ჯვარცმული სახიერება
ჯვარცმული სახიერება
ერთ-ერთი თანამედროვე ღვთისმეტყველი ამ სუდარას მეხუთე სახარებას უწოდებს, რადგან მასზე სასწაულებრივადაა აღბეჭდილი ის ვნებანი, რომელნიც ჯვარცმულს მიაყენეს... არსებობდა მოსაზრება, რომ სუდარა მე-15 საუკუნეშია შექმნილი. ამ მოსაზრების სისწორეს ნახშირბადის დაშლის მეთოდის გამოყენებით ამტკიცებდნენ. მაგრამ ტურინის სუდარა ხომ არ ინახებოდა დახურულ სივრცეში - მას საუკუნეთა განმავლობაში დაატარებდნენ სხვადასხვა წმინდა ადგილებში, ტაძრებში, მიეახლებოდა უამრავი მლოცველი, ეფინებოდა ყვავილების მტვერი, ორჯერ მოხვდა ხანძარში... ამიტომ ახალი ორგანული შრეებით იფარებოდა და, შესაბამისად, ნახშირბადის დაშლის მეთოდით გამოთვლილი მისი ასაკი არ შეესაბამება რეალურ ასაკს.

ქსოვილი მოქსოვილია სელისგან, - ასეთ ქსოვილს ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში ქსოვდნენ. მიკროსკოპიული გამოკვლევებით დადგინდა, რომ მართალია, ქსოვილი სელისაა, მაგრამ მის ბოჭკოებში შერეულია მცირეოდენი ბამბის ბოჭკოებიც. ასეთი სელი და ბამბა ახლო აღმოსავლეთში მოიპოვებოდა.

ქსოვილის ბოჭკოებში 49 სახეობის ყვავილის მტვერია ჩარჩენილი, მათგან 80 პროცენტი გაშიფრულია - ასეთი ყვავილები უმეტესად იერუსალიმსა და პალესტინაში იზრდება. გარდა ამისა, მასზე 28 სახის ყვავილია აღბეჭდილი. აქედან 20 იერუსალიმში იზრდება, ხოლო 8 - მის შემოგარენში. ისინი მარტსა და აპრილში - სწორედ აღდგომის პერიოდში ყვავილობენ...

ძველად მიცვალებულებს თვალებზე მონეტებს ადებდნენ, რათა თვალები არ გახელოდათ. ტურინის სუდარაზე ორი მონეტაა აღბეჭდილი: მარცხენა თვალზე - 29 წელს ტიბერიუს კეისრის დროს მოჭრილი მონეტა, მარჯვენაზე კი - 30 წელს პილატეს მმართველობის დროს მოჭრილი. ამ მონეტების წარწერებზე აღრეულია ლათინური და ბერძნული ასოები. მოგვიანებით არქეოლოგებმა დაადასტურეს, რომ ეს მონეტები პილატეს დროინდელია.

***
სუდარა საკმაოდ დიდია - ადამიანზე ორჯერ გრძელია, მოოქროსფროა. გამოსახულება მხოლოდ ნეგატივზე ჩანს. ამიტომ სანამ ფოტოგრაფიას გამოიგონებდნენ, ტურინის სუდარაზე არსებული გამოსახულების შესახებ კაცობრიობამ არაფერი იცოდა.

100 წლის წინ გადაღებულ ნეგატივზე გამოსახულება საკმაოდ მკვეთრი იყო. დღეს კი სპეციალური ფოტომეთოდების გამოყენებაა საჭირო ფერმკრთალი გამოსახულების მისაღებადაც კი. ასე რომ, შეიძლება ითქვას, გამოსახულება თანდათან ფერმკრთალდება.

ტურინის სუდარასა და მაცხოვრის სხვადასხვა დროს დაწერილ ხატებს შორის ბევრი საერთო ნიშანია ნაპოვნი. მაგალითად, სინას მთის წმინდა ეკატერინეს მონასტრის მაცხოვრის ხატს, მეექვსე საუკუნის მოზაიკას, 46 საერთო შტრიხი აქვს სუდარაზე არსებულ გამოსახულებასთან. ცნობილია მე-7 საუკუნეში იუსტინიანე II-ის დროს მოჭრილი ოქროს მონეტა, რომელზეც მაცხოვრის პორტრეტია გამოსახული და სუდარის გამოსახულებასთან ამ სახეს 63 საერთო შტრიხი აქვს.

ძალზე საინტერესოა, როგორ აღიბეჭდა გამოსახულება სელის ქსოვილზე. მეცნიერული ანალიზი ადასტურებს, რომ გამოსახულება სუდარაზე ძლიერი გამოსხივებისა და სელის ბოჭკოების დეჰიდრატაციის შედეგად აღიბეჭდა. გამოსახულება უაღრესად მკვეთრია, თითოეული დეტალი იდეალურადაა ფოკუსირებული, იქმნება შთაბეჭდილება, რომ სუდარაში გახვეული სხეულიდან გამომავალ ყოველ სხივს ღვთაებრივი ხელი მართავდა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ გამოსხივების სიძლიერე შეიძლება ატომური დაშლის შედეგად მიღებულ მძლავრ გამოსხივებას შევადაროთ, ოღონდ - ძალიან ხანმოკლეს. თუმცა მეცნიერებს ასეთი გამოსხივების ხელოვნურად შექმნა არ ძალუძთ.

***
ტურინის სუდარა ბევრ რამეს აზუსტებს წმინდა წერილიდან. სუდარაზე გამოსახულია სრულყოფილი აღნაგობის მამაკაცი. პათოლოგანატომებმა თანამედროვე აპარატურით დაადგინეს, რომ იგი სუდარაში გახვევამდე რამდენიმე საათით ადრე გარდაიცვალა. მეცნიერულმა გამოკვლევებმა დაადასტურა ისიც, რომ სხეული ქსოვილში არა უმეტეს 40 საათი დაყო. დაახლოებით ამდენივე დრო გავიდა ჯვარცმიდან აღდგომამდე...

სუდარის გამოსახულებაზე მაცხოვარს წარბები დამსკდარი და დასიებული აქვს, მარჯვენა ქუთუთო კი გახეული; საკმაოდ ძლიერი ტრავმაა მარჯვენა თვალის ქვეშაც, ცხვირი, მარცხენა ლოყა და ნიკაპის მარცხენა მხარე დასიებულია, ცხვირის წვერიც საკმაოდ ძლიერაა დაზიანებული; მარჯვენა ლოყაზე სავარაუდოდ 4-5 სმ-ის სისქის ჯოხით მიყენებული ძლიერი დარტყმის კვალი ჩანს - სახე დეფორმირებულია ამ დარტყმისაგან.

რასობრივი კუთვნილებაც კი უდიდესი სიზუსტით იშიფრება - ეს არის სემიტური ტიპის სახე, თმა და წვერი შუაზეა გაყოფილი, თმა გრძელია და უკან შეკრული. ამგვარი ვარცხნილობა იმ ეპოქის ებრაელთათვის იყო დამახასიათებელი.

აშკარად ჩანს, რომ სუდარაში გახვეულ ადამიანს ქუდის ფორმის ეკლის გვირგვინი ედგა - მთელ თავის ქალაზე აღენიშნება 30 საკმაოდ ღრმა ჭრილობა.

მხრები აწეულია - გარდაცვალება ასეთ მდგომარეობაში მომხდარა, ეს კი აშკარა ნიშანია იმისა, რომ გარდაცვალების მიზეზი გაგუდვა გახდა (პათანატომები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ამას გულის გახეთქვა მოჰყვა).

სიმაღლე, ასაკი და წონაც კია დადგენილი ტურინის სუდარაზე გამოსახული მამაკაცისა. ეს არის 175-180სმ სიმაღლის ახალგაზრდა მამაკაცი, წონა - 75-80კგ, ასაკი - დაახლოებით 30-45 წელი. ზომები მიახლოებითია, რადგან სხეული მთლად სწორად არ იყო სუდარაში გახვეული - ფეხები ოდნავ მოხრილი აქვს და წელიც - ოდნავ გადრეკილი.

სხეული დაზიანებულია მათრახის ცემით, რომელსაც ხარის ძარღვებით იყო მოქსოვილი და ბოლოებზე ტყვიის ან ფოლადის სიმძიმეები ჰქონდა მობმული. სწორედ ამგვარი ღვედებით ამათრახებდნენ დამნაშავეს ადრეულ საუკუნეებში. დაახლოებით 39-40 მათრახი დაარტყეს (თითო მათრახს 2-3 წვერი ჰქონდა) და ეს დარტყმები იმდენად ძლიერი იყო, რომ ცდილობდნენ, გულის მხარეს არ დაერტყათ, რათა განსასჯელს გული არ გახეთქოდა. დადასტურებულია, რომ ორი ჯალათი ურტყამდა: ერთი - მაღალი, მეორე - დაბალი, განსასჯელი კი სამოცდაათიოდე სანტიმეტრის ბოძზე იყო ხელებით მიბმული და ტკივილისაგან მუხლებში იყო მოხრილი.

ზურგი ტრავმირებულია მძიმე საგნით - შესაძლოა მძიმე საგანი მოხვდა ან რაღაც მძიმე საგანს ატარებდა, დაეცა და ამ საგანმა მიაყენა ტრავმა (ვისაც სახარება წაუკითხავს, ყველამ იცის, როგორ მიჰყავდათ უფალი გოლგოთის გზაზე). დაზიანებულია ორივე მუხლი, მარცხენა მუხლი გახეთქილია - წაქცევის კვალი ჩანს. მაჯაზე დიდი ჭრილობაა (არა ხელის მტევანზე, არამედ მაჯაზე). ეს ჭრილობა შეესაბამება იმ სამსჭვალების ზომას, რომლებითაც ჯვარზე მიაჭედებდნენ ხოლმე ადამიანებს რომის იმპერიაში. ჭრილობა უშუალოდ უფლის სამსჭვალის ზომისაა, კუთხოვანი ფორმა აქვს.

გერმანელმა ნაცისტებმაც აღმოაჩინეს, რომ თუ მტევნით მიაჭედებდნენ ტყვეს ჯვარზე, ხელის ფალანგები ვერ უძლებდა სხეულის სიმძიმეს და ადამიანი ვარდებოდა. ჯვარზე რჩებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაჯებით მიალურსმავდნენ.

სუდარაზე მკვეთრად ჩანს, რომ მაჯიდან სისხლის ნაკადი ორი მკაცრად განსაზღვრული კუთხით მოედინება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჯვარცმული მდგომარეობას იცვლიდა; წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლის ნაკადი ერთი კუთხით წამოვიდოდა. ჯვარცმულს მარჯვენა გვერდში დიდი ჭრილობა აღენიშნება, 4,4X1,1 სმ ზომისა. ისიც დასტურდება, რომ ჭრილობა მიყენებულია გარდაცვალების შემდეგ. ამის დადგენა პათანატომებს არ გაუჭირდებოდათ, რადგან ამ ჭრილობიდან გადმოსულია წითელი მასა და შრატი განცალკევებით (სახარებაში აღწერილია, რომ სისხლი და წყალი მაცხოვარს გვერდიდან გადმოსდინდა). ეს სითხე გულის პერანგიდან უნდა იყოს გადმოღვრილი, რაც შეიძლება მაშინ მომხდარიყო, თუ ჯვარცმულს გული გაუსკდებოდა და სითხე გულის პერანგში ჩაგროვდებოდა.

მხრებზე ხახუნის კვალი ჩანს - ჯვარცმული ხანგრძლივად ეხახუნებოდა რაღაც საგანს. სახეზე - კერძოდ ცხვირზე, წვერზე, მუხლებზე, ფეხებზე სისხლი შერეულია ერთი და იმავე სახის მტვერთან; სავარაუდოა, რომ სიარულის დროს დაეცა და მიყენებულ ჭრილობებზე მტვერი აეკრა... სუდარაზე აღბეჭდილია გარდაცვლილის სხეულზე მიმდინარე 40-საათიანი პროცესები, - თუ მეტხანს დარჩებოდა სხეული სუდარაში, მაშინ დაიწყებოდა ხრწნის პროცესი, რაც ახლა არ აღინიშნება.

***
უნდა გამოვყოთ ერთი ნიუანსი - ყველა ჭრილობა, სისხლის ყოველი წვეთი აღიბეჭდა ქსოვილზე, შემდგომ კი მოხდა ძლიერი გამოსხივება, რომელმაც დააფიქსირა მაცხოვრის გამოსახულება, მაგრამ სადაც სისხლის ლაქები იყო, იქ გამოსხივებას არ უმოქმედია.

გასაოცარია, რომ სისხლის წვეთებს, რომლებიც ეხებოდა სხეულსაც და სუდარასაც, თავისი ფორმა არ დაუკარგავს. წარმოვიდგინოთ, რომ ჭრილობაზე დავიდეთ გარკვეული ქსოვილი. ორი-სამი დღის შემდეგ ეს საფენი რომ ავიძროთ, გამხმარი სისხლი ფორმას შეიცვლის. წვეთი კი სფეროსებური, ნახევრადსფეროსებურია და გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ სხეული ისეა სუდარიდან გამქრალი, სისხლის წვეთის ფორმა შეცვლილი არ არის.

KARIBCHEრაც შეეხება უშუალოდ ჯვარცმას: როდესაც მეომრები მივიდნენ წვივების გადასამტვრევად, აღმოჩნდა, რომ მაცხოვარი უკვე გარდაცვლილიყო, მის მარჯვნივ და მარცხნივ ჯვარცმული ავაზაკები კი - არა. თუ რატომ გარდაიცვალა მაცხოვარი ადრე, ამასაც თავისი ახსნა აქვს. საქმე ისაა, რომ მაცხოვარი ორჯერ დაისაჯა და ფიზიკურად ძალიან იყო დასუსტებული. გვახსოვს მისი მძიმე განცდები გეთსიმანიის ბაღში - სისხლის წვეთები ჩამოსდიოდაო ლოცვის დროს ოფლის მაგივრად, - ვკითხულობთ სახარებაში. მედიკოსებმა იციან, რომ როცა ადამიანი ძლიერ განცდებშია, პერიოდულად კაპილარები წყდება და ოფლთან ერთად სისხლიც მოჟონავს სხეულიდან. ეს ძლიერ ფიტავს ადამიანს და ძალზე მტკივნეული ხდება კანი. გარდა ამისა, უფალს შეურაცხყოფდნენ, ურტყამდნენ, ამავე დროს, იგი ღამენათევი იყო და ნაპატიმრალი - მთელი ღამე მეფესთან და პილატესთან დაატარებდნენ დაკითხვებზე, სცემდნენ, დასცინოდნენ. პილატეს არ სურდა მისი დასჯა და იფიქრა, თუ მას დავსჯი გამათრახებით, იქნებ ხალხს გული მოულბეს და სიკვდილით აღარ დასაჯონო; რომაული სამართლის მიხედვით, ადამიანს ორჯერ არ სჯიდნენ, დამნაშავე ისჯებოდა ერთი სასჯელით. მაგრამ პილატე მოტყუვდა, - გამძვინვარებული ხალხის გული არ მოლბა და მიუხედავად ისეთი სასტიკი დასჯისა, როგორიც გამათრახება იყო, მაინც გადაუწყვიტა დასჯა...

***
რამ გამოიწვია ჯვარცმულის გაგუდვა? საერთოდ, სუნთქვა ხდება გულმკერდის კუნთების გაფართოებით, რასაც მოჰყვება გულმკერდის შიდა სივრცის გაფართოება, რის შედეგადაც ჰაერი შედის ფილტვებში, შემდეგ იკუმშება ეს კუნთები და ჰაერი გამოიდევნება. ჯვარცმის ჟამს ადამიანს იმგვარი მდგომარეობა უკავია, რომ მის კუნთებს აღარა აქვს უნარი ფილტვები გააფართოვოს. იმისათვის, რომ მან ეს შეძლოს, უნდა დაეყრდნოს ფეხებს, წამოიწიოს ოდნავ და ჩაისუნთქოს. ჯვარცმულის წამოწევა შეუძლებელი ხდება, რადგან ორივე ხელი მილურსმნული აქვს, ამიტომ ჯერ ერთი მხარი უნდა წამოწიოს და ფეხებს დააწვეს, შემდეგ - მეორე (ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ სუდარაზე აღბეჭდილია გახეხილი მხრების ნაკვალევი და მაჯებიდან ჩამოსული სისხლის ორი ნაკადი, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ჯერ ერთ მხარს წამოსწევდა, მერე მეორეს, ამის გამო ხელი სამსჭვალის ირგვლივ ტრიალებდა). უფალს უსასტიკესი ტკივილის გადატანა უხდებოდა, რათა დაყრდნობოდა სამსჭვალს, რომელიც მის წმინდა ფეხებში იყო გაყრილი. სუდარა ადასტურებს იმასაც, რომ მაჯებში გაყრილი სამსჭვალი პირდაპირ ნერვში იყო მოხვედრილი, სუდარაში გახვეულ ადამიანს ორივე ცერა თითი მოკეცილი ჰქონდა - ეს კი იმ შემთხვევაში ხდება, როცა ზიანდება მაჯაში გამავალი ნერვი, რომელიც ამოძრავებს ცერა თითს. წარმოვიდგინოთ კუთხოვანი სამსჭვალი, რომელზეც ტრიალებს სხეული - ეს არის საშინელი, ენით აუწერელი ტკივილი, მაგრამ ამ უმნიშვნელო წამოწევებს რეფლექსურად აკეთებდა სხეული, რათა ესუნთქა. და რადგან იგი ძლიერ იყო დასუსტებული ტანჯვის გამო, მისმა ორგანიზმმა ვეღარ შეძლო სუნთქვა, ვეღარ აიწია, რათა ჩაესუნთქა და გაგუდვით აღესრულა, როგორც მედიკოსები ადასტურებენ - გულის გახეთქვითაც...

უფლის ჯვარცმას საშინელ ცინიზმთან ერთად თან ახლდა უსასტიკესი ტკივილები... ნუ ვიტყვით, რომ იგი მხოლოდ იუდეველებმა აცვეს ჯვარს, რადგან მის ჯვარცმაში დამნაშავეა მთელი კაცობრიობა, - უფალი მოვიდა ჩვენს გადასარჩენად, ჩვენ კი მოვკალით ცინიკურად, შეურაცხყოფით, საშინელი ტკივილით, საშინელი წამებით... თითოეული ჩვენგანი დამნაშავეა ამაში. თუ ვინმე იტყვის, ჩვენ რა შუაში ვართო, გავიხსენოთ ჩვენი თავი მანამდე, ვიდრე დავიწყებდით სულიერ ცხოვრებას და გავიხსენოთ მას შემდეგ, რაც დავიწყეთ სულიერი ცხოვრება, - აღმოვაჩენთ, რომ უამრავ შემთხვევაში უფლის ერთგულნი არ ვართ, ხშირად ვღალატობთ კიდეც მას - მცნებების დარღვევით, მისდამი უნდობლობით და ა.შ. მეორე მხრივ, უფლის ჯვარცმა არის სიცოცხლის გამარჯვება სიკვდილზე, ჯვარცმის გარეშე არ იქნებოდა აღდგომა. ეს არის სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე.

უნდა ითქვას, რომ როდესაც ამ საკითხზე ვსაუბრობთ, შეიძლება ვიღაცამ გაიფიქროს, იესომ ეს შეძლო, რადგან ღმერთკაცი იყოო. უფალი მოგვიწოდებს რა, მისი გზით ვიაროთ, ჩვენ ეს გვიჭირს, არ შეგვიძლია, რადგან ადამიანები ვართ. უნდა ითქვას, რომ უფალმა გაიმარჯვა ბოროტებაზე, უსამართლობასა და უსიყვარულობაზე არა როგორც ღმერთმა, არამედ როგორც ადამიანმა. ეს ძალზე მნიშვნელოვანია! გვახსოვდეს, ორმოცდღიანი მარხვის შემდეგ უფალს მოშივდა, - სწორედ მაშინ გამოეცხადა ეშმაკი და უთხრა: გავიდა ორმოცი დღე, შენ გშია, აქ ქვები ყრია, გადააქციე პურად და მიიღე საზრდელიო. ეს თითქოს ლოგიკური რჩევა იყო, მაგრამ უფალმა ყურად არ იღო ბოროტის სიტყვა. ისმის კითხვა: რატომ არ მიიღო ეს რჩევა, რატომ არ დანაყრდა? - მას ხომ შეეძლო ქვების პურად ქცევა... ამით უფალი გვასწავლის იმასაც, რომ არასოდეს დავუჯეროთ ბოროტს, თუნდაც სიმართლეს გვეუბნებოდეს; მაგრამ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც ქვები პურებად არ აქცია - ამ შემთხვევაში განხორციელებული სასწაულით იგი უნდა დახმარებოდა თავის თავს, როგორც ღმერთი, ადამიანურ ბუნებას უნდა დახმარებოდა ღვთაებრივი ბუნებით. მას არასოდეს მსგავსი რამ არ გაუკეთებია, არასოდეს... სწყურია, - სხვას სთხოვს წყალი დაალევინოს, შია, - სხვას სთხოვს საზრდელი მისცეს, აქვს სიმარტოვის განცდა - წინასასიკვდილო განცდები და სთხოვს თავის მეგობრებს, მასთან იყვნენ, მასთან იფხიზლონ, მარტო არ დატოვონ... როცა უჭირს, როგორც ადამიანს, თავის თავს არასოდეს არ ეხმარება, როგორც ღმერთი! და ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი! როცა ის იმარჯვებს, იმარჯვებს როგორც ადამიანი... მან მრავალი გამარჯვება მოიპოვა უზნეობაზე, ბოროტებაზე, უსამართლობაზე, სიცრუეზე... მაგრამ ამ გამარჯვების ბოლო წვეთი იყო ჯვარზე, როდესაც წყალს ითხოვს და წყალსაც არ მიაწვდიან, თანაც მისგან სასწაულს, უფრო სწორად - ფოკუსს ითხოვენ, ის კი ოდნავადაც არ განრისხებულა, მისი კაცთმოყვარე გული სიბრალულით იყო აღსავსე და ლოცულობდა ბრბოსთვის, რომელმაც ჯვარზე საცმელად გაიმეტა; მას იოტისოდენა მრისხანებაც კი არ გააჩნდა ამ ხალხის მიმართ, და ეს იყო მისი სრული გამარჯვება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უფალი ისე აღესრულა, ოდნავადაც არ მოუხარა ქედი უსამართლობას, ოდნავადაც არ დაუთმო უსიყვარულობას... ამის შემდეგ კი იგი უკვე მოქმედებს, როგორც ღმერთი - ჩადის ჯოჯოხეთში, ვითარცა ღმერთი, აღმოიყვანს იმ სულებს, რომლებიც მას ელოდებოდნენ მრავალი ათასწლეულის განმავლობაში, აღადგენს თავისივე სხეულს მკვდრეთით და რეალურად დაგვანახებს იმ გამარჯვებას, რომელი გამარჯვებაც იზეიმა მან უკვე ჯვარზე. და როდესაც იგი აღსდგა მკვდრეთით (რაც სუდარაზე "ძლიერი გამოსხივებით" აღიბეჭდა. მეცნიერებს სხვა ტერმინი არ აქვთ, არ იციან, რა სიტყვებით ახსნან ეს უდიდესი მოვლენა), ეს გამარჯვება ჩვენთვის საცნაური გახდა, როგორც სიკეთის, სიმართლის, სიცოცხლის, მართლმადიდებლობის გამარჯვება.

მოამზადა მღვდელმა
თეოდორე გიგნაძემ
ბეჭდვაელფოსტა
15.04. 2017
სოფიო
იესო, შემეწიე!
13.11. 2015
რუსუდან
უფალო დიდება შენდა...შეგვიწყალენ ჩვენ.
01.04. 2015
ნინო
მიხარია რომ მართლმადიდებელი ვარ...მიხარია რომ ქრისტეს გზა უნდა გავიაროთ,რომ ავმაღლდეთ...
სხვა სიახლეები
24.10.2022
ზემოთ ხსენებული სიწმინდეები ინახებოდა მალტაში, წმინდა იოანე იერუსალიმელის სახელობის კათოლიკური ორდენის რაინდებთან.
17.06.2022
წმინდა დავით გარეჯელის სახელთან დაკავშირებული სიწმინდეებიდან ჩვენამდე მოაღწია უდაბნოს ლავრის ტერიტორიაზე არსებულმა წყარომ,
22.05.2022
უფალმა ღირს ჰყო, ღრმა სიბერემდე ეცხოვრა წმინდა ნიკოლოზს. მაგრამ მასაც დაუდგა ჟამი გარდაცვალებისა.
06.01.2022

წმინდა მიწას, იერუსალიმს და იქ დავანებულ სიწმინდეებს დღემდე უამრავი მომლოცველი და მნახველი ჰყავს.

27.01.2021
მცხეთაში შემოსულმა წმინდა ნინომ სწორედ "მაყვლოვნად" წოდებულ ადგილას დაივანა და რამდენიმე წელი აქ ფარულად ლოცულობდა.
04.06.2020
1. თუ VI საუკუნეში, როცა სპარსთა ძლიერება დიდია და ზარასტრუსტის მოძღვრება გაბატონებული აზიაში მცირე იყო და არა საკმაო საქართველოს ნივთიერი ძალა ქრისტეს ჯვრის მძლავრ და გააფთრებულ მტერთა ხშირის თავ-დასხმის საწინააღმდეგოდ,
21.09.2019
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელი, -ეს უდიდესი სიწმიდე, რომელიც თავად ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა გადასცა წმიდა მოციქულ თომას,
21.09.2019
კიდობანში ინახებოდა ძვირფასი სიწმინდე-ღვთისმშობლის პერანგი, რომლისგანაც მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა
26.01.2019
თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის კანკელის მარცხენა კუთხის კედელში ჩასვენებული წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი შეკრულია წმინდა ნინოს თმით და ფარჩის საფარვლით არის შემოსილი.
20.11.2018
ერკეთის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია დედა მარიამი (ფოჩხუა):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat