მონასტერი III საუკუნეში, წარმართთა მიერ ქრისტიანობის დევნის დროს აუგიათ. XVI საუკუნისთვის მისგან ნანგრევებიღა იყო დარჩენილი. 1982 წელს მონასტერი პატრიარქმა ეგნატე IV-მ აღადგინა.
1737 წელს მონასტრის ტაძარი მოქმედი ყოფილა და იქ ერთ ბერსაც უცხოვრია. 1945 წელს ეს ადგილი დედა კატერინა ხაიდადს მოუნახულებია. "მონასტრის კედლებს კაფრის ქვები იკავებს. სახურავი ფილებით არის დაფარული. სვეტების მწკრივი ვაზისებრი ორნამენტით მოუხატავთ. ერთ დიდ ქვაზე ოთხი ანგელოზი გამოუსახავთ. ქვებს ბერძნული წარწერები ამკობს", - წერს იგი.
ქერუბიმთა მონასტრის მიდამოებში ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ოდესღაც ამ ადგილას მარნები ყოფილა. ჩანს, სწორედ ისინი გამოუსახავთ ქვებზე.
რამდენიმე ხნის წინ მონასტრის ეზოში სტუმრებისა და მომლოცველებისათვის თავშესაფარი ააგეს.
მისმა უნეტარესობამ, პატრიარქმა ეგნატემ, რომელმაც აქ სამონასტრო ცხოვრების აღორძინება განიზრახა, ქერუბიმთა სავანე საიდანის წმინდა გიორგის საპატრიარქო მონასტერს მიამაგრა, რომელსაც არქიმანდრიტი იოანე უდგას სათავეში.
ლევან მათეშვილმა