არ მიშვებ ათონზე?
არ მიშვებ ათონზე?
მღვდელმონაზონი ანტონ მთაწმინდელი, "XIX საუკუნის ათონელი მამები"
მოძღვარი მამა ანტიპა მოლდაველი (+1882)
გაგრძელება

ხორციელ ღვაწლს, მღვიძარებასა და მარხვას ახალგაზრდა მონაზონმა შეუერთა გონებისმიერი ლოცვაც. იგი სქემმონაზონმა გედეონმა ასწავლა, რომელიც 30 წელი მონასტრის სიახლოვეს იყო დაყუდებული. მამა ანტიპას მკაცრი, თავგანწირული ცხოვრება მკვეთრად გამოირჩეოდა მონასტრის საერთო ყოფიდან. მოძღვარმა მას ათონზე წასვლა ურჩია. თვითონაც იქითკენ მიუსწრაფოდა გული: ოღონდ თავისი მოსაგრეობის პირველ ხანებშივე გამოიჩინა განსჯის უნარი და გადაწყვიტა, სულიერ ცხოვრებაში გამოცდილ მამას შეჰკითხვოდა. იმ დროს მოლდავეთში სახელგანთქმული იყო თავისი უდიდესი ღვაწლითა და სულიერი გამოცდილებით ბრაზის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დიმიტრი. წინამძღვრობამდე ის უღრან ტყეში მკაცრ განდეგილ ცხოვრებას ეწეოდა. მაშინ შემთხვევით იპოვა მიწაში ჩაფლული ოქრო. ჭურჭელში წერილი იდო - ეს ფული ეკუთვნოდა მოლდაველ მიტროპოლიტ დოსითეოსს. მან შეიტყო, რომ თურქთაგან მოწამებრივი სიკვდილი მოელოდა და განძი გადამალა. ვინც ამ ფულს იპოვიდა, მას მონასტერი და სამი სკიტი უნდა აეშენებინა. როცა მესამე სკიტს დაასრულებდნენ, მაშინ მიტროპოლიტის სხეულსაც აღმოაჩენდნენ, - ეწერა წერილში.

ის თავისი ნაპოვნის შესახებ მოლდავეთის მიტროპოლიტს მოუყვა, რომელმაც აკურთხა მამა დიმიტრი, მოშურნედ შესდგომოდა ნეტარი მიტროპოლიტის დოსითეოსის უკანასკნელი ნების აღსრულებას. აგებულ იქნა ნიამეცივით დიდებული მონასტერი. მესამე სკიტის დასრულების მერე მამა დიმიტრიმ გალავნის შიგნით თავისთვის საფლავის გათხრა უბრძანა. როცა მამა დიმიტრი სკიტის ტაძრის კურთხევაზე მივიდა, მას აუხსნეს, რომ მისი ბრძანებით გათხრილი საფლავი მიწით ივსებოდა. მან უფრო ღრმად გათხრა უბრძანა და მაშინ უკვე ნეტარი მიტროპოლიტის დოსითეოსის ნაწილებიანი კიდობანი აღმოაჩინეს. მე ამ ნაწილთა ხილვის ღირსი შევიქენი და ვემთხვიე, მათგან კეთილსურნელება იფრქვეოდა!

სწორედ ამ არქიმანდრიტ დიმიტრის მიმართა მამა ანტიპამ სულიერი რჩევისთვის. საერთოდ, მამა დიმიტრი მუდამ აჩერებდა ათონის მთაზე წასვლის მოსურნეებს, მაგრამ ამჯერად, ყველას გასაოცრად, ის დათანხმდა მამა ანტიპას ათონზე გაშვებაზე, თანაც დაუმატა, რომ თვითონვე აღკვეცდა მას მონაზვნად. შემდეგ მამა ანტიპა ათონზე გაემგზავრა.

ათონის ერთ-ერთ უდაბნოს კელიაში იმ დროს მოღვაწეობდა მისი ორი თანამემამულე, მოლდაველები ნიფონტი და ნექტარიოსი; მათთან სურდა მოწაფედ შედგომა. შენ სულ ახლახან ჩაიცვი სამონაზვნე მანტია და ამიტომ გმართებს, ჯერ მონასტერში, მორჩილებაში იღვაწოო! - უთხრეს მათ.

მამა ანტიპა დაემორჩილა მამათა რჩევას და ესთიგმენუს მონასტერში მოეწყო, სადაც სამი წელი სამზარეულოში იღვწოდა. აქ მთელი წლის მანძილზე მძიმე და მოსაგრისათვის საშიში განსაცდელი შეემთხვა: მას გონებისმიერი ლოცვა გაშორდა და შეუწყდა ყველა მადლმოსილი ნუგეშინისცემა. მისი გული და გონება ავსებული იყო დამთრგუნველი ბნელითა და მწუხარებით. მხოლოდ ღვთისმშობლის შეწევნისადმი მტკიცე სასოებამ დაიფარა იგი მაშინ სასოწარკვეთილებისაგან.

დასრულდა მორჩილების გამოცდები და მოლდაველმა მამებმა თავიანთი თანამოძმე უმაღლესი მოღვაწეობისთვის უდაბნოში მიიღეს. ახლა სქემაში უნდა შეგმოსოთ! - უთხრა ერთხელაც მამა ნიფონტმა მამა ანტიპას. მზად ვარ, დიდი სიხარულით მივიღო სქემა, ოღონდ მეშინია, რომ ამის მერე უდაბნოში მარტოს აღარ გამიშვებ! - უპასუხა მამა ანტიპამ. რა თქმა უნდა, არ გაგიშვებ, - უთხრა მამა ნიფონტმა, - შენ ჩვენ გვჭირდები. მამა ნიფონტს ფიქრად ჰქონდა ათონზე დამოუკიდებელი მოლდავური სკიტი აეშენებინა. მან აღიარა, რომ სკიტის აშენებისას ძალზე გამოადგებოდა მამა ანტიპა, ამიტომაც სურდა მისი აღკვეცა, რათა მერე, სულიერი კანონით, ის თავისთან სამუდამოდ დაეკავშირებინა. მამა ანტიპა ხვდებოდა მოძღვრის მიზანს, რაც უზომოდ ამძიმებდა. სქემასთან დაკავშირებით საკითხის გასარკვევად მოძღვარმა და მისმა მოწაფემ სქემმონაზონ მამა ექვთიმეს მიმართეს, თავიანთ საერთო სულიერ ხელმძღვანელს, მან მამა ანტიპას მხარი დაუჭირა და მისი რჩევით მამა ანტიპას სქემა შემოსეს და სრული თავისუფლება მიანიჭეს, მარტოს განეგრძო განდეგილი ცხოვრება. ძალზე უხალისოდ გაუშვა მამა ნიფონტმა თავისი მონაზონი უდაბნოში. ეს გარეგნულად იმითაც გამოხატა, რომ საერთოდ არაფერი მისცა მას, რაც აუცილებელი იყო მეუდაბნოე ცხოვრების დასაწყებად.

შიშველი ხელებით შევიდა მამა ანტიპა თავის ნახევრად დანგრეულ, სადაყუდებულო ქოხში, რომელიც სრულიად ცარიელი იყო, მხოლოდ წინა კუთხეში, კარნიზზე ჩამოკიდებული ღვთისმშობლის პატარა ხატი იპოვა, რომელზეც მრავალწლიანი მურისაგან სახე არ გაირჩეოდა. გამოუთქმელი სიხარული მიანიჭა მას ნაპოვნმა. მაშინვე აიღო ხატი და ნაცნობ ხატმწერთან ბერდიაკვან პაისისთან გაეშურა, რომელიც კიევის წმინდა მთებიდან ათონზე გადმოსახლდა, და სთხოვა მას ხატი განებანა, თანაც რაც შეიძლება ფრთხილად, რომ ფერები არ გადასულიყო. მამა პაისი ამ პირობით ხატის აღებას არ თანხმდებოდა და მხოლოდ დიდი თხოვნის მერეღა დაიტოვა ხატი. რაღაც დროის მერე მან სრულიად ახალი ხატი დაუბრუნა და ფიცით ირწმუნებოდა, ის ასეთი ერთი უბრალო განბანის შემდეგ გახდაო, რამაც თვითონაც ძალზე გააოცა. აი, ასე სასწაულებრივად მრავალწლიანი სიბნელის მერე სინათლეზე გამოაჩინა თავი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატმა, რომელიც შემდგომში მრავალი ნიშ-სასწაულით განდიდდა. ბალაამის მონასტრის გაუქმებამდე ეს ხატი, როგორც უდიდესი სიწმინდე, ისე ინახებოდა იქ.

შეუძლებელი იყო ამ ნახევრად დანგრეულ ქოხში ცხოვრება, მამა ანტიპას მისი შეკეთების სახსარი არ ჰქონდა. ერთხელაც, უდაბნოში რომ მიდიოდა, გზაში ვიღაც უცნობმა მონაზონმა გააჩერა: - მამაო, კეთილმა ადამიანებმა ხუთი თუმნიანი მომცეს და მთხოვეს, ღარიბი მეუდაბნოესთვის გადამეცა. ვილოცე და გადავწყვიტე, პირველივე შემხვედრისთვის მიმეცა, ამიტომ აიღეთ ეს ფული, რომელიც ალბათ უნდა გჭირდებოდეთ. მადლიერებით, როგორც ღვთის ხელიდან, ისე მიიღო ფული მამა ანტიპამ. მერე კი თავისთან მოიწვია ერთი ღარიბი კელიოტი-დურგალი და ის კელიის შეკეთებას შეუდგა. ოთხი დღე მუშაობა სწრაფად მიდიოდა; მე-5 დღეს ეს მონაზონი ქოლერის საშინელი შეტევისაგან სახიფათოდ ავად გახდა, დაუძლურებული კელიისგან მოშორებით დაეცა და კრუნჩხვები დაეწყო. ძალზე შეწუხდა მამა ანტიპა. ძალა არ ჰქონდა, სნეული თავის კელიაში შეეთრია, როგორც თავისი ერთადერთი იმედი, ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანა და მიწაზე დაგდებული ოსტატის პირდაპირ, ამაღლებულ ადგილას დაასვენა; თვითონ კი ტყის სიღრმეში შევიდა და უფალს მის განკურნებას ევედრებოდა. დიდხანს ლოცულობდა. როცა უკან დაბრუნდა, თავისდა გასახარად და გასაოცრად, უიმედოდ სნეული სრულიად განკურნებული იხილა, რომელიც სამუშაოს შესდგომოდა.

- შენმა ხატმა განმკურნა, - აუხსნა მან ანტიპას, - ის სასწაულთმოქმედია. მკვდარივით ვიწექი, უეცრად ხატიდან უცნაური, განმაცხოველებელი, თბილი მობერვა ვიგრძენი, რომელმაც მთლიანად მომიცვა. სავსებით გავთბი და ერთ წამში ჯანმრთელი წამოვდექი ფეხზე.

ცოტა ხანში მოეწყო მამა ანტიპას კელია და მშვიდობიანად გაგრძელდა მისი ცხოვრება. სულიერ ღვაწლს განდეგილი აუმღვრეველ ხელსაქმესაც შეურთებდა - ხის კოვზებს აკეთებდა, რომელთაც თავის გამოსაკვებად კარიესში ყიდიდა. სულიერ ცხოვრებაში რჩევისთვის ის მღვდელ სქემმონაზონ მამა ლეონტის მიმართავდა, რომელიც ლაკის სკიტში ცხოვრობდა. მასთან ის შემდგომში უახლოეს სულიერ ურთიერთობაში იყო და მხოლოდ მისი კურთხევით გადაწყვეტდა ახალი ნაბიჯების გადაგმას.

ამასობაში მამა ნიფონტის ჩანაფიქრი მოლდავური სკიტის აშენებისა ნელ-ნელა განხორციელდა: მოლდავეთში, ქალაქ იასაში აშენდა მეტოქიონი; ათონზე შეიძინეს მიწა, რომელზეც სწრაფად წამოიმართა სკიტის შენობა; ძმების რიცხვი გაიზარდა. მაშინ მშენებელმა მამებმა დასახმარებლად მამა ანტიპას მოუხმეს და ისიც დაემორჩილა სულიერ მამათა რჩევას და დათანხმდა. ის ბერდიაკვნად აკურთხეს, მალევე მღვდელმონაზონი და მზარეული გახადეს. მამა ანტიპა გარეგნულად უმნიშვნელო თანამდებობას იკავებდა, თუმცა ის ძალისაებრ ყველანაირად ცდილობდა კინოვიური ტიპიკონის დაცვას. ერთხელ მამა ნიფონტმა, ძმათა საერთო ტრაპეზზე ყოფნისას, მზარეული აკურთხა, რომ მისთვის და ერთი სტუმრისთვის ცალკე საჭმელი მოემზადებინა. მზარეულმა არ მოამზადა. იღუმენი გაბრაზდა და მეტანიების გაკეთება უბრძანა. მეტანიებს სიხარულით გავაკეთებ, - უთხრა მას მზარეულმა, - მაგრამ შემინდე: ეს კეთილი მიზნით გავაკეთე, რათა არ ქცეულიყო დაბრკოლებად და საცთურად ძმათათვის! რამეთუ ამით შენ შენ მიერვე წმინდა მამათა კანონების მიხედვით დადგენილ ტიპიკონს დაარღვევდი, ხოლო წინამძღვარი ყველასთვის ყველაფერში მაგალითი უნდა იყოს: მხოლოდ მაშინ იქნება მტკიცე და საიმედო ჩვენი კინოვია! - შემდგომში, როცა მამა ნიფონტი სავსებით დაწყნარდა, მადლობა გადაუხადა მამა ანტიპას კეთილგონივრული მოშურნეობისათვის.

სკიტის მშენებლობის საქმეებმა აიძულა მამა ნიფონტი სამი წლით მოლდავეთში წასულიყო; მთელ ამ დროს სკიტის მეურნეობის ხელმძღვანელობა მამა ანტიპას ჰქონდა დაკისრებული და მასვე დაევალა მოძღვრობის მოვალეობა. მთაწმინდაზე მამა ნიფონტის დაბრუნებისას დადგა ჟამი, როცა მამა ანტიპა სამუდამოდ უნდა გაშორებოდა მრავალწლიანი მოღვაწეობის წმინდა ადგილს, რომელსაც ის სულის მთელი ძალებით მიეჯაჭვა და რომელიც სამუდამოდ ჩარჩა მეხსიერებაში: მამა ნიფონტმა ის იკონომოსად დანიშნა იასეს მეტოქიონში.

მთაწმინდის მშვიდი კალთებიდან ახმაურებული ქალაქის შფოთსა და ზრუნვაში მოულოდნელად აღმოჩენილი მამა ანტიპა, უდაბნოში გატარებული დღეების მსგავსად, აქაც ყველანაირად ცდილობდა ზედმიწევნით შეესრულებინა ყველანაირი სამონაზვნო კანონი, ათონის ტიპიკონის მიხედვით: ამგვარი კურთხევა მისცა მამა ნიფონტმა, როცა იასეში აგზავნიდა. ყოველივეს, რასაც ზიანის მოხდენა შეეძლო მოსაგრის სულზე, საცთურთა სიუხვეს გამოცდილი სულიერი მეომარი წინ აღუდგა უძლიერესი სულიერი იარაღით - მარხვით. მუდმივად 2-3 დღე, ზოგჯერ მთელი კვირაც კი, იგი სრულიად არ იღებდა არც საკვებსა და არც სასმელს. თვითონ მკაცრი ცხოვრებით მცხოვრები მამა ანტიპა, მთელი სულით შემყვარებელი წმინდა სარწმუნოებისა და ღვთისმოშიშებისა, ყოველ ხელსაყრელ შემთხვევაში მოშურნედ ამხილებდა, თუ შეამჩნევდა საეკლესიო დადგენილებისაგან გადახვევას, არ უცქერდა იმას, ვინ იყო მხილების ობიექტი. მისმა ამგვარმა მოშურნეობამ, შეერთებულმა უბრალოებასა და გულწრფელ სიყვარულთან, ღრმა სულიერებით გამსჭვალულ დამრიგებლურ სიტყვასთან, მისი ცხოვრების მაგალითთან, მალევე მისდრიკა მისადმი ადამიანების გულები. განსაკუთრებულ კეთილმოწლეობას იჩენდა მისადმი მოლდავეთის მიტროპოლიტი; მან ის დედათა ორი მონასტრის მოძღვრად დადგინა და ესაუბრებოდა ხოლმე სულიერ საკითხებზე. ათონზე მოსაგრეობისას ხანგრძლივი მარხვისაგან მამა ანტიპა ყელში განსაკუთრებულ სიმწარეს შეიგრძნობდა; მოლდავეთში კი ორი წლის მერე ეს სიმწარე განსაკუთრებულ სიტკბოებად გადაიქცა. ამ გაურკვევლობაში მყოფმა ასახსნელად მოლდავეთის მიტროპოლიტს მიმართა. მიტროპოლიტმა აუხსნა, რომ ამგვარი შეგრძნება მარხვისა და გონებისმიერი ლოცვის ნაყოფია; ეს კი მადლმოსილი ნუგეშინისცემაა, რომლითაც უფალი განამხნევებს თავის მაცხოვნებელ გზაზე შემდგარ მოსაგრეებს. - ამაზე საუბრობს ღირსი ისააკ ასური, - დაასკვნა ბოლოს მიტროპოლიტმა, - თვითონ უფალი შეცვლის მარხვის სიმწარეს და აძლევს თავის გამოუთქმელ სიტკბოებას!

ყველა კარგად იყო განწყობილი მამა ანტიპას მიმართ და ამიტომაც მეტოქიონის საქმე კარგად წავიდა. გაიზარდა მეტოქიონის შესანახი საშუალებანი, შესამჩნევად გაიზარდა შემოწირულობაც. მთელი მონდომებით იღვწოდა რა მოლდავური სკიტის სასიკეთოდ, სიყვარულით აღვსებული ეხმარებოდა ყველას, ვისაც ცხონების საქმეში რჩევის მიღება სურდა, მამა ანტიპა მთელი გულით მთაწმინდის უდაბნოებისკენ ისწრაფოდა; ხშირად სთხოვდა ის მამა ნიფონტს, დაებრუნებინა ათონზე, მაგრამ მას ამის გაგონებაც კი არ უნდოდა. სკიტის მოსაწყობად მამა ნიფონტს თანხა აღარ ჰქონდა, ამიტომაც გადაწყვიტა შემოწირულობის ასაკრეფად წასულიყო რუსეთში და თან მამა ანტიპაც წაეყვანა. - არ მიშვებ ათონზე? - ჰკითხა მან იღუმენს, მან აუხსნა თავისი გადაწყვეტილება. - რუსეთში მიგყავარ, ვგრძობ, საზღვარს გადავალ თუ არა, თქვენი აღარ ვიქნები - რუსი გავხდები!



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat