"იორდანესა შინა ნათელ-იღე, უფალო"
"იორდანესა შინა ნათელ-იღე, უფალო"
სულხან-საბას განმარტებით, წყალი არის "ერთი ოთხთა კავშირთაგანი, კეთილად დაბადებული ღვთისაგან პირველსა დღესა" (დაბადება 1,6). წყალს მიეწერებოდა მაცოცხლებელი და განმწმენდი ძალა. წმინდა იოანე ნათლისმცემელი ხალხს ნათლავდა წყლით. ქრისტიანული ნათლისღების დროს ხდება წყლის კურთხევა ანუ აიაზმა ("აიაზმა" ბერძნული სიტყვაა და ნაკურთხ, წმინდა წყალს ნიშნავს). საეკლესიო მოძღვრების მიხედვით, წყალი კურთხევით იძენს ძალას, რომელიც სხურების გზით კურნავს ადამიანის სულსა და სხეულს, განდევნის მისგან ხილული და უხილავი მტრის ბოროტ ზრახვებს, განწმენდს ეკლესიებს და სხვა შენობებს და დიდი სარგებლობა მოაქვს მორწმუნეთათვის. რატომ იკურთხება ეკლესიაში წყალი, როდის აღესრულება წყალკურთხევა, რა ძალა და თვისებები აქვს ნაკურთხ წყალს... ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ჯვარისმამის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა თავმას ჩოხელი.

- წმინდა მამების თქმით, ერთ-ერთი უდიდესი მღვდელმოქმედება, რომელიც ქვეყნიურ სტიქიებზე აღესრულება, არის წყალკურთხევა. რა ადგილი უკავია წყალს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და რატომ აკურთხებს ეკლესია მას?


- წმინდა ეკლესია საღვთო სიტყვით, ლოცვითა და მღვდელმოქმედებებით მხოლოდ ადამიანს კი არ აკურთხებს და განწმედს, არამედ ყველაფერს, რითაც იგი სარგებლობს დედამიწაზე: წყალს, ჰაერს და თავად მიწასაც, სხვადასხვა საგანსა და ნივთს, რაც აუცილებელია ჩვენი არსებობისა და კეთილდღეობისთვის; ეკლესია განწმედს და აკურთხებს მათ ზეციური კურთხევით, რათა მათი მეშვეობით მადლი და კურთხევა მიანიჭოს თავად ადამიანს.

წყალს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაგრამ მას უმაღლესი მნიშვნელობაც აქვს: მისთვის დამახასიათებელია საკურნებელი, განმწმედი ძალა, რის შესახებაც მრავალგზის არის ნათქვამი წმინდა წერილში.

ახალ აღთქმაში წყალი ემსახურება ადამიანის სულიერ მეორედ შობას - აღორძინებას ახალი ცხოვრებისათვის, მადლმოსილი არსებობისათვის და ცოდვებისაგან განწმედას. ნიკოდიმოსთან საუბარში ქრისტე მაცხოვარი ამბობს: "ამენ, ამენ გეტყვი შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა" (იოან. 3,5). თავად იესო ქრისტემ თავისი ქვეყნიური ცხოვრებისა და საზოგადო მსახურების დასაწყისში ნათელ-იღო წინასწარმეტყველ იოანე წინამორბედისაგან მდინარე იორდანეში. ამ დღესასწაულისადმი მიძღვნილ საგალობლებში ნათქვამია, რომ უფალი წყალთა განწმედას ანიჭებს კაცთა მოდგმას: "წყალნი იორდანესნი განწმიდა, ცოდვისა ხელმწიფება შემუსრა ქრისტემან ღმერთმან ჩვენმან..."

- მართლმადიდებელ ეკლესიაში დადგენილია ორი წყალკურთხევა: დიდი და მცირე. რა განსხვავებაა მათ შორის და როდის აღესრულება თითოეული მათგანი?

- დიდი წყალკურთხევა აღესრულება მხოლოდ და მხოლოდ ღვთის განცხადების - ნათლისღების დღესასწაულის წინა დღეს და თავად დღესასწაულზე. ეს წყალკურთხევა დიდად იწოდება ამ მღვდელმოქმედების განსაკუთრებული ზეიმურობისა და უფლის ნათლისღების მოხსენიების გამო. დიდ აიაზმაში ეკლესია ხედავს არა მარტო ცოდვათაგან განბანის პირველსახეს, არამედ თვით წყლის განწმედასა და კურთხევას მასში ნათელღებული უფლის წყალობით. მითითებანი, თუ როგორ სრულდება დიდი აიაზმა, "კურთხევანის" გარდა მოცემულია ტიპიკონში (6 იანვრის განგებულება), ხოლო საგალობლები - "თვენში".

დიდი წყალკურთხევა ძირითადად შედგება სხვადასხვა საკითხავისაგან და მთავრდება წყალთა კურთხევით - სამგზის შთაფლვით წყალში წმინდა ჯვრისა და ღვთის განცხადების ტროპარის სამგზის გალობით: "იორდანესა შინა ნათელ-იღე, უფალო".

- რა მნიშვნელობა აქვს ნაკურთხ წყალს და როგორ გამოიყენება იგი?

- ნაკურთხი წყალი დიდ აიაზმად ანუ დიდ სიწმინდედ იწოდება იმიტომ, რომ ღმერთის სულის გარდამოსვლით მან თავის თავში მიიღო უდიდესი ღვთაებრივი და საკვირველმოქმედი ძალა. მორწმუნეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს გამოიყენონ ნაკურთხი წყალი უდიდესი მოწიწებით, იღებენ მას საზრდოს მიღებამდე, მზრუნველობით ინახავენ მთელი წლის განმავლობაში, იპკურებენ საწინდრად სულისა და სხეულის სიჯანსაღისა, ლოცვითა და რწმენით მიიღებენ რა მას ავადმყოფობისას და ყოველგვარი უძლურებისა და შეჭირვების დროს.

ნაკურთხ წყალს იყენებს ეკლესია მირონის კურთხევისას (მოხარშვისას), ტრაპეზის, ოდიკების კურთხევისას და აღდგომის დღეს, არტოსის - სააღდგომო დიდი პურის კურთხევისას.

ეკლესია ნაკურთხ წყალს იყენებს აგრეთვე სხვადასხვა, რაიმეთი შებილწული საგნების და ნივთების განწმედისა და კურთხევისათვის.

წმინდა იოანე ოქროპირი ამბობდა, რომ წმინდა ღვთივგანცხადებული ნაკურთხი წყალი მრავალი წლის განმავლობაში უხრწნელი რჩება, არის ახალი, სუფთა და სასიამოვნო დასალევი, თითქოსდა ახალი ამოხაპული იყოს კამკამა წყაროდან. ეს არის საღვთო მადლის მიერ აღსრულებული სასწაული, რომელსაც ახლაც ცხადად ხედავს თითოეული ჩვენგანი!

- როდის და რა შემთხვევებში სრულდება მცირე წყალკურთხევა?

- მცირე წყალკურთხევის აღსრულება დადგენილია ყოველი თვის დასაწყისში. ამის საფუძველზე იგი აღესრულება ძველი სტილით 1 აგვისტოს (ახ. სტ. 14 აგვისტოს, მარიამობის მარხვის დაწყების დღეს) და ამიტომ ზოგჯერ "აგვისტოს წყალკურთხევადაც" იწოდება. ასევე, მცირე წყალკურთხევა აღესრულება სულთმოფენობის განზოგების (განახევრების, გაშუალედების) დროს, მოსახსენიებლად იმისა, რომ იესო ქრისტე ასწავლიდა ერს ცხოველი წყლის შესახებ, "რომელი ვიდოდის ცხორებად საუკუნოდ" (იოან. 4,14). მას აღასრულებენ აგრეთვე ლიტურგიის წინ სატაძრო დღესასწაულებზე, რომელთა დროსაც ტაძარი განახლდება ლოცვითა და წმინდა ნაკურთხი წყლის პკურებით.

მცირე წყალკურთხევის წესით ნაკურთხი წყალი მცირე აიაზმად იწოდება, განსასხვავებლად დიდი აიაზმისგან - წმინდა ღვთის განცხადების წყლისა, მაგრამ მისი გამოყენება კიდევ უფრო ვრცელია, ვიდრე დიდი აიაზმისა. ეკლესია მას იყენებს სხვადასხვა წესის აღსრულებისას და განმწმედი ლოცვების აღვლენისას, როგორებიცაა: ტაძრების, საცხოვრებლებისა და ყოველივე იმის კურთხევა, რაც ქვეყნიურ ცხოვრებაში გვესაჭიროება ანუ საზრდოსი და სასმლისა. ეკლესია მცირე აიაზმას იყენებს იმ ლოცვა-ვედრებათა აღსრულებისას, რომლებითაც ჩვენი კეთილი განზრახვები იკურნება, კერძოდ, სახლის კურთხევისას, მოგზაურობაში წასვლის წინ, კეთილ საქმეთა დაწყებისას. ყველა ამ შემთხვევაში აღესრულება მცირე წყალკურთხევა და წმინდა წყლის პკურება მორწმუნეთა გასამხნევებლად და მადლმოსილ განმტკიცებად მათი მომავალი ღვაწლისა და შრომისათვის. დაბოლოს, მცირე წყალკურთხევა აღესრულება საზოგადოებრივ და კერძო უბედურებათა მძიმე დღეებში, იმიტომ, რომ ეკლესიას ნაკურთხ-განწმედილ სტიქიაში სურს მოგვანიჭოს მადლი, ჩვენი მხსნელი უბედურებათაგან, სნეულებათა და მწუხარებათაგან.

- როგორი წესით სრულდება მცირე წყალკურთხევა?

- წყლის კურთხევის დროს, თუ მცირე აიაზმა ეკლესიაში სრულდება, ეკლესიის შუაში იდგმება ოთხკუთხა გადასაფარებლიანი ან სუფრიანი ტაბლა. ხოლო თუ წყლის კურთხევა ოჯახში სრულდება, ტაბლა იდგმება ხატის წინ, ტაბლაზე - წყლით სავსე ფიალა, ხოლო ფიალის წინ ჩვეულებისამებრ - სამი ან ერთი სანთელი. თუ წყალკურთხევა ხდება ჯვრის გამოსვენების დროს, როგორც 1 აგვისტოს, მაშინ მღვდელს გამოაქვს ჯვარი, უჭირავს თავს ზემოთ და მიემართება კურთხევის ადგილისაკენ.

- როდის დადგინდა ეკლესიაში წყალკურთხევის რიტუალი?

KARIBCHE- მცირე წყალკურთხევა, ისევე როგორც დიდი წყალკურთხევა, თავისი ფესვებით უძველეს წარსულს მიემართება, ქრისტეს ეკლესიის არსებობის პირველ ხანებს.

მოციქულთა დადგინებებში წყალკურთხევის წესის დამკვიდრება მიეწერება წმინდა მახარებელ მათეს. ბარონიოსის მოწმობით (132 წ.), მცირე წყალკურთხევის უძველესი ჩვეულება, არსებული ჯერ კიდევ თვით მოციქულთა დროიდან, დამტკიცდა, როგორც საეკლესიო წესი, რომის ეპისკოპოსის ალექსანდრეს მიერ, რომელიც იმპერატორ ადრიანეს დროს ევნო ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის (117-138 წ.წ.). ანტიოქიის პატრიარქი ბალსამონი (XII საუკუნე) ტრულის საეკლესიო კრების 65-ე კანონის განმარტებაში მოიხსენიებს მცირე წყალკურთხევას, როგორც უძველეს ჩვეულებას, დამკვიდრებულს ქრისტეს ეკლესიაში, და განმარტავს, რომ ამ კრების მამებმა დაადგინეს მცირე წყალკურთხევის აღსრულება თითოეული თვის დასაწყისში, რათა მორწმუნეები ამით აღდგომოდნენ წინ წარმართთა ცრურწმენით აღსავსე ჩვეულებებს, დაკავშირებულთ ახალმთვარეობასთან, რადგან ბევრი ქრისტიანი დიდხანს ემორჩილებოდა ამ ჩვეულებებს.

მცირე წყალკურთხევის წესის საბოლოო ჩამოყალიბება და დამკვიდრება მიეწერება IX ს-ის კონსტანტინოპოლის პატრიარქს ფოტის.

ნაკურთხი წყალი არის საღვთო მადლის ხატი: იგი განწმედს მორწმუნე ადამიანებს სულიერ სიბილწეთაგან, განანათლებს და განამტკიცებს მათ მაცხოვნებელი ღვაწლისათვის.

- რა მადლი და ძალა აქვს ნაკურთხ წყალს?

- ჩვენ პირველად ნათლობისას განვიბანებით მასში, როცა ამ საიდუმლოს მიღებისას სამგზის შთავიფლებით წმინდა ნაკურთხი წყლით სავსე ემბაზში. წმინდა წყალი ნათლისღების საიდუმლოში განბანს ადამიანს ცოდვის არაწმინდებისაგან, განაახლებს და ხელახლა შობს მას ახალი ცხოვრებისათვის ქრისტეში.

წმინდა თეოფანე დაყუდებული წერს: "ღმერთისაგან მომდინარე მთელ მადლს წმინდა ჯვრის, ხატების, ნაკურთხი წყლის, წმინდა ნაწილების, ნაკურთხი პურის (არტოსის, ანტიდორის დასარიგებლად დაჭრილი სეფისკვერის, სეფისკვერის) და სხვათა მეშვეობით ქრისტეს სხეულსა და სისხლთან უწმინდესი ზიარებისაგან - მხოლოდ იმათთვის აქვს ძალა, ვინც ღირსი გამხდარა ამ მადლისა სინანულით აღსავსე ლოცვებით, მონანიებით ცოდვებისა, სიმდაბლით, ადამიანებისადმი მსახურებით, მოწყალების საქმეებითა და სხვა ქრისტიანული სათნოებების გამოვლენით. ხოლო თუკი ისინი არ აქვს ადამიანს, მაშინ ეს მადლი ვერ იხსნის მას; საღვთო მადლი არ მოქმედებს თავისთავად, როგორც თილისმა, და უსარგებლოა უკეთური ადამიანებისა და მოჩვენებითი (სათნოების არმქონე) ქრისტიანებისათვის".

საკვირველ კურნებათა ურიცხვი სასწაული ჩვენს დღეებშიც ხდება. მაგრამ ღმერთი არ აღუსრულებს სასწაულებს მათ, ვისაც მათი ხილვა მხოლოდ ცნობისწადილით სურს და არ აქვს გულწრფელი განზრახვა, თავისი ხსნისათვის გამოიყენოს ისინი: "ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას" (მათ. 12,39), - ეუბნება მაცხოვარი თავის ურწმუნო თანამედროვეებს.

ამიტომ, ნაკურთხმა წყალმა რომ სარგებლობა მოგვიტანოს, ვიზრუნოთ სულის სიწმინდისათვის, ჩვენი ზრახვებისა და საქმეების მაღალი ღირსებისათვის.

- დაბოლოს, როგორია ნაკურთხი წყლის მოხმარების წესი?

- ყველა ქრისტიანულ ოჯახში უნდა ინახებოდეს ნაკურთხი წყალი, რომელიც გამოიყენება დასალევად და ოთახში საპკურებლად. ყოველ დილით, როცა უფლის სისხლსა და ხორცს არ ეზიარებიან, ნაკურთხ წყალს მოსვამენ, რათა სულიერად არ მოუძლურდნენ.

ნაკურთხი წყალი შეიძლება მოვიტანოთ ეკლესიიდან. თუ სისტემატურად ამის გაკეთება საძნელოა, შეიძლება უბრალო წყალს დავამატოთ და ამგვარად გავამრავლოთ.

ნაკურთხი წყალი უნდა ინახებოდეს მისთვის განკუთვნილ ჭურჭელში, დასალევად გამოყოფილი უნდა იყოს მცირე ზომის ჭიქაც.

ნაკურთხი წყალი უნდა მოვაპკუროთ ოთახებში, ყველა სათავსში. სხურება შეიძლება ხელით ან, თუ მხოლოდ ამ მიზნისათვის გამოვიყენებთ, რაიმე მაშხეფებელი ხელსაწყოთი.

ნაკურთხი წყალი არ იხრწნება, მორწმუნეები, როგორც სიწმინდეს, წლობით ინახავენ მას, რაშიც თითოეულ ჩვენგანს შეუძლია დარწმუნდეს; მაგრამ, თუ ნაკურთხ წყალს უდიერად მოვეპყრობით, ის შეიძლება გაიხრწნას კიდეც. ამის გამო იგი სუფთად უნდა შევინახოთ. ნაკურთხი წყლის მარაგს არ უნდა შეეხოს უცხო სხეული, არამედ მხოლოდ მისთვის გამოყოფილი ჭურჭელი (მაგალითად, დაუშვებელია წყალში ხელის ჩაყოფა ან მისი ბოთლიდან დალევა).
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
24.10.2022
ზემოთ ხსენებული სიწმინდეები ინახებოდა მალტაში, წმინდა იოანე იერუსალიმელის სახელობის კათოლიკური ორდენის რაინდებთან.
17.06.2022
წმინდა დავით გარეჯელის სახელთან დაკავშირებული სიწმინდეებიდან ჩვენამდე მოაღწია უდაბნოს ლავრის ტერიტორიაზე არსებულმა წყარომ,
22.05.2022
უფალმა ღირს ჰყო, ღრმა სიბერემდე ეცხოვრა წმინდა ნიკოლოზს. მაგრამ მასაც დაუდგა ჟამი გარდაცვალებისა.
06.01.2022

წმინდა მიწას, იერუსალიმს და იქ დავანებულ სიწმინდეებს დღემდე უამრავი მომლოცველი და მნახველი ჰყავს.

27.01.2021
მცხეთაში შემოსულმა წმინდა ნინომ სწორედ "მაყვლოვნად" წოდებულ ადგილას დაივანა და რამდენიმე წელი აქ ფარულად ლოცულობდა.
04.06.2020
1. თუ VI საუკუნეში, როცა სპარსთა ძლიერება დიდია და ზარასტრუსტის მოძღვრება გაბატონებული აზიაში მცირე იყო და არა საკმაო საქართველოს ნივთიერი ძალა ქრისტეს ჯვრის მძლავრ და გააფთრებულ მტერთა ხშირის თავ-დასხმის საწინააღმდეგოდ,
21.09.2019
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელი, -ეს უდიდესი სიწმიდე, რომელიც თავად ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა გადასცა წმიდა მოციქულ თომას,
21.09.2019
კიდობანში ინახებოდა ძვირფასი სიწმინდე-ღვთისმშობლის პერანგი, რომლისგანაც მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა
26.01.2019
თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის კანკელის მარცხენა კუთხის კედელში ჩასვენებული წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი შეკრულია წმინდა ნინოს თმით და ფარჩის საფარვლით არის შემოსილი.
20.11.2018
ერკეთის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია დედა მარიამი (ფოჩხუა):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat