მაცხოვარმა ფერი იცვალა თაბორის მთაზე, სადაც თავის ჯვარცმამდე ორმოცი დღით ადრე აიყვანა ყველაზე ერთგული მოწაფენი - პეტრე, იაკობ და იოანე. ეჩვენა მათ მოსე და ილია და ესაუბრებოდნენ იესოს.
თაბორის მთა მდებარეობს გალილეის ცენტრში. მართლმადიდებლური ტაძარი თაბორის მთაზე 1911 წელს აიგო ელენე დედოფლის მიერ აშენებული და შემდგომ უსჯულოთაგან დანგრეული ეკლესიის ადგილზე. მისი საკურთხეველი მდებარეობს იქ, სადაც მოხდა უფლის ფერისცვალება.
ყოველი წლის 19 აგვისტოს ამ ტაძარს მადლმოსილი ღრუბელი ადგება. სადაც მაცხოვარმა ფერი იცვალა, ის ადგილი კათოლიკეების ხელშია. მაგრამ იმ ტაძრიდან წამოღებული ქვის ნაწილებით, ცოტა ქვევით, აშენებულია მცირე ზომის ტაძარი, სადაც რუმინელი დედები მსახურობენ.
იერუსალიმში მოგზაურობისას ადამიანი სულიერად ძლიერდება - აქ ყველაგან ცოცხლდება სახარებისეული ეპიზოდები.
ფერისცვალების ტაძარი თაბორის მთაზეფერისცვალება მოხდა თებერვლის თვეში, ჯვარცმამდე 40 დღით ადრე, მაგრამ დღესასწაული გადმოტანილი იქნა აგვისტოში, რათა არ მომხდარიყო მისი აღნიშვნა დიდი მარხვის პერიოდში. 6 აგვისტო (ძველი სტილით) კი შერჩეული იქნა იმ პრინციპით, რომ 40 დღის შემდეგ (14 სექტემბერს - ძველი სტილით) აღინიშნება ჯვართამაღლების დღესასწაული.