კვართი უფლისა - რატომ ქმნიდა რუსული ეკლესია ცრუ ვერსიებს ამ სიწმინდის შესახებ
კვართი უფლისა - რატომ ქმნიდა რუსული ეკლესია ცრუ ვერსიებს ამ სიწმინდის შესახებ
ახლოვდება დღესასწაული "კვართისა საუფლოისა და სვეტისა ღვთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა".
რუსულ საეკლესიო კალენდარში კვართის შესახებ ვკითხულობთ: "1625 წლის მარტში მოსკოვში მეფე მიხეილ თეოდორეს ძე რომანოვს ეახლა მორიგი ელჩი სპარსეთის შაჰის, აბას დიდისა, რომელთანაც მას მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. ელჩმა ურუსან ბეგმა, წინამორბედი ელჩების მსგავსად, მეფესა და პატრიარქ ფილარეტს მდიდრული საჩუქრები მოართვა. მაგრამ ამჯერად პატრიარქის საჩუქრებს შორის ერთი ისეთი ერია, რომელიც დანარჩენ ძალიან ძვირფას საჩუქრებზე უმეტესი აღმოჩნდა. ეს იყო პატიოსანი თვლებით მოოჭვილ ოქროს ლუსკუმაში ჩასვენებული კვართი უფლისა. შაჰი წერდა, რომ სიწმინდე იბერთა ქვეყნის დაპყრობისას სამიტროპოლიტო სადიაკვნეში იპოვეს. იგი ერთ-ერთ ჯვარში იყო ჩატანებული. უწმინდესმა საჩუქარი სიხარულით მიიღო, მაგრამ წმინდა მამათა მცნებების დამცველი საყოველთაო თაყვანისცემისთვის მის გამობრძანებას არ ჩქარობდა. დაწვრილებით გამოძიებისთვის მან იმხანად მოსკოვში მცხოვრები ყველა ბერძენი ბერი მოიწვია და თითოეულმა, კვართის შესახებ რაც იცოდა, მოჰყვა. პატრიარქს ყველაზე სარწმუნო და სრულყოფილი ცნობები ბერმა ნექტარიუსმა მიაწოდა, რომელსაც უფლის კვართი საკუთარი თვალით ენახა ივერიაში ყოფნის დროს.

პატრიარქი მხოლოდ ბერთა ცნობებს არ დაეყრდნო და სიწმინდის ნამდვილობაში დასარწმუნებლად ჯვრის თაყვანისცემის კვირას ბრძანა, კვართი სნეულთათვის შეეხოთ. ბევრმა იქვე, ყველას თვალწინ მიიღო კურნება. 1625 წლის 27 მარტს უფლის კვართი მიძინების ტაძარში დააბრძანეს, მაგრამ მარხვის გამო მოვლენის საზეიმო აღნიშვნა გადაიდო და დაინიშნა 10 ივლისს - მიხეილ თეოდორეს ძის მეფედ კურთხევის წლისთავის წინა დღეს".

ასე რომ, ამ სიცრუემ რუსული ეკლესიის ლიტურგიკაშიც დაიმკვიდრა ადგილი, იქ უფლის კვართის დაბრძანების დღესასწაულიც კი არის დადგენილი. ეს ვერსია დღესაც იწვევს გაუგებრობას და უკმაყოფილებას მორწმუნე საზოგადოებაში. რუსული საეკლესიო კალენდრის ამ მცდარ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთავაზობთ ქართველი ისტორიკოსის, ელდარ მამისთვალაშვილის ნაშრომის - "ქრისტეს კვართი რუსეთ-ირანისა და საქართველო-რუსეთის დიპლომატიურ ურთიერთობაში" (1624-1625წ.წ.) - მიხედვით მომზადებულ მასალას:

მე-17 საუკუნის I მეოთხედში რუსეთისა და ირანის დიპლომატიური ურთიერთობის განსჯის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანი იყო საქართველოს საკითხი. რუსეთის მიერ ერთმორწმუნე საქართველოს მფარველად გამოსვლა შაჰ-აბასს აშფოთებდა. ირანის ხელისუფლებას კარგად ესმოდა, რომ რუსეთი საქართველოს აქტიურად ვერ დაიცავდა, მაგრამ დიპლომატიურ ასპარეზზე რუსეთის მიერ მისი საკითხის გამოტანა, გარკვეული გაგებით, შეაფერხებდა ამ ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას, მათ ერთობლივ გამოსვლას საერთო მტრის - ოსმალეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ. კახეთის მეფე თეიმურაზ I ცდილობდა, საქართველოს საკითხში რუსეთი გაეაქტიურებინა. შაჰ-აბასი ხედავდა რუსეთის მტკიცე პოზიციას (ჯერჯერობით მხოლოდ სიტყვიერს) თეიმურაზისა და მისი სამეფოს დაცვის საქმეში, ამიტომ იგი, ქრისტიან ხელმწიფესა და მის ელჩებზე ზეგავლენისთვის, ვითომდა სხვათა შორის, ამბობდა, რომ ივერთა ქვეყანაში ხელთ იგდო ქრისტეს კვართი, რომლის გაგზავნაც სურდა რუსეთის ხელმწიფისა და პატრიარქისთვის. შაჰი დასძენდა, რომ ამ სიწმინდის დაუფლება სურდა მრავალ ქრისტიან ხელმწიფეს და სთხოვეს კიდეც მას, მაგრამ არავის მისცა.

შაჰ-აბასისთვის ცნობილი იყო რუსეთის ეკლესიისა და სამეფო კარის დაინტერესება ქრისტიანული სიწმინდეებით. ჯერ კიდევ XV საუკუნის დასაწყისში რუსეთში ჩამოყალიბებული რელიგიურ-პოლიტიკური თეორიის ("მოსკოვი მესამე რომია") მიზანი იყო რუსეთში ეროვნული თვითშეგნების ამაღლება და მართლმადიდებელ ქვეყნებში რუსეთის გავლენის დამკვიდრება. რუსეთის ხელისუფლებას სურდა, "მესამე რომში" - მოსკოვში - შემოეკრიბა ქრისტიანთათვის უძვირფასესი სიწმინდეები. რუსმა ელჩებმა, რომელთაც კარგად იცოდნენ თავიანთი მეფისა და ეკლესიის განწყობილება, შაჰ-აბასს ურჩიეს, ხელმწიფისა და პატრიარქისთვის ეცნობებინა, რომ ისეთ საჩუქარს უგზავნიდა, რაც მათ გაახარებდა. ქრისტეს კვართის მოსკოვში წაღება დაევალა ქართველ ურუსან ბეგს. ამ საჩუქრის ნამდვილობას იმთავითვე ეჭვობდნენ. ირანიდან წამოსულმა რუსმა ელჩებმა დაიწყეს კვართზე ცნობების შეგროვება. მათ ურუსან ბეგს ჰკითხეს, - როგორ აღმოჩნდა ქრისტეს კვართი საქართველოში, რამდენი ხანია იქ ბრძანდება და სად ინახებოდა, როგორ მოძებნა შაჰმაო. ურუსან ბეგმა მხოლოდ ის იცოდა, რომ კვართი მიტროპოლიტს ჯვარში ჰქონდა შენახული.

რუსეთის საგარეო საქმეთა უწყების მასალების მიხედვით, საქართველოს მეფის, თეიმურაზის ელჩი რუსეთში, თეოდორე, იყო იერუსალიმში, გოლგოთის ქრისტეს აღდგომის ეკლესიის მთავარეპისკოპოსი. მოსკოვის საგარეო საქმეთა უწყებაში ირანიდან წამოსული რუსი ელჩების მოხსენების მიღებისთანავე გადაწყდა, კვართთან დაკავშირებით მოლაპარაკებოდნენ ქართველ ელჩს.

ივ. გრამოტინმა თეოდორეს უთხრა, რომ სრულიად რუსეთის დიდი ხელმწიფე და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქი ფილარეტ ნიკიტას ძე ქრისტიანული სარწმუნოების ჭეშმარიტი მზრუნველნი არიან, აწუხებთ ქრისტიანული სიწმინდეების ბედი... ყოველი ღონით ცდილობენ, ის სიწმინდე მუსლიმთა ხელიდან დაიხსნან და იხილონ თავიანთ სახელმწიფოში. ივ. გრამოტინმა თეოდორეს ჰკითხა: იცის თუ არა, სად იყო ქრისტეს კვართი და მოსასხამი, სამეფო საგანძურში თუ საეკლესიო ხაზინაში, როგორი იყო, უნახავს თუ არა მას და სად ინახება ამჟამად, რა ზომისაა კვართი, რითია ნაქსოვი, შაჰის მიერ ივერთა ქვეყნიდან წაღებული საგანძური ამჟამად სად არის, არის თუ არა საქართველოში კიდევ სხვა სიწმინდეები, რომელი სიწმინდეები იგდო ხელთ შაჰმაო.

თეოდრემ, რა თქმა უნდა, შესანიშნავად იცოდა სვეტიცხოვლის ტაძრისა და კვართის ისტორია, მაგრამ შეგნებულად დაამახინჯა საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები. რუსეთის ხელისუფლებას შესთავაზა სრულიად ახალი ვერსია კვართის საქართველოში მოტანისა და მისი შემდგომი ბედისა. თქვა, ვითომ ქრისტეს კვართი, მოსასხამი და სხვა სიწმინდეები ზანდუკით გოლგოთაზე, ქრისტეს აღდგომის საკრებულო ეკლესიაში ყოფილიყოს. თეიმურაზ მეფის მამამ - დავითმა ქართლში, ყუმუხთა ქვეყნის მახლობლად, ააგო ქვის ეკლესია და იერუსალიმიდან მოტანილი ქრისტეს კვართი, მოსასხამი და მრავალი სიწმინდე იქ მოათავსა. შაჰის მიერ საქართველოს აწიოკების შემდეგ კი თეიმურაზმა ის ზანდუკი თავისი ერთი დიდებულისგან დიდძალ თანხად დაირჩინა. იმ ზანდუკში იყო ქრისტეს კვართი და მოსასხამის ნაწილი, მაცხოვრის ის ხატი, რომელიც უფალმა იესო ქრისტემ მეფე ავგაროზს გაუგზავნა. აგრეთვე ქრისტეს ჯვრის რკინის სამსჭვალები და სხვა სიწმინდეები. ყველაფერი ეს თეიმურაზთანაა და შაჰს არავითარი სიწმინდეები არა აქვსო.

თეოდორეს მიერ კვართის შესახებ არსებული ისტორიული ტრადიციის უარყოფა იმით უნდა აიხსნას, რომ ის მოწმე შეიქმნა, რა აჟიოტაჟი მოჰყვა მოსკოვში შაჰის მიერ გაგზავნილ კვართს. მაგრამ რუსები მიხვდნენ, რომ ქართველი ელჩი ცრუობდა (მათ გამოძიებით დაადგინეს, რომ თეოდორე ქართველი კათოლიკე იყო, - რედ.). თეოდორეს პასუხმა უფრო მეტი კითხვა წარმოშვა. ვინმე მონაზონმა ანიკეიმ იცოდა ერთ-ერთი ქართული ლეგენდა კვართის ამ ქვეყანაში მოტანისა.

საგარეო საქმეთა უწყების არქიეპისკოპოსი ნექტარიოსი ამბობდა, საქართველოში ყოფნისას მოვინახულე სვეტიცხოველი. ტაძრის მარჯვენა მხარეს, პირველი სვეტის ქვეშ ჩადებულია ქრისტეს კვართი. ის მოიტანა რომელიღაც მეომარმა, რომელიც ქრისტეს ჯვარცმას ესწრებოდა. მას წილისყრით ხვდა მაცხოვრის მთელი სამოსი და საქართველოში წამოიღო. კვართისგან მრავალი სასწაული აღესრულებოდაო.

მიუხედავად გამოძიებისა, რუსეთის ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი მაინც ვერაფერი დაადგინა. ისინი მოუმზადებელი შეხვდნენ შაჰის ელჩებს და მის საჩუქარს.

1625 წლის 25 თებერვალს მეფე მიხეილ თეოდორეს ძემ მიიღო შაჰ-აბასის ელჩები, ხოლო 11 მარტს, დიდმარხვის მეორე კვირას, ხელმწიფემ და პატრიარქმა ელჩებს განსაკუთრებული მიღება მოუწყვეს კრემლის წახნაგოვან პალატაში, რომელსაც ესწრებოდნენ მოსკოვის სახელმწიფოს უმაღლესი ხელისუფლებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები.

შაჰ-აბასის ელჩმა ურუსან ბეგმა პატრიარქს მიართვა ოქროს, ლალისა და ფირუზის თვლებით შემკული ზარდახშა, რომელშიც იდო მოწითალო, მატყლისგან ნაქსოვი ქსოვილის ნაჭერი, ალბათ, ხანდაზმულობისგან სახეშეცვლილი. პატრიარქი და ზარდახშის საგანძურის სხვა მნახველები კვართის ნამდვილობამ დააეჭვათ. პატრიარქმა მეფეს მოახსენა, რომ ტილოს ქვეშ იდო ლათინურწარწერიანი ჯვარცმის ხატი. ლათინები ერეტიკოსები არიან, ქრისტეს პერანგად მიჩნეული სიწმინდე ურწმუნო შაჰ-აბასმა გამოგზავნა, ამიტომ ჭეშმარიტი მოწმობის გარეშე კვართის აღიარება სახიფათოაო.

1625 წლის 26 მარტს სამეფო პალატში, უმაღლეს პირთა შეკრებაზე გამოაცხადეს, რომ უფალმა თავისი ნება გამოხატა კვართის მიერ სასწაულების მოხდენით. დაადგინეს, რომ სიწმინდე მოეთავსებინათ ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, ოქროს კიდობანში. მის პატივსაცემად ყოველი წლის 27 მარტს დაწესდა დღესასწაული. კალენდარში მომხდარი ცვლილებების შემდეგ "უფლის კვართის დადების" დღედ გამოცხადდა 10 ივლისი.

გაჩნდა სხვადასხვა შინაარსის თქმულებები ქრისტეს კვართის შესახებ. XIX საუკუნის II ნახევარში ს. ბრაილოვსკიმ მოიპოვა ერთ-ერთი თქმულება, რომელიც ბერძნულიდან თარგმნილად ან "წმინდა რუსული წარმოშობისად" მიიჩნიეს.

ბრაილოვსკის ახალი ვერსიის მიხედვით, უფლის ჯვარცმის დროს იერუსალიმში იმყოფებოდა ერთი ქართველი. ურიებმა ქრისტეს სამოსის გასაყოფად კენჭი ყარეს. კვართი წილად ხვდა ქართველ მეომარს, რომელმაც ეს კვართი საქართველოში ჩამოიტანა და თავის დას აჩუქა. ეს ქალწული სამოცი წლის განმავლობაში ინახავდა ამ კვართს საიმედო ადგილას და ითხოვდა, რომ გარდაცვალებისას კვართში გახვეული ჩაესვენებინათ კუბოში. მის აკლდამაზე ამოიზარდა ულამაზესი ზეთისხილის ხე, საიდანაც მირონმა დაიწყო დენა. ეს მირონი კურნავდა ხალხს. მაგრამ ქართველებს სიხარბე მოერიათ და დიდძალი შემოსავლის საფასურად ყიდდნენ მირონს. ღმერთი განურისხდა მათ და ხე გაახმო. შეწყდა მირონის დენაც და კურნებაც. ქართველები შეიკრიბნენ, მოხუცებულებს რჩევა ჰკითხეს და გადაწყვიტეს, გაეთხარათ იმ ქალის საფლავი. გათხარეს და იხილეს: ქალის ხელუხლებელი სხეული ცვილივით იყო. ქართველებმა კვართს მეოთხედი მოახიეს. შემდეგ ააგეს მშვენიერი კიდობანი და მასში ჩაასვენეს კვართი, ხოლო ქალწულის სხეულზე აღმართეს საკრებულო ტაძარი. ხელმწიფე მიხეილ თეოდორეს ძემ გაგზავა ელჩები ყიზილბაშთა ხელმწიფესთან, რომელსაც დიდი მტრობა ჰქონდა ქართველ მეფესთან. ყიზილბაშთა მეფე წავიდა საომრად საქართველოში და ფიცი დადო, თუ ღმერთი შემეწევა, ყველაფერს გავუგზავნი ჩემს ძმას, მოსკოვის ხელმწიფესო. დაეხმარა ღმერთი მას საქართველოს დაპყრობაში და ღირსეულად დაეუფლა კვართს. მან უფლის კვართი მოსკოვში გაგზავნა.

ამ მიზანდასახულად შეცვლილი ამბის შემთხზველნი, როგორც ჩანს, არ იყვნენ ქართველებისადმი კეთილად განწყობილნი. აქ ხაზგასმულია ქართველთა სიხარბე, რის გამოც გახმა ცხოველმყოფელი ხე და მირონის დენაც შეწყდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მუსლიმანი შაჰის მიერ ქრისტიანული საქართველოს დალაშქვრის მიზეზის ღვთის ნების გამოხატულებით ახსნა.

მაგრამ კვართთან დაკავშირებული შემდგომი მოვლენები გვარწმუნებს, რომ მაინც რჩებოდა ეჭვი: ნამდვილად იყო თუ არა ის ქრისტეს კვართი? რუსეთის ხელისუფალნი დიდხანს ცდილობდნენ, დაედგინათ, რას წარმოადგენდა შაჰ-აბასის მიერ მოსკოვში გაგზავნილი ქსოვილი...

საქართველოს ეკლესიის უძველესი გადმოცემით, წმინდა სიდონია მეორედ მოსვლის დროს კვართით ხელში შეეგებება მაცხოვარს.

გადმოცემა და საქართველოს ეკლესიის მემატიანენი ამბობენ, რომ თავად მაცხოვარი იცავს წმინდა სიდონიას საფლავს. როდესაც ერთ-ერთი სულთნის ცოლმა თავის მონებს წმინდა სიდონიას საფლავის გათხრა უბრძანა, მიწიდან ცეცხლი ამოვარდა და დაწვა ისინი, ხოლო თავად სულთნის ცოლი დაბრმავდა. ამ გადმოცემის შესახებ უნდა სცოდნოდათ მუსულმანებს, თუგინდ საქართველოში მცხოვრები მუსულმანებისგან.

"საქართველოს ეკლესიის დიდების" ხატზე ცენტრალურ კომპოზიციას უფლის კვართი და სვეტიცხოველი წარმოადგენს. უფლის კვართს გარს საქართველოს წმინდანები ახვევია, ვითარცა მზისგან გამომავალი სხივები. ეს სიწმინდე საქართველოს ყველაზე დიდი კურთხევაა და იმედი იმისა, რომ ის დაიცავს მართლმადიდებლობას ქრისტეს მეორედ მოსვლამდე მთელ დედამიწაზე.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
24.10.2022
ზემოთ ხსენებული სიწმინდეები ინახებოდა მალტაში, წმინდა იოანე იერუსალიმელის სახელობის კათოლიკური ორდენის რაინდებთან.
17.06.2022
წმინდა დავით გარეჯელის სახელთან დაკავშირებული სიწმინდეებიდან ჩვენამდე მოაღწია უდაბნოს ლავრის ტერიტორიაზე არსებულმა წყარომ,
22.05.2022
უფალმა ღირს ჰყო, ღრმა სიბერემდე ეცხოვრა წმინდა ნიკოლოზს. მაგრამ მასაც დაუდგა ჟამი გარდაცვალებისა.
06.01.2022

წმინდა მიწას, იერუსალიმს და იქ დავანებულ სიწმინდეებს დღემდე უამრავი მომლოცველი და მნახველი ჰყავს.

27.01.2021
მცხეთაში შემოსულმა წმინდა ნინომ სწორედ "მაყვლოვნად" წოდებულ ადგილას დაივანა და რამდენიმე წელი აქ ფარულად ლოცულობდა.
04.06.2020
1. თუ VI საუკუნეში, როცა სპარსთა ძლიერება დიდია და ზარასტრუსტის მოძღვრება გაბატონებული აზიაში მცირე იყო და არა საკმაო საქართველოს ნივთიერი ძალა ქრისტეს ჯვრის მძლავრ და გააფთრებულ მტერთა ხშირის თავ-დასხმის საწინააღმდეგოდ,
21.09.2019
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელი, -ეს უდიდესი სიწმიდე, რომელიც თავად ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა გადასცა წმიდა მოციქულ თომას,
21.09.2019
კიდობანში ინახებოდა ძვირფასი სიწმინდე-ღვთისმშობლის პერანგი, რომლისგანაც მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა
26.01.2019
თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის კანკელის მარცხენა კუთხის კედელში ჩასვენებული წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი შეკრულია წმინდა ნინოს თმით და ფარჩის საფარვლით არის შემოსილი.
20.11.2018
ერკეთის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია დედა მარიამი (ფოჩხუა):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat