ღვთისმშობლის კვართი
ღვთისმშობლის კვართი
ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმში ინახება ერთ-ერთი უძვირფასესი ქრისტიანული რელიკვია - პატიოსანი სამოსელი - კვართი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა. გადმოცემის მიხედვით, ბიზანტიაში ლეონ დიდის, მაკედონელის (457-474) ზეობისას მეფესთან დაახლოებული პირები, ძმები გალბიუსი და კანდიდი კონსტანტინოპოლიდან პალესტინაში გაემგზავრნენ წმინდა ადგილების მოსალოცად. ნაზარეთში ღამის გასათევად ერთი მოხუცი ებრაელი ქალის სახლში გაჩერდნენ. იქ სტუმრების ყურადღება ანთებულმა სანთლებმა და საკმევლის სურნელებამ მიიპყრო. კეთილმსახურმა ქალმა ძმებს გაუმხილა, რომ იგი იცავდა ძვირფას სიწმინდეს - ღვთისმშობლის სამოსელს, რომლისგანაც მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა.

ყოვლადწმინდა ქალწულმა მიძინების წინ ერთი თავისი შესამოსელი ამ ტომის კეთილმსახურ ებრაელ ქალწულს აჩუქა და სთხოვა, რომ სიკვდილის წინ ის სხვისთვის, ქალწულისათვის გადაებარებინა. ასე თაობიდან თაობას გადაეცემოდა სიწმინდე ამ ოჯახში.

ძმებმა, მიეცათ რა ამ სიწმინდის ახლოს ღამის გათენების შესაძლებლობა, აუღეს ზომები კიდობანს, რომელშიც ის ინახებოდა და შემდეგ მისი ასლი და ოქროთი მოქარგული საფარი იერუსალიმში შეუკვეთეს. უკანა გზაზე ნაზარეთში ნამდვილი ყალბზე შეცვალეს, ძვირფასი კიდობანი, წმინდა სამოსლით, კონსტანტინოპოლში გადაასვენეს და დააბრძანეს წმინდა მოციქულთა - პეტრეს და მარკოზის სახელობის საგვარეულო ტაძარში, სადაც საიდუმლოდ ინახავდნენ. თუმცა როგორც გადმოცემიდან ცნობილია, მის მიერ მოხდენილმა მრავალრიცხოვანმა სასწაულმა აიძულა ძმები, რელიკვიის შესახებ ეამბათ ბიზანტიის იმპერატორისა და კონსტანტინოპოლის პატრიარქ გენადი I-სთვის. 469 წლის 2 ივლისს წმინდა გენადი კონსტანტინოპოლელმა ახალ კიდობანში ჩაბრძანებული კვართი შესაფერისი პატივით გადაასვენა ვლაქერნის ყურის სანაპიროზე ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში (ვლაქერნის ეკლესია). ამ მოვლენასთან დაკავშირებით, დადგინდა "ღვთისმშობლის კვართის ვლაქერნაში დასვენების დღის" ყოველწლიური აღნიშვნა. მოგვიანებით ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის კიდობანში ჩააბრძანეს მისი წმინდა ომოფორი და სარტყლის ნაწილი, რომლებიც VI მსოფლიო კრების დადგენილებით ღვთისმშობლის გახსნილ აკლდამაში აღმოაჩინეს.

არსებობს სხვადასხვა მოსაზრება ამ სიწმინდის საქართველოში მოხვედრის შესახებ: ერთი ვარაუდით, ის XV ს-ის დასაწყისშია ჩამოტანილი იერუსალიმიდან. ვახუშტი ბატონიშვილი მწირ ინფორმაციას გვაწვდის: "ხოფის ეკლესიასა შინა მსუენარებს პერანგი ყოვლად წმიდისა ღვთისმშობლისა სასწაულ მოქმედი".

სამაგიეროდ, ცნობები ამ და ზუგდიდის მუზეუმში დაცულ სხვა სიწმინდეთა შესახებ უხვადაა დაცული უცხოელ ავტორთა თხზულებებში. საინტერესო მასალა დაგვიტოვეს რუსმა ელჩებმა ფედოტი ელჩინმა და პავლე ზახარევმა. ისინი 1640 წლის გაზაფხულზე სტუმრობდნენ ლევან II დადიანს. ხობის მონასტერსაც ეწვივნენ. ტაძრის არქიმანდრიტმა ნიკოლოზ ირუბაქიძე-ჩოლოყაშვილმა მათ დაათვალიერებინა ტაძარი, უჩვენა ღვთისმშობლის პერანგი და წმინდანების - კვირიკესა და მარინეს წმინდა ნაწილები. სტუმრების კითხვაზე, ვის მიერ და საიდან იყო ჩამოტანილი ეს სიწმინდეები, არქიმანდრიტს განუმარტავს: - მე, დიდი ხანი არ არის, რაც აქ ვარ და არ ვიცი, საიდან და ვის მიერ არის ეს წმინდა ნივთები ჩამოტანილიო.

არქანჯელო ლამბერტი პირდაპირ მიუთითებს წმინდა ნაწილების ხობის მონასტერში არსებობის შესახებ, მაგრამ ვის მიერ ან როდის იქნა ჩამოტანილი, ამაზე არაფერს ამბობს. ის აღნიშნავს, რომ ხობის მონასტერში "აჩვენებდნენ ღვთისმშობლის პერანგს, რომელსაც იქაურები დიდ პატივსა სცემენ".

სიწმინდეთა შესახებ საინტერესო ცნობას იძლევა ანტიოქიის პატრიარქი მაკარი, რომელმაც ღვთისმშობლის კვართი ნახა XVII ს-ში. მან და მისმა მხლებლებმა სიწმინდეს თაყვანი სცეს და შემდგომ მის თარგზე აჭრეს ახალი კვართი, რომელიც კურთხევის შემდეგ დიდი სიხარულით წაასვენეს თავიანთ სამშობლოში.

თეატინელთა მისიის პრეფექტი სამეგრელოში ჯუზეპე მარია ძამპი საქართველოში რომში გაგზავნილ ერთ-ერთ მოხსენებაში უაღრესად საინტერესოდ აღწერს ხობის მონასტერში დაცულ სიწმინდეებს: "ამ ხალხს ბევრი რელიკვია აქვს, რომლებიც მათ, პირველ ყოვლისა, მიიღეს იმ დროს, როცა აქ, საქართველოში, ქრისტიანობა ჰყვაოდა და მათ მთავრებს კავშირი ჰქონდათ კონსტანტინოპოლის იმპერატორებთან, რომლებიც მათ ბევრ რელიკვიას უგზავნიდნენ საჩუქრად. შემდეგ ეს რელიკვიები მიიღეს აგრეთვე ამავე ქალაქის სასულიერო პირთაგან, რომლებიც ცდილობდნენ, ეს ხალხი ღვთისმოსაობაში განემტკიცებინათ. დაბოლოს, რელიკვიები მიიღეს იმ წმინდა მამათაგან, რომელნიც თურქეთის მიერ კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ მაჰმადიანთა ტირანიისაგან თავის დასაღწევად სამეგრელოში გადაიხვეწნენ და გაიფანტნენ მეზობელ ქვეყნებში. ამბობენ, რომ მაშინ კოლხიდაში ჩამოვიდა ერთი არქიეპისკოპოსი, თან ჩამოიტანა ერთი მტკაველის ოდენა ნაჭერი ძელი ჭეშმარიტისა (ფრანგული ფუტის რვა დიუმზე რამდენადმე დიდი) და კვართი, რომელიც, მათი თქმით, ღვთისმშობელს ეკუთვნოდა: "ჩვენს პატრებს უნახავთ ტილო, რომლისაგანაც იგი არის შეკერილი, ყვითელი ფერისაა, აქა-იქ დაჩითულია ყვავილებით და მოქარგულია ნემსით. სიგრძით რვა რომაული მტკაველის ოდენაა, განით კი ოთხისა, აქვს ერთი მტკაველის სიგრძის მოკლე მკლავები და ვიწრო საყელო. მეც მინახავს იგი ხობის ეკლესიაში, სადაც ის ინახება".

უაღრესად საყურადღებოდ უნდა მივიჩნიოთ ცნობა, დაცული საანგარიშო მოხსენებაში რუსი ელჩების, ალექსი იევლევისა და ნიკიფორე ტოლჩანოვისა, რომლებიც იმერეთის სამეფო კარზე იმყოფებოდნენ (1650-1652) წლებში. მათ ბერებმა, რომლებიც ათონის მონასტრიდან იყვნენ გამოგზავნილი, უამბეს, რომ სადადიანოში, ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მარმარილოს ქვის საყდარში, რომელიც საბერძნეთის მეფეს, ჰერაკლეს აუგია, დაცულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი. ის კონსანტინოპოლიდან ჩამოუტანია ერთ წიგნების მცველს საბერძნეთში, თეოფილე მეფის დროს, წმინდა ხატების დევნისას. ღვთისმშობლის დადიანის და კათალიკოსის ბეჭდებით დალუქულ ვერცხლის კიდობანში ჩასვენებული კვართი საყდრის საკურთხეველთან იდგა.

ბევრს ცდილობდნენ რუსი დიპლომატები - ალექსი იევლევი, ფედოტი ელჩინი, პავლე ზახარევი, თვით ივანე მრისხანეც, რომ კვართი სამეგრელოდან რამენაირად გაეტანათ. რუს ელჩებს პირდაპირი მითითებები ჰქონდათ, ყველა ღონე ეხმარათ, მაგრამ სიწმინდის გატანა ვერ შეძლეს. ალექსი იევლევი აღნიშნავს, რომ მან ღვთისმშობლის კვართის შესახებ ჰკითხა ზაქარია მიტროპოლიტს, უნახავს თუ არა ნამდვილად ღვთისმშობლის კვართი. მიტროპოლიტს თურმე მრავალჯერ უნახავს და უთქვამს, რომ იგი წიგნების მცველმა ჩამოიტანა საბერძნეთში წმინდა ხატების დევნისას. "ის ნამდვილად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართიაო და სნეულის განკურნებაც მისგან ყოფილაო". თურმე ამ სიწმინდეებთან ერთად აქ ინახებოდა ძელიცხოვლის ნაწილი და სხვა წმინდანთა ნაწილებიც.

ასევე საინტერესოა იტალიელი მისიონერის, დონ კრისტოფორე დე კასტელის ცნობა: "უფლის დიდი დედა ხობის მონასტერშია, სადაც ბერძნებმა მოიტანეს (სარკინოზების მიერ) კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ".

ექვთიმე თაყაიშვილი თავის არქეოლოგიურ მოგზაურობაში ხობის ეკლესიაში დაცულ საგანძურთა შორის აღწერს სანაწილე კოლოფს, რომელშიც ინახებოდა ღვთისმშობლის კვართი და სხვა ნაწილები. იგი აღნიშნავს, რომ "წარწერა ეკუთვნის დიდ ლევან დადიანს. მისი მეუღლე ნესტან-დარეჯან ჭილაძის ასული გარდაიცვალა 1639 წელს. მაშასადამე, წარწერა გაკეთებულია 1639-1657 წლებში".

ცხადია, ეს ცნობები, რომლებიც რუს ელჩებს ადგილობრივმა ინფორმატორებმა მიაწოდეს, საყურადღებოა იმ თვალსაზრისით, რომ ისინი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის საქართველოში მოხვედრის ორ ვერსიას გვაწვდიან: პირველის თანახმად, ის ჩამოიტანეს VIII ს-ში ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლიდან; მეორის მიხედვით - XV ს.-ში, კონსტანტინოპოლის თურქთაგან დაპყრობის (1453 წ.) შემდეგ. თუ რომელი მოსაზრებაა სწორი, ამას შემდგომი კვლევა წარმოაჩენს.

საქართველოშია ღვთისმშობლის კვართის სარტყელის შუა ნაწილიც, რომელზეც წმინდა მარიამის ხელითაა ამოქარგული მისივე გამოსახულება. ერთ-ერთი ისტორიული წყაროს მიხედვით, იგი ბაგრატ მესამის მეუღლემ, ელენემ წამოიღო ბიზანტიიდან და ბედიის მონასტერში დაასვენა. შემდეგ ის დადიანების სასახლეში აღმოჩნდა, საიდანაც ხობის მონასტერში გადაუტანიათ...

გრიგოლ დადიანმა ხატის შენახვა მიანდო სიმამრს, საქართველოს უკანასკნელ მეფეს გიორგი XII-ს. მისი გარდაცვალების შემდეგ ხატი მიისაკუთრა მისმა ძემ, დავით ბატონიშვილმა და რუსეთში წააბრძანა. ხატის დასაბრუნებლად მთავრის ქვრივმა, ნინო ბაგრატიონმა, ხატი იმპერატორ ალექსანდრე I-ს მიართვა, რათა შემდგომ ეთხოვა კვლავ სამეგრელოში დაბრუნება.

იმპერატორმა ხატი ძვირფასი თვლებით შეამკობინა, ახალი პერანგით შემოსა, კვართისა და სარტყელისათვის საგანგებო მოწერილობით, რომლის თანახმადაც სამთავროში უნდა აეშენებინათ ეკლესია ვლაქერნის ხატის სახელობისა და იქვე დაეარსებინათ ქალაქი გრიგოლიოპოლისი, განსვენებული მთავრის, გრიგოლის მოსაგონებლად. ტაძრის აშენება თავს იდო გრიგოლ დადიანის მემკვიდრემ, მთავარმა ლევან V დადიანმა, რომლის მშენებლობა დამთავრდა 1830 წელს. მარტვილის ეკლესიაში დაბრძანებული ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატი ზუგდიდში გადმოაბრძანეს. ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი კი სამთავროს კარის ეკლესია გახდა.

ღვთისმშობლის კვართს ბევრი სასწაული უკავშირდება. პირველი სასწაული 632 წელს არის დაფიქსირებული. ცნობილია, რომ მან ორჯერ გადაარჩინა ბიზანტიის დედაქალაქი კონსტანტინოპოლი სარკინოზთა და ეგვიპტელთა შემოსევების დროს. ერთხელ, სარკინოზებს სახელგანთქმული სარდლის, მოავიას მეთაურობით, 6 დღე ჰქონდათ ალყაში მოქცეული კონსტანტინოპოლი. პატრიარქმა ფოტიმ კვართი გამოიტანა და ზღვას შეახო, ხომალდები აღელვებულმა ტალღებმა შთანთქა.

ერთი სასწაული საქართველოში 1891 წელს დაფიქსირდა. ყაჩაღებმა ხობის მონასტრიდან კვართი გაიტაცეს. ისტორიულ წყაროებში წერია, რომ საძებნად მთელი ხობი და სამეგრელო ფეხზე დამდგარა, მაგრამ ამაოდ. ბოლოს, 3 დღის შემდეგ, უეცრად კვართი ცისკრის ვარსკვლავით განათებულ ადგილას იპოვეს. სიწმინდე მონასტერში დააბრუნეს.

ზუსტად 2000 წლის მიჯნაზე ახალი სასწაული მოხდა. კვართზე იესო ქრისტეს გამოსახულება გამოჩნდა. მისი დანახვა მხოლოდ კინოობიექტივით გახდა შესაძლებელი. ის სტუდია "მემატიანის" ოპერატორებმა - გურამ როგავამ და დავით ასათიანმა აღმოაჩინეს. ქრისტიანულ სამყაროს მაცხოვრის სამი ხელთუქმნელი გამოსახულება აქვს: ერთი - პირსახოცზე, სახეზე დაფარებისას აღბეჭდილი გამოსახულება, მეორე - ტურინის სუდარისეული და მესამე - ზუგდიდის კვართზე გამოჩენილი ხატი. სამოსელზე იესოს გამოსახულება ადამიანის ხელით შექმნილი რომ ყოფილიყო, ის შეუიარაღებელი თვალისთვისაც შესამჩნევი გახდებოდა.

ღვთისმშობლის კვართზე იესოს გამოსახულების დაფიქსირების შემდეგ ინტერესი და ლტოლვა სიწმინდის სანახავად დღითი დღე იზრდება. აქ მოდიან უკურნებელი სენით შეპყრობილი ადამიანები. ჩამოდიან უცხოელებიც, რომელთაც სურთ, საკუთარი თვალით იხილონ სამოსელი, რომელიც ქრისტეშობის ღამეს მარიამ ღვთისმშობელს უნდა სცმოდა... თავს გამორჩეულად მიიჩნევენ ზუგდიდელებიც, რომელთაც ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაშივე ერგოთ ასეთი სასწაული...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
24.10.2022
ზემოთ ხსენებული სიწმინდეები ინახებოდა მალტაში, წმინდა იოანე იერუსალიმელის სახელობის კათოლიკური ორდენის რაინდებთან.
17.06.2022
წმინდა დავით გარეჯელის სახელთან დაკავშირებული სიწმინდეებიდან ჩვენამდე მოაღწია უდაბნოს ლავრის ტერიტორიაზე არსებულმა წყარომ,
22.05.2022
უფალმა ღირს ჰყო, ღრმა სიბერემდე ეცხოვრა წმინდა ნიკოლოზს. მაგრამ მასაც დაუდგა ჟამი გარდაცვალებისა.
06.01.2022

წმინდა მიწას, იერუსალიმს და იქ დავანებულ სიწმინდეებს დღემდე უამრავი მომლოცველი და მნახველი ჰყავს.

27.01.2021
მცხეთაში შემოსულმა წმინდა ნინომ სწორედ "მაყვლოვნად" წოდებულ ადგილას დაივანა და რამდენიმე წელი აქ ფარულად ლოცულობდა.
04.06.2020
1. თუ VI საუკუნეში, როცა სპარსთა ძლიერება დიდია და ზარასტრუსტის მოძღვრება გაბატონებული აზიაში მცირე იყო და არა საკმაო საქართველოს ნივთიერი ძალა ქრისტეს ჯვრის მძლავრ და გააფთრებულ მტერთა ხშირის თავ-დასხმის საწინააღმდეგოდ,
21.09.2019
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელი, -ეს უდიდესი სიწმიდე, რომელიც თავად ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა გადასცა წმიდა მოციქულ თომას,
21.09.2019
კიდობანში ინახებოდა ძვირფასი სიწმინდე-ღვთისმშობლის პერანგი, რომლისგანაც მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა
26.01.2019
თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის კანკელის მარცხენა კუთხის კედელში ჩასვენებული წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი შეკრულია წმინდა ნინოს თმით და ფარჩის საფარვლით არის შემოსილი.
20.11.2018
ერკეთის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია დედა მარიამი (ფოჩხუა):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat