05.01.2012
შობის მღვიმის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს ბაგის ეკვდერი. მღვიმეში ეს ერთადერთი ადგილი ეკუთვნის კათოლიკეებს.
იმ ეკვდერში შესასვლელიდან მარჯვნივ იმ ბაგის ადგილია, სადაც შობის მერე ქრისტე დააწვინეს. ბაგის შიგნითა ნაწილი, როგორც დიდი სიწმინდე, რომში, სანტა მარია მაჯორეს ტაძარშია დასვენებული VII საუკუნიდან. რამდენიმე წლის მერე წმინდა მიწა მუსლიმანებმა დაიპყრეს. ბაგის იმ ნაწილს, რომელიც ბეთლემში დარჩა, მერე მარმარილო შემოაკრეს. ბაგის ზემოთ ხუთი გაუქრობელი ლამპარია დაკიდებული. მის იქით, კედლისკენ არის პატარა ხატი, რომელზეც გამოსახულია ბეთლემელ მწყემსთა თაყვანისცემა ყრმა იესოსადმი.