ანჩის სახარება პატრიარქის წყალობით გადარჩება
ანჩის სახარება პატრიარქის წყალობით გადარჩება
"უნდა შეიკრიბოს ყოველივე ძველი წერილობითი და ნივთიერი ძეგლი, რაც კი ოდესმე აღმოჩნდება და სადამდინაც ხელი მიგვიწვდება. ვინ იცის, რამოდენა ძველი ნაშთია გაფუჭებული აქა-იქ ეკლესიებში, მონასტრებში, ტაძრებში, რა დიდძალი გუჯრები, სიგელები და სხვა ნაწერები უადგილო ადგილას ყრია დღეს აქა-იქ, უპატრონოდ, მოუვლელად. რამდენი ამისთანა განძი ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და არქეოლოგიისა გამოუქვეყნებლად არის მიმალული და დროთა განმავლობაში იკარგება, ფუჭდება და იღუპება. და ვინ იცის, კარგთა გამგებელთა ხელში ერთად თავმოყრილმა ძველმა ნაშთმა რამდენი ახალი საბუთი მისცეს ჩვენს ისტორიასა და ჩვენის ისტორიის მაძიებელთა და მკვლევართა".
ილია ჭავჭავაძე

მეცნიერები ქართული მწიგნობრობის ისტორიას ანბანის ისტორიით იწყებენ და მიუთითებენ, რომ წერა, კითხვა და ასო ძველისძველი ტერმინებია. წერა თავდაპირველად ჭრას, კვეთას ნიშნავდა. კვეთისთვის უმთავრესად მაგარ მასალას - ქვას, თიხის დაფას, ლითონს იყენებდნენ. იგივე სახელი ეწოდა ადამიანის ნააზრევის ნიშნებით გამოსახვას, ხოლო ხელოსანს, ვინც სპეციალური იარაღის მეშვეობით გამოსახავდა ამ ნიშნებს - დამწერალი, მწერალი, მწიგნობარი.

ხელნაწერებს ძველ საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ინახავდნენ და იცავდნენ მათი შემქმნელები, უმთავრესად - საერო და სასულიერო ხელისუფალნი, სამეფო კარი და რელიგიური ცენტრები.

საეკლესიო-სამონასტრო არქივებში (სიონში, ჯვარში, შიომღვიმეში, სვეტიცხოველში, გელათში, ალავერდში, სამთავისში, ბედიაში, ოშკში, ნიკორწმინდაში, დავითგარეჯაში) ინახებოდა საეკლესიო დოკუმენტები, საკათალიკოსო დავთრები, შემოსავალ-გასავლის წიგნები, გარიგებათა დავთრები, საეკლესიო მამულთა და ყმათა სიები, წყალობისა და შეწირულობის სიგელ-გუჯრები.

სახელმწიფო არქივების მართვისა და საქმის წარმოების დეპარტამენტში ხუთ მილიონზე მეტი უნიკალური წერილობითი ძეგლია დაცული, მათ შორის - IX საუკუნის სახარება, დავით აღმაშენებლის ანდერძი შიომღვიმის მონასტრისადმი და თამარ მეფის სიგელი, ანჩის სახარება, ქართული საგალობლების სანოტო ნიშნები (XIს.), ერეკლე II-ის წერილები თეკლა ბატონიშვილისადმი, ექვთიმე თაყაიშვილის, ივანე ჯავახიშვილის, ნიკო ბერძენიშვილის და სხვათა ხელნაწერები. ეს სიძველეები უკვე კარგა ხანია შველას ითხოვს - საცავებში, ფაქტობრივად, იგივე ტემპერატურაა, რაც ქუჩაში, არადა, წერილობითი ძეგლების უსაფრთხოებისთვის მუდმივად 190ც ტემპერატურაა საჭირო. ტემპერატურის ცვალებადობა დოკუმენტებს აზიანებს. წერილობითი ძეგლები იფშვნება და იმსხვრევა.

გარდა იმისა, რომ დღემდე ვერ მოხერხდა სათანადო ტემპერატურის შენარჩუნება, ავარიულ მდგომარეობაშია მთლიანად დეპარტამენტის შენობა. დაბზარული კედლებიდან წვიმის წყალი ჟონავს.

2004 წლიდან სახელმწიფო არქივი იუსტიციის სამინისტროს ექვემდებარება. მართალია, მას შემდეგ არქივის თანამშრომელთა ხელფასი საგრძნობლად გაიზარდა, მაგრამ დაზიანებული შენობისა და საარქივო მასალების დაცვა მაინც ვერ ხერხდება.

დეპარტამენტს რამდენიმე თვეა ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ქალბატონი თეონა იაშვილი დიდი გულისყურით ეკიდება საგანძურის დაცვას და არქივის გადარჩენას უცხოელი დონორების დახმარებით ცდილობს. განსაკუთრებული ინტერესი გერმანიის საელჩომ გამოიჩინა. თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით უცხოელი სპეციალისტები ქართველებთან ერთად შეეცდებიან საქართველოს სახელმწიფო არქივის გადარჩენაზე ზრუნვას.

როგორც მოგახსენეთ, სახელმწიფო საისტორიო არქივში ანჩის სახარება და თამარ მეფის სიგელი ინახება. იუსტიციის მინისტრის კეთილი ნებით და არქივის ხელმძღვანელობის ხელშეწყობით ამ უნიკალური საგანძურის ნახვა დაინტერესებულ პირებს 14 მაისს, სამების ლავრის დიდ ტაძარში შეეძლოთ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ეს ორი წერილობითი დოკუმენტი სამი დღის განმავლობაში ჯერ საპატრიარქოში იყო დაბრძანებული, შემდეგ კი სამების საკათედრო ტაძარში გადაიტანეს. რაკი საგანძური თამარ მეფის სახელს უკავშირდება, მათი გამობრძანება თამარობის დღესასწაულს დაამთხვიეს. მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, წირვის შემდეგ ორივე დოკუმენტი საპატრიარქოში დააბრუნეს, მეორე დილით კი სახელმწიფო არქივის საისტორიო არქივის საცავში მოათავსეს.

ანჩის სახარება XII-XIII საუკუნეების ძეგლია. ეტრატზე ნუსხური დამწერლობით შესრულებულ სახარებას ტყავგადაკრული, ვერცხლით შეჭედილი ხის ყდა აქვს.

მინიატურები და ყდა ოქრომქანდაკებელ ბექა ოპიზარის მიერ არის შესრულებული. სახარება ანჩის ხატთან ესვენა. მინაწერში ანჩელი მთავარეპისკოპოსი თეოდორე იხსენიებს დავით აღმაშენებელს, თამარ მეფეს, ლაშა-გიორგის, ბექა მქანდაკებელსა და სხვებს და მრევლს მოუწოდებს, მათ სადიდებლად ლოცვები აღავლინონ.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სახარება იქ იყო დასვენებული, სადაც მიდიოდა თამარ მეფე, სადაც ლოცულობდა. შესაბამისად, თამარს ხელი აქვს შევლებული წმინდა სახარებაზე.

"მისი უწმინდესობა დაინტერესდა დოკუმენტების მდგომარეობით. როდესაც შეიტყო, ანჩის სახარებას გადაუდებელი რესტავრაცია სჭირდებოდა და მხოლოდ მასალის შესაძენად აუცილებელი იყო სამი ათასი ლარი, მაშინვე გამოგვეხმაურა და თავისი საქველმოქმედო ფონდიდან თანხა გამოგვიყო. სახარება, რომელიც უკვე 39 ფრაგმენტად არის დაშლილი, გადარჩება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წყალობით. მომავალში საპატრიარქოსთან თანამშრომლობას ვგეგმავთ, დიდი სურვილი გვაქვს, ერთობლივი, უფრო ფართომასშტაბიანი გამოფენები მოვაწყოთ, გამოვფინოთ ისტორიული დოკუმენტები და ამით მოსახლეობას გავაცნოთ საქართველოს წარსული", - ამბობს საარქივო დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეონა იაშვილი.

ანჩის სახარება ზოგან მოწითალო ფერით არის შესრულებული. ქალბატონი თეონას თქმით, ეს სინგურია - წითელი მელანი. საქართველოში მას რკინის შემცველი მინერალისგან ამზადებდნენ. სინგური ორთქლდება, მაგრამ ანჩის სახარების მელანში რკინის შემცველობა საკმაოდ მაღალია, ამიტომ ეს წითელი ფერი საუკუნეების შემდეგაც შეინარჩუნებს ხარისხს. ერთი მინიატურა ბექა ოპიზარის მიერ არის შესრულებული. თავსართი ასოები და რამდენიმე კაბადონიც მისივე ნახელავია.

სიგელი 1189 წლისაა და სოფელ ჭორვილის შემოწირულობის საბუთი გახლავთ. შესრულებულია ტყავზე მხედრული დამწერლობით, გაცემულია თამარ მეფის მიერ გელათის ღვთისმშობლის ეკლესიაში. დამტკიცებულია მისივე ხელრთვით. ამ სიგელით თამარ მეფემ გელათის მონასტერში სარჩოს გარეშე მყოფ 12 ბერს მუდმივი შემოსავალი - სოფელ ჭორვილის გამოსაღების ნაწილი - უბოძა.

"თამარ მეფის სიგელი რესტავრირებულია და ხელოვნურ ეტრატზეა დაკრული. ეტრატის ფურცლები ერთმანეთზეა გადაბმული ბამბის წითელი ძაფით, რომელსაც ფერი დღემდე არ დაუკარგავს. ეს თამარ მეფის ეპოქის ძაფია. ჩვენ დავამზადეთ საგამოფენო მულაჟი ანუ ზუსტი ასლი, სადაც ძაფიც კი დედნის ზუსტი ანალოგი გახლავთ და ისეთივე დაძველებით არის შესრულებული, ასე რომ, ნამდვილისგან არაფრით განსხვავდება", - გვეუბნება საარქივო დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მისი თქმით, დოკუმენტი პირველ პირშია დაწერილი. როგორც ჩანს, თამარს გელათის სამონასტრო კომპლექსი მოულოცავს და იქ 12 ბერს შეხვედრია, რომლებიც უკიდურეს გასაჭირში ცხოვრობდნენ. ამას მეფე აღუშფოთებია. იმ დროს ჭორვილა წელგამართული სოფელი ყოფილა, სადაც საკმაოდ კარგი გადასახადი იკრიბებოდა. ამ მოსაკრებლის ნაწილი თამარ მეფემ 12 ბერს უბოძა და მუდმივი სარჩო გაუჩინა.

KARIBCHE

დოკუმენტი თვალსაჩინოა ხელმოწერების რაოდენობითაც: სიგელს თავისი ხელმოწერით ადასტურებს რამდენიმე საეკლესიო პირი. ქვედა ნაწილი ეტრატისა წყალს დაუზიანებია. სავარაუდოდ, ამ დაზიანებულ ნაწილში უნდა ყოფილიყო თამარის ხელმოწერა.

უძველესი დოკუმენტი, რომელიც სახელმწიფო არქივშია დაცული, IX საუკუნის სახარებაა. ეს გახლავთ საკმაოდ მოზრდილი ხელნაწერი წიგნი, რომელსაც თავის დროზე კონსერვაცია ჩაუტარდა და ამჟამადაც გადაუდებელ დახმარებას მოითხოვს. წიგნის ყდა სავარაუდოდ XIX საუკუნეშია გამოცვლილი.

საარქივო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას კვლავ საპატრიარქოს დახმარების იმედი აქვს - მხოლოდ ასე თუ შეძლებენ სათანადო სარესტავრაციო მასალების შეძენას და სამუშაოების ჩატარებას.

ამ უნიკალური საგანძურის გვერდით დაცულია დავით აღმაშენებლის ანდერძის ფურცელი, რომელიც ხანძარს გადაურჩა (მოგეხსენებათ, რუსეთ-თურქეთის ომის დროს, 1915 წელს, ისტორიული დოკუმენტები ჩრდილოეთ კავკასიაში გადამალეს. სწორედ იქ მოხდა ხანძარი, რამაც დოკუმენტების დიდი ნაწილი გაანადგურა. მათ შორის - დავით აღმაშენებლის ანდერძი და IX საუკუნის სახარებაც. ანდერძიდან ერთი ფურცელიღა შემოგვრჩა. სახარების ფურცლები მხოლოდ გარედან არის შეტრუსული).

თეონა იაშვილი:

- არქივში დაცულია ერეკლე მეფის ხელით დაწერილი წერილებიც, რაც თავისთავად უნიკალურია - მეფეები პირად წერილებს იშვიათად წერდნენ ხელით. მათ ჰყავდათ კალიგრაფიის უზადო ოსტატები, რომლებიც მათ ნაცვლად წერდნენ, მეფეები მხოლოდ ხელს აწერდნენ. აღნიშნული წერილები კი მთლიანად მეფე ერეკლეს მიერ არის შესრულებული.

გარდა ამისა, ჩვენთან დაცულია 305 ათასი ფოტოდოკუმენტი, 28 ათასი კინოდოკუმენტი და 17 ათასი აუდიოჩანაწერი. კინოდოკუმენტებიდან გამოვყოფ 1912 წლის ფილმს "აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში". გვაქვს უფრო ძველი ჩანაწერებიც, ოღონდ მათ დასრულებული კინოფილმის სახე არ აქვთ, მხოლოდ სიუჟეტური კადრებია ასახული. ფოტოარქივში წარმოდგენილია XIX საუკუნის 80-90-იან წლებში გადაღებული ფოტოსურათები. დღეს უკვე შეგვიძლია მათი ციფრული გამოსახულების შექმნა და ასლების დამზადება, რაც ფოტოებს გადაგვირჩენს.

ჩვენს არქივში შემონახულია რამდენიმე ცვილის მილაკის ჩანაწერი. ეს ხმოვანი ჩანაწერის პირველი ტექნოლოგია გახლავთ. ახლა ეს მასალები გატანილია კონსერვატორიაში, სადაც ფრანგი სპეციალისტები ცვილის მილაკებზე ჩაწერილი ხმების ციფრულ ტექნოლოგიაზე გადატანას შეეცდებიან. ერთ-ერთ ცვილის მილაკზე ჩაწერილია ვარინკა წერეთლის მიერ შესრულებული "სულიკო".

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი ჟურნალის საშუალებით საქართველოს წარსულის ყველა გულშემატკივარს ვთხოვო დახმარება. მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს დახმარება არ არის საკმარისი დაზიანებული დოკუმენტების გადასარჩენად. კარგი იქნება, თუ ჩვენი ბიზნესმენებიც გამოიჩენენ გულისხმიერებას და მათ შენარჩუნებაში მცირედ წვლილს მაინც შეიტანენ. მწყობრიდან არის გამოსული კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა. ზაფხულში საცავებში გაუსაძლისად ცხელა და ქაღალდიდან ცელულოზა გამოიდევნება, ქაღალდი იშლება, ხოლო ზამთარში, როცა ძალიან ცივა და ტენიანობა იმატებს, სოკოვანი დაავადებების მოჭარბება შეინიშნება. ჩვენი სპეციალისტები მხოლოდ მაღალი პროფესიონალიზმის წყალობით ინარჩუნებენ დღემდე ამ დოკუმენტებს. თუ არ მოხდა საცავების კლიმატური და სავენტილაციო სისტემების აღდგენა, საგანძური დაიკარგება.

საარქივო დეპარტამენტში დოკუმენტების რესტავრაციისა და მიკროფილმირების რესპუბლიკური ლაბორატორია ფუნქციონირებს. 1944 წელს შექმნილ ლაბორატორიას, დღიდან დაარსებისა, გამოცდილი სპეციალისტი თამარ სახოკია უძღვებოდა, დღეს კი მისი შვილიშვილი თამარ გაგნიძე ხელმძღვანელობს.

საბჭოთა პერიოდში საქართველოში ერთადერთ ამ ლაბორატორიას მასალებით უშუალოდ კრემლის ლაბორატორია ამარაგებდა. აი, ასეთი მნიშვნელობის ლაბორატორია დღეს სავალალო მდომარეობაშია. მოძველებულია ყველა აპარატურა, რომელთა საშუალებითაც შეიძლება რესტავრაციის ჩატარება. არც სათანადო მასალები აქვთ.

ამჟამად მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით პატრიარქის ფონდმა გამოყო გარკვეული თანხა, რათა რესტავრაცია ჩაუტარდეს ანჩის სახარებას. მადლობის მეტი რა მეთქმის პატრიარქის მიმართ... დაღუპვის პირასაა IX საუკუნის ოთხთავი, რომელსაც სასწრაფოდ სჭირდება აღდგენა. იგი ისეა დაზიანებული, რომ ტექსტებმა უკვე ქრობა დაიწყო. თუ ეს უნიკალური ოთხთავი სასწრაფოდ არ დამუშავდა, მალე ხელიდან გამოგვეცლება, რაც დიდი დანაშაული იქნება ერისა და მომავლის წინაშე.

ბოლო დროს სასიკეთო ძვრები შეიმჩნევა საარქივო დეპარტამენტში. გვახარებს იუსტიციის მინისტრის გია ქავთარაძის მხარდაჭერა. გვესმის, რომ წლების განმავლობაში მოშლილი სისტემა ასე მალე ვერ აღდგება და მოთმინებით ველით იმ დღეს, როცა უნიკალური საგანძურის დაცვა არავითარ სირთულესთან არ იქნება დაკავშირებული.

- პატრიარქის ფონდის დახმარებით მალე დაიწყება ანჩის სახარების რესტავრაცია. როგორ დაიბრუნებს ის პირვანდელ სახეს, რა საფეხურების გავლაა საჭირო?

- სახარების ყდა მთლიანად უნდა დაიშალოს და მოშორდეს ვერცხლის ფირფიტები. სახარების ტყავის ყდა ხეზეა გადაკრული. აუცილებლად უნდა დამუშავდეს ეს ხეც, რათა ჭიის არსებობა გამოირიცხოს. ტყავის ყდის გასუფთავების, საგანგებოდ გაჭიმვისა და დეზინფექიცის შემდეგ დაზიანებული ადგილები თანამედროვე ტყავით შეივსება. ახალი ტყავი უნდა დაძველდეს და ფერით საუკუნეებგამოვლილ სახარებას მიუახლოვდეს. სახარების პირველ გვერდს ფერწერული ნამუშევარი ამშვენებს. თავის დროზე, როგორც ჩანს, ფონი ოქროს ფხვნილით იყო დაფარული. მასზე რომელი წმინდანია გამოსახული, ძნელი სათქმელია. ფერწერული ტილოების აღსადგენად სპეციალისტების მოწვევა დაგვჭირდება. თავიდან დახატვა აკრძალულია და თანაც შეუძლებელი, აქ ხატმწერმა უნდა იმუშაოს. ფერწერულ ტილოებს ჩვენი ლაბორატორია არ აღადგენს. ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ ოქროთი დაფარული ნაწილი გავამაგროთ და მოსალოდნელი დაზიანება შევაჩეროთ.

ოთხასგვერდიანი სახარების რესტავრაცია მალე დაიწყება, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს პატრიარქს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
24.10.2022
ზემოთ ხსენებული სიწმინდეები ინახებოდა მალტაში, წმინდა იოანე იერუსალიმელის სახელობის კათოლიკური ორდენის რაინდებთან.
17.06.2022
წმინდა დავით გარეჯელის სახელთან დაკავშირებული სიწმინდეებიდან ჩვენამდე მოაღწია უდაბნოს ლავრის ტერიტორიაზე არსებულმა წყარომ,
22.05.2022
უფალმა ღირს ჰყო, ღრმა სიბერემდე ეცხოვრა წმინდა ნიკოლოზს. მაგრამ მასაც დაუდგა ჟამი გარდაცვალებისა.
06.01.2022

წმინდა მიწას, იერუსალიმს და იქ დავანებულ სიწმინდეებს დღემდე უამრავი მომლოცველი და მნახველი ჰყავს.

27.01.2021
მცხეთაში შემოსულმა წმინდა ნინომ სწორედ "მაყვლოვნად" წოდებულ ადგილას დაივანა და რამდენიმე წელი აქ ფარულად ლოცულობდა.
04.06.2020
1. თუ VI საუკუნეში, როცა სპარსთა ძლიერება დიდია და ზარასტრუსტის მოძღვრება გაბატონებული აზიაში მცირე იყო და არა საკმაო საქართველოს ნივთიერი ძალა ქრისტეს ჯვრის მძლავრ და გააფთრებულ მტერთა ხშირის თავ-დასხმის საწინააღმდეგოდ,
21.09.2019
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელი, -ეს უდიდესი სიწმიდე, რომელიც თავად ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა გადასცა წმიდა მოციქულ თომას,
21.09.2019
კიდობანში ინახებოდა ძვირფასი სიწმინდე-ღვთისმშობლის პერანგი, რომლისგანაც მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა
26.01.2019
თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის კანკელის მარცხენა კუთხის კედელში ჩასვენებული წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი შეკრულია წმინდა ნინოს თმით და ფარჩის საფარვლით არის შემოსილი.
20.11.2018
ერკეთის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია დედა მარიამი (ფოჩხუა):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat