ვაჟა-ფშაველა - ახალი წელი ფშავში
ვაჟა-ფშაველა - ახალი წელი ფშავში
ახალ-წელიწადს ელიან,
ბალღები სხედან კერაში,
მუგუზლებს აჩინჩხალებენ,
დროს ატარებენ მღერაში,
თან დედას ეხვეწებიან:
"დედავ, დაგვიცხვე კვერები!"
დილით თაფლ-ერბოს ელიან
ტკბილეულობის მტერები.
და-ძმებსა ერთმანერთისთვის
გადუხვევიათ ხელები.
"ჩქარა, გათენდი!" — ნატრობენ
ღვთისთვის ვედრების მთქმელები.
დარბაზში ცეცხლი ანთია,
გაჩაღებული ტკრციალებს.
სამზადისშია თეთრუა,
ჯარასავითა ტრიალებს:
ძელზე კეცები მიჰყუდა,
შეუდგა პურის ზელასა,
ხმიადის ბედის-კვერებსა
ის გამოუცხობს ყველასა,
იმით გაიგებს შვილების,
საქონლის ბედისწერასა.
თავისთვის, თავის კაცისთვის
ის კვერებს არა ცდილობდა.
რა საჭიროა, რომ მათთან
წუთისოფელი წბილობდა:
დათრთვილა ჟამთა დენამა
ორივე — ცოლი, ქმარია,
ოჯახზე ფიქრმა და ჯავრმა
დაჰჩაგრა, ხელი დაჰრია;
თავისი ბედის-კვერები
მათ ადრევ შეუჭამია.
დღეს შვილებისა მოლხენა
დედისთვისც სიხარულია,
აშრომებს ძალაუნებრივ
ბალღების სიბრალულია,
ამ დღისთვის ქმარსაც ელოდა, —
შირაქში არი ცხვარზედა;
არ მოუვიდა რადღაცა,
დაფიქრებულა მაზედა.
გარეთაც შავი ღრუბლები
არეულია ცაზედა;
ის ეგონება მნახველსა,
ზღვა დაცემულა ზღვაზედა.
"ავი კი არა შაემთხვას
იმ ბეჩავს კაცსა გზაზედა;
არ გადურჩება სიკვდილსა,
თუ წამოვიდა მთაზედა!"
ცომსა ჰზელს ვარცლში თეთრუა,
თან ამას ჰფიქრობს ქმარზედა.
გარეთ კი თოვლი ნაპენტი
მიწას ედება, დუდუნებს,
თან მოსდევს ქარი მხლებლადა,
ისიც იმასთან ზუზუნებს:
ხან კარის ზღურბლზე მოდგება,
კურატივითა ბუბუნებს;
ხევებშიც გადაიჭრება,
გარისხებული გუგუნებს.
შორს თუ წავიდა, მაშინ კი
სნეულივითა კრუსუნებს.
"ადეთ, ბალღებო, დაწევით,
უნდა გადმოვდგა კეცები.
ვერ ჰხედავთ, კერას აბანდებთ,
რადა ხართ იმდნად ბეცები?!
დაწევით, შვილო, დაწევით,
თუ გსურთ დაგიცხოთ კვერები…
აბა, აასწრობს ვინ ვისა,
ის ტკბილად დასაბერები!"
დედის ამ სიტყვის თქმაზედა
ბალღებსა სწყდებათ წელები…
დედა-ბოძისა უკანა
მათ უდგათ ჩალის ლოგინი;
ჩაეწყვნენ ძელების შუა,
უდგათ ხელების ბოტინი.
დედამ ფარდაგი წაჰხურა,
ერთიც ნაგლეჯი ფლასისა,
ფეხებზე კაბა მიაგდო
და ფაფანაგი თავისა:
"თუ გადიხადეთ, ვაი თქვენ!"
სჭუჭკავს თან მთქმელი ამისა.
პატარა ქალმა ნენემა
თან ჩაიწვინა თოჯები,
ეწყვნენ ლოგინში ბალღები,
ვით დოლფარაში გოჭები.
პურის ცხობასა, თეთრუავ,
ნეტავ როდის-ღა მორჩები?!
ლოგინის ბოლოს ვარცლი დგა,
თავით — საპურე გოდორი.
ზედა ზის ჭრელი დედალი,
მას თავს უმშვენებს ქოჩორი,
ხოლო მხარს — მისი მეუღლე,
გვირგვინოსანი მამალი.
იმათ ფეხებზე ჰკიდიათ
ქვეყნის თავგადასავალი:
მათ ახალწელი მაშინა,
როს საკენკი აქვთ მრავალი.
შუაღამეა. კერაზე
ცეცხლი ოდნავ-ღა ბჟუტავდა
და შავი კატა ცეცხლის პირს
იჯდა, თვალებსა სჭუტავდა.
ქათამი იქექებოდა,
ხამუშ-ხამუშად კრინავდა;
ზევით, მივარდნილს კუთხეში,
ხარი ნიკორაც ფშვინავდა.
გახშირებული ძილია,
მთელი დარბაზი ხვრინავდა;
გარეთ ბუნება ჯავრობდა,
დედამიწასა ჰყინავდა,
არ ისვენებდა ქარიცა,
ავს ძაღლივითა ღრინავდა;
სულს ჰხუთავს, ბუ და ღამურა
ერთიც ვეღარა ფრინავდა.
ახალს იწყობდა სიცოცხლეს,
ძველს ცხოვრებასა სწირავდა
ქვეყანა, ასე შავნიშნე;
კიდეც იმიტომ გმინავდა:
არ ეთმობოდა წარსული,
მკერდს იმჯიღავდა, დრტვინავდა.
გარიჟრაჟია. ლოგინში
დედა მიუხტა შვილებსა,
პირით ჰხდის ძველმანს სახურავს,
ჩაებუბნება ტკბილებსა:
"ენაცვლოსთ დედა-მშობელი
ამ ჩემსა ოქროს ღილებსა!"
კოვზით თაფლ-ერბოს სთავაზობს,
დააღებინებს პირებსა.
დედისგან ნაზიარებლებს
ღმერთიც დაუზდის გმირებსა.
"დაბერდით ასე ტკბილადა,
შვილებო, როგორც თაფლია,
მფარველად გედგესთ თავზედა
ღვთის და ხატების მადლია!"
დედისა ხელით ნაჭმევი,
შხამიც რომ იყოს, ტკბილია,
თავის თავს უკვდავადა ჰგრძნობს
ასეთ ძღვნის შემდეგ შვილია.
წამოიშალნენ ბალღები,
ვის აგონდება ძილია? —
შეექცევიან თაფლ-ერბოს,
ჭამეს სხვა და სხვა ხილია:
ზოგი რამ კახური ვაშლი
და ზოგიც პანტის ჩირია.
ხინკლისთვის საკიდელზედა
დიდრონი ქვაბი ჰკიდია:
უხინკლოდ ახალი წელი
არაფერსა ჰგავს, ფინთია.
მეკვლე არა სჩანს, საცაა
იმისი მოსვლა წესია,
არ მოდის მოსალოცადა,
ენა არ გაულესია.
აგერ, გამოჩნდა მოხუცი,
მოლოდინაანთ ბერია,
უკვალავს თოვლსა მოჰკვალავს,
თან ჯოხი დაუბჯენია.
წინ მიეგება თეთრუა
და მიაწოდა კვერია;
აგორებს ისიც დარბაზში, —
სცნან, ღმერთს რა დაუწერია:
ღვთით, კვერი წაღმა დაბრუნდა,
ვერ გაიხარებს მტერია…
კმაყოფილია თვით მეკვლე,
რომ კაი კვალი ჰქონია;
დიასახლისსაც უხარის, —
ღმერთი თავის შინ ჰგონია.
მეკვლე მიჰბიჯავს დარბაზში,
თან ამას ამბობს მტკიცედა:
"ფეხი ჩემი და კვალი ღვთის!"
ღიმილიც მოსდის პირზედა:
"ახალმა წელმა ახალი,
ვთხოვ უფალს, მოგცეთ ბედია, —
ცხვარი და ძროხა ურიცხვი,
დოვლათი მეტის-მეტია!
შენ იყავ, ღმერთო, გამგონე
რაც ეხლა დავიყბედია!"
აბერებს ყველას თაფლითა,
თხილს აძლევს… დასაკვნეტია.
ჯიბე აივსეს ბალღებმა,
ცას ეწევიან ლხენითა…
მეკვლეც ჩამოსვეს ტახტზედა,
ტკბილ-მოუბარი ენითა.
წინ ხონჩით პური მიართვეს,
ზედ თაფლიანი ჯამია,
მხოლოდ ეს ესმის მეკვლესა:
"აბა მიირთვი, ჭამია!"
გვერდს უდგა სასმლით ხელადა,
იქ რომ სამფეხა სკამია,
თეთრუაც წამოჩოქილი
ცალს მუხლზე იქვე არია.
"მიირთვი, ბერო, არაყი,
თუმცა ვერ არი მწარია;
არ დავაცადე, ავჩქარდი,
ოხერი უფუარია".
— არაყს მიზეზი არა აქვ,
რაც გითხრა, უტყუარია.
— აბა მაშ კარგა მიირთვი! —
თან მიაწვადა ყანწია, —
არაყისათვის ნუ გვზოგავ,
გადაიწურე, ასწია!
მეკვლეც ჰსვამს, ხოლო ნარჩომსა
ცეცხლს უძღვნის, ადის ალია.
— არაყს ხო ქება არ უნდა,
ვატყობ ექნება ძალია!..
კვალად და კვალად სთავაზობს
დად გაფიცული რძალია…
მეკვლესა სადღეგრძელონი
პირს მოსდის, როგორც წყალია.
ქვაბში ხინკალი თლუხთლუხებს,
იგი უსმელად მთვრალია,
ბედნიერია ოჯახი,
ტრიალებს ღვთისა თვალია,
იკურთხოს მისვლა მეკვლისა,
იკურთხოს მისი კვალია!
ბეჭდვაელფოსტა
10.02. 2022
ვახტანგ
მგონი ჩემი ბუხარია.
სხვა სიახლეები
26.07.2024
"თეკლა-ბიჭი"
მთაში უბირის კაცისაგან ისეთ რასმე გაიგონებთ ჩვენს სახელოვან ისტორიულ მოღვაწეებზე, რომლის მსგავსს ვერც ერთი ისტორიკოს-არხეოლოგი წიგნების და ნივთების ჩხრეკა-ძიებით ვერ აღმოაჩენს.
26.07.2024
"ეგრე მტრისა არ მეშინის,
რადგან ცხადად მაწყინარობს;
26.07.2024
არაგვის წიაღზე
I
– ძლივს, მადლობა ღმერთსა! დაილოცა ღმერთი, რომ მშვიდობით მოვაღწიეთ. მშვენივრად ვგრძნობ ჩემ თავსა. დავისვენე სულიერალ, დაისვენა სხეულმაც;
04.06.2024
ქართველი თავმომწონეა. აქვს კიდეც უფლება თავმოწონებისათვის, ენა ქართული უგენიალესი ქმნილებაა ენათა შორის.
04.06.2024
ეს მეფური მართვა-კიდევ უნდა დავლოცოთ გენია ქართული სიტყვისა: "მართვა", ანუ დგინება "მართლისა"-ეს მეფური მართვა, საკრალურად მიჩნეული,
04.06.2024
საქართველოს ისტორიაში დიდი თამარ ლეგენდარული ფენომენია უცილოდ – არა იმ აზრით, თითქოს იგი ოცნებით იყო შექმნილი, არამედ იმ ფიქრით, რომ მისი სინამდვილე უმძაფრესი იყო ფრიად.
04.06.2024
ნიკოლოზ მიწიშვილის წერილის "ფიქრები საქართველოზე" – საპასუხოთ

მწარეა ეს სიტყვები:
03.08.2023
თბილისის სამხრეთით, ორმოცის ვერსის მანძილზე, სძევს მოზრდილი სოფელი მარაბდა.
08.06.2023
მტრის შემოსევა საქართველოში

სამასი წლის ამბავს მოგითხრობთ. 1609 წელი მოდიოდა, ცხელი ზაფხული იდგა.
07.01.2023
აღმოსავლეთით გამოჩნდა
ვარსკვლავი "სჯულის ცნობისა",
ჯერ უნახველი კაცთაგან,
უცნაურ სხივოსნობისა!
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მოციქული აკვილა წმინდა პავლე მოციქულის მოწაფე იყო და მანვე დაადგინა იგი ეპისკოპოსად.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat