განწმენდილი სინდისი თვითონ აჩვენებს შინაგანი ცხოვრების უპირატესობას გარეგნულთან შედარებით
განწმენდილი სინდისი თვითონ აჩვენებს შინაგანი ცხოვრების უპირატესობას გარეგნულთან შედარებით
სულიერი მოძღვარი, მამა ლეონტი რუსი
მამა ლეონტი მცირე რუსეთში (უკრაინა) დაიბადა. ერთი წლისას დედა გარდაეცვალა და მამამ ის ერთ მდიდარ უშვილო მოლდაველს გადასცა აღსაზრდელად. 22 წლის ლეონტი აღმზრდელს გაექცა და ბუქარესტის მახლობლად, კალდოროშანის მონასტერში დაიმალა. იქ მან 16 წელი იცხოვრა, მერე კი მთაწმინდაზე გაემგზავრა თავის მეგობარ მონაზონ ანტონთან ერთად, რომელმაც იგი სქემაში შემოსა და შესაბამისად, მისი მოძღვარი გახდა. ისინი მოლდავურ სკიტში, ლაკში დასახლდნენ, სადაც მამა ლეონტიმ, ვიდრე სიკვდილამდე, 35 წელი გაატარა.

მამა ლეონტი თავის ერთ თანამოსაუბრეს უყვებოდა: ჩემს ბერად შედგომისას მოძღვარმა ასეთი დარიგება მომცა: ბერად აღკვეცის წინ ნათქვამი პირველი აღსარების გარდა, როდესაც ყველაფერს იტყვი, რაც ერში ჩაგიდენია, მუდმივად განაცხადებდე გულისთქმებს და უნდა გქონდეს სრულყოფილი მორჩილება. ძმები ყველა ანგელოზებად ჩათვალე და მორჩილებით ემსახურე მათ, ვითარცა ღმერთს მსახურებდე. მერე მოძღვარმა სხვა დარიგება მომცა, თუ როგორ დამემარხა გრძნობა და გონება გულისთქმებისგან.

მალე მას ბერდიაკვნად ხელნი დაასხეს. საკელიო კანონი ამგვარი ჰქონდა: დღეში 300 დიდი მეტანია იესოს ლოცვასთან ერთად, ხოლო მცირე მეტანიების ნაცვლად - წმინდა სახარება უნდა წაეკითხა. დიდ მეტანიებს ხანდაზმულიც კი ასრულებდა, რომელიც ზედმეტიც კი იყო მოუკლებელი გონებისმიერი ლოცვის მუშაკობისას; მაგრამ ბერი ფიზიკურ ძალას გრძნობდა და ხორციელ ღვაწლს არ დაუტევებდა.

- ზოგსო, - ამბობდა იგი, - შეუძლია 1000-ჯერ მოიდრიკოს მუხლი და სხეულში დაღლა ვერ იგრძნოს, ზოგს კი 50 მეტანიის მერე სუნთქვა უჩქარდება, მაგრამ ასეთები იმათ უტოლდებიან, ვინც ბევრს აკეთებს!

- აი ჩვენ, მამაო, - ეუბნებოდა თანამოსაუბრე, - ბევრს ვსვამთ, ვჭამთ და გვძინავს და ძალებიც ზომიერად გვაქვს! თუ ბუნების მოთხოვნილებას არ დაიკმაყოფილებთ, მაშინ უფრო მოუძლურდებით. ღირსმა პაისიმ, რომელსაც თვით უფალი ეცხადებოდა, ერთხელ დაინახა ძმა, რომელიც ორდღიანი მარხვის მერე დაუძლურებული მიწაზე იწვა. გაოცდა, რადგან თვითონ 60 დღე გაატარა უჭმელად და არ დასუსტებულა. უფალი გამოეცხადა მას და უთხრა: - ასე ნუ ფიქრობ: შენ ჩემი მადლით გააკეთე ეს, ხოლო მან თავისი ძალისხმევით, გაჭირვებული შრომით. რას მიიღებს სამაგიეროს? - ჰკითხა პაისიმ. შენს თანასწორად დასაჩუქრდებაო, - უთხრა უფალმა. აქ, სკიტში, არიან მამები, რომლებიც, ღვთის მადლით, 2-3 დღით მარხულობენ და ისეთებიც, რომლებიც მთელი კვირა უზმობენ.

- ღირსი ანტონი ამბობდა: თუ გსურს სახელგანთქმული ადამიანი გამოსცადო, რამდენად სულიერია, შეურაცხყავი, დაამცირე; თუ დაითმენს, მაშინ მართლაც ასეთი ყოფილა, ხოლო თუ არა, მაშინ არაფერიც არ ჰქონია. თუ ვინმე დაგამცირებს და შენ მისადმი სიყვარულს არ დაკარგავ - ესაა ღვთის გზა!

როცა ბერს, საჭიროების გამო, კელიიდან სადმე წასვლა უწევდა, მუხლთმოდრეკით ილოცებდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე იმ განზრახვით, რომ გზაში არავინ შეხვედროდა და ყველაფერი მშვიდად დაეთმინა. ერთხელ კარიესში ნაცნობ ბულგარელს ესტუმრა, რომელმაც დიდი სიყვარულით მიიღო და არქონდარიკში მიიპატიჟა, ვიდრე თავის საქმეს მოათავებდა. ბერი შევიდა, ჩვეულებისაებრ ლოცვა წართქვა მუხლთმოდრეკით: მაკურთხე! ამ დროს იქ ერთი მონაზონი იწვა, რომელიც მივარდა მამა ლეონტის და ლანძღვა დაუწყო. შეწუხებული ბერი მარტო იმას ეუბნებოდა: ასეა, მამაო, მართალი ხარ! - მან კი ჯოხის ძებნა დაიწყო. შესაფერისი რომ ვერ მონახა, გარეთ გავარდა. ბერი მის შემოსვლას ელოდებოდა. ოხვრით მიმართა ღვთისმშობელს და საკუთარ თავს უთხრა: - აბა, ლეონტი, ახლა აჩვენე, რისთვისაც ემზადებოდი! - ღვთისმშობლისადმი რწმენამ არ დაუტევა იგი; მას იმედი ჰქონდა, უფლის დედა იმდენად გააძლიერებდა, რომ მაწყინარი მისი ცემით დაიღლებოდა, მას კი მოთმინება არ ამოეწურებოდა. მოირბინა მაწყინარმა. ფეხებში ჩაუვარდა და შენდობა სთხოვა. ერთმა ვლახმა, რომელიც მამა ლეონტის ჰგავდა, ამ მონაზონს აწყენინა და ბერდიდი ის ეგონა, ამიტომაც გაიქცა ჯოხისთვის, იქ კი მასპინძელს შეეჯახა, რომელმაც მამა ლეონტიზე ჰკითხა. მაშინღა მიხვდა თავის შეცდომას. უბოროტო ბერმა დაინახა მონაზვნის სიმდაბლე და გულის შემუსვრილება და უთხრა: - დაე, შეგინდოს ღმერთმა; ოღონდ მცირე კანონი აღასრულე - ღვთისმშობლის წინაშე 100 მეტანია შეასრულეო. როგორც კი ბერმა მისი გულწრფელი სინანული დაინახა, უთხრა, - საკმარისიაო.

ასეთი შემთხვევა ბევრი ჰქონდა მას. მანამდე რომ არ მოვმზადებულიყავი ცემა-შეურაცხყოფისათვის, აბა, ამას რა მოჰყვებოდა? - ამბობდა ის, - ალბათ, შევეპასუხებოდით ერთმანეთს და საქმე ჩხუბამდე მივიდოდაო.

მამა ლეონტი ნაკითხი, გულკეთილი და განკითხვისუნარიანი კაცი იყო. მასთან სააღმსარებლოდ მისულს ყველას კურნავდა, ანუგეშებდა და ყველანი მხიარულნი მიდიოდნენ. სახელგანთქმული ათონელი მოსაგრის, ილარიონ ქართველის ამბავი მთაწმინდაზე ჩამოსვლამდე გაეგონა. ჩამოვიდა, პირველ რიგში მასთან გაემგზავრა თარჯიმანთან ერთად. მან მამა ლეონტის გონებისმიერი მუშაკობის კანონი ასწავლა და ისიც, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო, თუ ამ გზას გაჰყვებოდა. აქამდე მამა ლეონტის გონებისმიერი მუშაკობა არ ეცადა, თუმცა კი სურდა ეს, მაგრამ გამოცდილი ხელმძღვანელის გარეშე დაწყება ვერ გაებედა. შემდგომში იგი ყოველთვის რჩევისთვის მიმართავდა ხოლმე მამა ილარიონს, ზოგჯერაც მამა ილარიონი ესტუმრებოდა მას. მამა ლეონტი ღრმად დაეუფლა გონებისმიერ მუშაკობას, და შემდგომში ის ამ საქმეში მოძღვარი გახდა მოლდაველი მამა ანტიპასი, რომელიც რუსეთიდან ჩამოვიდა და ბალაამის მონასტერში გარდაიცვალა.

მამა ლეონტის თქმით, ხმაურიან და ხალხმრავალ მონასტერში, სხვადასხვა ხასიათის ძმათა შორის, ძნელია ყურადღების შენარჩუნება, მაგრამ თუ ვინმეს აქვს სრულყოფილი მორჩილება და მუდმივად გაამხელს გულისთქმებს მოძღვართან, ეს გადაარჩენს.

რაც არ უნდა ქნას და სადაც არ უნდა წავიდეს, მუდმივად იესოს ლოცვა იმეოროს. თვით მაცხოვარი 33 წელი მიწაზე ცხოვრებისას ემორჩილებოდა იოსებს და დედას თვისსა. არავის უხილავს ის მოცინარი, მოტირალი კი ნახეს რამდენჯერმე, რითაც გვიჩვენა, თუ როგორ უნდა წავსულიყავით ცხონების გზით. განწმენდილი სინდისი თვითონ აჩვენებს შინაგანი ცხოვრების უპირატესობას გარეგნულთან შედარებით!

ვნებებთან ბრძოლისას ბერმა გვირჩია: - თუ ვნება დაგეტაკა და შეგაწუხებს, მაგალითად, ძმისადმი შური, მაშინვე აიღე წიგნი, მოძებნე და წაიკითხე, თუ რას ამბობს რომელიმე მამა შურზე. ასევე სხვა ვნებებისასაც საჭიროა შესაფერისი ადგილის მონახვა და წაკითხვა. ასე ისწავლის კაცი თავის დაცვას და ვნებების მორევას. მორჩილი და თავმდაბალი შეუმჩნევლად წარემატება სულიერად. თუ ახალგაზრდა მონაზონი საუბრობს ღვთის შიშზე, ან საერთოდ ცხონების გზაზე, უნდა ვუსმინოთ და ძალისაებრ აღვასრულოთ; მაგრამ თუ ვინმე ჩემსავით თეთრწვეროსანი მოძღვარი წმინდა მამების საწინააღმდეგოდ ასწავლის, ყური არ უნდა დავუგდოთ.

ბერი გვირჩევდა, რომ მუდმივად გვქონოდა სიკვდილის ხსოვნა და გლოვა: მხოლოდ ეს არის გზა სინანულისა. მამა ლეონტის მკვრივი აღნაგობა და ყოვლის განმგებელი ღვთისადმი მტკიცე რწმენა ჰქონდა. რუსიკში ანდა შორს მდებარე სავანეებში ზურგით მოჰქონდა ორცხობილით ან სხვა პროდუქტით სავსე გუდა და ყოველივე საუკეთესოს გლახაკებს, ავადმყოფებს და მოხუცებს ურიგებდა. თავისთვის მხოლოდ ორცხობილას და სხვა ისეთ რამეს დაიტოვებდა, რომლის მოსამზადებლად ცეცხლი არ იყო საჭირო. მის მოწაფეს, მამა ათანასეს, სკიტიდან წასვლა თითქმის არ უხდებოდა, რადგან საკვებისთვის თვითონ მამა ლეონტი ზრუნავდა. მოწაფე, პატარა ბავშვივით, შინ იჯდა და გამზადებულს ჭამდა, რაც მისთვის მოძღვარს მოჰქონდა.

მამა ლეონტი მშვიდობით მიიცვალა 1876 წლის 25 მაისს და დაიტირეს სულიერმა შვილებმა და ყველამ, ვინც მისგან რჩევასა და ნუგეშს იღებდა.

მოძღვარი მამა ანტიპა მოლდაველი (+1882)
მამა ანტიპა 1816 წელს დაიბადა მოლდავეთში, სოფელ კალაპოდეშტში. მისი მშობლები მართლმადიდებლები და ძალზე ღვთისმოსავები იყვნენ. ხელმოკლედ ცხოვრობდნენ. მამამისი გიორგი-ლუკიანე სოფლის ტაძრის დიაკვანი იყო; დედამისი, ეკატერინე, შემდგომში მონაზვნად აღიკვეცა ელისაბედის სახელით და სქემაშემოსილი აღესრულა. ლუკიანეს დიდი ხნის მანძილზე შვილი არ ეძლეოდა. ბოლოს ცოლის ლოცვით დაიბადა ვაჟი ალექსანდრე. მომავალი მოსაგრის დაბადებას თან სდევდა ღვთის განსაკუთრებული კეთილმოწლეობა: დედამისმა ის იოლად შვა. ყრმობაში მამის ცხვარს მწყემსავდა უღრან ტყეში, სადაც უამრავი შხამიანი გველი ბინადრობდა. ბიჭს უნასები ხელში აჰყავდა, ისინი კი არ ვნებდნენ, რაც უცხო ხალხს შიშს ჰგვრიდა.

ყრმობაში ღვთისაგან დიდი სულიერი ნიჭებით დაჯილდოებული მომავალი მამა ანტიპა ბუნებრივ ნიჭიერებას მოკლებული იყო, ძალზე უბრალო და უკიდურესად მიუხვდომელი გახლდათ. ეს გაორება შესაბამის შთაბეჭდილებას ახდენდა. ზოგჯერ მისგან რაიმე უჩვეულო და საკვირველი მოქმედებით განცვიფრებულნი, მის წინ მუხლებზე შიშით დაემხობოდნენ და თავიანთ მეუფეს ეძახდნენ; ზოგჯერაც ლანძღავდნენ და სცემდნენ უბრალო გამოხდომების გამო. დიდი ხნის მანძილზე მიუხედავად ძალისხმევისა ანტიპამ წერა-კითხვა ვერ ისწავლა. მასწავლებლები ურჩევდნენ, სკოლას თავი ანებე და რაიმე ხელობა შეისწავლეო. მამა ანტიპა კი მწარედ ტიროდა: - ჩემი ერთადერთი სურვილია, კითხვა ვისწავლო და სიკვდილამდე მხოლოდ საღვთო წიგნები ვიკითხოო!

გულმოდგინებამ, შრომამ და ლოცვებმა ბოლოს სძლიეს და წმინდა წიგნები მამა ანტიპასთვის სულიერი დამოძღვრის დაუწყვეტელ წყაროდ იქცა. ჯერ კიდევ სკოლაში დადიოდა, რომ მამა ანტიპას მამა გარდაეცვალა და ოჯახი პატრონის გარეშე დარჩა. დედამ ის, როგორც უფროსი შვილი, საამკინძაო ხელობის შესასწავლად მიაბარა. მან მამაცურად დაითმინა ყველა გაჭირვება უცხო სახლში. დაუცველი ობოლი, ღვთის შეწევნით, მალევე მკინძავი გახდა, დაბრუნდა სამშობლოში, საკუთარი მეურნეობა მოაწყო და ოჯახი შექმნა.

სრული სიმშვიდე სუფევდა მათ ოჯახში, მაგრამ ახალგაზრდა კაცის გული მიწიერ სიკეთეში ნუგეშს ვერ პოულობდა. ხშირად, ყველასგან განმარტოებული, ცრემლად იღვრებოდა და არ იცოდა, სულის სიმშვიდე სად ეპოვა. ფიქრებით ღმერთს მიმართავდა: მითხარი, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდე, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი! ერთ-ერთი ასეთი განმარტოებული საუბრისას ოცი წლის ანტიპა საკვირველმა ნათელმა განაბრწყინვა და გული გამუთქმელი სიხარულით აღუვსო. ცრემლი ღვარად წამოუვიდა: ამ ნათელში თითქოსდა უმაღლესი საღვთო მოწოდება იგრძნო და, ღვთის მოწოდების პასუხად, გახარებულმა დაიძახა: - უფალო, მონაზონი გავხდები! მაგრამ უფალმა, თავისი განგებულებით, მასზე სხვადასხვა სახის საეშმაკო განსაცდელი დაუშვა: ეშმაკები მას შავი ეთიოპებისა და ძაღლების სახით ეცხადებოდნენ; ჯვრის ნიშის გამოსახვისას კი ელვასავით ქრებოდნენ. ზოგჯერ სხვადასხვაგვარ საზიზღარ სახეს იღებდნენ, შემაძრწუნებელი ჭახანითა და ხმაურით, შიშსა და ძრწოლასა ჰგვრიდნენ მის სულს. ეშმაკთა შემოტევის წინ ხშირად ჰაერში გაისმოდა ხმა, რომელიც, მამა ანტიპას გააფრთხილებდა: მზად იყავი, განსაცდელი იქნება!

ეშმაკის განსაცდელის გარდა, მრავალი მწუხარება და დამცირება დაითმინა მამა ანტიპამ გადამტერებული ადამიანებისგან, თავისი პირდაპირი ხასიათისა და ღვთისმოშიშებისადმი დაუცხრომელი მოშურნეობის გამო. ასე ადიოდა ის სრულყოფილების კიბეზე. ერთ ღამეს ჩუმად გამოვიდა შინიდან და მოლდავეთში სახელგანთქმულ ნიამეცის მონასტერში გაემგზავრა. იქ, საკრებულო ტაძარში, აცრემლებული დაემხო ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის წინაშე. ტაძარში არავინ იყო. უეცრად ხმაური გაისმა. ფარდა, რომელიც ხატს ფარავდა, თავისით გაიხსნა. გულშემუსვრილი, ენით აუწერელი სიხარულით ემთხვია ხატს. მადლით ნუგეშცემული, დიდად დამწუხრებული გამოვიდა წინამძღვრის კელიიდან, როცა, მიუხედავად დიდი თხოვნისა, მან უარი უთხრა მონასტერში მიღებაზე, ვლახეთში გაემგზავრა. მწირი იქ ერთმა შტატიანმა მონასტერმა შეიფარა. ორ წელზე მეტხანს თავგანწირვით იღვწოდა სამორჩილო საქმეებზე. მისი ცხოვრება განსაცდელებითა და გაჭირვებით იყო აღსავსე. არ აძლევდნენ სამონაზვნო სამოსს, არ ჰქონდა კელია. დაღლილი იქ იძინებდა, სადაც მოუხდებოდა. ერთხელ, თივაზე მიწოლილს, დაათოვა და ძლივს მოიყვანეს გონს.

გაგრძელება იქნება
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat