მართლმადიდებლური სიწმინდეები
მართლმადიდებლური სიწმინდეები
ქსენოფონტეს მონასტერი
ქსენოფონტეს მონასტერი დგას ზღვის ნაპირას, ციცაბოზე, დოქიარისა და წმინდა პანტელეიმონის მონასტრებს შორის. ის X საუკუნეში დაუარსებია ღირს ქსენოფონტეს. ეს წმინდანი მოიხსენება ლავრის დამაარსებლის, ათანასე ათონელის, ცხოვრებაში - მას განუკურნავს მილოპოტამში ათანასეს ძმა, თეოდორე. ტრადიცია ამ წმინდანს სენატორ ქსენოფონტესთან აიგივებს, რომელიც VI საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. მას მიეწერება წმინდა დიმიტრის სახელობის ეკლესიის აგება. ისტორიულ ტექსტებში მონასტერი პირველად მოხსენიებულია იმპერატორ ნიკიფორე III ბოტინიატოსის მოღვაწეობის წლებში. ერთ-ერთი პროტის აქტი (1083) გვამცნობს: - მონასტერში მობრძანდა დიდებული ფლოტის ხელმძღვანელი ნიკიფორე სტეფანე, რომელიც აქ ბერად აღიკვეცა, ეწოდა სახელად სიმონი, წინამძღვარი გახდა და საკუთარი სახსრებითა და იმპერატორის დახმარებით მონასტრის აღდგენასა და გაფორმებაზე ზრუნავდა. ცნობილია აგრეთვე, რომ იმ დროს და შემდგომშიც ქსენოფონტეს მონასტერს გადაეცა საშემოსავლო სახლები ათონის ტერიტორიაზე და მის საზღვრებს გარეთაც. ამგვარად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მონასტერი ყვაოდა თურქების მიერ კონსტანტინოპოლის აღებამდე და ბიზანტიის საბოლოო დაპყრობამდე. წმინდა მთის მესამე დადგენილებაში მონასტერს მე-8 ადგილი უჭირავს იერარქიაში.

მონასტერმა შემდგომში გაიზიარა სხვა სავანეთა ბედი. მეკობრეთა და ავაზაკთაგან დანგრეულ შენობებს ძირითადად ბიზანტიელი იმპერატორები აღადგენდნენ, XVI საუკუნიდან დუნაისპირა სამთავროების მმართველები და სხვა პირები მონასტრებს მრავალგვარ დახმარებას უწევდნენ და საჩუქრებსა და შეწირულობებს უძღვნიდნენ.

ქსენოფონტეს მონასტერი ერთ-ერთი პირველია, რომელიც, იდიორიტმული ცხოვრების წესის დადგენის შემდეგ, გაბრიელ IV (1784) პატრიარქის სიგელის თანახმად, საერთო საცხოვრებლის წესდებას დაუბრუნდა. ამ ცვლილებებში მთავარი როლი ითამაშა კავსოკალიველმა მღვდელმონაზონმა და მონასტრის პირველმა წინამძღვარმა პაისი მიტილენელმა, რომელმაც გააფართოვა და აღადგინა მონასტერი. ამ საქმეში მას დაეხმარა არქიმანდრიტი ზაქარია. ამ უკანასკნელმა სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობით საკმაო თანხას მოუყარა თავი. XIX საუკუნის დასაწყისში მონასტრის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაიწვა, განადგურდა ბევრი დოკუმენტი. მონასტერი მალე აღდგა და გაფართოვდა სამაკის ყოფილი მიტროპოლიტის, თეოფილეს, ხარჯით, რომელმაც დატოვა თავისი საეპისკოპო და სიცოცხლის ბოლო წლები ქსენოფონტეს მონასტერში გაატარა. მისი საქმე გააგრძელა მონასტრის წინამძღვარმა ნიკიფორემ.

ახალი ტაძარი 1809-1819 წლებში თეოფილეს სახსრებითვე აშენდა. ის ათონის ტაძრებს შორის ყველაზე დიდია. საყდრის მარმარილოს კანკელი გამოირჩევა დაგეგმარებით და ფერთა სიუხვით.

იგივე ითქმის წმინდა ტრაპეზის კანკელზე.

ტაძარში რამდენიმე გვიანდელი ფრესკაა. მეტად ღირებულია წმინდა გიორგისა და წმინდა დიმიტრის დიდი მოზაიკური ხატები, მარჯვენა კლიროსში, სამლოცველოში, დაბრძანებულია XVI საუკუნის დასასრულს შექმნილი თორმეტი მოციქულის ხატები, რომლებიც, სავარაუდოდ, ადრე რომელიღაც სამლოცველოს კანკელში იყო მოთავსებული. ძველი ტაძარი მდებარეობს მონასტრის შესასვლელიდან რამდენიმე მეტრში, რომლის ნარტექსი შეერთებულია კელიასა და სატრაპეზოსთან. მისი შესანიშნავი ფრესკები კრეტელი მხატვრის, ანტონის მიერ არის შექმნილი. საკურთხევლის მარჯვენა ნაწილში წმინდა დიმიტრის სახელობის სამლოცველოა, რომელიც ითვლება ყველაზე ძველ სამონასტრო ნაგებობად. ტაძრის ხის მოჩუქურთმებული კანკელი XVII საუკუნით თარიღდება და გამოირჩევა დეკორის სიმდიდრითა და სიკოხტავით.

გარდა მონასტრის ორი ტაძრისა, აქ 11 სამლოცველოა: წმინდა ექვთიმესი, წმინდა უვერცხლოთა, ღვთისმშობლის მიძინებისა და წმინდა იოანე ღვთისმეტყველისა, წმინდა ლაზარესი და წმინდა დიმიტრისა - ძველ ტაძარში, წმინდა სტეფანესი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებისა, წმინდა მოციქულებისა, წმინდა ნექტარიოსისა და წმინდა სამებისა - მონასტრის სხვადასხვა ნაწილებში. გარდა ამისა, მონასტერს მიეკუთვნება წმინდა ანდრიას კელია კარიესში, რომელიც მის წარმომადგენლობად ითვლება. ძველი ტაძრის გარეთა ნარტეკს ეკვრის მონასტრის სატრაპეზო, რომლის ფრესკები XVI საუკუნისაა.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ზემოთ ნახსენები მოზაიკური ხატები, იშვიათი მცირე სტეატიტის ხატი (ფერისცვალების გამოსახულებით), ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი, ძვირფასი კიდობნები წმინდანთა წმინდა ნაწილებით, წმინდა საეკლესიო მორთულობები და სხვა.

სამონასტრო ბიბლიოთეკა განლაგებულია უსაფრთხო შენობაში. მასში დაცულია 600 ხელნაწერი, მათ შორის 8 პერგამენტია. აქ ინახება 2 ლიტურგიკული (პერგამენტული) გრაგნილი, აგრეთვე 7000-ზე მეტი ნაბეჭდი წიგნი. ქსენოფონტეს მონასტერს ეკუთვნის ხარების სკიტი, რომელიც მისგან ერთი საათის სავალზეა, მთის მწვანე ფერდობზე, სინგიტის ყურეში. ეს ბერძნული იდიორიტმული სკიტი 1760 წელს დააარსეს მღვდელმონაზონმა სილვესტრმა და ბერებმა - ეფრემმა და აღაპიმ. სკიტი შედგება ძირითადი ეკლესიისა და 22 კელიისგან. მათი უმრავლესობა ამჟამად, სამწუხაროდ, ცარიელია, რადგან აქ 7-8 ბერი ცხოვრობს. სკიტის ბიბლიოთეკაში მხოლოდ ნაბეჭდი წიგნებია.

დღეს ქსენოფონტეს მონასტერს მე-16 ადგილი უჭირავს ათონის სამონასტრო იერარქიაში და საერთო საცხოვრებლის ტიპისაა. მონასტერში 60 ბერი ცხოვრობს.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
24.10.2022
ზემოთ ხსენებული სიწმინდეები ინახებოდა მალტაში, წმინდა იოანე იერუსალიმელის სახელობის კათოლიკური ორდენის რაინდებთან.
17.06.2022
წმინდა დავით გარეჯელის სახელთან დაკავშირებული სიწმინდეებიდან ჩვენამდე მოაღწია უდაბნოს ლავრის ტერიტორიაზე არსებულმა წყარომ,
22.05.2022
უფალმა ღირს ჰყო, ღრმა სიბერემდე ეცხოვრა წმინდა ნიკოლოზს. მაგრამ მასაც დაუდგა ჟამი გარდაცვალებისა.
06.01.2022

წმინდა მიწას, იერუსალიმს და იქ დავანებულ სიწმინდეებს დღემდე უამრავი მომლოცველი და მნახველი ჰყავს.

27.01.2021
მცხეთაში შემოსულმა წმინდა ნინომ სწორედ "მაყვლოვნად" წოდებულ ადგილას დაივანა და რამდენიმე წელი აქ ფარულად ლოცულობდა.
04.06.2020
1. თუ VI საუკუნეში, როცა სპარსთა ძლიერება დიდია და ზარასტრუსტის მოძღვრება გაბატონებული აზიაში მცირე იყო და არა საკმაო საქართველოს ნივთიერი ძალა ქრისტეს ჯვრის მძლავრ და გააფთრებულ მტერთა ხშირის თავ-დასხმის საწინააღმდეგოდ,
21.09.2019
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელი, -ეს უდიდესი სიწმიდე, რომელიც თავად ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა გადასცა წმიდა მოციქულ თომას,
21.09.2019
კიდობანში ინახებოდა ძვირფასი სიწმინდე-ღვთისმშობლის პერანგი, რომლისგანაც მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა
26.01.2019
თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის კანკელის მარცხენა კუთხის კედელში ჩასვენებული წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი შეკრულია წმინდა ნინოს თმით და ფარჩის საფარვლით არის შემოსილი.
20.11.2018
ერკეთის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია დედა მარიამი (ფოჩხუა):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat