მართლმადიდებლური სიწმინდეები
მართლმადიდებლური სიწმინდეები
ბეოჩინის მონასტერი
მონასტერი მდებარეობს ფრუშკის მთის ჩრდილოეთ ფერდობზე.
უცნობია მონასტრის დაარსების თარიღი. ბეოჩინი პირველად მოხსენიებულია თურქულ წყაროებში 1566-1567 წლებში. იმ დროს სავანეში იყო ერთნავიანი ეკლესია. XVI საუკუნის ბოლოს და XVII საუკუნის დასაწყისში ფრუშკოგორსკის ბერებმა დასახმარებლად რუსეთს მიმართეს. ავსტრია-თურქეთის ომის დროს მონასტერი განადგურდა. 1697-1699 წლებში იგი აღადგინეს რაჩელმა ბერებმა, რომლებიც გამოიქცნენ კოსოვოდან სერბების დიდი გადმოსახლების დროს და ააგეს დროებითი ხის ეკლესია და სამრეკლო.

კანკელის ხატები დაწერეს დიმიტრი ბაჩევიჩმა, იანკო ხალკოზოვიჩმა და თევდორე ყარაჩუნმა. ფრესკებიდან შემორჩენილია მხოლოდ ერთი კომპოზიცია - 1782 წელს იანკო ხალკოზოვიჩის ნამუშევარი. კელიების კორპუსები ააშენეს 1728-1771 წლებში.

მონასტრის ბაღში დგას წმინდა გიორგის სამლოცველო, რომელიც 1905 წელს ვლადიმერ ნიკოლიჩის პროექტით ძველის ადგილზე ააშენეს. სამონასტრო კომპლექსის რესტავრაცია დასრულდა 1893 წელს.

II მსოფლიო ომის დროს ბეოჩინი გაძარცვეს ხორვატმა უსტაშებმა. მონასტერში ნახავთ ხიშტით გახვრეტილ ღვთისმშობლის ხატს და ვუკა კარაჯიჩის სურათს, რომელსაც უსტაშები სამიზნედ იყენებდნენ. ომის შემდეგ სავანე დედათა მონასტრად გადაკეთდა. 1974 წელს ეკლესიას რესტავრაცია გაუკეთდა, ხოლო სამლოცველოს - 1978 წელს. ტაძარში არის ხვოსტანოვსკელი ეპისკოპოსის ბარნაბას (ნასტიჩი) საფლავი.

ბოისლავ ნასტიჩი დაიბადა 1914 წლის 31 იანვარს ამერიკაში. მისი ოჯახი მალე დაბრუნდა სარაევოში.

1937 წელს ნასტიჩმა დაამთავრა ბელგრადის ღვთისმეტყველების ფაკულტეტი და სარაევოში ასწავლიდა საღვთო რჯულს. 1940 წელს მილეშევოში ბერად აღიკვეცა ბარნაბას სახელით. დიაკვნად ხელი დაასხა დაბრობოსანსკის მიტროპოლიტმა, მომავალმა წმინდა მოწამე პეტრემ (ზიმოვიჩი).

II მსოფლიო ომს ბარნაბა სარაევოში შეხვდა, სადაც თავის ტანჯულ ხალხთან ერთად განიცადა ხორვატი უსტაშებისგან დევნა. ხორვატმა დიქტატორმა ანტე პაველიჩმა მას შესთავაზა "ხორვატიის მართლმადიდებელი ეკლესიის" ეპისკოპოსობა. ბარნაბამ ცივი უარი განაცხადა.

1948 წელს სარაევოში კომუნისტური ხელისუფლების მიერ ინსპირირებულ პროცესზე ეპისკოპოს ბარნაბას 10 წელი მიუსაჯეს.

"ანგლო-ამერიკელების სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის" 1947-1949 წლებში მეუფე ბარნაბა ზენიცის ციხეში იხდიდა სასჯელს. 1949 წელს, ქალაქ სრემსკი მიტროვიცის ციხეში გადასვლის დროს სარკინიგზო ავარია მოუწყო იოსიფ ბროზ ტიტოს ხალხმა - ეპისკოპოსს ხელ-ფეხი მოსტყდა. ამის შემდეგ მეუფე ბარნაბამ თითქმის მთელი წელი ბელგრადში, ვედენსკის მონასტერში გაატარა, საიდანაც კომუნისტებმა გიმიონიცის მონასტერში შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.

1960 წელს ეპისკოპოსი ბარნაბა გადავიდა კრუშედოლში, ფრუშკოგორსკის მონასტერში, იქიდან - ბეოჩინის მონასტერში, სადაც მას ხშირ-ხშირად სტუმრობდა პარტიული მუშაკი მილან ვილიჩი, რომელიც სერბეთის ეკლესიას ზედამხედველობდა. იგი მეუფეს არწმუნებდა, შეეცვალა "სახალხო ხელისუფლებისადმი" დამოკიდებულება. მეუფე ბარნაბა 1964 წლის 12 ნოემბერს, 50 წლის ასაკში საეჭვო გარემოებაში გარდაიცვალა ბეოჩინაში.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
24.10.2022
ზემოთ ხსენებული სიწმინდეები ინახებოდა მალტაში, წმინდა იოანე იერუსალიმელის სახელობის კათოლიკური ორდენის რაინდებთან.
17.06.2022
წმინდა დავით გარეჯელის სახელთან დაკავშირებული სიწმინდეებიდან ჩვენამდე მოაღწია უდაბნოს ლავრის ტერიტორიაზე არსებულმა წყარომ,
22.05.2022
უფალმა ღირს ჰყო, ღრმა სიბერემდე ეცხოვრა წმინდა ნიკოლოზს. მაგრამ მასაც დაუდგა ჟამი გარდაცვალებისა.
06.01.2022

წმინდა მიწას, იერუსალიმს და იქ დავანებულ სიწმინდეებს დღემდე უამრავი მომლოცველი და მნახველი ჰყავს.

27.01.2021
მცხეთაში შემოსულმა წმინდა ნინომ სწორედ "მაყვლოვნად" წოდებულ ადგილას დაივანა და რამდენიმე წელი აქ ფარულად ლოცულობდა.
04.06.2020
1. თუ VI საუკუნეში, როცა სპარსთა ძლიერება დიდია და ზარასტრუსტის მოძღვრება გაბატონებული აზიაში მცირე იყო და არა საკმაო საქართველოს ნივთიერი ძალა ქრისტეს ჯვრის მძლავრ და გააფთრებულ მტერთა ხშირის თავ-დასხმის საწინააღმდეგოდ,
21.09.2019
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელი, -ეს უდიდესი სიწმიდე, რომელიც თავად ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა გადასცა წმიდა მოციქულ თომას,
21.09.2019
კიდობანში ინახებოდა ძვირფასი სიწმინდე-ღვთისმშობლის პერანგი, რომლისგანაც მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა
26.01.2019
თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის კანკელის მარცხენა კუთხის კედელში ჩასვენებული წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი შეკრულია წმინდა ნინოს თმით და ფარჩის საფარვლით არის შემოსილი.
20.11.2018
ერკეთის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია დედა მარიამი (ფოჩხუა):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat