როცა მონაზვნები ეზიარებოდნენ, ზოგიერთს სახე მზესავით უბრწყინავდა
როცა მონაზვნები ეზიარებოდნენ, ზოგიერთს სახე მზესავით უბრწყინავდა
მღვდელმონაზონი ანტონ მთაწმინდელი, "XIX საუკუნის ათონელი მამები"
მოძღვარი მამა ანტიპა: - როგორც კი მამა ანტიპამ რუსეთში პირველი ნაბიჯები გადადგა მამა ნიკოლოზის ხელმძღვანელობით , მოძღვარი მალე მოლდავეთში წავიდა, ხოლო მამა ანტიპა, რომელმაც არ იცოდა რუსული ენა, სრულიად მარტო დარჩა. ერთი ვაჭრის ოჯახმა ის ახლობელივით შეიფარა. ბაღში ცალკე მდგომ სახლში ჩაიკეტა და თითქმის მთელი დრო ლოცვას მიუძღვნა. ამასობაში შემოწირულობის შეგროვება წარმატებით მიდიოდა. მალე ვაჭრის სახლის ფართო დარბაზები აივსო ძვირფასი ჭურჭლით, შესამოსლებით, კვართებით, მოსკოველ კეთილისმყოფელთაგან სხვადასხვა შემონაწირით, ზარებით, 30000 მანეთზე მეტი შეგროვდა. როცა სკიტისთვის შეწირული ნივთები ათონზე გაიგზავნა, მამა ანტიპას ანუგეშებდა აზრი, მამები გაიხარებენო. სამწუხაროდ, ნივთებმა მთაწმინდამდე ვერ მიაღწია - გემი მგზავრიან-ტვირთიანად ზღვაში ჩაინთქა. კატასტროფის ღამეს მამა ანტიპა ლოცვაზე იდგა. უეცრად გაიბზარა იმ კიოტის მინა, სადაც მამა ანტიპას მიერ ათონიდან ჩამოტანილი ხატი ესვენა. მიხვდა - ეს ავს მოასწავებდა. ყველაფერი ცნობილი გახდა. ათონელ მამებს სასო წარეკვეთათ, მოსკოველმა კეთილისმყოფელებმაც გულმოდგინება დაკარგეს.

სულით არ დაეცა მხოლოდ მამა ანტიპა: პეტერბურგში მოზრდილი თანხა შეაგროვა. ათონზე გასაგზავნად ქაღალდის ფული ოქროს მონეტებზე უნდა გადაეცვალა. ამასობაში, იმპრატორის ბრძანებით, იმ პერიოდში აიკრძალა მთავარი ხაზინიდან ოქროს გაცემა. მამა ანტიპამ დახმარება გავლენიან პირებს სთხოვა. უარი უთხრეს. ყველა ადამიანური იმედი რომ გაქრა, მამა ანტიპა ათონიდან ჩამოტანილი ღვთისმშობლის ხატის წინ დაემხო და შეწევნა სთხოვა. ლოცვისას მას თითქოს ხატიდან ხმა ესმა გონებაში: "ეს მიტროპოლიტის საქმეა". მართლაც, სრულიად მოულოდნელად, მიტროპოლიტის ჩარევის შედეგად, ფინანსთა მინისტრის ხელისმოწერით, მამა ანტიპასთვის გამონაკლისი დაუშვეს და შეგროვილი ოქროს ფული ათონზე გაიგზავნა. მალე კვლავ დაიწყეს შემოწირვა.

ანტიპას მრავალი გულწრფელი მოწაფე ჰყავდა. ორივე მიტროპოლიტი - პეტერბურგისა ისიდორე და მოსკოვისა ფილარეტი - მისადმი მოწყალე ყურადღებას იჩენდა და ესაუბრებოდა სულიერ თემებზე. უკანასკნელმა ჰკითხა: "განსაკუთრებით რა სჭირდება იესოს ლოცვის მლოცველს?" ლოცვის მოშურნე მუშაკმა უპასუხა: "მოთმინება".

პეტერბურგის მიტროპოლიტისთვის ის შემდეგი შემთხვევის მერე გახდა ცნობილი: ერთხელ მოსკოვიდან მოსაკრებელი წიგნის (ნებართვიანი ჟურნალი, სადაც შემომწირველების სახელები იწერებოდა) სინოდში ასაღებად ჩამოსული მამა ანტიპა, როგორც მწირი, წმინდა ალექსანდრე ნეველის ლავრაში დააბინავეს ერთ კელიაში სტუმრად ჩამოსულ ცოლიან მღვდელთან ერთად. მალე დადგა დიდი მარხვა. მამა ანტიპა ყველა ღვთისმსახურებაზე დადიოდა, კელიაში კი დღედაღამ მოლდავურ ენაზე ასრულებდა ღვთისმსახურებასა და სამონაზვნო კანონს. საჭმელს საერთოდ არ იღებდა. ასე გავიდა პირველი დღე, მეორე, მესამე!.. გაოცებული უცქერდა მამა ანტიპას ცხოვრებას მისი მესენაკე. ის კვირის ბოლოს წარდგა მიტროპოლიტის წინაშე და თავის საქმესთან ერთად მამა ანტიპას შესახებაც მოუყვა და მანაც ყურადღება მიაქცია მოსაგრეს. როცა მიტროპოლიტი ვორონეჟში მიემგზავრებოდა, მღვდელმთავრის და სასწაულთმოქმედის, წმინდა ტიხონ ზადონელის ნაწილთა აღმოყვანებაზე, გზად მოსკოვში შეჩერდა, იქ მასთან მივიდა მამა ანტიპა. შეგნებული ჰქონდა რა მომავალი დღესასწაულის დიდებულება, მან მზადება დაიწყო: ოთხი დღის მანძილზე, რაც გზაში იყო, არც საჭმელი მიუღია და არც სასმელი.

რუსეთში ყოფნისას პირველ წელს, როგორც კი ნაოსნობის სეზონი გაიხსნა, მამა ანტიპა ბალაამის მონასტერს ეწვია და როგორც კი შემოწირულობა შეკრიბა, მოლდაველ მამათა კურთხევით, 1865 წლის 6 ნოემბერს ბალაამში მივიდა. ყოველთა წმიდათა სახელობის პატარა, განმარტოებით მდგარმა კელიამ შეიფარა ლოცვისა და მყუდროების მოყვარული.

დიდი იყო მამა ანტიპას ლოცვითი ღვაწლი როგორც მთაწმინდაზე, ისე რუსეთსა და მოლდავეთის ხმაურიან ქალაქებში. მაგრამ მათ იქ ხან ხელსაქმე ცვლიდა, ხანაც ერისკაცებთან შემოწირულობის გამო ურთიერთობა. ბალაამის უდაბნოში კი ლოცვა მის ერთადერთ საქმიანობად იქცა. საეკლესიო ტიპიკონით, გამოუტოვებელი ღვთისმსახურების გარდა, ის ყოველდღიურად კითხულობდა ღვთისმშობლის ორ აკათისტოს და ყოველდღე სამასჯერ იდრეკდა მუხლს და მიცვალებულთათვის ლოცულობდა. მოსახსენებელი კი მას ძალზე დიდი ჰქონდა, იხსენებდა ყველას, ვინც მრავალი წლის მანძილზე დაეხმარა. ეს ერთ საათზე მეტხანს გრძელდებოდა. ღვთისმსაურებასა და მუხლთადრეკას შორის გარკვეულ დროს გონებისმიერ ლოცვას უძღვნიდა. როცა მას მონასტერში ყოფნა უხდებოდა, ისევე როგორც ყოველ შაბათს, როცა ის სკიტში ეზიარებოდა, კელიაში წინასწარ სრულ მსახურებას ატარებდა მოლდავურ ენაზე. არაერთხელ უნახავთ ძმებს ლოცვისას მხურვალე ცრემლით მტირალი.

დიდმარხვის პირველ კვირას მამა ანტიპა საერთოდ არ იღებდა საჭმელსა და სასმელს. ასეთივე სიმკაცრით იცავდა მარხვას მთელი წლის მანძილზე ორშაბათს, პარასკევს და ქრისტეშობისა და ნათლისღების დღესასწაულების წინა დღეებში. ამ ორ დღეს, თავისი სიკვდილისწინა სნეულებებისასაც კი, როცა მაღალი სიცხისგან პირი ჰქონდა გამშრალი, არ ისურვა ერთი ყლუპი წყლის მიღებით შეემსუქებინა ტანჯვა. კვირის ოთხ უმარხვო დღეს კი მას ჰყოფნიდა ის საჭმელი, რომელიც მისთვის შაბათ დღეს მოჰქონდათ სადილად.

როცა მამა ანტიპა მონასტერში მიდიოდა, მონასტრულ წესს ემორჩილებოდა. მონასტერში კი წელიწადში სამჯერ მიდიოდა: ქრისტეშობას, აღდგომას და სულთმოფენობას, მთელი კვირით. კვირის ამ დღეების გარდა ბერდიდი აუცილებლობის გამო მაშინაც მიდიოდა, როცა ბალაამში მასთან საგანგებოდ ჩამოდიოდნენ ახლობლები სულიერი საუბრისათვის. თუმცა ამ პირთა ჩამოსვლა დიდად ამძიმებდა მას, მაგრამ მათ ყოველთვის გულთბილად ხვდებოდა. ამ დღეებში ბერდიდი მამაკაცთა და დედაკაცთა საზოგადოებაში იმყოფებოდა: სვამდა ჩაის და ჭამდა საჭმელს.

- როგორ შეგიძლია შეუერთო განგრძობილი სკიტის მარხვა ამგვარ მოულოდნელ გახსნილებას? - გაოცებული ეკითხებოდა ზოგიერთი ბალაამელი მამა. ის მათ პავლე მოციქულის სიტყვებით პასუხობდა: "ვიცი დამდაბლებაიცა და ვიცი გარდამეტებაიცა; ყოველთა მიმართ და ყოველსა შინა შექმნილ ვარ: განძლებად და შიმშილ აღმატებად და დაკლებად" (ფილიპ. 4,12).

- მამაო, შენ ბევრ დედაკაცთან გქონდა ურთიერთობა, ნუთუ ცუდი აზრები არ მოგდიოდა? - ჰკითხა სიცოცხლის ბოლო დღეებში მისმა ერთმა ერთგულმა მოწაფემ.

- არასოდეს! - უპასუხა ქალწულებისა და სიწმინდის დამმარხველმა მამა ანტიპამ, - არც შეიძლება ამგვარი აზრები მოუვიდეს შვილების მოყვარე მამას, და მით უმეტეს არ შეიძლება ისინი სულიერ მამას მოუვიდეს. ჩემს სულიერ შვილებთან ურთიერთობისას ჩემი ერთადერთი სურვილი იყო მათი სულიერი წარმატება და მათი სულების საუკუნო ცხონება.

მამა ანტიპას პატივისმცმელთა შორის იყვნენ მდიდარი ადამიანებიც. მისი წინადადებით ისინი შესწირავდნენ რუსეთის და ათონის მონასტერთა საჭიროებისთვის. მამა ანტიპა თანაუგრძნობდა სავანის არსებითი მოთხოვნილებისას, მაგრამ არ იწონებდა, როცა ზედმეტობით, მდიდრული ნაგებობების მშენებლობით იყვნენ დაკავებულნი: "ბევრი მონასტერი მინახავს, - ამბობდა ის, - ყველგან ფაციფუცობენ, აშენებენ, მაგრამ ფაციფუცი და მშენებლობა ამაო საქმეა, ერისკაცული მონაზვნის ცხოვრება ეკლესიებშია, მისი საქმე - კანონია".

არაფერს ეძებდა დედამიწაზე, მისი გონება ღმერთში იყო ჩაღრმავებული, მამა ანტიპა სიხარულით დაითმენდა ყველა გაბრაზებას, დამცირებას, საყვედურს. ღრმა სიმდაბლე და თავის უარყოფისთვის მუდმივი მზადყოფნა სრულ შესაძლებლობას აძლევდა, ყოველთვის შეენარჩუნებინა სულის აუმღვრეველი ღრმა სიმშვიდე. ცხოვრობდა უკიდურეს გაჭირვებაში, მისი კელია სრულიად ცარიელი იყო: არ ჰქონდა არც საწოლი, არც სკამი. ედგა მხოლოდ ანალოღიის მსგავსი პატარა მაგიდა და ხის კვერთხი, ზედ გადადებული ძელით, რომელსაც ღამისთევის ლოცვაზე ძილთან ბრძოლისას და დაღლილობისას ეყრდნობოდა. იატაკზე ქეჩა ეგო, რაზეც მიჯდებოდა და მცირე ხანს მიიძინებდა ხოლმე. სიყვარულით თანაუგრძნობდა ძმებს შეჭირვებისას. მთელი სულით შეიყვარა მან ბალაამი, იგი ამბობდა: "ერთი საგანძური მაქვს, ღვთისმშობლის ხატი, მას სხვას არავის მივცემ და მხოლოდ ბალაამის მონასტერს დავუტოვებო".

მრავალწლიანი მკაცრი მოსაგრეობით მამა ანტიპას ჯანმრთელობა არ შერყევია, სნეულებას კი, როგორც უფლის ხელისგან, ისე იღებდა და მისგანვე ელოდებოდა განკურნებას. მისი მხნე შესახედაობის მიხედვით ძნელი იყო იმის წარმოდგენა, რომ მალე გადასახლდებოდა ზეციურ სოფელში. ერთწლიანმა განუწყვეტელმა ხველამ სრულიად დააუძლურა და გამოახმო და ნელ-ნელა მიიყვანა მშვიდ აღსასრულამდე.

თავისი სნეულების წილი ვნებისა და აღდგომის კვირები მამა ანტიპამ მონასტერში გაატარა. დიდშაბათს ის ესწრებოდა საღვთო ლიტურგიას. დასასრულს უთხრა თავის უახლოეს მოწაფეს: "ზიარებისას მე საკურთხეველში ვიყავი და სამხრეთი კარებიდან ეკლესიაში გავიხედე. მონაზვნები როცა ეზიარებოდნენ, ზოგიერთს სახე მზესავით უბრწყინავდა. ადრე ეს მე არ მინახავსო".

იმავე წლის შუა შემოდგომას მამა ანტიპა თავის კელიაში ლოცვაზე იდგა. უეცრად ატყდა ხმაური და ათონის ღვთისმშობელი თავისით დაიძრა ადგილიდან. მასზე დადებული ხატები დაცვივდა. ღვთისმშობლის ხატი კი ნელ-ნელა მობრძანდებოდა, გამოიარა ორი მეტრი და მამა ანტიპას მკერდთან შეჩერდა. შეძრწუნდა ბერი, კრძალვით მიიღო ხატი და თავის ადგილას დაასვენა. გარდაცვალებამდე სამი დღით ადრეღა გაამხილა ამ მოვლენის შესახებ გულშემუსვრილმა და აცრემლებულმა.

მამა ანტიპას სნეულება სწრაფად განვითარდა. მისი თხოვნით, ზეთი სცხეს და აზიარეს. ნელ-ნელა იღვენთებოდა. მამა ანტიპას გარდაცვალებამდე მონასტრის ტაძარში უეცრად ერთი მორჩილი ბერიკაცი ძირს დაეცა და გარდაიცვალა. იმავე ღამეს განსაკუთრებით იტანჯებოდა მამა ანტიპა. დილით ტკივილი შეუმცირდა და მომვლელ მოწაფეს ჰკითხა: "ვინ მოკვდა მონასტერში?" რადგანაც სკიტში მონასტრიდან ჯერ არავინ იყო მოსული, მოწაფეებმა უპასუხეს: "არავინო". "არა, მოკვდა, - შეეპასუხა მამა ანტიპა, - ეკლესიაში მოკვდა ერთი ბერიკაცი. მას ძალზე უჭირდა. იღუმენმა მისთვის წყლის მიცემა ბრძანა... არ უშველა... მოკვდა".

თერთმეტ საათზე სკიტში მოძღვარი მოვიდა, მხოლოდ მაშინ გაირკვა, რომ სკიტში ლოგინად ჩავარდნილი მამა ანტიპა ისე ჰყვებოდა სამი კილომეტრით დაშორებულ მონასტერში მომხდარ მოვლენაზე, თითქოს მის თვალწინ მომხდარიყოს.

ბოლო ღამეს მამა ანტიპა ხშირად აღაპყრობდა ზეცისკენ ხელებს და მოუწოდებდა ათონელ მოძღვარს, მამა ლეონტის: "ლეონტი, ლეონტი, სად ხარ, ლეონტი?" "მამაო, ვის ესაუბრები? აქ ხომ არავინ არის", - დაიხარა და უთხრა მოძღვარს მორჩილმა. მამა ანტიპამ მას გამჭოლად შეხედა და თავში ნელა ჩაუკაკუნა.

დილით იგრძნო სიკვდილის მოახლოება, მოისურვა წმინდა საიდუმლოებასთან ზიარება და სთხოვა, სასწრაფოდ ლიტურგია ჩაეტარებინათ. სრული გონებით ეზიარა საღვთო საიდუმლოს და ჩათვლიმა. ორი საათის მერე მოწაფემ ღვთისმშობლის აკათისტოს კითხვა დაუწყო და ამ დროს მიიცვალა ღვთისმშობლისადმი ყოველდღიურად აკათისტოს ლოცვის აღმავლინებელი მამა ანტიპა.

გარდაიცვალა კვირა დღეს, 1882 წლის 10 იანვარს, 66 წლისა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat