”დედოფალი” - ”სიხარულის მომნიჭებელი”
”დედოფალი” - ”სიხარულის მომნიჭებელი”

ეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი «დედოფალი», რომელიც თბილისში, ერთ-ერთ უბანში, ჩვეულებრივ საცხოვრებელ სახლშია დაბრძანებული. მას ორი ახალგაზრდა მცველი ჰყავს - რეჟისორი ზურაბ შიოშვილი და მუსიკოსი გიორგი ჭოლოკავა. ხატი აბსოლუტური ანალოგია ივერონში დაბრძანებული დედა ხატის - ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, რომელსაც პორტაიტისა ეწოდება. წმინდა დედოფლის ხატი, რომელსაც უამრავი სასწაული უკავშირდება, ასევე სასწაულებრივად თავად ირჩევს, სად მიბრძანდეს - იქნება ეს ტაძარი, თუ კონკრეტული ადგილი, რათა მორწმუნეებს მასთან მიახლების საშუალება მიეცეთ. უწმიდესმა პატრიარქმა მას «სიხარულის მომნიჭებელი» უწოდა.


ზურაბ შიოშვილი:
- აპრილში მესიზმრა: დედის დაძახილზე გავედი სასტუმრო ოთახში, სადაც ჰაერში ეკიდა პორტაიტისად წოდებული ღვთისმშობლის ხატი. ამავე სიზმარში ვიცოდი, რომ ეს იყო სწორედ ივერონში დაბრძანებული ხატი, რომელიც თითქოს უკვე დაბრუნებულიყო ათონიდან და პირველად ჩვენ ოჯახში გამოჩნდა. გავოგნდი, რატომ გაჩნდა ეს ხატი უპირველესად მხოლოდ ჩვენთან-მეთქი. ხელი შევახე, რომ დამებრძანებინა. დამემორჩილა... სიზმრის შემდეგ იყო მსჯელობა, რას შეიძლება ნიშნავდეს ესო... დროთა განმავლობაში დავიწყებასაც კი მიეცა ეს ყველაფერი. არც მოძღვართან გვიცდია ამის გარკვევა. იმას კი მივხვდი, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი სიზმარი. შემდეგ კი უკვე დავიწყე ყურადღების მიქცევა იმაზე, რომ ჩემი და გიორგის ცხოვრებაში მოვლენებმა სხვაგვარად დაიწყეს განვითარება. მაგალითად, გიორგის ერთ დღეში ისე აეწყო საქმე, რომ ჩვენი ათონზე წასვლა მარტივდებოდა. გიორგისთან მივიდა უცხო ადამიანი, ბერძენი და საბერძნეთში გამგზავრება შესთავაზა.

KARIBCHE

გიორგი ჭოლოკავა


გიორგი ჭოლოკავა: - გარკვეულ საკითხებზე ბერძნებთან ურთიერთობამ მომიწია. ზურამ მითხრა, თანდათან ვუახლოვდებით საბერძნეთში წასვლასო. არადა, ადრე უფრო იერუსალიმში მოგზაურობას ვფიქრობდით. ვხვდებოდით ათონზე ნამყოფ ქართველ სასულიერო პირებს, ვსაუბრობდით წმინდა მთაზე. დავიწყეთ ათონზე გასამგზავრებლად მზადება და ვიზის მისაღებად ტექნიკური საკითხების მოგვარება. როდესაც ვიზები გავაკეთეთ, დღის წესრიგში დადგა ღვთისმშობლის ხატის წაბრძანების თემა.
ზურა: - გვინდოდა, ივერიის ღვთისმშობლის ხატი იქიდან ჩამოგვებრძანებინა, მაგრამ უფალი ამა თუ იმ მოვლენის აღსასრულებლად აღმასრულებლებს გამოარჩევს ხოლმე. გუმანით მივხვდით, რომ აქედან უნდა წაგვებრძანებინა ივერიის ღვთისმშობელი და დავიწყეთ ხატის ძიება. იყო ლამაზი ხატები, მაგრამ ან ჩარჩო არ მოგვწონდა, ან სხვა რაიმე დეტალი. წასვლის დრო ახლოვდებოდა. გიორგის ვუთხარი, - ჩანს, ღვთისმშობელი თავად გვეტყვის, რომელი ხატი წავაბრძანოთ-მეთქი. გადაწყვეტილი გვქონდა, წასაბრძანებელი ხატი აუცილებლად პერანგით ყოფილიყო შემოსილი, როგორიც პორტაიტისას ხატია და, ამავდროულად, უნდა ყოფილიყო სრული ასლი. სამი-ოთხი დღის შემდეგ მართლაც გამოჩნდა ასეთი ხატი.
გიორგი: - ამის შემდეგ დამზადდა კიოტიც. ხატი საკურთხებლად მივაბრძანეთ წმინდა სამების ტაძარში. პირველი ხატი, რომლის პირისპირაც დავაბრძანეთ, იყო დოქიარის ღვთისმშობლის მსწრაფლშემსმენელი. ტაძრიდან გამოსულებს ტაძრის ეზოში მყოფი გაჭირვებული და ავადმყოფი ადამიანები დიდი სიხარულით ხვდებოდნენ და ცდილობდნენ ხატთან მიახლოებასა და მოლოცვას. კურთხევის შემდეგ მაშინვე მანუგეშებელი გახდა დედოფლის ხატი. ამის შემდეგ სიონში სიონის ღვთისმშობლის ხატის პირისპირ დავაბრძანეთ, შემდეგ სამთავროს ფერიცვალების ტაძარში, სადაც დაბრძანებული იყო მამა გაბრიელის ლუსკუმაზე და ღვთისმშობლის ხატთან, სვეტიცხოველში კი მაცხოვრის კვართთან. ხატმა საბერძნეთში უამრავ განსაცდელს გადაგვარჩინა, მათ შორის საშინელ ავტოკატასტროფას.


ზურა: - ღვთისმშობლის ხატი სამთავროში მივაბრძანეთ, მამა გაბრიელის ლუსკუმასთან მივედი და ვთხოვე ბერ გაბრიელს, უფრო სწორად, მოვთხოვე, - ძალიან მეშინია ათონზე წასვლა და შენც ჩვენთან ერთად უნდა წამოხვიდე-მეთქი. გამგზავრების წინა დღეს ჯერ გიორგიმ აიღო დაზღვევის ბარათი, მერე სადაზღვევო აგენტი რამდენიმე წუთით შეყოვნდა და ორი დაზღვევის ბარათი გამომიწოდა. გიორგის ხუმრობით ვუთხარი, - მამა გაბრიელი მართლა ჩვენთან ერთად მოდის-მეთქი. მეორე ბართიც ჩემ სახელზე იყო გამოწერილი.
გიორგი: - კიდევ ერთი საოცრება ის იყო, რომ ათონზე ნებისმიერ მონასტერში საპასპორტო კონტროლია და ყველგან ვეწერეთ ჩვენ ორნი და კიდევ მესამე პირი. თუმცა, ვერ გავარკვიე, ვინ იყო ის მესამე, რომელსაც ჩვენთან ერთად არეგისტრირებდნენ. გზაშიც მხოლოდ ჩვენ გვერდით მესამე ადგილი ყოველთვის თავისუფალი იყო.
ზურა: - გზად ერთი სასწაული მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ჩვენი ავტობუსი ისე გადაიხარა, რომ ორ ბორბალზე იდგა იმ მხარეს, სადაც ჩვენ ვისხედით და ღვთისმშობლის ხატი იყო დაბრძანებული. მთელ ავტობუსში პანიკაა, ჩვენ კი სიმშვიდეს ვინარჩუნებთ, რადგან ვიცით, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მართლაც ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. მეორე ასეთი სასწაული ასევე ავტობუსში შეგვემთხვა. სასწაულებრივად გადავურჩით უდიდესი სისწრაფით მომავალ ავტომანქანას, რომლის მძღოლსაც ჩასძინებოდა.

ათონზე

პირველად ვათოპედის მონასტერში მივედით. ათონის მონასტრებში ჩვენი დედოფლის ხატს უკლებლივ ყველა ეგებებოდა და ემთხვეოდა. ივერიის ღვთისმშობლის ხატი იქ ყველაზე პატივსაცემია.
ზურა: - ვათოპედში, ლოცვის დროს ბერები ჯერ ტაძრის მთავარ ხატებს ემთხვეოდნენ, მერე მოდიოდნენ ჩვენთან და ემთხვეოდნენ დედოფლის ხატს, რომელიც ჩვენ გვეკავა ხელთ. არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, როდესაც ყველა ბერი ჩამწკრივდება და მეტანიას აკეთებს ამ ხატის წინაშე და ემთხვევა. აქვე მინდა ვთქვა, რომ ათონის ყველა მონასტერში ღვთისმშობლის ხატი ღამეს საკურთხევლებში ათევდა.
ლოცვის შემდეგ სიწმინდეების მოსალოცად უნდა შევსულიყავით და თბილისიდან ჩვენი მეგობრების მიერ გამოტანებული ჯვარ-ხატები ამ სიწმინდეებისთვის შეგვეხო. გიორგიმ გახსნა ჩანთა, სადაც ეს ყველაფერი გვქონდა. პირველი საკვირველება, რომელიც ჩვენთან ერთად იქაურმა ბერებმა და მოძღვრებმა იხილეს, ის იყო, რომ ჩანთაში აღმოვაჩინეთ წმინდა მამა გაბრიელის ხატი, რომელიც არავის გამოუტანებია და არც ჩვენ წამოგვიღია საიდანმე. იმდენად დავიბენით, რომ არც კი ვიცოდით, რა უნდა გვექნა. ვიკითხე - თუ არის ათონზე წმინდა გაბრიელის ხატი-მეთქი. არაო, - გვიპასუხეს. მივხვდი, რატომაც მოხდა ეს სასწაული და დავუტოვეთ ხატი მამა გაბრიელის საფლავის მიწასთან ერთად. საკვირველია ისიც, რომ მონასტრის კელიაში, სადაც ჩვენ მოვთავსდით, სამი საწოლი დაგვხვდა. ყველა მონასტერსა და სასტუმროში ჩვენთვის იყო სამადგილიანი ნომერი და ვიხდიდით ორი ადგილის ფულს.


გიორგი: - ვერ ვხვდებოდით, რატომ იყვნენ ბერები შიშით ამ ხატის მიმართ. ჩვენ გვექცეოდნენ, როგორც ძალიან საპატიო სტუმრებს. ვათოპედის მონასტრის წინამძღვარიც კი, რომელმაც თავის კაბინეტში მიგვიღო, ფეხზე წამოგვიდგა და არც დამჯდარა ჩვენი იქ ყოფნისას, უდიდესი სიხარულით გვესაუბრებოდა, მოიკითხა ჩვენი პატრიარქი. კიდევ უფრო საინტერესო იყო მეორე დღე სატრაპეზოში. ტრაპეზთან, ჩვენ გარდა, ყველა დასხეს. ორმა ბერმა სატრაპეზოდან შეგვიყვანა ზეთის შესანახ დარბაზში, სადაც მაგიდის თავში დაბრძანებული იყო ღვთისმშობლის ხატი. გამოდის, რომ თავად ღვთისმშობელმა გვიმასპინძლა. ტრაპეზზეც ერთი ზედმეტი თეფში იდო. ვათოპედის შემდეგ იწყება სხვა სასწაულებიც. ზურა: - ათონზე ახალჩასულებმა რამდენიმე მონასტერი მოვილოცეთ და შემდეგ დედოფლის გამგზავრებაც გადაწყდა ივერთა სავანეში. ათონის დედაქალაქ კარეასში გავემგზავრეთ, რადგან ივერონში ტრანსპორტი მხოლოდ კარეასიდან დადის. კარეასში ტრასპორტის ჭაჭანება არიყო, ქუჩებში ხალხიც კი არ ჩანდა, რომ ვინმესთვის რამე გვეკითხა. ბოლოს, ჩამოვსხედით მოედანზე და დავიწყეთ ლოდინი - ეგებ ვინმე ან რამე გამოჩნდესო. გადიოდა დრო. ვისხედით მშიერ-მწყურვალები, ამასობაში ამინდიც გაფუჭდა, თავშესაფარიც არ გვქონდა. შორიახლო კაფეს მსგავს დაწესებულებას მოვკარით თვალი. მეპატრონემ გვითხრა, ახლა არანაირი ტრანსპორტი არ იქნება, ერთადერთი გზა ტყით მიდის და ისიც საშიშია, თუ ვინმე გამყოლი არ გყავთო. თანაც გაუფრთხილებლად იქ არავინ მიგიღებთ, ღამის გარეთ გათევაც საშიშიცაა და აკრძალულიცო. ჩვენ მტკიცედ გვქონდა გადაწყვეტილი ივერონში «დედოფლის» მიბრძანება და რახან მისი ნება ასეთი იყო, დავადექით ტყის ბილიკს. გზად ყუთლუმუშის მონასტერში შევიარეთ გზის საკითხავად. შეგვეგებნენ ერთი ასაკოვანი ბერი და არქონდარი. ჩვენს ხელში ხატი რომ დაინახეს, ფეხზე წამოდგნენ და სახე, ცოტა არ იყოს, შეეშალათ. ხატს ემთხვივნენ, გვკითხეს, ვინ ხართო. სანამ გიორგი უპასუხებდა, ასაკოვან ბერს დიდი მღელვარება დაეტყო - აშკარად «დედოფლის» გამო. როდესაც ცოტა დაწყნარდა, გიორგიმ არქონდარს უთხრა, იქნებ ივერონის გზა მიგვასწავლოთო. ამის გაგონებაზე უფრო აღელდნენ - ივერონში არ მიგიღებენ, მით უმეტეს, როდესაც ამ ხატს დაინახავენო. ცოტახანს სიჩუმე ჩამოვარდა, ჩვენც ავღელდით. ბოლოს, არქონდარმა გზაზე დაგვაყენა.
ტყეში დავიკარგეთ!

თავდაღმართში პატარა მდინარე მოჩანდა და მისკენ დავეშვით. ის იყო, ხიდზე უნდა გადავსულიყავით, რომ უცებ ფერდობიდან დიდი, შავი ძაღლი დაეშვა და ჩვენსკენ წამოვიდა. ჯერ გიორგისთან მიირბინა. გიორგის გულზე სპეციალური ჩანთით ხატი ეკიდა. ძაღლმა ხატის ქვედა კიდეს თათები დაადო დრუნჩი მიაბჯინა, შემდეგ ჩემთან ამოირბინა ხიდზე და ხელზე მომადო დრუნჩი. არ ვიცი, რატომ გამიჩნდა ასეთი აზრი, მაგრამ ხიდზე როგორც კი გადავედი და გიორგის მივუახლოვდი, ძაღლს ვუთხარი, - აბა, წადი ახლა ივერონში-მეთქი. ძაღლი უსიტყვოდ შებრუნდა. უთუოდ ივერონში მიგვიყვანს-მეთქი, ვუთხარი გიორგის და ძაღლს უკან გავყევით. ცნობილია, რომ ძაღლი ტყეში არ ჩერდება. ან საიდან უნდა მოსულიყო - ახლომახლო არსად არ იყო მონასტერი. ძაღლი ძალიან უცნაურად იქცეოდა. უცებ გაქრებოდა, დავუძახებდი და უცებ მოგვვარდებოდა დიდი სიყვარულითა და თათების ცემით. რამდენიმე საათი ვიარეთ, ჩვენი ბარგი-ბარხანით დატვირთულებმა წვიმაში, მშივრებმა გადავიარეთ სამი უღელტეხილი. გზა და გზა ძაღლი ჩერდებოდა და თვალებში მოგვაჩერდებოდა, თითქოს ცდიდა ჩვენს რწმენას, გავყვებოდით თუ არა მას ბოლომდე. ჩვენი რწმენა იყო ურყევი და ისევ ვეტყოდი ხოლმე, - «წამიყვანე ივერონში!» და ისიც განაგრძობდა გზას. მოულოდნელად ძაღლმა სხვა მხარეს გადაუხვია. მივყევით. ცოტა ხანში მიგვიყვანა წყაროზე. უძველესი წყარო ქვით იყო ნაშენი და წყაროსთავზე ივერიის ღვთისმშობლის ხატი იყო დაბრძანებული. პირჯვარი გამოვისახეთ და წყალი დავლიეთ. ამით ვინუგეშეთ. გავიარეთ ფერდობი და ტყე გამეჩხრდა. ხალისი მოგვემატა და ნაბიჯს ავუჩქარეთ. ამასობაში პატარა, განსხვავებული იერის ეკლესიას მივადექით, საოცრად ნატიფი და არქაული სილამაზით შემოსილი ეზო ჰქონდა. მოგვიანებით გავარკვიეთ - ეკლესია ღვთისმშობლის გამოცხადების ადგილას აუგიათ. მცირე ხანში ტყიდან გამოვედით და ჩვენს თვალწინ ზღვის პირას გაშენებული ივერთა სავანე დავინახეთ. ძაღლი წინ მიდიოდა, თითქოს მოწყენილი იყო - ალბათ ჩვენთან განშორებას დარდობდა.

 

KARIBCHE

ზურაბ შიოშვილი


მონასტრის ჭიშკარი ღია დაგხვდა, როდესაც მონასტრის ეზოში შევედი, ცრემლები მომაწვა. ეს იყო ის დიადი წუთები, რომელზეც ძალიან ბევრჯერ მიფიქრია ბავშვობიდან მოყოლებული! ცენტრალური ტაძრის კედელთან ჩანთები დავალაგეთ და სტოაში შევედით. ულამაზესი ვიტრაჟითა და ფრესკებით შემკულ სტოაში საოცარი სიჩუმე იყო. პირველი, რაც მოგვაფიქრდა, დავიწყეთ ივერიის ღვთისმშობლის ხატის მცირე ტაძრის ძებნა. ის ჭიშკრის გვერდითაა, დიდი ტაძრის ახლოს. დაკეტილი დაგვხვდა. გიორგიმ გასაღების ჭუჭრუტანაში შეიხედა და უცებ თქვა, - აქ არის! სახეზე უბედნიერესი ღიმილი ჰქონდა. არ ვიცი, ასეთი სავსე თუ შეიძლება იყოს ადამიანი, როგორიც მე იმ წამს გიორგი დავინახე. ხმა ვერ ამოვიღე, არ დავხრილვარ, რომ დამენახა ეს უდიდესი ხატი, რადგან ვერ გავბედე მისი შეხედვა. იმედი არც გვქონდა, რომ მას ვნახავდით, გარშემო კვლავ არავინ იყო. გამოვბრუნდით და ისევ მთავარი ტაძრის სტოაში შევედით იმ იმედით, რომ ვინმე გამოივლიდა და ვთხოვდით თავშესაფარს. ცოტა ხანში ერთი ბერი მოვიდა და ვინაობა გვკითხა, თან ხატს უყურებდა გაოგნებული. არქონდარის ნახვა გვინდაო, - ვუთხარით. ბერი წავიდა. მალე გალერეაში შემოვიდა გასაოცარი გარეგნობის ბერი. ძალიან მაღალი იყო. ჩქარი ნაბიჯით მოვიდა და გვკითხა, - ქართველები ხართო? პასუხს არც დალოდებია, ხატს ემთხვია და შემდეგ აგვათვალიერა. დავიძაბეთ. უცებ დიდრონი ხელებით ხატი გამოგვართვა, სახესთან მიიტანა და დაუწყო თვალიერება. თითქოს მთელი ხატი შეისწავლა და ბოლოს გვითხრა, - დიახ, ეს უზუსტესი ასლია პორტაიტისას ხატისაო, შემდეგ გვკითხა, ხატი საქართველოდან ჩამოვაბრძანეთ, თუ საბერძნეთშია დაწერილიო. როდესაც შეიტყო, რომ ხატი საქართველოდან იყო ჩაბრძანებული და საკმაოდ რთული გზაც გვქონდა გავლილი დედოფალთან ერთად, ძალიან გაუკვირდა და გვითხრა: საოცარია, მართლაც საოცარი! პერანგი, რომლითაც ხატია შემოსილი იცით, რომ მხოლოდ ივერონის მონასტრისთვის მზადდება?! ეს ზუსტად ის პერანგია, რომლითაც ჩვენ ივერონში ვმოსავთ პორტაიტისის ხატს». ბერს ვუთხარით, რომ ივერონში გვინდოდა დარჩენა, რაზეც გვიპასუხა, - ჯერ ტრაპეზია და შემდეგ გაჩვენებთ კელიასო. მიგვიღეს!!! და ეს ღვთისმშობლის შეწევნით მოხდა, დედოფალმა დაივანა ივერონში. ბერმა სატრაპეზოსკენ გვიხმო. ტრაპეზის შემდეგ გვითხრეს, რომ პორტაიტისის სამლოცველო უნდა გაეხსნათ პარაკლისის წასაკითხად. ჩვენც სიხარულით და ამავდროულად, გასაოცარი კრძალვით და შიშით ვდგამდით თითოეულ ნაბიჯს სამლოცველოსკენ მიმავალ ბილიკზე. სამლოცველოები, რომელსაც ათონზე პარაკლისებსაც უწოდებენ, იხსნება მხოლოდ ერთხელ, ისიც ლოცვის კითხვის დროს. იქ ერთ კონკრეტულ ადგილას დგები და განძრევა არ შეიძლება, ლოცვის დასრულების შემდეგ გაძლევენ უფლებას, ხატს ემთხვიო და მაშინვე უნდა გახვიდე გარეთ, რის შემდეგაც პარაკლისი 24 საათით იკეტება. ესაა დაურღვეველი წესი!


როდესაც ივერის ღვთისმშობლის ხატის სამლოცველოში შევედი, კარიდანვე ჩანდა ზეციური დედოფალი. ეს არის ენით აუწერელი სილამაზისა და ძალის ხატი. არცერთი ფოტო არ აღწერდა მის რეალურ სახეს, რაც მანამდე მქონდა ნანახი. უდიდესი ძალა მოდიოდა მისგან. სამლოცველო საკმაოდ პატარაა, ათიოდე კაცი ძლივს ვეტეოდით. თვალს არ ვაშორებდი ხატს, მინდოდა, კარგად დამემახსოვრებინა მისი სახეც და ეს წუთებიც. უცებ ბერმა, რომელსაც ხატი აქვს ჩაბარებული, გვითხრა, ხატს ემთხვიეთ და გადითო. ჩვენ წინ ვიდექით, მაგრამ ფეხი ავითრიე. გიორგის ვუთხარი, ჯერ არ მივიდეთ-მეთქი. სწრაფად მიეახლა ყველა ხატს, ემთხვეოდნენ და გადიოდნენ. საოცარი განცდა იყო. განა ვიფიქრებდი, თუ ოდესმე მთელი ცხოვრების ოცნება ამიხდებოდა და ივერიის ღვთისმშობელს ოდესმე ვნახავდი. და ის წარსდგა ჩვენ წინ მთელი თავისი დიდებულებით! ჩვენ ბოლოს ჩავდექით რიგში. ჩვენი ხატი ხატის მცველს გადავეცი, რათა დედახატზე პირით სახისკენ დაებრძანებინა და ლოცვა წაეკითხა, რის შემდეგაც ხატი კანონიკური ასლი ხდება. ამასობაში ჯერ გიორგიმ გააკეთა დიდი მეტანია, შემდგომ მე. მეტანიისას გულამოსკვნილი ტირილი ამივარდა. ხატს ორივე ხელი შემოვხვიე, შუბლი მივადე და ვტიროდი. დამშვიდება არც მიცდია. ვტიროდი მოთქმით, სიყვარული მატირებდა ასე. ხატის მცველი ძალიან დაიბნა, როგორც მივხვდი და შორიდან გვიმზერდა კარგახანს. ვერც ვაფიქსირებდი, გარშემო რა ხდებოდა და როდესაც გვერდით მოვიხედე, გიორგიც ჩემს გვერდით იდგა დაჩოქილი ცრემლიანი თვალებით. წარმოგიდგენიათ ეს სურათი? ორი ადამიანი ერთდროულად დაჩოქილი ასეთი სიმკაცრის მონასტერში და ადგომასაც რომ არ აპირებენ. ეს წარმოუდგენელი და დაუშვებელია ათონზე, მით უფრო ივერონში. წამოდგომა არც მიფიქრია, და საერთოდ არაფერი მიფიქრია. კარგა ხნის შემდეგ გიორგის ვუთხარი, იქნებ მონასტრის მაღაზიაში წახვიდე და რამდენიმე ხატი იყიდო ივერიის ღვთისმშობის და დედახატზე დავაბრძანოთ-მეთქი. სანამ გიორგი მოვიდოდა, ისევ ღვთისმშობლის წინაშე ვიყავი დაჩოქილი და ვტიროდი. გონს რომ მოვედი და უკან გავიხედე, დავინახე - კართან, ხატის მცველთან ერთად რამდენიმე ბერიც იდგა და გვიყურებდნენ, შიგნით კი არ შემოუდგამთ ფეხი. ისიც გამიკვირდა, ხატის მცველმა იქ რომ დაგვტოვა მარტოები, რადგან ხატის მცველი ხატს არასოდეს ტოვებს მომლოცველებთან მარტოს. ამასობაში გიორგიც მოვიდა და ხატები მოიტანა. მან კვლავ მოიყარა მუხლი და მე ისევ ტირილი ამივარდა. ამასობაში ხატის მცველი შემოვიდა და ბერძნულად გვითხრა რაღაც. მე ბერძნული არ ვიცი, მაგრამ მისი ნათქვამი ისე გავიგონე, როგორც მშობლიურ ენაზე წარმოთქმული სიტყვა. გვითხრა, - ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დაგლოცოთო და კვლავ გარეთ გავიდა. ჩვენ კარგა ხანს ვიყავით კიდევ ხატის წინ და «დედოფალიც» პირისახით დედახატისკენ იყო დაბრძანებული. სანამ ბოლოს ჩვენ თავად არ ავდექით და არ გამოვედით, არავის უთქვამს, აქაურობა დატოვეთო.
მეორე დილას სატრაპეზოში არც შევსულვართ, დრო რომ არ დაგვეკარგა, მხოლოდ ცისკრის ლოცვას დავესწარით და «დედოფალი» ჩავაბრძანეთ იმ ადგილას, სადაც ბერმა გაბრიელმა ივერიის ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანა ზღვიდან. დავაბრძანეთ სწორედ იმ ადგილას, სადაც წყარომ ამოხეთქა, შემდეგ იმ ადგილზე დავაბრძანეთ, სადაც პორტაიტისას აბრძანებენ წელიწადში ერთხელ ზღვის სანაპიროზე და ბოლოს ამოვაბრძანეთ ივერონის მონასტერში. საოცარი იყო ის პერიოდი, რაც ჩვენ ივერონში გავატარეთ.
გიორგი: - ივერონის შემდეგ მივედით ყუთლუმუშის მონასტერში, სადაც უკვე იცოდნენ, რომ უნდა მივსულიყავით, რადგან ღვთისმშობლის ხატი უნდა მიგვებრძანებინა. ხატი ამოვაბრძანეთ ჩანთიდან. ამ ჩანთაში, რომელთანაც ხელი არავის მიუწვდება, რადგან ის სულ ჩვენთან არის, სასწაულებრივად აღმოვაჩინეთ ჯვრები და პატარა სკვნილები, რომლებიც შეკრული იყო. ჩვენთვის დღემდე უცნობია, როგორ გაჩნდა ეს ჯვრები იქ. მსგავსი ჯვრები და სკვნილები არსად შეგვხვედრია.


ზურა: - იყო სხვა სასწაულებიც. მაგალითად, დავგეგმავდით ამა თუ იმ მონასტერში წასვლას, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად ხდებოდა. ვითარება იცვლებოდა, ჩვენი გეგმის მიხედვით არაფერი ხდებოდა, არამედ როგორც ღვთისმშობელს სურდა. ბოლოს, აღმოვაჩინეთ: მარშრუტი, რომელიც ჩვენ გავიარეთ, ერთმანეთის თანმიმდევრულად რომ გახაზო, ჯვარი ისახება. ღვთისმშობელი მიდიოდა იმ მონასტრებში, ვისაც მისი სტუმრობა სჭირდებოდა. აღსანიშნავია, რომ ღვთისმშობლის ხატი ყველა მონასტერში ღამეს საკურთხეველში ათევდა.
ზურა: - საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ხატი პატრიარქთან მივაბრძანეთ. მასთან ყველა დეტალზე ვისაუბრეთ. უწმინდესი გარინდებული გვისმენდა. მერე გვითხრა, ეს ძალიან კარგის ნიშანიაო. ბრძანა, რომ ხატი ჩვენთან უნდა იყოს და არა ტაძარში. თუმცა, გვაკურთხა, რომ მივაბრძანოთ ტაძრებში, რათა ადამიანებმაც შეძლონ მოლოცვა. გარდა ამისა, ფეისბუქში არის საგანგებოდ შექმნილი გვერდი «დედოფალი», სადაც ყველას შეუძლია დაგვეკონტაქტოს.


ათონურ სიწმინდეთა ძალით შემოსილი «დედოფალი» უდიდესი სიყვარულითა და სითბოთი მოილოცა უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ და სიხარულის მომნიჭებელი უწოდა. ხატი საკვირველმომქმედი და მსწრაფლშემსმენელია.

ზურაბ თვაური

ბეჭდვაელფოსტა
02.04. 2015
ნინო
დიდ ხარ შენ უფალო და ყოვლადწმიდაო ღვთსიმშობელო ქალწულო მარიამ, და საკვირველ არიან საქმენნი თქვენნი ყოველთა სიყვარულით,სასოებით და სინანულით მოლტოლვილთა მიმართ..
31.03. 2015
ლია!
დიდება უფალსა და ყოვლაწმინდა ღვთისმშობელს!ამაზე დიდი სასწაულები, რაღა უნდა გადახდეს ადამიანს! მეც ძალიან ბევრი ვიტირე!
30.03. 2015
კახაბერი !
გაიხარეთ დიდი მადლობა ! ძალიან თბილი და კარგი სტატია იყო !
30.03. 2015
maia
dideba ufals.dedofalo chvens tanjul saqartvelos gadmoxede
30.03. 2015
dideba ufals
dedao gtxov chven tanjul saqartvelos gadmoxede
სხვა სიახლეები
24.10.2022
ზემოთ ხსენებული სიწმინდეები ინახებოდა მალტაში, წმინდა იოანე იერუსალიმელის სახელობის კათოლიკური ორდენის რაინდებთან.
17.06.2022
წმინდა დავით გარეჯელის სახელთან დაკავშირებული სიწმინდეებიდან ჩვენამდე მოაღწია უდაბნოს ლავრის ტერიტორიაზე არსებულმა წყარომ,
22.05.2022
უფალმა ღირს ჰყო, ღრმა სიბერემდე ეცხოვრა წმინდა ნიკოლოზს. მაგრამ მასაც დაუდგა ჟამი გარდაცვალებისა.
06.01.2022

წმინდა მიწას, იერუსალიმს და იქ დავანებულ სიწმინდეებს დღემდე უამრავი მომლოცველი და მნახველი ჰყავს.

27.01.2021
მცხეთაში შემოსულმა წმინდა ნინომ სწორედ "მაყვლოვნად" წოდებულ ადგილას დაივანა და რამდენიმე წელი აქ ფარულად ლოცულობდა.
04.06.2020
1. თუ VI საუკუნეში, როცა სპარსთა ძლიერება დიდია და ზარასტრუსტის მოძღვრება გაბატონებული აზიაში მცირე იყო და არა საკმაო საქართველოს ნივთიერი ძალა ქრისტეს ჯვრის მძლავრ და გააფთრებულ მტერთა ხშირის თავ-დასხმის საწინააღმდეგოდ,
21.09.2019
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელი, -ეს უდიდესი სიწმიდე, რომელიც თავად ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა გადასცა წმიდა მოციქულ თომას,
21.09.2019
კიდობანში ინახებოდა ძვირფასი სიწმინდე-ღვთისმშობლის პერანგი, რომლისგანაც მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა
26.01.2019
თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის კანკელის მარცხენა კუთხის კედელში ჩასვენებული წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი შეკრულია წმინდა ნინოს თმით და ფარჩის საფარვლით არის შემოსილი.
20.11.2018
ერკეთის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია დედა მარიამი (ფოჩხუა):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat