წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის ქალას უცნობი ისტორია
წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის ქალას უცნობი ისტორია
7 ივნისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის მესამედ პოვნის დღეს აღნიშნავს

წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის მესამედ მოპოვების ისტორიით, როგორც წესი, მთავრდება ხოლმე თხრობა წინამორბედის თავზე. ეს შეიძლება იმით აიხსნას, რომ ამ ისტორიის გაგრძელება კათოლიკურ დასავლეთს უკავშირდება.

850 წელს წმინდა იოანეს თავის ქალას ერთ-ერთი ნაწილი აღმოჩნდა ქალაქ პეტრაში, პროდრომოსის მონასტერში, კიდევ ერთი - წინამორბედის სახელობის სტუდიის მონასტერში. ამ სავანეში დაცული თავის ქალას სახის ნაწილი ჯერ კიდევ 1200 წელს მოსალოცად ჩამოსულმა ანტონიმ მოინახულა, მაგრამ უკვე 1204 წელს ჯვაროსნებმა სიწმინდე საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ამიენში გაიტანეს.

წმინდა დიმიტრი როსტოველის "წმინდანთა ცხოვრების" მინაწერი კიდევ სამ ადგილს მიუთითებს, სადაც იოანე ნათლისმცემლის თავის ქალას ნაწილები იყო დაბრძანებული: ათონის დიონისეს მონასტერი, კალუის უგროვლახეთის სავანე და პაპ სილვერის ეკლესია რომში, სადაც ამიენიდან გადმოიტანეს სიწმინდის მცირე ნაწილი.

საფრანგეთში წმინდა იოანეს თავის გამოჩენის ისტორია არაფრით განსხვავდება სხვა ქრისტიანული სიწმინდეების ისტორიებისგან, რომლებიც დასავლეთში აღმოჩნდა.
1204 წლის 13 აპრილს, მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, დასავლეთის რაინდებმა ბიზანტიის დედაქალაქი, კონსტანტინოპოლი, აიღეს, დაარბიეს და გაძარცვეს. როგორც ლათინთა გადმოცემა მოწმობს, ვალონ დე სარტონმა, რომელიც პიკინიიდან იყო, ერთ-ერთი სასახლის ნანგრევებში იპოვა ფუტლიარი, რომელშიც ვერცხლის მოზრდილ თეფშზე, შუშის ზარხუფის ქვეშ, იდო ადამიანის თავის ქალას სახის ნაწილი ქვედა ყბის გარეშე. მარცხენა წარბის ზემოთ ღრმული მოჩანდა, სავარაუდოდ, ნახანჯლარი. ვალონმა თეფშზე ბერძნული წარწერა ამოიკითხა, რომელიც ადასტურებდა, რომ ეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის ნაწილი იყო. ამასთან, წარბთან არსებული ღრმული თანხვდებოდა იმ ფაქტს, რომელსაც ნეტარი იერონიმე აღწერდა. მისი მოწმობით, გაცეცხლებულმა ჰეროდიადამ წმინდანის მოჭრილ თავს ხანჯალი ჩასცა.

ვალონ დე სარტონმა გადაწყვიტა, წინამორბედის თავი საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში, პიკარდიაში ჩაეტანა. 1206 წლის 17 დეკემბერს ქალაქ ამიენის კათოლიკე ეპისკოპოსი რიჩარდ გებეროელი ქალაქის კარიბჭესთან ზეიმით მიეგება იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილებს. ალბათ, ეპისკოპოსი დარწმუნებული იყო ნაწილების ნამდვილობაში, რაც იმ დროს ადვილი გადასამოწმებელი იქნებოდა. ამ დროიდან მოყოლებული, ამიენში და მთლიანად პიკარდიაში იწყება იოანე წინამორბედის თავის ქალას წინა, სახის მხარის, ნაწილის თაყვანისცემა.

1220 წელს ამიენის ეპისკოპოსმა საფუძველი ჩაუყარა ახალ კათოლიკურ ტაძარს, რომელიც გოთური სტილის ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ ნაგებობად იქცა. აქ გადმოაბრძანეს ქალაქის მთავარი სიწმინდე - იოანე ნათლისმცემლის თავის ქალას ნაწილი.

თანდათან ამიენი არა მხოლოდ უბრალო მოქალაქეთა, არამედ საფრანგეთის მეფეების, პრინცებისა და დიდებულების მოსალოც ადგილად გადაიქცა. პირველად წმინდა იოანეს თავის თაყვანსაცემად მივიდა საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო IX (კათოლიკურმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა), შემდეგ - შარლ VI, შარლ VII, რომელმაც დიდძალი შესაწირი გაიღო წმინდა ნაწილების შესამკობად.

1604 წელს რომის პაპმა კლიმენტი VII-მ, რომელსაც სურდა, რომში წინამორბედის სახელობის ეკლესია მისი წმინდა ნაწილით გაემდიდრებინა, ამიენის მღვდელმსახურებს სიწმინდის მცირე ნაწილი გამოსთხოვა, ძირითადი ნაწილი კი კვლავ ამიენის საკათედრო ტაძარში დარჩა.

წმინდა ნაწილების გადარჩენა რევოლუციის მძვინვარების დროს
1789 წლის რევოლუციის შემდეგ მთელ საფრანგეთში მიმდინარეობდა საეკლესიო ქონების აღწერა და ექსპროპრიაცია, რასაც წმინდა ნაწილების ამოღება-განადგურებაც ახლდა თან. წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავი ამიენის ტაძარში დარჩა 1793 წლამდე, სანამ რევოლუციური კონვენტის წარმომადგენლებმა არ მოითხოვეს. მათ წმინდა ნაწილებს ძვირფასი სამკაული მოხსნეს და სიწმინდის სასაფლაოზე დამარხვა ბრძანეს, მაგრამ რევოლუციონერ ხელისუფალთა ნება არ აღსრულდა. მათი წასვლის შემდეგ ამიენის მერი ლუი-ალექსანდრე ლეკევი მალულად დაბრუნდა საცავში და სიკვდილით დასჯის საფრთხის მიუხედავად, წმინდა ნაწილები შინ წაიღო. ასე გადარჩა ეს წმინდა რელიკვია. რამდენიმე წლის შემდეგ ყოფილმა მერმა სიწმინდე შესანახად გადასცა აბატ ლიოჟენს, ხოლო რევოლუციური დევნის დასრულების შემდეგ წმინდანის თავი ამიენის საკათედრო ტაძარში დააბრუნეს. ეს მოხდა 1816 წელს. იოანე ნათლისმცემლის თავის ქალა დღემდე ამიენის საკათედრო ტაძარში ინახება.

XIX საუკუნის მიწურულს ისტორიულმა მეცნიერებამ, ეკლესიის მესვეურთა მონაწილეობით, აღიარა, რომ შუა საუკუნეებში ხშირი იყო წმინდა ნაწილთა გაყალბების შემთხვევები. ამიენის სიწმინდისადმი საერთო უნდობლობის გამო მისდამი ინტერესი ნელ-ნელა იკლებდა.

წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავი დღეისთვის
წმინდა იოანე ნათლისმცემლის ნაწილების მიმართ ხელახალმა ინტერესმა XX საუკუნის შუა ხანებში, უფრო ზუსტად, 1958 წელს, იფეთქა. ამიენის ტაძრის წინამძღვარმა საეკლესიო ხელისუფლებას შეატყობინა, რომ აღმოსავლეთ საფრანგეთში, ვერდენში, XVII საუკუნიდან ინახებოდა ქვედა ყბის ნაწილი, სავარაუდოდ, იოანე ნათლისმცემლისა. მას სურდა არსებული ორი ნაწილის შეკავშირება და შედარება. ამიენის ეპისკოპოსის ნებართვით ჩამოყალიბდა კვალიფიცირებულ მედიკოს-ექსპერტთა კომისია. რელიკვიების შესწავლა რამდენიმე თვე გაგრძელდა. სამუშაოს დასრულების შემდეგ კომისიის დასკვნები შეიკრიბა დოკუმენტში, რომელსაც კომისიის ყველა წევრმა მოაწერა ხელი. კომისიის დასკვნები ასეთი იყო:

1. ვერდენის ობიექტის (იგულისხმება ვერდენში დაცული ქვედა ყბა) შედარებამ ამიენის ობიექტთან გამოავლინა მათი ანატომიური შეუთავსებლობა, რაც, უეჭველად, მათ სხვადასხვა წარმომავლობას ადასტურებს.

2. ქრონოლოგიის მიხედვით, ამიენის ნაწილები უფრო ძველია, ვიდრე ვერდენისა. გარეგნული შეხედულებით ვერდენის ნაწილები შუა საუკუნეების ძვლებს გვაგონებს.

3. თავის სახის ნაწილი ამიენიდან ძალიან ძველი ობიექტია, უფრო ძველი, ვიდრე "შუა საუკუნეების ძვლები"; მეორე მხრივ, ის ნაკლებად ძველია მეზოლითის ადამიანების ძვლებთან შედარებით, რაც საშუალებას გვაძლევს დავათარიღოთ მისი ასაკი ქრისტეს შობამდე 500-ქრისტეს შობიდან 1000 წლებით.

4. ადამიანის ასაკის ზუსტად დადგენა შეუძლებელია, რადგან კბილები არა აქვს. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ალვეოლები (კბილის ფოსოები) სავსებით განვითარებულია და ზოგიერთ ნაპირზე - გახეხილი, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ლაპარაკია ზრდასრულ (25-40 წლის) ადამიანზე.

5. სახის ტიპი - ევროპეოიდული (ე.ი. არც ნეგროიდული, არც მონღოლოიდური). სახის მონაცემებიდან გამომდინარე, ის შეიძლება მივაკუთვნოთ ხმელთაშუაზღვისპირულ ტიპს (ტიპს, რომელსაც თანამედროვე ბედუინები ეკუთვნიან).

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ამიენის ნაწილები ნამდვილია და ისინი წმინდა იოანე ნათლისმცემელს ეკუთვნის, რადგან ისტორიული წყაროების გარდა, ყველა მეცნიერული მონაცემი მის სასარგებლოდ მეტყველებს.

ამით მთავრდება წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის თანამედროვე ისტორია. სასიხარულოა, რომ ბოლო წლებში ამიენში მართლმადიდებელი მომლოცველები გამოჩნდნენ და საშუალება აქვთ, თაყვანი სცენ ქრისტიანობის ერთ-ერთ უდიდეს სიწმინდეს, წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავს, თუმცა ამ სიხარულს რამდენადმე აფერმკრთალებს ის ფაქტი, რომ ეს წმინდა ნაწილი არამართლმადიდებლურ გარემოში იმყოფება.

მოამზადა დიაკონმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
07.06. 2016
წმინდა იოანე ნათლისმცემელო
დაგვიფარე და შეგვეწიე,დაიფარე ჩემი შვილი და ოჯახი,დამიცავი ყოველი უბედურებისაგან,დიდება უფალს.
07.06. 2016
ლია...
ყველა ავადმყოფს, გაჭირვებულს შეეწიოს წმიდა იოანე ნათლისმცემელი!
11.09. 2015
მაია
გთხოვ შეგვეწიე წმინდა იოანე-შეეწიე ჩვენს ოჯახებს და ქვეყანას, განსაკუთრებით სნეულებაში მყოფ ბავშვებს...ჩემს სალომეს
30.05. 2014
dideba ufals
Wminda ioane natlismcemelo sheni shemweoba dzalian gvchirdeba
სხვა სიახლეები
24.10.2022
ზემოთ ხსენებული სიწმინდეები ინახებოდა მალტაში, წმინდა იოანე იერუსალიმელის სახელობის კათოლიკური ორდენის რაინდებთან.
17.06.2022
წმინდა დავით გარეჯელის სახელთან დაკავშირებული სიწმინდეებიდან ჩვენამდე მოაღწია უდაბნოს ლავრის ტერიტორიაზე არსებულმა წყარომ,
22.05.2022
უფალმა ღირს ჰყო, ღრმა სიბერემდე ეცხოვრა წმინდა ნიკოლოზს. მაგრამ მასაც დაუდგა ჟამი გარდაცვალებისა.
06.01.2022

წმინდა მიწას, იერუსალიმს და იქ დავანებულ სიწმინდეებს დღემდე უამრავი მომლოცველი და მნახველი ჰყავს.

27.01.2021
მცხეთაში შემოსულმა წმინდა ნინომ სწორედ "მაყვლოვნად" წოდებულ ადგილას დაივანა და რამდენიმე წელი აქ ფარულად ლოცულობდა.
04.06.2020
1. თუ VI საუკუნეში, როცა სპარსთა ძლიერება დიდია და ზარასტრუსტის მოძღვრება გაბატონებული აზიაში მცირე იყო და არა საკმაო საქართველოს ნივთიერი ძალა ქრისტეს ჯვრის მძლავრ და გააფთრებულ მტერთა ხშირის თავ-დასხმის საწინააღმდეგოდ,
21.09.2019
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელი, -ეს უდიდესი სიწმიდე, რომელიც თავად ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა გადასცა წმიდა მოციქულ თომას,
21.09.2019
კიდობანში ინახებოდა ძვირფასი სიწმინდე-ღვთისმშობლის პერანგი, რომლისგანაც მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა
26.01.2019
თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის კანკელის მარცხენა კუთხის კედელში ჩასვენებული წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი შეკრულია წმინდა ნინოს თმით და ფარჩის საფარვლით არის შემოსილი.
20.11.2018
ერკეთის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია დედა მარიამი (ფოჩხუა):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat