სიწმინდეთა თაყვანისცემა
სიწმინდეთა თაყვანისცემა
სიწმინდეა იქ, სადაც არის მამის, ძისა და სულიწმინდის მადლი, ქრისტიანი მოწოდებულია და ვალდებულიცაა, ეთაყვანოს სიწმინდეს
წმინდა დავით მეფსალმუნე შესთხოვს შემოქმედს: "გული წმიდა დაბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა" (ფს. 50,12). ლოცვისას ჩვენც ხშირად ვიმეორებთ ამ სიტყვებს. გული რომ განიწმინდოს, ჭეშმარიტ სინანულსა და ლოცვასთან ერთად ის სიწმინდეებსაც უნდა ეზიაროს და ეთაყვანოს. სიწმინდედ კი მართლმადიდებელი იმას მიიჩნევს, რაც სულიწმინდის ცხოველმყოფელ მადლთანაა ნაზიარები. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უპირველესი სიწმინდე თავად უფალია და მისი თაყვანისცემა სულითა და ჭეშმარიტებით გვმართებს. ეს კი სულისა და მისი ყოველი მოქმედების უხილავი მიქცევაა უფლისკენ - მისი მორჩილება გონებით, აზრითა და გრძნობით.

უფლის თაყვანისცემას გარეგნულადაც გამოვხატავთ: პირჯვრის წერით, მუხლის მოდრეკით, გალობით, ხმამაღლა ლოცვით... ეს ყოველივე საჭირო და კარგია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სულიერი თაყვანისცემისგან მომდინარეობს. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ სულიერი თაყვანისცემის გარეშე გარეგანი მოქმედება არათუ უსარგებლოა, ზიანიც კი მოაქვს.

გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი გიორგი სხირტლაძე.

- მამა გიორგი, რა არის სიწმინდე?

- სიწმინდე არის ის, რაც გაჟღენთილია ღვთის მადლით. სიწმინდეა იქ, სადაც არის მამის, ძისა და სულიწმინდის მადლი. სიწმინდე შეიძლება იყოს ესა თუ ის ადგილი თუ ნივთი. სიწმინდეა ქრისტეს მოწამეთა სხეულის ნაწილები, ამ ნაწილებიდან გამომდინარე მირონი. მართლმადიდებლური საეკლესიო ტრადიცია წმინდა მოწამეთა მირონმდინარე ნაწილებსაც იცნობს. სიწმინდე შეიძლება იყოს წმინდანების საფლავიდან აღებული მიწაც. სიწმინდეა თვითონ ტაძარი, ტაძარში არსებული საღვთისმსახურო ნივთები, ყველაფერი, რაც საეკლესიო მსახურებას უკავშირდება.

მაგრამ ყველაზე დიდი სიწმინდე თავად უფალია, რომლისა თანა არავითარი ბიწი არ არის. უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ შეიმოსა კაცი, ხორცი შეისხა სულისაგან წმინდისა და ქალწულ მარიამისგან, ყველაფერი ადამიანური მიიღო, გარდა ცოდვისა - უფალი ყოვლადწმინდაა. სწორედ ამიტომ ვუწოდებთ წმინდას ყოველივეს, რაც ღმერთთანაა ნაზიარები, რაც კავშირშია სულიწმინდის მადლთან. ყოვლადწმინდას ვუწოდებთ ღვთისმშობელსაც, ადამიანს, რომლის წიაღშიც განკაცდა შემოქმედი და რომელიც უფალთან სიახლოვით ყველა ქმნილ არსებას აღემატება.

- რატომ მოეთხოვება მორწმუნეს სიწმინდეთა თაყვანისცემა?

- პირველ ყოვლისა, თაყვანს ვცემთ უფალს. აქედან გამომდინარე, თაყვანს ვცემთ ყოველივე იმას, რაც საღვთო გამოცხადებით მოგვეცა და უფალს უკავშირდება. ქრისტიანობა ღვთივგამოცხადებული რელიგიაა, რომელიც თვითონ განსაზღვრავს და მიუთითებს ადამიანს, რას უნდა სცეს თაყვანი. სულისა და ხორცის მჭიდრო კავშირისა და მათი ურთიერთქმედების გამო სიწმინდეთა სულიერ თაყვანისცემას თან ახლავს სხეულებრივიც. ქრისტიანი მოწოდებულია და ვალდებულიცაა, ეთაყვანოს სიწმინდეს, რათა ბოლომდე გამოვლინდეს მისი შინაგანი განწყობილება და მთელი მისი ცხოვრება ღვთის განსადიდებლად წარიმართოს. პავლე მოციქული ამბობს: "გინა შჭამდეთ, გინა თუ ჰსუმიდეთ, გინა თუ რასაცა იქმოდით, ყოველსავე სადიდებელად ღმრთისა იქმოდეთ" (I კორ. 10,31).

უფლის ქრისტიანული თაყვანისცემა, თავისი ამაღლებული შინაარსით, არის თაყვანისცემა "სულითა და ჭეშმარიტებით" (ინ. 4,23-24), რამეთუ უფალი, უპირველესად, სულია.

- ექნება თუ არა აზრი სიწმინდეთა ბაგით თაყვანისცემას იმ შემთხვევაში, თუ ტაძრიდან გასული ადამიანი საქმით არ ეთაყვანება მთავარ სიწმინდეს - უფალს?

- ქრისტიანის ცხოვრება დანაწევრებული არ უნდა იყოს - არ შეიძლება, დღისით ქრისტიანი იყო, ღამით კი კრიმინალი; დღისით მრუშობდე, ღამით ფსალმუნებს კითხულობდე; ქადაგებებს წერდე სიწმინდეზე, ღაღადებდე სიკეთეზე, გულში კი ბოროტება გქონდეს. დასაგმობია, როცა ადამიანი ტაძარში მორწმუნეა, ტაძრის გარეთ - ურწმუნო. ასეთი სულს ამატერიალურებს, ნაცვლად იმისა, რომ მატერიაც გაასულიეროს. ერთი ხელით მადლს იღებს, მეორით კი განაბნევს.

არ შეიძლება, უფლის თაყვანისცემა დავანაწევროთ. წარმართების თაყვანისცემა მხოლოდ ხორციელი იყო, რადგან უხილავი ღმერთის არსებობა არ იცოდნენ, თაყვანს სცემდნენ მას, რასაც თვალით ხედავდნენ: მზეს, მთვარეს, ვარსკვლავებს... მაცხოვარმა გვასწავლა, რომ ღმერთი არის სული უხილავი და ამდენად, მისი თაყვანისცემაც და მსახურებაც სულიერი უნდა იყოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ღმერთს თაყვანს თავისი კეთილი სულით - სიმართლით, კეთილი ზნეობითა და ყოფაქცევით უნდა სცემდეს. ვისაც მუდამ ახსოვს, რომ ღმერთი ყველგანმყოფია, ყოველივეს ხედავს და ისმენს, და ეშინია, თავისი ცუდი საქმეებით არ განარისხოს შემოქმედი, - იგია ჭეშმარიტი თაყვანისმცემელი ღვთისა.

- მამაო, ძველი აღთქმის სიწმინდეებზე გვესაუბრეთ.

- მოსეს კარვისა და შემდგომ სოლომონის ტაძრისთვის ხელოვანთა ხელით გაკეთებული ყველა ნივთი წმინდა იყო. მათგან ერთნი წმინდა მორთულობას წარმოადგენდნენ, მეორენი კი, განსაკუთრებით პატივმისაგებნი და გამორჩეულნი, ღვთის დიდებას ასახავდნენ. ასეთი იყო "აღთქმის კიდობანი", რომელთან განსაკუთრებული კეთილკრძალულების გარეშე შეხებას შეიძლებოდა მოეკლა კიდეც ადამიანი. ასეთნი იყვნენ ასევე კარავში კიდობანზე დადგმული "ქერუბიმნი დიდებისანი".

- ახალი აღთქმის ერთ-ერთ პირველ სიწმინდედ ჯვარი ითვლება...

- ჯვარი მაცხოვრის ჯვარცმამდე წამების იარაღად ითვლებოდა, ქრისტემ კი იგი ხსნის იარაღად აქცია. გამოხსნის დოგმატის საიდუმლო, რომელიც მაცხოვარმა აღასრულა, ჯვარსა და ჯვარცმას უკავშირდება. გასაღები სამოთხისა ჯვარია. ჯვარცმით უფალმა ცოდვების ბორკილები მოგვხსნა და სასუფევლისაკენ გაგვიხსნა გზა. ჯვარი იმ ვნებებსაც გვახსენებს, უფალმა რომ დაითმინა. ქრისტიანმა იმდენად უნდა შეისისხლხორცოს ქრისტეს ჯვარი, რომ მისმა ცხოვრებამაც ჯვრის ფორმა მიიღოს.

ჯვარი უღელიცაა. ჩვენი ცხოვრებაც ჯვრისმტვირთველობის საიდუმლოს თანაზიარია. სამწუხაროდ, ზოგი თაყვანს სცემს ჯვარს, როგორც ქრისტიანულ სიწმინდეს, თავად კი კარგად ვერ გაუცნობიერებია, რა არის მისი პირადი ჯვარი. მაცხოვარი ამბობს: "რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯუარი თვისი და შემომიდეგინ მე"; "რომელმან არა აღიღოს ჯუარი თვისი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს" (მთ. 16,24; 10,38).

ჯვრის სიწმინდის თაყვანისცემითა და მისგან მადლის მიღებით დიდად წარვემატებით სულიერ თუ ხორციელ ცხოვრებაში, ცხადია, თუ ამას შეგნებულად აღვასრულებთ. თუ ჯვრის საიდუმლო იცი, უფრო მეტს დაითმენ, უფრო ძლიერი სულიერი იმუნიტეტი გამოგიმუშავდება და ღვთისკენ სავალ გზაზე მეტად წარემატები.

მართლმადიდებელი ეკლესია ასე ადიდებს ჯვარს: "ჯვარო, მფარველო ყოვლისა სოფლისაო! ჯვარო, მშვენიერებაო ეკლესიათაო! ჯვარო, სიმტკიცეო მეფეთაო! ჯვარო, შემწეო მორწმუნეთაო! ჯვარო, დიდებაო ანგელოზთაო და შემმუსვრელო ეშმაკთაო! დიდება, უფალო, ჯვარსა შენსა პატიოსანსა!"

ჯვარი უდიდესი სულიერი ძალაა, რომელიც კაცობრიობას ბოროტი ძალის ძლევისთვის მიეცა. მისი ძალით ითრგუნება ეშმაკი.

- ეკლესიას წმინდას ვუწოდებთ. რატომ?

- ეკლესიას ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერევიან, ის ქრისტეს მიერ დაარსებული მიწიერი სამოთხეა. ეკლესიაში უამრავი ადამიანი ცხონდა და ცხონდება აწმყოშიც და მომავალშიც.

როგორია ღვთის განგებულება მიწაზე ეკლესიის დაარსებისა?Eწმინდა მამები ამბობენ, რომ ქვეყნიერების შექმნის მიზანი მიწაზე ეკლესიის დაარსება იყო. ქვეყნიერების შექმნიდან ეკლესიის დაარსებამდე უზარმაზარი გზა განვლო კაცობრიობამ. კაცობრიობის ისტორია ქრისტეს მიერ ეკლესიის დაარსებამდე და მის შემდგომ პერიოდებადაც კი შეიძლება დაიყოს...

ეკლესია იმიტომ არის წმინდა, რომ ეს ის ადგილია, სადაც უფალი თავისი სისავსით სუფევს. ეკლესია წმინდაა მისი თავის - იესო ქრისტეს წყალობით, მასში სულიწმინდისა და მისი მადლმოსილი ნიჭების არსებობით, რომლებსაც საიდუმლოთა აღსრულებისას ან სხვა მღვდელმოქმედებებით ვეზიარებით.

- მამაო, წმინდა საიდუმლოებანი ახსენეთ. მათი აღსრულების დროსაც ხომ სიწმინდეს ვეზიარებით...

- მოგეხსენებათ, ეკლესიაში "საიდუმლოდ" იწოდება შვიდი მსახურება: ნათლისღება, მირონცხება, ზიარება, სინანული, მღვდლობა, ქორწინება და ზეთის კურთხევა. ნათლისღებით ადამიანი საიდუმლოდ იბადება სულიერ ცხოვრებაში. იგი, შეიძლება ითქვას, ეკლესიის კარია და სხვა საიდუმლოებებში მონაწილეობის უფლებას გვაძლევს; მირონცხებით ამაღორძინებელი და განმამტკიცებელი მადლი გვენიჭება; ზიარებით სულიერ საკვებს ვიღებთ; სინანული სულიერი სნეულებების - ცოდვებისგან გვკურნავს; მღვდლობით მიიღება მადლი, რათა სწავლების, ლოცვებისა და საიდუმლოთა საშუალებით სულიერად ააღორძინონ და აღზარდონ სხვები; ქორწინებით ბოძებული მადლი აკურთხებს ცოლქმრობას, ბავშვების ბუნებრივ დაბადებასა და აღზრდას; ზეთის კურთხევის დროს სულიერი სნეულებებისგან განკურნების გზით ხორციელი სნეულებებიც იკურნება.

საიდუმლოებებს შორის უდიდესი სიწმინდეა წმინდა ზიარება. როცა უფალი ჩვენი იესო ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენც წმინდა ვხდებით.

- როდის დაწესდა ეკლესიაში წმინდანთა ნაწილებისა და ხატების თაყვანისცემა?

- წმინდა გადმოცემის თანახმად, ეკლესია ყველა დროში მიაგებდა პატივს წმინდა ნაწილებს. უკვე II საუკუნის დასაწყისიდან არსებობს ცნობები ქრისტიანთა მიერ წმინდა ნაწილების თაყვანისცემის შესახებ. ქედის მოდრეკა გვმართებს წმინდანთა ღვთივსათნო ცხოვრებისა და მათი მოწამებრივი აღსასრულის წინაშე, ამიტომ ვეთაყვანებით წმინდანთა ნაწილებს.

უფლისა და წმინდანთა თაყვანისცემისა და პატივის მიგების ერთ-ერთი გარეგნული ფორმაა ხატთა თაყვანისცემა. ხატწერის ხელოვნება, რომელიც ღვთისმეტყველებაში დაიბადა, საუკუნეთა განმავლობაში მდიდრდებოდა - ასე ხდებოდა კატაკომბების დროსაც, მსოფლიო კრებების პერიოდშიც და თვით ხატმებრძოლეობის დროსაც. თაყვანისცემისათვის განკუთვნილი გამოსახულების სახით ხატი საბოლოოდ V საუკუნის I ნახევარში დამკვიდრდა. ამის საბაბი გახდა ღვთისმშობლის ხატის - "ოდიგიტრიას" (რომლის ავტორიც ლუკა მახარებელია) კონსტანტინოპოლში გადაბრძანება. მოგვიანებით, უკვე VIII საუკუნის ბოლოს, მეშვიდე საეკლესიო კრებამ მიიღო დოგმატი ხატთა თაყვანისცემის შესახებ.

- მართლმადიდებლურ ტაძარში ყველაზე წმინდა ადგილი საკურთხეველია, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიწმინდეა - ტრაპეზი...

- ტაძრის ცენტრი საკურთხეველია, საკურთხევლის ცენტრი - წმინდა ტრაპეზი. ტრაპეზი შეიძლება იყოს ხის ან ქვის. ქართული საეკლესიო ტრადიცია უფრო მეტად ქვის ტრაპეზებს იცნობს. არ აქვს მნიშვნელობა, რა მასალისგან იქნება აშენებული წმინდა ტრაპეზი; მნიშვნელოვანია ის, რომ მასზე აღესრულება წმინდა ევქარისტიის საიდუმლო. ცენტრი როგორც ხილული, ასევე უხილავი ღვთისმსახურებისა არის წმინდა ტრაპეზი. ესაა სიწმინდეთა სიწმინდე, მასში წმინდა ნაწილებია ჩასვენებული. წმინდა ტრაპეზზე მთხვევის უფლება მხოლოდ და მხოლოდ სასულიერო პირებს აქვთ. თუმცა იმავე ტრაპეზიდან ყველას მიეცემა უფლის სისხლი და ხორცი, რომელიც ასევე უდიდესი სიწმინდეა.

- სასულიერო პირების შესამოსელი თავისი სიწმინდითა და მნიშვნელობით განსხვავდება ჩვეულებრივი სამოსისაგან...

- სასულიერო პირს ერისკაცისგან სამოსი გამოარჩევს. ღვთისმსახურების აღსასრულებლად მღვდელმსახურნი განსაკუთრებული სამღვდელო სამოსით იმოსებიან. ყველაზე ხშირად იყენებენ ოლარსა და სამკლავურებს. ოლარი იმ მადლს განასახიერებს, რომელიც მღვდელს საიდუმლოთა აღსრულებისთვის ეძლევა. სასულიერო პირი ამ მადლს არა მარტო თვითონ ატარებს, არამედ შეუძლია, სხვასაც გადასცეს - თავზე ოლარი გადააფაროს სინანულის საიდუმლოს აღსრულების, პარაკლისის გადახდისა თუ დალოცვის დროს. სამკლავურები კი მღვდელმსახურს შეახსენებს, რომ ის ქრისტეს საიდუმლოთა აღსრულების ანდა მათში მონაწილეობის ჟამს საკუთარი ძალით როდი მოქმედებს, არამედ უფლის ძალითა და მადლით. სასულიერო პირი საღვთისმსახურო შესამოსელს იყენებს, როგორც სულიერ იარაღს, რითაც ემსახურება ღმერთს და ხალხის სულიერ წინსვლას.

- მამაო, უმთავრესი სიწმინდის - უფლის თაყვანსაცემად ხშირად ტაძრების აგების სურვილი უჩნდებათ. რამდენად ღვთივსათნოა ეს წადილი?

- თვითონ სურვილი ტაძრის აგებისა, ცხადია, ცუდი არ არის. ასეთი სურვილი ადამიანში ღვთის განგებულებითა და სულიწმინდის მიერ მოცემული ზრახვით წარმოიშობა. მაგრამ ბინძური ხელებით წმინდა საქმის კეთება არ შეიძლება. არ შეიძლება, ერთ ადგილას ხილულად ეკლესიას აშენებდე, სხვაგან კი შენი საქციელით უხილავად ანგრევდე მას. თუკი ადამიანს სიკეთის კეთება სურს, დაე, აკეთოს, მაგრამ ნუ მოიტყუებს თავს და ნურც ღმერთს ეთამაშება დამალობანას. ფარისევლობაა საშიში და არა გულწრფელი სურვილი სიკეთის ქმნისა.

სამწუხაროდ, ზოგჯერ ადამიანს ტაძრის აშენება ღვთის განსადიდებლად კი არა, საკუთარი თავის რეკლამირებისთვის სურს, ჰგონია, ღვთის სახლის აშენებით უფალს სიკეთეს უკეთებს. უნდა ვეცადოთ, ჯერ თავი განვიწმინდოთ, გულწრფელი აღსარებით ცოდვები მოვინანიოთ, მოვექცეთ უფლისკენ და მერეღა შევუდგეთ ტაძრის შენებას ხალხისთვის.Aარ შეიძლება, სხვას ეკლესიას უშენებდე და ამავდროულად იმდენი ხალხი გყავდეს დაბრკოლებული, რომ შენივე აშენებულ ეკლესიაში ვეღარ დაეტიოს. ამიტომ ჯერ იმათ შეურიგდი, იმათ გაუკეთე სიკეთე. როცა კაცი ხილულ ეკლესიას აშენებს, მის სულში უხილავი ეკლესიის მშენებლობა დაწყებული მაინც უნდა იყოს, საძირკველი მაინც უნდა ჰქონდეს ჩაყრილი. დიდი სიფრთხილეა საჭირო. ამასთან, თუკი ადამიანი ტაძრის აგებას მოისურვებს, მღვდელმთავრისგან უნდა აიღოს კურთხევა. გარდა ამისა, გული უნდა გაუხსნას უფალს და ეცადოს, მართალი იყოს.

- რამდენად სავალდებულოა მორწმუნისთვის სიწმინდეთა მოსალოცად სხვადასხვა ტაძრებსა თუ წმინდა ადგილებში სიარული?

- მადლი წმინდა ადგილებში გროვდება. ბევრს აქვს ასეთი ადგილების მოლოცვის სურვილი, რაც თავისთავად ცუდი არ არის. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი ყველგანაა და არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც ამა და ამ ადგილას ვცეთ თაყვანი, იერუსალიმში იქნება ეს თუ რომელიმე წმინდა მთაზე. სადაც დადიხარ, იმ ტაძარშია შენი იერუსალიმიც, თაბორიც და ათონის მთაც. ის ადგილია ყველაზე დიდი სიწმინდე და იმ ეკლესიის კედლებში მოგეცემა ყოველივე, რაც აუცილებელია შენი ცხონებისთვის. თუმცაღა, თუ სული გთხოვს წმინდა ადგილების მოლოცვას და შესაძლებლობაც გაქვს, ამაში ცუდი არაფერია. ეკლესია მიესალმება და აკურთხებს პილიგრიმობას.Mმაგრამ აკვიატებული აზრი, თითქოს ეს სავალდებულო იყოს, რომ ღმერთი სადმე არ არის და სადაც უფალია, იქ უნდა წახვიდე და თაყვანი სცე, - მცდარია.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
24.10.2022
ზემოთ ხსენებული სიწმინდეები ინახებოდა მალტაში, წმინდა იოანე იერუსალიმელის სახელობის კათოლიკური ორდენის რაინდებთან.
17.06.2022
წმინდა დავით გარეჯელის სახელთან დაკავშირებული სიწმინდეებიდან ჩვენამდე მოაღწია უდაბნოს ლავრის ტერიტორიაზე არსებულმა წყარომ,
22.05.2022
უფალმა ღირს ჰყო, ღრმა სიბერემდე ეცხოვრა წმინდა ნიკოლოზს. მაგრამ მასაც დაუდგა ჟამი გარდაცვალებისა.
06.01.2022

წმინდა მიწას, იერუსალიმს და იქ დავანებულ სიწმინდეებს დღემდე უამრავი მომლოცველი და მნახველი ჰყავს.

27.01.2021
მცხეთაში შემოსულმა წმინდა ნინომ სწორედ "მაყვლოვნად" წოდებულ ადგილას დაივანა და რამდენიმე წელი აქ ფარულად ლოცულობდა.
04.06.2020
1. თუ VI საუკუნეში, როცა სპარსთა ძლიერება დიდია და ზარასტრუსტის მოძღვრება გაბატონებული აზიაში მცირე იყო და არა საკმაო საქართველოს ნივთიერი ძალა ქრისტეს ჯვრის მძლავრ და გააფთრებულ მტერთა ხშირის თავ-დასხმის საწინააღმდეგოდ,
21.09.2019
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელი, -ეს უდიდესი სიწმიდე, რომელიც თავად ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა გადასცა წმიდა მოციქულ თომას,
21.09.2019
კიდობანში ინახებოდა ძვირფასი სიწმინდე-ღვთისმშობლის პერანგი, რომლისგანაც მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა
26.01.2019
თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის კანკელის მარცხენა კუთხის კედელში ჩასვენებული წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი შეკრულია წმინდა ნინოს თმით და ფარჩის საფარვლით არის შემოსილი.
20.11.2018
ერკეთის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია დედა მარიამი (ფოჩხუა):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat