20 წლისამ არამიწიერი ნათელი იხილა, რომელმაც გული აუწერელი სიხარულით აღუვსო და ანგელოსებრივი ცხოვრება ისურვა.
Bბოროტის ათასგვარმა ხრიკმა მის წყურვილს ვერა დააკლო, რაშიც ნიამეცკის მონასტერში, ღვთისმშობლის ხატის წინ აღსრულებული სასწაულიც შეეწია.
Yყმაწვილი ბუქარესტის სამხრეთით, კალდერუშანის ერთ მცირე მონასტერში მორჩილად აკურთხეს, სადაც ორი წელი სრულ მორჩილებასა და შრომაში გაატარა, არც სენაკი ჰქონდა და არც - საწოლი. მონასტრის სიახლოვეს ცხოვრობდა განდეგილი გედეონი, რომელმაც ანტიპას შინაგანი ლოცვა ასწავლა. ახალგაზრდა მორჩილი იმგვარ ლოცვას მიეცა, წინამძღვარმა ორი წლის შემდგომ ათონზე ურჩია წასვლა.
წმინდა მთაზე ანტიპამ მოლდაველ მამებთან, ნიფონტთან და ნექტარიოსთან ითხოვა დამკვიდრება, რომელნიც ლაკის სკიტში იღვწოდნენ ოთხმოცამდე რუმინელ მონაზონთან ერთად.
ხუცესებმა დასაწყისისთვის ზოგადცხოვრებულთა სავანეში ცხოვრება ურჩია, შემდეგ კი - განმარტოება.
Aანტიპა ესთიგმენუს მონასტერს დამკვიდრდა და იქ 4 წელიწადს იცხოვრა. აქ მოწყინების უმძიმეს განსაცდელს სძლია და ოდენ ღვთისმშობლის მეოხებით გადაურჩა სულიერ სიკვდილს.
მორჩილების გასრულების შემდგომ ორმა ხუცესმა მონაზვნად აკურთხა, ნიფონტს, რომელსაც რუმინული სავანის დაფუძნება სურდა, ანტიპას შეწევნისა ეიმედებოდა, ამიტომ ეწინააღმდეგებოდა მის სურვილს, კვლავ მდუმარების ღვაწლს მისცემოდა.
ღვთის შეწევნით, მათი საერთო მოძღვრის კურთხევით, მაინც განმარტოვდა ერთ ნახევრად დაქცეულ სენაკში. ანტიპამ იქ ღვთისმშობლის, ძველი, შემჭვარტლული ხატი იპოვა, რომელიც სასწაულებრივად განახლდა და ახლადშემონაზვნებულის ნამდვილ ნუგეშად იქცა.
დროსთან ერთად ნიფონტის სურვილმა ხორცი შეისხა და მონასტრისთვის წმინდა მთაზე მიწის შეძენა შეძლო. გარკვეული ხნის მანძილზე ანტიპაც დაიყოლია, ამ საქმეში ჩართულიყო. სწორედ ანტიპა ენაცვლებოდა ნიფონტს მისი არყოფნისას და სავანის მშენებლობას მეთვალყურეობდა, ნიფონტის დაბრუნების შემდგომ კი ანტიპა იასიში იკონომოსად გაიგზავნა.
ხმაურიანმა ქალაქმა მისი სული და ღვაწლი ვერ მოაუძლურა, პირიქით, სულიერად მეტად წარემატა და თუმცა მთელი გულით სწყუროდა, ყველასატვის შეუმჩნეველი ყოფილიყო, უმარავ ადამიანს იზიდავდა.
Aანტიპას მოლდავეთის მიტროპოლიტიც ხშირად აკითხავდა და დედათა ორი სავანის სულიერ მოძღვრადაც აკურთხა. მისმა ღვაწლმა და მონაწილეობამ წმინდა მთაზე მშენებარე მონასტრისკენ უზარმაზარი შემოწირულობანი მოიზიდა, ანტიპას კი კვლავ უდაბნო ენატრებოდა, მაგრამ მისი დიდი თხოვნის მიუხედავად, ნიფონტმა განმარტოების ნება არ დართო და შემოწირულობათა შესაგროვებლად რუსეთს სთხოვა გაყოლა.
მალე ნიფონტს მოლდავეთში მოუწია დაბრუნება, ანტიპა კი უცხო ქვეყანაში სრულიად მარტო დარჩა.
მაშინ ნეტარი მორწმუნე ვაჭართა მამულში განმარტოვდა და სენაკიდან მხოლოდ მაშინ გამოდიოდა, როდესაც სთხოვდნენ.
მისი ასკეტური ცხოვრების მიუხედავად, რუმინული მონასტრისათვის კვლავ დიდძალი შემოწირულობა გროვდებოდა და როდესაც ოცდაათ ათასზე მეტ რუბლს, ძვირფას საეკლესიო ნივთებს და ზარებს მოუყარა თავი, ყოველივე ათონს გაგზავნა.
სამწუხაროდ, გემი თავისი მგზავრებიანად ჩაიძირა და ყოველივე თან გაიყოლა, თუმცა, ნეტარი მამა სულით არ დაცემულა და სანკტ - პეტერბურგს გაემგზავრა. მალე კვლავ შეძლო დიდძალი შემოწირულობის შეგროვება და მოკლე ხანში ყოველივე წმინდა მთაზე გაგზავნა.
ერთხელ, დიდმარხვაში, ალექსანდრე ნეველის სახელობის ლავრაში ყოფნისას მისმა მესენაკემ იხილა, რუსული წირვის შემდგომ როგორ გაიმეორა ყოველივე რუმინულად, საბერო კანონიც მიაყოლა, ამასთან, არც საზრდელი უხმევია და არც დაუსვენია.
1865 წელს ღირსი მამა კვლავ სანატრელ ათონს დაუბრუნდა და ვალაამის სავანეში, განცალკევებულ სენაკში დაფუძნდა. როგორც ამბობენ, ღვთისმსახურების გარდა ყოველდღიურად ღვთისმშობლის ორ დაუჯდომელს კითხულობდა, სამასზე მეტ დიდ მეტანიას აღასრულებდა და ერთი საათის მანძილზე ყოველ შემომწირველს იხსენიებდა.
ამ ლოცვათა გარდა, დარჩენილი დროის უდიდეს ნაწილს შინაგან ლოცვას უძღვნიდა და მისით სუნთქავდა.
წმინდა მამა მონასტერში წელიწადში მხოლოდ სამჯერ მიდიოდა იმათ შესაწევნად და სანუგეშოდ, ვისაც ეს სჭირდებოდა.
ბუნებით ჯანმრთელი, უმკაცრესი ღვაწლის მიუხედავად, იშვიათად ავადობდა, მაგრამ ერთხელ ძლიერ გაცივდა და სხეული ნელ - ნელა მოუუძლურდა...
იმ დღეს საყვარელი ღვთისმშობლის ხატის წინაშე ლოცვად იდგა, წმინდა გამოსახულება უეცრად ადგილიდან რომ იძრა, მამა ანტიპას მიუახლოვდა და პირდაპირ მისი სახის წინ ისე გაჩერდა, ბერს მთხვევის შესაძლებლობა ჰქონოდა...
არ გასულა სამი დღე და 10 იანვარს ნეტარი მამა აღესრულა. გვმეოხებდეს მისი წმინდა ლოცვა ღვთის წინაშე!
.......................
............................
აქვე წაიკითხეთ წმინდა ანტიპას ცხოვრების ვრცელი ვარიანტი:განწმენდილი სინდისი თვითონ აჩვენებს შინაგანი ცხოვრების უპირატესობას გარეგნულთან შედარებით
არ მიშვებ ათონზე?
როცა მონაზვნები ეზიარებოდნენ, ზოგიერთს სახე მზესავით უბრწყინავდა