მართლმადიდებლური სიწმინდეები
მართლმადიდებლური სიწმინდეები
საბერძნეთის დასავლეთის კარიბჭე
ბერძნული კუნძული კერკირა მსოფლიოში ცნობილი ლათინური სახელწოდებით კორფუ, იონიის ზღვის უკიდურესი ჩრდილოეთით მდებარეობს და წარმოადგენს საბერძნეთის დასავლეთის კარიბჭეს. იგი იტალიასთან ყველაზე ახლოს მდებარეობს. კერკირასა და ხმელეთის საბერძნეთს შორის ორი სამარშრუტო გემი დაცურავს: "წმინდა სპირიდონი" და "წმინდა თეოდორა". მღვდელმთავარ სპირიდონ ტრიმიფუნტელსა და კეთილმორწმუნე დედოფალ თეოდორას, რომელთა წმინდა ნაწილები კუნძულზე განისვენებენ, აქ დიდ თაყვანს სცემენ. კუნძულის მთავარი ქალაქი ორ ვენეციურ ციხესიმაგრეს შორისაა გაშენებული. მის არქიტექტურაში ჭარბობს ძველი (XII საუკუნის) და ახალი (XVI საუკუნის) ვენეციური, ფრანგული და ბრიტანული სტილი. დასავლეთის და აღმოსავლეთის საზღვაო გზაჯვარედინზე მდებარე კუნძული დასაბამიდან იზიდავდა მრავალ დამპყრობელს. რომაელებმა, გუთებმა, ნორმანდიელებმა, ჯვაროსნებმა, თურქებმა, ფრანგებმა, ინგლისელებმა - ყველა მათგანმა თავისი კვალი დატოვა ამ მიწაზე. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, კუნძული კერკირა სულით ყოველთვის ბერძნული და მართლმადიდებლური რჩებოდა.

ტაძარი, სადაც წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ნეშტი განისვენებს, აგებულია 1590 წელს. ცნობილია, რომ დაახლოებით VII საუკუნის II ნახევარში ბარბაროსთა შემოსევების გამო წმინდა სპირიდონის უხრწნელი სხეული, მშობლიური კვიპროსიდან გადაასვენეს კონსტანტინოპოლში. 1453 წელს ბიზანტიის დედაქალაქი თურქებმა დაიპყრეს. მღვდელმა გრიგოლ კალოხერეტმა წმინდა სპირიდონისა და დედოფალ თეოდორას ნეშტნი სერბეთში, ხოლო იქიდან კუნძულ კორფუზე გადაასვენა. ტაძრის აშენებამდე წმინდა ნაწილები მღვდელ გიორგის შთამომავლობის ოჯახურ ეკლესიაში ინახებოდა.

წმინდა სპირიდონის ლოცვებით ბევრი სასწაული აღესრულა კერკირაზე. XVII საუკუნეში კუნძული ჭირის ეპიდემიამ მოიცვა. კუნძულელები მიდიოდნენ ტაძარში და ევედრებოდნენ წმინდა მღვდელმთავარს გარდუვალი სიკვდილისგან ხსნას. ერთ ღამეს ხალხმა წმინდანის ტაძრის თავზე დაინახა საოცარი ნათება. მას შემდეგ ეპიდემიამ იკლო და გაქრა კიდეც. 1716 წლის აგვისტოში თურქთა ალყისგან ძალაგამოცლილი იყო ქალაქი. ხსნის იმედი აღარსაიდან იყო და ალბათ მალე მტერს ჩაუვარდებოდა ხელთ. უეცრად, ღამით, გაისმა საშინელი ჭექა-ქუხილი, რაც ამ დროისთვის უჩვეულო გახლდათ. თურქებმა ციხესიმაგრის თავზე დაინახეს მღვდელმთავრის ვეებერთელა გამოსახულება, რომელსაც ხელში ჯვარი ეჭირა. შეშინებულებმა ალყა მოხსნეს და წავიდნენ.

დღეს წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ნეშტთან მოსალოცად უამრავი ადამიანი ჩამოდის. წმინდა მღვდელმთავარ სპირიდონის სხეული სრულიად უხრწნელია. მუქმა, პერგამენტისმაგვარმა კანმა ერთგვარი სირბილეც კი შეინარჩუნა. ამას გრძნობს მომლოცველი შეხებისა და ნეშტის ამბორყოფის დროს.

ქალაქის ბოლოში არის წმინდა მოციქულთა - იასონის და სოსიპატროსის სახელობის ტაძარი, სადაც მათი წმინდა ნაწილები ინახება. პავლე მოციქულის მოწაფენი - წმინდა იასონი და სოსიპატროსი კუნძულ კერკირაზე სახარების პირველი მქადაგებელნი იყვნენ. ისინი აქ 63 წელს ჩამოვიდნენ. ააშენეს პირველმოწამე არქიდიაკონ სტეფანეს სახელობის პირველი ეკლესია. მათ ბევრი ტანჯვა იგემეს კუნძულის მმართველისგან, რომელმაც კუნძულზე ყველა ქრისტიანის სიკვდილით დასჯა ბრძანა. მოციქულები სასწაულებრივად გადაურჩნენ ამ დევნას, ორმა სიბერემდეც კი მიაღწია და ქრისტეს სამწყსო მოამრავლა. ბევრმა მათ მიერ მოქცეულმა მოწამებრივი გვირგვინი დაიდგა თავს. კუნძულის ახალმა მმართველმა მოციქულებთან მიიღო ნათლისღება სებასტიანის სახელით და წმინდა იასონს და სოსიპატროსს ეხმარებოდა ახალი ეკლესიების შენებაში. მოციქულები განისვენებენ საცხოვრებელი სახლებით გარშემორტყმულ მცირე სამრევლო ტაძრის საკურთხეველში, რის გამოც, სამწუხაროდ, მორწმუნეებს მათი წმინდა ნაწილების მთხვევის საშუალება არა აქვთ.

კორფუს ისტორიიდან აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი: 1799 წლის 19 თებერვალს რუსმა ადმირალმა უშაკოვმა იერიშით აიღო ევროპაში უმაგრესი კუნძულის ციხე. ეს უშაკოვის საზღვაო და ქრისტიანული მსახურების მწვერვალი იყო. სუვოროვს იმ დროს წამოუძახია: - რატომ არ ვიყავი მაშინ კორფუსთან თუნდაც მიჩმანადო.

აღდგომა დღეს ადმირალმა აღავლინა სადღესასწაულო ლიტურგია წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ნეშტის გამოსვენებით. კორფუს გათავისუფლებისთვის უშაკოვს მადლიერმა კუნძულის მაცხოვრებლებმა ბრილიანტებით მოოჭვილი ოქროს ხმალი მიართვეს.

"მეხუთე სახარება"
იესო ქრისტეს სუდარაზე ოთხივე კანონიკური სახარება მოგვითხრობს. მარკოზის სახარებაში ვკითხულობთ: "მოვიდა იოსებ არიმათიელი, შუენიერი მზრახველი, რომელი იგიცა მოელოდა სასუფეველსა ღმრთისასა, იკადრა და შევიდა პილატესა და მოითხოვა გუამი იესოსი... მან იყიდა არდაგი (ტილო) და გარდამოხსნა იგი ჯუარისა მისგან და წარგრაგნა იგი არდაგითა მით და დადვა იგი საფლავსა, რომელი იყო გამოკვეთილ კლდისაგან, და მიაგორვა ლოდი კარსა ზედა მის საფლავისასა" (მარკ. 15,43-46). საკმაოდ მტკიცე საფუძველი გაგვაჩნია იმისა, რომ ვამტკიცოთ: ტილო, რომელშიც იოსებმა და ნიკოდიმოსმა იესო ქრისტე საფლავად დადეს, დღემდეა შემორჩენილი. ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ ტურინში, კათოლიკური ტაძრის საკურთხევლის თავზე, ტყვიაგაუმტარი შუშით და სიგნალიზაციით დაცულ ძვირფას დაბეჭდილ კიდობანში დღემდე ინახებოდა მაცხოვრის სუდარა, რომელზეც დარჩენილია იესო ქრისტეს ჯვარცმული სხეულის ანაბეჭდი.

ტურინის სუდარა ოთხ მეტრზე მეტი სიგრძის და ერთი მეტრი სიგანის უძველესი ტილოა, რომელზეც გამოხატულია მამაკაცის სხეულის ორი სრული, ერთმანეთთან სიმეტრიულად განლაგებული გამოსახულება. ტილოს ერთ ნაწილზე გამოსახულია მამაკაცი წინ დალაგებული ხელებით და თანაბრად მდებარე ფეხებით; მეორე ნაწილზე - იგივე სხეულია ზურგის მხრიდან. ტილოზე გამოსახულება არ არის მკვეთრი, მაგრამ საკმაოდ დეტალურია, ის ერთი ფერისაა - მოყავისფრო-მოყვითალო, სხვადასხვა ხარისხის ინტენსივობით. შეუიარაღებელი თვალით შეიძლება გავარჩიოთ სახის ნაკვთები, წვერი, თმა, ტუჩები, თითები. დაკვირვების სპეციალურმა მეთოდებმა აჩვენეს, რომ გამოსახულება ზედმიწევნით გადმოსცემს ადამიანის სხეულის თავისებურებებს, რისი ხელით მიღწევაც შეუძლებელია. ტილოზე დარჩენილია სისხლის ნაკვალევი, რომელიც ჭრილობებიდან მოდიოდა, თავზე - ეკლის გვირგვინით მიყენებული სისხლჩაქცევების, ხელ-ფეხზე - სამსჭვალის ნაკვალევი, მკერდზე, ზურგზე და ფეხებზე - ნამათრახალი, დიდი სისხლის ლაქა მარჯვენა ფერდიდან.

სუდარის გამოკვლევის შედეგები შეჯერებულია ყველა სახარებასთან და ცხადყოფს, რომ გამოსახულება ქრისტეს თანადროულია - წარმოიშვა მაშინ, როცა იესოს სხეული საფლავში ამ ტილოზე იწვა, ზევიდან კი მისი მეორე ნახევარი ეფარა.

ტურინში ეს ძვირფასი რელიკვია 1204 წელს, ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობის და გაძარცვის შემდეგ აღმოჩნდა.

1998 წელს ტურინში აღინიშნა სუდარის მეცნიერული გამოკვლევების დაწყების 100 წლისთავი. მკვლევარებს რამდენჯერმე მიეცათ შესაძლებლობა, თანამედროვე სამეცნიერო მეთოდებით შეესწავლათ ეს უძველესი ტილო. ფიზიკოსებისთვის, ბიოქიმიკოსებისთვის, კრიმინალისტებისთვის და სამედიცინო ექსპერტებისთვის ეს ტილო გადაიქცა ერთგვარ მატიანედ, რომელიც იესო ქრისტეს სიკვდილით დასჯაზე მოუთხრობდა და დაწერილი იყო იმ ენაზე, რაც მხოლოდ მათთვის, სპეციალისტებისთვის, იყო გასაგები. სახარებაში მოთხრობილია, რომ იესო ქრისტე სიკვდილით დასჯამდე პილატემ გააშოლტინა, მაგრამ მხოლოდ ეს სუდარა "მოგვითხრობს", თუ რამდენად სასტიკი იყო ეს სასჯელი. მაცხოვარს ორი მეომარი შოლტავდა რკინისბოლოებიანი შოლტებითა თუ მათრახებით, როგორც ეს რომის არმიაში იყო მიღებული. სახარება მოგვითხრობს, რომ ჯალათებმა ეკლის გვირგვინი დაადგეს იესოს, მაგრამ ეს რომ არა მარტო დამცირების მეთოდი, არამედ ტანჯვა-წამების გაგრძელება იყო, ამაზე ასევე სუდარისგან "ვიგებთ". გვირგვინის მაგარმა ეკლებმა თავის კანი გახვრიტეს და სისხლი იესო ქრისტეს თმასა და სახეზე მოედინებოდა. სუდარის კვლევისას სპეციალისტებმა დაადგინეს I საუკუნეში დატრიალებული მოვლენები, თითქოსდა ღვთის განსაკუთრებული განგებულებით, მაცხოვრის სუდარამ რაციონალურ XXI საუკუნემდე მოაღწია, რათა ერთგვარი "მეხუთე სახარება" ყოფილიყო მათთვის, ვისაც არ ძალუძს ირწმუნოს, თუკი არ იხილავს.

1997 წელს ტაძარში, სადაც სუდარა ინახება, ხანძარი გაჩნდა. მეხანძრემ ჩვეულებრივი უროთი შეძლო ტყვიაგაუმტარი შუშის ჩამტვრევა. მეხანძრე იგონებდა, - უეცრად ჰერკულესის ძალა ვიგრძენიო. ერთი წუთიც რომ დაეგვიანებინა, სუდარა დღეს აღარ იარსებებდა. ოფიციალური ვერსიით, ხანძარი გაყვანილობის გაუმართაობის შედეგი იყო, მაგრამ ამ დროს ტაძარში რესტავრაცია მიმდინარეობდა და ამგვარი დეტალები გათვალისწინებული იქნებოდა. გაჩნდა ხანძრის საგანგებოდ გაჩენის ვერსიაც, მაგრამ მტკიცებულებანი ვერ მოიპოვეს.

მოამზადა დიაკონმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
24.10.2022
ზემოთ ხსენებული სიწმინდეები ინახებოდა მალტაში, წმინდა იოანე იერუსალიმელის სახელობის კათოლიკური ორდენის რაინდებთან.
17.06.2022
წმინდა დავით გარეჯელის სახელთან დაკავშირებული სიწმინდეებიდან ჩვენამდე მოაღწია უდაბნოს ლავრის ტერიტორიაზე არსებულმა წყარომ,
22.05.2022
უფალმა ღირს ჰყო, ღრმა სიბერემდე ეცხოვრა წმინდა ნიკოლოზს. მაგრამ მასაც დაუდგა ჟამი გარდაცვალებისა.
06.01.2022

წმინდა მიწას, იერუსალიმს და იქ დავანებულ სიწმინდეებს დღემდე უამრავი მომლოცველი და მნახველი ჰყავს.

27.01.2021
მცხეთაში შემოსულმა წმინდა ნინომ სწორედ "მაყვლოვნად" წოდებულ ადგილას დაივანა და რამდენიმე წელი აქ ფარულად ლოცულობდა.
04.06.2020
1. თუ VI საუკუნეში, როცა სპარსთა ძლიერება დიდია და ზარასტრუსტის მოძღვრება გაბატონებული აზიაში მცირე იყო და არა საკმაო საქართველოს ნივთიერი ძალა ქრისტეს ჯვრის მძლავრ და გააფთრებულ მტერთა ხშირის თავ-დასხმის საწინააღმდეგოდ,
21.09.2019
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელი, -ეს უდიდესი სიწმიდე, რომელიც თავად ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა გადასცა წმიდა მოციქულ თომას,
21.09.2019
კიდობანში ინახებოდა ძვირფასი სიწმინდე-ღვთისმშობლის პერანგი, რომლისგანაც მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა
26.01.2019
თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის კანკელის მარცხენა კუთხის კედელში ჩასვენებული წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი შეკრულია წმინდა ნინოს თმით და ფარჩის საფარვლით არის შემოსილი.
20.11.2018
ერკეთის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია დედა მარიამი (ფოჩხუა):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat