მთელი ხალხი პირქვე დაემხო მიწაზე და ცრემლით ევედრებოდნენ უფალს...
მთელი ხალხი პირქვე დაემხო მიწაზე და ცრემლით ევედრებოდნენ უფალს...
1900 წლის ჟურნალ "მწყემსის" მე-15 ნომერში ქაიხოსრო გელოვანი წერს: "ამ რამდენიმე წლის წინათ ჩვენს მხარეში ძალიან დიდი გოლვა იდგა; ყოველგვარი მიწის მცენარეულობა გაახმო ძლიერმა სიცხემ, ცამ შეჰკრა პირი და წვეთი ნამი აღარ გამოიმეტა დედა-მიწისთვის. ხალხი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა; მწარე სენი შიმშილისა თვალწინ უდგა ყველას. იმედი მიწის გალღობისა და გაგრილებისა სამყაროდამ არას კუთხით სჩანდა, გოლვა გრძელდებოდა...

სწორედ ამ განსაცდელის ჟამს ამოვიდა რაჭაში ჩვენის ეკლესიის მადლიანი და დამამშვენებელი მსახური, აწ განსვენებული ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე - კ.კ.). ჩვენი ხალხის უმრავლესი ნაწილი ყოველთვის ჭეშმარიტის სასოებით აღჭურვილნი ეგებებოდნენ ამ ჩვენი ეკლესიის კრებულთა მნათობს... ამ შემთხვევაში კი ერთი-ორად იჩინა თავი ხალხის სულსა და გულში ამ ქრისტიანულმა გრძნობამ. ხალხი ორთავე სქესისა, დიდი და პატარა, სასოებით შემოეხვია გარს თავის მადლიანს მამათმთავარს და ცრემლით შეევედრნენ, რომ ეკურთხებია მდინარე რიონი. მოისმინა თუ არა ხალხის თხოვნა, გარდახედა რა სასოწარკვეთილების სამძღვარზე მიხწევნილს თავის სულიერ სამწყსოს, მეცნიერი მღვდელმთავარი დაფიქრდა... რამოდენიმე წუთის სიჩუმის შემდეგ მოესმა ხალხს მანუგეშებელი ხმა: "ნუ გეშინიათ, შვილებო, სასოებას ნუ წარიკვეთთ, ამაღამ მოემზადეთ ლოცვა-ვედრებით, მეც მოვემზადები და ხვალ ვაკურთხებ მდინარეს და თუ გულწრფელი სასოებით შევთხოვთ უფალს, უთუოდ შეიწყნარებს ჩვენს ვედრებასო. ხალხი ნუგეშმოპოებული დაიშალა. მღვდელმთავარმა მთელი ღამე საიდუმლო ლოცვაში გაატარა, დილით ადრე ადგილობრივ ეკლესიაში შეასრულა საცისკრო ღვთისმსახურება.

გათენდა დილა, მაგრამ არ სანუგეშო: სარკესავით გადაწმენდილი ცა წითლად ლაპლაპებს. გამოჩნდა თუ არა მზე, მოიცვა დედამიწა სულის შემხუთველმა სიცხემ; დილის ათ საათზედ სატაძრო შესამოსელით შემოსილი სამღვდელოება ჯვრითა და ხატებით ლიტანიით მივიდნენ მდინარის პირზე და ელოდნენ მღვდელმთავრის მობრუნებას. გამოჩნდა მღვდელმთავარიც, რომელიც მარტოდმარტო მობრძანდებოდა ფეხით; ორივე ნაპირი მდინარე რიონისა სავსე იყო ხალხით. მიუახლოვდა თუ არა მღვდელმთავარი მდინარეს, შემოსილი სამღვდელოება ჯვრითა და აიაზმით შეეგება მას წინ და მიართვა მანტია და კვერთხი. მღვდელმთავარი შეიმოსა მანტიით, ხელთ იპყრა კვერთხი, ემთხვია ჯვარს. იპკურა აიაზმა, გარდასახა ოთხივე კუთხით ჯვარი ხალხს და ავიდა იორდანეზე. დაიწყო წყლის კურთხევის წესის შესრულება. მღვდელმთავარმა მუხლი მოიდრიკა, აღაპყრო ხელი ზეცად, სასოებით ეამბორა ჯვარს და შთაასვენა მდინარეში. ამ დროს მთელი ხალხი პირქვე დაემხო მიწაზე და ცრემლით ევედრებოდნენ უფალს... ამოასვენა ჯვარი იორდანიდამ თუ არა, ნაკურთხის წყლით ასხურა დაჩოქილი ხალხი. ჰოი საკვირველებავ! ამ დროს უეცრად გაისმა ცაში გრგვინვის ხმა და გაჩნდა აქა-იქ სქელი ღრუბლები. მღვდელმთავარმა მეოთხედ ჩაასვენა ჯვარი მდინარეში და ასხურა ხალხი წმინდა წყლით. ამ დროს უღირსთა ვიხილეთ ნამდვილი სასწაული. დაიწყო ნელ-ნელა თქორვა... მღვდელმთავარმა ცხენზედ შებრძანება არ ინება, ხალხთან ერთად აბრძანდა ბინაზე. წვიმამ უმატა. ამ დროს მაზრის უფროსმა თავადმა ჩიჯავაძემ ყოვლადსამღვდელოს მისთავაზა ქოლგა, მაგრამ მღვდელმთავარმა არ ინება ქოლგის დახურვა, ეგ წვიმა ზეგარდმო მადლით მოვლენილი ნელსაცხებელი არის ჩემთვის და ქოლგა ამ შემთხვევაში რა საჭიროაო, ბრძანა.

ბინაზედ მიბრძანდა თუ არა ყოვლადსამღვდელო, სადილობის დრომაც მოაწია, ვგონებ, არავის არას დროს ისე მხიარული არ ენახოს ეს იშვიათი მწყემსმთავარი, როგორც ამ შემთხვევაში იყო... ასეთი თვალსაჩინო სასწაულებრივი მოვლენა არათუ ჩვენის დროის მართლმადიდებელი ადამიანის გულში, თვით ქრისტეს თანამედროვე ფარისეველთა გულშიაც კი გაანელებდა ურწმუნოების გრძნობას, მაგრამ... ამ შემთხვევაშიაც იჩინა თავი ჩვენში შემაძრწუნებელმა ურწმუნოებამ: სწორედ შუა სადილის დროს რაჭაში ერთმა საპატიო თანამდებობის მექონმა პირმა მიმართა ეპისკოპოსს შემდეგი სიტყვებით: "თქვენო მეუფებავ! უმორჩილესად გთხოვთ მიბრძანოთ, საიდამ გამოიწერეთ თქვენი ბარომეტრი, რომელიც ეგრე შეუცდომლად აჩვენებს ჰაერის ბუნების ცვლილებას, რომ მეც გამოვიწერო იქიდამ მაგისთანა ბარომეტრიო". რა ბარომეტრიო?! - გაკვირვებით ჰკითხა მღვდელმთავარმა: "აი, იმ თქვენს ბარომეტრზე მოგახსენებთ, რომელმაც ეგრე სინამდვილით გაჩვენათ, რომ დღეს გაავდრდებოდა და რომლის გამოცდილებით დაიმედებულმა ინებეთ დღეს მდინარე რიონის კურთხევაო". მოისმინა თუ არა ეს სიტყვები, თითქოს რაღაცამ მწარედ უკბინაო, მღვდელმთავარი შეშფოთდა! მისი უმაღლესის სიხარულით განბრწყინვებული სახე ჭმუნვის ღრუბლით შეიმოსა, უკმაყოფილოდ თავი გაიქნია და მქისად უბრძანა: "მე არ მეგონა, თუ ამ შემთხვევაში ჩვენ შორის ურწმუნო თომა აღმოჩნდებოდა. ჩემი ბარომეტრი ჩემი სარწმუნოება და ჩემი გულწრფელი რწმენა ღვთის ყოვლისშემძლეობაზე და მისდამი სასოებით ლოცვა-ვედრება არის და არა რომელიმე სახელოსნოდამ გამოწერილი და ნაყიდი მანქანაო", - და გულნაწყენი გავიდა მეორე ოთახში".

***
1899 წლის ჟურნალი "მწყემსი" (##15-16) ბეჭდავს ლეჩხუმელი მღვდლის მამა ანტონ გოლეთიანის წერილს, რომელიც ლეჩხუმში მომხდარ სასწაულზე მოგვითხრობს: "წელს სხვიმინდულად დიდი წვიმები არ ყოფილა ჩვენკენ და ამიტომ არც მიწა გამბალა საკმაოდ, ხოლო ივნისიდან ვიდრე 27 ივლისამდე არათუ წვიმით არ გამაძღარა მიწა, ცვარიც კი არ ყოფილა, რადგან ღამე ცა ღრუბლით იხურებოდა და დღე ძლიერი სიცხეები სწვავდა, ბალახი გახმა, წყლები ალაგ-ალაგ დაშრა, კაცი და საქონელი შეწუხდა აუტანელი სიცხისგან. ხალხიც შეაწუხა შიმშილის მოლოდინმა. პური მჩუტეთ დამწიფდა, სიმინდი სანახევროდ გახმა და აჭრეს. ეკლესიებიდან ხატებს ასვენებდნენ მდინარე წყლებზედ დასაბანად ლიტანიით, მაგრამ არ შეიქნა საშველი. ბოლოს 27 კვირიკობისთვეს სოფელს ოყურეშიდან წაასვენეს ხვამლის მთაზედ ორი დიდი და დიდებული წმინდის გიორგის ხატი. ეს ორი ხატი შესანიშნავია მთელს მაზრაში თავისი სიდიდით, დიდებული მორთულობით, სიძველით და სასწაულმოქმედებით. ხალხის მოთხრობით ეს ორი წმინდის გიორგის ხატი ძველ დროში დასვენებული ყოფილა ხვამლზედ, სადაც ყოფილა ეკლესია და ბერების მოსახლეობა. წერილობით ჩვენში თუმცა ამაზე არა სჩანს რა, მაგრამ ხვამლზედ ახლაც ცხადად ჩანს და ატყვია ძველი ნაეკლესიები ტრაპეზი, შენობის ნანგრევები სულ თლილი საპატი ქვებისაგან, გალავანი, ბერების სენაკების ნაშთნი და სხვა. სხვაც ბევრი რამ შესანიშნავია ამ მაღალი მთის წვეროზე.

ახლა დავუბრუნდეთ ჩვენს ლიტანიას. 27 კვირიკობისთვეს, შუადღის პაპანაქება სიცხეში გავემგზავრეთ ოყურეშის ეკლესიიდან ხვამლისკენ ასიოდე კაცი და ქალი, ხატებს მიასვენებდნენ ოთხ-ოთხი ჯალავრით. ლიტანიას წინ მიუძღოდნენ განუწყვეტელი ბუკის კვრით და ზარების რეკა დიდხანს არ შეწყვეტილა. ხალხი ფეხშიშველა, ქუდმოხდილი უკან ახლდა სასწაულმოქმედს დიდებულ ხატებს და ცრემლით შეტიროდა თავის გაჭირვებას. გზა იყო ჯერ აღმართ მინდვრებზე და მერეთ ისეთსავე დაბურვილს მაღალ ტყეებში. გრილი მთის ნიავი და მყინვარე წყლები გვიგრილებდა სიცხისა და მგზავრობისგან გახურებულს და ათრთოლებულს გულს. მზე კიდევ ანათებდა ამ მაღალ მთას, როცა ჩვენ შევაწიეთ შიშველ მთის მინდორზე. ხატები დავასვენეთ ნაეკლესიებზედ, შევხსენით სახვევები და გავაჩერეთ ნატრაპეზალზედ, აუნთეთ სანთლები და წამოვიჩოქეთ მათ წინაშე ვედრებით. ეს იყო გულმხურვალე ვედრება მდაბიო ხალხისა, არათუ ყალბი, პირშეფარებული და ფარისევლური, როგორც შეგვიხედავს ზოგიერთი მლოცველებისთვის, რომლებიც სათვალმაჩინოთ აქნევენ ხელებს, პირჯვარს იწერენ.

ამ მთაზედ ადიან მოცლილი კაცები სათვალსეიროდ. აქედან მოჩანს მთელი კავკასია. ორივე ზღვა მთის მდინარეებით, მთები და ქალაქები სარკესავით ცხადად შესახედავია აქედან; მთის გარშემო მდებარე სოფლებს მხედველი მიმინოსავით მაღლიდან აჩერდება. მე კი ამ შიშმა შემიპყრო და გადახედვა ვერ გავბედე, ისე მიზიდავდა რაღაცა უცნაური ძალა ძირისკენ. აქ, ამ შიშველ მინდორში, არიან სალი კლდეები ძეგლებივით ამართული, იმათ ნაპრალებში, სადღაც ჯურღმულში, მოჩანს თოვლი და ყინული. ერთი სიტყვით, ბევრი რამ საკვირველება ინახება აქ ბუნებისგან. მაგრამ ჩვენი მიზანი სულ სხვა იყო. დაღამებამდის გარდვიხადეთ სამადლობელი პარაკლისი და აი ცხოველი სასწაული! ისმინა უფალმა ვედრება ჩვენი: "რათა უბრძანოს ღრუბელთა ცისათა მოცემად წვიმა..." გაჩნდა ნისლი მთის გარშემო, დაგვიახლოვდა და გარს შემოგვერტყა. ამას მოჰყვა ცივი ქარი, გასქელდა ნისლი და აიწია თანდათან მაღლა. შეიქმნა ქუხილი, ელვა და ბოლოს ნელი წვიმა. ჩვენს სიხარულს და მადლობას წმინდა გიორგისადმი არ ჰქონდა საზღვარი. ახლა კი მივხვდი, რომ ტყუილად არ ჰქონდა დაჟინებული ხალხს წმინდა გიორგის ხატების გასვენება ამ მთაზედ, გამოცდილი გვაქვს, რომ არ გაწბილდება იქ შებრძანებაო.

სწორედ ასეთი მხურვალე სარწმუნოებით და ვედრებით ჰქონიათ მათ გამოცდილი წმინდა გიორგის მეოხება და ძლევა-დიდება ბუნებაზედაც. აი სად ჰქონია სათავე ხალხურ მონათხრობს, რომ ვითომ წმინდა გიორგი და ილია წინასწარმეტყველი ცაში ცხენებს აჭენებენ და რახუნი და ელვა-ჭექა იქიდან არისო. ჩემს დღეში ასე ცხოველი სასწაული არ მინახავს და ახლა კი მჯერა, რომ ცოდვილ დროშიდაც მოხდება სასწაული ლოცვით და ჭეშმარიტი სარწმუნოება-სასოებით.

როცა წვიმა დაიწყო, ხალხი გაიფანტ-გამოიფანტა აქა-იქ ქვაბუნებში თავის შესაფარებლად და ზოგი კი იქვე ხატებთან დავრჩით. მეორე დღეს ბუკის ხმამ ხელახლა მოგვიყარა თავი წმინდა გიორგის ხატებთან, სადაც პარაკლისი გარდვიხადეთ და მუხლმოყრით მადლობა შევსწირეთ სასწაულმოქმედ და ძლევამოსილ ხატებს და გულდამშვიდებულნი დავბრუნდით სოფელში წმინდა ხატებით. იმ დღიდან გაიხსნა შეკრული ცა და იწვიმა საკმაოდ, გაცოცხლდა ყოველი დაბადებული: კაცი, ცხოველი და მცენარე. ღმერთო, უშველე გაჭირვებულ მდაბიო ხალხს, რომელსაც ყოველ ჭირსა და ლხინშიც აქვს ერთადერთი უტყუარი იარაღი - სარწმუნოება, სასოება და მხურვალე ვედრება".

***
ეს ამბავი 1901 წლის ღვთისმშობლობას მომხდარა; ამავე წლის გაზეთი "მწყემსი" ბეჭდავს მღვდელ სპირიდონ ჯუღელის წერილს: "სოფელი თავასა არის სკანდის მახლობლად აღმოსავლეთის მხრით. თავასელმა გლეხმა ე. ქვ. ნაშუადღევის 3 საათზედ ინება სიმინდის სატეხათ ყანაში წასვლა, ხარები დააბა, ჩალა ჩაუჭრა, თვითონ კი მუშაობა დაიწყო. ამას შეხედა სკანდელმა გლეხმა გ. დ-მ, ესეც წაბრძანდა, ამან ქვევით დაიწყო სიმინდის ტეხვა, თამასელმა - ზევით. არ გასულა ნახევარი საათი, გადაკოტრიალდა ცალი ხარი (ღირებული 50-60 მანეთად) და ძლივსძლივობით მიასწრეს დანა. არ გასულა 15 წამი, საიდან იყო და რა შემთხვევამ გადმოაგორა, მოგორავს ქვა. აქეთ ეცა გლეხი გ. დ., იქით ეცა, იქნებ როგორმე ავცდეო, მაგრამ ცდამ ამაოთ ჩაუარა საწყალს, ეტაკა ქვა ზედ შუა წვივზედ და ისე დაუმსხვრია წვივი, რომ ექიმმა ძლივს მოუყარა ძვლებს თავი. გადარჩება თუ არა იგი, ღმერთმა იცის. უქმის ტეხვას და მცნების აღუსრულებლობას მოყვა ამისთანა უბედურება. ვგონებ, ჭკუის სასწავლებლად კმარა. არ ერჩია იმ უბედურს, რომ მეორე დღეს ემუშავნა და ის დღე წმინდად შეენახა?"
ბეჭდვაელფოსტა
29.07. 2015
nino
samwuxarod dges agar gvaqvs isetive mxurvale guli rogoric hqondat chvens winaprebs.
28.07. 2014
gaga
male isev qvis xanashi agmovCndebiT.
სხვა სიახლეები
24.10.2022
ზემოთ ხსენებული სიწმინდეები ინახებოდა მალტაში, წმინდა იოანე იერუსალიმელის სახელობის კათოლიკური ორდენის რაინდებთან.
17.06.2022
წმინდა დავით გარეჯელის სახელთან დაკავშირებული სიწმინდეებიდან ჩვენამდე მოაღწია უდაბნოს ლავრის ტერიტორიაზე არსებულმა წყარომ,
22.05.2022
უფალმა ღირს ჰყო, ღრმა სიბერემდე ეცხოვრა წმინდა ნიკოლოზს. მაგრამ მასაც დაუდგა ჟამი გარდაცვალებისა.
06.01.2022

წმინდა მიწას, იერუსალიმს და იქ დავანებულ სიწმინდეებს დღემდე უამრავი მომლოცველი და მნახველი ჰყავს.

27.01.2021
მცხეთაში შემოსულმა წმინდა ნინომ სწორედ "მაყვლოვნად" წოდებულ ადგილას დაივანა და რამდენიმე წელი აქ ფარულად ლოცულობდა.
04.06.2020
1. თუ VI საუკუნეში, როცა სპარსთა ძლიერება დიდია და ზარასტრუსტის მოძღვრება გაბატონებული აზიაში მცირე იყო და არა საკმაო საქართველოს ნივთიერი ძალა ქრისტეს ჯვრის მძლავრ და გააფთრებულ მტერთა ხშირის თავ-დასხმის საწინააღმდეგოდ,
21.09.2019
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელი, -ეს უდიდესი სიწმიდე, რომელიც თავად ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა გადასცა წმიდა მოციქულ თომას,
21.09.2019
კიდობანში ინახებოდა ძვირფასი სიწმინდე-ღვთისმშობლის პერანგი, რომლისგანაც მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა
26.01.2019
თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის კანკელის მარცხენა კუთხის კედელში ჩასვენებული წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი შეკრულია წმინდა ნინოს თმით და ფარჩის საფარვლით არის შემოსილი.
20.11.2018
ერკეთის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია დედა მარიამი (ფოჩხუა):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat