წმინდა მთაზე წასვლას წინ ერთი უცნაური შემთხვევა უსწრებდა
წმინდა მთაზე წასვლას წინ ერთი უცნაური შემთხვევა უსწრებდა
მადლობა ღმერთს, რომ წმინდა მთის მოსალოცად დღეს მრავალი ერისკაცი თუ ბერი მიდის და იქიდან მადლით სავსენი ბრუნდებიან. მსახიობმა და რეჟისორმა დავით გიორგობიანმა ათონის მთის მონასტრები მოილოცა, მრავალ სიწმინდეს მიეახლა და საკუთარი თვალით ნანახი ფირზე აღბეჭდა. შთაბეჭდილების გაზიარება "კარიბჭის" მკითხველისთვის ვთხოვე.

- პირველად ათონის მთა საქართველო-აფხაზეთის ომის დროს მოვილოცე. მანამდე, დეკანოზ აკაკი მელიქიძის ლოცვა-კურთხევით, ჩემს მეგობრებთან ერთად აფხაზეთში წავედი და იქ ქართველებს ვაფრთხილებდით მძიმე ჟამის მოახლოებას. ვთხოვდით სინანულით ცხოვრებას. სამდღიანი საუბრები გვქონდა აფხაზეთის ქართველობასთან. მერე, მამა აკაკის კურთხევით, შევხვდი მის მამას, მეუფე კონსტანტინეს.

მეუფესთან შეხვედრამდე შინ სასწაული ვიხილე. ივერიის ღვთისმშობლის ხატის წინ დღედაღამ კანდელი მენთო. ერთ მშვენიერ დღეს შევნიშნე, კანდელი ირწეოდა. რამდენიმე წუთი გაგრძელდა ასე. ამ სასწაულს გაკვირვებული ვუცქერდი, თან ვლოცულობდი. მეუფესთან შეხვედრას ვჩქარობდი და ვეღარ დაველოდე კანდელის გაჩერებას. როცა მეუფესთან საუბარი დავასრულე, საპატრიარქოს ეზოში უწმინდესი ვნახე. ლოცვა-კურთხევა ავიღე და გული გადავუშალე. ვუამბე კანდელის რწევის ამბავი. უწმინდესმა მითხრა, - ნუ გეშინია, შვილო, ყველაფერი კარგად იქნებაო. მერე მეგობრებმა მითხრეს, - დავით, ალბათ ათონის მთაზე უნდა წახვიდე და იქ შენი თვალით იხილო ივერიის ღვთისმშობლის ხატის წინ მოქანავე კანდელიო. მაშინ ამაზე ოცნებაც კი წარმოუდგენელი იყო. მოულოდნელად ერთმა მეგობარმა - საბერძნეთიდან ვიზა, მეორემ ავსტრიიდან საჩუქრად ფული გამომიგზავნა და ღვთის წყალობით საბერძნეთში წავედი. მაგრამ ვინ გამიშვა ათონის მთაზე - ბერძნებმა ათონის მთის ვიზა არ მომცეს. ალბათ, იფიქრეს, იქ დარჩებაო. მერე ჩემი მასპინძლის ოჯახში თქვეს, საავადმყოფოში გამოკვლევაზე ათონის ერთ-ერთი მონასტრის იღუმენია ჩამოსულიო. მაშინვე მის სანახავად წავედით. მან მკითხა, - შვილო, რა გაგჭირვებიაო. ჩემი მდგომარეობა ავუხსენი. ნუ გეშინია, შვილო, დღეს ჩემთან ერთად წამოხვალ ათონზეო. მოძღვართან ერთად უვიზოდ გავემგზავრე ათონის მთაზე.

ხილანდარი
პირველი შთაბეჭდილება საოცარი იყო. პირველად ხილანდარის სერბული მონასტერი მოვილოცე. ამ მონასტერში დაბრძანებულია სამხელიანი ღვთისმშობლის ხატი. ისტორია ღვთისმშობლის პატიოსანი ხატისა, რომელსაც ტრიხერუსა (სამხელიანი) ეწოდება, მჭიდროდ უკავშირდება ხატთაყვანიცემის დიდი ქომაგისა და ქრისტიანული ჰიმნოგრაფიის თვალსაჩინო წარმომადგენლის, იოანე დამასკელის სახელს.

წმიდა იოანე 676 წელს დაიბადა დამასკოში, ქრისტიანულ ოჯახში. მამამისს დამასკოს ხალიფას კარზე დიდი თანამდებობა ეჭირა, რასაც მარჯვედ იყენებდა ქრისტიანების მფარველობისათვის.

წმინდა იოანემ და მისმა მეგობარმა კოზმამ განათლება ოჯახში მიიღეს. კოზმას მამამისი ზრდიდა. შემდგომში ის საგალობლების ცნობილი ავტორი და მაიუმის ეპისკოპოსი გახდა. ყმაწვილებს ასწავლიდა დიდად განათლებული ბერი კოზმა, რომელიც არაბების ტყვეობიდან წმინდა იოანეს მამამ გამოისყიდა. მამის გარდაცვალების შემდეგ ხალიფამ იოანეს მისცა მისი თანამდებობა და წყალობითაც უხვად აავსო. მამის მსგავსად, იოანეც ცდილობდა, მდგომარეობა ქრისტიანების სამფარველოდ გამოეყენებინა. მაგრამ ღვთის განგება მას უფრო დიდი ღვაწლისათვის ამზადებდა. 730 წელს ბიზანტიის იმპერატორმა ლეონ ისავრიელმა გამოსცა ედიქტი, რომელიც ხატთა თაყვანისცემას კრძალავდა. ამ ბრძანებას ქრისტიანების რბევა-შევიწროება მოჰყვა. კონსტანტინოპოლის პატრიარქი გერმანე სამშობლოდან გააძევეს, სკოლები დახურეს, დედაქალაქის უმდიდრესი ბიბლიოთეკა გადაწვეს. ამ დროს წმინდა იოანე დამასკელმა ერთ-ერთმა პირველმა აღიმაღლა ხმა ეკლესიის დასაცავად. პირველსავე სიტყვაში, რომელიც მან ხატთა თაყვანისცემის დასაცავად წარმოთქვა, წმინდა წერილისა და წმინდა გადმოცემის საფუძველზე შესანიშნავად გახსნა საეკლესიო დოგმატი ხატების თაყვანისცემის შესახებ. მისმა მართლმადიდებლური რწმენისადმი წმინდა სიყვარულით შთაგონებულმა სიტყვამ იმათი გულიც კი შეძრა, რომელნიც ჭეშმარიტებას აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ. როცა ერეტიკოსები მიხვდნენ, რა საშიშროებას უქმნიდა ცრუ სწავლებას იოანე დამასკელი, ყოველი ღონით შეეცადნენ, ცილისწამებით დაემცირებინათ სახელი დიდი მქადაგებლისა.

იმპერატორმა ლეონმა მეგობრული წერილი გაუგზავნა დამასკოს ხალიფას, რომელშიც წმინდა იოანეს ხალიფას ღალატში სდებდა ბრალს. კერძოდ, იგი წერდა, რომ იოანე მზად იყო ჩაებარებინა იმპერატორისათვის ჯერ დამასკო, ხოლო შემდეგ მთელი ამ მხარის დაპყრობაში დახმარებოდა. რაზედაც იგი თითქოსდა უარით პასუხობდა, რადგან დამასკოს მმართველთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება სურდა. წერილს ლეონმა თან დაურთო ხელნაწერი, რომელიც თითქოსდა ბიზანტიის იმპერატორს წმინდა იოანემ გაუგზავნა.

განრისხებულმა ხალიფამ საქმის გამოუძიებლად, ისე, რომ არ შეისმინა იოანეს ვედრება, მიეცათ მისთვის დრო თავის გასამართლებლად, წმინდანისათვის იმ მარჯვენის მოკვეთა ბრძანა, რომლითაც მან თითქოსდა ბიზანტიის იმპერატორს წერილი გაუგზავნა. ბრძანება მყისვე შეასრულეს და მოკვეთილი მარჯვენა სხვათა დასაშინებლად საქვეყნო ადგილზე გამოფინეს.

საღამოთი, როცა ხალიფას მრისხანება შედარებით დაცხრა, წმინდა იოანემ მეგობრების მეშვეობით სთხოვა მოკვეთილი მარჯვენის მიცემა, რათა დაემარხა. ხალიფა დათანხმდა. შუაღამისას წმინდა იოანე სამლოცველო ოთახში ჩაიკეტა, მოკვეთილი მტევანი მკლავს შეუერთა და მუხლებზე დავარდნილი მხურვალედ შეევედრა ღვთისმშობელს, გაემთელებინა ხელი, რომელსაც იგი ღვთის სადიდებელი საგალობლის შექმნისთვის გამოიყენებდა.

ხორციელად ნაწამებსა და სულიერი მღელვარებით გადაქანცულ იოანეს ღვთისმშობლის ხატის წინ ჩაეძინა. ძილში მას დედა ღვთისა ეჩვენა, რომელიც ლმობიერი თვალებით უყურებდა, და უთხრა: "აი, ხელი შენი გამრთელდა; მეტად ნუღარ წუხხარ, არამედ შეასრულე ის, რასაც ლოცვაში შემპირდი". წმინდა იოანეს გამოეღვიძა და სასწაული იხილა: მოკვეთილი მტევანი მაჯას მიერთებოდა. წვრილი ვარდისფერი ზოლიღა მოაგონებდა გადატანილ ტანჯვას.

მადლიერების გრძნობით აღსავსე წმინდა იოანემ ბრძანა, გაეკეთებინათ ვერცხლის ხელი და მისი ქომაგის ხატზე მიემაგრებინათ, რის გამოც ამ ხატს ტრიხერუსა (სამხელა) ეწოდა.

ამ სასწაულმა მოსახლეობასთან ერთად ხალიფაც დაარწმუნა იოანეს უდანაშაულობაში და მისდამი ისევ მეგობრულად განეწყო, მაგრამ იოანემ გადაწყვიტა, რომ დაუდგა დრო აღთქმის აღსრულებისა. მიუხედავად ხალიფას ხვეწნა-მუდარისა, დატოვა მშობლიური ქალაქი და სამეფო კარი, მონები და მოსამსახურეები გაათავისუფლა, მთელი ქონება ღარიბებს დაუტოვა და კოზმასთან ერთად იერუსალიმისაკენ გაეშურა. იერუსალიმში წმინდა ადგილების მოლოცვის შემდეგ იგი სამოღვაწეოდ საბაწმინდის ლავრაში დამკვიდრდა.

KARIBCHEტრიხერუსა, ღვთისმშობლის სამხელიანი ხატი, მუდამ მასთან იყო, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ ლავრის საკუთრება გახდა. 1122 წელს ლავრას ესტუმრა სერბეთის მთავარეპისკოპოსი წმინდა საბა; ლავრის ძმობამ ღვთისმშობლისავე სურვილით ტრიხერუსა მას მიართვა, ასე რომ, ხატი სერბეთში იქნა გადაბრძანებული.

მე-16 საუკუნეში თურქეთის შემოსევის შედეგად ხატს განადგურების საფრთხე დაემუქრა. ღვთისმოსავმა სერბებმა გადაწყვიტეს, თვითონ ზეციური დედოფლისათვის მიენდოთ ხატის ბედი. სანდო წყაროებიდან ჩანს, რომ წმინდა ხატი სახედარს დაადგეს და თავის ნებაზე მიუშვეს, თვითონ კი შორიდან აკვირდებოდნენ, სად წავიდოდა იგი.

სახედარი ათონის მთისკენ გაემართა და ხილანდარის მონასტერს მიადგა. იქაურმა ბერებმა წმინდა ხატი დიდი სიხარულით მიიღეს და მთავარი ტაძრის საკურთხეველში დააბრძანეს.

რამდენიმე წლის შემდეგ მონასტრის იღუმენი გარდაიცვალა. ძმობას ახალი წინამძღვარი უნდა აერჩია. აზრთა სხვადასხვაობამ ძმობა ორად გახლიჩა. მაშინ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა კამათში ჩარევა მოისურვა, რათა ძმებს შორის წარმოშობილი შფოთი შეეწყვიტა. ერთ დილით, როცა ხილანდარის ბერები ღვთისმსახურებისათვის შეიკრიბნენ, ტრიხერუსა საკურთხეველში აღარ დახვდათ, იგი იღუმენის ადგილზე დაბრძანებულიყო. ხატი საკურთხეველში დააბრუნეს და კარები საგულდაგულოდ ჩაკეტეს, მაგრამ მეორე დილით იგივე სურათი იხილეს. ასე განმეორდა რამდენჯერმე. მაშინ ერთმა დაყუდებულმა ბერმა, რომელიც თავისი სიწმინდით გამოირჩეოდა, ძმებს უამბო, როგორ ეჩვენა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და განუცხადა თავისი ნება, რათა ძმები მისი ხატის საკურთხეველში გადაბრძანებით აღარ გარჯილიყვნენ, რადგან გადაწყვეტილი ჰქონდა, მონასტერში უთანხმოების მოსასპობად იღუმენის ადგილი თვითონ დაეკავებინა თავისი ხატის საშუალებით.

იმ დღიდან მოყოლებული დღემდე ხილანდარის სავანეში შეუცვლელად სრულდება ზეციური დედოფლის ნება: იქ იღუმენს არ ირჩევენ, არამედ პირდაპირ მის მოადგილეს ნიშნავენ.

აღსანიშნავია, რომ იღუმენის ადგილის თავზე დაბრძანებულია ტრიხერუსას სასწაულმოქმედი ხატი და ყოველი მსახურების წინ მისგან ისევე იღებენ ლოცვა-კურთხევას, როგორც იღუმენისაგან.

ათონის წესის მიხედვით, ბერ-მონაზვნები იმოსებიან მანტიით, მიდიან ხატთან, მის წინაშე ორ დიდ მეტანიას აკეთებენ პირჯვრის გამოსახვით, ემთხვევიან მის მარჯვენა ხელს, შემდეგ, როგორც წინამძღვარს, პირჯვრის გამოსახვის გარეშე თავს უხრიან და ღვთისმსახურებას იწყებენ.

ხილანდარის მონასტერში სვიმეონ მირონმდინარის ლოცვით ამოსული ვაზი დღესაც არის, რომლის ნაყოფსაც რძეგამშრალი დედები მიირთმევენ. მნიშვნელოვანია ასევე ღირსი მამის, საბა სერბიელის მიერ მონასტრისთვის შედგენილი წესდება. მასში ნათქვამია, რომ თუკი მონასტერი ოდესმე რაიმეს შეცვლის და მოაკლებს მას, სერბეთს განსაცდელი მოევლინება. როგორც ჩანს, დროთა განმავლობაში მართლა შეცვალეს მონასტრის წესდება. ამ დროს სერბეთში ომი დაიწყო, დაინგრა ქვეყანა, მერე ხილანდარის მონასტერი გადაიწვა.

ხილანდარის სამონასტრო მუზეუმში მრავალი სიწმინდეა განთავსებული. მონასტერში სიყვარულით და სტუმართმოყვარეობით იღებენ თითოეულ სტუმარს.

ზოგრაფი
ზოგრაფის მამათა მონასტერი, რომელიც ბულგარელებს ეკუთვნის, მაღალ მთაზეა. მაშინ მხოლოდ რამდენიმე ბერი ცხოვრობდა მონასტერში. იქ ვნახე წმინდა გიორგის ხელთუქმნელი ხატი. თურმე ბერძენი იმპერატორის ლევ ბრძენის მეფობის ჟამს, 919 წელს, სამმა ძმამ - მოსემ, აარონმა და ბასილიმ მიიღეს მონაზვნობა და დამკვიდრდნენ ათონის მთაზე. ძმებმა მცირე ზომის ეკლესია ააშენეს, მაგრამ ვერ შეთანხმდნენ, რომელი წმინდანის სახელი ეწოდებინათ მისთვის და ვისი ხატი დაეწერათ მომზადებულ დაფაზე. მათ გადაწყვიტეს, ეთხოვათ ღვთისათვის, რომ განეცხადებინა თავისი ყოვლადწმინდა ნება და განმარტოვდნენ სენაკებში სალოცავად. შუაღამისას ღვთაებრივმა ნათელმა მოიცვა ტაძარი და მიდამოს მოეფინა. დილით კი ტაძარში საოცარი სურათი წარმოუდგათ თვალწინ: დაფაზე დაწერილი იყო წმინდა გიორგის ხატი. სწორედ მისგან მოდიოდა ღამით ზეციური ნათელი და განაბრწყინებდა მათ სამყოფელს, რომელსაც, ამ ხატის მიხედვით, დაერქვა "ზოგრაფის" (ფერმწერის) მონასტერი.

სწორედ ამ დროს პალესტინაში, ფანუელის მონასტერში, წმინდა გიორგის ხატი საძმოს თვალწინ თავისით მოსცილდა დაფას და გაუჩინარდა. შეძრწუნებული ბერები ევედრებოდნენ უფალს, გაემხილა, სად გაუჩინარდა მათი მფარველის საკვირველთმოქმედი ხატი. ღმერთმა შეისმინა მათი ლოცვა და თვით წმინდა გიორგი მოუვლინა იღუმენს სანუგეშოდ. "ნუ წუხხართ ჩემზე, მე ვპოვე ჩემთვის ტაძარი ღვთის დედის წილხვედრ მხარეში, ათონზე. თუ გნებავთ, თქვენც მიაშურეთ იმ მხარეს; რამეთუ ღმრთის რისხვა მზად არის თავს დაატყდეს გარყვნილ პალესტინას!" სანამ ღვთის სამართლიანი რისხვა ბარბაროსების სახით თავს დაატყდებოდა იმ მხარეს, ბერები იღუმენთან ერთად გაემგზავრნენ წმინდა მთაზე, სადაც ერთ-ერთ სავანეში აღმოაჩინეს მათგან განშორებული ხატი წმინდა გიორგისა და აღარ ისურვეს ხატთან განშორება. იმ დროიდან დიდმოწამის ხატი დაუსრულებელ სასწაულთა წყაროდ შეიქმნა, რომლის თაყვანისსაცემად "ზოგრაფში" აურაცხელმა ხალხმა იწყო დენა.

KARIBCHEგანსაკუთრებით ყურადღების ღირსია ამ ხატზე აღსრულებული ერთი სასწაული. ერთ-ერთი ეპარქიის ეპისკოპოსმა (გადმოცემით ვოდინისა), რომელმაც იცოდა წმინდა გიორგის ხატის მიერ აღსრულებული სასწაულები, მოინდომა შეემოწმებინა მათი ჭეშმარიტება და ამ მიზნით ათონს გაემგზავრა. მან, ნაცვლად იმისა, რომ თავმდაბლად მიახლებოდა ხატს თაყვანისსაცემად, კადნიერად იკითხა: "ეს არის განა თქვენი საკვირველმოქმედი ხატი?" და საჩვენებელი თითი შეახო დიდმოწამის ლოყას... ღვთის რისხვამ არ დააყოვნა; წმინდა გიორგიმ სასტიკად დასაჯა ეპისკოპოსი, მისი თითი ხატს შეეზარდა. ამაოდ ცდილობდა თავზარდაცემული და განცვიფრებული მღვდელმთავარი მის მოგლეჯას ხატიდან. უბედური იძულებული გახდა დაეთმინა მტანჯველი ოპერაცია; მას თითი მოაჭრეს (თითის წვერი დღემდე ხატზეა). ამგვარად დარწმუნდა ეპისკოპოსი წმინდა დიდმოწამე გიორგის ხატის ჭეშმარიტ საკვირველმოქმედებაში.

ზოგრაფის წმინდა გიორგის ხატის ათონის მთიდან ჩამობრძანებული ასლი დაბრძანებულია თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში.

საოცრად ლამაზია ზოგრაფის მონასტერი, ციხე-კოშკებითაა შემკული.

ათონის მთიდან ერთ-ერთი ჩამოსვლის დროს ჩამოვიტანე ხატი, რომელზეც ზოგრაფის 200 ქართველი ბერია გამოსახული. უწმინდესს მივუტანე და რამდენიმე თვეში ეს ქართველი მამები წმინდანებად შერაცხეს.

ქსიროპოტამი
ქსიროპოტამის მონასტერიც ძალიან მაღალ კლდეზე დგას. უფალი ხომ ბრძანებს, "კლდესა ზედა აღვაშენე ეკლესიაი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მასო". როცა მონასტერში ბერებმა კათოლიკეებთან ერთად წირეს, მსახურების დროს თავზე დაემხოთ კანდელი. კანკელის წინ ვაშლის ხე იდგა, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე ისხამდა ნაყოფს. ვისაც რა ავადმყოფობა და სნეულება ჰქონდა, ამ ვაშლით იკურნებოდა. ხე გახმა და ეს სასწაულიც დაიკარგა, იმიტომ, რომ რწმენაზე იყო დაფუძნებული, მათი რწმენის გამო იყო, ნაყოფს რომ იღებდა. თუ კათოლიკეებთან ილოცე და მათთან ერთად პური ჭამე, ღმერთს აწყენინე და რწმენა შეიცვალე, უფალი არ გაპატიებს. როცა ქსიროპოტამის მონასტერი მოვილოცე, მახსენდებოდა, რამდენად არის საჭირო მართალი სარწმუნოება და მასთან არგანშორება. ქსიროპოტამის მონასტერი წმინდა ორმოცი სებასტიელი მოწამის სახელობისაა.

ივერონი
ივერონის მონასტერში, გარდა კეთილი შეგრძნებებისა, მთავარი არის იმ სასწაულთან შეხება, რომელიც ღირსმა მამა გაბრიელმა წყლიდან გამოაბრძანა - ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, პორტაიტისა, ანუ კარიბჭის სახელით ცნობილი. ივერონში ჩემი თვალით ვნახე წირვის დროს მოქანავე კანდელი - მთელი ღამე ქანაობდა.

ივერთა მონასტრის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარ ტაძარში, ზუსტად მშვენიერი სამეუფო კარის წინ კიდია 1834 წელს მღვდელმონაზონ ბენედიქტე ქიოტიშვილის მიერ შეწირული დიდი, უძველესი ვერცხლის კანდელი. ეს კანდელი წარმოადგენს უცნაურ და საიდუმლოებით მოცულ მოვლენას, ხილულ საოცრებას, ვინაიდან არ ემორჩილება სიმძიმის ძირითად კანონს და მოძრაობს თავისთავად. ეს სასწაული ხდება დიდ დღესასწაულებზე წირვისა და ლოცვის დროს, ხოლო ჩვეულებრივ დღეებში მოულოდნელად და უეცრად, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ლიტურგია. დღესასწაულებზე კანდელი მოძრაობას იწყებს მეტწილად ღამის თევის დროს, როდესაც იწყება ღმრთისმსახურების მთავარი ნაწილი, როცა სასიხარულო ჰიმნებსა და საგალობლებს უგალობენ უფალს და ადიდებენ დედოფალს ჩვენსას ღვთისმშობელს და როცა ზეიმისთვის ტიპიკონის მიხედვით ინთება შანდლები და ტაძრის ყველა სანთელი. უძველესი გადმოცემის მიხედვით, რომელმაც დღემდე მოაღწია უხუცესი მამებისაგან, კანდელის თავისთავად მოძრაობას დღესასწაულებზე შემდეგი მნიშვნელობა აქვს: ითვლება როგორც თვალხილული ნიშანი და დასტური იმისა, რომ ღვთისმშობელი იმ დროს თავის ტაძარში იმყოფება და ეუბნება იქ მყოფთ: "აი, ნიშანი, შეხედეთ, თქვენთან ვარ, თქვენთან ერთად ვმონაწილეობ ზეიმში და ბერებთან და სხვა ქრისტიანებთან ერთად ვზეიმობ, ვითარცა დედა თავის შვილებთან. ვლოცავ პატიოსანი და კეთილი საქმეების მოქმედთ. თბილ დედობრივ დარიგებას ვაძლევ ზარმაცთ, რომ გამოსწორდნენ, რადგან მიუხედავად მთელი ჩემი თანაგრძნობისა მათ მიმართ, უძლური ვარ, რაიმე გავაკეთო გულგრილთა სულების გადასარჩენად".

გადმოცემის მიხედვით, კანდელის მოძრაობა ჩვეულებრივ დღეებში მოასწავებს რაიმე უბედურებას ქვეყნისთვის სავალალო შედეგებით, როგორიცაა, მაგალითად, მიწისძვრა, ომი ან ეპიდემია. ესეც ღვთის განგებაა, ღვთისმშობლის მეოხება, დროული შეტყობინება, რათა ლოცვითა და სინანულით გამოვისყიდოთ ჩვენი შეცოდებანი ღვთის წინაშე და შეძლებისდაგვარად ავიცდინოთ მომავალი უბედურება.

ივერთა მონასტრის მატიანე მოგვითხრობს ასეთ საკვირველ შემთხვევას. ერთხელ ტაძრის ახალგაზრდა მნათემ იფიქრა, რომ კანდელის მოძრაობა დამოკიდებული იყო ქარის ქროლაზე. ამიტომ ქვიშა ჩაყარა კანდელის გარე სათავსში მის დასამძიმებლად. ამგვარად, მისი აზრით, კანდელი აღარ იმოძრავებდა. მაგრამ პირველსავე ღამეს, როცა ტაძარში შევიდა მოვალეობის შესასრულებლად, იხილა სხვა საოცრება. კანდელი სიმძიმის გამო მოწყვეტილი იყო საკიდს და იატაკზე დაცემული გამართული იდგა, მიუხედავად იმისა, რომ ქვემოთ ვიწრო და წვეტიანი იყო. წინანდელივით ენთო, თითქოსდა არაფერი შემთხვეოდა. შეშინებულმა მნათემ გადმოყარა ქვიშა, კანდელი ძველ ადგილს დაუბრუნა და მყის თვალცრემლიანი გაიქცა თავისი შეცოდების საღიარებლად; განუცხადა ყველას ეს ახალი სასწაული და ადიდა კარიბჭის ღვთისმშობელი, რადგან ამ გზით გამოიყვანა იგი ურწმუნოებიდან და ასწავლა, რომ "სადაც ღმრთის განგებაა, იქ ბუნების კანონები მარცხდებიან".

ათონელთა მოწმობით, თურქეთის ჯარების კვიპროსზე თავდასხმის წინა დღეებში კანდელი ისე ძლიერად მოძრაობდა, რომ ზეთი ძირს იღვრებოდა. იგივე ხდებოდა ამერიკა-ერაყის ომის დაწყებამდე. კანდელი მოძრაობდა სომხეთის თავს დამტყდარი მიწისძვრის წინაც.

ივერთა მონასტრის მამები ყურადღებით ადევნებენ თვალს საკვირველმოქმედ კანდელს. როცა იგი ჩვეულებრივ დღეებში განსაკუთრებით ძლიერად იწყებს მოძრაობას, დაუყოვნებლივ აცნობებენ ხოლმე ათონის მთის ყველა მონასტერს, რის შემდეგაც აღევლინება ერთობლივი ლოცვა ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მეოხებისა და შეწყალებისათვის. ამ მოვლენის შესახებ გადასცემენ განდეგილ მამებსაც თხოვნით, გააძლიერონ ლოცვა და გააღრმაონ მარხვა, რადგან თვით მარადის ქალწული იუწყება მოახლოებული უბედურების შესახებ. ჭეშმარიტად, სახიერი მეკარის ეს კანდელი დიდებული მოწმობაა იმისა, რომ ღმრთისმშობელი მუდამ ჩვენს გვერდით იმყოფება და არ მიგვატოვებს უმძიმეს განსაცდელშიც კი.

სასწაულმოქმედ კანდელზე ერთ ამბავს გავიხსენებ. ათონის მოსალოცად ერთი ინგლისელი, სახელად აიდენი, მივიდა. იქაური სასწაულების მოწმე ბერად შედგა. დღეს მღვდელმონაზონია. იქ ყოფნისას ვხედავ, ეს ბერი მივიდა მოქანავე კანდელთან და ხელით გააჩერა. ვფიქრობდი, ქართველების მიერ შეწირული სასწაულებრივად მოქანავე კანდელის სანახავად მოვედი, ძლივს დავინახე ჩემი თვალით ეს სასწაული და იმასაც აჩერებს-მეთქი? თურმე მორჩილება ჰქონდა, რომ კანდელში ზეთი ჩაესხა. ამისთვის გააჩერა. ჩაასხა. კანდელმა რწევა უფრო მეტად დაიწყო. რას წარმოვიდგენდი, რომ ადამიანისგან ასე გაქვავებული კანდელი თავისით დაიწყებდა ქანაობას, გავიდოდა ერთ მეტრამდე და გააგრძელებდა თავისით ქანაობას. მერე, ცოტა არ იყოს, გავკადნიერდი და შევღაღადე ღვთისმშობელს, - ხომ ჩემი თვალით ვხედავ, რომ მადლიც არის და მთლად უღირსი და ცოდვილი რომ არ ვარ, დამიმოწმე-მეთქი, რადგან ჩვენც, ქართველებს, საცხოვნებელი მადლი არ მოგვკლებია და არც არასოდეს მოგვაკლდება, დაისვენოს ახლა, მთელი ღამე რომ ქანაობს-მეთქი. მართლა არ გაჩერდა?! თავისით გაჩერდა და თავზე დამაჩერდა...

ივერონში მოღვაწეობდა სქემმღვდელმონაზონი მაქსიმე. მამა მაქსიმეს ივერიის ღვთისმშობლის ხატის მოვლის მორჩილება ჰქონდა. გამოეცხადა ღვთისმშობელი და დაავალა, მისთვის ტყეში, დაქანებულ ადგილას პატარა ეკლესია აეგო. ღვთისმშობელმა თავად მისცა ტაძრის გეგმა. ეს ძალიან ლამაზი ღვთისმშობლის კარის ეკლესია ივერონიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ტყეში მდებარეობს. მამა მაქსიმე მუდამ მდუმარებაშია. მდუმარება ქრისტიანობაში ერთ-ერთი უდიდესი ღვაწლია და ყველას არ ძალუძს, თუ სპეციალური კურთხევა არ იქნება ღვთისგან. ეს რჩეულთა ხვედრია. ისიც სასწაულია, მამა მაქსიმე რომ დამელაპარაკა. მკითხა - ივერიის ღვთისმშობლის ხატი საქართველოში რომ ჩამოვა, შენ გინდა მის გვერდით ყოფნაო? საოცარია, რომ მამა მაქსიმემ, მისმა მიწიერმა პატრონმა, დაამტკიცა წინასწარმეტყველება...

***
ათონზე სულ მინდოდა მოვხვედრილიყავი ღირსი მამის, ნილოს მირონმდინარე ათონელის კელიაში. გემით რომ მივდიოდი, ვიკითხე, სად უნდა ჩამოვსულიყავი. ეს გემი მიცურდა ზუსტად წმინდა ნილოს მირონმდინარის კელიასთან. სასწაულებრივად აღმოვჩნდი იქ, სადღაც ფრიალოზე. მოვილოცე იქაურობა. ღირსი მამა ნილოს მირონმდინარის გარდაცვალების შემდეგ მისი სხეულიდან მირონი მოედინებოდა. ამიტომაც ეწოდა წმინდა მამას მირონმდინარე. მირონი მოედინებოდა ამ კლდეებზე, ჩადიოდა ზღვაში და მორწმუნეები მიდიოდნენ ზღვაში საბანაოდ, რათა მისგან კურნება მიეღოთ.

KARIBCHEმცირე სასწაული მინდა მოგითხროთ. მისი მორჩილი ბერი შეწუხდა ამდენი მნახველით და წმინდა ნილოს მირონმდინარეს შესჩივლა ლოცვებში: - მამა ნილოს, მოსვენება აღარ მაქვს ამდენი ხალხის მოსვლით. შენ მიწაზე კი იყავი მდაბალი და წმინდანი, ახლა კიდევ აქ რა ამბავია, სულ დამერღვა მშვიდობაო. ყვედრებასავით გამოუვიდა. ამის შემდეგ შეწყვიტა მირონის დენა წმინდა ნილოსმა.

წიგნში, "ღირსი მამის წმინდა ნილოს მირონმდინარის სიკვდილის შემდეგ უწყება", ვკითხულობთ: ერთი ბერი თეოფანე ძალიან დიდ განსაცდელებში ჩავარდა და ათონის მთიდან წავიდა მუსლიმანობის მისაღებად. უფალმა მას გამოუგზავნა ღირსი ნილოს მირონმდინარე ათონელი ადამიანის სახით. სად მიდიხარო, - ჰკითხა. და პირველი შეხვედრისთანავე გადააფიქრებინა კიდეც განზრახვა. წამოიყვანა უკან სენაკში, დაარიგა და ათონის მთაზე დატოვა. ბევრჯერ ეცხადებოდა ამ ბერს წმინდა ნილოსი სხვადასხვა მამის სახით. ერთი წლის მერე კიდევ გამოეცხადა წმინდა ნილოს მირონმდინარე და აუწყა, - ეს მე ვიყავი და უფალს ნებავს, რომ შენ რაც ნახე და მოისმინე, ყველაფერი დაწეროო. ბერმა შეიცხადა, - მე როგორ დავწერ, სად მახსოვს, მთელი წელი რა მელაპარაკეო. უფალი მადლს მოგცემს და დაწერ. ბოლო სიტყვის დაწერის შემდეგ კი ყველაფერი დაგავიწყდებაო. ასე შეიქმნა ეს წიგნი, რომელსაც "ღირსი მამის წმინდა ნილოს მირონმდინარის სიკვდილის შემდეგ უწყება" ჰქვია. მის კითხვას რა სჯობია. არაფერი მცდარი არ არის. ყველაფერი ღვთისგანაა ნაბოძები. ამ წიგნში წერია ივერიის ღვთისმშობლის ხატის ათონის მთიდან წაბრძანების შესახებ. ეს იწინასწარმეტყველა ღირსმა ნილოს მირონმდინარემ გარდაცვალების შემდეგ.

ყუთლუმუში
ყუთლუმუშის მონასტერში ვნახე მამა პაისი. იქიდან გზა მიდის ბერი პაისის სენაკისკენ. ივერონიდან წამოსულს ღია ცის ქვეშ მიწევდა დარჩენა. გავბედე მამა პაისისთან წასვლა. გზაში უამრავი ხალხი შემხვდა. ყველა ერთსა და იმავეს მეუბნებოდა, - ბერ პაისისთან მიღება უკვე დამთავრდაო. გზა მაინც მშვიდად გავაგრძელე. მივადექი ერთ პატარა ქოხივით სახლს. ღობესთან რაჰათ-ლუკუმი, ფორთოხალი და წყალი ეწყო. წარწერაც შევნიშნე - "ევლოგია" - კურთხევა. იქ მისულებს ყველას ეძლევა კურთხევა, მიირთვას შემოთავაზებული ხილი. სენაკში შესვლამდე ზარი უნდა დარეკო. რამდენიმეჯერ ვცადე. არავინ გამომხედა. გულში ვფიქრობდი, მამა პაისი, ხომ ვიცი, რომ დიდი მამა ხარ. მე რომ მოვედი და ღამის გასათევი არ მაქვს, ისიც ხომ გეცოდინება. აქედან არსად წავალ, თუ არ მიმიღებ-მეთქი. მამა პაისის გამოსვლამდე გემრიელად მივირთვი ხილი, რაჰათ-ლუკუმი, წყალი. ცოტა არ იყოს, დავშოშმინდი და დავმდაბლდი კიდეც. მერე კიდევ ერთხელ მივედი ჭიშკართან და ზარი დავრეკე. რას ვხედავ, გამოვიდა თეთრწვერა, მოღიმარი მამა პაისი. დღემდე არ ვიცი, რა ენაზე ვესაუბრებოდით ერთმანეთს. მაგრამ ერთმანეთის გაგება არ გაგვჭირვებია. შეხვედრისთანავე დაზეპირებული ფრაზა ვუთხარი: ევლოგიტე ივერია - აკურთხე ივერია-მეთქი. ამის თქმა იყო და ხმის ჩამწერი ჩავრთე. დღესაც მაქვს მამა პაისის საუბრის ჩანაწერი, პირღიმილიანი ლოცავს ჩვენს ქვეყანას. დამშვიდობებისას დიდი ჯვარცმა გამომატანა, მისახსოვრა და მითხრა, - იმ მაღალ მთაზე, სადაც შუქი მოჩანს, კელიაში ჩემი სახელით მიდი და ღამეს გაგათევინებინებენო. მამა პაისის ლოცვით იმ მონასტერში ჩემი ადგილი აღმოჩნდა. მაშინ რასაც განვიცდიდი, ამის სიტყვებით გადმოცემა მიჭირს...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
24.10.2022
ზემოთ ხსენებული სიწმინდეები ინახებოდა მალტაში, წმინდა იოანე იერუსალიმელის სახელობის კათოლიკური ორდენის რაინდებთან.
17.06.2022
წმინდა დავით გარეჯელის სახელთან დაკავშირებული სიწმინდეებიდან ჩვენამდე მოაღწია უდაბნოს ლავრის ტერიტორიაზე არსებულმა წყარომ,
22.05.2022
უფალმა ღირს ჰყო, ღრმა სიბერემდე ეცხოვრა წმინდა ნიკოლოზს. მაგრამ მასაც დაუდგა ჟამი გარდაცვალებისა.
06.01.2022

წმინდა მიწას, იერუსალიმს და იქ დავანებულ სიწმინდეებს დღემდე უამრავი მომლოცველი და მნახველი ჰყავს.

27.01.2021
მცხეთაში შემოსულმა წმინდა ნინომ სწორედ "მაყვლოვნად" წოდებულ ადგილას დაივანა და რამდენიმე წელი აქ ფარულად ლოცულობდა.
04.06.2020
1. თუ VI საუკუნეში, როცა სპარსთა ძლიერება დიდია და ზარასტრუსტის მოძღვრება გაბატონებული აზიაში მცირე იყო და არა საკმაო საქართველოს ნივთიერი ძალა ქრისტეს ჯვრის მძლავრ და გააფთრებულ მტერთა ხშირის თავ-დასხმის საწინააღმდეგოდ,
21.09.2019
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელი, -ეს უდიდესი სიწმიდე, რომელიც თავად ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა გადასცა წმიდა მოციქულ თომას,
21.09.2019
კიდობანში ინახებოდა ძვირფასი სიწმინდე-ღვთისმშობლის პერანგი, რომლისგანაც მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა
26.01.2019
თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის კანკელის მარცხენა კუთხის კედელში ჩასვენებული წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი შეკრულია წმინდა ნინოს თმით და ფარჩის საფარვლით არის შემოსილი.
20.11.2018
ერკეთის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია დედა მარიამი (ფოჩხუა):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat