაშაბიშვილმა ახსენა ღმერთი, აუკრიბა სადავე ცხენს და ჰკრა ქუსლი. ცხენმა ერთი ორიოდე კამარა შეჰკრა, ისკუპა და თვალის დახამხამების უმალ ვაჟკაცი ვაჟკაცს წინ დაუდგა. ყიზილბაშმა წამოუღერა თავისი შუბი. გოსტაშაბიშვილმა ხელი აუკრა და აიცდინა. ეს ისე მარჯვედ მოუვიდა, რომ ქების კიჟინა დასცეს.

მინამ ყიზილბაში მეორედ შეუტევდა შუბით, გოსტაშაბიშვილი ცხენდაცხენ ეცა, წასწვდა, ერთი-ორი ღონივრად შეჰბღერტა და ცხენიდან ძირს დასცა, ასე რომ დაცემულს ფეხზედ ადგომა გაუძნელდა. ჩამოხტა ცხენიდან გოსტაშაბიშვილი, ააყენა ყიზილბაში ფეხზე და უთხრა:

– ნუ, გეშინია, მე თავს არ მოგჭრი. შენი თავი შენის ვაჟკაცობისათვის მიპატიებია. ცოდვაა შენი გაფუჭება. წადი და ღმერთმა გზა მშვიდობისა მოგცესო.

– მეც სიცოცხლეს თუ ვისგანმე ვიჩუქებდი, მარტო შენისთანა ვაჟკაცისაგანაო, - უპასუხა ყიზილბაშმა, სალამი მისცა და წავიდა.
...................

ნახატის წყარო


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
03.08.2023
თბილისის სამხრეთით, ორმოცის ვერსის მანძილზე, სძევს მოზრდილი სოფელი მარაბდა.
08.06.2023
მტრის შემოსევა საქართველოში

სამასი წლის ამბავს მოგითხრობთ. 1609 წელი მოდიოდა, ცხელი ზაფხული იდგა.
07.01.2023
აღმოსავლეთით გამოჩნდა
ვარსკვლავი "სჯულის ცნობისა",
ჯერ უნახველი კაცთაგან,
უცნაურ სხივოსნობისა!
07.01.2023
I
ღარიბი არი გეგენა,
როგორც ზამთარში მინდორი,
07.01.2023
დაუმძიმდა კაცთა ნათესავსა ძველი რჯული, ძველი აღთქმა, შეერყა საძირკველი კაცთა ცხოვრებასა,
08.07.2022
(პირველად შემოსვლა რუსის ჯარისა ტფილისში)
11-ს იანვარს 1798 წელს თელავში გარდაიცვალა - ღრმად მოხუცებული სახელოვანი მეფე ერეკლე. საქართველოს სამეფო ტახტზედ ავიდა მისი უფროსი შვილი გიორგი.
14.05.2022
ქალო, ქართველთა სულის დგმავ,
ქალო, ქართველთა დედაო!
01.01.2022
ახალ-წელიწადს ელიან,
ბალღები სხედან კერაში,
მუგუზლებს აჩინჩხალებენ,
დროს ატარებენ მღერაში,
01.05.2021
"შენც წახდი, მეც წამახდინე, ქრისტე აღსდგა, გიხაროდენ!"
როსტომ ერისთავი მის დროში გამოჩენილი და სახელოვანი კაცი იყო.
08.08.2020
ჩვენში და რუსეთში ჯერაც არ გამოლეულა იმისთანა განათლებული, შავს რომ თეთრს უწოდებს და თეთრად მიაჩნია და თეთრი – შავად. საკვირველია ეს ჩემთვის, ვგონებ რომ – შენთვისაც, ჩემო კარგო, მაგრამ არც კი უნდა გვიკვირდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler